IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
A.V.M
პოსტი Oct 11 2012, 01:58 AM
პოსტი #221


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
გადარევენ მთლად ხალხს. აზიზღებენ ანაფორიანს. ხალხიც ადგება და მიაყენებს კედელთან სასულიერო პირებს როგორც რევოლუციის დროს მოხდა.

იქამდე არაფერი გეტკინოს ანაფორიანები კედელთან იდგნენ და გათახსირებული გურამა ბეთეშვილი ,,ღვთის სიტყვას'' ქადაგებდეს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2012, 03:18 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“


28 დეკემბერს, 15:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ.სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ქრისტიანული პოეზიის II ფესტივალის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ რჩეულ ლექსთა კრებულის პრეზენტაცია და გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება.




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 27 2012, 02:09 AM
პოსტი #223


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



.zakaria.
ციტატა
შენ ეს ნახე , მეუფე იაკობის ინტერვიუ ქრონიკაში www.alia.ge

არაა მეუფე იაკობი ეგ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2012, 02:42 PM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აფხაზეთის მოსახლეობა პანიკაშია


რუსული მხარე ენგურის ხიდის აფეთქებას გეგმავს. როგორც "ივერონს" ადგილობრივმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაციის გამო, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით ხიდის აფეთქება მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნური გამოწვევის გზით იგეგმება. აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივის ინფორმაციით, აფხაზეთში მიწისქვეშა ბიძგების გამოწვევა "ეშერის" საიდუმლო ლაბორატორიის გამოყენებით იგეგმება. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ. ხელოვნურ მიწისძვრაზე საუბრობენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. როგორც "ივერონს" ინფორმირებულმა პირმა აფხაზეთიდან აცობა, "ეშერას" ლაბორატორიაში არსებული ტექტონიკური იარაღი პირველად დაახლოებით 2 კვირის წინ შავ ზღვაში გამოსცადეს.

"ტექტონიკური იარაღის" დახმარებით მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის ფაქტზე რუსული საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე წლის წინაც წერდნენ. "ტექტონიკური კამპანია" კი, თურქეთის მიწისძვრისთანავე დაიწყო, რომელმაც ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთი დასაჯა კავკასიის საქმეებში ჩარევისათვის.

მეცნიერთა აზრით, მიწისძვრის სიზუსტით განსაზღვრა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მიწისძვრის პროვოცირება ხდება ხელოვნურად, მიწის ქერქში მიმართული ატომური აფეთქების მეშვეობით, თანაც აფეთქება შეიძლება მოხდეს მიწისძვრის ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილას.

ამისთვის აუცილებელია მხოლოდ იქვე, ახლოს, მცირე დამხმარე ლაბორატორიის არსებობა ზუსტი ტექტონიკური გათვლისთვის. მაგალითად, ისეთი მაშტაბისა, როგორიც ეშერას იდუმალებით მოცული ლაბორატორიაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს.

მეცნიერთა აზრით ბუნებრივი (ტექტონიკური) პირობები საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრი (9-10 ბალიანი) მიწისძვრისათვის არ არსებობს, ვინაიდან სომხეთის (1988 წ.) და თურქეთის (1999 წ.) მიწისძვრებმა განმუხტა ბუნებრივი, ტექტონიკური დაძაბულობა მიწის ქერქის კავკასია-მცირე აზიის ნაოჭში. ამიტომ, თუ საქართველოში მიწისძვრა მოხდა – იგი, ხელოვნური იქნება .


http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-17...html?lang=ka-GE


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 8 2013, 02:30 PM
პოსტი #225


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება.

მოქალაქეებისთვის უფასო მშობიარობის პროგრამის ამოქმედების თაობაზე ხუნდაძემ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანნას სახელობის სამშობიაროში სტუმრობისას განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. გარდა ამისა, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განსაზღვრული შემწეობებიც.

"ვემზადებით, რომ შემოვიღოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პაცინტი იქნება გარანტირებული; სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ ჯანდაცვის მხრივ დაცული იქნება. 1-ელი ივლისიდან მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება. ასევე გაიზრდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ხუნდაძის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის მონაცემებით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება.

"სადღეისოდ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირები არიან დაზღვეული. ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2 მილიონია, დაზღვევით ვერ სარგებლობს. ამ ადამიანებს ე.წ. ძირითადი დაზღვევა ექნებათ. საუბარია დაახლოებით ისეთ პაკეტზე, როგორც პენსიონერებს აქვთ, თუმცა შევეცდებით, რომ მომსახურება ხარისხიანი იყოს. ეს გულისხმობს ნებისმიერ ექიმთან უფასოდ კონსულტაციას,

გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც ამბოლატორულს, ასევე სტაციონალურს. აღნიშნული პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება. სექტემბრიდან დაზღვევის გაფართოებულ პაკეტზე გადავალთ, რომელიც გეგმური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს. სადაზვევო პოლისებში ჩადებულია უფასოდ მშობიარობა, ხოლო თუ ვინმეს განსაკუთრებული პირობები სურს, მას შეუძლია, დამატებით გადაიხადოს. ყველა სამშობიარო სახლი სახელმწიფოსგან სათანადო ანაზღაურებას მიიღებს იმისთვის, რომ მშობიარობა უფასო იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გუგული მაღრაძემ.

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფერო 2013 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,5 მლრდ ლარით ფინანსდება. მაღრაძის მონაცემებით, აქედან ჯანმრთელობის დაზღვევაზე 600 მილიონი მიიმართება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68870-ivl...l#ixzz2HNXhonli


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 2 2013, 01:58 AM
პოსტი #226


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს, შუადღისას, აუზზე წასვლამდე"
(მიხეილ მაჭავარიანი)
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/70651-qme-kh...1#ixzz2JgfZ5Yxn


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 6 2013, 06:17 PM
პოსტი #227


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646




საქართველოს საპატრიარქოს განცხადება სასულიერო პირების, ან თვითმარქვიების შესახებ, რომლებიც მეტროში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ითხოვენ მოწყალებას.
http://www.myvideo.ge/?video_id=1968502


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 6 2013, 07:25 PM
პოსტი #228


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



qetevano

ციტატა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება სასულიერო პირების, ან თვითმარქვიების შესახებ, რომლებიც მეტროში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში ითხოვენ მოწყალებას.
http://www.myvideo.ge/?video_id=1968502


ახალია ეს განცხადება? ამის აუცილებლობა ვფიქრობ რომ იყო და არის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 6 2013, 07:36 PM
პოსტი #229


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ახალია ეს განცხადება? ამის აუცილებლობა ვფიქრობ რომ იყო და არის.

ცხელ-ცხელია დავით...biggrin.gif
დამავიწყდა დღეს მეთქვა რაღაც...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 6 2013, 07:39 PM
პოსტი #230


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა
ცხელ-ცხელია დავით...biggrin.gif
დამავიწყდა დღეს მეთქვა რაღაც...biggrin.gif


დროულია. მოდად იქცა მეტროში ამგვარი წესით თანხის შეგროვება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 6 2013, 09:36 PM
პოსტი #231


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ასე მგონია ისევ ის ნახავს ამ საპატრიარქოს განცხადებას, ვისაც ისედაც არ სჯეროდა მაგ თვითმარქვიების... კარგი იქნება იმ ფანატიკოსებს თუ ეშველებათ რამე ვინც მათითაა გატაცებული ... ნეტავ საინფორმაციოში თუ უჩვენეს რომელიმე არხზე? მაი ვიდეოზე რამდენი ნახავს განა...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 6 2013, 11:23 PM
პოსტი #232


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
რომც ნახონ პასუხი ასეთი იქნება:
,,ოხ ეგ ჯიპიანი მღვდლები . ოხ ეგ მთავრობის მღვდლები . უნდა დაპარსო ყველას წვერი და ანაფორა გახადო.
გაუმარჯოს თომა სალოსს!''
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 12 2013, 02:57 PM
პოსტი #233


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ისე საპატრიარქოს სახელით რომ ყიდიან ქუჩა-ქუჩა ხატებს და სანთელს რომ გაჩეჩებენ ადამიანს ხელში, მაგათზეც რომ დააფიქსირონ ოფიციალურად პოზიცია, კარგი იქნება.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2013, 04:07 PM
პოსტი #234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ძალიან სამწუხარო ამბავი sad.gif


ძამას ხეობაში ხანძარმა მამათა მონასტერი გაანადგურა

09:11 12.03.2013

ხანძრის შედეგად ძამას ხეობაში, ქოზიფას მამათა მონასტრის კომპლექსის ერთი ნაგებობა მთლიანად განადგურდა. სასულიერო პირებსა და სტუმრებს დაზიანებები არ მიუღიათ.


ინფორმაციას მომხდარი ხანძრის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს. იმის გამო, რომ მონასტერი ქარელიდან მოშორებით მდებარეობს, სახანძრო რაზმებმა ხანძრის ადგილამდე დროულად მისვლა ვერ შეძლეს - ხანძარს მონასტრის საძმო ებრძოდა, თუმცა, უშედეგოდ.



ხანძრის გაჩენის დროს მონასტერში ორი სტუმარი იმყოფებოდა, თუმცა, ბერებმა მათი ევაკუაცია მოასწრეს. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა მრევლის მოსასვენებელი კელიები, სამზარეულოს მოწყობილობა და სურსათის მარაგი. როგორც მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ესაია ვარაუდობს, ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 12 2013, 06:35 PM
პოსტი #235


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ცუდი ამბავია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 21 2013, 02:43 AM
პოსტი #236


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ყოველთვის ვაფასებდი ბატონ ლევან ვასაძეს და დავრწმუნდი რომ არ ვტყოდი.
ნახეთ , საკმაოდ საინტერესო იდეა შემოგვთავაზა:

,,გახდება თუ არა ინტერნეტში რელიგიის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი?

20-03-2013
ორშაბათს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "კვირის პალიტრის" საშუალებით ვრცელი ნარკვევი გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებზე მსჯელობისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებში სიწმინდის, ნებისმიერი რელიგიისა და მათი ლიდერების დაცინვა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა კანონით უნდა დაისაჯოს.

შევეცადეთ გაგვერკვია რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოებაში ცნობილი პირები და რამდენად რეალურია ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხორციელება.

მეუფე სერაფიმე, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი:

- პირველ რიგში გეტყვით, რომ მე წავიკითხე "კვირის პალიტრაში" ვასაძის წერილი და ძალიან მომეწონა. ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის ნაფიქრალი, რომელიც მართლაც რომ დროულია. ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან მოზომილი, დინჯი, განათლებული და პატრიოტი პიროვნებაა...…რაც შეეხება კონკრეტულად ამ მიმართვას, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი კანონი ადრეც მიეღოთ. დასავლეთში სახელმწიფოს ლიდერების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები აკრძალულია. ამერიკაში ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, შემდეგ კი საკმაოდ დიდი ჯარიმა გადაახდევინეს, რადგან მათ პრეზიდენტ ობამას დაცინვისა და მუქარის წერილი გაუგზავნეს. თუ საერო ადამიანის მიმართ არის ასეთი კანონი, რატომ არ შეიძლება სასულიერო პირებისა და ზოგადად რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმების შემთხვევაშიც იყოს გამოყენებული?!. განსაკუთრებით მაღალი იერარქიის მიმართ, მით უმეტეს, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა...…მუსლიმანურ ქვეყნებში, საუდის არაბეთში ან თურქეთში, ვერავინ გაბედავს ადგილობრივი მორწმუნე ცინიკურად მოიხსენიოს.

- ლევან ვასაძე რელიგიური სექტების აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა ცხინვალის, პერევისა და ენგურის მიმდებარე სოფლებში...

- სრულიად ვეთანხმები, რადგან საქართველოში ისტორიულად არსებობს ეს რელიგია, რომელიც ქართველი საზოგადოების სულიერი ფასეულობაა და არ შეიძლება, სადღაც რომელიღაც ქვეყანაში, ვიღაცის მიერ ფულის გასაკეთებლად ჩამოყალიბებულმა ორგანიზიციამ საზოგადოებას გონება აურიოს. ეს ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა და ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა... ასე რომ, ბატონ ლევანს ამაზეც სწორი პოზიცია აქვს. ისე კი, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის თქვენმა კოლეგებმა, მაგალითად, დავით პაიჭაძემ და სხვებმაც, თუნდაც გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა და აკაკი მინაშვილმა არ იციან, რომ ევროპაში ასეთი რამ, რასაც ისინი საუბრის დროს ხშირად იყენებენ და რითაც ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკნინებენ, კანონით აკრძალულია. მათ ჰგონიათ, რომ ევროპაში ყველაფერი ნებადართულია, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მე ეს ადამიანები შემთხვევით არ მიხსენებია, როდესაც ისინი ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ეს სხვებისთვისაც ცუდი მაგალითია.

მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნეობის დოქტორი, ყოფილი მოსამართლე:

- ბატონი ვასაძის მიერ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში წერია, სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსში არ არის გათვალისწინებული... ის, რომ რომელიმე რელიგიურ მრწამსს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ეს ადამიანს ზნეობაში უნდა ედოს.

- სხვების, განსაკუთრებით კი, რელიგიური ლიდერების მიმართ აგდებული დამოკიდებულებით ისეთი ადამიანებიც გამოირჩეოდნენ, ვისაც მაღალ ზნეობაზე აქვთ პრეტენზია...

- დიახ, გეთანხმებით, მაგრამ ადამიანს, რომელსაც განსწავლულობაზე აქვს პრეტენზია, არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ რელიგიური პირის, სიწმინდის, ან ტრადიციის მიმართ აგდებული ტონით არ ილაპარაკოს. ამას მას ზნეობა უნდა კარნახობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს... ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული რეჟიმი იყო, რომელიც ფაშისტურს არაფრით ჩამოუვარდებოდა. . მოდი, ცოტა ხნით შევეშვათ რელიგიურ ლიდერებს, თქვენ გახსოვთ, სააკაშვილმა როგორ მიმართა ირინა სარიშვილს, "პოლიტიკური პრასტიტუტკა" უწოდა და ეს თურმე შეიძლებოდა, მაგრამ პირიქით, მათთვის რომ გეთქვა მსგავსი რამ - ეს კანონდარღვევა იქნებოდა... არადა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელშიც წერია, რომ ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ეს დაკავშირებულია სერიოზულ პასუხისმგებლობასთან და მეორე ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა არ შეიძლება. ანუ პირდაპირ გეუბნება - რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი არ უნდა თქვაო... ბატონი ლევან ვასაძე ადამიანური ენით მიმართავს საზოგადოებას და მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი მკაცრად იყოს, რასაც მივესალმები, რადგან ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი კანონის შერჩევით შესრულებას არის ჩვეული.

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:

- ჩვენს კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა განსაკუთრებით დასჯადი ეს საკითხი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცნობს პრაქტიკას, როდესაც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში აკრძალეს პროვოკაციული მხატვრული ფილმის აფიშების გაკვრა. ფილმის რეჟისორმა ბიბლიური სიუჟეტი გამოიყენა, რომელშიც პორნოგრაფიული ელემენტებიც იყო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბალანსის დაცვა, - ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და რომელიმე რელიგიური მრწამსის მიმდევარს შორის. მაგალითად, პირადად მე ვერ მივესალმები ვერანაირ სიახლეს, რომელიც სოციალურ ქსელში აზრის თავისუფალ გამოხატვას შეზღუდავს, ასეთ შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობაში მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მე, ამ ფორმულირებას ზოგადად ვაკეთებ, საერთოდ ადამიანს, აზრის გამოხატვის უფლება არ შეუზღუდო, ვინაიდან ვიღაც ეთანხმება ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ცხოვრობს და ვიღაც არ ეთანხმება, და მგონი, მაქვს უფლება ვთქვა ის, რასაც არ ვეთანხმები. ისევე, როგორც ამა თუ იმ რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები აკეთებენ ამას.

- აზრის გამოხატვის ფორმაზეა საუბარი, ბატონო შალვა...

- დიახ, მესმის, მაგრამ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონონ. ეს პრობლემა ჩვენთანაც ისე უნდა იყოს მოგვარებული, როგორც ევროპის ქვეყნებში, რომლისკენაც გამალებული ვისწრაფით. რაღაცის ასე ხელაღებით აკრძალვა, ძალიან მძიმე ნაბიჯია და ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. ნებისმერი ორგანიზაცია და პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, თუ ის თესავს რელიგიურ შუღლს, ერთა შორის უთანმხოებასა და შეუწყნარებლობას...…

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)''
http://www.kvirispalitra.ge/public/16292-g...th-dasjadi.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2013, 03:21 PM
პოსტი #237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კახეთში ახალგაზრდა მამაკაცმა დანით ჯერ მონაზონი, შემდეგ კი არასრულწლოვანი დაჭრა. შემთხვევა ბოდბის მონასტერში და შემდეგ სიღნაღის რაიონის სოფელ წნორში მოხდა. დაზარალებულები წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ეჭვმიტანილი სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დააკავეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Mar 26 2013, 03:40 PM
პოსტი #238


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif

ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2013, 03:40 PM
პოსტი #239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Mar 26 2013, 04:37 PM) *

ისე აქ მაინც არ შეიძლება ასეთი საშინელებები მაინც არ დავდოთ ? sad.gif


გიორგი, ეს ამბავი გუშინ გამოაცხადეს ტელევიზიით. სამწუხარო რეალობაა...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2013, 10:44 AM
პოსტი #240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პრაიმერს” ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან დაახლოებულმა წყარომ კონფიდენციალურად შეატყობინა, რომ ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა მეუფეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილი გაანდო.

წყარო არ აკონკრეტებს, ზუსტად როდის და რა ვითარებაში მოხდა ამ თემაზე საუბარი.

მისი თქმით, მეუფემ სააკაშვილს ურჩია, ჯერჯერობით თავი შეეკავებინა განზრახვის სისრულეში მოყვანისგან.

“ბერობა მძიმე და საპატიო ტვირთია შვილო. მოხარული ვიქნები, გზა დაგილოცო სულიერი ცხოვრების სფეროში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ საერო ცხოვრებაშიც ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი”- ასეთი პასუხი გაუცია კალისტრატეს პრეზიდენტისთვის.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი