IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ვინც ცოდვას არ ებრძვის , მას ვერ სძლევს !, თეოფანე დაყუდებულის მიხედვით ...
შოთა
პოსტი Mar 16 2007, 11:11 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



leluka
მაგ ყველაფრის შესრულება , ადამიანი ჩემის აზრით ვერ შეძლებს ერტთდღეში, რომ ადგეს დილალზე და გადაწყვიტოს ყველა ზემოთ ჩამონათვალი წესი დაიცვას.
ეს ყველაფერი მოხდება ადამიანში მეტ ნაკლებათ თანმიმდევრობის მიხედვით.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 18 2007, 08:07 PM
პოსტი #22


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



სინანული დაცემული მდგომარეობიდან ამოსვლის საწინდარია. აი, რომ გაიზრებ, რომ ცოდვა ჩვენი სულის ნაკლოვანებაა, ავადმყოფობაა,რომელიც ღმერთს განგვაშორებს, სისხლი უნდა გავიღოთ. ეს არის წმინდა მამათა ფორმულა. ამავე დროს უნდა აკაკუნო და უფალი შეგეწევაო. სისხლის გაღებაში იგულისხმება ვნებებთან უკომპრომისო ბრძოლა. თუ დაუთმობ, ეს უკვე დამარცხებას ნიშნავს. ეს ცემი სულიერი მამის სიტყვებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Mar 19 2007, 11:38 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



პასუხი ვერ მივიღე smile.gif

მე ვიფიქრე და ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა, იქნებ თქვენი აზრი მითხრათ მის შესახებ:

,,ნებისმიერ ადამიანს მინიჭებული აქვს გარკვეული ძალა, ნებისყოფა იმისა რომ თავის ვნებებს გაუმკლავდეს, მაგრამ ეს ძალა საკმარისია მხოლოდ ნაწილი ვნებების დასამარცხებლად, და არა ყველასთვიის...

თუმცა პოტენციალში ადაიანს შეუძლია ნებისმიერი ცოდვა დაამარცხოს თუ მას ღმერთი შეეწევა, ღმერთი კი მხოლოდ მაშინ შეეწევა თუ ის ბრძოლაში საკუთარ ძალებს ბოლომდე ამოწურავს... ასე ის დაასაბუთებს რომ ცოდვის დამარცხება სურს...

შესაბამისად:

თუ ადამიანი ცოდვით ეცემა, მიუხედავად იმისა რა სიძლიერისაა ეს ცოდვა თუ ეშმაკი, დამარცხებაში დამნაშავე ყველა ვარიანტში ადამიანი გამოდის, რადგან მან ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ იბრძოლა, და სწორედ ეს მომენტი გახდა დამარცხების მიზეზი...

ასე რომ მაქვს თუ არა ძალა კონკრეტულ ცოდვაზე გამარჯვებისა ამას არ აქვს მნიშვნელობა, დამარცხების შემთხვევაში დამნაშავე ყველა ვარიანტში მე ვარ და სინანულიც მე მმართებს..."

სწორია ასეთი ხედვა? რას ფიქრობთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 19 2007, 08:25 PM
პოსტი #24


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მართალი ხარ, ერთს დავამატებდი, რომ ცოდვის აღსრულების რამოდენიმე ეტაპია. ჯერ გარედან მოდის ზრახვა, მერე გულში შემოვუშვებთ და ბოლოს ნაბიჯს ვდგამთ მის აღასრულებლად. სანამ იგი გულის გარეთ დგას, ბრძოლა ადვილია, მერე კი,ოოო.... ზოგჯერ ჩვენსი ისეტი დაფარული ამპარტავნებაა, რომ ამის დასანახად ღმერთი დაუშვებს ჩვენს დაცემას, მაგრამ სინანული და ცოდვიდან ამოსვლის წყურვილი არ უნდა დავკარგოთ. წაიკითხე სასაუბროსი პოსტი იაკობ მმარხველზე? მეტად საგულისხმოა ამბავია ჩვენთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Mar 19 2007, 08:28 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ვინც გადაწყვიტა აღდგა კიდეც" წმინდა თეოფანე დაყუდებული
მე მგონია რო ვნება რომელიც ხელს გიშლის სულიერი ცხოვრებაში და შენ ამას მთელი არსებით აღიქვავ და გრძნობ გტკივა დაუძინებელ მტრად გექცა მისი არსებობა შენში, წმინდა მამები წერენ რო სწორედ ასეთ ვნებებს უნდა ატაკო სახეში უფლის სიყვარული უფლის სიტყვა და მათ დამარცხებას შევძლებთ თუმცაღა არ იფიქროთ რო აღარ ამოვა ამოვა და ისევ შეებრძოლეთ ამ ბრძოლაში თუ ბრძოლა ჭეშმარიტია ბერძოლი გამოიცდება და სულიერი მხნეობას და გამოციდლებას შეიძენს ....


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Mar 19 2007, 08:30 PM
პოსტი #26


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ციტატა(ლილიანა @ Mar 19 2007, 08:28 PM) *

"ვინც გადაწყვიტა აღდგა კიდეც" წმინდა თეოფანე დაყუდებული
მე მგონია რო ვნება რომელიც ხელს გიშლის სულიერი ცხოვრებაში და შენ ამას მთელი არსებით აღიქვავ და გრძნობ გტკივა დაუძინებელ მტრად გექცა მისი არსებობა შენში, წმინდა მამები წერენ რო სწორედ ასეთ ვნებებს უნდა ატაკო სახეში უფლის სიყვარული უფლის სიტყვა და მათ დამარცხებას შევძლებთ თუმცაღა არ იფიქროთ რო აღარ ამოვა ამოვა და ისევ შეებრძოლეთ ამ ბრძოლაში თუ ბრძოლა ჭეშმარიტია ბერძოლი გამოიცდება და სულიერი მხნეობას და გამოციდლებას შეიძენს ....

აუ ეგ მაგარი დაწერე გავმიმტკიცდა"ეგეინსთ"ბრძოლა ცუდთან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Mar 21 2007, 12:56 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ჰო მტკიცე გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ რაღაც საბრძოლო ტაქტიკაა მოსაფიქრებელი,

გუშინ ვფიქრობდი, ათას ამქვენიურ ამოცანაზე ვფირობ ხოლმე და ვწყვიტავ, უამრავი ხერხი და მეთოდი მომიგონებია ღვთის შემწეობით ამქვეყნიური პრობლემების გადასაწყვეტად და არასოდეს სერიოზულად არ მიფიქრია იმაზე თუ როგორ მოვერიო ამათუიმ ცოდვას, მარტივად დინებას მივყვები და მთელი ბრძოლა მარტივი ეკლესიური წესებისა და დარიგებების შესრულებით შემოიფარგლება...

თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ თითოეული ადამიანი უნიკალური პიროვნებაა,ალბათ ზგადი წესების შესრულება საკმარისი არ უნდა იყოს გამარჯვებისათვის, უნიკალური ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით საბრძოლო მიდგომის მოფიქრება იქნება საჭიროsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 01:00 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უნიკალური ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით საბრძოლო მიდგომის მოფიქრება იქნება საჭირო


მაგისთვის რწმენაა საჭირო laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაიკო
პოსტი Mar 21 2007, 03:47 PM
პოსტი #29


saceri
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: ””””””მიუნხენი””””” ანუ .... :)
წევრი № 1,333



ზიარებიდან ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრ ცოდვებს ჩავდივარ და მრცხვენია (ალბათ მაშინ ვუკვირდები განსაკუთრებულად), მერე თუ აღარ წავედი ეკლესიაში, ნელ-ნელა აღარ განვიცდი თითქოს ამ ცოდვებს, მერე ლოცვების კითხვასაც კი ვწყვიტავ, ვაჯერებ ხოლმე ჩემს თავს რომ აზრი არა აქვს, ამდენი ცოდვების შემდეგ ლოცვის წაკითხვას, მითუმეტეს მაშინ გახსენდება რაღაც სისულეეები და ხვდები რომ ლოცვა უკვე წაგიკითხავს... ასე სულ რომ ჩამოვშორდები ხოლმე, მაშინ მეწყება დეპრესია და ისევ ეკლესიას ვუბრუნდები... თავისუფლება არ უნდა მივცე მემგონი ჩემს თავს. ახლაც ერთი კვირაა გასული ზიარებიდან, ახალი მოძღვარი მყავს და მითუმეტეს მრცხვენია იგივე ცოდვების თქმა, მაგრამ ახლა ვიცი რომ არ დავუთმობ ჩემს თავს, ღმეთი დამეხმარება....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 21 2007, 07:48 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ქრისტეს მიერ დებო და ძმებო, მართლაც მძიმეა ჩვენი ბრძოლის ასპარეზი ცოდვების დამარცხების გზაზე.აქ ისიც წავიკითხე რომ ბევრ ადამიანს უჭირს ეს ბრძოლა. მინდა გითრათ რომ მეც ძალიან მიჭირს ცოდვებთან ბრძოლა, მაგრამ ცოდვების დასაძლევად ერთი ხერხი შევიმუშავე და ცოტა მიშველა, თქვენც გაგიზიარებთ იქნებ დაგეხმაროთ....



როდესაც ჩემ ცნობიერებაში ყალიბდება აზრი რომ რაღაც არასწორი საქციელი ჩავიდინო და ეს ვიცი რომ ცოდვაა, ვიწყებ იმაზე ფიქრს რა გავაკეთო. მაგალითად ვურეკავ მეგობარს, ან ვაკეთებ ისეთ რამეს რაც სასიამოვნო გასაკეთებელია ჩემთვის. მერე კი როდესაც სრულიად ჩავერთვები ამ სასიამოვნო საქმის კეთებაში ვიხსენებ იმას ჩემ გონებაში რა საშინელი აზრები იყო წუთის წინ და ვფიქრობ იმაზე რომ მე შევძელი ის რომ ეს ცოდვა არ ჩამედინა. ამ დროს ენით აუწერელი ნეტარება მეუფლება და უფალს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. ეცადეთ ერთხელ მაინც შეძლოთ ასეთი რამის გაკეთება და თუ შესძელით იგრძნოთ ის ნეტარება რაც მოყვება იმას რომ ცოდვა არ ჩაიდინეთ და გაუმკლავდით ეშმაკს, მერწმუნეთ თქვენი ცოდვების რიცხვი ძალიან შემცირდება.

p.s. თავდაპირველად ეს ხერხი შეგიძლიათ გამოსცადოთ ისეთ ცოდვაზე, რომელსაც საკმაოდ პერმანენტული ხასიათი აქვს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ მასთან გამკლავება არ შეგიძლიათ!

გისურვებთ წარმატებას, უფალი იყოს თქვენი მფარველი!!! wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 21 2007, 11:33 PM
პოსტი #31


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ახლა იოანე კიბისაღმწერელის ხსენების კვირაა. მამა თეოფან დაყუდებული ხსნის რა მის ამ წიგნს, ამბობს, რომ ქრისტიანული სრულყოფილებისაკენ სვლის ანუ ამ კიბეზე პირველი საფეხურის შესადგმელად , საჭიროა დავტოვოთ მიწა ანუ განვეშოროთ ცოდვას, ამგვარ საქმეებს. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ყოველგვარ უკეთურებას მოვიკვეთთ, რათა ღმერთს ვესათნოვოთ. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის სათნოებათა კიბის პირველ საფეხურზე შედგა. მაშასადამე- მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, არ დავუთმოთ ვნებებს ჩვენი სული სათარეშოდ. დავეცით, ავდგეთ. ამპარტავნებაში ვვარდებით, როცა დაცემის სიმწვავეს ვერ ვუძლებთ და ხელს ვიღებთ ბრძოლაზე, ლოცვა არ ვგსურს. ზიარების შემდეგ ღმერთი უსვებს, რომ ცხადად დავინახოთ საკუთარი თავი, მისი უძლურებანი. (ამიტომაც განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ, მოგვანიჭოს ძალა, რათა დაგვიფაროს ცოდვების ჩადენისაგან. )გვქონდეს მასზე სწორი წარმოდგენა, ისეთი, როგორიცა ვართ და არა ისეთი, სხვებს რომ ვგონივართ.
გადაწყვეტილების შემდეგ იწყება ღვაწლი, რომელიც მოითხოვს სულიერი და ფიზიკური ძალების , მოკრებასა , მათ ძალისხმევას და თავის შეუცოდებლად გარჯას . საჭიროა, რათა წინაღვუდგეთ ცუდს და კარგი საქმისათვის ვაიძულოთ თავი, რომ გავისარჯოთ. აქ საჭიროა დაძალება , უკომპრომისობა, რათა აშენებული კვლავ არ დავანგრიოთ. თეოფან დაყუდებული ასევე გვირჩევს, რომ ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ ცოდვის უმცირესი გამოვლინება. შევისწავლოთ მტრის ჩვენზე თავდასხმის მეთოდები. ამჟამად რომელი ვნებაც გვებრძვის განსაკუთრებით მძაფრად, იმისკენ წარვმართოთ ბრძოლა.
რა არის სრულყოფილება, თუ არა ვნებათა ამოძირკვა და მათ ადგილზე სათნოებათა ჩარგვა. უცებ ყველა ვნებას ვერ ამოფხვრი. ეს თანდათანობით ხდება. ამიტომ იოანე კიბისაღმწერელი ამ შრომის აღწერას ამთავრებს 26-ე საფეხურით. (სულ 30-ია)
ღმერთმა გაგვაძლიეროს, რომ მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ უფლისათვის სათნო ვაკეთოთ და ეს გადაწყვეტილება შობს ღვაწლს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Mar 23 2007, 08:47 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78




"ის ვინც ჯერ კიდევ ტკბება საკუთარი ცოდვებით ფიქრებში , ან გულში და მათ თანაუგრძნობს , თავისი ცოვებს ვერ დაინახავს , მათი დანახვა მხოლოდ იმას შეუძლია , ვინც გადაჭრით ინება ცოდვასთან მეგობრობის გაწყვეტა,საკუთარი თავის კარიბიჭესთან კეთილ მცველად დადგა , იშიშვლა მახვილი - სიტყვა ღვთისა და ამ მახვილით იგერიებს ნებისმიერი სახით მოახლოებულ ცოდვას ; მას , ვინც ჩაიდენს დიდ გმირობას - მტრად ექცევა ცოდვას , გამოსტაცებს მას გონებას, გულს და სხეულს , უფალი უდიდეს ჯილდოს - საკუთარი ცოდვების დანახვის უნარს მიანიჭეს "
წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი Mar 25 2007, 10:04 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



დღეს ჩემი ტაძრის წინამძღვარმა მამა მიქაელმა იქადაგა და გვითხრა,ხშირ შემთხვევაში აღსარებაში მაბარებენ რომ უფალს რასაც ვთხოვთ არ გვისრულებს თხოვნასო.მან კი ასეთ რამ გვითხრა,როცა ლოცვების წაკითხვას იწყებთ გულით და გონებით უფალთან ხართო?გეტყვით რომარ ხართო და თქვენი გონება აქეთ-იქით დაფრინავს და ათასი საზრუნავით გყავთ დატვირთული და ამ დროს ლოცვის არცერთ სიტყვას ყურს არ უგდებთო.როცა გონებით და გულით წაიკითხავთ უფალი ყველაფერს შეგისრულებთო.ეს ყველაფერი მაიკოსთვის დავწერე და მინდა უთხრა რომ ლოცვა არასოდეს მიატოვოს რადგან ლოცვა ეს ერთერთია რომელიც ადამიანს აძლიერებს. გისურვებ რომ დაძლიო ის რისი დაძლევაც გიჭირს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 2 2008, 01:02 PM
პოსტი #34


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



ვინც ცოდვას არ ებრძვის , მას ვერ სძლევს !,


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Jun 21 2008, 10:37 PM
პოსტი #35


summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927






ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი
[/color][/size]
1. აიძულე თავი ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე.
2. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ.
3. გაღვიძებისთანავე აღმართე გონება შენი შმრთისაკენ, მოწიწებით გამოისახე პირჯვარი და იფიქრე ჯვარცმულ ღმერთზე - იესო ქრისტეზე - რომელიც ჩვენი ხსნისათვის შეიწირა ჯვარზე.
4. დაუყოვნებლივ წამოდექი, შეიმოსე და სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლებას ნუ მისცემ შენს თავს.
5. შემოსვისას გახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგახარ, მოიგონე ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაჰკარგა სამოსელი უმანკოებისა, და შესთხოვე უფალ იესო ქრისტეს, რათა სულიწმინდის მადლით შეგმოსოს.
6. შემდგომ, დაუყოვნებლივ დაიწყე დილის ლოცვითი კანონის შესრულება. მუხლმოდრეკილმა, ყურადღებით, მოწიწებითა და ღრმა სინანულის განცდით ილოცე, როგორც შეჰფერის ყოვლისშემძლის წინაშე მდგომს. გამოითხოვე მისგან სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, კურთხევა დამდეგი დღისათვის, ასევე ძალა ყოველივე იმის კეთილგანწყობით მიღებისათვის, რის გამოგზავნასა, ან დაშვებასაც იგი ინებებს და გადატანისათვის ყოველგვარი სიმძიმილისა, სიძნელისა, უბედობისა, მღელვარებისა, მწუხარებისა და ხორციელი და სულიერი უძლურებისა, უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გამო.
7. მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება ყოველივე ღვთისათვის სათნოდ აღასრულო, ყოველივე მიიღო მის მამობრივ ხელთაგან და გამოთქვი განსაკუთრებული მზადყოფნა გააკეთო სწორედ ესა და ეს სიკეთე, ანდა თავი აარიდო სწორედ ამა და ამ ბოროტებას.
8. ყოველ დილით მეოთხედი საათი მაინც დაუთმე სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს (მოკლე განაზრებებს). განსაკუთრებით კი გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე ძე ღმერთის განკაცებისა და მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სასუფეველზე.
9. იფიქრე იმაზე, რომ ეს ეს დღე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს შენთვის - და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ისურვებდი გაგეკეთებინა მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავი ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე.
10. მადლობა შესწირე უფალს, რომ დაგიფარა განვლილ ღამეს და რომ ჯერაც ცოცხალი ხარ და არ მომწყდარხარ საკუთარ ცოდვებში. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წარსდგა გასულ ღამეს ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. (იქნებ, სულ ახლოს არის ის დრო, როდესაც შენც იგივე სხვედრი მოგელის.)
11. ასევე მადლობა შესწირე უფალს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო მადლის შეძენისა და სათნოების ქმნისა, და საშუალება სინანულისა და ზეციური დიდების მოხვეჭისა.
12. ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გსურს იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ტყუილად დაკარგე.
13. ლოცვისა და საღმრთო ფიქრის შემდეგ, თუკი დრო გაძლევს საშუალებას, იკითხე რაიმე სულისთვის სარგო წიგნი, მაგალითად წმ. დიმიტრის „სულიერი ანბანი“ ან წმ. ტიხონ ზადონელის „საუნჯე სოფლად შეკრებილი“, და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. საკმარისად იფიქრებ რა ერთ ადგილზე, გააგრძელე კითხვა და ზედმიწევნით დაუკვირდი იმას, რასაც უფალი შენს გულს ეუბნება.
14. ამის შემდეგ, დაიწყე შენი საქმეების კეთება. დაე, ყოველი შენი საქმიანობა ღვთის სადიდებლად წარემართოს, გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან გხედავს, ხედავს ყველა შენს მოქმედებას, საქმიანობას, გრძნობას, აზრსა თუ სურვილს და უხვად გაჯილდოვებს ყოველი კეთილი საქმისათვის.
15. ნურცერთ საქმეს ნუ დაიწყებ ღვთისადმი ულოცველად, რამეთუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან ვამბობთ ლოცვის გარეშე, შემდეგში ან ცოდვის შემცველი აღმოჩნდება, ანდა მავნე და ჩვენდა შეუმჩნევლად გვამხელს საქმეთა წყალობით.
16. თავად უფალმა ბრძანა: „ჩემს გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი“. მუშაკობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდე. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმს, შეასრულე როგორც ეპიტიმია შენი ცოდვებისათვის. სიმდაბლისა და მორჩილების სულით გამსჭვალულმა, შრომის დროს მოკლე ლოცვები წარმოსთქვი, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა და გაიხსენე იესო, რომელიც საკუთარი ოფლით შოულობდა პურს არსობისა, მუშაობდა რა იოსებთან ერთად. თუკი შენი შრომა წარმატებულია და შენს გულის წადილს ეხმიანება, მადლობა შესწირე უფალს; თუ წარუმატებელი - გახსოვდეს, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა, ღმერთი კი ყოველივეს კეთილად იქმს.
17. სადილობისას გახსოვდეს, რომ ზეციური მამა გიწვდის თავის ხელს, რათა გამოგკვებოს; ნურასოდეს გამოტოვებ ლოცვას საზრდელის მიღების წინ, ნუ დაივიწყებ მოწყალების საქმეს და გლახაკებსაც უწილადე მცირედი რამ შენი სუფრიდან.
18. სადილობის შემდეგ ჩათვალე, რომ ერთი იმ ხუთიათასთაგანი ხარ, რომელიც სასწაულებრივად განაძღო იესო ქრისტემ; გულით შესწირე მადლობა უფალს და ევედრე, რომ არ მოგაკლოს ზეციური საზრდო - თავისი სიტყვა და თავისი უწმინდესი სისხლი და ხორცი.
19. თუ მშვიდი ცხოვრება გსურს, მაშინ მთლიანად მიენდე უფალს. სულის სიმშვიდეს მანამ ვერ ჰპოვენ, სანამ ერთარსება უფალში არ მოიპოვებ მას, გეყვარება რა ის ერთადერთი.
20. ყოველთვის და ყველაფერში გახსოვდეს უფალი ღმერთი და მისი წმიდა სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი. შეეცადე ყოველივეში ღვთის ნება აღასრულო და მხოლოდ მას ერთადერთს სათნოეყო, ყველაფერი აკეთე და დაითმინე ღვთის გულისათვის. იმაზე კი ნუ ზრუნავ, რომ პატივს მოგაგებდნენ და უყვარდე გარშემომყოფებს, არამედ იმაზე, რომ სათნოეყო უფალს და სინდისი არ გამხელდეს ცოდვებში.
21. ფხიზლად იყავი საკუთარი თავის მიმართ და ულისთქმებსა და ვნებებს. ნურაფერს მიიჩნევ ნაკლებმნიშვნელოვნად, როდესაც საქმე საუკუნო ხსნას ეხება.
22. უფლის ხსოვნის ჟამს განამრავლე ლოცვა, რათა უფალმა მოგიხსენოს მაშინ, როდესაც შენ დაივიწყებ მას. დაე, შენი მსწავლელი ყველაფერში უფალი იესო ქრისტე იყოს, რომლის მიმართაც მიაპყრობ რა გონების თვალს, ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: ამ შემთხვევაში რას იფიქრებდა, იტყოდა ან მოიმოქმედებდა იესო ქრისტე.
23. იყავი მდაბალი, მშვიდი და მორჩილი. დადუმდი და მოითმინე იესოს დარად. იგი არ მოგცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგიძლია: ის თავად შეგეწევა ჯვრის ზიდვაში.
24. ნუ იფიქრებ რაიმე სათნოების შეძენას მწუხარებისა და სულიერი ტკივილების დაუთმენელად.
25. გამოითხოვე უფლისაგან მადლი, რათა რაც შეიძლება უკეთ აღასრულო მისი ღვთაებრივი ნება, მისი უწმინდესი მცნებები, რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდნენ ისინი.
26. ღვთის რომელიმე მცნების აღსრულების შემდეგ ელოდე ცდუნებას, რამეთუ სიყვარული ღვთისა, სიძნელეთა გადალახვის გზით განიცდება.
27. მცირე დროითაც კი ნუ განლაღდები, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და მეცადინეობაში. რამეთუ უსაქმური არ არის ადამიანად წოდების ღირსი და უეჭველად დაიღუპება.
28. დღის მანძილზე ეცადე გამონახო დრო განმარტოებისათვის, იესოს მსგავსად, რომელიც კაცთაგან მოშორებით ლოცულობდა თავისი ზეციური მამის მიმართ.
29. სულიერი სიმძიმილისა, თუ ლოცვისა და ყველა სხვა კეთილკრძალული საქმიანობისადმი განგრილების ჟამს, ნუ მიატოვებ ღვთივსათნო საქმეებს, - ასე ილოცა სამჯერ უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მისი სული შეწუხებული იყო თვით სიკვდილამდე.
30. ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება.
31. გაექეცი უმცირეს ცოდვებსაც კი, რათა უმცირესიდან უდიდეს და მომაკვდინებელ ცოდვებში არ ჩავარდე.
32. თუ გსურს არ შეგაწუხონ ბოროტმა გულისთქმებმა, მიიღე დამდაბლება სულიერი და შეჭირვება ხორციელი, არა ერთ რომელიმე დროს, არამედ ყოველ ჟამს და ყოველგვარ საქმეში.
33. ყოველი ფიქრი, რომელიც ღმერთს განგაშორებს, განსაკუთრებით კი ბილწი, ხორციელი გულისთქმები, რაც შეიძლება სწრაფად განაგდე გულიდან, როგორც განაგდებდი ტანსაცმელზე მოხვედრილ ერთ ნაპერწკალსაც კი.
34. როდესაც ამგვარი გულისთქმა გეწვევა, გულმოდგინედ წარმოსთქვი ლოცვა: „უფალო შემიწყალე“, ან „უფალო შემეწიე“, ან „უფალო ნუ დამიტევებ მე“ და სხვა ამდაგვარნი.
35. ცდუნების ჟამს ნუ შეცბუნდები. ვინც ბრძოლის შემთხვევას გიგზავნის, ის გამარჯვების ძალასაც მოგცემს. შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე და მთელი სასოება ღმერთზე დაამყარე. თუკი უფალი შენთანაა, ვის შეუძლია წინ აღგიდგეს?
36. გამოითხოვე ღვთისაგან, რომ განგაშოროს ყოველივეს, რაც შენს სიამაყესა და თავმოყვარეობას კვებავს, თუნდაც ეს შენთვის ძალზედ მწარე იყოს.
37. ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ ღვთის გულისათვის და განუყოფლად მას ეკუთვნოდე.
38. როდესაც ადამიანები რაიმეთი შეურაცხგყოფენ, იფიქრე, რომ უფალმა ეს შენს განსადიდებლად დაუშვა და ამგვარად, უპატიობაში მყოფი შინაგანად უშფოთველი იქნები და დიდებაში.
39. თუკი საზრდელი და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი იესოს მსგავსად, რომელიც ჩვენს გამო გლახაკ იქმნა.
40. ნურასოდეს იკამათებ და ნუ მოყვები თავის დაცვასა და მართლებას.
41. ნურაფერს იტყვი შენი უფროსების ან მოყვასის საწინააღმდეგოს საჭიროების ან ვალდებულების გარეშე.
42. იყავი გულწრფელი და უბრალო გულით, სიყვარულით მიიღე დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალზედ ჭკვიანი იყო.
43. ნუ იქნები მოძულე, შურიანი და ზედმეტად მკაცრი სიტყვასა და საქმეში.
44. რაც შენთვის არ გსურს, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვათაგან გსურს შენთვის, უწინ შენ გაუკეთე სხვებს.
45. თუკი ვინმე გეწვევა, მიაქციე გული შენი ღვთისაკენ და ითხოვე მოგმადლოს სული სიმდაბლისა, მორჩილებისა და ყურადღებისა; იყავი ალერსიანი, თავმდაბალი, ფრთხილი, კეთილგონიერი, ბრმა და ყრუ გარემოებისდა შესაბამისად.
46. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც შენ იმყოფები და საუბრობ.
47. ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტაა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის.
48. საუბარს გარკვეული მიზანი დაუსახე და ეცადე წარმართო იგი სულის ხსნისაკენ.
49. ჯობია უსმინო, ვიდრე ილაპარაკო. მრავალსიტყვაობისას ცოდვას ვერ გადაურჩები.
50. გამოითხოვე უფლისაგან მადლი კეთილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნები ცნობისმოყვარე ახალი ამბების მიმართ, რადგან ისინი ართობენ სულს და განაშორებენ ღმერთის ხსოვნას.
51. თუკი შენი სიტყვებით ვინმეს სარგებლობას მოუტან, დაინახე ამაში მადლი ღვთისა.
52. მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი?
53. თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე ღვთისაგან პატიება სიმდაბლით, შემუსვრილი გულითა და სასოებით მის სახიერებაზე და იჩქარე შეინანო სულიერი მამის წინაშე, რამეთუ ყოველი უნანელი ცოდვა არის სასიკვდილო, რომელზეც წმინდანმაც რომ ითხოვოს სხვისთვის, არ შეისმინება. ამასთან, თუკი არ ნანობ შენს მიერ ჩადენილ ცოდვას, მალევე ჩავარდები მასში ხელმეორედ.
54. ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, როგორც და სადაც კი შეგიძლია და ნუ იფიქრებ იმაზე, დააფასებს თუ არა იგი მას, იქნება თუ არა შენი მადლობელი. და გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც სხვას სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ბოროტების ხსოვნის გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვისაგან, განსაკუთრებით კი მისგან, მისაც კეთილს იყოფდი.
55. თუკი ვინმე ერთ ნათქვამს არ შეისმენს, ნუ აიძულებ ამას კამათის გზით, არამედ თავად ისარგებლე მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ირისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ თუკი ერთიდან მრავალზე ვრცელდება, ნუ მოითმენ მას და ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო კეთილდღეობა პირადულზე უპირატესია.
56. ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრიტეს უკანასკნელი მწუხრი და ევედრე, რომ ღირსი გაგხადოს ზეციური მწუხრისა.
57. დაწოლის წინ გამოსცადე საკუთარი სინდისი, ილოცე, რომ განგინათლდეს გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითოხვე პატიება, აღუთქვი გამოსწორება, ჩამოაყალიბებ რა მკაფიოდ და ზუსტად, თუ რაში და როგორ აპირებ გამოსწორებას.
58. შემდეგ საკუთარი თავი ღმერთს შეავედრე ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდე მის წინაშე წარდგომას; შეავედრე თავო ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმინდანს, რომლის სახელსაც შენ ატარებ.
59. წარმოიდგინე, რომ შენი საწოლი კუბოა, გადასაფარებელი კი სუდარა.
60. თუკი ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამით, გაიხსენე ის უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ევედრებოდა ზეციურ მამას თვით სისხლის დათხევამდეც კი.
61. ილოცე მათთვის, ვინც ღამით მძიმე სნეულებით იტანჯება და სასიკვდილო აგონიაშია, ილოცე მწუხარეთათვის და მიცვალებულთათვის.
62. ევედრე უფალს, რათა საუკუნო წყვდიადმა არ შთანთქას სული შენი.
ეს ყველაფერი მაშინებს sad.gif მარხვაში ვარ და იმის მაგივრად რომ მშვიდად ვიყო შიშები მაქვს sad.gif რავიცი ხალხო თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ ?
[/quote]
დააა ეს ვისი დადგენილია?? უბრალოდ მაინტერესებს კარგი რაღაც ჩანს, კარგადაა დალაგებული ყველაფერი და ვისი დაწერილია??[size=3]


--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 28 2009, 10:14 PM
პოსტი #36


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ხო, უნდა აიძულო თავი და გამოგივა... მწარე წამლის მიღებას ჰგავს... ტკბილია ამ იძულების შედეგი smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 28 2009, 11:41 PM
პოსტი #37


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



დიდი მადლობა ყველასს მაგარი თემაააააააა!!!


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი May 1 2009, 10:59 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



მადლობა ლილია

რატომღაც არ ამოიბეჭდა სრული ტექსტი.სრული ტექსტი კი დაახლოებით ასეთი იყო:მადლობა ლილიანას-უდავოდ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მასალაა გამოქვეყნებული!მადლობა მაკუნას და ninca-ს,მადლობა ყველას ვინც ვნებებთან ბრძოლაზე დაწერა და წმინდა მამათა სწავლებაც ამის შესახებ მოიშველია!ბერვი ასეთი საინტერესო მასალა გამოქვეყნებულიყოს ფორუმზე,რაც შეიძლება ბევრი...ვნებებთან ბრძოლოს გარეშე ცოცხალი ქრისტიანობა არ არსებობს...ეჰ,ყოველი დღე იწყება და მთავრდება ცოდვით...არა უშავს,უფლის და ეკლესიის მეშვეობით დავძლევთ-უფალი და ეკლესია მისი მართლმადიდებლური ძლიერია ბოროტ ძალაზე!
ქრისტე აღსდგა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 30 2009, 10:53 AM
პოსტი #39


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შევეცდები ჩემი მოსაზრება ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით: ერთი მხრივ მართალია, რომ ცოდვას ვერ დაამარცხებ მასთან ბრძოლის გარეშე, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს ბრძოლა? პირველ რიგში ცოდვის მიზეზებს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, ხოლო იმისათვის რომ გავაცნობიეროთ, ჯერ უნდა მივიღოთ ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე (უკვე ჩადენილ ცოდვას ვგულისხმობ) ანუ თავიდანვე ნეგატივით არ უნდა განვეწყოთ ჩადენილი ქმედების მიმართ, უბრალოდ დავაკვირდეთ და მოვლენათა ჯაჭვს მივყვეთ: რამ გამოიწვია ეს ქმედება... სინამდვიულეში ცოდვის არსი ისაა, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს რას აკეთებს აწმყოში და ავტომატურ რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება ვნებას. ცალსახად იმის თქმა, რომ ეს ცუდი ინსტინქტია და ცოდვაა რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ სისულელეა. ვნების გარეშე ვერ გავმრავლდებით ეს ერთი, ასევე ვნება პირველადი მუხტია ამაღლებული ქმედებებისა, უბრალოდ სწორი ტრანსფორმაციაა საჭირო ამ ვნების. ეს ადამიანური ბუნების ნაწილია და მისი შეძულება და დათრგუნვა უარეს ზიანს მოგვიტანს, მთავარია ვნებამ არ გვმართოს და პირიქით ჩვენ ვმართოთ იგი, ხოლო მისი განადგურება შეუძლებელია, მხოლოდ ტრანსფორმაციაა შესაძლებელი. ადამიანი ხიდია ცხოველურსა და ღვთაებრივს შორის და ცხოველური მხარის გარეშე ეს ხიდი ჩატყდება, ბოლომდე სანამ არ გაივლი ამ ხიდს მანამდე უნდა შეინარჩუნო ეს ცხოველური მხარეც და უნდა აკონტროლო.

და კიდევ ერთი, რატომღაც მეტი კონცენტრაცია გადაგვაქვს ცოდვებზე და ნეგატივზე, ხოლო სიყვარულისკენ და პოზიტივისკენ ნაკლებ ენერგის წარვმართავთ. სიყვარული და ნათელი უნდა შევიტანოთ ჩვენში და ცოდვისადმი მიდრეკილება თავისით გაქრება თანდათან, შეუძლებელია მბჟუტავი ან ჩამქრალი სანთლით განდევნო სიბნელე. აქცენტი სიყვარულზე და სინათლეზე გადავიტანოთ და ბნელი თავისით გაქრება. ასე რომ ჯობია მეტი ვილაპარაკოთ იმზე, თუ როგორ ვაკეთოთ სიკეთე და როგორ გვიყვარდეს, და ნაკლები იმაზე თუ როგორ ვებრძოლოთ ცოდვებს და ვნებებს. სამწუხაროდ ეს ტენდენცია შეიმჩნევა ამ ფორუმზეც და საერთოდ ჩვენს რელიგიაში. ჭიქა ნახევრად სავსეუნდა იყოს და არა ნახევრადცარიელი smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 30 2009, 11:52 AM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თავიდანვე ნეგატივით არ უნდა განვეწყოთ ჩადენილი ქმედების მიმართ

ნუ ეს კაცი (მამრი ხარ ხო smile.gif) გამაოცებს, შე კარგო ადამიანო, ხომ არ აჯობებდა ჯერ გეკითხა, გესწავლა და მერე წერო, ან კითხვის ფორმა მაინც მიეცი ხოლმე იმას რასაც წერ, აგერ მე აზრზე არ ვარ ატომურ ფიზიკაში და კანუდოსას როცა დავუწერ ხოლმე, დიდი შესავლებით და უფრო დიდი კითხვის ნიშნებით, ანუ ის კი არაა ცუდი ჩვენი აზრი ვთქვათ, არამედ ის რომ ამ აზრს მივცეთ რაიმე მტკიცებულებითი ფორმა, აქ კი მართლმადიდებლური ფორუმია და ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენი აზრები იქნება გამყარებული მამებით და ეკლესიის სწავლებით.
შენ რაც დაწერე არის შეცდომა, შეუძლებელია ქრისტიანმა გამოსწორება დაიწყოს და ამ დროს ცოდვას ნეგატიურად არ უყურებდეს, ეს ფსევდოფსიქოლოგიური ფილოსოფია ქრისტიანულ სპირიტუალიზმში არ ჯდება, რადგან ცოდვა აღიქმება როგორც არსობრივად ნეგატიური მოვლენა, საღვთო მადლის მოკლების წყარო და სულიერი დამახინჯების მიზეზი.
ციტატა
სინამდვიულეში ცოდვის არსი ისაა, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს რას აკეთებს აწმყოში და ავტომატურ რეჟიმში მუშაობს

ესეც უაზრობაა, გამოდის, რომ ადამიანი ავტომატურ რეჟიმში და სრულიად გაუცნობიერებლად აკეთებს ცოდვას, ესეც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ცოდვისა და სასჯელის ქრისტიანული გაგებასთან, ცოდვა მხოლოდ მაშინაა ცოდვა, ანუ ცუდი და უარყოფითი მოვლენა, როცა ადამიანი მას სწორედ რომ გაცნობიერებულად და სრულიად საღი გონებით და თავისუფალი ნებით აკეთებს ანუ არანაირად ავტომატურად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოდვა არ არის.
დანარჩენზე არ გავაგრძელებს რადგან მთელი პოსტის, და თან არა მარტო ამ, არამედ უმრავლესი შენი პოსტებისა, ნაკვებია საკუთარი აზრებიდან და რაღაც სხვა რელიგიების გავლენებიდან, შესაბიმისად არ წარმოადგენს მართლმადიდებლურ სწავლებას, ამიტომ მე ახლა ყველგან ხომ ვერ დავწერ, სადაც შენს ნიკს დავინახავ smile.gif, იქნებ გვითხრა რა რწმენის ხარ? თუ ჩამოყალიბებულად არამართლმადიდებელი ხარ, მაშინ იქნებ აპოლოგეტიკაში გესაუბრა, თუ ჩამოყალიბებულად შენისტი ხარ ( ე.ი. საკუთარი აზრების მიმდევარი ყველაზე მეტად) , მაშინ იქნებ რასაც წერ კითხვის დაწერო ან ყველგან მიანიშნო, მე არ ვიცი ( ან არ ვეთანხმები) რას ასწავლის მართლმადიდებლობა და რასაც ვწერ, ნურავინ აღიქვამს როგორც ქრისტიანობასო, ხოლო თუკი ჩამოუყალიბებელი ( ანუ გაუცნობიერებელი ან დაბნეული) მართლმადიდებელი ხარ, მაშინ კითხვებით შემოიფარგლე იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც არ ფლობ სწორ მართლმადიდებლურ განმარტებას, სხვანაირად თავისუფლად შეიძლება ეს ცრუ სწავლებები ვინმეს გადაედოს როგორც ჭეშმარიტება.

ცოდვის სიძულვილის შესახებ ნახე ბრიანჩანინოვი:
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების სიძულვილი ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვების ტყვეობისგან, მაშინ მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.

ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობარს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათჲ დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას სტოვებენ ისინი, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას, შერცხვენას.


ეს კი მთლიანად წასაკითხია:

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
სინანულისათვის
„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.

როდესაც მიწაზე მეტისმეტად მომძლავრდა ცოდვა, მაშინ მაღლით ყოვლადძლიერი მკურნალი მოგვევლინა. იგი მოვიდა ჩვენი დევნულების, გვემისა და ვაების ქვეყანაში, რომლის ყველა სატანჯველი ჯოჯოხეთის საუკუნო ტანჯვათა წინამავალია, და გვახარა ხსნა, სასოება, კურნება ყოველთა კაცთა, გამონაკლისის გარეშე. შეინანეთ!

სინანულის ძალა ღმრთის ძალაზეა დაფუძნებული - მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოწოდებს ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული, მას არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უსაშველოდ, და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ყოველი ცოდვის მიტევებას, ყოველი სატკივარის კურნებას.

ჰოი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევის და მხიარულების შეუნანებელი ხმაურით სავსე, თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულისკენ - პირქუში კუბოსკენ და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით, შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამაო სოფლის ხიბლი, მუდამ მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს! „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა, შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“.

სტუმარნო ამა სოფლისანო, შეისმინეთ ეს მთავარი, მხსნელი შეგონება, სხვაგვარად ისე მიაღწევთ საფლავს, ხრწნილებისა და მარადისობის კარიბჭეს, რომ სწორ წარმოდგენას ვერც მარადისობაზე მოიპოვებთ და ვერ საკუთარ მოვალეობებზე ამ მარადისობაში შეჯიბრის წინ, და მხოლოდ სამართლიან სასჯელს განიმზადებთ თქვენი ცოდვების გამო. ცოდვათა შორის კი, უმძიმესია მაცხოვრის სიტყვების არად ჩაგდება, მაცხოვრის შეურაცხყოფა. შეინანეთ!

ცრუ და მაცთურია ამქვეყნიური ცხოვრების გზა: ახლადმოსულს იგი ათასგვარი მოვლენებით სავსე უსასრულო აპარეზად ეჩვენება, იმას კი, ვინც უკვე გალია იგი, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!

სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა ხრწნადი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამქვეყნიური ცხოვრება, სულისა, და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოსს - სხეულს და ანგელოზები წარადგენენ ღმრთის სამსჯავროზე, კაცთათვის უცნობ და კაცთაგან დავიწყებულ სამსჯავროზე. შეინანეთ!

ძმებო! სახარების შუქზე მიუკერძოებლად დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას - არარაობაა იგი! ყველა მის სიკეთეს გვტაცებს სიკვდილი, ხშირად კი, სიკვდილზე უფრო ადრეც ვკარგავთ სხვადასხვა მოულოდნელ გარემოებათა გამო. ეს ხრწნადი, მსწრაფლწარმავალი სიკეთეები არც კი არიან იმის ღირსნი, რომ სახელად სიკეთეს ვუწოდებდეთ. მათ უფრო ტყუილის სახელის შეჰფერით. ამ ქსელში გაბმულნი და შიგ გახლართულნი აკლდებიან ზეციურ, ჭეშმარიტ, მარადიულ სიკეთეებს, რომელთაც გვანიჭებს ქრისტეს სარწმუნოება და შედგომა ქრისტესი, სახარების მიხედვით ცხოვრების საიდუმლო გზა. შეინანეთ!

რა მწარედა ვართ დაბრმავებულნი! რა ნათლად ჩანს ამ დაბრმავებით ჩვენი დაცემა! ვხედავთ ჩვენს ძმათა სიკვდილს. ვიცით, რომ ჩვენც უცილობლად, და ვინ იცის, იქნებ ძალიან მალეც, მოგველის იგი, რამეთუ კაცთაგან არავინ დარჩენილა სამუდამოდ ამქვეყნად. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრს სიკვდილამდე უმუხთლებს ხოლმე წუთისოფელი და ყოველდღიური სიკვდილის მსგავს სატანჯველში ვარდება. და ასეთი აშკარა გამოცდილების მიუხედავად მაინც ისე მიველტვით დროებით სიკეთეებს, როგორც რაღაც უცვალებელსა და მარადიულს. მხოლოდ მათზეა მიჯაჭვული ჩვენი გულისყური! ღმერთი დაგვავიწყდა! დაგვავიწყდა დიადი და თანაც სასტიკი მარადისობა. შეინანეთ!

გვიმტყუნებს, ძმებო, უცილობლად გვიმტყუნებს ყველა ხრწნადი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს - ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რასაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტევოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ. შეინანეთ!

შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ - ასე უპასუხა ამ შეკითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართლის სახელი დაიმკვიდრა.

შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვები - კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმიდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები - ყველაფერი, უკლევლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.

სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ ეტყვი შენს თავს: „მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე შეუძლებელია სინანული“ (მაკარი დიდი, სიტყვა 7, თავი 2). ამ უიმედო აზრებს ჩაგძახის შენი ცხოვრების მტერი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ (მაკარი დიდი, იქვე). იცის ეშმაკმა სინანულის ძალა, შიშობს იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობს გაგიტყუოს ჭეშმარიტი გზიდან, ამისთვის ღმრთის ყოვლადძლიერ წამალს, სინანულს, უძლურებას სწამებს.

ვინც სინანული დაგიწესა, შენი შემოქმედია, რომელმაც არარაისგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალად აღგაშენოს, ძალუძს შესცვალოს შენი გული. ცოდვისმოყვარე გულის აქციოს ღმრთისმოყვარედ, გრძნობადი, ხორციელი, ავისმზრახველი, ვნებას დამონებული გული სუფთა, განწმენდილ გულად ქმნას.

ძმებო! გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი. უფალი განკაცდა, რათა ამით თავს-ედო ადამიანების წილხვედრი სასჯელი, და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? სიმართლემ ჩვენმა? არა! იგი მოიყვანა იმ უბადრუკმა ყოფამ, რომელშიც ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო ჩავცვივდით.

გავმხნევდეთ, ცოდვილნო! ჩვენთვის, სწორედ ჩვენთვის აღასრულა უფალმა დიადი საქმე თავისი განკაცებისა, ჩვენს სნეულებებს მოხედა მიუწვდომელი მოწყალებით. დავუტევოთ მერყეობა! დავუტევოთ სასოწარკვეთილება და ეჭვები! შევიმოსოთ სარწმუნოება, გულმოდგინება, მადლიერება და შევუდგეთ სინანულს. ხოლო სინანულის მეშვეობით შევურიგდეთ ღმერთს. „და უშჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. ყოველნი უსამართოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს“ (ეზეკ. 18, 21-22). ამას ამცნებს უფალი ცოდვილს თავისი დიდი წინასწარმეტყველის პირი.

ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად შევემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც შეუძლია შეემსგავსოს უფლის სიყვარულს მისი ხელით ქმნული, დაცემული ნათესავი კაცთა: შევინანოთ! შევინანოთ არა მხოლოდ სიტყვით, არა მხოლოდ ხანმოკლე მონაწილეობით საეკლესიო ღმრთისმსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოშიშებასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტევოთ და სახარების მცნებებს მივდიოთ.

„რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“ (ეზეკ. 18, 31) რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტეანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა სახლსა ისრაელისასა - ქრისტეანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოხდეს.

„რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“ ქრისტეანები იმიტომ კვდებიან მარადიული სიკვდილით, რომ მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ერთადერთი რამით არიან გართულნი: ნათლისღების დიდებულ აღთქმას არღვევენ, ცოდვას ემონებიან, უგულვებელყოფენ უფლის სიტყვას, რომელიც მათ სინანულისკენ მოუწოდებს. თვით სიკვდილის წინაც კი, უკანასკნელ წუთებში, ვერ ახერხებენ, რამეთუ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ ქრისტიანობაზე, ან თუ აქვთ, ერთობ ნაკლული და უთავბოლო, რომელსაც სრული უმეცრების სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე რაიმე ცოდნისა.

„ცხოველ ვარ მე“, იტყვის უფალი, თითქოს იძულებულია ამით დაარწმუნოს ურწმუნონი და გულისხმა შთაბეროს უგულისხმოებს, - „არა მინებს მე სიკვდილი უთნოისა, ვითარ მოქცევა მისი გზისაგან მისისა და ცხოვრება მისი“ (ეზეკ. 33, 11) „რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“

იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.

როდესაც იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, სინანულის მქადაგებელთან, რათა ნათელეღოთ იორდანეში, თან თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (სიტყვა 4) ამბობს, ეს იმიტომ როდი ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რადმე ჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის, ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც იყო საჭირო.

იგივე წმიდა მამის თქმით, სულს, რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები, ეს ცოდნა აღვირს ასხამს, ეხმარება, რომ აღარ გაიმეოროს ისინი, და პირიქით, აუღიარებელი ცოდვები სიბნელეში ჩადენილს ჰგვანან, მათ გამეორებას არაფერი უდგას წინ.

ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების სიძულვილი ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვების ტყვეობისგან, მაშინ მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.

ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობარს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათჲ დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას სტოვებენ ისინი, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას, შერცხვენას.

ვიცნ განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით, მერე მოვინანიებო, ის თვით ღმერთის მიმართ იქცევა მზაკვრულად. განზრახ და შეგნებულად მცოდველს უცაბედი სიკვდილი ეწევა და არ ეძლევა ის დრო, რომელიც მოსანანიებლად ჰქონია განსაზღვრული.

აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადინილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს მუდმივ შემუსვრილებას გულისას, ბრძოლას გულისთქმებსა და გრძნობებთან, რომლებიც გულში ჩაბუდებული ცოდვილი ვნებების გამოვლინებას წარმოდგენენ, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის დათრგუნვას, სიმდაბლით ლოცვას და ხშირ აღსარებას.

ძმებო! ნებსით ცოდვით დავკარგეთ წმიდა უბიწოება, რომლისათვისაც უცხო იყო არა მარტო ცოდვა, არამედ ბოროტის შეცნობაც. ამ უბიწოების სულიერი ნათლით მოსილნი მოვედით სოფლად, შემოქმედის ხელით ქმნულნი, ჩვენ კი ის უბიწოებაც დავკარგეთ, ნათლისღებით განახლების შემდეგ რომ მოგვენიჭა, ჩვენი შესამოსელი, მხსნელის მიერ განსპეტაკებული, ცხოვრების გზაზე ათასგვარი ცოდვით შევბღალეთ. ერთიღა შეგვრჩა განსაბანად - წყალი სინანულისა. და რა მოგველის, თუ განბანის ამ გზასაც უგულებელვყოფთ? წარვუდგებით უფალს ცოდვით დამახინჯებული სულებით, რისხვით მოხედავს ღმერთი შესვარულ სულს და ჯოჯოხეთის გეჰენიას განუჩინებს სასჯელად.

„განიბანენით“, ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, „წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ“ (ესაია 1, 16-18). რითი მთავრდება ღმერთის ეს სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომლისკენაც ღმერთი განუწყვეტლივ მოუწოდებს ცოდვილს მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? თუ კაცი აღიარებს ცოდვებს, თავს-იდებს გულწრფელ სინანულს და ცოდვათა დატევებას, მაშინ ღმერთს თავის სამსჯავროზე ასეთი განჩინება გამოაქვს: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, ხოლო უკუეთუ იყვნენ ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ესაია 1, 18).

და თუკი ქრისტიანი შეურაცხყოფს ღმერთის ამ უკანასკნელ, მრავალმოწყალე მოწოდებას, მაშინ ეუწყოს ღმრთისგან საბოლოო წარწყმედა: „ხოლო უკუეთუ არა გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნესთ თქუენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ“ (ესაია 1, 20), ამენ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი