IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეკლესიის არქიტექტურა
geller04
პოსტი Apr 9 2007, 10:24 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 10-February 07
მდებარ.: UNITED STATES
წევრი № 1,048



დამლოცეთ მამაო

მაინტერესებს შეიძლება თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიის ან ტაძრის რომაული, გოთიკური ან ბაროკოს სტილით აშენება


--------------------
ქართველი ამერიკელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Apr 9 2007, 06:14 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!

არ შეიძლება!
მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას, მის იერ-სახეს და სტილს განსაზღვრავს სპეციალური სახუროთმოძღვრო კანონიკა, რომელიც არ შეესაბამება თქვენს მიერ დასახელებულ სტილებს.
ანუ მართლმადიდებლური დოგმატი, სწავლება არ ჯდება და ვერ ჩაჯდება სხვა კონფესიათა სწავლებაში.

ტაძარი პირველ რიგში ღვთის სახლია და თავისი არქიტექტურითაც (მართლმადიდებლურად) ამაზე მეტყველებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 9 2007, 06:29 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ტაძარი პირველ რიგში ღვთის სახლია და თავისი არქიტექტურითაც (მართლმადიდებლურად) ამაზე მეტყველებს!


დამლოცეთ თქვენო უპატიოსნესობავ, კრძალვით გილოცავთ უფლის აღდგომას - ქრისტე აღდგგა!


საინტერესოა, ბათუმის საკათედრო ტაძრის მართლმადიდებლური კანონიკა, იგი ხომ მთლიანად კათოლიკურია?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 9 2007, 07:27 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომაული



აქ დავაზუსტებდი სანამ მამაო გასცემდეს პასუხს, რომაული სტილი ფაქტობრივად არის ბაზილიკა, სწორედ ისეთი როგორიც ჩვენ გვაქვს ანჩისხატში ან ბოლნისის სიონში, ოღონდ რათქმაუნდა გაცილებით უზარმაზარი ზომების, ძირითადში სამეფო პალატები გადაკეთდა ეკლესიებად, თავად წმ. კონსტანტინე დიდის დროს და მის მიერვე გადაეცა ეკლესიას, ასე დაარსდა, ცნობილი წმიდათა იოანე მახარებლისა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდიდესი ბაზილიკა რომში...

რაც შეეხება მნათეს კითხვას, ჩვენ უცხოეთში მყოფები, ხშირად, მართლმადიდებლური ტაძრის უქონელნი, წირვებს სპეციალური ლოცვების შემდეგ კათოლიკურ (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ირლანდია) ან პროტესტანტულ ( დანია, შვედეთი, გერმანია) ტაძრებში ვატარებთ, ასე რომ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ყოფილი კათოლიკური ტაძრები ისეთივე წმიდა ტაძრებია, როგორც სხვანი, უბრალოდ ბაროკოს სტილით ან იგივე გოთიკური სტილით არ ვაშენებთ, ხოლო თუკი ვინმე გვაჩუქებს, დიდი მადლობით მივიღებთ...

ბოდიში ჩარევისათვის smile.gif

ქრისტე აღსდგა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Apr 13 2007, 09:02 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ციტატა(მნათე @ Apr 9 2007, 07:29 PM) *

საინტერესოა, ბათუმის საკათედრო ტაძრის მართლმადიდებლური კანონიკა, იგი ხომ მთლიანად კათოლიკურია?


ღმერთმა დაგლოცოს მნათე!

ფაქტიურად შენს კითხვაზე კაიროსმა გიპასუხა! რისთვისაც მას გულწრფელ მადლობას ვუხდი!
კიდევ დავამატებ, რომ სოფელ უდეში, ასეთივე ტიპის ანუ კათოლიკური არქიტქტურის მქონე ეკლესიაში მართლმადიდებლური ტაძარია განთავსებული, მაგრამ ეს გამონაკლისებია და არა მსგავსი ქმედების აუცილებლობა.

ხოლო რაც შეეხება ბაზილიკის რომაულ სტილს, იგი სრულიად შესაბამება მართლმადიდებლურ სტილს, რადგან როდესაც იგი წარმოიშვა, არსებობდა ერთი განუყოფელი ქრისტეს ეკლესია, რომელსაც ერთი დოგმატი და ერთიანი სწავლება ჰქონდა.

მისტიურად კი ბაზილიკა, ნოეს კიდობანს განასახიერებს.

ქრისტე აღსდგა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 08:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი