IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ჭ ი ა კ ო კ ო ნ ო ბ ა, ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა
უჩა
პოსტი Apr 2 2007, 05:17 AM
პოსტი #1


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ამ ოთხშაბათს აღნიშნავენ ეგრედ წოდებულ ,,ჭიაკოკონობის" დღესასწაულს სამწუხაროდ. რაც ცუდი და დაუშვებელია.


ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციაა

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდის. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს.

ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.

როგორია სინამდვილშია ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.

საოცარია - ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ...

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი - ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ - დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 2 2007, 11:23 AM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მართალია, ჭიაკოკონობა მაზდეანობიდან მოდის და ირანელები მას და სხვა ასეთ არამუსლიმურ დღესასწაულს დღემდე აღნიშნავენ მათი კალენდრით ახალი წლის"ნოუ რუზის"(მარტშია) წინა დღეებში.
ისინი ანთებენ დიდი კოცონს და ალში ხტებიან ასაკობრივი თანმიმდევრობიბთ, ჯერ მხცოვანები, მერე უფრო ახალგაზრდები...
თან დასძახებენ ხოლმე ცეცხლს ასევე ტრადიციულ ფრაზას: "ჩემი სიყვითლე შენ და შენი სიწითლე მეო"...
ამ დღეს, მეძუძური დედები ჩვილებს იღლიაში ამოიდებენ ხოლმე და ისე გადაევლებიან ალს თავზე...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 2 2007, 11:29 AM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









აუუუ biggrin.gif კარგით რა, მაზდეანები რიტუალს ატარებენ და ხალხი კიდე ერთობა უფ. სისულელე.

ირანელებს ბოტკინი აქვთ და ცეცხლზე კი არ უნდა გადახტნენ ექიმთან უნდა მივიდნენ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 2 2007, 11:32 AM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
აუუუ კარგით რა, მაზდეანები რიტუალს ატარებენ და ხალხი კიდე ერთობა უფ. სისულელე.

ირანელებს ბოტკინი აქვთ და ცეცხლზე კი არ უნდა გადახტნენ ექიმთან უნდა მივიდნენ


ბიჭო, მიბაძეთ მეთქი კი არ გვითქვამს laugh.gif რაცაა ის ვთქვით საიდანაც მოდის laugh.gif

მაგალითად,რამეს რომ ჭამ, გასართობად თუ გინდა, არ უნდა იცოდე რა არი?laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
musikosi
პოსტი Apr 2 2007, 01:25 PM
პოსტი #5


მუზარადიანი ქმარი...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: ხილიანი
წევრი № 840



აღარ მახსოვდა,დიდი მადლობა რომ გამახსენეთ biggrin.gif
ამ წელს ყველაზე დიდი კოცონი ხილიანზე დაენთება biggrin.gif
ხოდა მეც გადავახტებიიიიი,მაგარიააააა
ააააააააა

ისე,ყველაფერს ნუ დავარქმევთ წარმართულს და სულისთვის მავნეს, რაც სასიამოვნო და კარგია გავაკეთოთ და რაც ცუდია იმას ნუ გავაკეთებთ


--------------------
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 2 2007, 02:15 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ბავშობაში მახსოვს, ბორჯომშI უბნები ვეჯიბრებოდიტ ხოლმე ყველაზე დიდი ცეცხლი დანთებაში, როგორ მე მახსოვს ჩვენი ჩკუით ეშმაკებს ვდენვივდით ცეცხლით biggrin.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 2 2007, 07:38 PM
პოსტი #7


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მე ამ ოთხშაბათს არ ავღნიშნავ. ჩვენსკენ მარიამობასაა ეგ დღე.
არ ვიცი ეხლა ირანში მართლა სერიოზულად აღნიშნავენ თუ არა მარა აქ ეს ძველი ტრადიციააა. მართალია საეკლესიო არაა მარა ხო არი ძველი. მგონი იმ ძველი საუკუნეეებიდანაა შემორჩენილი. ასე რომ ჩემი აზრით დღეს ცეცხლს არავინ ახტება რწმენით და იმის იმედით რომ ცეცხლი ღმერთია.
უბრალოდ გართობაა რა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Apr 2 2007, 07:59 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



მაგას აღნიშნავენ ჩვენთან? blink.gif მე არსად არ მინახია, მარტო წიგნებში მაქ წაკითხული biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Apr 2 2007, 09:21 PM
პოსტი #9


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



უფ, რამდენჯერ გადავმხტარვარ კოცონზე ბალღობაში laugh.gif laugh.gif ნამეტანი სახალისო იყო biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 3 2007, 08:17 PM
პოსტი #10


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(tinka @ Apr 2 2007, 06:59 PM) *

მაგას აღნიშნავენ ჩვენთან? blink.gif მე არსად არ მინახია, მარტო წიგნებში მაქ წაკითხული biggrin.gif

რას ამბობ მთელი ქვეყანა შავ კვამლში ეხვევახოლმე.
მაგრამ მგონი ნელ-ნელა ხვდება ხალხი და სულ უფრო ნაკლები ანთებს ცეცხლს smile.gif


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Apr 3 2007, 09:07 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა
აღარ მახსოვდა,დიდი მადლობა რომ გამახსენეთ


biggrin.gif აღარ ახსოვდა ბავშვს, ჩვენ კი გავახსენეთ,
ჰოდა გადაახტება. biggrin.gif

მეც არ ვემხრობი იმას, რომ ყველაფერი სულისათვის მავნედ მივიჩნიოთ, მაგრამ სულის სარგებლისთვის რომ უნდა ვიზრუნოთ, მგონი დამეთანხმებით.

ვფიქრობ, დიდ ოთხშაბათს (მით უმეტეს ეკლესიურად მცხოვრებთათვის, რომელთა დიდი უმრავლესობა ხუთშაბათს უნდა ეზიაროს) კოცონზე ხტუნაობა და ჟივილ-ხივილი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ უადგილოა. თორემ სხვა დროს იხტუნავეთ, ვინ გიშლით! smile.gif wub.gif

ციტატა
ამ წელს ყველაზე დიდი კოცონი ხილიანზე დაენთება


აბა მეც მიმიღია მონაწილეობა და ეგ არის.
biggrin.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 3 2007, 09:15 PM
პოსტი #12


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



იმ დროს როდესაც ქრისტიანები იმისთვის ემზადებიან რომ ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვან დაეფლონ და აღდგენ და თანაზიარი შეიქმნენ უხრწნელი ცხოვრებისა ქრისტეში,
მაშინ სატანა ხარხარებს და გასართობ ხტუნაობა ცეცხლაობას აწყობს ქრისტეანთა საპირისპიროდ.
მას არაეკლესიური ცნობიერების ხალხი თავის რიტუალზე ყავს მიბმული სახტუნაოდ და სასაცილოდ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 3 2007, 11:15 PM
პოსტი #13


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ბავშვობაში მეც მაგრად დავხტებოდი ცეცხლზე, ერთხელ ჩავვარდი კიდეც შიგნით.smile.gif
ყველაზე დიდი ცეცხლი გვენთო უბნებს შორის ხოლმე ჩვენ.
მარა სადღაც ასე 5 წელია აღარ გავსულვარ საერთოდ.
მართლა ამ მძიმე მარხვაში მაგარი ცუდია რა.
იმედი მაქვს ფორუმელებიდან არავინ არ აპირებთ გასვლას ხო?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფიო
პოსტი Apr 4 2007, 12:39 AM
პოსტი #14


ს ო ფ ი ო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 16-March 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,383



ციტატა(Zeskvi_ucha @ Apr 4 2007, 12:15 AM) *

ბავშვობაში მეც მაგრად დავხტებოდი ცეცხლზე, ერთხელ ჩავვარდი კიდეც შიგნით.smile.gif
ყველაზე დიდი ცეცხლი გვენთო უბნებს შორის ხოლმე ჩვენ.
მარა სადღაც ასე 5 წელია აღარ გავსულვარ საერთოდ.
მართლა ამ მძიმე მარხვაში მაგარი ცუდია რა.
იმედი მაქვს ფორუმელებიდან არავინ არ აპირებთ გასვლას ხო?

დიდი ხნის წინ მივხვდი რომ ეს წარმართული დღესასწაულია და მართმადიდებელმა ადამიანმა ეს დღე არ უნდა აღნიშნოს


--------------------
უფალი გფარავდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 4 2007, 12:48 AM
პოსტი #15


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



sopio_23
ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია.smile.gif
გაგახაროს უფალმა.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Apr 4 2007, 01:27 PM
პოსტი #16


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



შეიძლება,არა კი არა კი არა
არ არ სეიძლკება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 4 2007, 01:29 PM
პოსტი #17


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ნოდარიკო @ Apr 4 2007, 01:27 PM) *

შეიძლება,არა კი არა კი არა
არ არ სეიძლკება

ნოდარიკო პროცესორს რა მოუვიდა?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Apr 4 2007, 06:03 PM
პოსტი #18


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



არ ვიცი რა მოუვიდა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salomea07
პოსტი Apr 4 2007, 08:17 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 18-December 06
წევრი № 709



მე დიდად არ მაინტერესებს ეს "დრესასწაული", მაგრამ დღეს ჩემი პატარა დაიკო მთხოვდა , გამიშვი გარეთ ჭიაკოკონობაზეო და ამ თემის წაკითხვის შემდეგ ვუკრძალავ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია
და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან.
იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 4 2007, 09:54 PM
პოსტი #20


დაურეგისტრირებელი









ჩემი კორპუსის გვერძე ეხლა აანთეს 348 საბურავი biggrin.gif და ეხლა რაღაცას გამომტყუებენ ეს ბავშვები biggrin.gif

ეხლა გავალ აივანზე და წარმოვთქვამ შემდეგ ფრაზას :
გაასკდა თავი შვილებო გაასკდა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 07:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი