IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> აფხაზეთი, მოდერს ბოდიშს ვუხდი ტოპიკის ხელმეორედ გახსნისთვის
ნიანია
პოსტი Apr 12 2007, 01:16 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ეს მიმართვა ადრეც დავდე ამ ფორუმზე. მაშინ ეს პირადად ჩემი ინიციატივით მოხდა, მაგრამ ეხლა უკვე ჩემმა ხელმძღვანელობამ მთხოვა რომ ეს მიმართვა ყველა ფორუმზე დამედო და მათ შორის მართლმადიდებლურზეც.
მოდერს ბოდიშს ვუხდი ურჩობისათვის და ვთხოვ ეს ერთი დღე მაინც არ დამიხუროს ტოპიკი.

ეს მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაცია, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გაავრცელა სამი კვირის წინ. ეს არის პირველი ნაბიჯი კამპანიისა რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია იწყებს. მინდა აღვნიშნო რომ მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართული, ასევე აფხაზური და უცხოური მხრიდან. ბევრს მოეწონა ბევრს კი უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა სამივე მხრიდან. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია ძირითადად დადებითია.

აქვე მინდა აღვნიშნო რომ ამ მიმართვით ან კიდევ მომავალი კამპანიით ჩვენ არ გვაქვს ის ამბიცია რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ. როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ ჯერ ქართველებმა უნდა შევიგნოთ ომით გვინდა აფხაზეთის დაკარგვა თუ მშვიდობიანი გზით. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი გზაა ჩვენი არჩევანი, მაშინ ვთვლით რომ აღნიშნული ინიციატივა სწორედ რომ ამას ემსახურება. დაძაბულ ურთიერთობაში ყოველთვის ჯობია ძლიერმა გადადგას ნაბიჯი შერიგებისაკენ რათა ამით მასზე სუსტიც, თუნდაც რომ დამნაშავე იყოს, დიალოგისაკენ წამოიყვანოს.

გთხოვთ გაეცნოთ და თქვენი მოსაზრებები დაპოსტოთ.
მოდერს კიდევ ვთხოვ პატიებას ურჩობისათვის


თბილისი, 2007 წლის 7 მარტი

კამპანია `სათამიზ~ / `ბოდიში”

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ ამ მიმართვის გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით.

დღეს, როდესაც 15 წელია გასული ტრაგიკული ომის მერე, გაცილებით ადვილია შეფასდეს ის მოვლენები, რამაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია.
დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

წლების წინ საზოგადოების ნაწილი ცდილობდა წინ აღდგომოდა ომის ესკალაციას. ამ პროვოკაციული ომის საწინააღმდეგო განცხადებებს უკანონო დაკავებებიც მოჰყვა, რომელთა შესახებ საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი. ბევრი ჩვენგანი იმ დროს ბავშვი იყო და დღემდე გაუგებარია ომის მიზეზები. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი – ბუნდოვანი.

ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ჩვენ თითოეულ აფხაზს გვინდა პატიება ვთხოვოთ.

ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.

ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.
ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.
ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ კი გვინდა ჩვენი მიმართვის საჯაროდ გაცხადება:

ბოდიში.

ნუ დავყოფთ ერთმანეთს “ჩვენებად” და “იმათიანებად~, „მტრად~ და „მოყვარედ“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. თუმცა ხელისუფლება ქართველი ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავდა.

ბოდიში რომ ქართველები ერქვათ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდნენ. ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია.

ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.
დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „ბოდიში“ და გვინდა ყველა დავაფიქროთ ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, დავფიქრდეთ დღევანდელობაზე და ვეძებოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ვიწყებთ ბოდიშის მოხდით და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ სუფთა გულით მეტის მიღწევა შეიძლება და რომ ომს, ძალადობას და იარაღის ჟღარუნს არანაირი გამართლება არა აქვს.

გვინდა ვაჩვენოთ ყველას რამდენად ძვირფასია ჩვენთვის აფხაზური კულტურა, აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა...

ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.

მოგმართავთ თითოეულ აფხაზს.

წინასწარ ვიცით, რომ ეს მიმართვა წინააღმდეგობას მრავალი მხრიდან გამოიწვევს. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეგვიძლია.

ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, აფახაზი და ქართველი ხალხი რჩება. ჩვენმა შვილებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.

ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის.





--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 03:26 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ნიანია
ძალიან კარგია მიმართვაა მომეწონა,მაგრამ მთავარია იქედან რა პასუხს მივიღებთ.გეთანხმები იმაში რომ ბოდიში მოსახდელი გვაქ თუნდაც მხოლოდ მხედრიონის გამო.მაგრამ სისასტიკე და დაუნდობლობა მეორე მხრიდანაც იყო.ასე რომ ბოდიში მარტო ქართველებს არ გვმართებს..


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 03:40 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ასეთი ბოდიში დიდი ტყუილია. ბოდიშს ვერ მოიხდის და მით უმეტეს ამ ბოდიშს ვერ მიიღებს ის ვინც იბრძოდა.
ნაადრევია.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 12 2007, 03:45 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ასეთი ბოდიში დიდი ტყუილია


ტყუილში რას გულისხმობ, თვალთმაქცობა გგონია ეს სიტყვები თუ უშედეგოა და მაგიტოა ტყუილი? პირველი გამორიცხე იმიტომ რომ ეს ინიციატივა ერთ რამეში არ მოუფიქრებით მის ავტორებს, ამაზე ძალიან დიდხანს იმსჯელეს, იფიქრეს და მერე დაწერეს და ბოლოს კი გაავრცელეს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ძალიან მოხარული ვიქნებით თუ დიდი ყინული ერთი მცირე კუთხე მაინც გალღვება ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობაში. თორემ ისე არც იმდენად ამბიციურები ვართ იმის ილუზია შევიქმნათ რომ ამით ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთო.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 12 2007, 03:45 PM
პოსტი #5


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



პატიება უფალს შევთხოვოთ ჯერ. ერთმანეთს რომ დავერიეთ მაშინ ქართველები და უმოწყალოთ ვხოცეთ და მერე ვიზრუნოთ აფხაზეთის დაბრუნებაზე. საერთოდ მაგრად მაინტერესებს რომ გაიძახიან აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიებიო (ასეც მოხდება მაგრამ...), რამდენად მზადაა საქართველო ამისთვის, ან ვინ უნდა დაასახლო იქ როცა სულ მალე გადაშენება გვემუქრება (გამრავლებაზე რომ აღარ ფიქრობს უმრავლესობა).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 03:47 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



mampali
არ არი ნაადრევი პირიქით ეხლა ნუ უახლოეს წლებში თუ მოვახერხებთ რამეს თორე ათწლეულები რომ გავა უფრო დავშორდებით ერთმანეთს და შთამომავლობას შეიძლება აღარც უნდოდეს მერე იქ ცხოვრება


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 12 2007, 03:48 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
ძალიან გადატვირთულია ბოდიშებით და არ მომეწონა....

1989 წელს ქართული სკოლა მე გადავწვი??? პროვოკაცია სეპარატისტებმა დაიწყეს... თორემ აფხაზი და ქართველი მტერი არასდროს ყოფილა

მე არ მომწონს.... sad.gif

ციტატა
მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

აფსუა ამილათრზი აიგუბარრა

ჰარა, აქირთჩვა შვა ბზია შვზბოიტ... 2kiss.gif

laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 03:50 PM
პოსტი #8


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ტყუილში რას გულისხმობ,


ტყუილში ვგულისხმობ იმას რომ ეს სიტყვებია ცარიელი და არც ერთი ჩვენგანი არ იხდის ბოდიშს. პირადად არ მესმის რაზე უნდა მოვუხადო ბოდიში. აი ჩეჩნებს ქონდათ და მოიხადეს, ჩერქეზებსაც აქვთ, სომხებსაც აქვთ ჩვენთან ბოდიში მოსახდელი მარა აი მე სეპარატისტს რატო უნდა მოვუხადო ბოდიში? რა მაქ საბოდიშო ამიხსენით და დავფიქრდები...


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 03:54 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



კანონისტი
დაგავიწყდა პირველი ვინ შევარდა იქ და დაერია აფხაზებს?? მე ნათესავები მყავს სოხუმელები ეხლა ლტოლვილები არიან.ისინი ყვებიან ხოლმე ჯაბა და მისი ამფსონები რეებს აკეთებდნენ მე იმას კი არ ვამბობ რომ ისინი არ ჩადიოდნენ სისასტიკეს-არცერთი არ აკლებდა ხელს! და საერთოდ წინასწარ იყო ჩემი აზრით დაგეგმილი საქართველოს დაქუცმაცება და წამოვეგეთ საუბედუროდ "გადასარევად"


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 12 2007, 03:58 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



კანონისტი

ციტატა
აფსუა ამილათრზი აიგუბარრა

ჰარა, აქირთჩვა შვა ბზია შვზბოიტ...

დავით საიდან იცი აფხაზური?! ცვენ კაი ხანი ვეძებდიტ აფხაზურის მცოდნეს და ეს ჩვენი მიმარტვა გადათარგმნე?

ხო რაც შეეხება შენს უარყოფით დამოკიდებულებას ასეთ მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ ძალიან ახლობელს ეჩხუბე და მანაც უსაძღვროდ გატკინა გული. გადის დრო, სიბრაზე ნელ-ნელა ცხრება და მერე ხვდები რომ ეს ადამიანი იმდენად ძვირფასია, (მიუხედავად დიდი წყენისა) რომ გინდა აღადგინო მასთან ურთიერთობა. რას აკეთებ ამ დროს? მიდიხარ და ტავიდან უწყებ ჩხუბს იმ გაგებით რომ შერიგდეთ თუ როგორც ძლიერი, თუნდაც ცამდე მარტალი ბოდიშს იხდი და ამით მასაც იწვევ რომ იგივენაირად გიპასუხოს შენ. შედეგი კი შერიგება იქნება, შეიძლება არა მყისიერი მაგრამ რაგაც ყინული ხომ გალხვება

კანონისტი

ისე ამ ტექსტის აფხაზური, რუსული და ინგლისური ვარიანტებიც გვაქვს


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 04:01 PM
პოსტი #11


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



არმომწონს ასეთი შეფასება წარსულისა. ეს არ იყო ქართულ აფხაზური კონფლიქტი. კი მარა მარტო აფხაზი გვებრძოდა? რატო არ ვამბობთ ქართულ სომხურ, რუსულ, კაზაკურ. ჩეჩნურ კონფლიქტს?
მე ბოდიში აფხაზთან არ მაქ მოსახდელი. ჩვენ სეპარატისტს და მის მეგობრებს ვებრძოდით და ახლაც სიამოვნებით ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ. ჯერ შევაფასოთ მოვლენები, დავარქვათ სახელები დამერე თუ გამოჩნდა რომ ბოდიშია მოსახდელი მაგასაც ვიზამთ.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 04:07 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



mampali
კი არ იყო მხოლოდ ქართულ-აფხაზური და ბევრი მხარე იყო ჩართული მაგრამ ჩვენგან ვინ იყო დამნაშავე ეგ უნდა ვიცოდეთ ყველამ რომ მერე სხვა მხარეს ვეძიოთ დამნაშავეები.მე იმ ბიჭებს არ ვგულისხმობ რომლებიც სამშობლოს სიყვარულით წავიდნენ იქ და შეეწირენ საქართველოს ერთიანობას


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 04:11 PM
პოსტი #13


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მარიტა ვინც ჩაიდინა ბრძოლის დროს დანაშაული ჩვენი მხრიდან გავასამართლოთ და ეგაა. რატო დადიან საერთოდ მხედრიონელები დღეს თავისუფლად? რატო არ იჭერენ. ჩვენი მხრიდან ბოდიშის მსგავსი იქნება ასეთი ნაბიჯი, თანაც ისეთი რომ აფხაზის გულსაც მოვიგებთ.
ეხლა ეგ ბოდიშის ტექსტი კი სისულელეა. წადით და იკითხეთ რამდენმა აფხაზმა იცის ამის შესახებ? არცერთმა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 12 2007, 04:15 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა(mampali @ Apr 12 2007, 05:01 PM) *

არმომწონს ასეთი შეფასება წარსულისა. ეს არ იყო ქართულ აფხაზური კონფლიქტი. კი მარა მარტო აფხაზი გვებრძოდა? რატო არ ვამბობთ ქართულ სომხურ, რუსულ, კაზაკურ. ჩეჩნურ კონფლიქტს?
მე ბოდიში აფხაზთან არ მაქ მოსახდელი. ჩვენ სეპარატისტს და მის მეგობრებს ვებრძოდით და ახლაც სიამოვნებით ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ. ჯერ შევაფასოთ მოვლენები, დავარქვათ სახელები დამერე თუ გამოჩნდა რომ ბოდიშია მოსახდელი მაგასაც ვიზამთ.

პრინციპში გეთანხმები, ბოდიში რატომ უნდა მოვუხადოთ აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე მცხოვრებთ ცოტა გაუგებარია, 300 000 ათასი მცხოვრები წამოსულია იქიდან. ყველაზე სწორი იქნება ბოდიში საკუთარ თავს მოვუხადოთ იმ დროს დაშვებული შეცდომების გამო და ეს შეცდომები მოვინანიოთ უფლის წინაშე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 04:15 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



mampali
კი სწორი ხარ რომ მხედრიონელები კაი ხნის დასაჭერები არიან და არამარტო მაგენი.ერთი მოხუცია კიდე ზედ მისაყოლებელი (მიხვდით ალბათ ვისაც ვგულისხმობ) გული მწყდება რომ 2 მართლმადიდებლური ქვეყანა-საქართველო და იუგოსლავია დაშლილია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი არ იყო...


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 04:16 PM
პოსტი #16


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



იუგოსლავია ალბათ უფრო მეტად ძალით იყო შექმნილი ვიდრე დაშლილი. ეგ რუსების ოცნება იყო სამხრეთ სლავების პატრონობა.
ჩვენ კი ძალით დაგვშალეს.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 12 2007, 04:18 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა(marita26 @ Apr 12 2007, 05:15 PM) *

mampali
კი სწორი ხარ რომ მხედრიონელები კაი ხნის დასაჭერები არიან და არამარტო მაგენი.ერთი მოხუცია კიდე ზედ მისაყოლებელი (მიხვდით ალბათ ვისაც ვგულისხმობ) გული მწყდება რომ 2 მართლმადიდებლური ქვეყანა-საქართველო და იუგოსლავია დაშლილია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი არ იყო...

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი თუ გაქვს ნანახე აფხაზეთის ომზე, იქ კარგად ჩანს ვინ იყო დამნაშავე. ერთი ეს მითხარი შევარდნაძეს (მე მგონი მას გულისხმობ) რაში ადანაშაუელებ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 12 2007, 04:20 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



mampali
გირჩევ წაიკითხო ამერიკელი ალენ დალასის გეგმა,ბევრ რამეს მიხვდები მათ შორის იმასაც როგორ ხდება ქვეყნების დაშლა.ცუდად გავხდი რომ წავიკითხე და ზუსტად ისე განვითარდა სცენარი საქართველოში


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 12 2007, 04:21 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
ციტატა
დავით საიდან იცი აფხაზური?! ცვენ კაი ხანი ვეძებდიტ აფხაზურის მცოდნეს და ეს ჩვენი მიმარტვა გადათარგმნე?

ხო რაც შეეხება შენს უარყოფით დამოკიდებულებას ასეთ მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ ძალიან ახლობელს ეჩხუბე და მანაც უსაძღვროდ გატკინა გული. გადის დრო, სიბრაზე ნელ-ნელა ცხრება და მერე ხვდები რომ ეს ადამიანი იმდენად ძვირფასია, (მიუხედავად დიდი წყენისა) რომ გინდა აღადგინო მასთან ურთიერთობა. რას აკეთებ ამ დროს? მიდიხარ და ტავიდან უწყებ ჩხუბს იმ გაგებით რომ შერიგდეთ თუ როგორც ძლიერი, თუნდაც ცამდე მარტალი ბოდიშს იხდი და ამით მასაც იწვევ რომ იგივენაირად გიპასუხოს შენ. შედეგი კი შერიგება იქნება, შეიძლება არა მყისიერი მაგრამ რაგაც ყინული ხომ გალხვება


გასაგებია, მაგრამ ვინ არის ჩვენი ახლობელი? აფხაზები? აფხაზებთან ხომ არც გვიომია? მაშინ ვინ, სეპარატისტები??? ეგენი არასდროს!!

ასეთი განცხადებების მერე უნდა ნახო შენ სეპარატისტული საიტები: მალო გრუზინ უჟე ასაზნაიუტ იხ ვინუ... ისე გეგონება, თითქოს ქართული ჯარი გასართობად შევიდა იქ. რატომ ესროლეს ოჩამჩირესთან ჩვენ ჯარს??

მე უწმიდესის მიმართვა მომეწონა

P.S. აფხაზური არ ვიცი ჯერ, ვსწავლობ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 12 2007, 04:22 PM
პოსტი #20


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მარიტა ამერიკელებსაც აქვთ ხომ ჩვენი დასაშლელი გეგმა?
სად ვნახო?


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი