IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
kato_Bato
პოსტი Oct 14 2009, 09:30 AM
პოსტი #281


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



KAIROS
ციტატა
არის სპეციალური დასაჩოქებლები, , ზოგს მუხლები რომ არ გეტკინოს ბალიშებიც აქვს

ამაზე "სამი მუშკეტერი" გამახსენდა, მილედის არ ჰქონდა ეგრე ბალიშები?
მსახურებს დაჰქონდათ ტაძარში დაჩოქებისას მუხლები რომ არ სტკენოდა biggrin.gif

შუქის ასანთები შესაწირი ძალიან მაგარია laugh.gif

Wanna some light? pay! laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 14 2009, 03:32 PM
პოსტი #282


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



KAIROS

ტოტალიზატორის ჩეკზე დაწერილი აღსარება გინახავს შენა? აი ერთ დროს ეგეთი შემოგზავნა ვიღაცამ... მოძღვარი იჯდა და კითხულობდა, მერე ჯვარს სახავდა, აი ეგაა ტექნოლოგიური გაგებისა და კაი ბიჭობის თქვენეული ნოვაცია laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 14 2009, 10:53 PM
პოსტი #283


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თქვენეული ნოვაცია

smile.gif
სხვაა გამონაკლისი, რასაც განვეშორებით, სხვაა უმრავლესობა, რისკენაც მიილტვიან smile.gif

ესეც ახალი ამბავი smile.gif

ოთხხელა ბავშვს ნეპალიდან ღმერთივით ეთაყვანებიან
ჰიმალაის ყრუ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 კილომეტრზეა განლაგებული, ყოველდღიურად ათასობით კერპთაყვანისმცემელი მიედინება, იმისთვის, რომ ილოცონ და ძღვენი მიუტანონ ექვსი თვის ბავშვს, რომელსაც ხელ-ფეხის ორ-ორი წყვილი აქვს.
ბავშვს რისაბი დაარქვეს და მორწმუნეები მას ღმერთ განეშის რეინკარნაციად თვლიან.
”ზოგი ამბობს, რომ ის ღმერთია, მოდიან მასთან, ეთაყვანებიან და ფულს ჩუქნიან”, - ამბობს რისაბის 32 წლის მამა. მისი ცოლი კი არ არის კმაყოფილი. ქალი ჩივის, რომ მისი ვაჟის სიმახინჯის გამო მას უძნელდება მისი დაბანა და ჩაცმა. ის იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას და მისი შვილი ნორმალური ბავშვივით განაგრძობს ცხოვრებას.
სპეციალისტების აზრით, რისაბს ადვილად შეიძლება გაუკეთდეს ოპერაცია და მოეკვეთოს უთავო არაფორმირებული ტყუპის სხეული, რომელიც ბავშვს ასეთ უცნაურ შესახედაობას ანიჭებს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

http://www.ambebi.ge/meditsina/11653-othkh...ayvanebian.html


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 16 2009, 10:00 PM
პოსტი #284


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სუდანში, ქრისტიანობის გამო 7 ქრისტიანი ჯვარსაცვეს და ისე მოკლეს!

Жалоба на Радио Ватикана монсеньор Hiiboro Kussala, епископ епархии Tombura Ямбио.


Марко Тозатти

"13 августа мятежники вошли в церковь моего прихода и взяли много заложников людей. Когда они бежали в лес, они убили семь из них распяли деревья ". Монсеньор Hiiboro Kussala епископа Tombura Ямбио на юге Судана сообщили "Радио Ватикана" Эде ненавижу ее показания о том, что массовые убийства не закончилась с выдвижением обвинений против президента Аль-Башира, согласованных в марте этого года Международный трибунал в Гааге за преступления против человечности, геноцид в Дарфуре. Насилие по-прежнему на другом фронте, что отличает "преимущественно арабского севера, которые ввели исламские законы, правительство Аль-Башира в Хартуме," христианин с юга и анимизм ", краткая эмитента от Святого Престола. Всеобщие выборы в соответствии с мирными соглашениями 2005 года, должны проходить к 2010 году, а в 2011 году он ожидает, что референдум по вопросу самоопределения Южной назначения находятся под угрозой со стороны "неоднократные нападения на христиан", речь идет о насилии "совершаемыми мятежными группами, связанными с Хартумом": не только "получают помощь от правительства на Севере", обвиняет епископа, "некоторые из них прошли подготовку в" Аль-Каиды в Афганистане: они против церкви, проект был запугать христиан. Распятие семь прихожан епископ Kussala не является изолированной ужасов ", так много трагедий, как это произойдет", на другой стороне "Все эти группы имеют оружие, оружие, и я думаю, что есть желание покинуть южные районы Судана в трудном положении, поскольку есть, что мир необходим для подготовки к референдуму. " Когда его спросили, если свидетельствовать о Евангелии, в Судане, является риск мученичество, епископ без колебаний ответил: "Да Мы живем прямо в этом смысле, потому что они убивают людей и поджоги их домов, церквей: это мученичества ". Идите в церковь, посещать массовые, вещи, которые являются страшным: "Страх, да, потому что повстанцы продолжают убивать людей. Но мы не хотим умирать, все это укрепляет веру в людей, люди продолжают приходить в церковь ".


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 22 2009, 04:32 AM
პოსტი #285


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სიხარული ტრადიციონალისტ ანგლიკანელთა თემში

http://www.geocatholics.com/index.php?opti...emid=82&lang=en

21 ოქტომბერი, 2009 წელი - რომი/ლონდონი

20 ოქტომბრის დილას ერთდროულად ორ ქალაქში საეკლესიო პირთა პრესკონფერენციები გაიმართა. რომში გამართულ პრესკონფერენციას უძღვებოდნენ რწმენის კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი ლევადა და არქიეპისკოპოსი დინოია; ხოლო ლონდონში გამართულს კი უმაღლესი საეკლესიო წოდების მქონე პირები, ანგლიკანური მსოფლიო თემის მხრიდან კენტერბერის ეპისკოპოსი როვან ვილიამსი, ხოლო კათოლიკური ეკლესიის მხრიდან ვინსენტ ნიკოლსი, ვესტმისტერის არქიეპისკოპოსი, ინგლისისა და უელსის კათოლიკური ეკლესიის მეთაური.

კარდინალმა ლევადამ აღნიშნა, რომ წმინდა საყდარმა, განიხილა რა ანგლიკანური თემის ქრისტიანთა ბოლო დროს სულ უფრო მზარდი რაოდენობით შემოსულ თხოვნები, მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას მათთვის პერსონალური პრელატურები მთელს მსოფლიოში, რომლებიც უზრუნვეჰყოფენ ანგლიკანელი ქრიატიანების სურვილის განხორციელებას, გაერთიანდნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში.

ანგლიკანელთა პრიმასმა, როვან ვილიამსმა აღნიშნა, რომ მართალია მან ვატიკანი გადაწყვეტილების შესახებ არც ისე დიდი ხანია რაც შეიტყო, მაგრამ ტრადიციონალისტ ანგლიკანელთა გადასვლა კათოლიკურ ეკლესიაში იმ პრობლემების გამოძახილია, რომელიც თავად ანგლიკანურ ეკლესიაში ბოლო წლების მანძილზე წარმოიშვა. მან აღნიშნა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ ადექვატურად უპასუხა ამ გამოძახილს და ეს ფაქტი არანაირად არ გამოიწვევს ანგლიკანურ თემსა და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობების გაფუჭებას.

პრესკონფერენციაზე რომში აღინიშნა, რომ ანგლიკანელების თხოვნა მათი ანგლიკანური სასულიერო ტრადიციების შენარჩუნებაზე სრულად იქნება გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ პერსონალურ პრელატურაში ლიტურგია შესრულდება ანგლიკანური წესით და ყველა იმ სხვა ანგლიკანური ტრადიციის შენარჩუნებაც მოხდება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებას. ასევე მოხდება დაოჯახებული ანგლიკანი მღვდლების მიღებაც კათოლიკე მღვდლებად, ვისაც სურვილი აქვს, და მცირე თეოლოგიური კურსის შემდეგ მათი კურთხევა. დაოჯახებული მღვდლების კურთხევა, მსგავსად ბიზანტიური წესის კათოლიკეებისა, ანგლიკანური წესის ორდინარიეტებში დაშვებული იქნება. რაც შეეხება ეპისკოპოსს, რომელიც გაუძღვება პრელატურებს, იგი უნდა იყოს, ისე როგორც ეს დასავლურ და აღმოსავლურ საეკლესიო ტრადიციაში გათვალისწინებულია, დაუოჯახებელი.


ამ ინფორმაციამ რასაკვირველია დიდი სიხარული გამოიწვია ანგლიკანელ ტრადიციონალისთა წრეებში, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა ყველაზე დიდი ტრადიციონალისური ანგლიკანური ეკლესიების კავშირის პრიმასმა, არქიეპისკოპოსმა, ჯონ ჰეპვორზმა. დეტალები კათოლიკურ ეკლესიებში გაერთიანებულთა შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, როცა ამის შესახებ გამოიცემა სპეციალური სამოციქულო კონსიტუცია. რაც გადამსვლელთა რაოდენობის შესახებ დღესდღეობით ცნობილია, ნაწილობრივ პრესკონფერენციებზე დადასტურება ჰპოვა და რის შესახებაც მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები ერთსულოვნად იტყობინებიან, ეს გადაწყვეტილება ეხება დაახლოებით ნახევარ მილიონ მორწმუნეს და ორმოცდაათიდან სამოცამდე ეპიკოპოსს.

-----------





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 15 2009, 11:06 PM
პოსტი #286


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გარდაიცვალა სერბეთის უწმიდესი პატრიარქი პავლე

კვირას, 15 ნოემბერს ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში.

ვუსამძიმრებ ჩვენ სერბ ძმებს. უფამლა აცხოვნოს უწმიდესი პატრიარქი პავლე.

http://www.pravoslavie.ru/news/32694.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Nov 15 2009, 11:12 PM
პოსტი #287


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



აცხოვნოს უფალმა უწმიდესი პატრიარქი პავლე


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 15 2009, 11:37 PM
პოსტი #288


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აცხოვნოს უფალმა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 16 2009, 12:21 AM
პოსტი #289


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
გარდაიცვალა სერბეთის უწმიდესი პატრიარქი პავლე

არადა გუშინ ვკითხულობდი პატრიარქ პავლეს ბიოგრაფიას აცხოვნოს უფალმა მისი სული 4წლიდან მშობლები დაეღუპა და ისე იზრდებოდა და 95 წლისა იყო ეხლა როგორც არის ასევე ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე რომელიც ასევე 95 წლისაა და 12 წლიდან მონასტერში გაიზარდა საოცარია ასეთი ადამიანები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 16 2009, 03:41 AM
პოსტი #290


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გარდაიცვალა სერბეთის უწმიდესი პატრიარქი პავლე

აცხოვნოს ღმერთმა.

ვატიკანი ოფიციალურად აცხადებს, რომ შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა სხვა პლანეტებზე...

Josè Gabriel Funes თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება ღმერთის რწმენას უცხოპლანეტელების არსებობა...

http://www.repubblica.it/2008/05/sezioni/e...aterrestri.html

ვატიკანი ასევე ოფიციალურად აცხადებს დასაშვებად კრემაციას (გვამის დაწვას), ოღონდ მისი ქარს გატანების გარეშე.

http://ricerca.repubblica.it/repubblica/ar...nte-ceneri.html


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 16 2009, 07:33 AM
პოსტი #291


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

მართლმადიდებლობა გამორიცხავს უცხოპლანეტელების არსებობას?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Nov 16 2009, 02:24 PM
პოსტი #292


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მართლმადიდებლობა გამორიცხავს უცხოპლანეტელების არსებობას?

რათქმაუნდა ! smile.gif

ეშმაკს თუ სეუძლია ანგელოზის სახით გამოგეცხადოს რატო გაუჭირდება უცხოპლანეტელის სახით გამოგეცხადოს? biggrin.gif მაქედან მოდის ეგ ამბები იმას ესტუმრნენო ამას ესტუმრნენო და სინამდვილში ეშმაკები არიან მათი მიზანი კი ერთია ადამიანების ყურადღები გადაიტანონ ზღაპრებზე და არა სულის ზრუნვაზე და ასე შემდეგ .


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 16 2009, 02:28 PM
პოსტი #293


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
ე.წ. ”უცხოპლანეტელები” არიან დაცემული ანგელოზები. ჰაერის მცველნი.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 16 2009, 02:47 PM
პოსტი #294


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ციტატა
Atmanე.წ. ”უცხოპლანეტელები” არიან დაცემული ანგელოზები. ჰაერის მცველნი.


შენ რაც გინდა ის უწოდე მაგრამ რეალურად არსებობენ თუ არა? მე რატომღაც მგონია რომ ეშმაკს მფრინავი თეფში არ ჭირდება გადასაადგილებლად, ცოცხებითაც მშვენივრად დაფრინავენ biggrin.gif იქნებ იმის თქმა გინდა რომ ამ უცხოპლანეტელებში ჩასახლებულნი არიან ეშმაკნი და მართავენ მათ? ანუ შეპყრობილები არიან ასე ვთქვათ smile.gif

llaasshhaa

ციტატა
ეშმაკს თუ სეუძლია ანგელოზის სახით გამოგეცხადოს რატო გაუჭირდება უცხოპლანეტელის სახით გამოგეცხადოს? მაქედან მოდის ეგ ამბები იმას ესტუმრნენო ამას ესტუმრნენო და სინამდვილში ეშმაკები არიან მათი მიზანი კი ერთია ადამიანების ყურადღები გადაიტანონ ზღაპრებზე და არა სულის ზრუნვაზე და ასე შემდეგ .


ახლა ზღაპრებს ყვები biggrin.gif თუ იმას ამბობ რომ უცხოპლანეტელები ილუზიაა დაგეთანხმები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღიარებ რომ მიშა სააკაშვილიც ილუზიაა biggrin.gif იმიტომ რომ ერთიც ისეთივე "რეალურია" როგორც მეორე a075.gif

ნუ თქვენ, ფანაწიკი მართლმადიდებლები ისეთი ჯიუტები ხართ ხელით რომ შეეხოთ მფრინავ თეფშს მაინც იტყვით ეშმაკის ხრიკებია, გვძინავს და გვესიზმრებაო biggrin.gif biggrin.gif

ეხხხ გონების ლაბირინთებო... dntknw.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 17 2009, 04:14 AM
პოსტი #295


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საწყალი ჩემი თემა biggrin.gif
ვინმე უნდა ჩამოფრინდეს მოდერატორების პლანეტიდან და ჯადოსნური ცოცხით დაერიოს ოფფებს smile.gif
პ.ს.
ღმერთის არსებობას არ ეწინააღმდეგებაო თქვა იმ კაცმა..

პ.ს.ს.
მართლმადიდებლობა არსად არ აღიარებს სხვა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას, და არც არსად არ უარყოფს დაჟინებით, ანუ რომ იყოს რა? უბრალოდ ის რომ გამოდის, ბიბლიის იქითაც რაღაცეები ხდება, ჩვენ რომ აზრზე არ ვართ biggrin.gif რადგან წმ. წერილი მხოლოდ ორი სახის გონიერ შექმნილ არსებას იცნობს : ანგელოზს ( მათ შორის დაცემულებსაც), მყოფს მატერიის იქით, და ადამიანს მყოფს დედამიწაზე სხეულით და გარდაცვლების შემდეგ ანგელოზებთან ერთად ( ან დაცემულ ანგელოზებთან ერთად) იქ, რომელიც მატერიის იქითაა. სხვა რაიმე გონიერ არსებას ჩვენს იქით ბიბლია არ გვეუბნება... მოკლედ... ამ თემაზე აქ არ გვინდა, ცალკე კი ბატონო.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 22 2009, 10:21 AM
პოსტი #296


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საოცარი სიახლე!


იტალიელი მეცნიერი ბარბარე ფრალემ სენსაციური ვარაუდი წამოაყენა, ცნობილი იყო აქამდისაც, რომ უფლის სუდარაზე ულტრაიისფერი სხივებით შეიმჩნეოდა რაღაც წარწერები, რომელთა არსებობას აქამდე სუდარის სხვა რაიმე წარწერებიან ნივთთან კონტაქტით სხნიდნენ, მაგრამ ფრალეს აზრით ეს წარწერები სწორედ რომ სიდონს ეკუთვნის, რადგან ესაა ერთგვარი რეგისტრაცია სიკვდილთ დასჯილთთავის, იწერებოდა ვინ იყო, ვის მიერ და რატომ იქნა დასჯილი, მართლაც სუდარაზე არჩევენ წარწერებს "იესო ნაზარეველი", "ტიბერიუსი..." და სხვა წარწერები...

IPB-ს სურათი

ეს არაა ჯერ დამტკიცებული, მაგრამ საინტერესო ვარაუდია...

წყარო:

http://www.avvenire.it/Cultura/sindone+fir...03050500000.htm


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 22 2009, 06:14 AM
პოსტი #297


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დიდი აღმოჩენა ალავერდში

13 ასურელ მამათაგან დღემდე მხოლოდ 6 მათგანის საფლავია ცნობილი...

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავის გახსნამდე ცხადი ხდება, რომ იგი ვინმე დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია.
სამწუხაროდ, წმინდა იოსებ ალავერდელის შესახებ ისტორია ძუნწად გვაძლევს ცნობებს. ცნობილია, რომ წმინდანი განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ის კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდი აურჩევია და იქ დაუწყია მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შემთხვევით შეხვედრია მონადირე დიდებულს და მისთვის ქრისტეს შესახებ უქადაგია. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულ საერო პირს მე-6 საუკუნეში საფუძველი ჩაუყრია ალავერდის მონასტრისთვის. ამის შემდეგ ბერის მოღვაწეობის ამბავი მრავალთათთვის გამხდარა ცნობილი და მასთან სიარული დაუწყიათ წმინდა სწავლების მოსასმენად. ბევრი მიმდევარი გაუჩენია ბერს იმ დღიდან და მალე მეუდაბნოეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილა. მოკლე ხანში კი მეუდაბნოეთა მრავალრიცხოვან კრებულს ალავერდის უდაბნოში სამონასტრო მოღვაწეობა გაუჩაღებია.
წმინდა იოსებ ალავერდელი გარდაცვალების შემდეგ მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაუმარხავთ. თუმცა, საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ალავერდის ტაძარში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სამარხი სწორედ ასურელ წმინდა მამას ეკუთვნის.
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფლავის პატრონის ვინაობაზე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, მჯერა, რომ მისი გახსნის შემდეგ ჩვენი ვერსია საბოლოოდ დადასტურდება. ამის თქმის უფლებას მაძლევს მრავალი ფაქტორი. საფლავი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მათ შორის, რაც დღემდე დაფიქსირებულა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების დროს. ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ("ქართუჯგუფი") დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აქ უკვე ხუთი წელია გაცხოველებული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის უმეტესი ნაწილის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. უკვე საბოლოოდ აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, მარანი, აბანო, სამრეკლო. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. რეაბილიტაციას წინ უძღოდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აიყარა მე-18 საუკუნეში გადაგებული, ამაღლებული იატაკი და სწორედ ამ პროცესში გამოჩნდა უკვე აღნიშნული უნიკალური სამარხი. იგი მე-11 საუკუნეშია აშენებული.

- წმინდანის ნეშტი მე-11 საუკუნეში გადაასვენეს ძველი, მე-6 საუკუნის სამარხიდან?
- შესაძლოა კი არ გადაასვენეს, არამედ ძველი ეკლესიის ფრაგმენტია მოქცეული მე-11 საუკუნის ტაძრის კედლებში. ცნობილია, რომ იოსებ ალავერდელი მის მიერ აშენებულ პირველ ტაძარშია დაკრძალული. მეცნიერები ახლა სწორედ იმ ძველი ეკლესიის ფრაგმენტებს ეძებენ.

- რა გაფიქრებინებთ, რომ საფლავი აუცილებლად წმინდანს ეკუთვნის?
- იგი აშენებულია განსაკუთრებული ქვით და ასევე განსაკუთრებული, მწვანე ქვის ორნამენტებით არის შემკული. ამასთან, როგორც ბევრი წმინდანის საფლავს, აღნიშნულ სამარხსაც აქვს განსაკუთრებული ღია ნიშა. ამ ნიშაში მომლოცველები თითქმის ნახევარი ტანით შედიოდნენ და მადლის მისაღებად ხელით ეხებოდნენ წმინდანის ჩასასვენებელს. ახლა ეს ნიშაც და სამარხიც მიწით არის ამოვსებული. ჯერ ბოლომდე არ გაწმენდილა.

- მთავარი ტაძრის რესტავრაცია დიდ დროს მოითხოვს?
- არა მხოლოდ რესტავრაცია, ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებია დასასრულებელი. ამიტომაც პროექტი ალბათ კიდევ სამ წელს გასტანს.
ტაძარი აშენების შემდეგ ორჯერ აღადგინეს მიწისძვრით გამოწვეული დაზიანებების გამო. პირველად მე-15 საუკუნეში ალექსანდრე კახთა მეფემ აღადგინა, მორიგი რეაბილიტაცია კი 1742 წლის ძლიერი მიწისძვრის გამო, ერეკლე მეორის მეფობის დროს დასჭირვებია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. ძალიან ბევრი დეტალი გადაკეთდა, ამიტომაც ახლა ვაშორებთ ზედმეტ მინაშენებს და პირვანდელ სახეს ვუბრუნებთ. გარე ფასადი წინა საუკუნეებში შელესილი იყო ქვიშისა და ცემენტის ხსნარით, რამაც გამოიწვია ტაძრის ძირითადი ნაწილების, შირიმისა და რიყის ქვის და აგურის დაზიანება. ახლა ეს შელესილი მასა მოიხსნება და კვლავ შირიმის ქვის ფასადი აღდგება. ძეგლი იმდენად მასშტაბურია, რომ სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს..
P.S. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენებამდე ყველაზე მაღალი ტაძარი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო. ამჯერად კომპლექსი მნიშვნელოვანი იმითაც ხდება, რომ საბოლოოდ დასტურდება მის კედლებში ქართველთა ერთ-ერთი დიდი წმინდანის, იოსებ ალავერდელის განსასვენებლის არსებობა. 13 ასურელ მამათაგან დღემდე მხოლოდ 6 მათგანის საფლავია ცნობილი.


ეკა ლომიძე


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 11 2010, 04:22 PM
პოსტი #298


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამას წინათ ბულგარეთის ეკლესიაში იყო მცდელობა კალენდრის ძველ სტილზე დაბრუნებისა (ამის შესახებ ათოსისგან გავიგე პირველად) და თითქოს უნდა მომხდარიყო უკვე ამ შობის ძველი სტილით აღნიშვნა.

წარმოგიდგენთ ახალ მასალას ამის თაობაზე


Митрополит Кирилл: Возврата к Юлианскому календарю не будет

Актуальные темы / 11.01.2010


Болгарский архиерей подчеркнул, что решения Синода подлежат обязательному исполнению …

Возврата к Юлианскому календарю не будет, заявил митрополит Варненский и Великопреславский Кирилл журналистам в ответ на вопрос: актуальна ли тема возврата к старому церковному календарю в Болгарии, сообщает сайт Православие.БГ.

"Всегда могут и должны подниматься какие-то вопросы. Нужно, однако, понимать, что именно стоит обсуждать, как поступать и какие последствия могут возникнуть. Святейший Синод несет ответственность за управление Болгарской Православной Церковью. Он не принимает случайных решений. Верующие со своей стороны, должны доверять верховному руководству. Даже если они считают, что решение Синода неправильно, они должны проявить послушание. Раз Синод принял какое-то решение, его надо выполнять", - сказал владыка Кирилл.

Отвечая на вопрос, является ли каноническим григорианский календарь, по которому сейчас живет Болгарская православная Церковь, тем более что ряд болгарских клириков выступает за возвращение к старому стилю, митрополит сказал: "Дело в том, что Болгарская Православная Церковь, как и другие Церкви, празднующие вместе с ней, не приняли католический григорианский календарь. Календарь, по которому мы отмечаем праздники - исправленный юлианский, а не григорианский. Исправленный календарь более точен, более близок к астрономическому. Представьте себе, что мы празднуем Рождество Христово в январе, а спустя какое-то время это уже будет совершаться в феврале; что же из этого выйдет? Важно, что Святейший Синод не отказался от древней практики пасхалии - празднования Воскресения Христова, которое (как и все переходящие праздники) все Православные Церкви празднуют вместе".

Между тем, как ранее заметил в интервью "Русской линии" диакон Владимир Василик, "для православного христианина вопрос о том, по какому календарю жить, имеет, безусловно, большое значение. Юлианский каледарь принят Соборами Святых отцов, и, прежде всего, - Первым Вселенским Собором, который утвердил нынешнюю Пасхалию. Это своего рода наша хронологическая икона. Что касается григорианского календаря, то он, как известно, был принят католическим папой Григорием XIII и, мягко говоря, не очень верующим астрономом Тихо Браге. Вот и вся разница. Читающий да разумеет".

Напомним также, что в конце 2009 года болгарский священник Марий Димитров и группа мирян подали заявление в канцелярию Святейшего Синода Болгарской Православной Церкви, в котором содержатся возражения против решения Синода от 1967 года о ревизии богослужебного календаря. В заявлении указывается на "серьезные противоречия между указанным решением Святейшего Синода и действующим церковным каноническим правом и уставом БПЦ" и содержится требование отмены решения от 1967 г. как неправильного и нецелесообразного и объявления его недействительным.

http://rusk.ru/news_rl/2010/01/11/mitropol...daryu_ne_budet/


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 11 2010, 11:04 PM
პოსტი #299


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანუდოსელი

ვიცოდი მე მაი ამბავი დიდი ხანია biggrin.gif

მოკლედ, შეაგროვეს ხელნაწერები და ყველას იმედი ჰქონდა, რომ ეს საკითხი სინოდის სხდომზე განიხილებოდა, მერე გაჟონა ინფორმაციამ, მას-მედიამ ატეხა ერთი ამბავი და სინოდმაც აღარ განიხილა და საბოლოოდ ასეთი კომენტარი გაკეთდა smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 15 2010, 09:57 AM
პოსტი #300


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საშინელი ტრაგედია დატრიალდა კოპტ მართლმადიდებელთა ეკლესიაში ეგვიპტეში, შობის ღამისთევის წირვის შემდეგ მრევლს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზევე გარდაიცვალა შვიდი მორწმუნე, მათ შორის ერთი ახლადდანიშნული წყვილი, ეგვიპტეში უკვე მერამდენედ დაფიქსირდა მუსულმან ექსტრემისტთა მიერ ქრისტიანთა დევნის ფაქტი.
თანავუგრძნობთ ჩვენს კოპტ მართლმადიდებელ ძმებს.

http://www.ilsussidiario.net/News/Esteri/2...ccidio/2/60028/

პ.ს.
უსაშინლესი ტრაგედიაა ასევე ჰაიტში, მიწისძვრის გამო დაღუპულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 50 ათასს, თუმცა გაორმაგებასაც შიშობენ..


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი