IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
მატასი
პოსტი Jan 15 2010, 10:33 AM
პოსტი #301


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რა სამწუხარო ამბავია... sad.gif



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 15 2010, 04:14 PM
პოსტი #302


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
საშინელი ტრაგედია დატრიალდა კოპტ მართლმადიდებელთა ეკლესიაში ეგვიპტეში, შობის ღამისთევის წირვის შემდეგ მრევლს ცეცხლი გაუხსნეს


საშინელი ტრაგედიაა sad.gif

თუმცა არ მიმაჩნია გამართლებულად კოპტი არაქალკედონიტებისთვის მართლმადიდებლების წოდება.
ჯერ-ჯერობით ევქარისტიული ერთობა აღდგენილი არ არის


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 16 2010, 05:14 AM
პოსტი #303


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუმცა არ მიმაჩნია გამართლებულად კოპტი არაქალკედონიტებისთვის მართლმადიდებლების წოდება.
ჯერ-ჯერობით ევქარისტიული ერთობა აღდგენილი არ არის

ლაფსუსი იყო მხოლოდ, ინფორმაცია მომივიდა მართლმადიდებელი არქიმანდრიტიდან შესაბამისად
რადგან ტერმინი "ორთოდოქსი" იყო მეგონა ალექსანდრიის საპატრიარქოსი.თუმცა ტრაგედია, ტრაგედიაა და ძალიან სამწუხაროა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 23 2010, 11:56 AM
პოსტი #304


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება


ა.წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება ”სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის” კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს, როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას.
შეუძლებელია, ევროპა, რომლიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები. ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არამარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს. ბუნებრივია ისმევა კითხვა: თუ კი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, მაშ რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?! იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს. არა აქვს მნიშვნელობა რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ვთვლით, მივმართავთ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო არ შეუერთდება მას.
საქართველოს საპატრიარქო: მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში: მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი: აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ახუნდი ალი ალიევი

22.01.2010


წყარო: http://www.ertsulovneba.ge/ (განცხადება)

ესეც ”ცივილიზებული” ევროპა... blink.gif help.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 23 2010, 01:53 PM
პოსტი #305


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
ესეც ”ცივილიზებული” ევროპა...

+1 :|

ანტიქრისტეს ამზადებენ read.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოე
პოსტი Jan 24 2010, 08:04 PM
პოსტი #306


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ციტატა(KAIROS @ Sep 7 2009, 05:04 PM) *

"ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი"
ვიდრე ქართველებს ერთი მძლავრი რუსულენოვანი საიტი ვერ შეგვიქმნია და ფულს რაში ვხარჯავთ, კაცმა არ იცის. რუსები დროს არ კარგავენ. რუსებმა მსოფლიოში საინფორმაციო ომი წააგეს და ახალ სტრატეგიას მიმართეს - ახალი მძლავრი საინფორმაციო შეტევა წამოიწყეს. ამჯერად საქმეში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩართეს(!). რაოდენ საწყენიც და უცნაურიც უნდა იყოს, ოსეთის "ისტორიულ მიწებს" ვრცელი ეპისტოლე მიუძღვნა ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ქრისტოფორმა. მაღალი სასულიერო წოდების პირის განკითხვისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საინტერესოა, რამ (ან ვინ) აიძულა ნეტარი ქრისტოფორი ამისთანა სიცრუე და უმსგავსი ისტორია შეეტყუებინა მრევლისთვის. ეპისტოლე რუსულ-ჩეხურ ჟურნალ "იკონაში" გამოქვეყნდა. მიტროპოლიტი ქრისტოფორი ავტორიტეტულად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი, რომ აქ ცხოვრობს ოსი ხალხი, რომელსაც აქვს მდიდარი კულტურული ტრადიციები, საკუთარი დამწერლობა(?!), ლიტერატურა, ხელოვნება; რომ ოსი ხალხი უაზრო საზღვრით ორადაა გაყოფილი და ახლა ისწრაფვიან აღადგინონ სახელმწიფო და გააუქმონ საზღვარი, რომელიც ყოფს ოსურ ოჯახებს, რომ თურმე ოსურ ტერიტორიებზე არასოდეს უცხოვრიათ ქართველებს და ასე შემდეგ... საილუსტრაციო მასალაში ქართული მართლმადიდებლური ტაძრები ოსურადაა გამოყვანილი. მიტროპოლიტ ქრისტოფორის ეპისტოლესთვის ყალბი რუკაც დაურთავს თან. თურმე სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ალანური ეპარქიაც არსებობდა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა! ეპისტოლეს მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაც ალანურ ეპარქიაში შედიოდა. მიტროპოლიტი აქამდე უცნობ ისტორიასაც გვთავაზობს. ის ჯერ მონღოლთა მიერ ალანთა დამარცხებაზე ლაპარაკობს. თურმე ოსების უკანასკნელი ისტორიული ცენტრი, ციხესიმაგრე ახლანდელი ქალაქი გორი ყოფილა, სადაც თურმე ალან-ოსთა მეფისწული ბაყათარი იმალებოდა. ამ ისტორიული პასაჟიდან გამოდის, რომ ქართველები მონღოლთა მოკავშირეები ყოფილან და გორის სიმაგრიდან ალანები გაუძევებიათ(!).
გვინდა მიტროპოლიტს ერთი ისტორიული ფაქტი ვაცნობოთ: გორი მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონღოლთა შემოსევების დროს ის ციხესიმაგრე კი არა, ქალაქი იყო, მე-13 საუკუნის ბოლოს მას ჩრდილო ოსეთიდან შემოსული ოსები დაეუფლნენ და 30 წელი მონღოლების დახმარებით ეჭირათ. სწორედ აქედან აოხრებდნენ და არბევდნენ მთელ ქართლს. ალბათ, ეპისტოლეში გორის "ისტორიული" პასაჟის შეტანა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ გორის უმოწყალოდ დაბომბვისა და ოკუპაციის გასამართლებლადაა გამიზნული. თუმცა ეპისტოლეში არის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო პასაჟი, სადაც მიტროპოლიტის ნამდვილი სახის დადგენა დაკვირვებულ მკითხველს არ გაუჭირდება: მიტროპოლიტი აშკარა სიმპათიას გამოხატავს ახლანდელი რუსეთის მიმართ და ამტკიცებს, ბოლშევიკურ რუსეთთან მას დღეს საერთო არაფერი აქვსო. მიტროპოლიტი ღიად საყვედურობს ჩეხურ მედიას ჩეხეთ-სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის შპიონაჟის ცენტრი რატომ გელანდებათო! მიტროპოლიტის ეპისტოლე ილუსტრირებულია ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებით, რომლებსაც ის ოსური კულტურის ძეგლებად ასაღებს. აქვე მოხმობილია ომის ამსახველი შემზარავი ფოტოები (ისე, საინტერესოა, როგორ ადგენს მიტროპოლიტი, რომ ეს ნგრევა-უბედურება ქართული არმიის ნამოქმედარია და არა რუსული ავიაციის?).
ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს. დეკანოზი დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: - მიტროპოლიტის ამ ეპისტოლეზე მკაცრი რეაქცია გვქონდა. მას საქართველოს საპატრიარქომ შესაბამისი ახსნა-განმარტება მოსთხოვა, გაუგებარი პასუხი მივიღეთ. ეს პასუხს კი არა, ზერელე მობოდიშებას უფრო ჰგავდა. მგონი გასაგები უნდა იყოს, საით უბერავს სიო.

- ეპისკოპოსს ისეთი ღრმა ისტორიული განათლება აქვს, რომ ოსების ისტორიულ მემკვიდრეობაზე იმსჯელოს?
- ისტორიული განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გეტყვით, რომ მას სასულიერო აკადემია მოსკოვში აქვს დამთავრებული(!).

- ეპისტოლედან კარგად ჩანს, რომ ჩეხეთში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მაინცდამაინც პატივით არ მოიხსენიებენ, მას რუსების ინტერესების გატარებასა და შპიონაჟშიც კი ადანაშაულებენ.

- როგორც ჩანს, მედია მთლად არ ტყუის. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამასთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ნორმალური პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

თუ იცი ამას საქართველოს საპატრიარქო არ გამოეხმიანა? მემგონი სპეციალური განცხადება უნდა გაეკეთებინათ ohmy.gif


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 25 2010, 05:30 AM
პოსტი #307


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ იცი ამას საქართველოს საპატრიარქო არ გამოეხმიანა

მგონი არა, უბრალოდ შეიძლება პირადად მისწერეს ან რაიმე მსგავსი, ოფიციალურად მსგავსი არ მომხდარა, ყოველშემთხვევაში მე არ მინახავს.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2010, 10:25 AM
პოსტი #308


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საზღვარი არა აქვს რელიგიურ ფანატიზმს, მითუმეტეს როცა იგი ერწყმის ბნელ და ულტრაკონსერვატიულ საზოგადოებას.

ამ დღეებში თურქ ქურდთა ერთერთ სოფელში აღმოაჩინეს 16 წლის გოგონა, რომელსაც საკუთარი ოჯახის მამაკაცებმა ცოცხლად დამარხვა გამოუტანეს განაჩენად, გოგონა ხელფეხშეკრული სახლის უკან ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს და მიწა მიაყარეს, მისი დანაშაული ის იყო "რომ ბიჭი მეგობრები ყავდა"....

ეს ის უბნელესი მუსულმანური სამყაროა, სადაც ქალებს აიძულებენ რაც შეიძლება მეტი მოისხას, რომ რომ კაცი არ დააბრკოლოს, უნდა დამალოს სხეულის ყველა ნაწილი, და არასოდეს არ უნდა შეხედოს კაცს, არც წინ არ უნდა გადაუსწროს ქუჩაში,ენა არ უნდა შეუბრუნოს...

ბევრს ეს ქრისტიანობა და ქართველობა გონია...


Arrested the father and grandfather, mother released

Turkey: girl buried alive by his family. "She had male friends'

The discovery in December: the seated body and his hands tied in a pit behind the fence of chickens
Arrested the father and grandfather, mother released

Turkey: girl buried alive by his family. "She had male friends'

The discovery in December: the seated body and his hands tied in a pit behind the fence of chickens

ANKARA - A 16 year old girl was buried alive by relatives in a village in southeastern Turkey as the family was not happy that he associated with male friends. The corpse of the girl, writes to Agence France Press reported news of the Turkish Anadolu, was found last December by the police 40 days after reporting the disappearance of M. M., which have been disseminated only the initials.

BURIED ALIVE - The body was found sitting with their hands tied in a hole six feet dug in the garden of the family home, under a fence for the chickens to Kahta, a village in the province of Adiyaman. Police found the body after an alert. The Anadolu explains that only in recent days has concluded its forensic autopsy, and concluded that the girl was buried alive, as is shown traces of soil found under her fingernails and in her stomach. "According to our tests, the girl, who had bruises on the body or traces of poison or narcotic in the blood, was alive and fully conscious when she was buried," said an anonymous judicial source.

ARRESTS - For the murder were arrested the father and grandfather, who are awaiting trial. During an interrogation, the father admitted that the family was unhappy with the fact that the girl he associated with male friends. His mother, who has eight children, was arrested and then released. The anonymous source who reported to the police where he found the body, explained that the elimination of the girl was taken in the context of a "family council", composed of senior members of the household. Only two months before his disappearance, M.M. had gone to the police to report the beatings suffered by his grandfather because of his frequent male. (source: AGI)



http://www.corriere.it/esteri/10_febbraio_...44f02aabe.shtml


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 6 2010, 11:57 AM
პოსტი #309


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(KAIROS @ Feb 6 2010, 10:25 AM) *

ეს ის უბნელესი მუსულმანური სამყაროა, სადაც ქალებს აიძულებენ რაც შეიძლება მეტი მოისხას, რომ რომ კაცი არ დააბრკოლოს, უნდა დამალოს სხეულის ყველა ნაწილი, და არასოდეს არ უნდა შეხედოს კაცს, არც წინ არ უნდა გადაუსწროს ქუჩაში,ენა არ უნდა შეუბრუნოს...

ბევრს ეს ქრისტიანობა და ქართველობა გონია...

კაიროს, ძალიან გთხოვ, ნუ ადარებ ერთმანეთს. მგონი, გადაჭარბებულია.
ნუ, ყოველ შემთხვევაში, ტოტალურად შეფასების ელფერი არ უნდა დაკრავდეს ამ ყველაფერს.
ასეთი ბნელი ელემენტები, რა თქმა უნდა არსებობენ, ჩვენს საზოგადოებაშიც, მუსულმანურშიც (ტოტალურად),
კათოლიკურშიც და სხვაგანაც. და რა თქმა უნდა, ეს, უკიდურესად ცუდია. ამაზე არაა დავა და საუბარი.
უბრალოდ, მინდა გავიხსენოთ, ჩვენი თუნდაც ბებიები, ან ბებიების დედები, ან უფრო იქით კიდევ,
ვის შესახებაც გვსმენია გადმოცემით. გავიხსენოთ მათი ქცევა და მორალური ნორმები.
ამას ხომ არავინ აიძულებდა მათ, უბრალოდ, სპონტანურად, შინაგანად იყვნენ ასეთები. სწორედ ქრისტიანობიდან გამომდინარე.
იცოდნენ, რა იყო ზნეობრივი ჩარჩოები, კაცთან დამოკიდებულება, ჩაცმულობის ეთიკა, სიტყვა-პასუხის მოზომვა და ა.შ.
არ ვამბობ, რომ აუცილებელია, დღეს ყველა გოგომ თუ ქალმა ჩადრით იაროს,
მაგრამ ის კი არის აუცილებელი, რომ რაღაც ზომიერება დაიცვან. ასევე კაცებმა.
ზომიერება ყველაზე კარგი რამაა. სამწუხაროა, რომ იშვიათად ვახერხებთ მის დაცვას.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 6 2010, 12:32 PM
პოსტი #310


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(terra @ Feb 6 2010, 12:57 PM) *

უბრალოდ, მინდა გავიხსენოთ, ჩვენი თუნდაც ბებიები, ან ბებიების დედები, ან უფრო იქით კიდევ,
ვის შესახებაც გვსმენია გადმოცემით. გავიხსენოთ მათი ქცევა და მორალური ნორმები.
ამას ხომ არავინ აიძულებდა მათ, უბრალოდ, სპონტანურად, შინაგანად იყვნენ ასეთები. სწორედ ქრისტიანობიდან გამომდინარე.
იცოდნენ, რა იყო ზნეობრივი ჩარჩოები, კაცთან დამოკიდებულება, ჩაცმულობის ეთიკა, სიტყვა-პასუხის მოზომვა და ა.შ.
არ ვამბობ, რომ აუცილებელია, დღეს ყველა გოგომ თუ ქალმა ჩადრით იაროს,
მაგრამ ის კი არის აუცილებელი, რომ რაღაც ზომიერება დაიცვან. ასევე კაცებმა.

გიო გეთანხმები, მაგრამ ეგ ზომიერების შეგრძნება ყველა ეპოქისათვის, ყველა ეთნოსისათვის, ყველა რჯულისათვის, ყველა ოჯახისათვის და ყველა ინდივიდისათვის განსხვავებული ზომისაა...

ყველა ერთხმად აღიერებდა და აღიარებს რომ ზომიერება ოქროს შუალედია, მაგრამ სულ იმაზეა დავა თუ სადაა ეს ნანატრი ოქროს კვეთა sad.gif
ამ ზომიერებას ერთი მხრივ რელიგიური მსოფლმხედველობა და მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციები აკანონებს და მეორეს მხრივ სხვადასხვა იდეოლოგიები მათ ხელტ არსებული მექანიზმებით შეუყვნენ მასობრივ ფსიქოზს...

და შენ იცი გიო რომელია ზომიერი?
რაც მეტად უახლოვდები წინასწარარჩეულ ზომიერების საზღვარს მით მეტად მიჩოჩავს იგი ... თუ საით ეგ უკვე ზნეობრივი ორიენტირის მიმართვაზეა მიბმული...
სწორი თვითგანვითარებისას სწორედ რომ მეტი მოკრძალებისაკენ წაგიყვანს yes.gif


კაიროს
ახლა შენი აზრი მაინტერესებს იმაზე თუ როგორ და რა ფორმით მყოფობს უფალი მასეთ საზოგადოებაში... როგორია მისი როლი და გავლენა ან არგავლენა მათი ქცევებზე...
ჭეშმარიტება რამდენადაა ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ეგ ადამიანები უფლის მსახურების სახელით ცდილობენ რჯულის აღსრულებას...
კონკრეტული კითხვის დასმას შეგნებულად ვერიდები, რადგან არ მინდა მკრეხელური ვთქვა რამე... mellow.gif
მაგრამ იმედია მიმიხვედი რაც მაწუხებს dry.gif unsure.gif

პ.ს. ...დავითრგუნე რაღაც


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 6 2010, 12:53 PM
პოსტი #311


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ნონა

ძალიან რთული საკითხია, გეთანხმები.
განსაკუთრებულად რთულია ზომიერების დაცვა დღეს, თანამედროვე ყოფაში.
მე მაინც მგონია, რომ ზომიერების ''საზღვრების'' დასადგენად, ემპირიით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
რა თქმა უნდა - ქრისტიანული მონახაზების და თანამედროვე ყოფა-ცხოვრების გათვალისწინებით.
ეს სიბრძნე და გონიერებაა. ასევე, გამოცდილება.
გულისყური სჭირდება, პერმანენტული ანალიტიკა და სიყვარული - პირველ რიგში.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Feb 6 2010, 01:32 PM
პოსტი #312


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(terra @ Feb 6 2010, 01:53 PM) *

ემპირიით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
რა თქმა უნდა - ქრისტიანული მონახაზების და თანამედროვე ყოფა-ცხოვრების გათვალისწინებით.
ეს სიბრძნე და გონიერებაა. ასევე, გამოცდილება.
გულისყური სჭირდება, პერმანენტული ანალიტიკა და სიყვარული
- პირველ რიგში.

გიო ვიცი ამ პასუხით ერთგავრი ბანალიტეტის გზას შევუყვები მაგრამ...
ყველაფერი რაც შენ ჩამოთვალე გიო მეჩვენება თუ მართლა ასე არ ვიცი მაგრამ დამახინჯებულად გვაქვს უკვე

ემპირიული ცნობიერებით შორს ვერ გავფრინდებით... თან ყველაფერს ასეთი მიდგომით ვერ განსაზღვრავ, ბოლოსდაბოლოს საცდელ ბატკნად თავის გამოყენება არავის სურს და წინასწარგამიზნულობის გარეშე ემპირია რბილად რომ ვთქვათ სხვის შეცდომებზე ჭკუის სწავლაა და ეს როგორც გამოსდიოდა თაობებს ვიცით...

სიბრძნეს და გონიერებას მე პირადად ვმათხოვრობ და ეჭვი მაქვს უმცირესობაში ამის საჭიროების გამო კი არა ამისვე აღიარების ფაქტის გამო თუ ვიყო მოხვედრილი მხოლოდ sad.gif

გამოცდილება ... ნუ რაც მაქ იმასაც რომ ვერ ვიყენებ, თქვენ რა შუაში ხართ, მაგრამ ცოდვა ვარ აშკარად რა mellow.gif

ანალიტიკა კი... ოღონდ არაფრით არ შემიძლი დაგეთანხმო რომ ლოგიკური მსჯელობამ შეიძლება ზნეობისათვის სწორედ სულიერების სიმაღლეზე რამე ხეირიანი დასკვნა დაგვადებინოს...
პრინციპში კაცობრიობა სულ მაგის ცდაშია და არ ვიცი ამ მცდელობით რამდენია კმაყოფილი მაგრამ შედეგი 21-ე საუკუნის სულიერებისაგან გამოშიგნვაა sad.gif

...აი სიყვარული კი - გვეყოფა იმედია a075.gif

პ.ს. თქვენთვის არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია, მაგრამ მე ისევ ლოცვას ვირჩევ, ჩემთვის ასე უკეთესია ვიცი!


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 12 2010, 03:35 AM
პოსტი #313


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროს, ძალიან გთხოვ, ნუ ადარებ ერთმანეთს. მგონი, გადაჭარბებულია.

smile.gif
ტერრა (მიწავ smile.gif ) სად დავწერე მე რომ ერთმანეთს ვადრი ქართულ (ანუ ქრისტიანულ) კდემამოსილ ჩაცმულობას და იმ საშინელ სიბნელეს?
მე ვთქვი, რომ ქალის უკიდურესად ჩაბურვა,ჩამუქვა და ჩაკეტვა ზოგს ქრისტიანობა გონიათქო, ანუ რაც არ მითქვამს ნუ მაბრალი, ეგ მხოლოდ შენი დასკვნა იყო და არა ჩემი სიტყვები, უბრალოდ იმიტომ რომ რაც დაწერე გეთანხმები და სულაც არ მოდის ჩემს ნაწერთან კონტრასტში.

ნორმა რომ საჭიროა ეს იმას ნიშნავს რომ ანომალურობა ანომალურია ორივე უკიდერესობაში.

იხარე;

კაიროსი!

პ.ს. მე რადგანაც ცოტა დრო მაქვს და ბევრ ადგილას ვწერ, თუკი სადმე გამომეპასუხებით ან მკითხავთ, იქნებ შემატყობინოთ მერე, თორემ გვიან ვნახულობ ხოლმე პოსტებს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agnesa
პოსტი Feb 12 2010, 12:38 PM
პოსტი #314


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-January 10
წევრი № 7,928



იანვარი 29, 2010 ავტორი თეო ხატიაშვილი

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა სოციალისტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" შესახებ. კონსენსუსი, ასე რომ ვნატრობდით გასული წლის კრიზისულ გაზაფხულზე, მომენტალურად იქნა მიღწეული მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებს, ერსა და ბერს შორის - საქართველო ამ "უზნეობას" მხარს არ დაუჭერს.

რასაკვირველია, ეკლესიისგან სხვა პოზიციას არც ველოდით (ამ შემთხვევაში საპატრიარქო და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელებიც ერთ აზრზე იყვნენ), და არც "ქრისტიან-დემოკრატთა პარტიისგან", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეაქციული პოლიტიკის გამტარებელია და რომლის წევრ პარლამენტარ მაგდა ანიკაშვილს უნდა გაეკეთებინა სესიაზე მოხსენება. მაგრამ როგორი იყო მმართველი პარტიის პოზიცია, რომელიც დღემდე პროდასავლური კურსის მიმდევრად ასაღებს თავს და უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მხოლოდ ნატოს წვრთნებში წარმატებული მონაწილეობა ჰგონია დასავლეთთან ინტეგრაციის გარანტი. მოდით, პატარა ტესტს ჩავატარებ - "იპოვეთ 10 განსხვავების" მსგავსს, მე პირადად, უბრალოდ წინადადების წყობის გარდა ეს ვერ აღმოვაჩინე: 1. "უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს აბსოლუტურად უგულებელყოფილი. არც ერთი ჯგუფის ინტერესების თავსმოხვევა ერთმანეთზე სწორი არ არის, რასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა" და 2. "ჩვენ ვეწინააღმდგეებით ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას და, რაც მთავარია, პროპაგანდას მათ მიერ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თუ ასეთები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ, მოვკვეთოთ ისინი ან დავამციროთ და დისკრიმინაციულ ვითარებაში ჩავაყენოთ. არა, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ამავე პრინციპების ქადაგების შესაძლებლობა." ეს უკანასკნელი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრ ზაზა გაბუნიას ეკუთვნის, მეორის ავტორი კი ბ.-ნი გიორგი გაბაშვილია. ჩემთვის კი ორივე პრიმიტიული დემაგოგიის გამოვლინებაა, რომელიც ერთ ფრაზას მახსენებს ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" : "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის".

მე მგონი, ზედმეტად ვირთულებთ ცხოვრებას. იქნებ ჯერ გავერკვეთ, სინამდვილეში რა გვინდა ევროპისგან - მეტი კომფორტი, მაღალი ანაზღაურება, მატერიალური კეთილდღეობა თუ იმ პრინციპებით ცხოვრება, რასაც "დიდი ევროპული/დასავლური ოჯახი" გვთავაზობს. ამისთვის კი, ალბათ, ჯერ ისიც უნდა გავსაზღვროთ - საერთოდ ვის ვგულისხმობთ ადამიანში - "დიდ, თეთრკანიან, მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალ მამაკაცს" თუ "ყველა დანარჩენს"?. აბა, ეჭვი როგორ არ შემეპაროს, როცა ამ სიტყვებს სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ვინმე ბ.-ნი გიორგი კერვალიშვილი წარმოთქვამს:"ევროსაბჭომ ჯობს იმაზე გაამახვილოს ყურადღება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და არა იმაზე, რომ ვიღაც ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა." "ვიღაც ჰომოსექსუალები" - აშკარაა, გიორგი კერვალიშვილისთვის ისინი ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (მარტო ის რომ არ ფიქრობს ასე, ალბათ, ამის აღნიშვნაც ზედმეტია). დააკვირდით - ის, როგორც უმცირესობის წარმომადგენელი ანუ პატარა და უუფლებო საქართველოს მოქალაქე როგორი რიხით ლაპარაკობს, მიუთითებს და ასწავლის ევროსაბჭოს (ანუ "უმრავლესობას"), რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა თუ ლგბტ- უფლებები?.. ეს მას შეუძლია, უფლება აქვს, როგორც დაჩაგრულ-დამცირებულს. ჩვენ ყოველთვის ბევრს ვითხოვთ სხვისგან, მაგრამ ცოტას ვაკეთებთ სხვისთვის.

როგორც ვიცი, საქართველოს დელეგაციამ უკვე სესიის სხდომაზე ასეთი რიხი და თავდაჯერებულობა ვეღარ გამოავლინა - ალბათ, უმცირესობაში იგრძნო თავი და "დამცირებულმა" კუთხეში ჯდომა ამჯობინა. იქნებ ეს იყოს გამოსავალი, რომ საქართველომ ხშირად იგრძნოს თავი იგნორირებულად, აუტსაიდერად, მისი ხმა გაისმას "ხმად მღაღადებლისად ...", რათა საბოლოოდ გავიგოთ, რას ნიშნავს თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, რას ნიშნავს ადამიანი და მისი თავისუფალი არჩევანი.



ეს თეო ხატიაშვილის სტატიაა, რომელიც მისივე ბლოგიდან ავიღე. როგორც ხედავთ, ავტორი, რომელიც რამდენადაც ვიცი, საკმაოდ კარგი კინომცოდნე თუ კინოკრიტიკოსი თუ რაცაა, თავის საქმის კარგი პროფესიონალია (აქ იმის თქმა მინდა, რომ მას პიროვნულად არ ვერჩი) - ფიქრობს, რომ საქართველოს ამგვარი პოზიცია შეუფერებელია ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანებისაკენ სწრაფვის ფონზე, ამასთან განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მისთვის მიუღებელ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოზიციას ემთხვევა smile.gif. განსაკუთრებით თვალში მომხვდა, რომ ავტორისთვის "ხმა მღაღადებლისად" ერთგვარი დამამცირებელი და ნეგატიური კონტექტსში მოსატანი ეპითეტია, რომლის გამოც თერმე საქართველოს დელეგაციას აუტსაიდერად და დამცირებულად უნდა ეგრძნო თავი.

მაინტერესებს, რა პასუხს გასცემდით მას - პირდაპირ ჩვენთვის უკვე ცნობილ რელიგიურ მოსაზრებებზე აპელირების გარეშე. ვინაიდან გასაგებია, რომ თანამედროვე ლიბერალებისათვის, როგორებიც ამ ჟურნალის მესვეურები არიან, ჟარგონით რომ ვთქვათ უბრალოდ "ტეხავს" კონტრარგუმენტად იმის მოსმენა, რომ ეს რელიგიურად მიუღებელია smile.gif. ისინი თვლიან, რომ თუ გვინდა ევროპაში, რომლის მთავარი (დეკლარირებული მაინც) ღირებულება ადამიანის უფლებებია, მშინ კეთილი ვინებოთ და ან მხარი ავუბათ, ანდა დავეტიოთ ჩვენ სიბლენეში smile.gif

ჰოდა რას ფიქრობთ, გვინდა კიი? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2010, 02:22 AM
პოსტი #315


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისინი თვლიან, რომ თუ გვინდა ევროპაში, რომლის მთავარი (დეკლარირებული მაინც) ღირებულება ადამიანის უფლებებია, მშინ კეთილი ვინებოთ და ან მხარი ავუბათ, ანდა დავეტიოთ ჩვენ სიბლენეში

არც მასეა, თუ ლგბტ-ს უფლებების დაცვაზეა საუბარი, რატომ უნდა იყოს პრობლემა? განა მართლმადიდებლობა ასწავლის, რომ ვიღაც რადგან სექსუალურად ჩვენი სარწმუნოებისათვის მიუღებლად ცხოვრობს, ვცემოთ და ჩავქოლოთ? თუა საუბარი მათთვის იგივე უფლებების მინიჭებაზე (შვილის აყვანა და ა.შ.) მაშინ მაგ იდეებს დასავლეთშიც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს და მიდის კამათი, ისე კი ზოგადად ეგ რუსების შემოგდებული ამბავია, რა გინდათ საზიზღარ ევროპაში დარჩით ჩვენთან რუს ძმა მართლმადიდებლებთანო biggrin.gif
ანტიდასავალური კამპანია პრორუსული იდეებით იკვებება დღეს და ქართული პოზიცია, კი დღეს გულისხმობს უცილობლად რუსის კლანჭებიდან დაძვრენას, ევროპასთან დაახლოებას და ამავდროულად საკუთარი ნაციონალური და რელიგიური იდენტურობის შენარჩუნებაში, ძნელია, მაგრამ ადვილი მხოლოდ მონობაა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 13 2010, 11:32 AM
პოსტი #316


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456




საპატრიარქოს განცხადება აღნიშნულ თემაზე ადრე დავდე. საშინელებაა ერთი სიტყვით რაიმე არგუმენტით ამ კანონის გამართლება.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2010, 12:20 AM
პოსტი #317


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნიგერიაში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 500 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის პლატოს შტატში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500 კაცს აღწევს. ამის შესახებ სააგენტო ”ფრანს პრესი” იუწყება.

შეტაკება გუშინ ნიგერიის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ტრაგედია ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დავას მოჰყვა.

”ამ საზარელი ფაქტის შედეგად, დაახლოებით, 500 ადამიანი დაიღუპა. უშიშროების სამსახურმა უკვე დააკავა დაპირისპირების მონაწილე 95 ადამიანი”, - აცხადებენ ადგილობრივ მთავრობაში.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2010, 09:56 PM
პოსტი #318


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დღევანდელ დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად დაიღუპა პოლონეთის არმიის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე
მირონ ჩოდაკოვსკი
H.E. Miron Chodakowski - Orthodox Bishop of the Polish Army
ნათელში ამყოფოს ღმერთმა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2010, 02:46 AM
პოსტი #319


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან სამწუხარო ამბავი, რომელმაც შეიძლება დიდად შეუშალოს ხელი ნამდვილი მომლოცვლების წასვლას წმიდა მიწაზე:

45-მა ქართველმა ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა
11.04.10 18:13
45-მა ქართველმა ტურისტმა ისრაელში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ეს ინფორმაცია ადგილორივმა გაზეთმა `ედიოტ აქრონოტმა` გაავრცელა. ისრაელში საქართველოს საელჩომ ეს ცნობა ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაზეთის რედაქციაში გადაამოწმა. როგორც ირკვევა, ლტოლვილის სტატუსს წმინდა მიწაზე სააღდგომოდ ჩასული მომლოცველები ითხოვენ.

სამწუხაროა, რომ მლოცველებს ძალიან პირადი მიზნები ამოძრავებდათ... ამით კიდევ უფრო გართულდება მომლოცველთა წასვლა წმიდა მიწაზე sad.gif

რათქმაუნდა გასაგებია საქართველოს მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ ის რომ მომლოცველობას იყენებ პირადი მიზნებისათვის და ამით ეკლესიასაც და სახელმწიფოსაც სახელს უტეხ, ნამდვილად ძალიან სამწუხაროა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 13 2010, 05:48 PM
პოსტი #320


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მეძველწესე მღვდლის შურაცხყოფა-დამცირება...

Украинская ювеналка начинает свою работу с избиения священника
10.04.2010

9 апреля в дом священника Димитрия ворвались трое неизвестных (один был в милицейской форме). Не показав удостоверений, пришли изымать младшего ребенка. На естественный отказ отца отдать ребенка начали выламывать руки (батюшка не может поднять руку до сих пор), поварили на пол, надели наручники, навалились так что он не мог дышать, повредили грудную клетку. Позже, при снятии побоев констатировали головную боль и тошноту, что скорее всего говорит о сотрясении мозга. “Гости” вели себя по-зверски, переступали через связанного священника, не обращая внимание на других перепуганных и кричащих от ужаса детей.

В машине “скорой” на улице сидели медики и кто-то с органов опеки. Ребенка возрастом в один месяц забрали в больницу. Мать побежала за ребенком, не успев собраться, оставив дома еще четверых детей. Ребенку поставили ложный диагноз “при смерти”, хотя сами тут же констатировали что с ним все в порядке.

Вы думаете это произошло где-то опять в Норвегии? Нет это наша украинская реальность. с.Никольское, Светловодский район, Кировоградская область.

Чем провинилась эта многодетная семья перед законом? Батюшка говорит, что местный педиатр давно на них косо смотрел, потому что рожали не в роддоме и не делали прививки. А тут ребенок приболел и появилась возможность решить проблему радикально.

Ребенку в больнице сразу начали колоть какие-то лекарства (мнение родителей уже абсолютно не важно).

Кстати, перед отъездом из дома ”позаботившиеся о детях” гости все-таки развязали священника, но закрыли дверь снаружи, что бы он не смог отобрать у них своего ребенка. СВЯЩЕННИКУ ПРИШЛОСЬ ВЫЛЕЗАТЬ В ФОРТОЧКУ, чтобы открыть дверь в свой дом и выйти наружу. Конечно, к тому времени как он вылез машина уехала, увезя ребенка с матерью.

Когда священник пришел подавать заявление в милицию, там кроме дежурного никого не было. Зато когда он пришел в больницу, как из-под земли появились два заинтересованных милиционера.

Итак, пробный камень кинут. Начинают со священников - естественно это не случайно, ювенальщики даже не скрывают что им больше всего мешают православные устои. Теперь будут ждать реакции общественности - стерпит наш народ очередное издевательство или все-таки будет защищаться. От этого зависит мера их дальнейшего нахальства.

Всем, кто может оказать содействие просим откликаться.

ინფო იხილეთ აქ: http://sovest.dnepro.org/2010/1161.html


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი