![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
megi_megi29 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 21-March 07 წევრი № 1,460 ![]() |
დამლოცე მამაო
მინდა ლოცვებზე გკითხოთ.ლოცვებს არასდროს ვტოვებ,ყოველთვის ვკითხულობ,მაგრამ ძალიან მეშინია ღმერთის,რადგან ლოცვის დროს გონება ხშირად მეფანტება,თავს ძალას ვატან,მაგრამ გონების მოკრებას მაინც ვერ ვახერხებ.როგორ მოვიქცე. მადლობთ. -------------------- ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისეცე მოგექცევა შენც ღმერთი
|
Mama Daviti |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოს შვილო!
1. დაიწყე იმით, რომ შექმნა სათანადო გარემო ლოცვისთვის(რათქმა უნდა თუ ამის ადგილი და საშუალება არსებობს) ანუ მოაწყვე ხატების კუთხე, მყუდრო და განმარტოებისთვის შესაძლო ადგილზე, აუცილებლად აღმოსავლეთის მხარეზე. ეცადე ცენტრალურ ადგილზე მაცხოვრის ხატი განათავსო, მისგან მარჯვნივ ღვთისმშობელისა (სასურველია ეს ხატები ისე შეარჩიო შენზე გარკვეულ შინაგან გავლენას ახდენდნენ) ხოლო დანარჩენი ხატები მათ ქვევით. იცოდე, ხატები საღმრთო სიყვარულით გისმენენ და გიყურებენ. 2. დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაიწყებ ლოცვას. როდესაც ლოცვად დადგები, მაშინვე არ შეუდგე ლოცვას, არამედ მოწიწებით და მოკრძალებით შეხედე ხატებს, შემდეგ თვალი დახუჭე, განთავისუფლდი წუთისოფლის ამაოებისაგან და წარმოიდგინე რომ უფალს უნდა სთხოვო წყალობა , შემდეგ გაახილე თვალები და მშვიდად მაგრამ სასოებით დაიწყე ლოცვა, ეცადე იყო გულწრფელი და დააკვირდი უფლის სახეს, ის ან გაგიღიმებს ან მკაცრი იქნება შენი სულიერი მდგომარეობის მიხედვით. შემდეგ თუ ლოცვაში გულმხურვალებაც შეგეძინება, მადლობა ღმერთს. ილოცე ჩემო შვილო, ჩემთვისაც! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი