IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მადლისთვის, "რაც სხვათაგან გსურს შენთვის, უწინ შენ გაუკეთე სხვებს"
kato_Bato
პოსტი Mar 10 2007, 03:14 PM
პოსტი #1


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



დამლოცეთ მამაო

რომ ვუფიქრდები, იშვიათად თუ გამიკეთებია მართლა კეთილი საქმე, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რაც მეც მჭირდებოდა მაგრამ სხვისთვის დამითმია.
მაგრამ როცა ასეთი საქმის კეთების საშუალებას მაძლევს უფალი, საშინელი შფოთი მეწყება ხოლმე, ვერ გადამიწყვეტია, ჩემთვის დავიტოვო ის, რაც მეც ძალიან მჭირდება თუ მეგობარს დავუთმო, რომელსაც ასევე ძალიან სჭირდება წყალობა, რომლის "განაწილებაც" რატომღაც უფალმა ჩემს არჩევანს მიანდო.

თითქმის ყოველთვის თავს უკან ვაყენებ ხოლმე, ეს კია, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი, მერე სულ მეფიქრება, ჩემთვის რომ დამეტოვებინა, რას გავაკეთებდი ამით და რამდენ პრობლემას მოვაგვარებდი, ანუ "სინანულივით" მემართება.
მერე ცოტა ხანში მიხარია, რომ სინდისმა მძლია და სხვისი კარგად ყოფნა ვარჩიე საკუთარს, მაგრამ მიხარია იმდენად, რამდენადაც მგონია, რომ ჩემზე კარგს იფიქრებენ და კარგ მეგობრად ჩამთვლიან...

.. მალე სინანულს ისევ სიხარული ენაცვლება და ასე... მოკლედ ეს ყველაფერი არ სცილდება "მიწიერი" შეგრძნებების საზღვარს და მერე ამისი შეგნებაც ძალიან მაწუხებს sad.gif


მე კი ეს დანანებაც მაფიქრებსდა ისიც, რომ ამ სიკეთის გამო დაფასება ამ დედამიწაზევე მინდა, ადამიანებისგან, რომელთა გამოც "ამხელა მსხვერპლზე" წავედი...

არ ვიცი, როდესმე შევძლებ თუ არა კეთილის ქმნას "ხელის კანკალის" გარეშე, ამას, ალბათ, მართლა უფლის მადლი სჭირდება sad.gif


სიყვარულით

ეკატერინე


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი May 1 2007, 02:49 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ჩემო საყვარელო შვილო ქრისტეში!

ის რაც შენ გემართება ადამიანური ბუნების ნაწილია, ასეთი ბრძოლა მეც დამმართნია და ასეთ დროს ვის, თუ არა უფალს შეუძლია ჩვენი რჩევა-დარიგება:

'... 34. მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. 35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; 36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. 37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? 38. ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? 39. ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? 40. და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.....(მათე XV.)

ნურასოდეს ნუ დაბრკოლდები შვილო, თავმდაბლობით აკეთე სიკეთე და დაივიწყე. ისე აკეთე რომ მარჯვენამ შენმა არ იცოდეს რას აკეთებს მარცხენა და ამავე დროს მტკიცე იყავ, რადგან თვით უფალს უკეთებ ქველ საქმეს.


ქრისტესმიერი სიყვარულით მამა დავითი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი