![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#441
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ამგვარი უაზრო სათაურები (ნებით თუ უნებლიედ გაკეთებულნი) ძაიან გამაღიზიანებელია...
გასაგებია რომ ეს ,,მღვდელი'' მართლმადიდებელი არაა .(ჩემთვის ესაა მთავარი) , მაგრამ იმდენად ფართო მცნებაა და ბევრი ისეთი უცოდინარია რომ სიტყვა მღვდელზე-ეგრევე ყველა მღვდლის შეურაცხყოფას იწყებს. ვფიქრობ ამგვარი ზოგადი ,,უზუსტობებით' ზიანდება მართლმადიდებლური , კათოლიკური და ზოგადად ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელთა პირადი ღირსებები და კარგი იქნება თუ დაკონკრეტდება მაინც-ვთქვათ ,,კოლუმბიელი x-რწმენის მღვდელმა y მიქარა.''' და არა რომ მღვდელმა ,,მიქარა.'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#442
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
ჰმ... რომის პაპი გადადგა...
http://news.ge/ge/news/story/45578-romis-papi-gadadga -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#443
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ვა....
საინტერესოა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#444
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ახალი გამოცემა
![]() ეკლესიის საუნჯე მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოძღვრების საფუძვლები წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 80 წლის იუბილეს გამოცემა ერთგვარი ვრცელი კატეხიზმოა, რომელიც მიზნად ისახავს მკითხველისთვის მართლმადიდებლური სწავლება-მოძღვრების თითქმის ყველა სფეროს ზოგად გაცნობას. მასში ყველასათვის გასაგები და მისაწვდომი ენითაა გადმოცემული და ახსნილი ქრისტიანული რელიგიის ძირითადი თემატიკა და მისი მნიშვნელობა. წიგნი განკუთვნილია მორწმუნეთა და ქრისტიანობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. წიგნი დაბეჭდილია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით და გაწყობილია მრავალფეროვანი ილუსტრაციებითა და ორნამენტებით. გვერდების რაოდენობა: 564. შემდეგნლები: დავით შონვაძე, ნანა ჩაჩიბაია მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე კონსულტანგები: ვლადიმერ ჩხიკვაძე, მღვდელმონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე), მაკა გოცირიძე რედაქტორები: დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, დეკანოზი იოანე მამნიაშვილი რეცენზენტი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გამოცემის დამფინანსებელი: ლაშა შარაშენიძე გამოცემა რეცენზირებულია საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ იხ. წიგნის სარჩევი და ილუსტრაციები (გადაფურცვლის ეფექტით): http://saunje.expressgeorgia.com/ Facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/EklesiisSaunje მსურველებს წიგნის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ საეკლესიო მაღაზიებსა და ეკლესიებში: „ჯვარი“, „იადგარი“, ლესელიძის ქ. 30; „ალილო“, ლესელიძის ქ. 17, 27; „იერუსალიმი“, ლესელიძის 8; „წმინდა კუთხე“, ლესელიძის 30, ბახტრიონის 8, ჩიტაიას 39ა (საბჭოს მოედანთან); “მართლმადიდებელი“, ა. დიუმას 4 (შესახვევი ლესელიძის ქუჩიდან), პეკინის 33ა, კავსაძის 8 (ვაკე), გ. გაბაშვილის 4 (მ. დელისი), ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძართან არსებ. მაღაზია (ნაძალადევი), რესპუბლიკური საავადმყ. მიმდ. ტერიტორია (ლ. ქართველიშვილის ქ.), დიღმის მას. 2 კვარტ, 8 კორპ (დიღმის ხიდთან). სამების საკათედრო ტაძარი ქაშვეთისა და ანჩისხატის ეკლესიები „ბიბლუსი“-ს მაღაზიათა ქსელი (მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში) ინტერნეტის საშუალებით - „ელვა.ჯი“-ს მეშვეობით: http://elva.ge/index.php?option=com_wsshop...2&product=10370 ფასი: 24-დან 28 ლარამდე, მაღაზიის მიერ დადებული პროცენტის მიხედვით. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#445
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
მარიამი
ციტატა შემდეგნლები: დავით შონვაძე, ნანა ჩაჩიბაია მთარგმნელი: ვასილ ბურკაძე კონსულტანგები: ვლადიმერ ჩხიკვაძე, მღვდელმონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე), მაკა გოცირიძე რედაქტორები: დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, დეკანოზი იოანე მამნიაშვილი რეცენზენტი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გამოცემის დამფინანსებელი: ლაშა შარაშენიძე ისეთ ხალხს მიუღია მონაწილეობა მის გამოცემაში , რომ აუცილებლად მაღალი ხარისხის იქნება... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
![]()
პოსტი
#446
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
რომის პაპი აურჩევიათ... აი ისიც
http://en.wikipedia.org/wiki/Jorge_Bergoglio -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#447
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
სიქსტის კაპელის სახურავის მილიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას და მის 1,2 მილიარდიან მრევლს ახალი წინამძღვარი - რომის პაპი ჰყავს.
რეკენ ზარები, მორწმუნენი კი სკანდირებენ: Habemus papam! (”ჩვენ გვყავს პაპი!”). წმინდა პეტრეს მოედნიდან პირდაპირ ტელე ტრანსლაციას ახორციელებენ მსოფლიოს უმსხვილესი ტელეკომპანიები. აქედან გამომდინარე რომის ახალი პაპი არჩეულია კენჭისყრის მეოთხე თუ მეხუთე ტურში. ცოტა ხანში 266-ე პოტიფიკის ვინაობაც გახმაურდება. კონკლავის პირველ დღეს, გუშინ კარდინალებმა მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა. უშედეგოდ დასრულდა მეორე კენჭისყრაც. რომში სიქსტის კაპელის ტაძარში მიმდინარე კონკლავში კათოლიკური ეკლესიის 115 კარდინალი მონაწილეობს. გუშინ კონკლავი დღის მეორე ნახევარში დაიწყო, მანამდე კი კარდინალებმა „უმაღლესი პონტიფიკოსის ასარჩევად“ განსაკუთრებული მესა აღავლინეს. ხმის მიცემამდე კარდინალებმა, წესის მიხედვით, ფიცი დადეს. სანამ ახალი პაპის არჩევა არ მოხდება კარდინალები გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. კონკლავის დროს გამოყენებულ ბიულეტინებს კი წვავენ. სწორედ დამწვარი ბიულეტენების კვამლის ფერის მიხედვით ხვდება გარე სამყარო რომ ჩატარდა კენჭისყრა და რა შედეგით დასრულდა ის. შავი კვამლი კენჭისყრის უშედეგოდ დასრულებაზე მიუთითებს, თეთრი კი იმის მაუწყებელია, რომ კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. ტეგები http://news.ge/ge/news/story/48734-romis-k...hali-papi-hyavs -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#448
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
სირიაში მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი გაიტაცეს
23/04/2013 ავტორი: სერგო ფარულავა სააგენტო ПРАВМИР- ის ცნობით, 22 აპრილს, გამთენიისას, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს გარეუბანში, გატაცებულ იქნენ: მიტროპოლიტი პავლე იაზიგი (ანტიოქიის ალეპოს სამთავარეპიკოპოსო ეპარქია), დოქტორი პატროლოგიაში, რომელიც გახლავთ ასევე ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქის – იოანე Х ღვიძლი ძმა, მასთან ერთად გაიტაცეს მთავარეპისკოპოსი მარ გრიგორი იბრაჰიმი (სირიის მიაფიზიტური ეკლესიის იერარქი), მძღოლი კი მოკლეს. SANA-ს სააგენტოს ცნობით:”ტერორისტებმა ეპისკოპოსთან მანქანას სოფელ კფარ დაელთან დაესხნენ თავს, მანქანიდან მძღოლი გადმოათრიეს და ეპისკოპოსები შეიპყრეს”, ბერძნულ-მართლმადიდებლური ეპარქიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია იუწყება AFP. ალეპოს ქრისტიანული მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, მთავარეპისკოპოსმა იბრაჰიმმა მიტროპოლიტი პავლე წამოიყვანა თურქეთ-სირიის სასაზღვრო პუნქტიდან ” ბაბ-ალ-ხავა”-დან. მკითხველს შევახსენებთ, რომ ქრისტიანები სირიაში მხოლოდ 5% შეადგნენ… წყარო: http://www.pravmir.ru მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ პ.ს. და ბოლოს უცვლელად გთავაზობთ სამენოვან, ინგლისურ-არაბულ-ბერძნულ ლოცვას, რომელიც ბერძნულ-მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობი , მიტროპოლიტ პავლეს განთავისუფლებისათვის და შემოგთავაზებთ ამ ლოცვის მოკრძალებულ ქართულ თარგმანს : My LADY, THEOTOKOS, PROTECT YOUR SON & SERVANT; HIS EMINENCE METROPOLITAN OF THE ORTHODOX CHURCH OF ALEPPO & ISKENDERUN k.k. PAUL YAZIGI & PRAY TO YOUR SON & LORD TO LEAD HIM BACK SAFE TO HIS PARISH & SPIRITUAL CHILDREN!! ياوالدة الاله سيدتي، احفظي ابنكِ وعبدكِ، سيادة المطران بولس يازجي، مطران حلب واسكندون للروم الارثوذوكس وتشفعي الى ابنك والهك ان يعيده بنعمته سالماً لرعيته وأولاده الروحيين! ΠΑΝΑΓΙΑ ΚΑΙ ΘΕΟΤΟΚΕ ΜΟΥ, ΠΡΟΣΤΑΤΕΨΕ ΤΟΝ ΓΙΟ ΚΑΙ ΔΟΥΛΟ ΣΟΥ, ΤΟΝ ΣΕΒΑΣΜΙΟΤΑΤΟ ΜΗΤΡΟΠΟΛΙΤΟΥ ΧΑΛΕΠΙΟΥ ΚΑΙ ΑΛΕΞΑΝΔΡΕΤΤΑ, κ.κ. ΠΑΥΛΟ YAZIGI ΚΑΙ ΠΡΕΣΒΕΥΕ ΣΤΟΝ ΓΙΟ Κ ΘΕΟ ΣΟΥ ΝΑ ΤΟΝ ΕΠΙΣΤΡΕΨΕΙ ΚΑΛΑ ΣΤΗΝ ΕΚΚΛΗΣΙΑ ΚΑΙ ΤΑ ΠΝΕΥΜΑΤΙΚΑ ΤΕΚΝΑ ΤΟΥ!! ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, დედაო ჩვენო, დაიცავი შენი მსახური და შვილი ალეპოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე იაზიგი, ევედრე ძესა შენა და უფალსა ჩვენსა, რაითა მშვიდობიანად დაუბრუნდეს მის სამწყსოს და მის სულიერ შვილთ! http://www.orthodoxtheology.ge/siria/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#449
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ეს ნახეთ...
ათონის მთაზე ბერძნულ პოლიციასა და მონაზონებს შორის შეტაკება მოხდა ივლისი 30th, 2013 10:06 AM | აქტუალური, მსოფლიო greekათონის მთაზე მდებარე ესთიგმენის მონასტერში ბერძნული პოლიციის სპეცრაზმსა და მონაზონებს შორის შეტაკება მოხდა. ბეძნული სააგენტოს Romfea.gr-ს ინფორმაციით, პოლიცია მონასტრიდან ამბოხებული მონაზონების გაყვანას ცდილობდა. მონასტერი უკვე 40 წელია არ ექვემდებარება კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს, რომლის წინამძღოლს მონაზონების ეკუმენიზმისადმი ზედმეტ ლოიალურობაში ადანაშაულებენ. 2005 წელს შეიქმნა მონასტრის “ახალი საძმო”, რომელიც ბერძნული ეკლესიის მიმართ ლოიალურია და რომელსაც მსოფლიო საპატრიარქომ მონასტერი გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ძველი საძმოს” მონაზონებმა ესთიგმენი უნდა დატოვონ, თუმცა ამბოხებულმა სამღვდელოებამ მონასტრის დატოვებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ მონასტრის შტურმით აღება სცადა და კარები დაამტვრია. თავის მხრივ, მონაზონები სპეცრაზმს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს. ესთიგმენის მონასტერი V საუკუნეში დაარსდა და ათონის მთაზე ერთ-ერთი უძველესია. მის საცავებში უამრავი რელიქვია ინახება, ხოლო მის ბიბლიოთექაში 400 უძველესი ხელნაწერი პერგამენტი და 8000 წიგნია. კონფლიქტი მონასტერსა და საეკლესიო ხელისუფლებას შორის 1965 წელს დაიწყო, როდესაც მსოფლიო პატრიარქი ათინაგორე რომის პაპს პავლე VI-ს შეხვდა. მონაზონებმა პატრიარქი მართლმადიდბლური სარწმუნოების ღალათში დაადანაშაულეს და ანათემას გადასცეს. მას შემდეგ მონასტრის თავზე შავი დროშა წარწერით “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი” ფრიალებს. http://www.epn.ge/?p=159465 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#450
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
“მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს. აი ეს ძალიან მაგარი სანახავი იქნებოდა მონაზონი რომ ისვრის ![]() ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#451
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
დაკვირვებით არ წამიკითხავს , მაგრამ მგონი სქიზმატები არიან...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#452
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
მონაზონებმა პატრიარქი მართლმადიდბლური სარწმუნოების ღალათში დაადანაშაულეს და ანათემას გადასცეს. მას შემდეგ მონასტრის თავზე შავი დროშა წარწერით “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი” ფრიალებს. პირატები არიან მგონი ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#453
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
G_saxva
ციტატა პირატები არიან მგონი ხო გითხარი რაღაც ეგეთი იქნება მეთქი... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#454
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
G_saxva ხო გითხარი რაღაც ეგეთი იქნება მეთქი... ![]() ხო შავი დროშა ქვების სროლა და მოლოტოვის კოქტეილები მაგათ იციან ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#455
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
კაი საყურებელი კი იქნებოდა...
![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#456
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
დამაინტერესა...
მორწმუნეები და ათეისტები საქართველოში - საერთაშორისო კვლევის შედეგები რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე მორწმუნე ადამიანები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო ასოციაციის WIN-CALLUP International-ის წარმომადგენლებმა სცადეს და 57 ქვეყნის მასშტაბით მონაცემები შეკრიბეს. მათ საზოგადოებას ამ ქვეყნებში არსებული "რელიგიური და ათეისტური ინდექსი" წარუდგინეს. მსოფლიოს 5 კონტინენტზე 50 000-ზე მეტი ქალი და კაცი გამოკითხეს. შეკითხვა შემდეგი შინაარსის იყო: რამდენად ხშირად დადიხართ ეკლესიაში? ხართ თუ არა რელიგიური ადამიანი? ხართ თუ არა ათეისტი? შედეგები ასე გადანაწილდა. საქართველო: მორწმუნე ადამიანი - 84%, არაეკლესიური ადამიანი - 12%, საკუთარ თავს ათეისტს უწოდებს - 1%, პასუხის გაცემა არ ისურვა - 3%-მა. ამასთან, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც ყველაზე ცოტა ათეისტი ცხოვრობს. ყველაზე მეტი ათეისტი ცხოვრობს შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 47% იაპონია - 31% ჩეხეთი - 30% საფრანგეთი 29% სამხრეთ კორეა - 15% ნიდერლანდი - 14% ავსტრია - 10% ისლანდია - 10% ავსტრალია - 10% ირლანდია - 10% ყველაზე რელიგიური მოსახლეობა ცხოვრობს შემდეგ ქვეყნებში: განა - 96% ნიგერია - 93% სომხეთი - 92% ფიჯი - 92% მაკედონია - 90% რუმინეთი - 89% ერაყი - 88% კენია - 88% პერუ - 86% ბრაზილია - 85% მომზადებულია WIN-CALLUP International-ის მიხედვით. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/92138-mor...l#ixzz2n0XLAqz2 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#457
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
A.V.M
მაინც მორწმუნე ერი ვართ ამ სტატისტიკის მიხედვით. რაღაცის მაინც რომ გვწამს ესეც კარგია, მეორე საკითხია როგორ გვწამს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#458
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადება ძვირფასო მეგობრებო, ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები. ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას,საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას. რადგანაც ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობამ, მე გამართლებულად არ მიმაჩნია, ვიყო ამ თემის წინამძღოლი. მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი. მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე. ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი. მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს. ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და დამდეგ ახალ წელს. +მალხაზ სონღულაშვილი 20 დეკემბერი, 2013
https://www.facebook.com/rgotsiridze?fref=ts -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
![]()
პოსტი
#459
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ციტატა რადგანაც ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ნეტა ბევრი იყოს ასეთი მოაზროვნე ![]() -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
![]()
პოსტი
#460
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში
საქრათველო რელიგიურად ჭრელია. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა მოქმედებს სხვადასხვა რელიგიური სექტები. ტერმინ სექტას სხვადასხვა ენციკლოპედიებში თუ ლექსიკონებში სულ მცირე ორი მნიშვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. გამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა (წყარო). Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რომელია 5 ყველაზე პოპულარული სექტა საქართველოში. რომელია ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დენომინაციები. ამ თემაზე ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პროფესორს რუსუდან წიქვაძეს და თეოლოგს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს ვესაუბრეთ. რუსუდან წიქვაძის თქმით, რელიგიური სიმრავლიდან გამომდინარე, შეიძლება დავასახელოთ ძირითადი სექტები: იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბაჰაის მიმდევარნი, ვაჰაბიტები და ასევე მუნიტები. "არის ვაჰაბიტების ორგანიზაცია. ვაჰაბიტები ძირითადად პანკისში არიან, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი თბილისშიც არიან. საქართველოში რამდენიმე მეჩეთი არის ვაჰაბიტური. ძალიან დიდი სიფრთხილე და ტაქტია საჭირო, რომ შევაფასოთ ასეთი რელიგიური დაჯგუფებების მუშაობა. ეკლესიისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ, რადგან პირადად ჩემი აზრით, "მართლმადიდებლური ეკლესია დგას ვითარცა სალი კლდე რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერაფერს დააკლებენ". ამას ადასტურებს ჩვენთან ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც, სადაც პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქი დგას. ეს მიგვანიშნებს რომ ეკლესიის ავტორიტეტი ძალიან ძლიერია. სახელმწიფოსთვის ისინი საშიში თავისი ძალით არ არიან. ისინი არ ფლობენ შეიარაღებას და ა.შ მაგრამ მათ შეუძლიათ მთელი რიგი ანტისახელმწიფოებრივი პროცესების განვითარება ქვეყანაში. ეს არ ეხება ყველა რელიგიურ უმცირესობას, მაგრამ არიან ზოგიერთები, რომლებიც თავისთავად ასეთი საშიშროების რაღაც ელემენტებს შეიცავენ. ასეთია მაგალითად ვაჰაბიტების გაერთიანება, რომელთა მიზანი არის ერთიანი მსოფლიო ისლამური სახელმწიფოს შექმნა, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან ეთნიკური და არც რელიგიური ნიშნით კი არ უნდა განსხვავდებოდნენ, არამედ უნდა არსებობდეს ერთადერთი მსოფლიო რელიგია ისლამი. ეს უკვე თავისათავად არის მიმართული ეროვნული სახელმწიფოებრივი ფასეულობების წინააღმდეგ, რომელსაც იცავს ყველა ნორმალური ქვეყნის კონსტიტუცია და თანამდროვე საერთაშორისო ორგანიზაციები", - ამბობს რუსუდან წიქვაძე. რაც შეეხება რელიგიური დაჯგუფებების აქტიურობას, წიქვაძე აღნიშნავს, რომ აქტიურობით იეჰოვას მოწმეები გამოირჩევიან. "დღესაც ხშირად მაჩერებენ იეჰოვას მიმდევრები და თავიანთ შეხედულებებს მიზიარებენ. ყველაზე მეტად იეჰოვლები არიან აქტიურები. აქაც ხდება უარყოფა ეროვნული ფასეულობების, ისინი ნაკლებად ერთვებიან სახელმწიფოებრივ, სოციალურ, თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მათი პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება არის ქუჩაში ხალხის გაჩერება, ოჯახებში დაუკითხავად მისვლა და მაღალ დონეზე დაბეჭდილი რელიგიური ლიტერატურის დარიგება. ხშირად მათი მოქმედებები მიმართულია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის წინააღმდეგაც. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე შემთხვევა საქართველოში, როდესაც სისხლის გადასხმა იყო მათი ოჯახის წევრისათვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და კატეგორიული უარი განაცხადეს. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება სწორედ კანონის ძალით, სადაც ხდება ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, იქ გადაწყვეტილებას მედიცინა დამოუკიდებლად უნდა იღებდეს",-აცხადებს წიქვაძე. რაც შეეხება დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებს, ისინი იეჰოვას მოწმეების მსგავსად უცხო ოჯახებში არ დადიან, თუმცა საკუთარი დენომინაციის პოპულარიზაციას პირად საუბრებში ცდილობენ. რელიგიების დაყოფა ტრადიციულ და არატრადიციულ, დიდ და მცირე ჯგუფებად, კონფესიებად და სექტებად მიუღებელია თეოლოგისთვის, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილისთვის. ბექა მინდიაშვილი: "ერთი მხრივ, ძნელია შინაარსი განსაზღვრო, რომელია ტრადიციული ან არატრადიციული რელიგია და მეორეს მხრივ, მიუღებელია რელიგიური გაერთიანებების იმ ტერმინებით მოხსენიება, რომლებიც დამაკნინებელ შინაარსს ატარებს ჩვენს ცნობიერებაში". ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე შეკრული, ძლიერი და განვითარებადი რელიგიური გაერთიანება იეჰოვას მოწმეებია. ასევე, მისი თქმით, ძალიან ძლიერი ჯგუფია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. რაც შეეხება მცირე რელიგიური გაერთიანებების სოციალურ ჯგუფებზე გავლენას, ბექა მინდიაშვილი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ მათი გავლენა მინიმალურია. "განსაკუთრებით მცირეა რელიგიური უმცირესობების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით პროტესტანტული ეკლესიებისა. ვამბობ სამწუხაროდ, რადგან პროტესტანტული ეკლესიები განსაკუთრებით გამოირჩევიან სამოქალაქო ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით და ვისურვებდი, ამ თვალსაზრისით გაიზარდოს მათი გავლენა; ვისურვებდი, მათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ ამ თვალსაზრისით. თუმცა, კონკრეტულად რომელ ჯგუფზე ახდენენ გავლენას, ამის თქმა გამიჭირდება". Ambebi.ge დაინტერესდა, არსებობს თუ არა უახლესი კვლევები, რომელიც ზუსტად ასახავს მოქალაქეთა რელიგიურ კუთვნილებას. ბოლოს ასეთი კვლევა 2001 წელს ჩატარდა, თუმცა ერთი, რაც ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა ის არის, რომ ქვეყანაში დომინანტ რელიგიად მართლმადიდებლური ეკლესია რჩება. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/93445-5-y...l#ixzz2oblLRZZq -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი