სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| A.V.M |
Jul 29 2014, 06:36 PM
პოსტი
#621
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
„ფუნდამენტური რელიგიური დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ“, რომლის მე-6 გვერდზეც, ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:
„თეოლოგი ბექა მინდიაშვილი: „ჰომოსექსუალებზე ბიბლიაში კონკრეტული სასჯელები არის გათვალისწინებული - ეპიდემიები, საეკლესიო სასჯელები“. ------- ამ ქვეყანას რომ არ ყავს პატრონი კი ვიცი , ეს საიტიც უპატრონოა ? ჯერ იყო და ილია ჭავჭავაძის მიერ ,გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი ნაშრომი , ეკლესიისადმი კრიტიკად შერაცხეთ და მართლმადიდებლობას დაუკავშირეთ , ახლა კიდევ , ეპიდემიასა და ეპიტიმიას ვერ არჩევთ ერთმანეთისგან . დალოცვილებო , ღორის გრიპი და მეტანიების გაკეთება , ერთმანეთისგან როგორ ვერ უნდა გაარჩიოთ , რამის აზრზზე თუ ხართ ? http://identoba.files.wordpress.com/2014/0...iknavelidze.pdf -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
| A.V.M |
Aug 4 2014, 12:48 PM
პოსტი
#622
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რა დაგვანახა წმ. მამების წმინდა ნაწილების ამობრძანებამ ანუ ფაქტები და მორალი
2014 წლის 24 თებერვალი, 13:29-ზე 1. ფაქტი: ქართველი "თეოლოგი", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, შეიძლება დარჩეს უვიცი და მარტივი ბიბლიური "პასაჟებისა" და "ნარატივების" უცოდინარი. სამაგიეროდ, ეყოფა გამბედაობა საკუთარ თავს უწოდოს "თეოლოგი" და დააფიქსიროს საკუთარი "კომპეტენტური აზრი" ნებისმიერ საღვთისმეტყველო საკითხზე, მაგალითად, წმინდანთა პატიოსანი ნაწილების აღმოყვანებაზე. მორალი: დაახლოვებით ის, რომ "მარტო წვრთნა ვერ შველის", ანუ წამყვანი ევროპული უმაღლესი სასწავლებელიც კი შეიძლება უძლური იყოს (შესაძლოა, სხვა ვარიანტიც - მის სახელმძღვანელოში ეს ადგილები ამოხეული იყო). 2. ფაქტი: ქართველმა "ლიბერალმა" შეიძლება გამეტებით ჩაწიხლოს მისგან "განსხვავებული", მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანი, რომელსაც სწამს, რომ წმინდანის წმინდა ნაწილიებისადმი პატივის მიგება მისი რელიგიის არსებითი ნაწილია. ამასთან, ეს "ლიბერალი" დარჩეს "პლურალიზმის" "მანიფესტაციური" და "დეკლარაციული" "აპოლოგეტი". მორალი: "ქართული ეროვნული ლიბერალიზმი" - "განსხვავებულის პატივისცემა ვიცი მე ტრაქტატებში და დეკლარაციებში, ან, როცა მე ვარ გასხვავებული!" 3. ფაქტი: ქართველ "ინტელექტუალს", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს, მხოლოდ "ნეკროფილიის" ასოციაცია. მორალი: იხ. 1-ლი. 4. ქართველი "რუსეთის მტერი ნაციონალი", გასაგებია, რომ თავის დროზე მ. გაბრიელმა ლენინის პლაკატი დაწვა და ამით იმპერიალიზმს და ტირანიას დაუპირისპირდა და სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვენი გმირიც იქნებოდა, მაგრამ ... მორალი: გაუგებარი! 5. ქართველი "უფლებადამცველი" და "თეოლოგი", შეიძლება პრინციპულად და ისტერიულად დუმდეს, როდესაც საჯაროვდება, რომ ყოფილი შს მინისტრი დაუფარავად ითხოვს ადამიანების მოკვლას და მათი "გვამების" მირთმევას (ნუ, მანამდე "ციხის კადრებზე"), სამაგიეროდ ისტერიულად შეშფოთდეს, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საკუთარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ასრულებს და წმინდანთა "პატიოსან ნაწილებს" პატივს მიაგებს. მორალი: ... 6. ფაქტი: საქართველოს ეკლესია ცდილობს წმ. მამების წმინდა ნაწილები, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ტაძარში გადაასვენოს. მორალი: იქნებ წმინდანის პატივის მისაგებად მისული "მრევლი" ტაძარში სავალდებულო შესვლით მაინც დაეჭვდეს ამ კონკრეტული წმინდანისა და ქრისტიანობის კავშირზე და სამომავლოდ ღმერთიც იწამოს, წმინდანის გარდა.* *ნუ ეს, სასურველი "მორალი", რეალური კი - სადღაც წმინდანის გაკერპებასა და ქრისტიანულ ტრადიცის შორის. 7. ფაქტი: ქართველი "მრევლი", შეიძლება შეწუხდეს იმით, რომ წმინდანის საფლავის ტაძარში მოთავსება საფლავიდან "წმინდა მიწის" წაღებას შეუძლებელს გახდის. მორალი: მთავარია მადლი და არა "წმინდა მიწა"!* *ესეც სასურველი, რეალური - კანდელის ზეთი ხომ იქნება! ფაქტებისა და მორალის ერთობლიობა შემდეგ სურათს ქმნის: აბსტრაქტული და ფასადური რწმენა, ინტელექტი და ფასეულობები! არჩილ მეტრეველი -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
| marine |
Feb 23 2021, 09:11 PM
პოსტი
#623
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,719 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პოზიცია-ოპოზიციამ ერთმანეთთან კინკლაობას ხალხი და ქვეყანა გადააყოლეს...
ოცი წელი მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ... სხვა ეტაპი მინდა, სხვა გამოწვევები. იყოს პრობლემებიც, ოღონდ სხვა!.." /მამა პეტრე კვარაცხელია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 27 2024, 08:28 PM
პოსტი
#624
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,719 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 17 2026, 08:50 PM
პოსტი
#625
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,719 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება რამის თქმა. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკურნალობის შესახებ მოწვეული კონსილიუმის შემადგენლობაში იყო.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის მდგომარეობის სამართავად რა პრეპარატებიცაა საჭირო, როგორც მედიკამენტები, ისე ტექნიკური აღჭურვილობა, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. „დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი. [კუჭის სისხლდენა] ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე, წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე. ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია. ამ ეტაპზე, მის მდგომარეობას რა პრეპარატებიც სჭირდება, როგორც მედიკამენტებით, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. ამ კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები, 8 ექიმი ვიყავით, ვერ გეტყვით უცხოელ სპეციალისტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა." ფორუმელებო, ვილოცოთ პატრიარქის სიცოცხლისთვის!!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd April 2026 - 03:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი