IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
უჩა
პოსტი Jun 15 2009, 10:26 PM
პოსტი #241


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



IPB-ს სურათი
უყურე შენ ირანელებს... smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2009, 03:35 AM
პოსტი #242


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვატიკანი ინტერნეტში ძალიან გააქტიურდა.

უკვე 4 მლნ ნახვას გადააჭარბა ვატიკანის მიერ შემუშავებულმა ახალმა პროგრამამ, pope2you. მისი საშუალებით შექმნილი უფასოდ ჩამოქაჩვადი პროგრამებით iPhone და facebook მფლობელებს პირდაპირ ტელეფონზე ან ბლოგზე მისდით უახლესი ინფორმაციები, დღის წმიდანი ან დღის ლოცვა, ასევე სახარება და პაპის ქადაგებები; ამუშავებულია ასევე WIKICATH , რაც არის კატეხიზმოს ვიკიპედია და ასევე იუთუბი ვატიკანიდან : THE VATICAN YOUTUBE

http://www.pope2you.net/index.php?lang=en

საიტი ხუთენოვანია, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული და გერმანული.

აქვს საინტერესო სტატიები და ძიებები, მოკლედ გაცნობად ღირს, და ასევე იმად იქნებ ჩვენც გავძლიერდეთ ცოტა ინტერნეტში და ადმინ, სადა ხარ, ბიბლიოთეკაზე გვიანდებაა biggrin.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 17 2009, 03:46 PM
პოსტი #243


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(KAIROS @ Jun 16 2009, 01:35 AM) *

ვატიკანი ინტერნეტში ძალიან გააქტიურდა.

უკვე 4 მლნ ნახვას გადააჭარბა ვატიკანის მიერ შემუშავებულმა ახალმა პროგრამამ, pope2you. მისი საშუალებით შექმნილი უფასოდ ჩამოქაჩვადი პროგრამებით iPhone და facebook მფლობელებს პირდაპირ ტელეფონზე ან ბლოგზე მისდით უახლესი ინფორმაციები, დღის წმიდანი ან დღის ლოცვა, ასევე სახარება და პაპის ქადაგებები; ამუშავებულია ასევე WIKICATH , რაც არის კატეხიზმოს ვიკიპედია და ასევე იუთუბი ვატიკანიდან : THE VATICAN YOUTUBE

http://www.pope2you.net/index.php?lang=en

საიტი ხუთენოვანია, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული და გერმანული.

აქვს საინტერესო სტატიები და ძიებები, მოკლედ გაცნობად ღირს, და ასევე იმად იქნებ ჩვენც გავძლიერდეთ ცოტა ინტერნეტში და ადმინ, სადა ხარ, ბიბლიოთეკაზე გვიანდებაა biggrin.gif

იხარეთ;

კაიროსი!


მაგ საიტს რომ შევხედე შემეშინდა, მეთქი ციდან გველაპარაკება პაპითქო, მარა პრინციპში კათოლიკებისათვის, ფაქტიურად ცაშია უკვე biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 17 2009, 03:52 PM
პოსტი #244


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



k@the
ციტატა
მაგ საიტს რომ შევხედე შემეშინდა, მეთქი ციდან გველაპარაკება პაპითქო, მარა პრინციპში კათოლიკებისათვის, ფაქტიურად ცაშია უკვე biggrin.gif

ხო, რაღაც ძალიან მისტერიული გავლენა ქონდა ჩემზეც smile.gif აქ ფრანგულად აჩვენებს და ვერ წავიკითხე smile.gif სხვა ენები დაბლოკილი აქვთ .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 24 2009, 12:37 PM
პოსტი #245


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



იემენში დაკარგული გერმანული ტყვეებს შორის გუშინ მკვდარი იპოვეს და გადმოასვენეს ორი მედიცინის და, რომლებიც მისიონერულ საქმიანობასაც ეწეოდნენ იქ. გატაცებულ და მოკლული იქნენ ფანატიკოსი ისლამისტების მიერ (Anita G. († 24) und Rita S. († 26) ). ასევე დღეს დილას დადასტურდა კოერეელი მასწავლებელი გოგონას Young-Sun სიკვდილი, მისი ცხედარი ამოცნობილი იქნა და ასევე მისი ვინაობა. სხვა გატაცებულტა ყოველგვარი კვალი დაკარგულია , მათ შორის არის კიდევ ერთი გერმანული ოჯახი - დედმამა და სამი შვილი sad.gif , ასევე ბრიტანელი ინჟინერი:

http://www.bild.de/BILD/news/2009/06/16/je...frauen-tot.html

პ.ს. ჩემია ზრით , ნამდვილად გადამეტებაა გაგანია ისლამურ და ისიც ველურ ფანატიკურ გარემოში ქრისტიანობის ქადაგება, ეს თვითმკვლელობა უფროა და ჩემი აზრით, მოწამეობისგან რაღაცით მაინც შორსაა. ღმერთმა იქ მიხედოს და არ დატოვოს ჩრდილში, რაც არ უნდა იყოს ქრისტეს სახელის გამო იგემეს სიკვდილი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 24 2009, 01:24 PM
პოსტი #246


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მეც განვიცადე ნან ეგ ამბავი, საშინელებაა sad.gif. მაგრამ, რატომღაც ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ქრისტიანობას ქადაგებდნენ. ანუ, ხალხს აჯერებენ ეხლა, რომ თავიანთი ბრალია, თუ რამე მოუვიდათო... შეიძლება, სულაც საინფორმაციო საშუალებებთან თანამშრომლობდნენ და რაც საჭირო არ იყო, ის გაიგეს... არ ვიცი. მაინც ცოდოა ყველა იმათ ხელში.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2009, 09:20 PM
პოსტი #247


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
, რატომღაც ვერ ვიჯერებ, რომ მართლა ქრისტიანობას ქადაგებდნენ

კონკრეტულ პირებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა კათოლიკებს უძლიერესი მისია აქვთ აფრიკაში და მართლა ქადაგებენ, მე თავად ვიცნობ ასევე მართლმადიდებლებს და კათოლიკებს უგანდაში და პაპუა ახალ გვინეაში რომ ბამბუკების სახლებში ცხოვრობენ წლები და ხალხს ემსახურებიან, ამისათვის სიცოცხლესაც რისკავენ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 28 2009, 06:32 PM
პოსტი #248


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ოკუპანტებმა გალში ქრისტიანული ჯვრები შეურაცხყვეს

რუსმა ოკუპანტებმა, აფხაზ სეპარატისტებსა და ჩეჩენ ბოევიკებთან ერთად, გალის რაიონში ქრისტიანული ჯვრები შეურაცხყვეს. ხელნაკეთ ჯვრებზე იერიში ჯავშანტრანსპორტიორებით თითქმის ერთდროულად ორ სოფელზე - ოტობაიასა და ნაბაკევში მიიტანეს.

საუბარია ბეტონის ჯვრებზე, რომელიც ქართულმა მოსახლოებამ სოფლებში აფხაზეთიდან ქართველი მღვდელმსახურების გაძევების შემდეგ აღმართა. ადგილობრივებმა ოკუპანტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ხალხი ამბობს, რომ ვითარება რეგიონში, გაეროს მისიის წასვლის შემდეგ, შესამჩნევად დაიძაბა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 29 2009, 03:49 AM
პოსტი #249


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან კარგი ამბავი!

რომის პაპმა ბენედიქტე XVI დღეს საზეიმოდ განაცხადა, რომ დამტკიცდა რომის წმ. პავლე მოციქულის საფლავში
ახლახანს აღმოჩენილი ძვლის ნაწილების აუთენტურობა, ანუ ის რომ ნამდვილად წმ. პავლე მოციქულია იქ
დამარხული, ტრადიციულად ჯერ კიდევ III ს.ნიდან იქნა ქცეული ეს ადგილი ქრისტიანთა მოსალოც ადგილას, ამავე საუკუნიდანვე გვაქვს წყაროები, ხოლო ახლა Радиоуглеродный анализ ნახშირბადის რადიოაქტიური დათარიღებითაც დასტურდა!

როგორ ბენედიქტე XVI განაცხადა აღმოჩენილი ნაწილები გადასცეს მეცნიერებს კვლევისათვის, ისე რომ არ უთქვამთ მათთვის ეკუთვნოდა ისინი, და მათ დაამტკიცეს რომ I ს.ის ნაწილები იყო, ეს კი- როგორც თქვა რომის
პაპმა-ეჭვს არ ტოვებს საფლავის სინამდვილეში , რაც ჩვენს დიდ სიხარულს იწვევს".

В Риме обнаружены останки апостола Павла - Бенедикт XVI


Останки апостола Павла обнаружены в Риме, сообщил в воскресенье вечером Папа Римский Бенедикт XVI.

Понтифик сообщил, что впервые в истории недавно было проведено научное исследование саркофага, находящегося под алтарем римского храма, полное название которого - собор Святого Павла за городскими стенами.

По словам Папы, в саркофаге были обнаружены фрагменты человеческих костей, относящихся к I-II веку нашей эры.

"Это, похоже, подтверждает единодушную и бесспорную традицию, согласно которой речь идет об останках апостола Павла", - заявил Папа Римский на церемонии по случаю завершения торжеств, связанных с 2000-летием святого Павла.

"Мы собрались здесь на могиле апостола, саркофаг которого сохраняется под папским алтарем и недавно стал объектом внимательного научного исследования", - сказал Бенедикт XVI, обращаясь к верующим, собравшимся на церемонию завершения Года святого Павла, объявленного по случаю 2000-летия со дня рождения апостола.

"В саркофаге, никогда ранее не открывавшемся на протяжении веков, было проделано малейшее отверстие для введения зонда, посредством которого были обнаружены следы драгоценной льняной ткани, окрашенной в пурпурный цвет, пластина из чистого золота и ткань голубого цвета с волокнами льна. Было также обнаружено присутствие красного ладана, а также белковых и известковых соединений", - сообщил понтифик.

"Кроме того, были найдены мельчайшие фрагменты костей, который были подвергнуты исследованию с использованием углерода-14 экспертами, не знавшими об их происхождении. Согласно результатам, они принадлежат человеку, жившему между I и II веком", - сказал Бенедикт XVI.

"Все это наполняет нашу душу глубокими чувствами", - подчеркнул глава Римско-католической церкви.




http://www.repubblica.it/2009/05/sezioni/e...-paolo.html?rss

ეს სასიხარულო ამბავი, ყველასათვის საზეიმო ინფორმაციაა და ხვალ მართლმადიდებლური ეკლესიების დიდი ნაწილი ( როგორც კათოლიკები ) იზეიმებენ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ ყველას ვინც ხვალ ხვდება ამ დღესასწაულს.

თითქოსდა ეს სასიხარულო ამბავი არ ყოფნიდეს, გუშინვე ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა "ოსსერვატორე რომანო"-მ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ამბავი გაავრცელა, უძველეს წმიდა თეკლას კატაკომბებში აღმოჩენილია ყველაზე ძველი ხატი წმ. პავლე მოციქულისა ( II-III ს.ნე), ნახეთ რა მშვენიერებაა!

Археологи нашли в Риме старинную фреску с изображением Святого Павла

Археологи обнаружили фреску с изображением мужчины, который, по мнению ученых, является святым Апостолом Павлом, сообщает в воскресенье агентство Рейтер со ссылкой на СМИ Ватикана.

Эксперты Папской Комиссии по Священной Археологии наткнулись на фреску еще 19-го июня в катакомбах святого Теклы в Риме. По их словам, это - "старейшая в истории икона, посвященная Апостолу".

На фреске изображен мужчина с морщинистым лицом, с остроконечной бородой, окруженный сияющим венцом.

Апостолы Петр и Павел - наиболее почитаемые среди христиан миссионеры. Апостол Павел стал ревностным проповедником Евангелия в Палестине, Греции, Малой Азии, Италии и других регионах античного мира. За распространение веры Христовой апостол Павел перенес много страданий и был обезглавлен в Риме при императоре Нероне в 64 году.


http://www.repubblica.it/2006/08/gallerie/...an-paolo/1.html

ვულოცავ ყველა ქრისტიანს ამ ორ დიდ აღმოჩენას და მომყავს ორივეს სურათი!

წმ. მოციქულ პავლეს საფლავი, მისი სახელობის Basilica San Paolo - ში (რომი)

IPB-ს სურათი

წმ. მოციქულ პავლეს ყველაზე ძველი ხატი, catacombe di Santa Tecla in via Ostiense (რომი)

IPB-ს სურათი

წმ.პავლე გვეწეოდეს!

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 29 2009, 04:04 PM
პოსტი #250


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ვა ძალიან კარგი და საინტერესოა. smile.gif

ეს ხატი რომელი საუკუნისაა ნეტა?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 29 2009, 08:56 PM
პოსტი #251


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ძალიან, ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია ყველა ქრისტიანისათვის.

შეგეწიოთ პეტრე-პავლობის მადლი kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 29 2009, 09:11 PM
პოსტი #252


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სასწაულია პეტრეპავლობა ახლოვდება და ნახეთ რა მოხდა smile.gif მაგარია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 30 2009, 03:28 AM
პოსტი #253


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს ხატი რომელი საუკუნისაა ნეტა?


ციტატა
კატაკომბებში აღმოჩენილია ყველაზე ძველი ხატი წმ. პავლე მოციქულისა ( II-III ს.ნე),


ციტატა
პეტრეპავლობა ახლოვდება



ციტატა
მართლმადიდებლური ეკლესიების დიდი ნაწილი ( როგორც კათოლიკები ) დღეს იზეიმებენ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ ყველას ვინც დღეს ხვდება ამ დღესასწაულს.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 30 2009, 11:06 PM
პოსტი #254


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



Архиепископ Илларион - Во время военных действий на Кавказе Церковь России считала своим главным долгом содействовать миру
30.06.2009 18:51


Когда в ходе начавшихся на Кавказе военных действий рушились мосты доверия между народами Грузии и России, Церковь России должна была, прежде всего, исполнить свой главный долг: призывать к миру и сделать всё возможное для восстановления добрососедства между русскими, осетинами, грузинами и всеми народами этого сложного региона. Об этом заявил председатель Отдела внешних церковных связей Московского Патриархата архиепископ Волоколамский Илларион в интервью альманаху «Эллада».
«Мы веками жили в согласии, исповедуя единую православную веру, и нынешние трудности в отношениях России и Грузии, какими бы острыми они ни были, безусловно, носят временный характер», - заявил архиепископ Илларион.

По его словам, Православная Церковь должна внести в фундамент будущих взаимоотношений между двумя странами вклад любви и мира, оставляя за порогом церковного сознания национализм и порождённое им насилие.

«Мы прилагали, и будем впредь прилагать усилия к тому, чтобы перед всем миром с ещё большей силой, чем когда-либо прежде, вместе с Грузинской Церковью свидетельствовать о нерушимости уз братских отношений православных христиан России и Грузии. Что же касается наших православных братьев в Южной Осетии, то вопрос об урегулировании их положения будет решаться на основании канонов Православной Церкви и требует терпеливого, вдумчивого диалога, в ходе которого он только и может быть решен», - заявил архиепископ Илларион.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 3 2009, 02:04 PM
პოსტი #255


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რუსეთის პატრიარქი დასავლეთ უკრაინის ქალაქ როვნოში მოსალოცად ვერ ჩავიდა.

რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში ვიზიტით იმყოფება, დღეს საღმრთო ლიტურგიას როვნენსკის მხარეში, კორეცკის ქალთა მონასტერში არსებულ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ დღეს `იტარტასი~ იუწყება.
“იტარტასის” ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქს დასავლეთ უკრაინაში ვიზიტი როვნოდან უნდა დაეწყო. თუმცა, იქ გაფრენაზე რეკომენდაცია უკრაინის ხელისუფლებამ არ მისცა, რადგან პატრიარქის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. სევასტოპოლიდან გამოფრენილი პატრიარქის თვითმფრინავი როვნოს ნაცვლად კიევში ჩაფრინდა. შემდეგ პატრიარქ კირილის კორტეჟი ყოვლადწმინდა კორეცკის მონასტერში მივიდა, რომელიც უშუალოდ რუსეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში იმყოფება.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 7 2009, 04:04 PM
პოსტი #256


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



"ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი"


ვიდრე ქართველებს ერთი მძლავრი რუსულენოვანი საიტი ვერ შეგვიქმნია და ფულს რაში ვხარჯავთ, კაცმა არ იცის. რუსები დროს არ კარგავენ. რუსებმა მსოფლიოში საინფორმაციო ომი წააგეს და ახალ სტრატეგიას მიმართეს - ახალი მძლავრი საინფორმაციო შეტევა წამოიწყეს. ამჯერად საქმეში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩართეს(!). რაოდენ საწყენიც და უცნაურიც უნდა იყოს, ოსეთის "ისტორიულ მიწებს" ვრცელი ეპისტოლე მიუძღვნა ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ქრისტოფორმა. მაღალი სასულიერო წოდების პირის განკითხვისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საინტერესოა, რამ (ან ვინ) აიძულა ნეტარი ქრისტოფორი ამისთანა სიცრუე და უმსგავსი ისტორია შეეტყუებინა მრევლისთვის. ეპისტოლე რუსულ-ჩეხურ ჟურნალ "იკონაში" გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ქრისტოფორი ავტორიტეტულად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი, რომ აქ ცხოვრობს ოსი ხალხი, რომელსაც აქვს მდიდარი კულტურული ტრადიციები, საკუთარი დამწერლობა(?!), ლიტერატურა, ხელოვნება; რომ ოსი ხალხი უაზრო საზღვრით ორადაა გაყოფილი და ახლა ისწრაფვიან აღადგინონ სახელმწიფო და გააუქმონ საზღვარი, რომელიც ყოფს ოსურ ოჯახებს, რომ თურმე ოსურ ტერიტორიებზე არასოდეს უცხოვრიათ ქართველებს და ასე შემდეგ... საილუსტრაციო მასალაში ქართული მართლმადიდებლური ტაძრები ოსურადაა გამოყვანილი. მიტროპოლიტ ქრისტოფორის ეპისტოლესთვის ყალბი რუკაც დაურთავს თან. თურმე სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ალანური ეპარქიაც არსებობდა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა! ეპისტოლეს მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაც ალანურ ეპარქიაში შედიოდა. მიტროპოლიტი აქამდე უცნობ ისტორიასაც გვთავაზობს. ის ჯერ მონღოლთა მიერ ალანთა დამარცხებაზე ლაპარაკობს. თურმე ოსების უკანასკნელი ისტორიული ცენტრი, ციხესიმაგრე ახლანდელი ქალაქი გორი ყოფილა, სადაც თურმე ალან-ოსთა მეფისწული ბაყათარი იმალებოდა. ამ ისტორიული პასაჟიდან გამოდის, რომ ქართველები მონღოლთა მოკავშირეები ყოფილან და გორის სიმაგრიდან ალანები გაუძევებიათ(!).
გვინდა მიტროპოლიტს ერთი ისტორიული ფაქტი ვაცნობოთ: გორი მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონღოლთა შემოსევების დროს ის ციხესიმაგრე კი არა, ქალაქი იყო, მე-13 საუკუნის ბოლოს მას ჩრდილო ოსეთიდან შემოსული ოსები დაეუფლნენ და 30 წელი მონღოლების დახმარებით ეჭირათ. სწორედ აქედან აოხრებდნენ და არბევდნენ მთელ ქართლს. ალბათ, ეპისტოლეში გორის "ისტორიული" პასაჟის შეტანა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ გორის უმოწყალოდ დაბომბვისა და ოკუპაციის გასამართლებლადაა გამიზნული. თუმცა ეპისტოლეში არის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო პასაჟი, სადაც მიტროპოლიტის ნამდვილი სახის დადგენა დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება: მიტროპოლიტი აშკარა სიმპათიას გამოხატავს ახლანდელი რუსეთის მიმართ და ამტკიცებს, ბოლშევიკურ რუსეთთან მას დღეს საერთო არაფერი აქვსო. მიტროპოლიტი ღიად საყვედურობს ჩეხურ მედიას ჩეხეთ-სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის შპიონაჟის ცენტრი რატომ გელანდებათო! მიტროპოლიტის ეპისტოლე ილუსტრირებულია ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებით, რომლებსაც ის ოსური კულტურის ძეგლებად ასაღებს. აქვე მოხმობილია ომის ამსახველი შემზარავი ფოტოები (ისე, საინტერესოა, როგორ ადგენს მიტროპოლიტი, რომ ეს ნგრევა-უბედურება ქართული არმიის ნამოქმედარია და არა რუსული ავიაციის?).
ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს. დეკანოზი დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: - მიტროპოლიტის ამ ეპისტოლეზე მკაცრი რეაქცია გვქონდა. მას საქართველოს საპატრიარქომ შესაბამისი ახსნა-განმარტება მოსთხოვა, გაუგებარი პასუხი მივიღეთ. ეს პასუხს კი არა, ზერელე მობოდიშებას უფრო ჰგავდა. მგონი გასაგები უნდა იყოს, საით უბერავს სიო.

- ეპისკოპოსს ისეთი ღრმა ისტორიული განათლება აქვს, რომ ოსების ისტორიულ მემკვიდრეობაზე იმსჯელოს?
- ისტორიული განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გეტყვით, რომ მას სასულიერო აკადემია მოსკოვში აქვს დამთავრებული(!).

- ეპისტოლედან კარგად ჩანს, რომ ჩეხეთში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მაინცდამაინც პატივით არ მოიხსენიებენ, მას რუსების ინტერესების გატარებასა და შპიონაჟშიც კი ადანაშაულებენ.

- როგორც ჩანს, მედია მთლად არ ტყუის. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ნორმალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 7 2009, 05:10 PM
პოსტი #257


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



საშინელებააა


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 7 2009, 05:14 PM
პოსტი #258


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს თუ საქართველოს საპატრიარქომ უყურადღებოდ დატოვა არ ვიცი რას ვიფიქრებ. ეს აღმაშფოთებელი კი არა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული განცხადებაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 7 2009, 05:18 PM
პოსტი #259


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სირცხვილი, მარა ჩვენი ბრალია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 7 2009, 05:42 PM
პოსტი #260


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აი, სრული ვერსია


http://www.ambebi.ge/politika/9901-qchekhe...i-natsiliq.html


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 09:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი