![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#481
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, ტალღებმა სოჭის საკურორტო დასახლება გოლოვინკაში, სანაპიროზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა.
სოჭის მოსახლეობა მომხდარს სასწაულს უწოდებს. ხატი სანაპიროზე ერთ-ერთმა დამსვენებელმა იპოვა და ახლომდებარე მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ეკლესიაში მიაბრძანა. ხატზე დაწერის თარიღი - 1896 წელი და ავტორის, ან მფლობელის სახელი - მოსკოველი დეკანოზი ალექსანდრ სმირნოვი არის მითითებული. "გავოცდით, რადგან რელიქვია ნაპირზე იმ დღით გამორიყა, როდესაც ეკლესია სწორედ ამ ხატს მიაგებს პატივს - 13 ოქტომბერს", - აღნიშნავს ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე. ღვთისმშობლის სახე, მიუხედავად ზღვის წყლის ზემოქმედებისა, კარგადაა შენახული. ხატი ვერცხლითა და ოქროთია მოოჭვილი და ძვირფასი ქვები ამშვენებსს. ამჟამად, ეკლესიის მსახური ოსტატებს ეძებს, რომლებიც ხატს რესტავრაციას გაუკეთებენ. მოვლენის აღსანიშნავად ტაძარში საზეიმო ლიტურგიის ჩატარება სურთ. მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/88773-tal...l#ixzz2iiWEhjTJ აი ივერიაც გაბრწყინდება ხალხო -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
![]()
პოსტი
#482
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
"სამოთხეში მოსახვედრად მორწმუნეობა არაა საჭირო" -რომის პაპი ათეისტებს თანადგომას უცხადებს
"სამოთხეში მოსახვედრად მორწმუნეობა არაა საჭირო" -რომის პაპი ათეისტებს თანადგომას უცხადებს 12-09-2013 რომის პაპმა ფრანცისკმა საკუთარი პროგრესულობის დასამტკიცებლად მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. იტალიურ გაზეთ "ლა რეპუბლიკანაში" გამოქვეყნებულ მის ღია წერილში ნათქვამია, რომ ათეისტებიც შეიძლება მოხვდნენ სამოთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის არ სწამთ. პაპის განცხადებით, მაცხოვარი მათ ამას შეუნდობს, თუ ისინი ზოგადად საკუთარი სინდისის ხმას მიჰყვებიან და ღირსეულად იცხოვრებენ. "თქვენ მე მეკითხებით - მიუტევებს თუ არა ქრისტიანების ღმერთი მათ, ვისაც არ სჯერა მისი არსებობა. მე გეტყვით თქვენ - და ეს არის ფუნდამენტალური ჭეშმარიტება - რომ ღვთის ლმობიერება იმდენად უსაზღვროა, რომ იგი მიუტევებს ნებისმიერს, ვინც მასთან წრფელი გულითა და კეთილი ზრახვით გამოცხადდება." იტალიაში პაპის განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - კონსერვატორები მას რომის ეკლესიისთვის საფუძვლის შერყევის მცდელობაში ადანაშაულებენ, ლიბერალებს კი მიაჩნიათ, რომ ფრანცისკი პირველი პაპია, ვინც გაბედა და თანამედროვე სამყაროსა და ეკლესიას შორის აზრიანი დიალოგი წამოიწყო. ნაკადული: http://www.kvirispalitra.ge/msoflio/18633-...-uckhadebs.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
![]()
პოსტი
#483
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
იერუსალიმის მესამე ტაძრისთვის უკვე მღვდელმსახურებს ამზადებენ
ტაძრის ინსტიტუტმა (ორგანიზაცია, რომელიც ემზადება მესამე ტაძრის ასაშენებლად იერუსალიმში) აღასრულა „მსხვერპლის აღდგენის“ განსაკუთრებული ცერემონია, რომელიც ძველი აღთქმის ლევიანთა წიგნის მიხედვით მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა ტაძრის აღდგენის, ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის შემდეგ, როდესაც რომაელებმა დაანგრიეს იერუსალიმის მეორე ტაძარი, იტყობინება ვებგვერდი www.bibleprophecyblog.com. ტაძრის ინსტიტუტი, ასოციაციაშია „მიშმერეთ კეჰუნა“-სთან, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს აღადგინოს სამღვდელოებრივი წესრიგი მოსეს რჯულის მიხედვით. მათ დააფუძნეს ახალი სკოლა, „კოჰანიმ“-ების (მღვდლების ებრ.) მოსამზადებლად, რომლებიც ისრაელის სამღვდელო ლევის ტომს ეკუთვნიან. ეს კი უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ტაძრის პოტენციური ფუნქციონირებისათვის. „კოჰანიმები“ შეიკრიბნენ იერუსალიმში გასულ კვირას, რათა ესწავლათ როგორ გამოიყენება სამღვდელო სამოსელი, ეგრედ წოდებული „მარადიული სამოსელი“, როგორც ლევიანური სამღვდელო შტო აკეთებდა მრავალი წლის წინ. ეს სამოსელი შეიქმნა „ტაძრის ინსტიტუტის“ მიერ რამოდენიმე წლის წინ, ბიბლიური მითითებების მიხედვით. შვიდი რაბინისაგან შემდგარი კომიტეტი შეიკრიბა იერუსალიმში, რათა გამოეკვლიათ და შეესწავლათ ძველაღთქმისეული ჩვევები და ცერემონიები, რომლებიც უნდა დაინერგოს მომავალ ტაძარში. მღვდლები იქნებიან ლევის ტომის შთამომავალი ახალგაზრდები, რომელთა იდენტიფიცირება ადვილია მათი გვარების მიხედვით. ყველაზე გავრცელებული ლევიტური გვარებია: „ლევი“, „ლევენთალ“, „ლევინსონ“, და „კოჰენი“ ამ რეპეტიციაზე არ მომხდარა ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, არამედ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სრულადდასაწველის მომზადებას საყვირებისა ფონზე და განწმენდის რიტუალის თანხლებით. ასევე სრულდებოდა ლოცვები და საგალობლები, რომლებსაც იყენებდნენ ძველ ცერემონიებში. ტაძრის ინსტიტუტმა შეასრულა მრავალი მოსამზადებული სამუშაო, რათა აშენდეს ტაძარი მორიას მთაზე უახლოეს წლებში. ისრაელის პოლიციამ აკრძალა სისტემატიური ცხოველთა შეწირვა ამ მთაზე, რათა თავი აერიდებინათ მუსულმანების აგრესიისათვის. რამოდენიმე წლის წინ ამავე ჯგუფმა დაიწყო სამსხვერპლოს საფუძვლის აგება, მოამზადეს ოქროს სამსხვერპლო, საბანელი და ოქროს გვირგვინი. ასევე შექმნეს სინაგოგის მაკეტი, რომელიც იარსებებს აღსადგენ ტაძართან. კოჰანიმები ასევე აქტიურად ემზადებიან ტაძრის აღსადგენად. 1900 წლის შემდეგ პირველად მოხდა მღვდელთა კურთხევა ტაძრის თავზე 2007 წელს. ერთადერთი, რაც აკლია ამ ყველაფერს არის თვით მესია. ზოგიერთ ულტრაორთოდოქს იუდეველს სწამს, რომ ძველი აღთქმის მიხედვით მესია იქნება ის, ვინც აღადგენს ტაძარს და სხვა არავის აქვს ამისი უფლება. ამოსის 9:11 საფუძველზე სადაც წერია, რომ უფალი აღადგენს დავითის დანგრეულ კარავს. სხვებს კი სწამთ, რომ იუდეველმა ხალხმა უნდა დაიმსახუროს რამენაირად მესიის მოსვლა და ტაძრის აშენება ხელს შეუწყობს მის მალე მოსვლას, რისთვისაც აქტიურად ემზადებიან. ორგანიზაცია „ტაძრის ინსტიტუტი“ და მრავალი იუდაიზმის ერთგული მიმდევარი მოუწოდებს მსოფლიო ერებს, რათა ილოცონ და ითანამშროლონ ტაძრის აღდგენის საქმეში. წყარო: AcontecerCristiano.Net თარგმნა: ალექსანდრე ბერიკაშვილმა http://jesus.ge/?p=1963 |
G_saxva |
![]()
პოსტი
#484
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
რა კარგია
![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
![]()
პოსტი
#485
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
ციტატა დაიწყება ეს განსაკუთრებით კარგი იყო ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#486
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ეს განსაკუთრებით კარგი იყო ![]() კარგი ხო არ შემარჩინოთ ახლა. 2014 დაიწყო და ქრისტეს მეორედ მოსვლა უხილავა რომ იცოდეთ. ![]() ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
![]()
პოსტი
#487
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
ციტატა კარგი ხო არ შემარჩინოთ ახლა. 2014 დაიწყო და ქრისტეს მეორედ მოსვლა უხილავა რომ იცოდეთ. შმაგისა და მოწმეების ნააზრევებს ნუ უწევ პროპაგანდას ![]() |
G_saxva |
![]()
პოსტი
#488
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
შმაგისა და მოწმეების ნააზრევებს ნუ უწევ პროპაგანდას ![]() ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#489
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
†სერგი†
ნუ მიბრკოლებ ხალხს !:D -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
![]()
პოსტი
#490
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
ციტატა ნუ მიბრკოლებ ხალხს !:D გურაააამ ![]() ![]() ციტატა ისე უკვე დრულია სოლომონის ტაძრის აღდგენა. ამდენი ხანი როგორ ვერ მოიფიქრეს ?! აი ეგ მაფიქრებს მე მტელი 20 საუკუნეა აზრადაც არ მოსვლიათ და ეხლა რა ეტაკათ ასე უცბად და ერთბაშათ. ერთობ დამაფიქრებელი ფაქტია. ვნახოდ როგორ განვითარდება მოვლენები. |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#491
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
შმაგისა და მოწმეების ნააზრევებს ნუ უწევ პროპაგანდას ![]() სერგეი ეგ ჩემი ნააზრევი არაა , ამ ბოლო დროს კვლევამ იმ გზით წამიყვანა რომ ქრისტე მეყსეულად უნდა მოვიდეს სრულიად მოულოდნელად და ის მთელმა კაცობრიობამ უნდა იხილოს ! ერთზე მეტი პაროუსიის იდეა ამახინჯებს ბიბლიის დედააზრს , რომ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ ქრისტიანები. გავიხსენოთ იესოს სიტყვები _ რასაც ახლა თქვენ გეუბნებით , ყველას ვეუბნები _ იფხიზლეთ !!! მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ პაროუსიის ნამდვილ მნიშვნელობაზე მითუმეტეს ახლა , როცა გურამ ოთხოზორიამაც ზუსტად იგივე გენმარტება მისცა, როგორიც მოწმეებს აქვთ., შეიძლება მიზეზი ის იყოს რომ თავად გურამიც მოწმე იყო ერთი პერიოდი, ან სულაც შეიძლება ეს ჭეშმარიტებაცაა. ერთი სიტყვით ამ თემაზე ახლა ვმუშაობ და წინასწარ დასკვნებს მოვერიდები ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#492
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
30 კაცს , რასელისტები უცემიათ ბათუმში...
სიამოვნებით ,,გავსროკავდი'' 30-ივეს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
![]()
პოსტი
#493
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 ![]() |
ციტატა 30 კაცს , რასელისტები უცემიათ ბათუმში... და ამაყობენ მაგით ხო ![]() ჯერ სად ვართ გურამ ჯერ სად ვართ |
G_saxva |
![]()
პოსტი
#494
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
დღეს კაი ბიჭობა რასელისტები ცემით მტკიცდება :| ცემ დროოს სხვანაირად იყო...
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#495
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
საშინელებაა...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#496
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აგრესიით დამტკიცებული რწმენის არ მჯერა...
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#497
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
პატრიარქის ნათლული ქრისტიანი თურქმა დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა5-11-2013, 20:36წაკითხულია: 202
პატრიარქის ნათლული ქრისტიანი თურქმა დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხელვაჩაურელი გოგონა, ნინი ლორთქიფანიძე, საქართველოში თურქთა მიერ ქრისტიანების დევნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, თურქმა ბიზნესმენმა, რომლის კომპანიაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში ჰესს აშენებს, დედა სამსახურიდან მხოლოდ იმისთვის დაითხოვა, რომ საყოველთაო ნათლობისას ის პატრიარქმა მონათლა. გოგონა ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბავშვები მონათლულები იყვნენ, დედა გააფრთხილა, თავადაც არ მონათლულიყო. "დედას ეშინოდა, სამსახური არ დაეკარგა, მაგრამ ჩვენ, შვილებს და მშობლბსაც, ძალიან გვინდოდა, რომ მონათლულიყვნენ და გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის შემდეგ ხელმძღვანელები მიზეზს ეძებდნენ, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ. დედას კანონდარღვევა არ ჰქონდა, მაგრამ რადგან მათ გაფრთხილებას არ დაემორჩილა, გაათავისუფლეს". - აცხადებს ნინი ლორთქიფანიძე. მისი ინფორმაციით, დედის ადგილზე, კომპანიის მეპატრონემ, თურქი ქალბატონი დაასაქმა. ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://www.youtube.com/watch?v=SSHE9eH4nhk&feature=share -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#498
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ოციალურ ქსელებში ინტერნეტმომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი განსაკუთრებით მაშინ აქტიურობს, როცა რელიგიასა და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ თემებს განიხილავენ. ფეისბუქში შექმნილია როგორც რელიგიისა და პატრიარქის დამცველთა, ასევე მათი მოწინააღმდეგე ან, უბრალოდ, განსხვავებული შეხედულებების მქონე მომხმარებლების, ე.წ. გამქილიკებელთა გვერდები: "ჩვენ გვიყვარს საქართველოს პატრიარქი", "ღმერთო ტაბურეტკა გვესროლე", "ჯიპიანი მამაო", "მართლმადიდებლური მარგალიტები" და ა.შ. სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები საკმაოდ თამამად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და ხშირად რელიგიური სცენებისა და წმინდანების გაშარჟებულ ვერსიებსაც უზიარებენ ერთმანეთს. თუ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს, სხვები საკუთარი რწმენის შეურაცხყოფად აფასებენ.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, "შესაძლოა, ახალი მუხლი დაემატოს, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს. ამ მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - "ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში." პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში, პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. საინტერესოა, კონკრეტულად რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხე მყისიერი, ან რა მექანიზმით უნდა შეძლოს შსს-მ იმ დამნაშავეების დასჯა, ვინც, მაგალითად, "რელიგიურ შენობას ან სიწმინდეს წაბილწავს, მასზე წარწერას გააკეთებს ან დააზიანებს." ხშირად ასეთი ქმედების ჩამდენი ადამიანები საჯაროდ, დღისით და ყველას დასანახად ხომ არ მოქმედებენ?! მოსალოდნელ ცვლილებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ამ ინიციატივას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას კანონის მიღებაზე. ამ თემაზე საიას იურისტი გიორგი გოცირიძე გვესაუბრა: "არა მარტო საიას, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ვინც პარლამენტს გაუგზავნა მიმართვა ამ თემასთან დაკავშირებით, ეს კონსტიტუციური ცვლილებები ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით) დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას. ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის მოსაზრება, რასაც საზოგადოებაში კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთი მოსაზრებაც, რომელიც მთელი საზოგადოების ან მისი ნაწილისათვის შოკისმომგვრელი ან ამაღელვებელია. შესაბამისად, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რწმენის თავისუფლება არ იცავს მორწმუნეებს მათ რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით კრიტიკისაგან. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებთან და მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უარი უნდა თქვას აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა არ არის სიძულვილის ენის ( hate speech) შესახებ კანონის მსგავსი, ვინაიდან ის ეხება მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებს. ამერიკული სტანდარტით, გამონათქვამი, მოწოდება ან კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, თუ საფრთხე მყისიერი და რეალურია. რაც შეეხება "საჯაროდ გამოხატვას", აქ იგულისხმება როგორც საპროტესტო აქციები და მედია, ისე სოციალური ქსელები, მათ შორის, ფეისბუქი", - ამბობს გიორგი გოცირიძე. საინტერესოა, თუკი პარლამენტი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს, რა ბედი ელის თამამ ფეისბუქ-მომხმარებელს - ჯარიმა, თუ 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. სალომე შიხაშვილი, ამბები.ge ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89694-fac...l#ixzz2jrs7Oxk7 -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ratinwt |
![]()
პოსტი
#499
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-April 13 წევრი № 13,058 ![]() |
ციტატა პატრიარქის ნათლული ქრისტიანი თურქმა დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა5-11-2013, 20:36წაკითხულია: 202პატრიარქის ნათლული ქრისტიანი თურქმა დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლაyoutube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხელვაჩაურელი გოგონა, ნინი ლორთქიფანიძე, საქართველოში თურქთა მიერ ქრისტიანების დევნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, თურქმა ბიზნესმენმა, რომლის კომპანიაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში ჰესს აშენებს, დედა სამსახურიდან მხოლოდ იმისთვის დაითხოვა, რომ საყოველთაო ნათლობისას ის პატრიარქმა მონათლა. გოგონა ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბავშვები მონათლულები იყვნენ, დედა გააფრთხილა, თავადაც არ მონათლულიყო. "დედას ეშინოდა, სამსახური არ დაეკარგა, მაგრამ ჩვენ, შვილებს და მშობლბსაც, ძალიან გვინდოდა, რომ მონათლულიყვნენ და გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის შემდეგ ხელმძღვანელები მიზეზს ეძებდნენ, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ. დედას კანონდარღვევა არ ჰქონდა, მაგრამ რადგან მათ გაფრთხილებას არ დაემორჩილა, გაათავისუფლეს". - აცხადებს ნინი ლორთქიფანიძე. მისი ინფორმაციით, დედის ადგილზე, კომპანიის მეპატრონემ, თურქი ქალბატონი დაასაქმა. თუ თვლის რომ უსამართლოდ გაანთავისუფლეს მაშინ შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს. მაგისთვის არსებობს შრომის კოდექსი. მაგრამ რაღაც არ მგონია. ადამიანი სამსახურიდან გაანთავისუფლეს რა შუაშია იქ პატრარქის ნათლულობა?? როგორ აკადრეს ? თუ პატრარქის ნათლული ყველა შემთხვევაში კარგი და კეთილსინდისიერია. ეს ვიდეოც მამაო იღებს, დაასწავლეს ბავშვს ტექსტი თან კარნახობენ მგონი. მიზანი ვიდეოსი: ეს დამპალი თურქები ,გვებრძვიან, გვჩაგვრავენ ჩვენს სამშობლოში, გადაშენდნენ თვითონ თავიანთი ისლამიანად. ისედაც თურქოფობია და ისლამოფობიაა ქვეყანაში. რასაც ეს მამაოც უწყობს ხელს, ამდენ სიძულვილს კიდევ უფრო აღვივებს , ავრცელებს. ისე სიყვარულის ქადაგება ევალებათ ,მაგრამ ეს მრევლის დაზომბირების სხვა ფორმაა, მეტი ზიზღი არაქართველებს ,არამართლმადიდებლებს. |
G_saxva |
![]()
პოსტი
#500
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
თუ თვლის რომ უსამართლოდ გაანთავისუფლეს მაშინ შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს. მაგისთვის არსებობს შრომის კოდექსი. მაგრამ რაღაც არ მგონია. ადამიანი სამსახურიდან გაანთავისუფლეს რა შუაშია იქ პატრარქის ნათლულობა?? როგორ აკადრეს ? თუ პატრარქის ნათლული ყველა შემთხვევაში კარგი და კეთილსინდისიერია. ეს ვიდეოც მამაო იღებს, დაასწავლეს ბავშვს ტექსტი თან კარნახობენ მგონი. მიზანი ვიდეოსი: ეს დამპალი თურქები ,გვებრძვიან, გვჩაგვრავენ ჩვენს სამშობლოში, გადაშენდნენ თვითონ თავიანთი ისლამიანად. ისედაც თურქოფობია და ისლამოფობიაა ქვეყანაში. რასაც ეს მამაოც უწყობს ხელს, ამდენ სიძულვილს კიდევ უფრო აღვივებს , ავრცელებს. ისე სიყვარულის ქადაგება ევალებათ ,მაგრამ ეს მრევლის დაზომბირების სხვა ფორმაა, მეტი ზიზღი არაქართველებს ,არამართლმადიდებლებს. წავლენ წამოვლენ და ეკლესიას რომ არ შეუტიონ არ შეუძLიათ ცუდია სხვას მოუწოდებდე საღი აზრისკენ და თავად არ გაგაჩნდეს ის. როცა რაიმეს აკირტიკებ სჯობს კარგად გაეცნო თემას და მერე დაიწყო მისი კრიტიკა, თან ისეთი მაგალითIს მოყვნა რაც საერთოდ თემისგან განცალკევებით დგას არაა მართებული. ახლა იმ ფაქტს დავდებ რაც ეკლესიასთან არ არის კავშირში, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში რომ დისკრიმინაციას გიწევს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ამის ცოცხალი მაგალითია, რასაც თავად ძირეული თემა შეეხებოდა. "ღამის კლუბები თბილისის ცენტრში, სადაც ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ" - "თბილისის ფორუმზე" ამ სათაურით გახსნილ თემაში ავტორი თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტის შესახებ იუწყება. თემის ავტორი ამბობს, რომ თავად სცადა ერთ-ერთ ღამის კლუბში შესვლა, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ არ შეუშვა დაცვამ, რომ ქართველია. ინტერნეტმომხმარებელი დეტალურად აღწერს ფაქტს და თან ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს. ამონარიდი გამოქვეყნებული პოსტიდან: "მოკლედ, აგერაა ჩვენი გადაღებული ფაქტები თბილისის ცენტრში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის, როცა კონკრეტულად ქართველებს ეთნიკური ნიშნით არ უშვებენ უცხოელების, არაბების და თურქების ღამის კლუბებში. დაცვა პირდაპირ, ღიად ამბობს, რომ კლუბების მფლობელებისგან კონკრეტულად ქართველების შეშვებაზე აქვთ აკრძალვა (უფრო სწორად, ქართველი კაცების, ქალებს უშვებენ), რაც ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტია და საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება. 5-6 ღამის კლუბში ვიყავით აღმაშენებელზე და რესპუბლიკის მოედნის ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელში და ყველგან იგივე სიტუაცია იყო, დაცვა ყველგან ღიად ამბობდა, რომ ქართველებზე ჰქონდათ აკრძალვა. ნუ ყველგან რომ პროსტიტუციის ბუდეა და ეგეც კანონის დარღვევაა, ეგ ცალკე თემაა", - წერს ავტორი. ინტერნეტმომხმარებელი იუწყება, რომ თანამოაზრეებთან ერთად კვირას, 22:30-ზე ღამის კლუბთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. "ჩვენ ვაპირებთ ამ ფაქტის გაპროტესტებას, რათა მოხდეს ამ კანონდარღვევაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა, შესაბამისი ორგანოების მიერ დაინტერესება და ა.შ. და შემდეგ ვაპირებთ უკვე სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოს გზით. ჰოდა, ვინც დაინტერესებული ხართ, რომ პირდაპირ თბილისის ცენტრში არ ხდებოდეს ქართველების ეროვნული ნიშნით დამცირება და დისკრიმინაცია, კვირას, 22:30-ზე შემოგვიერთდით საპროტესტო აქციაზე. ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, შადრევანთან. ადრე რომ აღმაშენებლის ძეგლი იდგა, იქ", - წერს "თბილისის ფორუმის" მომხმარებელი. ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/89772-gha...l#ixzz2k1vZ53Nw რაც შეეხება იმ პიროვნებას, რომელმაც სამსახურში ჯვრის ხატის და მართლმადიდებლოასთან დაკავშირებული ნივთების ტარება-ქონა აკრძალა, რასაც ასეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაფრთხილება მიეცა სამართალამცავების მხირდან. "ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფომაცია იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში გადაამოწმა, სადაც დაუდასტურეს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და ისიც აღნიშნეს, რომ თექინ ატიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შსს-ში კი აცხადებენ, რომ თექინ ატიკს სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება მიეცა. ნაკადული:/ http://geo.interpressnews.ge/geo/ekonomiki...amarthaven.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი