"ახალი ამბები 2", გაგრძელება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ახალი ამბები 2", გაგრძელება |
მართა |
Jan 14 2008, 02:58 AM
პოსტი
#121
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
გიორგი
ეჰ გიორგი რატომ გაურბიხარ ხოლმე იმ დეტალებს რა დეტალებზეც მე გესაუბრები? რატომ გადაგყავს საუბარი ზოგად ჭრილში? ეს ერთი და მეორე...სასცილო მითუმეტეს სხვა ფორუმზე გადასატანი და მერე"საკაიპო" ჩემი პოსტი არა მგონია იყოს და თუ არი, ესეც არ არის ჩემთვის ტრაგედია...ისეთს ეხლაც დავწერ და შეიძლება კიდევ უფრო არგუმენტირებულს... რა ეს მე მარცხვენს, ფანატს მხდის თუ რა? ან შენ გაქვს იმის უფლება მე მომარტყა ეგ იარლიყი? ეკლესია არ დნგრეულა ამ ქვეყანაში ჯვრები არ აღებულა, განკვეთილი მაგრამ მაინც სასულიერო პირი არ ზის ციხეში თუ გელათს არ მიდგომიან ასაოხრებლად მერაბიშვილის სპეცნაზი და კიდევ ერთ-ერთ ეპარქიაში ალბად ყველას გვახსოვს რაც დაატრიალეს სანამ ბოდიში არ მოახდევინა მერაბიშვილს მეუფემ...რა,გოროზიას არ ქონდა ცილისმწამებლური ბრალდებები მეუფის მიმართ თუ აქ ჩემ მეუფეს არ უტრიალებენ საჩივლელად იწერება უმრავი სტატია მაგაზე(თუმცა მიშასთან კარგი დამოკიდებულება აქვს და ალბად ეგ გადაარჩენს ) რაო ეს არ იცი? რა წინასწარმეტყველებაა ამისთვის საჭირო?! ციტატა "ჩვენება", რომელიც ვიღაც ბერს ჰქონია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს სასაცილო სულაც არაა. რაო კრიტიკოსი გახდი? კინოკრიტიკოსი გამიგია და ბერის ჩვენების კრიტიკოსობაც თუ არსებობდა აღარ ვიცოდი...მეც კი მაქვს ბევრი კითხვის ნიშAნი მაგრამ ასე ხმამაღლა იმიტომ რომ დავიცვა უგერგილო პოლიტიკოსი არ გამიკრიტიკებია არცერთი ბერი... ციტატა ამგვარი მინი-წინასწარმეტყველებები დაიჯერო მაშინ საუბრის გაგრძელებას აზრიც აღარ ჰქონია... მე არ მითქვია მჯერათქო, (იმიტომ კი არა რომ ბერის არ მჯერა,ეს მთავრობა ვერ გაბედავს და არც გამოუვა და ამიტომ, თუმცა არც იმას ვუარყოფ რომ ამ ადამიანს სათანადო პატივს სცემს მთელი საქართველო და მთლად უყურადღებოდ დატოვებაც არ მიმაჩნია სწორი)საუბარს აზრი აქვს მაგრამ ამ თემაში ვფიქრობ რომ არა თOრემ მალე მოდერატორების რისხვა დაგვატყდება თავს ... -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
გიორგი |
Jan 14 2008, 02:20 PM
პოსტი
#122
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მართა
ციტატა ეჰ, გიორგი რატომ გაურბიხარ ხოლმე იმ დეტალებს რა დეტალებზეც მე გესაუბრები? რატომ გადაგყავს საუბარი ზოგად ჭრილში? მე არ გავურბივარ არავისთან საუბარს არც ერთ დეტალზე, უბრალოდ არ მინდა რომ თემა კონკრეტულ პიროვნებებს შეეხოს, მსურდა რომ ზოგადად მეთქვა ამგვარი ტიპის ლოკალური წინასწარმეტყველებების წარმომავლობაზე და ისტორიულ პრაქტიკაზე. ციტატა სასცილო მითუმეტეს სხვა ფორუმზე გადასატანი და მერე"საკაიფო" ჩემი პოსტი არა მგონია იყოს და თუ არი, ესეც არ არის ჩემთვის ტრაგედია... ციტატა რა ეს მე მარცხვენს, ფანატს მხდის თუ რა? ან შენ გაქვს იმის უფლება მე მომარტყა ეგ იარლიყი? მე არც გარცხვენ შენ და არც ფანატიკოსის იარლიყს გაძლევ, უბრალოდ გითხარი ის რაც მოხდა. საერთოდ დაცინვა (ვგულისხმობ იმათი მხრიდან) არასოდეს არ არის კარგი, მაგრამ ჩემი აზრით შენც გმართებს დაფიქრება. ციტატა ეკლესია არ დნგრეულა არა, მითუმეტეს ხელისუფლების დონეზე. ვიყოთ თანმიმდევრულნი, თუ გულისხმობ პირველ დარბევას გლდანში (ვასილ მკალავიშვილის მრევლის), მაშინ გეტყვი რომ ის ეკლესია არ იყო, და შესაბამისად არც ჰქონდა კანონიკურად ნაკურთხი ტრაპეზი, რადგან ეკუთვნოდა უმადლო, სქიზმატ და განკვეთილ სასულიერო პირს, რომელიც აშკარა დაპირისპირებაში იყო საპატრიარქოსთან და საერთოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პატრიარქს "სატანა შეჩენილად" მოიხსენიებდა და იმართებოდა გაურკვეველი წარმოშობის ბერძენი სექტანტებისგან. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ცხადია როგორც ფაქტი უდავოდ დასაგმობია, მაგრამ როგორც ასეთი არც ის იყო ეკლესია, რადგან შენობა მაშინ ითვლება ტაძრად, როდესაც მისი ტრაპეზია ნაკურთხი ეპისკოპოსის მიერ. (და არა საძირკველი მღვდლის მიერ, როგორც ბევრს ჰგონია, ეგრე კორპუსის ან დაწესებულების მშენებლობის კურთხევაც შეიძლება). ცხადია მშენებლობა, სადაც ელექტრო-ხერხის და ბეტონშემრევის გამაყრუებელი ხმაურის ფონზე მუშები სიგარეტს ეწევიან ეკლესიად ვერანაირად ვერ ჩაითვლება, ვერც კანონიკურად. თუმცა ცხადია პირველი შემთხვევისგან განსხვავებით ფაქტი დასაგმობია, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომაა ამ ყველაფრის ხელისუფლებაზე და მითუმეტეს პრეზიდენტზე გადაბრალება, პირიქით პრეზიდენტის საქმეში ჩარევის შემდეგ ყველაფერი უსწრაფესად მოგვარდა ეკლესიის სასარგებლოდ და მშენებლობაც გაგრძელდა. ეს იყო ათეისტი ლოკალური ჩინოვნიკის გაკეთებული, რომლის ნაირებიც უამრავია საერთოდ ქართველ ხალხში, მარტო თანამდებობის პირებზე არა მაქვს საუბარი, თუნდაც ჩვენს გვერდით, ნაცნობებში... ის რომ თურმე ეკლესიის დანგრევა ხელისუფლებამ (მითუმეტეს პრეზიდენტმა) შეუკვეთა არის ზუსტად ისეთივე აბსურდული ჭორი, როგორც ის რომ ბოკერიამ პატრიარქს ხელი გაარტყა და შემდეგ კიბეებზე დაგორდა. ცხადია ცუდი ყველა ვარიანტში დასაგმობია, მაგრამ არ მესმის რატომ ხდება ამ ყველაფრის გაბუქება და განზოგადება ხელისუფლების დონეზე. სადაც ცუდს ვხედავთ კარგიც დავინახოთ პრეზიდენტის უშუალო დახმარებით საქართველოში გარემონტდა და რესტავრაცია გაუკეთდა 200-ზე მეტ ტაძარს , სახელმწიფო საბიუჯეტო სექტორიდან კი ყოველ წელს მილიონობით ლარი ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე მზარდი დინამიკით. შარშან 7 მილიონი იყო საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა. ცხადია ეს თანხა ეკლესიის სასიკეთოდ იქნა გამოყენებული და ხელისუფლების მხრიდან საერთო სარგებელი გაცილებით აღემატება დროებით შეჩერებულ და პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ უპირობოდ განახლებულ მშენებლობისადმი მიყენებულ უსიამოვნებას ფერიას მთაზე. ციტატა ამ ქვეყანაში ჯვრები არ აღებულა ამ წინადადების წაკითხვისას ისევ ერთი კითხვა მიჩნდება საკუთარ თავთან, "ვინ თესავს ხელისუფლების ანტი-მართლმადიდებლურობის ისტერიას საქართველოში?!" (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოკერიასადმი მოგონილი უბინძურესი ბრალდება პატრიარქისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, შეთხზული ჭორი გამოდგა და ეს საპატრიარქომაც დაადასტურა. შეთხზული გამოდგა აგრეთვე ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც სახელმწიფო ვითომ უყენებდა ეკლესიას ბოკერიას იმ გამოგონილი ვიზიტის მეშვეობით) მართალია აიღეს ერთი ჯვარი ხაშურის ცენტრში და იქ გააკეთეს შადრევანი, ასევე აიღეს რამოდენიმე მოძველებული დაჟანგული ლითონის ჯვარი გზებზე, რომელიც არც ნაკურთხი იყო და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, სამაგიეროდ იმათ სანაცვლოდ დამონტაჟდა ათეულობით მანათობელი ჯვარი ტრასებზე და დიდი ქალაქის შესასვლელებთან. ისე თუ რაოდენობას შევადარებთ დამონტაჟებული ჯვრების რაოდენობაც და ხარისხიც აღემატება მოხსნილი ჯვრების რაოდენობას და ხარისხს. თუ გინდა გადავთვალოთ... თუ აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა, მაგრამ მაინც... ციტატა განკვეთილი მაგრამ მაინც სასულიერო პირი არ ზის ციხეში უნდა იჯდეს კიდეც, საპატრიარქოს მტრის და რელიგიური ექსტრემისტის ადგილი სწორედ რომ ციხეშია. ვასილ მკალავიშვილის მიერ დარბეული რელიგიური უმცირესობები (სხვათაშორის არა მარტო ე.წ. "იეღოველები") გახდა ქართული მართლმადიდებლობის სახე ევროპაში და ასოცირდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რადგან ვასილ მკალავიშვილი ასე უწოდებდა საკუთარ თავს. სწორედ ვასილ მკალავიშვილის და არავის სხვის გამო უამრავი უარყოფითი დასკვნა მოდიოდა ოდითგანვე ტოლერანტობით გამორჩეულ საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის, ექსტრემიზმის და შეუმწყნარებლობის ბრალდებით. (საკმაოდ ბევრი ფაქტი და მტკიცებულება იყო შეკრებილი ევროპულ ელექტრონულ სივრცეში.) ასოცირებულად უხერხული იმიჯი ექმნებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ციტატა თუ გელათს არ მიდგომიან ასაოხრებლად მერაბიშვილის სპეცნაზი მართალი გითხრა ეს ფაქტი არ ვიცი, ამიტომ მიჭირს რაიმე კომენტარის გაკეთება, საერთოდ არ ვაფასებ ხოლმე არაფერს სანამ დეტალურად არ შევისწავლი ნიუანსებს. თუმცა უაზრო რადიკალიზმს უკვე ვხედავ, რადგან არა მგონია "გელთის ასაოხრებლად" მისულიყო შსს სპეც. რაზმი. ისე ძალიან მაინტერესებს თუ ფლობ ინფორმაციას რა მოხდა ზუსტად? ვინმე დამნაშავე იმალებოდა გელათის ტაძარში და რაიმე სპეც. ოპერაცია იყო თუ რაში მდგომარეობდა საქმე? პირდაპირ, უბრალოდ ასაოხრებლად მიადგა სპეც. რაზმი? ციტატა გოროზიას არ ქონდა ცილისმწამებლური ბრალდებები მეუფის მიმართ თუ აქ ჩემ მეუფეს არ უტრიალებენ საჩივლელად იწერება უმრავი სტატია მაგაზე ერთი კონკრეტული გამგებლის ან სამხარეო რწმუნებულის ასოცირება, რატომ ხდება ხელისუფლებასთან ვერ გავიგე... ხელისუფლება არის ხელისუფლება და მას კონკრეტული იურიდიული განმარტება აქვს. მითუმეტეს რა შუაშია პრეზიდენტი, ეს არის ზოგადად ქართველი ერის პრობლემა, ჩვენში ძალიან ბევრია ცილისმწამებელიც და უსინდოსოც... აგრეთვე ათეისტებიც, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ სასულიერო პირები "არ მოსწონთ" და რა გასაკვირია ასეთ ქვეყანაში ასეთ ხალხს სხვადასხვა თანამდებობებზეც რომ ვხედავთ. ნუ ხდება მთლიანობაში პრეზიდენტის და ხელისუფლებისგან ეკლესიის მტრის ხატის შექმნა. ეს არის სიცრუე, რომელიც დაფუძნებულია უსინდისო ჭორებზე და სხვადასხვა უსინდისო ჩინოვნიკების საქმეების განზოგადებაზე, ისტერიულ ფონს კი ქმნიან და აღვივებენ გარე ძალები. (კერძოდ კრემლი) ციტატა მეც კი მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი მაგრამ ასე ხმამაღლა იმიტომ რომ დავიცვა უგერგილო პოლიტიკოსი არ გამიკრიტიკებია არცერთი ბერი... "უგერგილო" პოლიტიკოსის დაცვა არაფერ შუაში არაა, მე გარკვევით ჩამოვაყალიბე თუ რატომ არ უნდა გვჯეროდეს ასეთი ლოკალური წინასწარმეტყველებების, მოვიყვანე ისტორიული ფაქტები, გითხარი რომ ასეთი წინასწარმეტყველებები როგორც წესი არ სრულდება-თქო და აღვნიშნე რომ სიზმარი საერთოდ ნაკლებად სანდოა. ციტატა მე არ მითქვია მჯერათქო შენი პირველი პოსტიდან მხოლოდ საწინააღმდეგო ჩანდა. პირიქით იმას არ ამბობდი, რომ კიდევ სხვა მსგავსი წინასწარმეტყველებებიც ვიცი, მაგრამ არ ვამბობო... ისე რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს თუ რატომ არ გჯერა... თუ არ გჯერა ასეთი პოსტი არც უნდა გამოაქვეყნო, რადგან ის ხელისუფლების ჯერ არ ჩადენილი დანაშაულის გამო, წინასწარ ზიზღს გამოიწვევს. ეს გაამძაფრებს ჭორებს და საბოლოოდ კარგი არ იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
Jan 14 2008, 10:00 PM
პოსტი
#123
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მართა
გარდა შენს მიერ კონკრეტულად მოყვანილი მაგალითებისა მინდა გამოვეხმაურო ვასილ მკალავიშვილის განცხადებას. მართალი გითხრა უსიამოვნოდ გამაოცა შენი მხრიდან ვასილ მკალავიშვილის დაპატიმრების უარყოფით კონტექსტში მოხსენიებამ. გარდა ამისა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცუდია ის მომენტი რომ მართლმადიდევლების გარკვეული ნაწილი ვასილ მკალავიშვილის ფსევდოტაძრის დარბევას მართლმადიდებლური ეკლესიის დარბევად რომ აფასებს. ახლა კი განცხადება, რომელიც წარმოადგენს ვასილ მკალავიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი. განცახდება ვრცელდება ქართულ ინტერნეტსივრცეში „დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.(ტექსტი გადმომაქვს უცვლელად) ციტირება: მიმართვა, მიქაელ სააკაშვილს-დიოკლეტიანე ― მესამეს! "წმიდა გიორგიმ ასე მიმართა მეფე დიოკლეტიანეს: ბრმავ და უსირცხვილო მეფეო, შენი ღმერთნი ცრუნი არიან და დემონნი-კერპნი არიან, უსულონი და ეშმაკნი, რომელნი გაცდუნებენ კაცთა, ხოლო ჩემი ღმერთი ქრისტეა, ცეცხლით შემწველი და შემმუსვრელი ყოველთა ცრუ ღმერთთა! ჩვენც, წმიდა გიორგის დღევანდელი თაყვანისმცემელნი, ასე მივმართავთ, მეორე დიოკლეტიანეს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც, წმიდა მამათა სწავლებით, როგორც „ქრისტეს მიმბაძველმა მაიმუნმა_ანტიქრისტედ წოდებულმა“, საგანგებოდ, დაამთხვია საქართველოში თავისი დემონური ხელისუფლების გამარჯვება და სექტანტური ხელისუფლების დიდება ― წმიდა გიორგის დღესასწაულებს! მოგმართავთ, შენ, მიხეილ სააკაშვილო, მსოფლიო გლობალისტური საიდუმლო მთავრობის მიერ საქართველოში ანტიქრისტეს გასამეფებლად მოვლინებულო, სისხლისმსმელი ბებერი მასონის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ჩამნაცვლებელო, ახალგაზრდა ღვთისმბრძოლო მასონო! ღმერთის ღალატში გედება ბრალი, იმ ღმერთის ღალატში, რომელმაც დედის საშოში გამოგსახა, სული ჩაგიდგა და თვალის ჩინი მოგანიჭა! ხოლო, შენ კი, უმადურო, თვალის ჩინის მომნიჭებელ უფალს, რით მიაგე მადლიერება? იმით, რომ მისი მართლმადიდებელი მღვდელი მამა ბასილი (მკალავიშვილი) ციხეში გამოამწყვდიე?! ამაოა, შენი გარჯა, სულიწმიდის მგმობელი სექტების საქართველოში გამავრცელებელო! ღმერთთან მებრძოლს, ვის გაუმარჯვია, რომ შენ გაიმარჯვო?! ამიტომ, გაუწყებთ, შენ, ღვთისმბრძოლო პრეზიდენტო! დამარცხდები, სამარცხვინო დამარცხებით, რადგან, შენ აატირე გლდანის ტაძარში უფლის ხელთუქმნელი ხატი, და მისი ცრემლები მოეფინა ჯერ გლდანის ტაძარს, შემდეგ კი მწუხარებით „დატბორა“ მთელი თბილისი, ხოლო შემდეგ გადაეფინა სისხლის ცრემლებად მთელ საქართველოს! შენ მოუვლინე ეს უბედურება ჩვენს სამშობლოს და გადააფარე სიკვდილის ხუფი მთელ ქვეყანას, ისე, რომ სუნთქვა გაჭირდა, და თვით უბრალო ადამიანურმა ბედნიერებამ დატოვა საქართველო! და ეს ყოველივე მოხდა, იცი, რატომ? იმიტომ, რომ შენ მოიმოქმედე ყოველგვარ ადამიანურ ბოროტებაზე, ზე-აღმატებული ბოროტება, რომელმაც დაამწუხრა უფალი და ღვთისმშობელი, რადგან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას სატვირთო მანქანით შეუნგრიე უწმიდესი ზღუდე, ჩვენი ერის განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვრებით გამშვენებული წმიდა კარები! და, შენ, ღვთისმბრძოლთა შორის გამორჩეულო, ეს მოიმოქმედე, მსოფლიო სატანურ ძალთა დასანახად, იეღოველურ-ბაპტისტური სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების, ევრო-საბჭოს, ნატოს, გაეროს ― საამებლად, მათი მითითებით სცემე მართლმადიდებელ მღვდლებს, დაარბიე მხეცურად ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის ყოველგავრი სიწმიდე, ხოლო შემდეგ ჩაყარე მისი მღვდლები ჟანდარმერიის ჯავშან-მანქანაში და მიიყვანე საპატიმრო დილეგში, სადაც დაუწყე მათ დაკითხა და წამება! მიგვიფურთხებია, შენგან დაგებული გზებისთვის, შენგან მოპოვებული ამქვეყნიური ფუფუნებისთვის, განათებისა და ოქროს სასახლეებისთვის, თუკი, ჩვენ, ქართველ ერს, უფალი, ჩვენი მეუფე ― ქრისტე არ გვეყოლება, მის გარეშე არ გვსურს, ჩვენ სიცოცხლედა არ გვსურს არანარი ამქვეყნიური სიკეთე! და გახსოვდეს შენც, ბრმავ და უსირცხვილო, მეფეო, არც ერთი ქვეყანა და მასში არსებული არც ერთი ოჯახი არ გაიხარებს, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი მღვდელი ციხეში იტანჯება! ხოლო, შენზე ამხედრებულ ოპოზიციურ ძალებს მოვახსენებთ: შენი მაკურთხეველი და თანამზრახველი, ამ ღვთისმბრძოლ უბედურ საქმეში, და თანაც, შენზე უფრო შეგნებული და დახვეწილი მტერი უფლის ჭეშმარიტების, შენამდეც იყო, და დღესაც არის, საბჭოთა კავშირის „სუკის“ გენერალი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ცრუდ ― წოდებული, ილია მეორე შიოლაშვილი! და, ბოლოს: ამ შენი უბედურებათა ― უბედურებიდან, არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი: სინანული! და, აჰა, წმიდა გიორგი, დღესაც, შენც მოგმართავს, ძველი მიმართვით დიოკლეტიანესადმი: „შეინანე, მეფეო, ბოროტო და უსჯულო! მე ვარ, გიორგი, უფლის მხედარი, მონა ქრისტესი, რომელი, ბრძანებითა შენითა, შემაგდეს ურმისთვალზე, დამჭრეს ნაწილ-ნაწილ და გეგონა რომ მკვდარ ვიყავ? მაგრამ აღმადგინა მე, კვალად, უფალმა ქრისტემ, რათა გაჩვენო შენც, როგორ ჰწყალობს უფალი თავის მონებს, და თუ, როგორ მიაგებს შემმუსვრელ მახვილს თავის უბოროტეს მტრებს!“ ამინ! გიორგი! აღასრულე, შენი მართლმსაჯულება!" ციტირების დასასრული. ვასილ მკალავიშვილი, რომელიც წარმოადგენს ტიპიურ ნიმუშს დამნაშოვეობრივი რელიგიური ექსტრემიზის და რადიკალური ფსევდოდოგმატური ფანატიზმის, საქართველოს პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია II-ს უწოდებს უფლის დახვეწილ მტერს, ცრუს და საბჭოთა კავშირის KGB-ს გენერალს, მაშინ როდესაც ეს ნაძირალა ადამიანი თვითონ იყო "შეკრული" საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან კახა თარგამაძესთან, რომელიც იძებნება საქართველოს პროკურატურის მიერ უამრავი დანაშაულის გამო და ამჟამად თავს აფარებს რუსეთის ფედერაციას. კახა თარგამაძის ყველაზე საშინელი დანაშაული არის არა ნარკობიზნესი, ქონების გამოძალვა და მითვისება არამედ გაუმჟღავნებელი მასიური მკვლელობები დაკითხვაზე დაბარებული ადამიანების შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯრებიდან გადმოყრით. არის გარკვეული ეჭვი რომ ვასილ მკალავიშვილი თვითონაც იყო FSB-სთან თანამშრომლობაში ჩართული. მისი ყოველი სიტყვა იმის თაობაზე რომ სააკაშვილი არის მასონი, მსოფლიოს საიდუმლო მთავრობის მიერ საქართველოში ანტიქრისტეს გასამეფებლად მოვლინებული, რომ თურმე მისი ფსევდოტაძრის კარების შემტვრევა მოხდა, მსოფლიოს სატანურ ძალთა დასანახად, იეღოველურ-ბაპტისტური სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების, ევრო-საბჭოს, ნატოს და გაეროს საამებლად, წარმოადგენს ზუსტად ისეთი რანგის მარაზმულ ტყუილს, როგორიცაა პატრიარქის ბრალდება ღვთისმბრძოლობაში და KGB-ს აგენტობაში და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას მართლმადიდებლობაში და პოლიტიკაში ნაკლებად გარკვეული მრევლის გზის დასაბნევად და დასაქსაქსად, რაც პასუხობს კრემლის ინტერესებს რელიგიით მანიპულირების საქმეში P.S. სამწუხაროა, რომ თუ ვასილ მკალავიშვილის პირით არა, სხვისი პირით ნათქვამი იგივე აბსურდული უაზრობა ჩვენი ხელისუფლების მასონობის, მსოფლიოს საიდუმლო მთავრობისგან ხედასხმულობის და ანტი-ქრისტეს გასამეფებლად მიზანმიმართული ღვთისმებრძოლობის შესახებ, დაბნეული მართლმადიდებლების გარკვეულ ნაწილს მართლაც სჯერა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Jan 14 2008, 10:51 PM
პოსტი
#124
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გიორგი
მკალავიშვილის მაგ სამარცხვინო გამოსვლას მეც გავეცანი forum.ge-ზე უბრალოდ, ზოგისათვის მინდა განვმარტო: ვასილ მკალავიშვილი, ეგრეთ წოდებული მღვდელი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 1995 წლის 31 ივლისს განიკვეთა. მან, კანონიკური სამართლის დარღვევით, "აღიდგინა" ხელდასხმა საბერძნეთის ეკლესიის მიერ შეჩვენებულ ე.წ. "მეძველსტილეთა სინოდში", რითიც დაირღვა კანონიკური სამართლის 2 მოთხოვნა: ა) განკვეთა გააუქმა არა იმ ეკლესიამ, რომელმაც დაადგინა იგი ბ) განკვეთა გააუქმა არამართლმადიდებელმა ეკლესიამ აქ შეგიძლიათ იხილოთ მკალავიშვილისტების საიტი, სადაც უამრავი ცრუ ბრალდებაა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ: http://lomisa.geoweb.ge/ მკალავიშვილის "კალამს" ეკუთვნის ისეთი სამარცხვინო წიგნი, როგორიცაა: "ეკუმენისტი პატრიარქი ილია II საეკლესიო სამართლით განკვეთილია მართლმადიდებელი ეკლესიიდან" ეს ე.წ. ეკლესია არის ამავე დროს სერიოზულ ხიბლშიც. მათ წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ უკვე ჩვენებები აქვთ: - აღსანიშნავია ის დიდი სასწაული, რაც ამ დღეს მერიის წინ მოხდა. მართლმადიდებელი მრევლის თავზე ზეციური გვირგვინი გამობრწყინდა და 2 საათის განმავლობაში არ გამქრალა. - 2001 წლის 24 ნოემბერს გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ახლადმშენებარე ტაძრის თავზე ზეციური შარავანდედი გამობრწყინდა და 3 საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს უკვე მეშვიდე ზეციური გვირგვინი იხილა გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლმა. - გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისშობლის ეკლესიაში წმიდა ხატთა დიდი დღესასწაულის დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ანალოგიაზე დაშვენებულ მაცხოვრის ხატს მთელი ლითურგიის განმავლობაში თვალთაგან სდიოდა ცრემლები, ისე რომ დაბლა დადებული თასი ივსებოდა სურნელოვანი ღვთაებრივი სითხით. აი, თურმე რატომ ტიროდა მაცხოვარი. რამდენიმე დღეში შემზარავი დანაშაული უნდა განხორციელებულიყო [იგულისხმება მკალავიშვილისტების სქიზმატური და ყაჩაღური დაჯგუფების აყვანა - კ.] - 1998 წლის 14 მაისს წმ. თამარ მეფის სადღესასწაულო წირვაზე გლდანის ღია ცის ქვეშ მოქმედ ეკლესიას ზეციური გვირგვინი ისევ დაადგა თავზე, ნიშნად წმიდა აღმსარებლობისა და სამყაროს შემოქმედი ღმერთის ერთგულებისა მის ნაწერებში არის პირდაპირი ტყუილები: საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, ამოღებული ჟურნალ-გაზეთები ცეცხლში დაიწვა და განადგურდა - ასეთი რამე საეკლესიო სამართალში არ არსებობს! და ყველაზე საოცარი: საიტის ბოლოს მითითებული არის ტელეფონის ნომერი, რომელიც მდებარეობს არა საქართველოში, არამედ ბრიტანეთის ინდური ოკეანის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია როგორც ფულის გათეთრების და ოფშორული ზონის ტერიტორიად ასე რომ, ვინც მკალავიშვილის ყაჩაღური ბანდის დაპატიმრებას არ ამართლებს, დაუფიქრდეს ვის და რას უჭერს მხარს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jan 14 2008, 10:55 PM
პოსტი
#125
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ძალიან ცუდი ტენდენციაა საერო სახელით მიმართვა.. ან კათოლიკეებსაც საერო სახელით მიმართეთ, ან შეეშვით ბასილის ვასილად მოხსენიებას....
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jan 14 2008, 11:25 PM
პოსტი
#126
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
დიდი სხვაობაა კათოლიკე მღვდელი არის სამოციქულო ეკლესიაში ხელდასხმული სასულიერო პირი და მართლმადიდებლობაზე მოქცევის შემთხვევაში, მას უფლება ეძლევა გააგრძელოს ღვთისმსახურება მკალავიშვილი კი არის თვითგამოცხადებული მღვდელი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მართა |
Jan 15 2008, 03:42 AM
პოსტი
#127
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
გიორგი
ციტატა წინასწარმეტყველებებიც ვიცი, მაგრამ არ ვამბობო ვიცი არ ნიშნავს რომ მჯერა დანარჩენებზეც გიპასუხებდი, მაგრამ ერთი რომ საოცრად მეზარება ამოდენა ერთი და იგივეს ნატკეპნის წაკითხვა და მეორეც მიუხედავათ იმისა რომ "ძმა" მოდერმა შენს ფოსტებში სულაც ვერ შენიშნა რომ თემას დიდი ხანია მეც და შენც გადავუხვიეთ არანაირი შენიშვნა არ მოგვცა ... რადგან მისთვის ძალიან ხელსაყრელ საკითხს ეხებოდი და თანაც მისივე აზრით საკმაოდ არგუმენტირებულად მამარცხებდი დიალოგში(თუმცა მე ასე არ ვფიქრობ) ღრმა პატივისცემის მიუხედავად მინდა მოგწერო, რომ სანამ იგივეს, თან ბევრად უფრო ვრცელს და მოსაწყენს,ახლა უკვე ფერად ტონალობაში დაწერ,მე გეტყვი რომ დიალოგს დასრულებულად მივიჩნევ,ერთი იმიტომ რომ დასასრული არ ექნება და რომელიმე მხარემ ეს უნდა შეწყვიტოს,მეორეც ჩემს სიმართლეს მხოლოდ დრო დაამტკიცებს და მესამე ჩემს სიმართლეში ვარ აბსოლიტურად დარწმუნებული(რაოდენ ხმამაღალი ნათქვამიც არ უნდა იყოს) ვინაიდან ჩემი ვარაუდები და აზრი ძალიან განსწავლული და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სასულიერო პირების ქადაგებების,ნაშრომების და პირადი საუბრების შედეგია.(ძალიან არ მიყვარს ამ ძვირფასი ადამიანების სახელით საუბარი მაგრამ საუბრის დასასრულს ვგონებ არ უნდა იყოს მთლად არამართებული) ხო კიდევ ამ ადამიანებს შენც დიდი პატივისცემით მოიხსენიებ, უბრალოდ მე არ მინდა მათი სახელებით სპეკულირება და დავტოვებ საიდუმლოდ. დროებით, სხვა თემებში შევხვდებით ერთმანეთს... -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
გიორგი |
Jan 15 2008, 11:36 AM
პოსტი
#128
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მართა
ციტატა ვიცი არ ნიშნავს რომ მჯერა OK. თუ არც შენ არ გჯერა ამ წინასწარმეტყველებების მაშინ არც არაფერია სადისკუსიო. ციტატა მიუხედავათ იმისა რომ "ძმა" მოდერმა შენს ფოსტებში სულაც ვერ შენიშნა რომ თემას დიდი ხანია მეც და შენც გადავუხვიეთ არანაირი შენიშვნა არ მოგვცა ... ჯერ ერთი ჩემი ძმა არ არის მოდერი ამ განყოფილებაში და არც გაფრთხილების მოცემის უფლება აქვს, მერეც მეორე სასაუბროს "ახალი ამბების" თემაში მგონი უნდა შეიძლებოდეს ექსტრემისტი სასულიერო პირების ან თუნდაც ახალი, თანამედროვე სიტუაციის შემფასებელი წინასწარმეტყველებების შესახებ საუბარი. ციტატა მისივე აზრით საკმაოდ არგუმენტირებულად მამარცხებდი დიალოგში(თუმცა მე ასე არ ვფიქრობ) მე არავის არ ვებრძვი, შესაბამისად არც ვამარცხებ და არც ვმარცხდები, უბრალოდ მომყავს ფაქტები, ისტორიული პრაქტიკა და მისი შეფასებები. ზოგადი ანალიზი ნეიტრალურმა მკითხველმა გააკეთოს და რაც საჭიროდ მიაჩნია ის იფიქროს და ისე ჩათვალოს. ციტატა ვინაიდან ჩემი ვარაუდები და აზრი ძალიან განსწავლული და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე სასულიერო პირების ქადაგებების, ნაშრომების და პირადი საუბრების შედეგია. კარგი, მაგრამ დამაჯერებლობისთვის აუცილებელია გვაჩვენო ეს ნაშრომები, ქადაგებების წერილობითი ჩანაწერები და თან უნდა გაირკვეს რის საფუძველზეა ეს ნაშრომები შექმნილი. ციტატა სანამ იგივეს, თან ბევრად უფრო ვრცელს და მოსაწყენს, ახლა უკვე ფერად ტონალობაში დაწერ, მე გეტყვი რომ დიალოგს დასრულებულად მივიჩნევ როგორც გსურდეს... აღარ ვწერ ვრცელ, მოსაწყენ და ფერად პოსტებს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მარიამი |
Mar 8 2008, 04:42 PM
პოსტი
#129
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მართა |
Mar 8 2008, 07:28 PM
პოსტი
#130
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მარიამი
არ შემიძლია ვერ ვნახავ ადრინდელი კადრები მაქვს ნანახი ომის დროინდელი,ვინაა პატრონი,როდის იყო ამერიკა მაჰმადიანების დამცველი ახლა რომ გახდა...გეოლოგიურ-პოლიტიკურ რუკას თუ გადავხედავთ ლამის ყველა ქვეყანაში შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩააგდოს "ასანთი" მერე არჩიეთ კოსოვოს პრეცედენტთან არ იყო კავშირშიო მომხდარს ვეღარ გამოასწორებ,ამერიკამ სამომავლო მართვის სდავეები მოიგდო ხელთ...ესაა ჩემი სუბიექტური აზრი და დიდად არ მაინტერესებს რომელი მხარეა მართალი(არ შეიწუხოთ თავი საწინააღმდეგოს მტკიცებულებით)მთავარი არის ეს!!!სამწუხაროა უფლის გარდა ვინაა ჩვენი მშველელი... -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
თათარაშვილი |
Mar 8 2008, 07:34 PM
პოსტი
#131
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc ესენი მუსლიმი ალბანელები არიან როგორც მივხვდი... |
ალექსანდრე |
Mar 8 2008, 07:43 PM
პოსტი
#132
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc საშინელებაა, ამაზე ხმა უნდა ამოიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. რაცარუნდა იყოს ერთმანეთის კულტურული ძეგლები ხელუხლებლად უნდა დაეტოვებინათ. კომუნისტების დრო წარმომიდგა თვალწინ, ალბათ ისინიც ასე ანგრევდნენ ტაძრებს, მაგრამ ისინი ურწმუნო ათეისტები უყვნენ ესენი კი მუსლიმი სარწმუნოებისანი. საინტერესოა მათი რელიგია ასეთ საქციელს თუ მოუწონებს მათ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
თათარაშვილი |
Mar 8 2008, 07:46 PM
პოსტი
#133
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ნახეთ, როგორ წვავენ სერბეთში ალბანელები მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამტვრევენ ჯვრებს: http://youtube.com/watch?v=fkgHkxIfgBc რა საშინელი კადრებია რა საცოდავია ის ხალხი, ჭეშმარიტად მეცოდებიან... |
მართა |
Mar 8 2008, 07:57 PM
პოსტი
#134
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ალექსანდრე
ციტატა მსოფლიო ორგანიზაციებმა მაგ მსოფლიო ორგანიზაციებია სწორედ რომ ანგრევინებენ ჩემო ალექსანდრე...ეს მუსლიმებიც რა ვერ მიხვდნენ ერთმანეთს რომ გვაჭმევინებენ,ალოგიკური არაა სხვაგან ეომებოდე და მანდამაინც მანდ აპარპაშებდე?! სერბეთს კიდევ ეგ უნდოდა რა ხდებოდა ომის დროს,მაშინაც უამრავი ეკლესიები დაანგრიეს და დახვრიტეს მრევლი მოძღვრებითურთ.ნუთუ ამ პრობლემის გადაჭრა სხვაგვარად არ შეეძლო მძლეთამძლე ამერიკას?! რა სამომავლო საქმე აქვთ გაკეთებული,როცა უნდათ მაშინ ააყვირებენ ლამის ყველა ქვეყანაში არსებულ ავტონომიებს! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
შოთაძე |
Mar 8 2008, 10:05 PM
პოსტი
#135
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
აუ ამათ რა ჭირთ? სერბები ხომ მართლმადიდებლები არიან?
სად არის რუსეთი?!!!!!!!!!!!!! სად არის მაერიკა?????!!!!!!!!!! სად არის ნატო??????!!!!!!! ეს ხომ წმინდა დანაშაულია და საერტაშორისო კანონმდებლობაც კრძალავს ეგეთ ქმედებას!!! სამწუხაროა მაგრამ 21 საუკუნეში დღეს ომი და მშვიდობა იქცა დიდ ბიზნესათ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე!!!! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მათველა |
Mar 9 2008, 03:13 PM
პოსტი
#136
|
დაიგვიანე ჯგუფი: Members პოსტები: 318 რეგისტრ.: 1-April 07 მდებარ.: მიმავალი , მიმავალი.. წევრი № 1,539 |
ახლა გადავხედე წინა წერილებს:
მართა , აზრი არ აქ , გირჩევ დაანებო. მიმხვედრი გაიგებდა იცის რაც ხდება ქვეყანაში და მაგ შემთხვევებიც იცის როგორც იყო და რაც იყო, და ტყუილა კამათს აზრი არ აქვს- კედელს ცერცვი შეაყარე. რაც შეეხება ბოკერიას და მისთანებს თავ.ინსტ მეთაურობით) თავ სრო იკატუნებს ხალხი: მე ბოკერიაში ცუდს ვერაფერს ვხედავო ან მაგას ცუდი რა გაუკეთებიაო - ვფიქრობ იქ მორჩა რა ყველაპერი კამათს აღარ აქვს აზრი იმ არც თუ იშვიათ შემთხვევებზე რას იტყვით, როცა ბერებს,ეპისკოპოსებს და სხვებს მართლაც ქონიათ სასწაულებრივი სიზმრები? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიზმარს ვინმემ დაუჯეროს, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. -------------------- თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია. |
orthodox-georgia |
May 18 2008, 12:32 AM
პოსტი
#137
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
საწყალი მკალავიშვილი, ხიბლშია და ვერ გაუგია
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
saria-giorgi |
Jun 3 2008, 05:45 PM
პოსტი
#138
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ძალიან ცუდი ტენდენციაა საერო სახელით მიმართვა.. ან კათოლიკეებსაც საერო სახელით მიმართეთ, ან შეეშვით ბასილის ვასილად მოხსენიებას.... ვფიქრობ რომ არ არის ცუდი ტენდენცია,რადგანაც დაცემულ ანგელოზებს არა თუ ანგელოზებს,არამედ ეშმაკებს უწოდებთ.განკვეთილ ადმიანებსაც იმ სახელით მოვიხსენიებთ,მაგრამ არა როგორც მამას. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
dato!!! |
Jun 14 2008, 08:45 PM
პოსტი
#139
|
დავით გიორგობიანი ჯგუფი: Members პოსტები: 93 რეგისტრ.: 29-May 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 4,940 |
1
-------------------- ხელს ვაწერ დაჟინებით :D :)
|
makiki |
Jun 14 2008, 09:03 PM
პოსტი
#140
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
საწყალი მკალავიშვილი, ხიბლშია და ვერ გაუგია თვითონ მაგ მამაოს კარგად არ ვცნობ ,მაგრამ მაგის გოგო სკოლაში რელიგიას მასწავლიდა და ძალიან კარგი ადამიანია -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 05:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი