IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
G_saxva
პოსტი Nov 11 2013, 03:32 PM
პოსტი #501


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



არქიმანდრიტ ბართლომეს საეკლესიო სასჯელი დაედო
14:46 11-11-2013
არქიმანდრიტ ბართლომეს საეკლესიო სასჯელი დაედო საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ რამდენიმე დღის წინ დადებულ წყევლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულის გამო მას ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი, რომლის გამოტანის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს; ეკლესიაში არსებული სულიერი მკურნალობის, გამოსწორების საშუალება, რომელიც ცოდვის გამო ინიშნება) დაედო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქიმანდრიტს ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, თუმცა როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არ ჰქონდა უფლება აღნიშნული თვითნებურად განეხორციელებინა.
"ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) მიერ დადებული წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია, ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ, როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არა აქვს უფლება, ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიტემია.
ეკლესია ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის და ავედრებს ჩვენს ქვეყანას უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა და წმიდათა დასს, რაც ბუნებრივია, გულისხმობს ჩვენს მფარველად და წინამბრძოლად ყოვლადწმინდა სამების და ზეციურ ძალთა მოხმობას.
უფალი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ და დაუსჯელი არავინ დარჩება - არც ცილისმწამებელნი და არც ღვთისა და ქვეყნის მოღალატენი.
ასე, რომ, ღმერთის მსჯავრი ისედაც აღსრულდება თითოეულ ჩვენგანზე, ოღონდ როდესაც ესა თუ ის პიროვნება ზოგჯერ წყევლით ცდილობს დააჩქაროს უფლის სასჯელი, ამით იგი საფრთხეში იგდებს თავის თავსაც, რადგან თუ ის მართალი არ არის ღვთის წინაშე, თავად აღმოჩნდება უფლის სასჯელის ქვეშ", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ნაკადული:\ http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...jeli-daedo.html


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 14 2013, 05:23 PM
პოსტი #502


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



სახალხო დამცველი უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე “იდენტობის” ინიციატივასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. სახალხო დამცველი მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. სახალხო დამცველისთვის ქ. თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა 7 657 ოჯახმა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012 წელი, სათანადო საცხოვრისის უფლება, გვ. 575–583).


უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება „ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა… მონაწილე სახელმწიფოები… მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31).

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის „იდენტობა“ პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას „ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. . . . მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.“

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი.

ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას,” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ნაკადული:\ ambioni.ge
ჩემი აზრით ამას კარგია რაფერი მოყვება.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 15 2013, 02:41 AM
პოსტი #503


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,მაგრად მუშაობს'' იდენტობა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 15 2013, 09:35 AM
პოსტი #504


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მე არ მომწონს არც მათი ასე გააქტიურება არც ასეთი დაპირისპირება :|


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 15 2013, 10:50 AM
პოსტი #505


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



IPB-ს სურათი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“უკანასკნელ პერიოდში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში გაჩნდა უცნობი წარმომავლობის განცხადება, რომელიც მკითხველს აუწყებს ე.წ. “ელიტარული სასაფლაოს” გახსნას ვაკეში, რომელსაც ხელმძღვანელობს ვინმე მამა იოანე. განცხადებაში წერია, თითოქს აღნიშნული სასაფლაო საპატრიარქოს კუთვნილებაშია. საპატრიარქოს პრესცენტრი ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საპატრიარქოს არავითარი კავშირი არ აქვს ხსენებულ სასაფლაოსთან,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში (13.11.2013).
ნაკადული\ambini.ge

biggrin.gif biggrin.gif: biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2013, 10:58 AM
პოსტი #506


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,436
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Nov 15 2013, 11:50 AM) *

IPB-ს სურათი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“უკანასკნელ პერიოდში საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში გაჩნდა უცნობი წარმომავლობის განცხადება, რომელიც მკითხველს აუწყებს ე.წ. “ელიტარული სასაფლაოს” გახსნას ვაკეში, რომელსაც ხელმძღვანელობს ვინმე მამა იოანე. განცხადებაში წერია, თითოქს აღნიშნული სასაფლაო საპატრიარქოს კუთვნილებაშია. საპატრიარქოს პრესცენტრი ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საპატრიარქოს არავითარი კავშირი არ აქვს ხსენებულ სასაფლაოსთან,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში (13.11.2013).
ნაკადული\ambini.ge

biggrin.gif biggrin.gif: biggrin.gif


ვაიმე, არ შემიძლია laugh.gif არ დაგვხოცეს ელიტარულად biggrin.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 15 2013, 04:21 PM
პოსტი #507


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ "ფეისბუქზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით – "ბათუმში მღვდელმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს".

ვიდეოს გამოქვეყნებისას თუთბერიძე წერდა: "კიდევ თუთბერიძე ებრძვის ხომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას? smile.gif მამა ალექსანდრე გალდავამ, როგორც გუშინ განმიცხადა გრიგოლიას გადაცემაში, ერთ მხარეს მე ვარ თურმე და მეორე მხარეს ყველა მღვდელი და ვინაიდან ეს მღვდლები მიიჩნევენ, რომ მე ვებრძვი ეკლესიას და მართლმადიდებლობას, ამიტომ ეს ასეა smile.gif. კარგით ბატონებო, როგორც გენებოთ, ვიყო მე ეკლესიის მტერი, ანტიქრისტე, სატანის მოციქული და სატანის მოციქულის მოციქულიც, მთავარია თქვენ ხომ ხართ კეთილისმყოფელები მართლმადიდებელი ეკლესიის".

თეა თუთბერიძის გამოქვეყნებულ ვიდეოს და კომენტარს თავის მხრივ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ის მამაო გამოეხმაურა, რომელიც ვიდეოში ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. მამაო წერს:

"თუთბერიძე შე ნაძირალა მე ის მამაო ვარ ვინც მაგ კადრშია და სწორედ ის რისხვა ვარ შენი, რომელიც შენმა კუდმა და სოდმა ვერ გაააგენტა. სწორედ ის მამაო ვარ რომელმაც მაგ ქალის მიერ მიყრილ შვილებს ფერიის ბავშვთა სახლში 4 წელი ვუვლიდი და მაგ ქალმა საბერძნეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მიჩივლა და შენმა სააკაშვილის დაწყევლილმა ნაცხროვამ 9 თვე უკანონო პატიმრობაში მამყოფა სწორედ მაგ ქალის ცრუ საჩივარზე. სწორედ ის მამაო ვარ რომელიც 2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გამამართლებელი განაჩენით გამათავისუფლა უკანონო პატიმრობიდან. სწორედ ის მამაო ვარ რომელიც შემდგომში ორმა ინსტანციამ სრულიად უდანაშაულოდ სცნო და აღიარა ჩემი სიმართლე. სწორედ ის მამაო ვარ ვინც წლებია შენმა კუდმა და სოდმა შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად ვერ გადამიბირეს და ამის გამო ციხეში განაგრძეს ჩემი ტანჯვა წამება. სწორედ ის მამაო ვარ რომელიც მიუხედავად ციხეში უკანონოდ ჩაგდებისა არ ვუღალატე ჩემს სინდისს, ზნეობას, უფალს, პატრიარქსა და დედა ეკლესიას. სწორედ ის მამაო ვარ რომელიც ყელში გეჩხირებით ნაცხროვას, თავისუფლების ინსტიტუტს, ბათუმის აჭარა პ.ს-ს-ა და მის რედაქტორს ჯემალ მეგრელიძესა და მთელ თქვენს მოდგმას.

იქნება მაგ ვიდეოს გამოქვეყნებამდე გეყურა და მოგესმინა ეგ ფილმი და დარწმუნებული ვარ აღარ გამოაქვეყნებდი რადგან მაგ ვიდეოში ჩემი არანაირი დანაშაული არ არის პირიქით ეგ ქალი მაგინებს დედას, მწყევლის და მაფურთხებს, ქალი რომლის შვილებს 4 წელი მე ვუარე და არა მარტო შვილებს არამედ მის ნათესავებსაც რაც სასამართლომ აბსოლუტურად დაადასტურა. ნაძირალავ ახლა კი რად გინდა ვინმეს დაწყევლა ისედაც ნათელია რომ შენი ნებითვე დაწყევლილი ხარ და ადამიანური ჰიპოსტასი აღარ გაგაჩნია.
მე აქვე საზოგადოების გასაგონად გეტყვი ამის გამო შენ პასუხს აგებ მკაცრად, გპირდები".

ბერმონაზონ ლუკა კოკორაშვილს თუთბერიძე "ფეისბუქით" პასუხობს:

"ეს კაცი სრულ ჭკუაზე ვერ არის აშკარად smile.gif) ეტყობა ვერ ხვდება, რომ მე არ მაინტერესებს ჩვეულებრივი მოქალაქე რას აკეთებს ამ ან სხვა შემთხვევაში. ეტყობა ვერც იმას ხვდება, რომ სასულიერო პირი რომ გქვია, შენი და ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანის ქმედებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. გეგონება მე ვაფურთხებ იქ იმ ქალებს ან მე ვაძახებ ვინ ვის ჩაუწვა ლოგინში smile.gif"

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბერმა ლუკამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და მთავრობას მიმართავს.
http://news.ge/ge/news/story/70275-beri-lu...s-she-nadzirala


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 15 2013, 04:23 PM
პოსტი #508


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ხოოო ამაზე უნდა მეკიტხა შენთვის. თუთბერიძის ვიდეოში რომ არის ის ქალი რომ უყვირის საპატრიარქომ ხო გამოგაგდოვო, სინამდვილეში ხო ნამდვილი ბერია?


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 15 2013, 04:28 PM
პოსტი #509


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



qetevano
ეს ძველი ვიდეოა მგონი აქც დავდე მე biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 15 2013, 04:38 PM
პოსტი #510


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ეგ ვიდეო როდინდელიც გინდა იყოს. მამა ლუკა ხომ ნამდვილად ბერია, მე ეგ მაინტერესებს


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 15 2013, 04:39 PM
პოსტი #511


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ბერი ლუკა კოკორაშვილი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და მთავრობას მიმართავს.

„მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბერი ვარ მემგონი ფრთები არ მაქვს შესხმული და ანგელოზი არ ვარ, მეც ხორციელი, მოკვდავი და ცოდვილი ადამიანი ვარ და მეც გამაჩნია ნერვული სისტემა. ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა არამარტო ჩემზე არამედ ბევრ ადამიანზე იმოქმედა, აქედან ზოგი დადებითად ეხმაურება ამ ამბავს, ზოგი უარყოფითად“,- ამბობს ბერი ლუკა მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ბერი ლუკა 40 წუთიან ვიდეომიმართვაში ვრცლად საუბრობს და იხსენებს თავის დაპატიმრების ამბავსაც.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ "ფეისბუქზე" ბერი ლუკას ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით – "ბათუმში მღვდელმა და ქალმა ერთმანეთს აფურთხეს".

აღნიშულ ვიდეოს ბერის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა: "თუთბერიძე შე ნაძირალა მე ის მამაო ვარ ვინც მაგ კადრშია და სწორედ ის რისხვა ვარ შენი, რომელიც შენმა კუდმა და სოდმა ვერ გაააგენტა".


ნაკადული:/http://news.ge/ge/news/story/70311-beri-luka-videomimartvas-avrtselebs

ვიდოცაა და უყურე


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ratinwt
პოსტი Nov 16 2013, 12:18 PM
პოსტი #512


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-April 13
წევრი № 13,058



"ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევს"

ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ“

როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ბავშვების ბედი ვანდოთ?

აი სრული სტატიაა ,მერე სხვას რომ აბრალებენ რაღაცას ,ცვლიან ჩვენს ნათქვამებსო.


"არ დავზოგავთ" რას ნიშნავს ეს? ყველა შემთხვევაში ძალადობის გამოვლენა და წახალისებაა ასეთი ქმედების. ასეთ ადამიანს აქვს პრეტენზია რაიმე ნაირად ქრისტიანობაზე? და ვინმეს ქრისტიანობის სახელით ელაპარაკება?

მერე ბავშვების ბედი ვანდოთო - შენ ვინ ხარ რომ ანდო? რატომ ჰგონიათ რომ ყველაფერი მათ თავზე წყდება?

მუდმივად არასამთავრობოებს რომ აბრალებენ გრანტიჭამიაობას, 25 მილიონი და სხვა უამრავი ფული მე მერიცხება? გააკეთონ მსგავსი თავშესაფარები ,ნაცვლად იმისა რომ სხვას აუკრძალონ ქველმოქმედების კეთება. ამის უფლება არ აქვთ და ვერც ვერანაირად ვერ იზავენ,მაგრამ მაინც.

რატო უნდა შეეწინააღმდეგოს ამ აზრს ნორმალური ადამიანი? თითქოს მტრის საზოგადოების წინაშე კარგად წარმოჩენა არ უნდათ. ძალაუფლების დაკარგვა


რა არის ქრისტიანობა ? რა არის ქრისტიანობის მთავარი სიტყვა? ყველაფერს ხომ ისევ მოყვასის სიყვარულამდე მივყავართ, სიკეთემდე.

ჰოდა ესენი თუ მართლა ქრისტიანები არიან ,საიდან აქვთ ამდენი ბოღმა და ზიზღი. განსხავებულის მეტად გარიყვა,უარეს მდგომარეობაში ჩაყენება. ყველაფერი ქრისტეს ქმედების წინააღმდეგ.







რა აზრი აქვს ამდენ წერას. ახლა ამაშიც ყველაფერს იდენტობას დააბრალებენ რომ ეს ყველაფერი საპატრიარქოს წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედება იყოო.

შავზე თეთრ , იტყვის თავს დაიბრმავებს და არ იტყვის სიმართლეს რაც ეკლესიას ეხება.


რეალობა კი ასე იყო :ყო სახლი ,ფართი ,რომელიც არ იყო მთლად იდეალურ მდგომარეობაში ,მაგრამ იყო აუთვისებელი. ამ სახლის პატრონმა თქვა რომ ამ ცივ სამთარში, აქ ძალიან ბევრი ადამიანის შეფარება შეიძლებოდა. შეიძლება საწყის ეტაპზე არ ყოფილიყო ეს იდეალური თავშესაფარი,მაგრამ ზამთარს მაინც გადაატანინებდა ბევრს. მერე ამ ქალმა მიმართა სხვა ადამიანს,რომელსაც თხოვა იქნებ ნახო რომელიმე ორგანიზაცია რომელიც დაგვეხმარება ,რომ აქ მოვაწყოთ თავშესაფარი. მიმართეს ბევრ ორგანიზაციას , დახმარება სთხოვეს. ვერავინ ვერ მოახერხა ეს, გარდა იდენტობისა.მხოლოდ მათი ხელმძღვანელი დათანხმდა. ასე კეთდებოდა საქმე ყინვებამდე რომ მოსწრებულიყო პროექტი. მერე ჩაწერეს 1 წუთი მაესტროზე, ხალხს ,ყველა ორგანიზაციას მოუწოდეს რომ აი ამ საქმეს ვაკეთებთ ,რომელსაც თუ მოვინდომებთ არ სჭირდება არაფერი განსაკუთრებული. ფიზიკურად ან რაიმენარად თუ დაგვეხმარებით კარგი იქნება, მერე გამოქვეყნდა ის უცნაური სტატია ,რამაც არია ყველაფერი.რომელიც არ შეესაბამება არც ქრისტიანობას,არც სიკეთეს ,არც ადამიანთა უფლებების დაცვისკენაა მიმართული.

მაგრამ ვისაც სიმართლის დანახვა არ უნდა ვერ დიანახავს.



იდენტობის გაკეთებული სიკეთეც არ ვარგა, ახალი მოძღვრებაა ასეთი, თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებს რომ უწოდებს ისეთი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 16 2013, 12:33 PM
პოსტი #513


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ratinwt

სახალხო დამცველის განცხადება "იდენტობის" ინიციატივაზე თავშესაფრის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს "იდენტობის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა უსახლკაროების თავშესაფრით უზრუნველყოფას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს.

სახალხო დამცველისთვის ქ. თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა 7 657 ოჯახმა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012 წელი, სათანადო საცხოვრისის უფლება, გვ. 575–583).

უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.


სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება „ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა... მონაწილე სახელმწიფოები... მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31).

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის „იდენტობა“ პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას „ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.“

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს.

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი.

ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას."
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25395/

,,საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ''

,,სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს.''



სახალხო დამცველის აპარატი და ჯანდაცვის სამინისტრო , როდის შემდეგ გახდა საპატრიარქოს საკუთრება ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 16 2013, 12:43 PM
პოსტი #514


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ratinwt
ციტატა
მუდმივად არასამთავრობოებს რომ აბრალებენ გრანტიჭამიაობას, 25 მილიონი და სხვა უამრავი ფული მე მერიცხება? გააკეთონ მსგავსი თავშესაფარები ,ნაცვლად იმისა რომ სხვას აუკრძალონ ქველმოქმედების კეთება. ამის უფლება არ აქვთ და ვერც ვერანაირად ვერ იზავენ,მაგრამ მაინც.

ყბადაღებული 25 მილიონი გეგმის მიხედვით იხარჯება და თუ ეს არ იცი შეგიძლია გადაამოწმო , მონახო შესაბამისი დოკუმენტები და შემდეგ ილაპარაკო .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 18 2013, 01:28 AM
პოსტი #515


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სასულიერო პირებმა კანცელარიაში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო კაბინეტი აკურთხეს
თბილისი 18:41 - 17.11.13 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა408 ზომა:
სასულიერო პირებმა სახელმწიფო კანცელარიის 10-ე სართულზე გიორგი მარგველაშვილის სამუშაო კაბინეტი აკურთხეს.
როგორც კანცელარიის წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი უახლოესი თვეების განმავლობაში სწორედ მთავრობის სასახლიდან განახორციელებს მისი უფლება-მოვალეობების შესრულებას.

გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში იმუშავებს, თუმცა მას ჯერ-ჯერობით ახალ კაბინეტში პირადი ნივთები არ მიუტანია.

უკვე ცნობილია, რომ ამავე შენობაში დაიდებს ბინას პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად განთავსდება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის კაბინეტი.

გიორგი მარგველაშვლი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

http://ghn.ge/news-98780.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 22 2013, 11:47 AM
პოსტი #516


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მართლმადიდებლური მრევლის ნაწილი და სასულიერო პირები უკვე რამდენიმე დღეა, იუსტიციის სახლთან სადღეღამისო აქციებს
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...-shesakheb.html
გურამ გონი ეს შენი მოძღვარია არა?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2013, 12:39 AM
პოსტი #517


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
კი . ჩემი მოძღვარია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 26 2013, 02:44 PM
პოსტი #518


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა. კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში შევლენ : თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა კომიისიის წარდგენისას განაცხადა, კომისიის თითოეული წევრი მათ მიმართ საზოგადოების ნდობისა და იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ არც ერთი მათგანი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის.
"მინდა, კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოვან და ამავე დროს რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და ასევე კომისიის დებულებაზე, რომ დაიხვეწოს და გახდეს ეფექტური. კომისიის ყველა წევრის შერჩევის კრიტერიუმი ეს იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოების მხრიდან, ის რომ ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მათი განსაკუთრებული ღირებულებებისა და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც მათ ბიოგრაფიას გასდევს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ციტატა
მიტროპოლიტი მამა თეოდორე

მიტროპოლიტს თუ წერენ მამა რაღად უნდა, ან გვარი მაინც მიაწერონ რა არის


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 26 2013, 05:51 PM
პოსტი #519


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
, მიტროპოლიტი მამა თეოდორე,

ალბათ ქორეპისკოპოსზეა საუბარი მიტროპოლით თოდორე ჭუაძეზე


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 26 2013, 07:27 PM
პოსტი #520


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ციტატა
ალბათ ქორეპისკოპოსზეა საუბარი მიტროპოლით თოდორე ჭუაძეზე

ეგ კი მივხვდი რომ მასზეა, ხოო ისა შეიზლება ასეთ საბჭოში სასულიერო პირი იყოს? დამაინტერესეა ისე


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 24 25 26 27 28 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 08:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი