IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
G_saxva
პოსტი Aug 13 2013, 04:35 PM
პოსტი #421


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი ინციდენტით დასრულდა. სასამართლო განიხილავს მოქალაქე ლევან კოკორაშვილის სარჩელს გაზეთ "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ. როგორც გაზეთის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, კოკორაშვილი "თვითმარქვია ბერია", რომელმაც "აჭარა P.S."-ს ერთ-ერთი სტატიის გამო უჩივლა.

სტატია 2012 წლის 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, სახელწოდებით "აფერა ანაფორით", რომელშიც იმ დროისათვის თაღლითობის მუხლით საპატიმროში მყოფ კოკორაშვილს დაზარალებული მოქალაქე ნესტან როგავა უპირისპირდებოდა. ამავე სტატიაში მოყვანილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ კოკორაშვილი მართლმადიდებელ სასულიერო პირთა დასში არ ირიცხება. კოკორაშვილი მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, რის შემდეგაც მან "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12 აგვისტოს პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შენობასთან მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნესტან როგავა და ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები სასულიერო პირს "თვითმარქვიად" და "ანტიქრისტედ" მოიხსენიებდნენ.
რუ: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...afurthkhes.html
რა დღეში ვართ. უყურეთ ვიდეოს :|


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2013, 10:10 PM
პოსტი #422


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაგარია...biggrin.gif
,,თვითმარქვიები კიდევ ბვრია...''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 08:53 AM
პოსტი #423


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სულ გადაირია ეს ხალხი sad.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 09:39 AM
პოსტი #424


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერდა
09:14 14-08-2013
სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელთმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს შეუჩერდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამ სასულიერო პირს მღვდელთმსახურების უფლება სხვადასხვა დროით აქვთ შეჩერებული, ეს გადაწყვეტილება კი, საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
რაც შეეხება კომისიის გადაწყვეტილების მოტივს, თეოდორე ჭუაძემ მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "ეს ეკლესიის შიდა საქმეა". საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან.
მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს, აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა.
საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიის კარი აჭედა.
დღეს, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები შეხვდნენ მრევლს, სასულიერო პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის საქმის შესწავლის მიზნით საპატრიარქოში სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივმა მრევლმა დახმარებისთვის საპატრიარქოს მიმართა. მეუფე ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 04:16 PM
პოსტი #425


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩვენი ქვეყნის იმ ქალაქებს შორის, სადაც სტადიონი მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ხაშურიცაა. "ივერიის" სტადიონი რამდენიმე წელია, შველას ითხოვს და ჯერჯერობით მის რეაბილიტაციას ვერაფრით დაადგა საშველი.

1933 წელს აშენებული არენა დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლობდა სპორტულ შეჯიბრებებს. პირველ ყოვლისა კი, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ივერიას" საშინაო მატჩებისას იტვირთებოდა...

სტადიონს რეკონსტრუქცია ბოლოს 1990 წელს ჩაუტარდა (8 ათას მაყურებელს იტევდა) და იმავე წლიდან, ანუ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებიდან მოყოლებული, ქვეყნის პირველობის კალენდარული მატჩები იმართებოდა.

ხაშურელებმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი გაატარეს, თუმცა შემდეგ დაქვეითდნენ და ძირითადად, ქვედა ლიგებში უწევდათ ასპარეზობა.

კლუბის ღირსებას ქართულ ფეხბურთში ცნობილი არაერთი მოთამაშე იცავდა - ნიკა ტოგონიძე, მალხაზ ლაცაბიძე, გივი ქობელაშვილი, ლიტველი გოლკიპერი ალგიმანტას ბრიაუნისი...

38 წლის მცველი ზაზა ლაცაბიძე, რომელმაც პირველად 1992-93 წლების სეზონში "ივერიას" მაისურით იასპარეზა უმაღლეს ლიგაში, ისევ ხაშურშია და მშობლიური კლუბის ღირსებას იცავს, უკვე როგორც მოთამაშე-მწვრთნელი.

2005-09 წლებში, ფინანსური სიდუხჭირის გამო, კლუბმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა ფეხბურთზე შეყვარებული ახალგაზრდების ინიციატივით, მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა.

2011 წლამდე, სტადიონის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, "ივერია" მაინც ახერხებდა საშინაო მატჩების ამ არენაზე გამართვას, მაგრამ 2009 წელს ადიდებულმა მდინარე სურამულამ, ხაშურის დიდ ნაწილთან ერთად, სტადიონიც დატბორა და მინდვრის საფარი მთლად უვარგისი გახადა.

მოედნის გარდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა - გასახდელები, ადმინისტრაციის ოთახები... ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილები საერთოდ აღარაა, ზედმეტია ლაპარაკი სტუმართა ლოჟაზე, ტაბლოსა და სხვა აუცილებელ ატრიბუტებზე, რაც წყალდიდობამდე კარგა ხნით ადრეც აღარ მოქმედებდა.

ამის გამო "ივერიამ" ერთი სეზონი აგარაში, ხოლო ორიც ბორჯომში ჩაატარა. ახლახან დასრულებულ სეზონში ხაშურელებმა II ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ვინაიდან პირველ ადგილზე გასული "ქართლი 2011" ცოტა ხნის წინათ დაიშალა, "ივერიას" პირველ ლიგაში თამაშის შანსი მიეცა, მაგრამ ახალ პირველობას მაინც მეორე ლიგაში იწყებს.

"ივერიას" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მთავარმა მწვრთნელმა, ახალგაზრდა სპეციალისტმა ვასილ კობერიძემ ზედა ლიგაში თამაშზე უარის თქმის მიზეზად საშინაო არენის არქონა დაასახელა.

"გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ პირველ ლიგაშიც ღირსეულად იასპარეზოს, თუმცა ამას გაზრდილი ხარჯებიც ესაჭიროება.

მუნიციპალიტეტში ამ დღეებშიც იყო შეხვედრა ამ საკითხზე. ხაშურის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება არ იქნება, თუ გუნდი საშინაო შეხვედრებს შინაურ არენაზე არ გამართავს. ამიტომ წლეულს ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებთ, ხოლო საგაისოდ, თუ ამ სეზონში წარმატებას მივაღწევთ, ანალოგიურ ვითარებაში რომ არ აღმოვჩნდეთ, არენის პრობლემის მოგვარებაა აუცილებელი.

სტადიონს დაგროვილი აქვს ძველი დავალიანება, 80 ათას ლარამდე, ადევს ყადაღა... უნდა მოხდეს ამ თანხის ჩამოწერა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. მერე კი რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ სტადიონის მოწესრიგება დაიწყება.

საუბარია ალტერნატიულ ვარიანტებზეც, რომლის მიხედვითაც, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხაშურშივე მდებარე მეორე, მარტივი ტიპის მოედანს ან სურამის სტადიონს გააკეთებს.

მაგრამ საყოველთაო მოსაზრებით, უმჯობესია, თუ ისევ "ივერიის" სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რადგან მისი კეთილმოწყობა სამომავლოდ მაინც აუცილებელი გახდება", - გვითხრა კობერიძემ.

"ივერიისთვის" საშინაო არენის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესი სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ კვინიკაძემაც დაგვიდასტურა. მისი განმარტებით, რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტში, დიდი ალბათობით, აუცილებლად იქნება ასახული სტადიონის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხაც.

ჯერჯერობით კი "ივერია" მატჩებს ისევ ბორჯომის სტადიონზე ჩაატარებს. არადა, წლეულს ბორჯომსაც გაჰყავს გუნდი მეორე ლიგაში. ამიტომ იქაური არენა საზიარო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რუ: http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...olodinshia.html

არ ვიცოდი სად დამეწერა და აქ დავწერე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 08:34 PM
პოსტი #426


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ეჰ...
რომელი მთავრობაც მოვიდა , პირველიდ აპირება რა იყო იცი?
სტადიონს გავაკეთებთ მოვალთ თუ არაო...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 15 2013, 08:54 AM
პოსტი #427


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 08:34 PM) *

ეჰ...
რომელი მთავრობაც მოვიდა , პირველიდ აპირება რა იყო იცი?
სტადიონს გავაკეთებთ მოვალთ თუ არაო...

მარა შენც ხედავ რა დღეშია სტადიონი , თუ სტადიონი ქვია კიდევ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 15 2013, 09:29 AM
პოსტი #428


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ციტატა
ჩვენი ქვეყნის იმ ქალაქებს შორის, სადაც სტადიონი მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ხაშურიცაა.

ხაშურში რა არ არის სავალალო მდგომარეობაში? არაფერი კეთდება საერთოდ...თუმცა როგორ არა.... პრემიებისთვის და საზღვარგარეთში მივლინებებისთვის ყოველთვის იძებნება თანხები....


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 15 2013, 09:59 AM
პოსტი #429


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(mariami-k @ Aug 15 2013, 09:29 AM) *

ხაშურში რა არ არის სავალალო მდგომარეობაში? არაფერი კეთდება საერთოდ...თუმცა როგორ არა.... პრემიებისთვის და საზღვარგარეთში მივლინებებისთვის ყოველთვის იძებნება თანხები....

შენც ჩვენებური ხარ ? biggrin.gif
ხაშურში ჩემი აზრით არაფერია გაფუჭებულა რადგან არც არასდროს არ გაკეთებული და რაც არ გაკეთებულრა გა გაფუჭდებოდა ? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 15 2013, 10:14 AM
პოსტი #430


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



G_saxva
ციტატა
შენც ჩვენებური ხარ ?

ხაშურში ვმუშაობ. smile.gif
ციტატა
ხაშურში ჩემი აზრით არაფერია გაფუჭებულა რადგან არც არასდროს არ გაკეთებული და რაც არ გაკეთებულრა გა გაფუჭდებოდა ?

მართალია...
და არც ცდილობენ რამის გაკეთებას


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 15 2013, 10:15 AM
პოსტი #431


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(mariami-k @ Aug 15 2013, 10:14 AM) *

G_saxva

ხაშურში ვმუშაობ. smile.gif

უი რა კარგია smile.gif სად მუშაობ? რას საქმაინობ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 15 2013, 10:18 AM
პოსტი #432


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



G_saxva
მგონი თემას ვაოფებთ უკვე biggrin.gif biggrin.gif
წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა-პანსიონში და საბავშვო მუსიკალურ სტუდია "ციცინათელა"-ში.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 15 2013, 01:19 PM
პოსტი #433


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(mariami-k @ Aug 15 2013, 10:18 AM) *

G_saxva
მგონი თემას ვაოფებთ უკვე biggrin.gif biggrin.gif
წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა-პანსიონში და საბავშვო მუსიკალურ სტუდია "ციცინათელა"-ში.

უი რა კარგია მიხარია ძალიან, ესეგი ჩვენი მომავალი ახალგაზრდობა შენს ხელშია.
ასეთ მნიშვნელოვან თემაზე როცა ვსაუბრობთ გაოფებად არ ითვლება ეს ყოველივე biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 15 2013, 01:20 PM
პოსტი #434


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



G_saxva
smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 18 2013, 11:52 PM
პოსტი #435


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



იუნა შაფათავა - მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ და პრეზიდენტობასაც მართლა ვაპირებ!
http://www.kvirispalitra.ge/public/18310-i...la-vapireb.html
რაღა გვიჭირს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 19 2013, 09:03 AM
პოსტი #436


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ახლა გვიჭირს გურამ თუ გვიჭირს biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 19 2013, 09:31 AM
პოსტი #437


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მეუფე იაკობი - ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა
ტერიტორიული მთლიანობა ღმერთმა წაგვართვა და ღმერთივე დაგვიბრუნებს, - ამის შესახებ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ბრძანა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ნამდვილი ადამიანივით და ისე არ უნდა იყოს, რომ "ერთმანეთს არ ვუფრთხილდებოდეთ".

"ადამიანმა ყველაფერი უნდა მიუძღვნას ღმერთს და მოერიდოს იმას, რაც საძაგელია უფლისთვის. თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს", - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ადამიანი ცოდვათა ჭაობიდან თავის დაღწევას უნდა ეცადოს. "თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება და ამიტომ ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. მეუფის განცხადებით, საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს. "ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას, არ არის ადამიანი, რომელიც არ სცოდავს. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც სცოდავს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს", - განაცხადა მეუფემ.

მისვე თქმით, ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს სულიერი ცხოვრებით და ყველამ უნდა შეიყვაროს სამშობლო.

"საქართველო მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვართ ღვთის სიყვარული ჩვენი ქვეყნის

სიყვარულში გამოვხატოთ. რამდენი ჩვენი წინაპარია სამშობლოსთვის თავდადებული და მათ დღევანდლამდე მოგვიყვანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ერი ღირსეულად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დგას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ღირსეული მომავლისთვის", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ღმერთის სამსახურში იცხოვრონ და ღმერთს სთხოვონ პატიება საკუთარი შეცდომებისთვის. "არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ", - ბრძანა მეუფემ.

მან წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ფერიცვალების დამდეგი დღესასწაული მიულოცა. დღესვე მეუფემ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტები და მეცამეტე ბატალიონის სამშვიდობო ოცეული დალოცა და მათ მშვიდობიან და გამარჯვების გზაზე სიარული უსურვა. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა რამდენიმე გვარი დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/84136-meu...l#ixzz2cOFHCSvb


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 08:09 PM
პოსტი #438


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბიძინა ივანიშვილი - "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის დახურვის გადაწყვეტილება მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი "მე-9 არხთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ახლა, როცა დგება ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს".

"ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს წინსვლის საწინდარი. ჩვენ ვალდებული ვართ ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ყველა წესის დაცვით, რომ არავინ, განსაკუთრებით ამომრჩეველმა, ეჭვი არ შეიტანოს მის სამართლიანობაში. ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია, როგორც მთავრობის მეთაურსა და კოალიციის ლიდერს.
ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია "მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა.

მე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, პირველივე წერილში შევთავაზე რამდენიმე ტელეკომპანიას, რომ დროებით, არჩევნების პერიოდში, შევისყიდიდი ტელევიზიას, თუმცა, მაშინ ამ შეთავაზებაზე სხვადასხვა მიზეზით ყველამ უარი თქვა. ყველამ კარგად იცის, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა, ისიც ყველამ იცის, რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას. ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები მუშაობდნენ უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ და მის რუპორად იყვნენ ქცეული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემს მეუღლეს გაეხსნა ტელევიზია.

არც მე და არც ჩემი ოჯახი არასოდეს ჩავრეულვართ ტელევიზიის საქმიანობაში - ჟურნალისტები მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშაულებების ვალია, ობიექტურად აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას.
ხოლო რაც შეეხება ჩემ მიერ დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია, პრივილეგიების გარეშეც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება 1-ელი სექტემბრიდან ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით.
მადლობა მინდა გადავუხადო მე-9 არხისა და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს, მათ კოლექტივს, რომელთა საქმიანობაც საპარლამენტო არჩევნების დროს გმირობის ტოლფასი იყო. "ინფო9"-ის თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი იდეის განხორციელება - ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ. "ინფო 9"-ის ჟურნალისტები ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ქუჩებში კამერით აღბეჭდავდნენ იმ უმსგავსობას, რომელსაც ზონდერბრიგადები სჩადიოდნენ. საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ

ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის, უცხოურ მედიასაც.

იმ პერიოდში ტელესივრცეში მე-9 არხისა და "ინფო9"-ის გამოჩენამ საშუალება მისცა ტელეკომპანიებს "მაესტროსა" და "კავკასიას" გამოეყენებინათ და უფრო დიდი აუდიტორიისათვის მიეწოდებინათ ობიექტური ინფორმაცია და კადრები. მადლობა მათ ამისათვის.

დღეიდან, 19 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედია საშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს.

თუ 1-ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო9"-ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია.

მიმაჩნია, რომ ტელევიზიას და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას.მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს",- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი შპს "აქცეპტს" ეკუთვნის. ამ კომპანიის 80%-ის მფლობელია პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო 20% -ის ვინმე კახა კობიაშვილი.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/84211-bidzin...s#ixzz2cQpdO1cL

საინტერესოა და უპრეცენდენტო...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 20 2013, 01:04 PM
პოსტი #439


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ახალი ამბები

რელიგიური სიტუაცია ეგვიპტეში სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე
18/08/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
bru
ეგვიპტეში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებას რელიგიური დაპირისპირებაც მოყვა, “ძმებ მუსულმანების” მხარდამჭერთა ნაწილმა, რომლებიც ექსტრემისტურ-მუსულმანურ ფრთას განეკუთვნებიან დაწვეს და დააზიანეს ათობით სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების ეკლესიები და სახლები, ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებმა ეგვიპტეში AsiaNews – ს გადასცეს სია , სადაც ჩამოთვლილია იმ ეკლესიების და საეკლესიო სახლების ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო სამ დღეში (17 აგვისტოს მონაცემებით) დაიწვა ან დაზიანდა.

სია ინგლისურ, იტალიურ და სხვა ენებზე ვრცელდება ვრცელდება სხვადასხვა საიტებზე, რომელთაც უცვლელად გაწვდით:

Catholic churches and convents

დაიწვა ან დაზიანდა 14 კათოლიკური ეკლესია და მონასტერი

1. Franciscan church and school (road 23) – Burned (Suez)
2. Monastery of the Holy Shepherd and hospital – Burnt (Suez)
3. Church of the Good Shepherd, Monastery of the Good Shepherd – and Molotov attack (Asuit)
4. Coptic Catholic Church of St. George – Burned (Minya, Upper Egypt)
5. Church of the Jesuits – Burned (Minya, Upper Egypt)
6. Fatima Basilica – Striker – Heliopolis
7. Coptic Catholic Church of St. Mark – Burned (Minya – Upper Egypt)
8. Franciscan convent (Sisters of the Immaculate Heart of Mary) – Burned (Beni Suef, Upper Egypt)
9. Church of St. Teresa – Burned (Asuit, Upper Egypt)
10. Franciscan Church and School – Burnt (Asuit, Upper Egypt)
11. Convent of St Joseph and school – Burnt (Minya, Upper Egypt)
12. Church of the Sacred Heart of Coptic Catholics – Scorched (Minya, Upper Egypt)
13. Convent of the Sisters of Saint Mary – Striker (Cairo)
14. School of the Holy Shepherd – Striker (Minya, Upper Egypt)

Orthodox Churches and Evangelical

დაიწვა ან დაზიანდა 35 მართლმადიდებლური, კოპტურ-მიაფიზიტური, ანგლიკანური,ლუთერანული, ევანგელური და სხვა ქრისტიანული კონფესიების ეკლესია და მონასტერი

1. Anglican Church of St. Saviour – Burned (Suez)
2. Evangelical Church of St Michael – Surrounded and sacked (Asuit, Upper Egypt)
3. Coptic Orthodox Church of St. George – Burned (Minya, Upper Egypt)
4. Church of Al-Esla – Burned (Asuit, Upper Egypt)
5. Adventist Church – Burnt, the pastor and his wife abducted (Asuit, Upper Egypt)
6. Church of the Apostles – Burned (Asuit, Upper Egypt)
7. Church of the Holy renewal – Burned (Asuit, Upper Egypt)
8. Diocesan Centre Coptic Orthodox Qusiya – Burned (Asuit, Upper Egypt)
9. Church of St. George – Burned (Arish, North Egypt)
10. Church of St. George in al-Wasta – Burned (Beni Suef, Upper Egypt)
11. Church of the Virgin Mary – Striker (Maadi, Cairo)
12. Church of the Virgin Mary – Striker (Mostorod, Cairo)
13. Coptic Orthodox Church of St. George – Striker (Helwan, Cairo)
14. Chiea of ​​St. Mary of El Naziah – Burned (Fayoum, Upper Egypt)
15. Church of Santa Damiana – sacked and burned (Fayoum, Upper Egypt)
16. Church of St. Theodore – Burned (Fayoum, Upper Egypt)
17. Evangelical Church of al-Zorby – Sacked and destroyed (Fayoum, Upper Egypt)
18. Church of St. Joseph – Burned (Fayoum, Upper Egypt)
19. Franciscan School – Burned (Fayoum, Upper Egypt)
20. Coptic Orthodox Diocesan Center of St. Paul – Burned (Gharbiya, Delta)
21. Coptic Orthodox Church of St. Anthony – Burnt (Giza)
22. Coptic Church of St. George – Burned (Atfeeh, Giza)
23. Church of the Virgin Mary and father Abraham – Burned (Delga, Deir Mawas, Minya, Upper Egypt)
24. Church of St. Mina Abu Hilal Kebly – Burned (Minya, Upper Egypt)
25. Baptist Church in Beni Mazar – Burned (Minya, Upper Egypt)
26. Church of Amir Tawadros – Burned (Minya, Upper Egypt)
27. Evangelical Church – Burnt (Minya, Upper Egypt)
28. Church of Anba Moussa al-Aswad-Burned (Minya, Upper Egypt)
29. Church of the Apostles – Burned (Minya, Upper Egypt)
30. Church of St Mary – Attempt to fire (Qena, Upper Egypt)
31. Coptic Church of St. George – Burned (Sohag, Upper Egypt)
32. Church of Santa Damiana – Attacked and burned (Sohag, Upper Egypt)
33. Church of the Virgin Mary – Burned (Sohag, Upper Egypt)
34. Church of St. Mark and community center – Burnt (Sohag, Upper Egypt)
35. Church of Anba Abram – was destroyed and burned (Sohag, Upper Egypt)

Christian institutions

დაიწვა ან დაზიანდა 9 ქრისტიანული ინსტიტუტი, სახლი და ცენტრი

1. House of Fr. Angelos (pastor of the church of the Virgin Mary and father Abraham) – Burned (Minya, Upper Egypt)
2. Properties and shops of Christians – Burnt (Arish, North Egypt)
3. 17 Christian homes attacked and looted (Minya, Upper Egypt)
4. Christian homes – Attach (Asuit, Upper Egypt)
5. Offices of the Evangelical Foundation – Burnt (Minya, Upper Egypt)
6. Stores, pharmacies, hotels owned by Christians – Attached and looted (Luxor, Upper Egypt)
7. Library of the Bible Society – Burned (Cairo)
8. Bible Society – Burned (Fayoum, Upper Egypt)
9. Bible Society-Burned (Asuit, North Egypt)

1080265_10153117896625398_1368910373_n

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ეგვიპტელი მუსულმანი არ უჭერს მხარს ძალადობას და ექსტრემისტებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სურათიდანაც სჩანს, ხელხელ ჩაკიდებულმა ასობით მუსულმანმა დამცავი ჯაჭვი შემოარტყა ქრისტიანულ ეკლესიას სადაც წირვა მიმდინარეობდა.
ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მოამზადა სერგო ფარულავამ
რუ: http://www.orthodoxtheology.ge/category/%E...83%91%E1%83%98/


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 20 2013, 02:57 PM
პოსტი #440


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას გავლენიანი სასულიერო პირი აიათოლა შაჰრისტანი ესწრებოდა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველების შესახებ თხოვნით მიმართა.

"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?", - მიმართა უწმინდესმა თხოვნით აიათოლა შაჰრისტანს, რაზეც ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის იგი აღნიშნულ ინფორმაციას "ვისაც საჭიროა".

"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ", - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აიათოლა შაჰრისტანი მეტად გავლენიანი სასულიერო პირია. მისი თქმით, შაჰრისტანის ვიზიტი კავკასიის სივრცეში სამშვიდობო ინიციატივებისა და უწმინდესის მიმართ კეთილი ურთიერთობების დემონსტრირებაა.

ამასთან, არეშიძის განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი ასევე არის კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი საინტერესოდ დაემთხვა საქართველოში ქრისტიანულ და მუსულმანურ ურთიერთობებს. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, რადგან შაჰრისტანი უზარმაზარი გავლენის მქონე ადამიანია და საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში სასარგებლო ნაბიჯი იქნა გადადგმული.

"ინტერპრესნიუსი"


რუ/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/84252-pat...l#ixzz2cVPrl6Ai


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 06:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი