![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#281
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
ყურადღება ახალი ამბავი, დიდი სიხარულით გატყობინებთ რომ რეალი გამოეთიშა ლიგას
![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#282
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
ეგ კარგი და ახლა ისე, დღთეს დაუკრძალავთ მამა გიორგი ბასილაძე. ფოტოები თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.facebook.com/media/set/?set=a.5...16895368&type=1
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
Alterego |
![]()
პოსტი
#283
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 ![]() |
ეგ კარგი და ახლა ისე, დღთეს დაუკრძალავთ მამა გიორგი ბასილაძე. ფოტოები თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.facebook.com/media/set/?set=a.5...16895368&type=1 უი არ ვიცოდი თუ გარდაიცვალა ![]() ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#284
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი”უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის ბოლი გამოყოფს 9 კგ მიკრონაწილაკს. ისინი ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ეგრეთ წოდებულ „სმოგს”; ნიადაგის ზედა ფენაში კი მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება. ხშირად კოცონში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც. პოლიეთილენის პაკეტის, პლასტიკური ბოთლის და მსგავსი ნარჩენების წვის დროს წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, ხოლო ქლორთან ურთიერთქმედების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოიყოფა დიოქსინები. ყოველივე ეს იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, ღვიძლის დაზიანებას. აგრეთვე, კავშირშია ონკოლოგიურ დაავადებებთან. ჭიაკოკონობა უმეტესად მოზარდების გასართობია. ისინი აგროვებენ საწვავ მასალას და შემდეგ დიდ დროს ატარებენ ცეცხლთან, რაც მათი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია. ბავშვები, ფილტვის განსაკუთრებული აგებულებისა და უფრო ხშირი სუნთქვის გამო, ღებულობენ მავნე ნივთიერებების 6-ჯერ მეტ დოზას, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყოველივე ზემოაღნიშნული, ნუ მიაყენებენ ზიანს გარემოს და შეუქმნიან საფრთხეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას,” – ნათქვამია განცხადებაში. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#285
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ტრაგედიაა , როდესაც სახელმწიფოს ესა თუ ის სტრუქტურა იძულებულია ამგვარი განცხადება გაკეთოს...
რომელ დასავლურ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#286
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
G_saxva
ძალიან მეამა ჭიაკოკონობის აკრძალვა... უამრავი ბავშვი სახიჩრდებოდა... დედამ მითხრა, რომ კომუნისტების დროს, მის ბავშობაში, როცა ცეცხლს ახტებოდნენ, ღმერთო მაპატიე და ამბობდნენ "ალილუია ეშმაკებს და კუდიანებს." წარმოიდგინეთ ვნების კვირის ოთხშაბათს, ასეთ მძიმე დღეს, რომ ბავშვები ეშმაკებს ცემენ თაყვანს... ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#287
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
G_saxva ძალიან მეამა ჭიაკოკონობის აკრძალვა... უამრავი ბავშვი სახიჩრდებოდა... დედამ მითხრა, რომ კომუნისტების დროს, მის ბავშობაში, როცა ცეცხლს ახტებოდნენ, ღმერთო მაპატიე და ამბობდნენ "ალილუია ეშმაკებს და კუდიანებს." წარმოიდგინეთ ვნების კვირის ოთხშაბათს, ასეთ მძიმე დღეს, რომ ბავშვები ეშმაკებს ცემენ თაყვანს... ![]() ეგ ამბავი დედაშენს კი არა მეც მახსოვს კაცო. ყველაზე მეტად მაინც წამლის ამპულების ჩაყრა მიყვარდა ცეცხლში, ეჰ რა კარგი იყო. ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#288
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეგ ამბავი დედაშენს კი არა მეც მახსოვს კაცო. ყველაზე მეტად მაინც წამლის ამპულების ჩაყრა მიყვარდა ცეცხლში, ეჰ რა კარგი იყო. ![]() ვაიმე, სწორედ მაგ წამლის ამპულამ მრავალ ბავშვს გამოთხარა თვალი ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#289
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ვაიმე, სწორედ მაგ წამლის ამპულამ მრავალ ბავშვს გამოთხარა თვალი ![]() ![]() არა და როგორ მიყვარდა ერთ ტომარას ვაგროვებდი მაგ დღისთვის ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#290
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არა და როგორ მიყვარდა ერთ ტომარას ვაგროვებდი მაგ დღისთვის ![]() სიმართლე გითხრა, ბავშვობაში მეც მიყვარდა ჭიაკოკონობა... ერთი რამ მიკვირდა, რომ რატომ იყო გარდამავალი და როგორ ხვდებოდნენ როდის იქნებოდა... სამწუხაროდ რელიგიურ სიბნელეში ვიზრდებოდით კომუნისტების დროს ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#291
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
სიმართლე გითხრა, ბავშვობაში მეც მიყვარდა ჭიაკოკონობა... ერთი რამ მიკვირდა, რომ რატომ იყო გარდამავალი და როგორ ხვდებოდნენ როდის იქნებოდა... სამწუხაროდ რელიგიურ სიბნელეში ვიზრდებოდით კომუნისტების დროს ![]() მე ვიცოდი ვნების ოთხშაბათს რომ იყო და ველოდებოდი ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#292
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ვიცოდი ვნების ოთხშაბათს რომ იყო და ველოდებოდი ![]() ჩემ დროს ვნების კვირა გაგებულიც არ მქონდა... ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#293
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
marine
არა მე უფრო თანამედროვე ეპოქის წარმომადგენელი ვარ ოთხმოცაათიანი წლების მეორე ნახევრის როცა ქრისტიანობა თანდათან მომძლავრდა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#294
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
არქიმანდრიტი ანთიმოზი - "შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"
17 მაისის მოვლენების შესახებ უამრავი ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტით. მათ შორის განხილვის თემად იქცა კადრები, სადაც სასულიერო პირი იგინება. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს ხმა მისი არ არის... - როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი, ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არ არის. ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას ვებრძვი და ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემი თანდასწრებით არ შეიგინონ. 30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა? რატომ ბილწავენ საზოგადოებას? - შესაძლოა თქვენ არ იგინებოდით, არ ჩხუბობდით, მაგრამ სასულიერო პირების მონაწილეობით ძალიან არასასიამოვნო კადრები ხომ დაფიქსირდა. - ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, რომ არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო... საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/78120-arqima...l#ixzz2Tr3mqlzV (გამიხარდება თუ ეს ყველაფერი დადასტურდება . თუ არადა უნდა დაისაჯოს როგორც ეკლესიის ისე სამოქალაქო სამართლით . ) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#295
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
ვაი რომ არ დადასტურდება ![]() ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#296
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს თბილისის საერთაშორისო აეროპოტრში წმინდა სიონდის წევრები, სხვა სასწულიერო პირები და მრევლი დახვდა. კათოლიკოს-პატრიარქი აეროპოტრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სიწმინდეები მოილოცა და მრვევლთან მისი კონსტანტინეპოლში ვიზიტის მნიშნელობაზე ისაუბრა. კათოლიკო-პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის მიწვევით, მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტამბულში იმყოფებოდა. ხვალ, საღამოს 7 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#297
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
შსს-მ 17 მაისის აქციის მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/78404-shss-...l#ixzz2U6zu9TPX შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/78404-shss-...l#ixzz2U6zpVzBP შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. მამა ანთიმოზ (ბიჩინაშვილი) შსს-ს ცნობით, გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: "შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით". მამა იოთამ ბასილაია დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნეტგაზეთთან" საუბარში არ დააკონკრეტეს, არიან თუ არა დაკავებულები აღნიშნული სასულიერო პირები. მიქაელ ბოტკოველი: სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს 2013-05-23 14:51:52 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით. პატრიარქის მდივნისთვის ორი სასულიერო პირის, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიასთვის ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო. მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ხშირად ამ სასულიერო პირებს აჩვენებდნენ. "პოილიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", _ დასძინა მამა მიქაელმა. მისივე განცხადებით, აღნიშნულმა სასულიერო პირებმა შესაძლოა, მოგვიანებით თავად გააკეთონ კომენტარი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#298
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამაოებს არაფერი დაუშავებიათ და ვერაფერს დააკლებენ!!!!
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#299
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
მამაოებს არაფერი დაუშავებიათ და ვერაფერს დააკლებენ!!!! მარინე რატომ იძახი ამას? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ასე ნამდვილად არ შეიძლება ასე ბრმად გჯეროდეს სასულერო პირების. ეს უკვე ხიბლია და ძალიან ცუდია ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#300
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მარინე რატომ იძახი ამას? რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ასე ნამდვილად არ შეიძლება ასე ბრმად გჯეროდეს სასულერო პირების. ეს უკვე ხიბლია და ძალიან ცუდია ![]() მამა მიქაელის სიტყვებს ვეთანხმები. კონკრეტული დანაშაული ამ მამოებს არ ჩაუდენიათ! "პოილიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", _ დასძინა მამა მიქაელმა. მე ვაფასებ ამ ორ და ყველა მოძღვარს, ვინც იმ დღეს ქუჩაში იყო გამოსული და ჩვენი შვილების სიწმინდეს იცავდა!!! შეუწიროს უფალმა!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი