IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღირსი მარიამ მეგვიპტელი
marine
პოსტი Aug 30 2024, 07:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და კვლავ ნეტარია დამარცხებულიც, მაგრამ ვინ არის ასეთი? ის ვინც მსგავსია მარიამ მეგვიპტელისა, რომელმაც ამქვეყნისეული სიძვით დამარცხებულმა მეძავეობაში დაჰყო 17 წელი, მერე კი ამდენივე წელი უდაბნოში ღვთისადმი ისეთივე სინანულში გაატარა - დავითივით ანდა მანასესავით კი არა, და არც უდაბნოს ასკეტებივით, არამედ - ისე, როგროც არავინ სხვამ. და ისეთი სინანული აჩვენა ღმერთს, რომ იქცა ეგვიპტის მანათობელად!"

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/



https://www.orthodoxy.ge/skhva/gelashvili_mariam.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2024, 08:30 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი პავლე, რომელიც სწავლობდა ჩვენი ღირსი მამისგან ანტონისაგან, ისეთი განთქმული ადამიანი გახდა თავისი ღვაწლით, რომ იქცა მიწიერ ანგელოზად და ზეციურ ადამიანად, ღირსი მარიამ მეგვიპტელის მსგავსად.

ღირსმა მარიამმაც, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ აზრებთან ბრძოლის უნარი, გადაიტანა ეს ბრძოლა და დაამარცხა იგი ისევე, როგორც ძველად (ამალეკმა) ისრაელი, და იგი გავრცელდა ჯვარედინად, როცა მას თავს დაატყდა აზრობრივი ქარიშხალი"

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2024, 06:12 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არ მქონდა გამოცდილება და ძალა ისეთი უკიდურესი ასკეტიზმისთვის, როგორსაც წმინდა მარიამ ეგვიპტელი და უდაბნოს მამები ეწეოდნენ"

/იორდანელი მეუდაბნოე ფოტინია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2025, 03:42 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვილი გულისსიტყვების წინააღმდეგ ბრძოლის შესანიშნავი მაგალითია ღირსი მარიამ მეგვიპტელის ღვაწლი"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2025, 06:00 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მარიამმა შეიცნო, რომ მისი წარსული ბნელია და გადაწყვიტა, რომ ამ საშინელებისგან თავის დაღწევა მხოლოდ ყოველივე ბოროტის განშორებითა და ახალი ცხოვრების დაწყებითაა შესაძლებელი. ის არავისთან მისულა რჩევის საკითხავად, არც აღსარება უთქვამს და ქალაქიდან პირდაპირ ცხელ უდაბნოში წავიდა, სადაც არაფერია ქვიშის, შიმშილისა და სასოწარმკვეთი მარტოობის გარდა.

წმინდა სერაფიმ საროველი მასთან რჩევისთვის მისულებს ხშირად ეუბნებოდა, რომ განსხვავება მომაკვდინებელი ცოდვით დაცემულსა და იმ ცოდვილს შორის, რომელიც გადარჩენის გზას პოულობს, ერთია: მზადყოფნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ღვთის მადლი ყოველთვის ჩვენთანაა, მაგრამ ხშირად არა ვართ მისი ისე მიმღებნი, როგორიც წმინდა მარიამ ეგვიპტელი აღმოჩნდა; ის დაუპირისპირდა იმ საშინელებას, როლითაც მოცული იყო, გამოიჩინა მზაობა ცხოვრების შესაცვლელად და ასე, წლიდან წლამდე, მარხვაში, ლოცვაში, უდაბნოს სულისშემხუთველ სიცხესა და საშინელ მარტოობაში განიშორა თავის სულში დაგროვებლი ყოველგვარი ბოროტება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 09:18 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსმა მარიამ ეგვპიტელმა, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვნიშნავთ, გვიჩვენა გზა ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ, იმ თავისუფლებისკენ, რომელსაც გვანიჭებს სინანული. სინანული მთლიანად, მის ყოველგვარ გამოვლინებაში იხსნის ადამიანს. ის იცავს ადამიანში "ღმრთის ხატებას", ანუ თავისუფალი არჩევანისა და აზროვნების უნარს და აღვივებს "ღმრთის მსგავსებისკენ" სწრაფვას, ანუ უფრო ზუსტად, წარმართავს მას თავისი უმაღლესი დანიშნულებისკენ და მის წინაშე ღმერთთან მსგავსების მიღწევის ფართო პერსპექტივას გადაშლის. სინანული განღმრთობის საწყისს წარმოადგენს.

ღირსი მარიამ ეგვიპტელის და მრავალი სხვა წმინდანის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ მძიმე ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს, ჭეშმარიტი სინანულის შემთხვევაში შეუძლია არა მხოლოდ შეცვალოს თავისი ცხოვრება, არამედ წმინდანიც კი გახდეს. რაც არ უნდა მძიმედ სცოდავდეს ადამიანი, ამ წმინდანების მაგალითით განხნევებული სინანულში ვარდება და ცხოვრებას მოიპოვებს"

/არქიმანდრიტი საბა მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2025, 09:52 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ეჰ, მამებო, უდაბნოში მარიამ ეგვიპტელის საფლავს დავეძებდი, მაგრამ ამაოდ..."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2025, 07:08 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ ეგვიპტელი მეძავი იყო, რა ვუყოთ მერე?! ღვთის მადლით, უდაბნოში მოღვაწეობით, მარხვითა და ლოცვით სძლია ვნებებს, განიწმინდა და სასუფევლის ღირსი შეიქნა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2025, 06:18 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ მეგვიპტელის ტაძარში [ძამის ხეობაში] იატაკის ფილები მამა შიოს [ხარძეიშვილი] დაგებულია"

/არქიმანდრიტი ანტონი (ბეროზაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2025, 09:35 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუდაბნოე მამა [ზოსიმე] სიყრმიდანვე შეუდგება მაცხოვრის გზას... მონასტერში გაზრდილი წმ. ზოსიმე პალესტინელი მრავალი სათნოებით შეიმკობა და განსრულდება მისი პიროვნება... მარხვით, ლოცვითა და ასკეტური ცხოვრებით სანთელივით გაანათებს პალესტინის მკაცრ უდაბნოს და ირგვლივ მრავალთა მამად და მასწავლებლად იქცევა, თავად კი უფრო დიდი მაგალითის, რწმენის და სულიერების მძებნელი გახდება ღირსი, იხილოს და შემოგვინახოს ისეთი დიდი წმინდანის ცხოვრება, როგორიცაა მარიამ მეგვიპტელი...

სწორედ მის სახელს უკავშირდება ის მცირე ცნობები, რომელიც ღირსი მამის შესახებ შემოგვინახა წმ. სოფრონ იერუსალიმელმა. ღვთის სიყვარულისა და რწმენის უმაღლესი მაგალითის გამოვლინება ითხოვა ღვთისგან და თავადაც გახდა იმისი ღირსი, მარიამ მეგვიპტელს გამოერჩია მოძღვრად, მისი ხელიდან მიეღო ქრისტეს სისხლი და ხორცი, მისი ბერული ანაფორით შემოსილს მოეთხრო ადამიანის სინანულის ყველაზე დიდი გამოვლინება და პიროვნული აღდგომის ცოცხალი მაგალითი..."

/დეკანოზი დავითი (ოქრუაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2025, 07:13 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსანიშნავია ისიც, რომ წელს წმინდა ზოსიმე პალესტინელის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის დღეს. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტემ ამ დღეს პირველად აზიარა საკუთარი მოციქულები, მსგავსად ამისა, ღირსი ზოსიმეს ხელიდან მიიღო პირველი ზიარება წმინდა მარიამ ეგვიპტელმა უდაბნოში.

ეს მსგავსება არის ერთგვარი სულიერი კავშირი. როგორც უფალმა საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა მოციქულები ჯვარცმის წინა საღამოს, ასევე წმინდა ზოსიმემ გადასცა ღირს დედა მარიამს საღმრთო მადლი, ზიარების სახით.

ეს პარალელი მიუთითებს იმაზე, რომ ევქარისტიული მსახურება არ არის მხოლოდ წარსული მოვლენა, არამედ, მარადიული და უკვდავი რეალობაა, რომელიც ცოცხლდება ყოველ ღვთისმსახურებაში"

/მღვდელი გიორგი (მეტრეველი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2026, 07:34 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მარიამ მეგვიპტელი ზეცაში არ იმყოფება, როგორც მეძავი, რომელსაც თანანადებნი მიეტევა, იგი განდიდებული წმინდანია, ქრისტეს სახეა, რომელიც მიწიერი ცხოვრებისას, ვიდრე ქრისტეს გაიცნობდა, ცოდვილი იყო"

/არქიმანდრიტი ქერუბიმი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2026, 07:14 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ მეგვიპტელიც ლოცვის დროს ხორცით იმიტომ ამაღლდა მიწიდან, რომ ლოცვის ჟამს მარიამ მეგვიპტელის გონება ამაღლდა და ამაღლდა მისი სხეულიც"

/წმ. გრიგოლ პალამა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 08:24 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი მარხვის V კვირას ვიხსენებთ ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელიც თავდაპირველად უწმინდური და თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის შემწეობით ირწმუნა ღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმიდანი გახდა. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2026, 02:39 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[თამარ მეფის] იამბიკო მარიამ ეგვიპტელისა

გიხილავნ-მზეო!
უცხონი ნიშნი ფრიად,
გარნა მდედრისა
ბუნებისა ესოდენ
დაკნინებულნი
ნივთნი აროდეს სადა:
ვითარცა მიწაი -
ზე ეტვირთა ჰაერსა,
და ნივთიერთა
ხორცთა სიზრქე-მწყურნებსა.

არ არის გასაკვირი, რომ თამარმა აღნიშნული იამბიკოთი პატივი მიაგო ქრისტიანულ სამყაროში თავისი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით გამორჩეულ წმინდანს, მარიამ ეგვიპტელს.

თამარი თავად ცხოვრობდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით, შესაბამისად მან განადიდა მარიამ ეგვიპტელი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თამარი თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიმართავს (არ არის გამორიცხული, რომ მზეში თამარმა ქრისტე იგულისხმა), რომ მას უხილავს "უცხონი საკვირველებანი ფრიადნი", თუმცა წარმოუდგენლად დიდი იყო მარიამ ეგვიპტელის ენითუთქმელი ღვაწლი, რომლის შემდეგაც მან უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია, სწორედ ამას აღნიშნავს თამარი: "ბუნების ნივთთა ესოდენ დაკნინება" დამცრობა, ხოლო შემდეგ "მაგრამ ქალური ბუნებისგან ესოდენ ამაღლება ნივთიერ ბუნებაზე"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2026, 08:34 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას - ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ, თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში.

თქვენ იცით, მარიამ ეგვიპტელი თავადაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა.

რა არის სინანული? ეს არის აზროვნების, ცხოვრების, ცხოვრების მთელი მიმართულების ცვლილება!

და აი, მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ, მდინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი, ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში!

რა ცვლილებაა ეს? ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში.

რა არის სიწმინდე? ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნებისა და სიძვის დამარცხება; ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის, არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური - მიმართულია ღმერთისკენ, გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. და სულიწმიდა შემოდის ადამიანში, განწმენდს, განასულიერებს მას - ე.ი. ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ადამიანში.

ამრიგად, როდესაც სიწმინდეზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ვსაუბრობთ სულიწმიდასა და მის მოქმედებაზე"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2026 - 07:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი