![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#261
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
G_saxva
როცა გამწარდები ალბათ ვეღარ საზღვრავ მაგდენს. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#262
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
G_saxva როცა გამწარდები ალბათ ვეღარ საზღვრავ მაგდენს. რავიცი მაინც არ მესმის. სხვა რომ გამწარდება მაგით შენ რას მოიგებ მაგას ვერ ვხვდები, რა სარგებელია შენი? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#263
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
რა შუაშია საერთოდ...
![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#264
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
ციტატა დიმიტრი როსტოველის წმინდანთა ცხოვრების I ტომი გამოვიდაო, ქართული თარგმანიო. აბა ვინ რა იცით? ალილოში არაა, არც ბიბლუსში. მაგ წიგნის მთარგმნელი (მამა თეოდორე გოგოლაძე) ჩემი პირველი მოძღვარი იყო , დაახლოებით 13 წლის წინ . დღეს გავიგე მამა თეოდორეს (და არა მამაოს ![]() ![]() და დაპირებაც , რომ ყოველი ახალი ტომის გამოსვლისას საჩუქრად მივიღებ მას . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#265
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამი მაგ წიგნის მთარგმნელი (მამა თეოდორე გოგოლაძე) ჩემი პირველი მოძღვარი იყო , დაახლოებით 13 წლის წინ . დღეს გავიგე მამა თეოდორეს (და არა მამაოს ![]() ![]() და დაპირებაც , რომ ყოველი ახალი ტომის გამოსვლისას საჩუქრად მივიღებ მას . უყურე შენ, ზოგს რა ბედი აქვს! ![]() აბა რადგან საჩუქრად მიიღებ, დავალება შენ: ახალი ტომი რომ გამოვა, გაგვაგებინე, რომ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, ვიყიდოთ მაინც ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#266
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
ციტატა უყურე შენ, ზოგს რა ბედი აქვს! ბედი კი არა რამდენს ვლოცულბ ეგ ნახე... ![]() ციტატა აბა რადგან საჩუქრად მიიღებ, დავალება შენ: ახალი ტომი რომ გამოვა, გაგვაგებინე, რომ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა, ვიყიდოთ მაინც გავიღებ მაგ წყალობს გლახაკთა ზედა... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#267
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#268
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
უი, ახლა გავიგე, ალილოს პირდაპირ, პროკრედიტთან შესახვევიაო, რაღაც მაღაზია "ჩირაღდანიო" და იქ 28 ლარი ღირსო. მაინცდამაინც ლიბრაში ნუ გავარდებით 35 ლარით
![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#269
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
ხო... ვნახე იმდღეს... ჰოი მალადეც... ![]() ,,73 წლის კახელმა პაპამ მეგობრის 70 წლის ცოლი მოიტაცა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 73 წლის ვალიკო ღირსიაშვილმა გარდაცვლილი მეგობრის მეუღლე, 70 წლის ანა მოიტაცა. მოტაცებიდან ხუთი წლის შემდეგ ანა ამბობს, რომ კვლავ გარდაცვლილი მეუღლე უყვარს, ვალიკო კი მოტაცების ორ მცდელობას ღიმილით იხსენებს. ნახეთ და დარწმუნდით, რომ მართლაც "სიყვარული ყველას უნდა". წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/75927-73-...l#ixzz2QfOq6tcF -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#270
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
A.V.M
ეგ ძველია და მე დავდე გავუზიაროთში ![]() ააა მე სხვა წყაროდან დამიდია. ის ქალი შემეცოდა -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#271
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
qetevano
ციტატა ააა მე სხვა წყაროდან დამიდია. ხოდა ეგრე... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#272
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჯეფრი სილვერმანი - რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა
16-04-2013 ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან": ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. - თქვენ ინტერვიუს დაწყებისას მითხარით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზეც გაქვთ საინტერესო მასალები... - დიახ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა. - რატომ? - ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ - ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე, შედარებით ჩაუხედავ კაცსაც კი უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინს, ასევე, გიგა ბოკერიას, რომელიც ძალზე საშიში პიროვნებაა. *** - თქვენ საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ გაქვთ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე... - მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ( FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიეყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#273
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
აგვისტოს ომი რომ წინასწარ იცოდნენ ამას დავა არ უნდა წაკითხულიც მაქვს რამოდენიმე თვით ადრე წერდნენ აგვისტოში უნდა დაიწყოსო და ისე აგიდა ყველაფერი.
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
![]()
პოსტი
#274
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
ციტატა აგვისტოს ომი რომ წინასწარ იცოდნენ აი ეს არის წინასწარგანზრახულობა ზუსტადაც ![]() -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#275
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
facepalm
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#276
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.
ამასთან, კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში კი, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა და სამუშაო მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთია "კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი". "ინტერპრესნიუსი" აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაუკავშირდა. მეუფის თქმით, სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჯვრისწერა ოფიაციალურად იყოს ცნობილი. "ამჟამად ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა არ არის ოფიციალური დოკუმენტი. საჭიროა, სახელმწიფომ აღიაროს იგი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. რამდენად სწრაფად არის ეს ყოველივე შესაძლებელი, ჯერ უცნობია. მუშაობის პროცესში გამოჩნდება. სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება ჯერ დაგეგმილი არ არის", - დასძინა მიტროპოლიტმა თეოდორემ. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/76154-jvr...s#ixzz2QumdtUdq -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#277
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მშვენიერი იდეაა...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#278
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხაშურში გზის პირას განლაგებულ მაღაზიაში შევარდა. შედეგად, მძღოლმა და ერთმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოილიციასთან ერთად მაშველებიც მუშაობდნენ. ტრაილერის მძღოლის და მისი თანმხლები პირის მანქანიდან ამოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#279
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
„თამბაქოზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, უახლოეს კვირებში გაიწერება თამბაქოს მოხმარების რეგულაციები, მკაცრად აიკრძალება სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის, თამბაქოს რეკლამირება და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გაძვირდება თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადიც,“ – ჩვენთან საუბარში განაცხადა არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე კონტროლის გამკაცრების იდეა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს ინიციატივა მან 10 აპრილს ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას გაახმოვანა. მისივე თქმით, „ ქვეყანაში გაიზრდება ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.“ კონკრეტულად რა რეგულაციები დაწესდება თამბაქოს აკრძალვის კუთხით და რა ნაბიჯები გადაიდგმება მასზე კონტროლის გასამკაცრებლად? ამ და სხვა თემებზე უფრო ვრცლად გვესაუბრება არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა: „საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა თამბაქო. მთავრობის მიზანია ქვეყანაში თამბაქოზე კონტროლის გაძლიერება. ეს მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მაგალითად, თამბაქოს კონტროლის შესახებ დღეს არსებულ კანონში ბევრი რამ უკვე გაწერილია, თუმცა აღსრულების მექანიზმი თითქმის არ არსებობს. ეს აღსრულების მექანიზმი გააქტიურდება, როგორც კი სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და ისეთი დარღვევები, როგორიცაა სასწავლო დაწესებულებებთან თამბაქოთი ვაჭრობა, არასრულწლოვნებზე გაყიდვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, ტრანსპორტში, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარება მკაცრად აიკრძალება და ამგვარი ქმედება დაისჯება. ასევე, კვების ობიექტებში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი ტერიტორია როგორც მწეველთათვის, ისე არა მწეველთათვის კანონის შესაბამისად.“ მისივე თქმით, „თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი, რაც ყველაზე კარგად მუშაობს, არის თამბაქოზე ფასის ზრდა, რაც, სავარაუდოდ, განხორციელდება საქართველოშიც და ეს მოხდება ეტაპობრივად“. „ჩვენ არ ვართ მწეველი ადამიანების მოწინააღმდეგე. მწეველი არის ჩვეულებრივ ნიკოტინდამოკიდებული ისევე, როგორც ნარკოტიკდამოკიდებული პაციენტი, რომელსაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მკურნალობისა და ამ მავნე ჩვევის დაძლევის პირობები. ეს იქნება იგივე სატელეფონო კონსულტაციები, რომელიც ახლაც არსებობს ( ცხელი ხაზი: 116 001 ), უნდა გაფართოვდეს და უფრო სრულყოფილი გახდეს. ასევე, შეიქმნება სხვადასხვა საკონსულტაციო სამსახური, სადაც მწეველი ადამიანი გაივლის შესაბამის კონსულტაციას. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ნიკოტინჩანაცვლებითი პრეპარატებიც. რაც შეეხება სამედიცინო კონსულტაციებს და მწეველთა დახმარების ცენტრებს, სავარაუდოდ, იქნება როგორც სახელმწიფო დაფინანსებით, ასევე კერძო ფსიქოლოგიური სამსახურები. რაც მთავარია, ამგვარი სერვისები აუცილებლად უნდა არსებობდეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც თავად მწეველზეა დამოკიდებული,“ – ამბობს ლელა სტურუა. არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, „როდესაც თამბაქოზე კონტროლის შესახებ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, მკაცრად გაკონტროლდება თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში; მაგრამ კონკრეტულად კონტროლის რა მექანიზმები ამუშავდება, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. თუმცა ერთ-ერთი მეთოდი შესაძლოა იყოს ჯარიმის დაწესება. მაგალითად, როდესაც სამედიცინო ან სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქე თამბაქოს მოწევს, დაჯარიმდება დაწესებულება, სადაც დაფიქსირდა მოწევის ფაქტი და როდესაც მოუწევს საკმაო ოდენობით ჯარიმის გადახდა, შემდგომ უკვე ეს დაწესებულება მკაცრად გააკონტროლებს, რომ მის ტერიტორიაზე არავინ არ მოიხმაროს თამბაქო. ამჟამად, სამწუხაროდ, კონტროლი არ ხორციელდება, მაგრამ ეს ასე არ გაგრძელდება. მთავარი თამბაქოს საწინააღმდეგო ქმედებებში არის პოლიტიკური ნება, ვინაიდან თამბაქოს ინდუსტრია ძალიან ძლიერია. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს შესახებ კანონის მიხედვით: ჩვენ აკრძალული გვაქვს თამბაქოს ინდუსტრიის ჩართულობა ამ პროცესში და მათი ინტერესების გათვალისწინება, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ. ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაა. რადგან პოლიტიკური ნება არსებობს, რაც წლების მანძილზე არ ყოფილა დაფიქსირებული, იმედი მაქვს, რომ ეს რეალურად განხორციელებადია; ჩვენ მოვახერხებთ და საქართველოში შემცირდება თამბაქოს მოხმარება.“ როგორც უკვე ვთქვით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება თამბაქოს რეკლამირებაზე. ქალბატონ ლელა სტრუას თქმით, „გააქტიურდება ანტი პროპაგანდა თამბაქოს წინააღმდეგ. გაიზრდება წარწერები თამბაქოს კოლოფზე და ნელ-ნელა უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კოლოფის დიდი ნაწილი დაიკავოს ანტი რეკლამამ, რაც ამჟამად ავსტრალიაშია განხორციელებული. სამთავრობო კომისია მუშაობს ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე აკრძალულია პირდაპირი რეკლამა ყველა საშუალებით, გარდა ბილბორდებისა, ამიტომ ყოველ მეორე ბილბორდზე განთავსებულია თამბაქოს რეკლამა. ესეც აიკრძალება, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ასევე, შეზღუდვები უნდა დაწესდეს არაპირდაპირ რეკლამაზე. მაგალითად, ქართულ სერიალებში ლამის თამბაქოს პროპაგანდაა გაჩაღებული, ასევე, იუმორისტულ შოუებსა და სხვადასხვა ტელეგადაცემებში, რაც უნდა აიკრძალოს.“ STEPS – ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, „საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია“. ლელა სტურუა: „თამბაქოს პასიური მოხმარება იწვევს ზუსტად იმ დაავადებებს, რასაც აქტიური მოხმარება. ეს არის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ყველაზე მწვავე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, რომლის უკუგანვითარება არ ხდება. მე არ მინახავს არც ერთი მწეველი მშობელი, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილი სკოლაში ეწეოდეს, ნამდვილად არავის ეს არ სურს; მაგრამ მშობლებს ხშირად არ აქვთ გათავისებული, თუ რა ზიანს აყენებენ თამბაქოს მოხმარებისას გამოწვეული კვამლით შვილებსა და მის გარშემომყოფთ. მერე უკვირთ, რატომ ცივდება ბავშვი ხშირად, რატომ აქვს სუსტი ბრონქები და იმას არ ფიქრობენ, რომ ამის გამომწვევი დიდწილად სწორედ თამბაქოა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მწეველმა გაითავისოს, თუ რა ზიანს აყენებს თავის ახლობლებს, ნათესავებსა და მის გარშემომყოფ ადამიანებს თამბაქოს გამონაბოლქვით, მოერიდოს სხვა ადამიანების თანდასწრებით მოწევას, განსაკუთრებით ბავშვების. ძალიან დიდი პრობლემაა ორსულ ქალებში თამბაქოს მოხმარების კუთხით, რაც საფრთხეს უქმნის ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას და ხშირად იწვევს ბავშვის უეცარ სიკვდილს.“ „ჩვენ, ასევე, კონსულტაციებს გავდივართ ეკონომისტებთან, თუ რა გავლენას იქონიებს ეს სახელმწიფო ბიუჯეტზე და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ საქართველოში უკვე არის იმის საშუალება, რომ ჩვენ უარი ვთქვათ თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსულ თანხებზე, ვინაიდან თუ შევადარებთ, რა თანხები შემოდის ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან და რა თანხებს იხდის სახელმწიფო იმ დაავადებების გამო, რასაც თამბაქო იწვევს, გაცილებით დიდია დახარჯული თანხა, ვიდრე ინდუსტრიიდან შემოსული. ასე რომ, იმიტომაც არ მონაწილეობენ თამბაქოს ბიზნესში ჩართული პირები ამ პროცესებში, რომ მათი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. ჩვენი ბიუჯეტი არ არის თამბაქოზე დამოკიდებული. ძალიან მცირე ნაწილი მოდის თამბაქოს ინდუსტრიაზე.“ თამბაქოს კონტროლის შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებენ თამბაქოს საცალო რეალიზატორებიც: ნათელა: „როგორც მოქალაქე, მომხრე ვარ, რომ შემცირდეს სიგარეტის მოხმარება განსაკუთრებით მოზარდებში. ფასი თუ გაიზრდება, გავლენას მოახდენს ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ რას ვიზამთ, ხალხის ჯანმრთელობისთვის ასე ჯობს.“ ლია: „მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტით ვვაჭრობ, მომხრე ვარ, რომ თუნდაც ერთი კოლოფი 10 ლარი გახდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზარალებს, მაგრამ ხალხის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. იქნებ მაშინ მაინც ვეღარ იყიდონ და თავი დაანებონ მოწევას, განსაკუთრებით ბავშვებმა და გოგონებმა.“ იზოლდა: „მივესალმები თამბაქოზე კონტროლის დაწესებას, ხალხისთვის ასე აჯობებს. იქნებ აღარ იყიდონ და მოიშორონ ეს მძიმე სენი.“ ეთერი: „თამბაქოზე კონტროლის გამკაცრება ბიზნესს ძალიან დააზარალებს და უმუშევარი დარჩება ბევრი ადამიანი. ისედაც გაჭირვებაში ვცხოვრობთ და უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებით.“ ნინო: „ჩემი აზრით, ყველა თავის ჯანმრთელობას თვითონ უნდა გაუფრთხილდეს. მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს, ვისაც მოწევა უნდა, მაინც მოწევს.“ ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა თამბაქოს მომხმარებელმა მაკა ბერიძემ: „ოცდახუთი წელია ვეწევი და არ მგონია, რომ ასე ადვილად დავანებო თავი სიგარეტს, თუმცა ფასები თუ მოიმატებს, ეს ჩემს ბიუჯეტზე მძიმედ აისახება და ალბათ, დღიური ღერების რაოდენობას შევამცირებ. ზოგადად კონტროლის გამკაცრებას მივესალმები, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ უნდა ეწეოდნენ, განსაკუთრებით კი სასწავლო დაწესებულებებში. ვფიქრობ, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზაცია.“ მიხეილ სამნიაშვილი: „თამბაქოს ფასის მატება ძალიან ცუდი იქნება. ახლაც ძლივს ვყიდულობთ და რომ გაძვირდება, მერე როგორღა შევძლებთ ყიდვას. მთელი ხელფასი თუ სიგარეტში წამივიდა, ოჯახს რაღა ვაჭამო, ან მე რითი ვიარსებო?!“ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ფაქტია, რომ თამბაქოსგან მიყენებული ზარალი მეტად შემაშფოთებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად. აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს კონტროლის კუთხით სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას უდრის.“ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#280
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
კარგი იქნება...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი