![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#61
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
იმისათვის რომ კვლავაც გავაგრძელოთ კარტზე საუბარი, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი გარემოება;-მაშინ როდესაც მე იმფორმაციას ვაგროვებდი კარტის შესახებ, ძალზედ ხშირად, სხვადასხვა წყაროებში იხსენიებოდა ვინმე ელიფას ლევი როგორც ერთ ერთი დიდი ავტორიტეტი პაპიუსთან ერთად.
ჩავეძიე და აღმოჩნდა რომ ეს შენი ელიფას ლევი ყოფილა დიდზე დიდი ავტორიტეტი მაგიაში და შავბნელ ძალებთან ურთიერთობის საკითხებში. ელიფას ლევიც და პაპიუსიც, მასონური მოძრაობის, ერთერთი ლოჟის წევრები იყვნენ. (ამავდროულად ეშმაკსაც ემსახურებოდნენ და არც კი მალავდნენ ამას) კვლავაც კარტს დაუბრუნდეთ. XVIII-ე საუკუნეში, კარტი ელიტარულ თამაშად ითვლებოდა და მას მხოლოდ ევროპის მაღალი წრის საზოგადოებაში თამაშობდნენ. კათოლიკურ სამყაროში, ინკვიზიციის გაუქმების მერე, გაძლიერდნენ ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წრეები. (რადგან ინკვიზიცია აღარ მოქმედებდა მათ წინააღმდეგ) სულ მალე, ასეთი ძალების ხელშეწყობით მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რომლის უმთავრესი მიზანი იყო, საფრანგეთში მონარქიის დამხობა და ანტიმონარქიული ტალღის გავრცელება მთელ მსოფლიოში. (დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ ეს ყველაფერი წარმატებით დაასრულეს კიდეც.) რა კავშირი აქვს ამას კარტთან!? რადგან კარტი ძალზედ პოპულარული თამაში იყო იმ დროინდელ ელიტაში და ცუდ ბიძიებს კი გადაწყვეტილი ჰქონდათ გაელაშქრათ ეკლესიის და მეფობის წინააღმდეგ,(რადგან ეკლესიას მართავს შიდა ეპისკოპოსი, ხოლო ქვეყანას გარე ეპისკოპოსი, იგივე მეფე, და ორივე ღმერთისგან იღებს მირონცხებით კურთხევას.) მათ გადაწყვიტეს სათამაშო კარტში, ქრისტიანული სიმბოლოები და მონარქიული სიწმიდეები გამოესახათ და ამ გზით გაეუბრალოებინათ იმ ხალხში, დამოკიდებულება ეკლესიისადმი და მონარქიისადმი. დღევანდელ კართში, პირობითად არის გამოსახული, მეფე (კაროლი), დედოფალი(დამა), და მსახური(ვალეტი). ადრე კი აქ კონკრეტული პიროვნებები იყვნენ და თანაც ისეთები ვისაც დიდ პატივს მიაგებდა ხალხის უდიდესი ნაწილი. კარლVII-ყვავის კაროლი. კარლ დიდი-გულის კაროლი. იმპერატორის ცოლი, მარიამი-ჯვრის დამა. ორლეანელი ქალწული(ჟანა დ, არკი)-ყვავის დამა. აგნესა სორელი-აგურის დამა. იზაბელ ბავარიელი-გულის დამა. varlets.(იარაღის მტვირთველი) ვალეტზე დახატული იყო ძალზედ მამაცი და სახალხო გმირი მხედრები;-ოჟიე და ლანცელოტი, რომლებიც კარლ დიდს ემსახურებოდნენ და გექტორ დე გალარი და ლა-გირა,კარლოსVII-ს ემსახურებოდნენ. შეიძლება ზოგი დაიბნეს და ასეთებისთვის ვიტყვი:- ეს იმ საზოგადოებაში ჰგავდა იმას, დღეს რომ ჩვენ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ქეთევან წამებული და მზგავსი რანგის მამულიშვილები რომ გამოვხატოთ კარტზე. დღეს ამით დავამთავროთ და ხვალ კიდევ არ გამოტოვოტ. უფრო საინტერესო იქნება. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
piligrimi |
![]()
პოსტი
#62
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
ხო დამაინტერესა შენმა ცნობებმა
იმედია ხვალაც საინტერესო იქნება თუ რამ,ე მოვიძიე მეც დავპოსტავ მე რაც ვიცოდი ერთი რომ მას საფუძველი ეგვიპტეში ჩაეყარა და ვსიო რაც შეეხება პიროვნებების გაომსახვას ეგ ეხლაც ხდება მაგრამ უკვე ხალხის პოპულალიზაციის მიზნით, და მოთამაშეების დაინტერესებისთვის სხვა მხრივათ აუ ისე კაი ხანია მეც არ მითამაშია რატო არც ვიცი უბრალოდ ესე გამოდის -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
იოანა |
![]()
პოსტი
#63
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
ციტატა დღეს ამით დავამთავროთ და ხვალ კიდევ არ გამოტოვოტ. უფრო საინტერესო იქნება. აბა გელოდებით, მართლა საინტერესოა ![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
ლალი |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
inkvizitor
ველით მოუთმენლად გაგრძელებას! |
ირგე |
![]()
პოსტი
#65
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
ალექსანდრე
ციტატა სასაცილოს ვერაფერს ვხედავ მე, კარტზე გამოსახული სიმბოლოებით რომ შევურაცხვყოფთ მაცხოვრის ვნების იარაღებს, რომელიბიც ჩვენთვის სიწმიდეებია სულაც არაა სასაცილო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ელემენტარული ჯვარი არის გამოყენებული რაც არაა სასაცილო ნამდვილად. იესოს და ბანქოს ნიშნებს არა მგონია კავშირი ქონდეს. დავაზუსტებ და დავპოსტავ. |
მამფალი |
![]()
პოსტი
#66
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
აუ რა მასონები............
ასე არ მიცინია -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
nat_uly |
![]()
პოსტი
#67
|
![]() natalia ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 ![]() |
inkvizitor
ძალიან საინტერესო თემაა,მართლა ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონია კარტს,იმედია გაგრძელება მალე იქნება. -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#68
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
ციტატა მე რაც ვიცოდი ერთი რომ მას საფუძველი ეგვიპტეში ჩაეყარა და ვსიო ტაროს კარტი, ნამდვილად ეგვიპტური წარმოშობისა უნდა იყოს. თითქმის ყველა სიმბოლო იქ ეგვიპტური მითოლოგიიდან არის, თუმცა დღევანდელი სათამაშო კარტი, ტაროს მოდერნიზებული ვარიანტია. (დღეს ამაზე ვისაუბრებთ) ციტატა იესოს და ბანქოს ნიშნებს არა მგონია კავშირი ქონდეს. დავაზუსტებ და დავპოსტავ. სანამ შენ დააზუსტებ, ჩემი პოსტის დულმოდგინეთ წაკითხვა მოგიწევს. ![]() ციტატა აუ რა მასონები............ ასე არ მიცინია აი ამის უპასუხოდ დატოვება კიდევ არ შემიძლია რა! თუ არა და მოკვდა კაცი სიცილით! ![]() მაშ ასე ჩემო ლამაზებო, ნუ ითამაშებთ კარტს, რადგან ეს მავნებელია. დიდმარხვის მეოთხე შვიდეულის ოთხშაბათის მსახურებაში (ტრიოდიონი მარხვანი)წერია;- "ვაქებთ მხსნელო წყალობათა შენთა, და თაყვანივსცემთ ჯვარსა და ლახვარსა, და ლერწამსა და სამშჭვალთა, და გვირგვინსა ეკლისასა. რომელთა მიერ დაჰხშენ შუა კედელი მტერობისა." ცუდმა ბიძიებმა, ეს სიწმიდეები, რომელთაც ჩვენ თაყვანისვცემთ გამოიყენეს იმისათვის რომ ჩვენივე ნებით და ჩვენივე ხელით შეურაცხვყოთ ისინი და ამით საღვთო სიწმინდეთა შეურაცხმყოფელებად დავრჩეთ. ზემოთ უკვე ვთქვი რომ, ადრე სხვა სიმბოლოები იყო კარტში. თუმცა უფრო დაკონკრეტებით რომ ვთქვა;- დღემდის, ტაროს კარტში არის ისევ ძველი სიმბოლოები, კერძოდ; ჯოხი, ბარძიმი, მახვილი, დისკო(ზოგან დაირა) კარტის სათამაშო სივრცეში შემოჭრის თანავე იქ ჩნდება ქრისტიანული სიმბოლოები, რათა თამაშის დროს მოხდეს გაშარჟება და გაბითურება ამ სიწმიდეებისა. ოთხი სხვადასხვა ფიგურა, სამყაროს ოთხ კუთხეს განასახიერებს, ხოლო მეწყვილეების ერთმანეთისადმი პირისპირ ჯდომით თამაშის დროს, ჯვარი გამოისახება. ეს ოთხი ფიგურაა;"გული""ყვავი""ჯვარი""აგური" ეს ქართული სახელები ამ სიმბოლოებისა იმდენად არ შეესაბამება მათ ნამდვილ სახეს როგორც რუსული სახელები. "აგური"-"бубен""бубны"დაირა. ეს სახელი ამ ფიგურას, ტაროდან შემორჩა, თუმცა იგი სიმბოლოა სამსჭვალისა რომლითაც უფალი ჯვარზე მიამსჭვალეს. (საქმე ისაა რომ იმ დროს, ლურსმნები ანუ იგივე სამსჭვალნი, ოსტატების მიერ იჭედებოდა და ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა) "ყვავი"-"пик/а""копьэ"-შუბი, ლახვარი.(ვისაც უნახავს თუ ლიტურგიაზე როგორ ლახვარს იყენებს მღვდელი ტარიგის ამოსაკვეთად, ალბათ მსგავსებას აღმოაჩენს. კარტზე გამოსახულიც და სამღვდელო ლახვარიც, ორივე რომაელ ჯარისკაცის ლახვარს(შუბს) განასახიერებს, რომლითაც გვერდი გაუღეს მაცხოვარს.) "გული"-"червы"-როგორც ნაზუქი, თხილი.(ეს კი ღრუბელია, რომლითაც ძმარი და ნაღველი ასვეს, როდესაც წყალი მოითხოვა.) "ჯვარი"-"трефы"-ეს კი ფრანგული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს.1)სამყურა ბალახი, ბედნიერების მომტანი სიმბოლო. 2)გზაჯვარედინი. თუმცა ერთ წერილში წავიკითხე რომ ეს სიტყვა ებრაულად რაღაც შეურაცხმყოფელ შინაარსს ატარებს. არ ვიცი რადგან სპეციალისტი ვერ ვნახე რომ ეთარგმნა. ებრაულს რადგან შევეხე აქვე უნდა ითქვას რომ, პაპიუსიც და ელიფას ლევიც ებრაელები იყვნენ. კარტში არის კიდევ ერთი ებრაული სიტყვა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. ეს არის "კოზირი" ანუ იგივე "კოშერი"რაც თარგმანში სუფთას და წმინდას ნიშნავს. მე ვცდილობ რომ მხოლოდ ფაქტზე ვისაუბრო და თქვენ თვითონ განსაჯეთ, კარგია კარტი თუ ცუდი. ვფიქრობ საჭიროა ორი სიტყვით, ტაროს კარტის პირველ ნაწილზეც ვთქვა, რადგან ეს ყველაფერი ერთ მთლიანობად მოიაზრება. თუკი ჩვენ, ჩვეულებრივ სათამაშო კარტში გვხვდება მხოლოდ რამდენიმე ნახატი კარტი, ტაროს მაღალი იერარქიის კარტები ყველა ნახატია, და ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო ნახატები არის. აქ არის მთელი ეგვიპტის ღმერთების პანთეონი. იზიდა და მისი ქმარი ოზირისი, მერკური, ქალღმერთი თემიდა. აგრეთვე აქ გვხვდება უამრავი მაგიური და სატანისტური სიმბოლოები. გერმესის ეტლი, მასზე ამხედრებული ანტიქრისტეთი. 15-ე ნომრით არის კარტი რომელსაც "ეშმაკი" ჰქვია, და მასზე გამოსახულია, დედამიწაზე როგორც ტახტზე მჯდომი, თხის თავიანი და ჩლიქებიანი არსება. ჩვენთვის კი ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო არის 21-ე კარტი. მასზე სულელია გამოსახული და სახელიც ასეთივე აქვს "სულელი" სწორედ ეს კარტია იმ 52 სათამაშო კარტზე დამატებული, და მას "ჯოკერი" ანუ მასხარა ჰქვია. აბა ვის უყვარს ყველაზე მეტად სეკის თამაში? გაგახსენდათ რომ აჩკო 21-ის ტოლია? ჯოკრის რიგითი ნომერიც ხომ 21-ია. ჯოკერი, მაღალ იერარქიაში ყველაზე დაბალი კარტია, თუმცა სათამაშო კარტში ყველაზე ძლიერი. აქ კი დრო დადგა ხაზი გაესვას ერთ გარემოებას;- ჩვენ არ გვისაუბრია ტუზის შესახებ. ბევრმა არ იცის ალბათ და ამის მერე ეცოდინება რომ, ტუზი ყველაზე დაბალი კარტია და მისი რიგითი ნომერი 1-ია. მაშ რატომ ხდება რომ ტუზი ყველაზე ძლიერი კარტია?(აქ არ იგულისხმება ჯოკერი რადგან ის მაღალი იერარქიიდან არის შემოჭრილი) აბა გავიხსენოთ!? ტუზი,[T]ამ ნიშნით არის აღნიშნული.(ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს ჯვარს ნიშნავს) მაგრამ ალბათ შეგხვედრიათ კარტი სადაც ტუზი [A]ამ ნიშნით აღინიშნება. საქმე ისაა რომ ფრანგულად "A"იკითხება როგორც "Atout"[ატუ]და ნიშნავს "ა-დან ყველაფერი" ანუ "ანი და ჰოე" დიახ, დიახ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტუზი ქრისტეს განასახიერებს. ახლა კი ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხები და ამით დავამთავრებ. ზემოთ უკვე ავღნიშნე რომ კარტი ორი ნაწილისაგან შედგება, და აქედან ერთი გამოიყენება სათამაშოდ. მაგრამ ამ ორივე ნაწილს, მთლიანობაში ჰქვია "ტარო" "T.A.R.O" კაბალის მითითებით, შესაძლოა დაიწეროს შემდეგნაირადაც;-"T.A.R.O.T." რაც თავისი შინაარსით არის პაროდირება პილატეს მიერ დაწერილი დაფისა."I.N.R.I." "Iesus Nasorensis Rex Iudaeoruin"(იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა.) "Talmudi Adveniens Rex Orbis Terrarum?"(მომავალი თალმუდისაა ქვეყნიერების მეფე?) და ბოლოს, რაც აუცილებლად უნდა ითქვას;-რატომ ხდება რომ ყოველთვის, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიბეჭდოს კარტი, ის ყოველთვის წითელ და შავ ფერებში იბეჭდება? მე ვფიქრობ რომ ეს ფერები უკავშირდება მასონურ და სატანისტურ რიტუალებს.(ეს ჩემი პირადი აზრია) აუ, მამფალი რას იხარხარებს ახლა!? ![]() ![]() ![]() -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
ირგე |
![]()
პოსტი
#69
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
ხალხნო. ბანქო ქვია მაგას.
ციტატა სანამ შენ დააზუსტებ, ჩემი პოსტის დულმოდგინეთ წაკითხვა მოგიწევს. წავიკითხე უკვე. ციტატა ოთხი სხვადასხვა ფიგურა, სამყაროს ოთხ კუთხეს განასახიერებს, ხოლო მეწყვილეების ერთმანეთისადმი პირისპირ ჯდომით თამაშის დროს, ჯვარი გამოისახება. ეგ რომელ თამაშს გულისხმობ? პრაფერანსი სამ კაცში არ გითამაშია? პოკერს 4-ზე მეტი ადამიანი თავისუფლად თამაშობს. ბლეკ-ჯეკსაც. ციტატა ეს ოთხი ფიგურაა;"გული""ყვავი""ჯვარი""აგური" ეს ქართული სახელები ამ სიმბოლოებისა ქართული კი არა გლეხური სახელებია. ქართულ სახელებსაც ვნახავ და დაგიდებთ. ციტატა "აგური"-"бубен""бубны"დაირა. ეს სახელი ამ ფიგურას, ტაროდან შემორჩა, თუმცა იგი სიმბოლოა სამსჭვალისა რომლითაც უფალი ჯვარზე მიამსჭვალეს. ვინ ჩადო ეგ სიმბოლური მნიშვნელობა წკენტაში? საიდან იცი? ციტატა "გული"-"червы"-როგორც ნაზუქი, თხილი.(ეს კი ღრუბელია, რომლითაც ძმარი და ნაღველი ასვეს, როდესაც წყალი მოითხოვა.) ჩერვი ვაფშეტა ოქროს თუ წითელს უკავშირდება თუ სწორად მახსომს, მარა მაგასაც მოვჩიჩქნი. ციტატა საქმე ისაა რომ ფრანგულად "A"იკითხება როგორც "Atout"[ატუ]და ნიშნავს "ა-დან ყველაფერი" ანუ "ანი და ჰოე" ატუ კი არა ას. ციტატა აუ, მამფალი რას იხარხარებს ახლა!? არა, მე და მამფალი ერთად ვიხარხარებთ. |
ირგე |
![]()
პოსტი
#70
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
მდაას ვიპოვე inkvizitorის მიერ თარგმნილი სტატია ინტერნეტში.
http://rus.delfi.lv/news/daily/commercials....php?id=9616336 საინტერესო ეპიგრაფიც აღმოვაჩინე: Игральные карты есть грех! (ეს სათაურია) Оплаченая статья (ესეც ეპიგრაფი) 23 ноября 2004 06:00 აზრზე ხართ. ფული გადაუხდიათ მსგავსი უმსგავსობა (მშვენიერი კალამბური გამოვიდა), რომ დაებეჭდათ. |
მამფალი |
![]()
პოსტი
#71
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
inkvizitor
![]() ![]() -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#72
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
inkvizitor
დიდი მადლობა საინტერესო ცნობებისთვის ირგე-ზე არ იდარდო, ადამიანისთვის, რომელიც ქრისტე ღმერთს ვერ ცნობს, ბანქოში ბოროტის ძალას შეიცნობს? მამფალის კი გულწრფელად მიკვირს..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ირგე |
![]()
პოსტი
#73
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
კანონისტი
ციტატა ირგე-ზე არ იდარდო, ადამიანისთვის, რომელიც ქრისტე ღმერთს ვერ ცნობს, ბანქოში ბოროტის ძალას შეიცნობს? ხო აბა. ეგვიპტელებმა საუკუნეებით ადრე იცოდნენ, იესოს რომ ჯვარს აცვამდნენ, ტუჩებს მოწმენდნენ, შუბს აძგერებდნენ და ლურსმნებს დააჭედებდნენ, ამიტომაც იმგვარი სიმბოლიკა ჩადეს ტაროში, რომ ანტიქრისტიანულზე ადვილად გადაკეთებულიყო. სხვათა შორის ბანქო ანტიისლამურიც არის. ოღონდ მუსლიმები სხვა სიმბოლიკას ხედავენ და უსვამენ ხაზს. ![]() |
მამფალი |
![]()
პოსტი
#74
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
კანონისტი
ციტატა მამფალის კი გულწრფელად მიკვირს..... კაი რაის მასონები. მსოფლიოს დაპყრობა და ეგეთები............ -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ირგე |
![]()
პოსტი
#75
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
მამფალი
ციტატა კაი რაის მასონები. მსოფლიოს დაპყრობა და ეგეთები............ ხო. აბა? ბანქოთი და კაზინოებით, კიდევ როკ-მუსიკით და ტელევიზორით, კინაღAმ დამავიწყდა კომპიუტერებით და მობილურებით აზომბირებენ ხალხს და მერე ერთ დღეს აღმოვჩნდებით 84 წელში, დიდ ძამიკოსთან. |
მარიტა |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
მამფალი
ირგე მაგიტომ არი ზუსტად გადასარევად რომ პარპაშობენ დედამიწაზე რომ ნაწილს ადამიანების არც ჯერა მათი არსებობა -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
ირგე |
![]()
პოსტი
#77
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
marita26
ციტატა მაგიტომ არი ზუსტად გადასარევად რომ პარპაშობენ დედამიწაზე რომ ნაწილს ადამიანების არც ჯერა მათი არსებობა ვინ პარპაშობს? იგროკები? |
მარიტა |
![]()
პოსტი
#78
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ირგე
ხო იგროკები ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
ირგე |
![]()
პოსტი
#79
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
marita26
ციტატა კარგად მიხვდი ვისაც ვგულისხმობ-მასონები პარპაშს რას ეძახი? ფული და ძალაუფლება არც ეკლესიებს აკლიათ. ეგენიც პარპაშობენ? |
მარიტა |
![]()
პოსტი
#80
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ირგე
ისე კარგად თუ იცი მათ შესახებ ყველაზე მეტად პარპაშობენ.ფულს და ძალაუფლებას ეკლესიისგან განსხვავებით უფლის საქმეებს ნამდვილად არ ახმარენ ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 05:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი