IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> შვიდისრიანი დედა ღვთისა
OrthoGio
პოსტი Sep 7 2006, 06:19 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 31-July 06
მდებარ.: Kutaisi
წევრი № 28



კეთილო ხალხო ვეძებ
შვიდისრიანი დედა ღვთისას ტროპარს...თუკი გაქვთ შესაძლებლობა დამეხმარეთ....ეს არის გულის მომალბობელთათვისს....

IPB-ს სურათი


--------------------
„ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით“.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELENE
პოსტი Sep 9 2006, 04:34 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 30



ტროპარი, ხმა 5: მოამდორვენ ბოროტნი გულნი ჩუენნი, ღვთისმშობელო და მოძულეთა ჩუენთა ზედა-მოსვლანი დაშრიტენ და დასხენ ყოველი იწროებაი სულისა ჩუენისაი, რომელნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა. შენითა ტანჯვითა და ლმობიერებითა მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა. ამბორს უყოფთ წყლულთა წმიდათა შენთა და ისართაგან, ჩუენ მიერ შენდა მომართ აღძრულთა, შევძრწუნდებით, ნუ მაუფლებ ჩუენ, დედაო გულმოწყალებისაო, რაითა მოვწყდეთ სიბოროტისაგან ჩუენისა და სიბოროტისაგან მოყუასთა ჩუენთასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად მომამდორვებელი ყოველთა გულთა ბოროტთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 11 2006, 06:26 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ტროპარი, ხმა 5
მოამდორვენ ბოროტნი გულნი ჩუენნი, ღუთისმშობელო და მოძულეთა ჩუენთა ზედამოსულუანი დაშრიტენ და დახსენ ყოველი იწროებაჲ სულისა ჩუენისაჲ, რომელნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა. შენითა ტანჯუითა და ლმობიერებითა მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა. ამბორს უყოფთ წყლულთა წმიდათა შენთა და ისართაგან, ჩუენ მიერ შენდა მომართ აღძრულთა, შევძრწუნდებით, ნუ მაუფლებ ჩუენ, დედაო გულმოწყალებისაო, რაჲთა მოვწყდეთ სიბოროტისაგან ჩუენისა და სიბოროტისაგან მოყუასთა ჩუენთასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად მომამდორვებელი ყოველთა გულთა ბოროტთა.

ლოცვა
ჰოი, მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო დედაო ღუთისა, უმაღლესო ყოველთა მიწიერთა დედათაო, - სიწმიდითა და ტანჯუათა სიმრავლითა რომელნი იტვირთენ ქუეყანასა ზედა - შეიწირენ მრავალვნებულნი სულთქუმანი ჩუენნი და დამიცვენ საფარველითა მოწყალებისა შენისაჲთა, რამეთუ არა მივის ნავთსაყუდელი და მეოხი მხურვალეჲ თვინიერ შენსა, არამედ, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ წინაშე შენგან შობილისა, შემეწიენ და მიხსნენ ლოცუითა შენითა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა, სადაცა ყოველთა წმიდათა თანა დიდებასა უგალობთ ერთარსსა და სამსახოვანსა ღმერთსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.





--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 11 2006, 06:31 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მაგარია მე ვერსად ვიპოვე ტროპარი wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Jan 11 2007, 03:46 PM
პოსტი #5


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



თუ ვინმემ იცით, ამიხსენით, რას ნიშნავს ის ხატი რომელზეც ღვთისმშობელია გამოსახული და ქვემოთ მიწაზე ადამიანის ფეხის კვალია?


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geller04
პოსტი Feb 13 2007, 07:39 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-February 07
მდებარ.: UNITED STATES
წევრი № 1,048



ხომ ვერ მეტყვი სად შეიძლება, შენს მიერ დასახელებული ხატის ნახვა?


--------------------
ქართველი ამერიკელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 11:23 AM
პოსტი #7


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



და კიდევ რამდენნაირი დედა ღვთისა არსებობს?
ფეხმძიმე ვნახეთ,
ორ გვირგვინიანი (შინაბერებისა და ბერბიჭებისათვის ვნახეთ)
შვიდისრიანიც სახეზეა...
მოკლედ ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს smile.gif

OrthoGio
და ამ შვიდ ისარს ალბათ რაღაცა სიმბოლური დატვირთვაა აქვს..
იქნებ მითხრა რა ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 13 2007, 11:26 AM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
შენს პოსტში ცინიზმს ვხედავ თუ მეჩვენება? unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 11:33 AM
პოსტი #9


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
გლახა
შენს პოსტში ცინიზმს ვხედავ თუ მეჩვენება?

კი ცოტა ეგეც არის wink.gif

მართლა მიკვირს..

მაგრამ ეს ღვთისმშობელს როდი ეხება..ღმერთმა დამიფაროს...
უბრალოდ ადამიანები ღიმს მგვრიან.....


smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 13 2007, 11:39 AM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
ხატი არ არის ფოტო, ან ზუსტი ნახაზი, ის არის ღვთისმეტყველება ფერებში. ამიტომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ხატი, თუნდაც ღვთიმშობლის. ისინი სხვადასხვა რამეს გამოხატავენ. თუნდაც ის შვიდი ისარი, ორი გვირგვინი - ყველაფერს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
შენ რატომ გეჩვენება სასაცილოდ ეს ყველაფერი, ერთი ეს ამიხსენი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2007, 11:42 AM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შეხვეწილი

მე რამდენადაც ვიცი დედა ღვთისმშობელმა უფლის გამო შვიდი სატანჯველი ნახა (როცა 12 წლისა იერუსალიმში დაეკარგა, როცა ჯვარზე გააკრეს და ა. შ.) და ეს შვიდი ისარიც ამის სიმბოლური აღნიშვნაა..

სვიმეონ მიმრქმელმაც ხომ უთხრა წმიდა მარიამ, რომ თვით შენ გულშიც გაივლის მახვილიო..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 11:47 AM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



marine
ციტატა
მე რამდენადაც ვიცი დედა ღვთისმშობელმა უფლის გამო შვიდი სატანჯველი ნახა (როცა 12 წლისა იერუსალიმში დაეკარგა, როცა ჯვარზე გააკრეს და ა. შ.) და ეს შვიდი ისარიც ამის სიმბოლური აღნიშვნაა..


ნუთუ მეტია არა?
ვინ დაასკვნა ეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2007, 11:49 AM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გლახა

ეს ჩემი სიტყვები არაა, მართლმადიდებლურ ლიტერატურაში მაქვს ამოკითხული.. სამწუხაროდ ადრე მაქვს წაკითხული და არ მახსოვს შვიდივე სატანჯველი..

გლახა, რატომ გებადება ეს შეკითხვები, ეკლესიურად ცხოვრობ? ხომ მართლმადიდებელი ხარ??


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 11:52 AM
პოსტი #14


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
შენ რატომ გეჩვენება სასაცილოდ ეს ყველაფერი, ერთი ეს ამიხსენი

იმიტომ რომ ვ იღაცა რაღაცას მოიგონებს თავისი ფანტაზიის მიხედვით, და მერე ამ ხატს სხვა სახლში წაიღებს და დაიწყებს მასზე ლოცვას.
რა კრიტერიუმებით ფასდება ხატის "ნამდვილობა" ან ხდება ნებართვის მიცემა ამა თუ იმ ხატზე ლოცვისა?

marine

ციტატა
გლახა, რატომ გებადება ეს შეკითხვები, ეკლესიურად ცხოვრობ?


მე ჯერ არა ვარ "სრულიად მართლმადიდებელი"
და არ მინდა როცა გავხდები, ჩემი რწმენა ზღაპრებზე ავაგო....
მე მართლმადიდებლობა უფრო ღრმა მგონია... ვიდრე ზღაპრები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2007, 11:55 AM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გლახა

ახლა გასაგებია.. მეც არავთქვი იეღოველივით რატომ მსჯელობს-მეთქი ეს ბიჭი smile.gif

იმედი მაქვს უფალი მალე შეახებს შენს სულს ხელს და ასეთი კითხვები აღარ დაგებადება, მართლმადიდებლურ ლიტერატურას რომ გაეცნობი და შენ თავზე გაგეღიმება კიდეც smile.gif

ჩემი რჩევა იქნება, რომ პირველ რიგში ლიტერატურა იკითხო..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 13 2007, 11:59 AM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
იმიტომ რომ ვ იღაცა რაღაცას მოიგონებს თავისი ფანტაზიის მიხედვით, და მერე ამ ხატს სხვა სახლში წაიღებს და დაიწყებს მასზე ლოცვას.
რა კრიტერიუმებით ფასდება ხატის "ნამდვილობა" ან ხდება ნებართვის მიცემა ამა თუ იმ ხატზე ლოცვისა?

ხატწერას თავისი კანონიკა აქვს. არც ისეა საქმე, რომ მე რაღაც მომივიდეს თავში და იმის მიხედვით ხატი დავწერო. ყველაფერი, რაც ხატზეა ასახული უნდა ეთანხმებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას, ზედმეტი ფანტაზია და თავისუფლება ხატწერის დროს დაუშვებელია.
შვიდ სატანჯველს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ესეც სიმბოლურია და სახარებასთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის. რა თქმა უნდა, ღვთისმშობელს გაცილებით მეტი ექნება გადატანილი, მაგრამ ეს შვიდი ისარი იმ ყველაზე დიდ სატანჯველებს გამოხატავს, რაც მან გადაიტანა. და რატომ არის ეს ზღაპრები, იქნებ ამიხსნა? ეს ყველაფერი ხომ სახარებაში წერია, უბრალოდ ხატზე სხვა ენით, ხატწერის ენით არის გამოხატული.
ხატის ნამდვილობა ზუსტად ამ კრიტერიუმებით ფასდება: ხომ არ არის წინააღმდეგობაში მართლმადიდებლურ სწავლებასთან და ხომ არ არის დარღვეული კანონიკა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 12:03 PM
პოსტი #17


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



marine
ციტატა
ახლა გასაგებია.. მეც არავთქვი იეღოველივით რატომ მსჯელობს-მეთქი ეს ბიჭი


ალბათ არ იცნობ იეღოველებს და მის სწავლებას, თორემ არ მკითხავდი.....
საქართველოში ვისაც ხატებზე განსხვავებული შეხედულება აქვთ, იმას იეღოველად რაცხავენ....სამწუხაროა...

ციტატა
მართლამდიდებლურ ლიტერატურას რომ გაეცნობ და შენ თავზე გაგეღიმება კიდეც

საქმეც მაგაშია, რომ მართლმადიდებლური ლიტერატურა და ზღაპრები განსხვავდება ერთმანეთისაგან...
სამწუხაროდ თავდაპირველად ზოგიერთს რომ შეხედავ სურვილი დაგეკარგება მართლმადიდებლობისა,
მადლობა ღმერთს, რომ არის რამდენიმე ადამიანი რომელთა დახმარებითაც დავინახე რომ მართლმადიდებლობაც არის და "მართლმადიდებლობაც".
ამპარტავნებაში არ ჩამითვალო, მაგრამ სწორედ ამის გამო მეცინება ზედაპირულ-ტრადიციულ-ქართულ-სუფრულ მართლმადიდებლობაზე ...
მართლმადიდებლური რწმენა გაცილებით მეტია
მეცინება იმაზე, რომ ადამიანს ერთი ხატი რომ ვერ სეუსმენს ლოცვას, მეორესტან მირბის, მერე მესამესთან...ნაცვლად იმისა, რომ ჩახედოს საღვთო წერილს და წმინდა მამატა ნაწერებს და დაინახოს , "რომ ეგრე არ არის მე რომ მგონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 13 2007, 12:08 PM
პოსტი #18


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა
სხვაა მართლმადიდებლური სწავლება და სხვაა კონკრეტული ადამიანების ცოდვა-მადლი.
შენ ხალხს კი ნუ უყურებ, თვითონ სწავლება განიხილე, წმინდანების ცხოვრება წაიკითხე და დაინახავ რა არის მართლმადიდებლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამის მაგალითს არ ვიძლევით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა გამოიარა ეკლესიამ გასულ საუკუნეში... ჩვენ ყველა ახლა ვსწავლობთ ქრისტიანულ ცხოვრებას.
თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღესაც არიან ჩვენს გვერდით სამაგალითო მართლმადიდებლები wub.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2007, 12:09 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გლახა

სრულებით არ გეთანხმები.. შენ ჯერ რწმენა გაკლია, თორემ შეუძლებელია ის რაც უფლისთვის სათნოა, ზღაპრად და გამოგონილ ამბად მოგეჩვენოს..

უფალს მხოლოდ ის სთხოვე რომ მეტი რწმენა მოგცეს, სულის თვალი აგიხილოს და ასე, შეურაცხმყოფლად, აღარასოდე იმსჯელებ თუნდაც ღვთისმშობლის ხატების შესახებ..

შენ გინდა რომ გონების თვალით დაინახო ყველაფერი, მაგრამ არის ასეთი გამოთქმა: "ზოგი საგანია, თუ არ დაინახე, არ ირწმუნებ; ზოგი კიდევ იმისთანაა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ."

მართლმადიდებლობას მხოლოდ გონებით ნუ ჩაწვდები, სულიერი თვალითაც შეხედე.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 13 2007, 12:23 PM
პოსტი #20


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



marine
ციტატა
სრულებით არ გეთანხმები.. შენ ჯერ რწმენა გაკლია, თორემ შეუძლებელია ის რაც უფლისთვის სათნოა, ზღაპრად და გამოგონილ ამბად მოგეჩვენოს..

უფალს მხოლოდ ის სთხოვე რომ მეტი რწმენა მოგცეს, სულის თვალი აგიხილოს და ასე, შეურაცხმყოფლად, აღარასოდე იმსჯელებ თუნდაც ღვთისმშობლის ხატების შესახებ..

შენ გინდა რომ გონების თვალით დაინახო ყველაფერი, მაგრამ არის ასეთი გამოთქმა: "ზოგი საგანია, თუ არ დაინახე, არ ირწმუნებ; ზოგი კიდევ იმისთანაა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ."

მართლმადიდებლობას მხოლოდ გონებით ნუ ჩაწვდები, სულიერი თვალითაც შეხედე..


რაზეა საუბარი smile.gif
თქვენ გქონდეთ კაცო რწმენა მთავარი ეგ არის, თორე მერა საკითხავი ვარ smile.gif თქვენ როგორ შეგედრებით
wink.gif
უკაცრავად მაგრამ არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 12:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი