![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#101
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
დემონები: ვინ არიან ისინი?
ამბობენ, რომ ყველანაირი ბოროტება ეშმაკისგან მოდის. იმისათვის, რომ ბავშვები კარგად მოიქცნენ, მათ ხანდახან აშინებენ: "ცუდად თუ მოიქცევი გუდიანი კაცი წაგიყვანს!" ბავშვი იზრდება, "გუდიანი კაცი" ეშმაკად იქცევა, და შიში რჩება. ეშმაკები იმდენად რეალურნი არიან, რამდენადაც თქვენ გინდათ ეს. თუმცა თუ თქვენ არ აღიარებთ მათ ძალაუფლებას, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. შეშლილ ადამიანს თოკი გველად ეჩვენება და შესაბამისად მოქმედებს. ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ ეს თოკია და არ ეშინია. მსგავსად ამისა ჩვენ შევქმენით მრავალი ისეთი საგანი, რაც მხოლოდ იმიტომაა რეალური, რომ ჩვენ მივეცით ამის უფლება. ჩვენს ცხოვრებაში ის ჭარბობს, რაზეც ენერგიის კონცენტრირებას ვახდენთ. პირველხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალ სიტუაციას, რომელთაც სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვთ. და პირიქით, ცნობიერებიდან ვშლით ბევრ რაღაცას, რასაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს გვაჩვენებს, თუ როგორი ძლევამოსილია ჭკუა. თუ მას ნებას მივცემთ, შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩვენმა პირადმა დემონმა. თუ რაიმეს ჭკუით ვაღიარებთ, შესაბამისად მოქმედებაც გვიწევს. მაგალითად თუ ვინმე მეუბნება: "შენ ისე საძაგლად გამოიყურები, რომ ზიზღს იწვევ ჩემში!" - მე შემიძლია სხვადასხვაგვარად მოვიქცე. შემიძლია ეს სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღო და გავბრაზდე. შემიძლია შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადავუხადო. შემიძლია სარკეში ჩავიხედო და გავარკვიო, მართლა საძაგლად გამოვიყურები თუ არა. შემიძლია პლასტიკურ ქირურგს მივმართო. ან - უბრალოდ არ მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ ეს გამოწვევა მივიღო. თუ არ მივიღებ მას, არაფრის გაკეთება არ მომიწევს იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგო. არაფრის დამტკიცება არ მომიწევს და არ მომიწევს საკუთარი საქციელის რამენაირად შეცვლა. როგორც კი ჭკუასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ვიღებთ იმას, რასაც ჭკუა გვთავაზობს, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აზრებს, არამედ შესაბამის ემოციებს, ასოციაციებს და ქმედებებს. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, მთელ კომპლექტს ვიღებთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საშუალება, რომ ჭკუასთან აღარ გავაიგოვოთ საკუთარი თავი, აღარ უნდა ვიმოქმედოთ მისი ბრძანებებით, იმისათვის, რომ ყველანაირი სირთულე სულიერი ზრდისთვის გამოვიყენოთ. არსებობს ნეგატიური გავლენის მრავალი ფორმა. ერთ-ერთი მათგანია - აზროფორმების საშუალებით მოქმედება. ყოველი აზრი, რომელსაც ამ პლანეტის მცხოვრებლები გამოვიმუშავებთ, გადადის ეთერში, ჰაერის ნატიფ ასპექტში. აზროფორმები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და გავლენას ახდენენ ინდივიდებზე და კოლექტივებზე. რაც უფრო ნეგატიურია აზროფორმები, მით უფრო სავალალოა მათი გავლენა. მსგავსი იზიდავს მსგავსს. ინდივიდუალური ცნობიერება ჯგუფური ხდება, რომელიც გამოვლინდება, როგორც ჩვენი პლანეტის კოლექტიური ცნობიერება. ჩვენი ჭკუა შესაძლებელია მავნე არსებების საყუდარი გახდეს. სწორედ მათგან მოდის ძლივსშესამჩნევი ხმები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. სწორედ ისინი ელოდებიან, როდის იქნება ვინმეს ცნობიერება მათთან უნისონში. სწორედ ისინი არიან ის რისკის მოყვარულები, რომლებიც გვაიძულებენ საფრთხეში ჩავიგდოთ საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები. ესენი არიან არსებები ნატიფი სამყაროებიდან. მათ ხმაზე რეაგირება სამი საშუალებითაა შესაძლებელი: ვუარყოთ ისინი, როგორც არარსებულნი; მივიღოთ როგორც რეალობა და ამოვიგდოთ თავიდან რასაც გვეუბნებიან; და ბოლოს, მივიღოთ როგორც რეალობა და მოვიქცეთ იმის შესაბამისად, რასაც გვეუბნებიან. ქმედება განისაზღვრება ადამიანის მდგრადობით აზროფორმების გავლენისადმი. ნაკლებად მდგრადი ადამიანები, რომლებიც აძლევენ თავს ნეგატიურ ენერგიაზე გადაწყობის უფლებას, მათი ზეგავლენის ქვეშ იქნებიან. ხმები მათთვის რეალური ხდება და შედეგად მათ შეუძლიათ გიჟური ქმედებები ჩაიდინონ. ხოლო თუ ჩვენ ვუარყოფთ ნეგატიურ ინფორმაციას, ეს არსებები არათუ ვერ მოქმედებენ ჩვენზე, არც კი შეეცდებიან ჩვენთან მოახლოებას. ამიტომ ჩვენთვის ისინი აღარ წარმოადგენენ რეალობას. უარყოფით ენერგიებთან კავშირში შესვლა შეიძლება ოკულტიზმის, მაგალითად სპირიტიზმის საშუალებით. სულების გამოძახება საშიშია, მაშინაც კი, თუ ეს ხუმრობის ან გართობის გამო ხდება, რადგან ქმედების ამ ფორმამ შეიძლება დემონური ენერგია მოიზიდოს. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპირიტულ და მსგავს სეანსებში, ხანდახან ნეგატიური არსებების გავლენას გრძნობენ და შეიძლება შეპყრობილებიც კი გახდნენ. სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სატანიზმს იყენებენ. ზოგიერთი მაღალი სამხედრო ჩინის პიროვნება ან ოლიგარქიის მაღალი საფეხურების წარმომადგენელი "სატანის ეკლესიაში" შედიან, მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია კი ეშმაკს ეთაყვანება. ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთსაკუთარი თავი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც ჰაერში ტრიალებს. ადრე კეთილი და ბოროტი ძალები არ იკავებდნენ ერთი და იმავე სამყაროს. სულიერი საწყისი ადამიანში საკმარისად ძლიერი იყო, რათა სიკეთეს და ბოროტებას ცალცალკე ეარსებათ. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ცოდვით გაიჟღინთა და სიკეთემ და ბოროტებამ დაიწყო ერთად თანაარსებობა - არა მხოლოდ ერთ სამყაროში, არამედ მოგვიანებით ერთ ადამიანშიც. თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავში მოიცავს უმაღლეს და უმდაბლეს "მეს", და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ზოგიერთში მდაბალი "მე" დომინირებს და ისინი ცოდვებში იძირებიან, "მაღალი" მე იფარება ავხორცობით, ბრაზით და სიხარბით. ასეთი ადამიანები კარგავენ საკუთარი სხეულის ფლობის და მართვის უნარს. ისინი კარგავენ თავისუფლებას და ხდებიან სათამაშოები საკუთარი ჭკუის და გრძნობების ხელში. საჭიროა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ დამონების მიზეზები, რამეთუ ჩვენი ქმედებები ცხოვრებაში უშუალოდ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა გვემართება სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ. გაგრძელება ალბათ იქნება?.. :) ვთარგმნო ინფორმაცია, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, რა ხდება ჯოჯოხეთში და ა.შ.? :umnik3: |
jkizen |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 14-July 10 წევრი № 9,152 ![]() |
Atman
კი ძალიან მაინტერესებს ეგ ინფორმაცია , დიდი მადლობა წინასწარ ) |
sicher |
![]()
პოსტი
#103
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 3-August 09 წევრი № 7,337 ![]() |
...
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#104
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
sicher
შენ ავატარზე რამშტაინია? ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
gandgomili |
![]()
პოსტი
#105
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 8-June 10 წევრი № 8,970 ![]() |
ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს სიკვდილი და მარადიული ტანჯვა, ანუ ჯოჯოხეთი. ა ამაზე დიდი შეცდომა და პროვოკაცია, როგორიცაა ხსოვნა და ფიქრი სიკვდილისა და ჯოჯოხეთის შესახებ, ჯერ კაცობრიობას არ მოუგონებია. ხალხო იმის მაგივრად რომ შიშის გადალახვაზე ფიქრში ვატარებდეთ დროს და ეს საშინელი გრძნობა როგორმე მოვდრიკოთ და გავანადგუროთ ჩვენი გულებიდან და პირველ რიგში თავის ქალებიდან, ვფიქრობთ, როგორ მოხვდებით რაღაც გაუგებარ ტერიტორიაზე სადაც ცეცხლია დანთებული და ვიწვით შიგნით????????????????? რა აბსურდია და სისულელე ვინმეს გიფიქრიათ ამაზე? თუ კი ხელი აწიოს ![]() განა საფიქრელი გამოგელიათ????????? განა ასეთი მახინჯი და საზიზღარია ეს სამყარო რომ სილამაზეზე არ ვიფიქრო და ჯოჯოხეთზე ფიქრში დავიმძიმო თავი? არ წამოეგოთ ამ ანკესზე ხალხო პროვოკაციაა ეს და სხვა არაფერი... გისურვებთ კეთილ ფიქრებს |
afxazi |
![]()
პოსტი
#106
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
gandgomili
ციტატა ამაზე დიდი შეცდომა და პროვოკაცია, როგორიცაა ხსოვნა და ფიქრი სიკვდილისა და ჯოჯოხეთის შესახებ, ჯერ კაცობრიობას არ მოუგონებია. ხალხო იმის მაგივრად რომ შიშის გადალახვაზე ფიქრში ვატარებდეთ დროს და ეს საშინელი გრძნობა როგორმე მოვდრიკოთ და გავანადგუროთ ჩვენი გულებიდან და პირველ რიგში თავის ქალებიდან, ვფიქრობთ, როგორ მოხვდებით რაღაც გაუგებარ ტერიტორიაზე სადაც ცეცხლია დანთებული და ვიწვით შიგნით????????????????? რა აბსურდია და სისულელე ვინმეს გიფიქრიათ ამაზე? თუ კი ხელი აწიოს smile.gif) განა საფიქრელი გამოგელიათ????????? განა ასეთი მახინჯი და საზიზღარია ეს სამყარო რომ სილამაზეზე არ ვიფიქრო და ჯოჯოხეთზე ფიქრში დავიმძიმო თავი? არ წამოეგოთ ამ ანკესზე ხალხო პროვოკაციაა ეს და სხვა არაფერი... გისურვებთ კეთილ ფიქრებს არ გინდა ეხლა ეს პანიკური სიტყვები. პროვოკაცია არა იხვი. ვიღაცა თუ რაღაცას არასწორად გეუბნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა ზღაპარია. ჯოჯოხეთით არასოდეს არავის არავინ არ შეუშინებია ქრისტიანობაში და თუ ვინმე აშინებს დიდ შეცდომასაც უშვებს. მეორეც ეს სულიერი მდგოამრეობა ცოტა სხვა ცნებაა და ასე პრიმიტიული მიდგომა ცოტა უხერხულიც კია. გავერკვეთ ჯერ აჯობებს საკითხში და მერე დავგმოთ ესა თუ ის მოძღვრება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gandgomili |
![]()
პოსტი
#107
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 8-June 10 წევრი № 8,970 ![]() |
gandgomili არ გინდა ეხლა ეს პანიკური სიტყვები. პროვოკაცია არა იხვი. ვიღაცა თუ რაღაცას არასწორად გეუბნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა ზღაპარია. ჯოჯოხეთით არასოდეს არავის არავინ არ შეუშინებია ქრისტიანობაში და თუ ვინმე აშინებს დიდ შეცდომასაც უშვებს. მეორეც ეს სულიერი მდგოამრეობა ცოტა სხვა ცნებაა და ასე პრიმიტიული მიდგომა ცოტა უხერხულიც კია. გავერკვეთ ჯერ აჯობებს საკითხში და მერე დავგმოთ ესა თუ ის მოძღვრება. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th August 2025 - 08:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი