![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#381
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ნუ აოფებთ თორემ 10% ვორნებს დაგირიგებთ
![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#382
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
სხვისი ცოდვების გამოძიების გამო, მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი, ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. უწმინდესი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს. "ეს სიკეთისაკენ არ მიგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე და ბოროტება სიკეთით გადაიქცეს. "უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა ქადაგებისას, რომ დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელი არის ერთი ჭეშმარიტება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება, არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე ადამიანი ღვთის ქმნილებაა და არსებობს ადამიანი, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს, ასევე არსებობს სამშობლო და არსებობს კოსმოპოლიტიზმი. პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ხვალ სვეტიცხოვლობაა, დღეს საღამოს სვეტიცხოველში ლოცვა 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ხვალ - წირვა დილით 10:00 საათზე. დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია. რუ: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ris-qceuli.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#383
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
G_saxva
ეგ უწმინდესის ქადაგებებში უნდა დაგედო... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#384
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
ახალ ამბებშიც გადის ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#385
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მეუფე იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს
პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკოსების მხრიდან ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე საუბრობს. როგორც მეუფე იაკობმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები განსხვავებული რწმენის ქართველები ერთმანეთს გადაამტერონ, თუმცა, ეს არ გამოუვათ. მეუფე იაკობმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და აჭარაში სტუმრობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარელმა მუსულმანმა ქართველებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მეუფემ მათ დამოკიდებულებას საოცარი უწოდა და გაიხსენა ერთი მუსულმანი აჭარელის სიტყვები, რომელმაც, მისი თქმით, აღნიშნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა. "მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რატომ იქადაგა პირველად აჭარაში ანდრია პირველწოდებულმა. ის ადამიანი ამბობდა, ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არსად შესულა და ერები ღვთის სასწაულებით ხდებოდნენ ქრისტიანებიო. ის არ არის ქრისტიანი, მაგრამ რამხელა შინაგანი კულტურა და სუფთა სინდისი აქვს, რომ ამას ხედავდეს. იგი ამბობდა, ჩვენ აჭარლები იმიტომ მიმოგვაბნია უფალმა, რომ ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუდეთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ ის ადამიანებიო. ენა ვერ აღწერს, როგორი სიტუაცია დაგვხვდა იქ. ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი ქართველობა. ბევრი ცდილობს, კუთხური დაყოფა მოახდინოს, მაგრამ მაქვს ღვთის და ხალხის სიბრძნის იმედი, რომ რაც არ უნდა ჭკვიანი ხალხი ცდილობდეს ამას, მაინც ვერ შეძლებს. ერი ამის უფლებას არ მისცემს თავისი ქმედებებით", - აღნიშნა მეუფე იაკობმა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა სამთაწყაროში ინგილოების მიპატიჟებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ დიდი ძნელბედობა აქვთ გამოვლილი. მეუფის ინფორმაციით, სოფლიდან წასულია ის ოჯახი, რომელიც მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების არსებობის წარმოსაჩენად გამოიყენეს. "სოფლიდან წასვლამდე იმ ოჯახს უთქვამს – მოგვატყუეს, გამოგვიყენესო. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: - ბატონებო! ნიგვზიანში არ გამოგივიდათ!, ცივწყაროში არ გამოგივიდათ!, შერცხვით!. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ მინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ ცოტა შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი - სად. ხომ შეიძლება, დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში", - აღნიშნა ეპისკოპოსმა. მეუფე იაკობის თქმით, ქართველები ქართველების დაყოფას ცდილობენ და ეს სამარცხვინოა. "სინამდვილეში არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ! ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში!. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცეების ლაპარაკს! ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა! ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ?! გონიერება გეყოფათ?! საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე! თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ!", - ბრძანა მეუფე იაკობმა. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთ-ერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინაც გამოქვეყნდა. "ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 000 კაცი იყო ქუჩაში. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რაღატომ ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით! ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი ფორმა რომ არ გქონდეთ!", - ბრძანა მეუფემ. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, საქართველოს მისამართით დღეს ხშირად ისმის კრიტიკა ამერიკიდან, ისევე, როგორც წარსულში - საბჭოთა კავშირიდან. მეუფე იაკობის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, იმპერიის რომელ ცენტრში დაიწყებენ საქართველოს ლანძღვას, რადგან საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ღირსებებით უნდა წარდგეს. მეუფე იაკობმა უფლებადამცველებსაც მიმართა და ურჩია, დაფიქრდნენ, იცოდნენ რას იცავენ. "უფლებადამცველობა და იურისტობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრება?! რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ?! ვის წინააღმდეგ მივდივართ?! ეკლესიას არასოდეს მოუწერია ხელი ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ძალიან ცდილობენ, ჩვენც დაგვიყოლიონ, რომ ის უფლება, რაც გვაქვს, სხვას გადავცეთ. იმის მაგივრად, რომ გვერდით გვედგეთ, ასე გვირტყამთ. შერიგება რომ მოხდეს და ერთად ცხოვრება გვიხაროდეს, შესაბამისად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. დაფიქრდით, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც კარგის კეთება შეუძლია საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და ხალხისთვის. სამთაწყაროში ყოფნისას რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ საქართველო ერთიანი იყო. ჩვენ ქართველობა გვაერთიანებდა და ვერაფერი გვყოფდა. კარგი იქნება, ეკლესიაში ვიაროთ ხოლმე, მადლს წავიღებთ, ვისწავლით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, წყვდიადში ხომ არ უნდა დავრჩეთ?! ყველას შეაძლებინოს უფალმა, ერს ემსახუროს! მაბეზღარების ერი რა ერია ან იმან რა უნდა დამარიგოს, წელიწადში ერთხელ რომ ჩამოდის!", - აღნიშნა მეუფე იაკობმა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/81961-meu...1#ixzz2Z2lGt5do -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#386
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
საბერძნეთში, პირეის ეპისკოპოს სერაფიმეს გამონათქვამებმა სკანდალი გამოიწვია, საქმე ეხება საბერძნეთის ახალ კანონს, რომელიც მაღაზიების ნაწილს ნებას რთავს იმუშაონ კვირა დღესაც; ეპისკოპოსის განცხადებით იგი იმ დეპუტატებს, ვინც ამ კანონპროექტს ხმას მიცემს, ეკლესიაში არ შეუშვებს – იუწყება სააგენტო “როსბლატი”
საბერძნეთის კანონმდებლობაში დეტალურადაა გაწერილი მაღაზების მუშაობის გრაფიკი, ხოლო კვირა დღეს ყველა მაღაზია დაკეტილია და უქმე დღეა. მიტროპოლიაში თვლიან, რომ კვირა დღის, როგორც უქმე დღის გაუქმების იდეას “ებრაული ლობი ხელმძღვანელობს”… “უქმე დღე- საუბარია განცხადებაში – დაწესებულია ადამიანური ბუნების მოთხოვნების მიხედვით, მასზეა სწავლება ძველი აღთქმის კანონებში და კვირადღე კი ქრისტიანთა უძველესი დღესასწაულია, ხოლო მისი გაუქმება ღვთის რისხვას გამოიწვევს და იქნება სათავე მრავალი განსაცდელისა შთამომავლობაში.” საბერძნეთის პარლამენტში განიხილება კანონი, რომელიც მცირე და საშუალო მაღაზიებს (საერთო ფართი ვიდრე 250 კვ.მ-დე), ნებას რთავს იმუშაონ კვირა დღითაც; ამ კანონის საწინააღმდეგოდ ეკლესიასთან ერთად, გამოვიდნენ კერძო საწარმოების წარმომადგენლები და მემარცხენე ოპოზიცია. მოამზადა: სერგო ფარულავამ რუ:http://www.orthodoxtheology.ge/category/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ სომხეთის რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტი გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სომხეთის რესპუბლიკაში 2013 წლის 2-4 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ერთობლივი მისია გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: ტაძარი სომხეთში ბესიკ მაცაბერიძე, მერაბ ბოჭოიძე, გიორგი გაგოშიძე, პეტრე კანკავა, სომხეთის მხრიდან: არევიკ სამუელიანი, აკოფ სიმონიანი, ჰოვანეს სანამიანი ქართული მხარის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე არსებული წინასწარ შერჩეული, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ქობაირი, ახტალა, ხნევანქი, აქორი, თეჟარუიქი – ნორაშენი, სურბ-ნიშანი, მოღნისი, სურბ-მინასი, შამქორელთა ღმრთისმშობელი) საკითხის განხილვას. შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე. ქართველი და სომეხი ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავენებ თანამშრომლობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. სიძველეების გადარჩენის მიზნით სამუშაო ჯგუფის მთავარი ამოცანა იქნება ძეგლების აღდგენა მოხდეს ხარისხის და გონივრული ვადების დაცვით. სომხეთის რესპუბლიკის კულტური სამინიტროს წარმომადგენლეთა საპასუხი ვიზიტი საქართველოში უახლოეს მომავალში განხორციელდება. რუ: http://www.ambioni.ge/somxetis-respublikas...viziti-gaimarta -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
![]()
პოსტი
#387
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#388
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის, ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო. როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და დღევანდელ პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა. პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ მედიის საშუალებით ვრცელდება. "ჩემი უფლებები ირღვევა თუ არა იმით, რომ გადამიარეს?"- აღნიშნა სასულიერო პირმა პროცესის გადადების შემდეგ. ანთიმოზ ბიჩინაშვილის გარდა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ერთი ასევე სასულიერო პირია. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასულიერო პირების სასამართლო პროცესისთვის უფლებადამცველი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გაიმართა მცირე აქციაც. აქციის შემდეგ მონაწილეებმა სასამართლო დარბაზისკენ გადაინაცვლეს. პროცესი დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით იმ მიზეზით დაიწყო, რომ სასამართლოს მანდატურის სამსახური წესრიგის დამყარებას ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა პროცესი დაწყებისთანავე, ერთ-ერთი ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს - სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 23 მაისს წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფას, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#389
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით. ეს მაგარია... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#390
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
პატრიარქი, რომელიც კელიაში უკანონოდ გამოკეტეს, მსოფლიო კი დუმს(ვიდეო მასალა)
ორშაბათი, 15 ივლისი 2013 01:59 ფონტის ზომა decrease font size increase font size ბეჭდვა Email отдых в Альпах Joomla 3.5 2005 წლის სააღდგომო წირვის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი, უნეტარესი ირინეოსი თავის კელიაში შევიდა და ცოტა ხნის შემდეგ მასში გარედან გამოკეტილი აღმოჩნდა.ის გაკვირვებული დაუკავშირდა გარეთ მყოფ მეგობრებს და აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით გაუგონარი შეთქმულება განხორციელდა. (პატრიარქი დღემდე კელიაშია) SKANDAL.GE ასევე მოიძია ვიდეო მასალა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ სტატიის ბოლის. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორიაში, როცა პატრიარქი ჩამოაგდეს თავისი ტახტიდან. უნეტარესი ირინეოსი იერუსალიმის 140–ე პატრიარქია და დღემდე რჩება ასეთად, რამეთუ მის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულება უკანონოა.მოგეხსენებათ პირველი პატრიარქი თავად უფლის ხორციელი ძმა, იაკობი გახლდათ. ირინეოსი ცნობილია,როგორც ანტიეკუმენისტი და მასონთა წინააღმდეგ მებრძოლი ჭეშმარიტი მოძღვარი. მისი გამოსვლები და მხილებანი აშკარად არ შედიოდა მსოფლიო ბატონების გეგმებში და ხელს უშლიდა მათი ზრახვების განხორციელებაში. შეთქმულების მთავარი შემსრულებელი გახდა ეხლანდელი ე.წ.პატრიარქი თეოფილე III,რომელიც ზუსტად იმ 2005 წლის თებერვალში,თავად ირინეოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. ეს გახლავთ პატრიარქი,რომელიც „საყოველთაო სიყვარულის “საფარველით გაერთიანებულ, ეკუმენისტურ წირვა–ლოცვებს ატარებს წარმართებთან ერთად. პატრიარქ ირინეოსს ორი არჩევანის საშუალება მიეცა: ან უნდა დაეტოვა კელია,შერცხვენილს და დამორჩილებულს,ან დარჩენილიყო ტყვეობაში პატრიარქად,რომელმაც არ ცნო უკანონო გადაწყვეტილება და არ აღიარა თავი გადაყენებულად.მან ,როგორც ჭეშმარიტმა ღვთისმსახურმა და სამაგალითო მართლმადიდებლმა,უყოყმანოდ აირჩია მეორე გზა,ეკლიანი,მაგრამ უფლის სიყვარულით განპირობებული და ერთადერთი სწორი.მას პატიმრობა არ აკმარეს და კარ–ფანჯარა გისოსებით ამოურაზეს,რათა იმ უამრავ ადამიანს,რომელსაც უყვარს ირინეოსი და დადიოდნენ მასთან,აღარ ჰქონოდათ მისი ნახვის საშუალება.მოგვიანებით მას წყალი და ელექტროენერგიაც გადაუკეტეს,რათა პატრიარქი მძიმე პირობების გამო გლობალისტებს დანებებოდა და დამარცხება ეღიარებინა. ეს ხდება კელიაში,რომელიც პირდაპირ მაცხოვრის საფლავის თავზე მდებარეობს.ადამიანები დადიან წმინდა ადგილას,ლოცულობენ,ყიდულობენ სუვენირებს და ბევრმა არც კი იცის,რომ მაცხოვრის საფლავის თავზე,გისოსებიან კელიაში იერუსალიმის ნამდვილი პატრიარქია გამოკეტილი. ირინეოსმა დახმარებისათვის მსოფლიოს პატრიარქს,კონსტანტინოპოლისე ისკოპოსს ბართოლომეოს მიმართა.ბართოლომეომ მას დახმარება აღუთქვა და სტამბულში ჩასვლა სთხოვა.სტამბულში ჩასულ ირინეოსს ბართოლომეომ დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული 19 ტაძრის გადაცემა მოითხოვა,რაზეც რა თქმა უნდა სასტიკი უარი მიიღო. და მოხდა ის, რაც უკვე მოგახსენეთ.იერუსალიმის პატრიარქს ცილი დასწამეს სამშენებლო მიწის ნაკვეთების ებრაელთათვის მიყიდვაში და პატრიარქობიდან გადააყენეს.რამდენადაც ცნობილია,სერბეთის პატრიარქი პავლე, საქართველოს პატრიარქი ილია II და რამდენიმე სხვა წინააღმდეგი იყვნენ ამ უკანონო გადაწყვეტილების,მაგრამ სამწუხაროდ ვერ აღუდგნენ წინ მსოფლიო პატრიარქის განაჩენს.მინდა მჯეროდეს,რომ მათი სიჩუმე გამამართლებელი მიზეზებით იყო განპირობებული.ერთადერთი,ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი და დღემდე არ ეგუება ამ გადაწყვეტილებას,ანტიოქიის პარიარქი გახლავთ. მოგვიანებით ისრაელის სასამართლომ ირინეოსი სრულიად უდანაშაულოდ ცნო და მის წინააღმდეგ განხორციელებული ცილისწამება აღიარა,თუმცა ის დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება.ხოლო,ის მღვდელმსახურნი,ვინც პატრიარქ ირინეოსის ერთგულნი დარჩნენ,ისეთ ადგილებში გაამწესეს,რომ ადამიანს მათი პოვნაც კი გაუჭირდება.(ჩრდილოეთ სირიაში,ავსტრალიაში და ა.შ ) 2005 წლის შემდეგ საბერძნეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ისეთ კატასტროფამდე მივიდა,რომ ფაქტიურად სუვერენიტეტი უკვე დაკარგული აქვს.ბერძნები თვლიან,რომ ირინეოსის უკანონო ჩამოგდების გამო,რომლის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც უმეტესწილად ბერძენი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი მონაწილეობდნენ,ისინი ღვთისგან ისჯებიან.ერთ–ერთი მღვდელმსახური იერუსალიმშიც კი ჩავიდა და თეოფილეს ყველაფრის სასწრაფოდ უკან დაბრუნება და პატრიარქ ირინეოსის აღდგენა მოსთხოვა,თუმცა უშედეგოდ. უნეტარეს ირინეოსზე მსოფლიოში უამრავი ჭორი გაავრცელეს.თითქოს ის გარდაიცვალა,ან თითქოს მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ა.შ. სინამდვილეში,ის დღესაც მხნედ არის და არ აპირებს მასონთა,გლობალისტთა და ეკუმენისტთა ჭკუაზე სიარულს და რჩება ერთგული ღვთისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა. მე,ერთი დიდად ცოდვილი,უმცირესთაგანი მართლმადიდებელი ქრისტიანი სოლიდარობას ვუცხადებ იერუსალიმის ნამდვილ პატრიარქს,უნეტარესს ირინეოსს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ მის განთავისუფლებას და სრულად აღდგენას საპატრიარქო ხარისხში. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოგიწოდებთ სოლიდარობა გამოუცხადოთ უნეტარეს ირინეოსს. გთხოვთ,გაავრცელეთ ეს მიმართვა,რათა ყველამ იცოდეს სიმართლე და გაიზიაროს სოლიდარობა ! გამაოგნებელია,უფლის საფლავის თავზე იერუსალიმის პატრიარქი კელიაშია გამოკეტილი და მთელი მსოფლიო დუმს. დიდება შენს მოთმინებასა,უფალო იესო ! ამოვიღოთ ხმა,მართლმადიდებლებო,თორემ ეს უდიდესი მკრეხელობა ყველას მოგვეკითხება,ოდეს მოვა უფალი დიდებითა თვისითა.თუნდაც იმ მცირე პროტესტით,როგოც შეგვიძლია !! რუ: http://skandal.ge/index.php/sazogadoeba/item/1069-patriarqi -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#391
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
სურამი – კურორტი, რომლითაც არცერთი ინვესტორი არ ინტერესდება 03.07.13 | ნახვა: 394
რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები სურამის კურორტით? სურამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვანო გელაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სურამის ტერიტორიაზე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ხორციელდება და ერთადერთი, რითიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაწყებული პროექტებია. „ჯერ სურამით დაინტერესება არც ერთ ინვესტორს არ გამოუთქვამს, ვცდილობთ მოვიზიდოთ ინვესტორები, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი ჩანს,“ – აცხადებს გელაშვილი. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ინვესტორი სურამით დაინტერესდეს, სულ მცირე მიტოვებული აბანოების კეთილმოწყობა, სკვერების მოწესრიგება, ბაზრობამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და სპორტული კომპლექსების მოწყობაა საჭირო, ხოლო საამისოდ კურორტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორების აღნიშნული კურორტით დაინტერესება კიდევ უფრო გაძნელდება. გელაშვილის განცხადებითვე, ამ დრომდე ჯერ არც სურამის სანატორიუმების პრივატიზაციის საკითხია მოგვარებული, თუმცა ბანაკების ტერიტორიიდან დევნილები უკვე გამოასახლეს. ამ დროისთვის კურორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ე.წ ,,გესთ ჰაუსები“ ფუნქციონირებს. „სურამში სასტუმროების ბიზნესის განვითარება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ინვესტორი არ ჩანს," – აცხადებს გელაშვილი. შეგახსენებთ: სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის განსაკუთრებული კლიმატური პირობების გარდა გოგირდოვანი წლებითაც ხასიათდება. რუ: http://kop.ge/?action=news&news_id=3626 -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#392
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
სიეტლში გამართულ გეი-პარადის გასაპროტესტებლად გამოსულ ორად ორ ადამიანს, მოხეტიალე მქადაგებლებს გეი აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მქადაგებლები აცხადებდნენ, რომ ისინი პარადისთვის ხელის შეშლას არ აპირებდნენ, უბრალოდ სურდათ, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ, თუმცა აღლუმში მონაწილე აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ ისინი “სიძულვილის ენას” ქადაგებდნენ და გადაწყვიტეს, მათთვის ჭკუა ესწავლებინათ. მქადაგებლებს ჯერ ტრანსპარანტები, რომელზეც ეწერა “იესო გვიხსნის ცოდვისგან” დაუხიეს, შემდეგ კი სცემეს. საქმეში ჩაერია პოლიცია, რომელმაც აქტივისტების მხარე დაიჭირა და მქადაგებლებს უბრძანა, იქაურობას მოშორებოდნენ. ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ აქტივისტებისთვის განემარტათ, თუ რატომ მიიჩნევდნენ მათ მოქმედებას არასწორად და მათი განმარტებაც მოესმინათ, თუმცა ამაოდ – მათ მიკროფონი გამოსტაცეს, საკუთარი შეხედულებები უთხრეს, შემდეგ კი ეს მიკროფონი ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყეს.
დაშავებული მქადაგებლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ. ისინი ამერიკელ საზოგადოებას ქრისტიანოფობიაში ადანაშაულებენ. http://www.kvirispalitra.ge/msoflio/17865-...ebs-scemes.html დემოკრატიულობაო , ყველას აზრის პატივისცემაო და.ა.შ. ,,ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ აქტივისტებისთვის განემარტათ, თუ რატომ მიიჩნევდნენ მათ მოქმედებას არასწორად და მათი განმარტებაც მოესმინათ, თუმცა ამაოდ – მათ მიკროფონი გამოსტაცეს, საკუთარი შეხედულებები უთხრეს, შემდეგ კი ეს მიკროფონი ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყეს..” ეს რაა თქვე ლიბერალებო? რომელ პიდარასტს მოხვდა ტაბურეტკა ერთი მითხრაით 17 მაისს მთელი დასავლეთი , რომ აღშფოთდით და გადაირიეთ? რატომ არ შფოთდებით ახლაც? რატომ და ჰომოფობები ხართ! ქრისტიანი თქვენთვის ადამიანი არაა ,ადამიანი მხოლოდ ისაა , ვინც საკუთარი სხეულის ერთი ნაწილის მონაა და იმას ათამაშებს. ზნეობრივი და მორალური პიროვნება თქვენთვის მხოლოდ ჩამორჩენილია და არა ადამიანი. ასეთი უსამართლო და მონა დასავლეთი მიქადაგებს მე სამართლიანობას და თავსუფლებას? მაშინ არ მინდა! http://seminarieli.wordpress.com/2013/07/1...83%94%E1%83%91/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#393
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
აკვაპარკში ხანძარმა ათას კვადრატამდე ტერიტორიაზე განთავსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა
23:19 16-07-2013 აკვაპარკში ხანძარმა ათას კვადრატამდე ტერიტორიაზე განთავსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა აკვაპარკში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ცეცხლმა ძირითადად აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა, თუმცა რამდენიმე ხანძარს გადაურჩა. გირგაძის განცხადებით, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზეც გადასულიყო, რადგან ვითარებას ქარი ართულებდა, თუმცა, საბოლოოდ ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. როგორც თემურ გიორგაძემ აღნიშნა, ამ მომენტისთვის ცეცხლის ხელახლა გაჩენის არავითარი საფრთხე აღარ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო ბრიგადები ადგილზე ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას განაგრძობენ. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, გიორგაძის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მიზეზებს გამოძიება დაადგენს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21:37 საათზე შევიდა. რუ: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gaanadgura.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#394
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დასკვნა მიიღო
თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დასკვნა მიიღო. დასკვნის შემუშავების საფუძველი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელზე შესული საქართველოს მოქალაქეების განცხადება გახდა.სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. კომიტეტი დასკვნით კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ “ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლითა და მიზნითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული”. დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ “ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს”, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს როლიც, რომელმაც შექმნილ ვითარებაში გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა.კომიტეტმა გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა. იგი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82137-17-...igho.html?add=1 მამა გიორგის (ზვიადაძე) შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტმა დაბალანსებული დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც არსებით საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომიტეტი მხარედ არ გამოვიდა. “აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილიყო პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან დიდი ძალისხმევა, იქნებოდა მსხვერპლი. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – მისთვის მიუღებელი და შეუწყნარებელია რაიმე სახის ძალადობა. ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილება ცალკეული პიროვნების შეცდომაა და ამაში ეკლესიის პასუხისმგებლობა არაა”, – განაცხადა მამა გიორგიმ. წარმოდგენილი დასკვნის პროექტის მიმართ ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა სხდომაზე უმრავლესობამ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი მოიწონა და აღნიშნა, რომ კომიტეტი არ სცდება კომპეტენციის ფარგლებს, არ ახდნეს სამართლებრივ შეფასებას, რაც სასამართლოს პრეროგატივაა. მათი თქმით, დასკვნის პროექტი დაბალანსებულია და ძალადობა დაგმობილია. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82137-17-...1#ixzz2ZFSIpiBv ,,წარმოდგენილი დასკვნის პროექტის მიმართ ლგბტ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, თუმცა სხდომაზე უმრავლესობამ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი მოიწონა და აღნიშნა, რომ კომიტეტი არ სცდება კომპეტენციის ფარგლებს,” ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში? http://seminarieli.wordpress.com/2013/07/17/532/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#395
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
საზაფხულო სკოლა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ იხსნება
ავტორი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 16.07.2013კომენტარი არაა | 26 ნახვა საქართველოს ეროვნული არქივი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 17-23 ივლისს აწყობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას – „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“. საზაფხულო სკოლა 17 ივლისს 10:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება. მსმენელებსა და ლექტორებთან საზაფხულო სკოლა ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საზაფხულო სკოლას 20 მსმენელი ჰყავს, მათ შორის უცხო ქვეყნის – 15 და საქართველოს 5 მოქალაქე. პროექტის მიზანია უცხოელი და ქართველი მონაწილეებისათვის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ყოფის გაცნობა; უცხოელ მეცნიერთა ინფორმირება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის შესახებ ეროვნულ არქივში დაცულ, 1918-1921 წლების დოკუმენტებზე; ლევილისა და ჰარვარდის კოლექციებში არსებული მასალების მნიშვნელობის წარმოჩენა რეგიონის ისტორიის კვლევისათვის; უცხო ქვეყნის სამეცნიერო წრეებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კონტაქტების გაღრმავება. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: საქართველოს პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები; საქართველო და გარესამყარო; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პერსპექტივები, სამომავლო კვლეევის დაგეგმვა. ამასთან, მსმენელთათვის გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას. პროექტის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ ქართველი მეცნიერები: პროფესორები დიმიტრი შველიძე, ოთარ ჯანელიძე, მალხაზ მაცაბერიძე; ახალგაზრდა მეცნიერები – ისტორიის დოქტორანტები: ბექა კობახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, დიმიტრი სილაქაძე, ასევე, ეროვნული არქივის თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი, ანტონ ვაჭარაძე და ნინო ძანძავა. რუ: http://www.ambioni.ge/sazafxulo-skola-saqa...enba#more-22425 -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
![]()
პოსტი
#396
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
9 ივლისს ჩვენი საყვარელი მამა ანდრია დაუჯილდოვებიათ მიტრის ტარების უფლებით
![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
![]()
პოსტი
#397
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
9 ივლისს ჩვენი საყვარელი მამა ანდრია დაუჯილდოვებიათ მიტრის ტარების უფლებით ![]() ![]() ![]() ![]() ეს მარინე სხვაგან უნდა დაგეწერა. გურამი შემოვა და გეტყვის იგივეს ![]() ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ბადრი |
![]()
პოსტი
#398
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
G_saxva |
![]()
პოსტი
#399
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ზუსტად ჩემი 390 პოსტშიც იგივე წერია.
![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#400
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
რომ არ დამედო არ შემეძლო აუცილებლად გადახედეთ საპრეზიდენტო კანდიდატი
”მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით” (ექსკლუზივი) ”მეორედ მოსვლა მოხდება საქართველოში და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამას ღირსეულად დავხვდებით” (ექსკლუზივი) 17-07-2013 საპრეზიდენტო არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება. კანდიდატებმაც დაიწყეს თავიანთი საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლებისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ კანდიდატს, კოალიცია ”ერთსულოვნების” ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ-გელა სალუაშვილს. - ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ეს არის ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია. ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა სწორედ იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს ბოლო ჟამთან დაკავშირებით. - ანუ თქვენ თვლით, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია და თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას მომზადებული შევხდებით? - საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ხშირად იმეორებს, რომ ჩვენ გვიწევს ბოლო ჟამის ეპოქაში ცხოვრება. ზვიად გამსახურდიას ეპოქიდან დღემდე, საქართველოში არ მომხდარა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბიბლიაში არ იყო ასახული. მაცხოვრის პასუხებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამას ღირსეულად დავხვდებით. ზვიად გამსახურდიას აქვს ნათქვამი: "ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა". ჩვენი აზრით, ეკლიანი გზა უკვე გავიარეთ და ახლა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, რასაც საქართველოს გაბრწყინების ეტაპი ქვია. დეტალურად გვაქვს გაწერილი, ესა თუ ის ბიბლიური წყარო რომელ ეტაპს შეესაბამება (საბჭოთა მმართველობას, ზვიად გამსახურდიას მოსვლას და წასვლას. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო შევარდნაძე და სხვ). - პრეზიდენტად რომ იყრით კენჭს, საპატრიარქოსგან თუ გაქვთ კურთხევა? -დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მიმაჩნია, რომ ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში არ შეიძლება. - თქვენს საარჩევნო პროგრამაში აპროტესტებთ მარკირებას და აცხადებთ, რომ ეს არის ეშმაკის ნიშანი... -მარკირების გაუქმების შესახებ შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. მარკირების ნაცვლად ვითხოვთ ფოტორეგისტრაციას. - თუ პარლამენტმა უარი თქვა მარკირების გაუქმებაზე, მაინც მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და თქვენს ამომრჩეველს აიძულებთ ეშმაკის ნიშნით დაიტვიფროს? - წლევანდელი არჩევნები იქნება ბოლო, რომელიც მარკირებით გაიმართება. თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს ამ ანტიღვთიური მექანიზმის გაუქმებას, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვიქნებით, მაინც მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგ, ოდეს ღვთის ნებით გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაუქმებთ მარკირებას. - თუ გაიმარჯვეთ, რა ბედი ელის აიდი ბარათებს? გააუქმებთ? -ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას აიდი ბარათებთან დაკავშირებით. გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალტერნატიული პირადობის მოწმობაც შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს სატანის დაღი ატაროს. - თქვენ გაქვთ ზვიად გამსახურდიას ხატი? ეს ერთგვარი კერპთაყვანისმცემლობა ხომ არ არის? - 2004 წელს სინოდის კრებაზე გამოვთქვით სურვილი, რომ ზვიად გამსახურდია შერაცხილიყო წმინდანად. 2012 წლის დასაწყისში ხელახლა მივმართეთ სინოდს. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ზვიადის სურათი, რომელზეც ის წარმოდგენილია, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მანტიით შებურვილი, თავზე კი შარავანდედი ადგას. ეს არის მხატვრული კომპოზიცია. თუ ბატონი ზვიადი წმინდანად შეირაცხება, ამ სურათს ხატად გარდავქმნით. ეს იქნება წმინდა ზვიად ღვთითცხებული. - თქვენ შეხვდით ე.წ. "უეინ ენტერპრაიზის" და რას ალ გულის წარმომადგენლებს, რა განიხილებოდა ამ შეხვედრაზე? - როგორც მოგახსენეთ, განვიხილავთ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ხოლო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების პოზიცია ემყარება თეოკრატიის პრინციპების განხილვას. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო, საინტერესო ჯგუფია და საინტერესო ხედვები აქვთ. - რას ალ გული ამერიკული კომიქსის - "ბეტმენის" ერთ-ერთი პერსონაჟია, "უეინ ენტერპრაიზი" კი კომპანია. ეს ხუმრობაა? - თუ გსურთ, მოიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რა თემაზე გვქონდა საუბარი - ეს იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ამაში არაფერია სახუმარო. - თქვენი ტელეფონის ნომერი სამ ექვსიანს შეიცავს, ეს ნეგატიურ ფონს ხომ არ შეგიქმნით? - სამი ექვსიანის თემატიკა მაშინ არის საინტერესო, როდესაც ექვსიანები ერთმანეთის გვერდითაა, სხვანაირად სახიფათო არ არის. ღმერთმა თავის ხატი და მსგავსი მეექვსე დღეს შექმნა. იქვე მითითებულია, რომ ღმერთმა ადამიანი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა, მაშასადამე, თუ ავიღებთ მეექვსე დღეს (ეს ერთი ექვსი) და დედაკაცს და მამაკაცს - თითოეული ხომ თავისი ექვსიანის მატარებელია, გამოდის, მეექვსე დღეს შექმნილი ადამიანი, ციფრების სახით სამი ექვსიანით გამოისახება. გარდა ამისა, ქართულ ანბანში მეექვსე ასო-ბგერაა "ვინ", კითხვა ვინ კი დაესმის მხოლოდ ადამიანს. ძველ აღთქმაში სოლომონ ბრძენს დაწესებული აქვს 666 დინარი ოქრო ყოველწლიურ შემოსავლად. გამოცხადებაში წერია, რომ ეს არის რიცხვი კაცისა და შემდეგ ეშმაკი ეპოტინება ამ სიწმინდეს. - თქვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, ბატონმა გორგიჯანიძემ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი კონკურენტი სატანაა. როგორ ფიქრობთ, არსებული კანდიდატებიდან ვინ გაგიწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას? - ის ვინც წაიკითხავს ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვიჭერს მხარს, რადგან ჩვენს პროგრამას ვერავინ გაუწევს კონკურენციას. არავითარი ალტერნატივა ჩვენს პროგრამას არ გააჩნია. - მოხდა სასწაული და ვერ გაიმარჯვეთ, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი? - ჩვენ ღმერთს მინდობილი პოზიციიდან წარვსდექით საქართველოს მოსახლეობის წინაშე და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი არჩევანი, რასაც ქართველი ერი გააკეთებს, ჩვენთვის მისაღები იქნება. თუ ღმერთმა ინება და მოსახლეობამ აგვირჩია, ეს იქნება დავალება ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ, რათა ყველაფერი შევასრულოთ, რასაც ხალხს ვპირდებით. რადგან არჩევნის თავისუფლება ღმერთმა მოგვცა, ვალდებული ვიყავი, შემეთავაზებინა ხალხისთვის ჩემი კანდიდატურა. ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის) რუ:http://www.kvirispalitra.ge/politic/17955-meored-mosvla-mokhdeba-saqarthveloshi-da-chemi-gaprezidentebis-shemthkhvevashi-amas-ghirseulad-davkhvdebith-eqskluzivi.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი