IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
A.V.M
პოსტი Jun 15 2013, 02:17 AM
პოსტი #361


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბრიტანეთში სიტყვას “მამა“ სასაუბრო ლექსიკონიდან ამოიღებენ

დრონი.ჯი
15:52 07.06.2012
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური სასაუბრო ლექსიკონიდან სიტყვა “მამას“ ამოიღებს. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ გეებმა და ლესბოსელებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ.

ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში საჩივარი შევიდა ტერმინზე “მამა“, რომელიც მომავალი მშობლებსიათვის განკუთნილ სახელმძღვანელოებში გამოიყენება. საჩივარი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ “აუცილებელია იმ სიტყვის გამოყენება, რომელსაც უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს“. თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს ტერმინი “მამა““პარტნიორით“ ჩაანაცვლონ. სწორედ ამ სიტყვას გამოიყენებენ 200 გვერდიან წიგნში Ready Steady Baby.

თუმცა, ამან საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან, იგი ტრადიციულ ოჯახებს ძირს უთხრის.
“სახელმწიფო სამსახურმა ფული უმცირესობების ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ უნდა დახარჯოს. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად ვუყურებთ ერთსქესიანი წყვილების ოჯახებს, ფაქტი ფაქტად რჩება - ბავშვის შესაქმნელად ქალი და კაცია საჭირო!“ - აცხადებენ ინოვაციის ოპონენტები.
http://droni.ge/?m=7&AID=7523

აჰა დემოკრატია...
ძირს 17 მაისის მონაწილე სასულიერო პირები ! ყველანი ბრიტანული დემოკრატიისკენ !
ნაბიჯით იარ !


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 16 2013, 02:01 AM
პოსტი #362


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლგბტ ანუ - ლაზღანდარა გოგო ბიჭების ტანგლი-ტუნგლი .

ინტერნტში გადავაწყდი ამ წერილს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

,,ვინ აფინანსებს ლგბტ უფლებების დამცველებს


14 ივნისი, 2013
ბოლო კვირების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ორგანიზაციების მიმართ მღელვარება არ ცხრება. თავის მხრივ ლგბტ ორგანიზაციებიც აქტიურობენ. გასულ კვირას პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ახალგაზრდები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ.
”სოლიდარობა შეზღუდვის საწინააღმდეგოდ! მე 4 წელია, რაც არ მომიწევია პლანი და თუ მომინდა, ახლაც მოვწევ ქუჩაში. მიმაჩნია, რომ ეს არავის სახელმწიფოებრივი ტრაკის საქმე არ არის. მაგრამ ადამიანებს ამის გამო ცხოვრებას უნგრევენ, ყოველგვარ პერსპექტივას უმსხვრევენ, ამცირებენ და აიძულებენ, საშინელ, ქიმიურად სინთეზირებულ საშუალებაზე გადავიდნენ ან გალოთდნენ. როგორიც უნდა იყოს ჩვენი შეხედულება ამ საკითხებზე, ყველა ჩვენგანის ვალია მივიდეთ ამ აქციაზე. თუ არ მოხვალთ – მერე დაგჭირდებათ სოლიდარობა და არავინ რომ არ გამოხატავს, ნუ გაგიკვირდებათ!” – წერს საკუთარი ”ფეისბუქის” გვერდზე პაატა, იგივე პაკო საბელაშვილი.
სწორედ მან დააარსა 2006 წელს საქართველოში ლგბტ საზოგადოება, რომელიც ლგბტ პირების ლობირებითა და ადვოკატირებით იყო დაკავებული. 2009 წელს პაატა საბელაშვილი დააკავეს და მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს მაშინდელ სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ პაატა საბელაშვილის დაკავებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმები დაირღვა. როგორც ამბობდნენ, პაატა საბელაშვილის გასათავისუფლებლად ევროკავშირის, გაეროს და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც ,,შეწუხდნენ” .
ამჯერად პაატა საბელაშვილი ორგანიზაცია ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” პროგრამების მენეჯერია, რომელსაც ევროკავშირი და ”ღია საზოგადოება საქართველო” აფინანსებს.

პაატა საბელაშვილს კომენტარისთვის მარიხუანის ლეგალიზებაზე და ნარკოტიკებთან მის ურთიერთობაზე დავურეკეთ. ნახევარ საათში დამირეკეთო, გვითხრა, თუმცა შემდეგ ტელეფონს აღარ უპასუხა.
სამაგიეროდ, ორგანიზაცია ”იდენტობის” ხელმძღვანელს, ირაკლი ვაჭარაძეს გავესაუბრეთ. ”იდენტობა” ქუჩაში აქციების მოწყობის გარდა, უშვებს წიგნებს მშობლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამართლისა და სამედიცინო განხრის სტუდენტებისთვის. აქვთ თავიანთი ლგბტ ტერმინოლოგიის ლექსიკონი და ლგბტ ფსიქოლოგია, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ.
2011 წელს ორგანიზაციამ საბაზო დაფინანსება ამერიკიდან 55 ათასი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2012 წელს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით – 53 ათასი ევრო. პროექტის მთავარი მიზანი ქართველ სტუდენტებში ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლება იყო. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს და კონფერენციებს სტუდენტებისთვის ლგბტ საკითხებზე. ჰოლანდიის საელჩომ სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებისთვის სტიპენდიაც დააწესა 320 ლარის ოდენობით.
”იდენტობის” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე:

- თუ შეიძლება, ჩვენს რედაქტორს დაურეკეთ რა, შორენას ნომერი მითხარით, რაა…
- თქვენ რომ გვიპასუხოთ რამდენიმე შეკითხვაზე, არ შეიძლება?
- არა, ის მოგცემთ ინტერვიუს. რა თემაზე გნებავთ, გვითხარით…
- თქვენი გეგმების შესახებ რომ გვითხრათ, რას აპირებთ?
- ააა, კი ბატონო, გიპასუხებთ, არანაირი გეგმა არ გვაქვს.
- თქვენი დამფინანსებლები გვაინტერესებს…
- რადგან გაინტერესებთ, უნდა შებრძანდეთ ჩვენს საიტზე და ნახავთ.
- ეგ უკვე ვნახეთ, მაგრამ თქვენი კომენტარიც გვინდა.
- ის ჩემი დაწერილია და რაც წერია, დადასტურებული სიმართლეა.
- თქვენს ოფისში ხშირად ხედავდნენ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს, თქვენი წევრია?
- არ არის ჩვენი წევრი.
- უბრალოდ მეგობრობთ?
- არა, არც ვმეგობრობთ, ახლა არაფერი საერთო არ გვაქვს.
- სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაქვთ, ან პაკოსთან?
- პაატა საბელაშვილი არასოდეს ყოფილა ჩვენი წევრი. მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძირითადად საქართველოს სახალხო დამცველთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.
- და ჰოლანდიის საელჩოსთან, როგორც თქვენს საიტზე ვნახეთ. ამიტომ გააკეთა მწვავე განცხადება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
- არა, ბატონო, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმიტომ კი არ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ დაგვხმარებია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში 17 მაისის აქციაზე ლგბტ საზოგადოების წევრების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა და მან მოითხოვა მისი აღდგენა. ყველა ქვეყანის მიმართ ასეთივე განცხადებას გააკეთებდა.
- თუმცა თქვენ ფინანსდებით ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან?
- არა, ბატონო, ახლა არ ვფინანსდებით, ერთი პროექტი გვქონდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჩვენს საიტზე დევს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ”რეიტინგი”
http://www.reitingi.ge/tcor-news/286-vin-a...html?lang=ka-GE
http://seminarieli.wordpress.com/2013/06/1...83%9A%E1%83%94/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 17 2013, 02:06 PM
პოსტი #363


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



პატრიარქის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს (14.06.2013)
2013 წლის 1 მაისიდან, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის გამო, იძულებული შეიქმნა საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რის გამოც საზოგადოების ნაწილისთვის იგი მუიწვდომელი გახდა, ამან კი ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს.
გთავაზობთ წერილის ტექსტს:

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,

როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა.
„ერთსულოვნებას“ დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ტელე-კომპანია „ევრიკასთან“ და ამ ხნის მანძილზე ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40 % ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხისვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა. ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არა აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ რომ გამოყოს დამატებითი სიხშირე, ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. გთხოვთ თქვენს შესაძლო თანადგომას.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 18 2013, 09:20 AM
პოსტი #364


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ონლაინ-ენციკლოპედია wikipedia.org-ზე 17 მაისს საქართველოში გამართული ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის შესახებ ინგლისურენოვანი სტატია განთავსდა. სტატიაში აქციის მოვლენები დეტალურადაა აღწერილი.

"2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიური საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. გეების უფლებების დამცველ მომიტინგეებს ჰომოსექსუალიზმის ათასობით მოწინააღმდეგე შეხვდა, რომლებსაც უფლება მიეცათ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ძალადობრივად დაერბიათ ისინი.

2 დღით ადრე ილია II, ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მეთაური, გეი-მიტინგის აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. მან ჰომოსექსუალიზმს "ანომალია და დაავადება" უწოდა.

ჰომოსექსუალთა უფლებების ათეულობით დამცველი თბილისის ცენტრში აქციის გასამართად შეიკრიბა. პროტესტი მათ წინააღმდეგ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის 200

000-მა წევრმა გამოთქვა, რომლებსაც სასულიერო პირები უძღვებოდნენ. შეტაკება პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედნის სიახლოვეს მოხდა. სასულიერო პირების თხოვნის საფუძველზე, პოლიციამ უფლება მისცა ჰომოფობ მომიტინგეებს გაქცეულიყვნენ ანტი-ჰომოფობიური აქციის მონაწილეებისკენ. შეტაკების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა", - ნათქვამია სტატიაში.

"ვიკიპედია" ყველაზე დიდი ონლაინ-ენციკლოპედიაა, რომელიც 2001 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის ის 286 ენაზე 30 მლნ-მდე სტატიას შეიცავს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/masmedia/80006-wikipe...l#ixzz2WXfvbdvA


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 19 2013, 10:20 AM
პოსტი #365


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება UNESCO-მ 37-ე სესიაზე მიიღო. ამავე სესიის გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რჩება.
"მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა, განიხილა რა დოკუმენტი (WHC-13/37.COM/7A, მცხეთის ისტორიული ძეგლები (საქართველო)) მიიღო გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების (საქართველო) საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დატოვების შესახებ. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ, შარშან მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 36-ე სესიისთვის შემუშავებული ბაგრატსა და გელათთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებისა და გელათის რენომინაციის მომზადების შესახებ, განხილვის გარეშე დაამტკიცა. კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს და სთხოვს, რომ მოხდეს ძეგლის საზღვრების შეცვლა და სამომავლოდ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მხოლოდ გელათი წარადგინოს. იუნესკო გამოხატავს კეთილ ნებას გელათის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს სთხოვს გელათის მსოფლიო მნიშვნელობის ძლიერ დასაბუთებას და მის ხელახალ წარდგენას, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამავე უწყების ცნობით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიას წელს კამბოჯა მასპინძლობს, რომელიც გუშინ, 17 ივნისს გაიხსნა. ამ დროისთვის კომიტეტის სესიაზე, დამკვირვებლის სტატუსით, იმყოფება ქართული დელეგაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით; დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ICOMOS საქართველოს" ორგანიზაციის გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი რუსუდან მირზიკაშვილი.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jun 19 2013, 11:26 AM
პოსტი #366


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.

იმ უსახურ მოშენებას რომ დაინახავდნენ, ამოიღებდნენ აბა რას გააკეთებდნენ :/


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 19 2013, 11:30 AM
პოსტი #367


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რომ არ ამოეღოთ ეგ გამიკვირდებოდა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 19 2013, 11:32 AM
პოსტი #368


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ყველაზე ცუდი ის არის რომ რა სიმდიდრეც გაგვაჩნია ვერ ვუფრთხილდებით sad.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 21 2013, 05:53 PM
პოსტი #369


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება, სადაც მოძრაობა "დავითიანნისა" და "ბიბლუსის" ერთობლივი ღონისძიება - "წიგნის კითხვის დღე" ჩატარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, შაბათის ტრადიციული წიგნის კითხვის დღე, ამჯერად ღია ცის ქვეშ მოეწყობა. ამისთვის სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშლება და "ბიბლუსი" "ღია ბიბლიოთეკას" მოაწყობს.
ამასთან, 50-მდე წიგნის მოყვარულს წასაკითხად დოჩანაშვილის ნაწარმოები "მუსიკოსი" დაურიგდება. მოეწყობა კონკურსი და საუკეთესოები ნაწარმოების სიღრმისეული ანალიზისთვის ქართველი მწერლების კრებულებით დაჯილდოვდებიან.
კოტე სვანაძის თქმით, ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ტაძარში მსახურების ჩატარების შემდეგ შეუერთდება.
ამასთან, "სმარტი" "წიგნის კითხვის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას მხარდაჭერას ახალგაზრდებისთვის 100 ლანჩ-პაკეტით გამოუცხადებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 21 2013, 11:33 PM
პოსტი #370


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დასაწყისისთვის კარგია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 22 2013, 11:17 PM
პოსტი #371


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Jun 22 2013, 12:33 AM) *

დასაწყისისთვის კარგია...

სხვაგან ხო არ უნდა დგეპოსტა? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 24 2013, 12:16 AM
პოსტი #372


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა

სხვაგან ხო არ უნდა დგეპოსტა?

ნწუ...
შენ პოსტზე დავწერე . დასაწყისისთვის ,, წიგნის პოპულარიზაცია''' ასეთი სახით კარგია თქვა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 24 2013, 09:28 AM
პოსტი #373


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Jun 24 2013, 12:16 AM) *

G_saxva

ნწუ...
შენ პოსტზე დავწერე . დასაწყისისთვის ,, წიგნის პოპულარიზაცია''' ასეთი სახით კარგია თქვა...

მე ძალიან მინდოდა მისვლა, მაგრამ ვინაიდან ქალაქს არ ვიყავი მშობლიური კუთხე მოვინახულე და გული სიხარულით ავივსე, ვერ მოვახერხე დავსწრებოდი ამ ღონისძიებას.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 25 2013, 03:32 PM
პოსტი #374


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სერიოზულად შეიზღუდოს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.
როგორც კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მას უკვე მომზადებული აქვს. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის პროდუქციის ერთ-ერთი წარმოჩინების გზა არის სატელევიზიო სერიალები.

"საქართველოში არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში. ვინაიდან რეალურად არ არსებობდა ამოქმედების მექანიზმები, ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, კერძოდ,ეს ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების. გარკვეულწილად, მე ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე სხვა საშუალებებით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, სატელევიზო სერიალებში ჩანს, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა" და ბავშვები ამ

ყველაფერს ისრუტავენ, რაც არ არის მისაღები.

"მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა", ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა, ეს არ არის საქილიკო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/80677-kob...l#ixzz2XE7GahlW


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 26 2013, 02:59 PM
პოსტი #375


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სკოლებში ახალი საგნის შემოღებას მიიჩნევს საჭიროდ, რომლის პირობითი სახელია "მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის". ამ ინიციატივით ილია მეორე 23 ივნისს, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში ოჯახის კულტურას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. "ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის” - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის ინიციატივა მალევე იქცა საზოგადოებაში განსჯის საგნად. კონკრეტულად რა უნდა ასწავლონ ახალი საგნით, ვინ უნდა ასწავლოს, ან რა ასაკში... - ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ჯვრის ამაღლების ტაძრის წიანმძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- პატრიარქი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ბავშვებს სკოლაში ღრმა აზროვნება უნდა ვასწავლოთ. მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ სიღრმისეული მიდგომა ყველა საკითხისადმი, რადგან უნდა აღვზარდოთ არა მარტო რომელიმე საგნის სპეციალისტი, არამედ ბავშვებს ვასწავლოთ რა არის ადამიანი და რას ნიშნავს ადამიანობა. პატრიარქის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოჯახური თანაცხოვრების გარეშე ადამიანი ვერ ყალიბდება სრულყოფილ პიროვნებად. ოჯახი არის სიყვარულის აკადემია და მის გარეშე ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. დედობა, მამობა, მეუღლეობა ყველაზე რთული მისიაა, რაც კი შეიძლება ადამიანს დაეკისროს, მაგრამ საწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ხდება დედა, ხდება მამა და წარმოდგენა არა აქვს, ეს რას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ქრისტიანული რწმენისაგან შორს დგას, მან ცოლ-ქმრობის არსიც არ იცის, არ ესმის ოჯახისა და ცოლ-ქმრული სიყვარულის უპირველესი დანიშნულება.

- მამაო, ავუხსნათ მკითხველს, რა არის ოჯახის უპირველესი დანიშნულება?

- ის, რომ ადამიანმა საკუთარი თავიც და მეუღლეც აღიქვას, როგორც ღვთის ხატი, ორივე ერთად უნდა ცდილობდეს უფალს დაუახლოვდეს და ღვთის მსგავსი გახდეს. პატრიარქის ჩანაფიქრი ძალიან კარგია, მაგრამ მისი განხორციელება საკმაოდ რთულია. მთავარია, ვინ უნდა ასწავლოს, ვინ უნდა მიიტანოს ეს ყველაფერი ბავშვებამდე, როგორი სახელმძღვანელო დაიწერება და ა.შ...

- თავის დროზე სკოლაში სექსოლოგიის სწავლების შემოღებამ ძალიან დიდი კამათი და აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვებს ამ საკითხზეც უნდა ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა...

- კამათი იმან გამოიწვია, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, შეუფერებელი იყო ბავშვის ფსიქიკისათვის. დაბალ კლასებში, როცა სექსუალური მომწიფება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ან გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდი ვერ აკონტროლებს თავის გრძნობებსა და ემოციებს ამ მიმართულებით, ყოვლად დაუშვებელია ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, როგორც აპირებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შიშველი სექსი, შიშველი ფიზიოლოგია, მოწყვეტილი იმ მთავარ ღირებულებას, რასაც ადამიანობა ჰქვია. ამგვარი მეთოდით სკოლებში ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება ძალიან ცუდ შედეგს მოიტანდა. მსგავსი საკითხების სწავლება არ უნდა ხდებოდეს ადამიანური ბუნებისაგან, ადამიანური არსებისაგან მოწყვეტილად. ხოლო თუ იქნება სწავლება ოჯახის შესახებ, ამ საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი, მით უმეტეს, რომ მსგავსი თემები სულაც არ არის უცხო წმინდა წერილისა და ქრისტიანობისათვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ქორწინება და სექსუალური ურთიერთობა ადამიანებს შორის ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ შიშველი სახით, მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე ამ საკითხის განხილვა ბავშვებთან დაუშვებელია. რატომ? - იმიტომ, რომ იქ, სადაც არის მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია, ყოველგვარ აღვირახსნილობასა და დამახინჯებას აქვს ადგილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სიყვარულის კონტექსტში იქნება განხილული, ბავშვი მიხვდება, რომ ფიზიკური ურთერთობა არის დაგვირგვინება, დამამშვენებლი აკორდი იმ სიმფონიისა, რომელსაც მეუღლეობა ჰქვია. მარტივი შედარება მოვიყვანოთ: ადამიანის ფიზილოგიის ისეთი გამოვლინება, როგორიც არის კვება: როდესაც ადამაინი ზის სუფრასთან, თავის ახლობელ, საყვარელ ადამიანებს შორის, სუფრა შეიძლება იყოს ერთგვარი აკადემია, ძალიან სასიამოვნო და კარგი ფორმა ურთიერთობისა. ამ შემთხვევაში სუფრა არის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ავლენენ. სხვათა შორის, ხშირად ქრისტეც სუფრასთან უზიარებდა თავის მოწაფეებს ქრისტიანულ სწავლებას. მაგრამ თუ კვებას განვიხილავთ როგორც შიშველ, ფიზიოლოგიურ მოვლენას, ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ თქვლეფს საკვებს ადამიანი, რომელიც ამ წუთებში სულაც არ განსხვადება რომელიმე ცხოველისაგან... ესეც კვებაა, ოღონდ ყოველგვარი ადამიანურობის გარეშე.

- გამოდის, რომ ეს საგანი რელიგიასთან მჭიდრო კავშირში უნდა ისწავლებოდეს?

- რასაკვირველია. მე ვერ წარმომიდგენია საქართველოში იყოს საუბარი ოჯახზე და არ იგულისხმებოდეს ქრისტიანული ოჯახი... სულიერების გარეშე ცოლ-ქმრობა წარმოუდგენელია, რადგან ქორწინება, ოჯახი ქრისტიანულ რელიგიაში ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ არის მიჩნეული. ქრისტემ თავისი პირველი სასწაული სწორედ ქორწილში ჩაიდინა, საქორწილო სუფრასთან გამოავლინა თავისი თავი. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ბავშვებს სიყვარულზე, ოჯახზე ვესაუბროთ და არ ვესაუბროთ ქრისტიანობაზე. პავლე მოციქული ოჯახს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: მისი აზრით, ოჯახის წყალობით ცოლ-ქმარს შეუძლია დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ჰქონდათ ადამს და ევას ცოდვით დაცემამადე. ქრისტიანული ქორწინება იძლევა საშუალებას, რომ ადამიანი განიღმრთოს და ძალიან დიდ სულიერ სიმაღლეებს მიაღწიოს. ქრისტიანობის გარეშე კი ხშირად ადამიანებმა არ იციან როგორ მოუარონ და მიხედონ ამ ძვირფას მოვლენას - ოჯახს. უკეთეს შემთხვევაში ეს გამრავლების საშუალება, თუმცა ოჯახს უფრო მაღალი დანიშნულებაც აქვს. შვილიერება არის ნაყოფი ოჯახისა, ხოლო მიზანი არის ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ და ეს ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/public/17687-m...fiziologia.html
სათაურებს აღარ დავდებ პალიტრის გამოცემით იმდენად უაზრო სათაურებით აქვეყნებენ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 26 2013, 06:12 PM
პოსტი #376


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ვეთანხმები დავითაშვილს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 10 2013, 10:41 AM
პოსტი #377


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე (ჭუაძის) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს.
"ა.წ. 6-7 ივლისს, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას და ქართული ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც. სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით, ჩვენ არ მოგვცეს ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ გარედან მოვახერხეთ დათვალიერება. როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მინდა ვთხოვო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან, შესაძლო უხეში შეცდომებისაგან დავიცვათ ეს ძეგლი", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე (ჭუაძის) განცხადებაში.
რუ: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-ithkhovs.html


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 11 2013, 12:20 PM
პოსტი #378


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



10 ივლისს საპატრიარქოში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა.
უწმიდესის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამთოწყაროელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და მართლმადიდებელ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმიდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

“მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს”, – განაცხადა ილია მეორემ.

“ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა”, – აღნიშნა სამთაწყაროს მკვიდრმა სულიკო ცინცაძემ.
რუ: http://www.ambioni.ge/patriarqi-samtawyaro...uslimebs-sexvda


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 11 2013, 12:51 PM
პოსტი #379


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
10 ივლისს საპატრიარქოში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა.უწმიდესის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამთოწყაროელებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და მართლმადიდებელ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმიდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.“მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს”, – განაცხადა ილია მეორემ.“ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა”, – აღნიშნა სამთაწყაროს მკვიდრმა სულიკო ცინცაძემ.რუ: http://www.ambioni.ge/patriarqi-samtawyaro...uslimebs-sexvda

ლაიქ


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 11 2013, 07:35 PM
პოსტი #380


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეც დავალაიქებ მაშინ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 17 18 19 20 21 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი