IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> ჯოჯოხეთი, მარადიული ცეცხლი...
tamuna m
პოსტი Sep 21 2009, 01:39 PM
პოსტი #61


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



განღმრთობა ხომ არ ხდება ჯოჯოხეთში?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 21 2009, 01:41 PM
პოსტი #62


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
განღმრთობა ხომ არ ხდება ჯოჯოხეთში?


არ ვიცი და არც მაინტერესებს. ახლა ხო აქ ხარ და არა ჯოჯოხეთში რატო იტკიებ მაგაზე ფიქრით თავს? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabisonia
პოსტი Sep 27 2009, 01:33 AM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 27-September 09
წევრი № 7,548



adamis_nekni
ციტატა
ვაიმე მეშინია...

კი მეც დამრთგუნა მაგრამ ღმერთი ეგეთI სასტიკია? მიწიერი ცოდვების გამო სამუდამო სასჯელი და წვა?
თითI რო მოიწვა რა მტკივნეულია და წარმომიდგენია მთელი სხეული გეწვის სამუდამოდ და არ კვდები. კარგით რა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 01:38 AM
პოსტი #64


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შეუძლებელია თან ეგრე გეშინოდეს ღმერთის და თან პრეტენზია გქონდეს ღმერთის რწმენაზე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Sep 27 2009, 02:28 AM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(gabisonia @ Sep 27 2009, 02:33 AM) *

adamis_nekni

თითI რო მოიწვა რა მტკივნეულია და წარმომიდგენია მთელი სხეული გეწვის სამუდამოდ და არ კვდები. კარგით რა.


და ვინ გითხრა რომ სხეულის წვა იქნება?

ჯოჯოხეთში სულაც არ არის ფიზიკურად წვა, ან როგორ უნდა იყოს, როცა სხეული აღარ გექნება

სულს ის დაგიწვავს, უფალთან რომ მიხვალ და დაინახავ შენი საკუთარი ნებით როგორ უარყავი ის თავის დროზე და რა შეგეძლო გქონოდა და რა დაკარგე და უფალი რომ გეტყვის "არ გიცნობ, განმეშორე ჩემგან ურჯულოების მოქმედევო" ("არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" მათე, 7-23), კიდევ რა იქნება არ ვიცი, ამის მოსმენა როგორი იქნება ჯერ და დანარჩენი კიდევ ვინ მოთვლის

ღვთისმეტყველებო დამეხმარეთ, წმინდა მამები მომაშველეთ, არ მინდა რაიმე არასწორად დავწერო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Sep 27 2009, 02:56 AM
პოსტი #66


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ მოიყვანა ციტატა ისლამური იგავიდან "ღმერთის დაკარგვის იმიტო არ უნდა გესინოდეს რო ჯოჯოხეთი გელოდებაო და ღმერთი იმიტო არ უნდა გიყვარდეს რო სამოთხე გელოდებაო"

gabisonia
ციტატა
კი მეც დამრთგუნა მაგრამ ღმერთი ეგეთI სასტიკია? მიწიერი ცოდვების გამო სამუდამო სასჯელი და წვა?

ღმერთი კი არ არის სასტიკი ჩვენ ვართ სასტიკნი ჩვენი თავის მიმართ smile.gif ღმერთი არავის ძალას არ ატანს გაქ თავისუფალი ნება და ეს სრულიად საკმარისია .



--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 27 2009, 04:41 AM
პოსტი #67


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Ligia
ციტატა
ჯოჯოხეთში სულაც არ არის ფიზიკურად წვა, ან როგორ უნდა იყოს, როცა სხეული აღარ გექნება

გეშლება, ამასწინად ერთი მღვდელი ღაღადებდა, ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულმა განმარტა რომ ათჯერ მეტ ფიზიკურ ტკივილს განიცდი ჯოჯოხეთში ვიდრე აქო... ეს ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული ვინ იყო არ ვიცი, არც იმ მღვდელმა არ უნდა იცოდეს წესით, მაგრამ მღვდელმა თქვა და მოვრჩეთ აქ tongue.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Sep 27 2009, 05:08 AM
პოსტი #68


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 27 2009, 04:41 AM) *

Ligia

გეშლება, ამასწინად ერთი მღვდელი ღაღადებდა, ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულმა განმარტა რომ ათჯერ მეტ ფიზიკურ ტკივილს განიცდი ჯოჯოხეთში ვიდრე აქო... ეს ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული ვინ იყო არ ვიცი, არც იმ მღვდელმა არ უნდა იცოდეს წესით, მაგრამ მღვდელმა თქვა და მოვრჩეთ აქ tongue.gif

ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გაიგო , მიდი მაგ მღვდელთან კითხე და აგიხსნის რასაც გულისხმობდა მაგ 10 ჯერ მეტ წვაში smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 27 2009, 05:18 AM
პოსტი #69


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



llaasshhaa
ციტატა
ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გაიგო , მიდი მაგ მღვდელთან კითხე და აგიხსნის რასაც გულისხმობდა მაგ 10 ჯერ მეტ წვაში

რა გინდა მითხრა, რომ ხალხის მიაზიდი ინტრიგა იყო მაგი? laugh.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Sep 27 2009, 05:23 AM
პოსტი #70


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 27 2009, 05:18 AM) *

llaasshhaa

რა გინდა მითხრა, რომ ხალხის მიაზიდი ინტრიგა იყო მაგი? laugh.gif

არა რათქმაუნდა smile.gif

კითხე თქო გითხარი და blink.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 09:16 AM
პოსტი #71


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მანახეთ ერთი ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული კაცი. თქვენ არ იძახით მარადიულია ჯოჯოხეთიო? როგორ დაბრუნდა, ამნისტია შეეხო? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 27 2009, 12:13 PM
პოსტი #72


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამარჯობათ;
უპირველესად მოგესალმებით,, მართალია ჯერჯერობით ისევ დაკავებული ვარ, მაგრამ უკვე ნელნელა შეიძლება ითქვას ვუბრუნდები ფორუმს.
ამიტომაც ამ თემაშიც მთხოვეს რაიმე დამეწერა და მოკლედ დავწერ, კერძოდ იმას,რომ თემებზე რომელზეც უკვე საკმაოდ ბევრი გვიწეია, ისევ თავიდან გამეორება ძნელთან ერთად უაზროდ დროის დაკარგვაა, ამას გარდა მეგობრებს შევახსენებ, რომ მტკიცებითი ფორმით რაიმეზე კამათის დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს, პირველად ამ თემაზე აქ, ამ ფორუმში და შემდეგ ინტერნეტში, თუნდაც იგივე ორთოდოქსი.გე მოცემულ კატეხიზმოებში და დამასკელის ნაშრომში მაინც მიიღონ რაიმე ინფორმაცია, რომ ჩვენ არ მოგვიხდეს მემილიონჯერ იმის გამეორება, რაც იქ უბრალოდ წერია და კმარა მხოლოდ მოძიება, ამიტომ დავიდოთ ეს ტრადიციად, სანამ რაიმეზე კამათს დავიწყებდეთ ან რაიმეზე კითხვას დავსვამდეთ, მოვიძიოთ ცოტა ინტერნეტშიც და ფორუმზეც, შემდეგ კი კითხვა კითხვის ფორმით დავსვათ და არა რაიმე წყალშეუვალი ჭეშმარიტების სახით მოხდეს ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხის სწავლება და შემდეგ კამათი მასზე.
ახლა რაც შეეხება ამ საკითხს, ათასჯერ იქნა დაწერილი, რომ ჯოჯოხეთი არის უფრო მდგომარეობა ვიდრე მდებარეობა, შესაბამისად ყველაფერი ის რაც ითქმის ჯოჯოხეთის შესახებ ( იგივე სამოთხის შესახებაც) მეტნაკლებად არის სიმბოლო და მისი ბუკვალური გაგება აბსურდამდე მიდის ხოლმე, მაგალითად რომ ჯოჯოხეთში ქვაბები დგას და ხარშავენ, ან ცეცხლია და "კაჩიგარია"(იგივე სამოთხეში ჩიტები ჟღურტულებენ და ღრუბლებში სეირნობენ ირმები), სხვათაშორის მსგავსი მატერიალისტური გაგება იმქვეყნიურისა, ხშირად გამომდინარეობს ჩვენებების და გამოცხადებების პირდაპირი გაგებით (უხშირესად ეს ჩვენებები უფრო საეჭვო წარმოშობის სიზმრები უფროა), ასევე ადამიანის დაცემული ბუნების გამო სულიერის ნაკლებად გაგების გამო, ამიტომაც თავად წმინდა პაპი რომისა, გრიგოლ დიოლოგოსი (დიალოგოსი) თვლიდა (და მცდარაც, როგორც ეს ვწერეთ კერძო აზრების თემაში), რომ ჯოჯოხეთში იყო მატერიალური ცეცხლი და ეს იყო დედამიწის გულში.
და კიდევ ის რომ მსგავს თემებზე, წინ რეკომენდირებული წინასწარი ინფორმირების გარდა, საჭიროა ასევე ცოტა მოკრძალებული საუბარიც.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 27 2009, 12:30 PM
პოსტი #73


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მანახეთ ერთი ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული კაცი. თქვენ არ იძახით მარადიულია ჯოჯოხეთიო? როგორ დაბრუნდა, ამნისტია შეეხო?

ეს ცინიზმი ისევ და ისევ წინადადების "დაბალი დონის" მაჩვენებელია ვიდრე, კრიტიკის გამოვლინების. სიტყვა "თქვენ" მე მგონი უნდა გესმოდეს რომ შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას ეხებოდეს. ვიღაცამ რაღაც ზღაპარი მოყვა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაში პასუხისმგებელი მართლმადიდებლობაა.

შენ პრეტენზია გქონდა იმასთან დაკავშIრებით, რომ იცნობდი ეკლესიის მამათა ნაშრომებს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი. და რომ იცნობდე მიხვდებოდი, რომ "თქვენში" ნაგულისხმევი ადამიანი კერძო პირია და არა ეკლესია.

მსგავსი წინადადებები ხელს უშლის საუბარს და უფრო ერთმანეთის დაცინვას უწყობს ხელს, ეს კი უბრალო ზნეობრივი სწავლების სფეროა და ყველას კარგად უნდა ქონდეს შეთვისებული ამ მოვლენის სიცუდე.

ასე რომ თავი შეიკავე შენც და სხვებმაც და პატივი ეცით ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს.


ეს თემა ღვთისმეტყველებაში გადმოაგდეთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 12:41 PM
პოსტი #74


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ერთი პიროვნებისგან არა, ბევრისგან მსმენია ეს და ცნება მარადიული ჯოჯოხეთიც ქრისტიანული ცნებაა თუ არ ვცდები. გასაგებია რომ გამონაკლისები ყველაფერში არსებობს, მაგრამ ცნება "მარადიული ჯოჯოხეთი" ღრმადაა გამჯდარი ქრისტიანულ ცნობიერებაში და ამას არ ჭირდება ბევრი ცოდნა და ქრისტიანული ნაწერების კითხვა.

პ.ს. და თუ ვინმე ჩემ სიტყვებს ცინიზმად იღებს, ეს მისი დონის მაჩვენებელია და არა ჩემი წინადადებების. და არც დამრიგებლური ტონია საჭირო, გასაგებია რომ ღვთისმეტყველებაში ჩემზე კარგად ერკვევით, მაგრამ ეს ცოდნა არ გაძლევთ იმისთვის ჭკუის სწავლების უფლებას, ვის ცოდნასაც არ იცნობთ და ვის ცოდნაზეც ღვთისმეტყველების ცოდნის მიხედვით მსჯელობთ. რელიგიურ გრძნობებს პატივს ვცემ, მაგრამ განსხვავებული აზრის გამოთქმაში ვერავინ შემიშლის ხელს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 27 2009, 01:00 PM
პოსტი #75


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
პ.ს. და თუ ვინმე ჩემ სიტყვებს ცინიზმად იღებს, ეს მისი დონის მაჩვენებელია და არა ჩემი წინადადებების. და არც დამრიგებლური ტონია საჭირო, გასაგებია რომ ღვთისმეტყველებაში ჩემზე კარგად ერკვევით, მაგრამ ეს ცოდნა არ გაძლევთ იმისთვის ჭკუის სწავლების უფლებას, ვის ცოდნასაც არ იცნობთ და ვის ცოდნაზეც ღვთისმეტყველების ცოდნის მიხედვით მსჯელობთ. რელიგიურ გრძნობებს პატივს ვცემ, მაგრამ განსხვავებული აზრის გამოთქმაში ვერავინ შემიშლის ხელს.

სადმე დამაბრალებ ჭკუის სწავლებას? გაგიჭირდება რადგან ჩემი პოსტები ყოველთვის შენი ცინიზმის საპასუხოდ კეთდებოდა და საერთოდ არ ისახავდა მიზნად ჭკუის სწავლებას. ჭკუის სწავლება ფართო ცნებაა და ნამდვილად არ განვიკუთვნებდი ამ პატივსა თუ ცუდ საქციელს პირადად მე. მე ყოველთვის ვაფიქსირებ რომ საკითხზე ნუ ვისაუბრებთ ამ საკითხის არ ცოდნის ფონზე. შეუძლებელია კონკრეტული საკითხი გააკრიტიკო და ამ დროს ამ საკითხის არსი არ გესმოდეს. ეს იგივე რაც ბნელ ოთახში იჯდე და სინათლის არსებობის არ გჯეროდეს, მხოლოდ იმიტომ რომ გარეთ არ ხარ ნამყოფი.

კი ბატონო თქვენი აზრი და შეხედულება დაწერეთ, მაგრამ მართლმადიდებლურ მოძღვრებას, როცა არ გესმით ამ მოძღვრების არსი, თავი გაანებეთ. დაწერეთ რომ "კაცთმოყვარეობის" გამო შეუძლებლად მიგაჩნიათ მარადიული ჯოჯოხეთის არსებობა, მაგრამ იმას ნუ დაწერთ რომ მართლმადიდებლობა ალოგიკური რელიგიაა, რადგან ერთი მხრივ ღვთის სიყვარულს ქადაგებს და მეროე მხრივ მარადიულ ჯოჯოხეთს. მაშინ როცა არ გესმით რას ამბობს მართლმადიდებლობა ჯოჯოხეთის შესახებ, არ გესმით რას ამბობს მართლმადიდებლობა მარადიული ჯოჯოხეთის შესახებ...

ციტატა
ერთი პიროვნებისგან არა, ბევრისგან მსმენია ეს და ცნება მარადიული ჯოჯოხეთიც ქრისტიანული ცნებაა თუ არ ვცდები. გასაგებია რომ გამონაკლისები ყველაფერში არსებობს, მაგრამ ცნება "მარადიული ჯოჯოხეთი" ღრმადაა გამჯდარი ქრისტიანულ ცნობიერებაში და ამას არ ჭირდება ბევრი ცოდნა და ქრისტიანული ნაწერების კითხვა.


ისევ იგივე პრობლემა. ერთია რას აღიარებს მართლმადიდებლობა და მეორე როგორ აღიარებს, გვესმის კი როგორ აღიარებს? ესაა მთავარი და არა ის რას აღიარებს (თუმცა ესეც მთავარია ცხადია).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 01:04 PM
პოსტი #76


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

შეგიძლია მოკლედ ჩამოაყალიბოთ რას ამბობს მართლმადიდებლობა მარადიულ ჯოჯოხეთზე? ოღონდ თქვენი სიტყვებით... ციტატები არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 27 2009, 01:59 PM
პოსტი #77


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
შევეცდები, თუმცა ჯერ ჯოჯოხეთის მართლმადიდებლური გაგება უნდა გვესმოდეს კარგად. ზემოთ დაწერილ კაიროსის ციტატას განვავითარებ და ცოტა ვრცლად დავწერ.

ციტატების გამოყენება მაინც დამჭირდება, რადგან პირად აზრს არ მოგახსენებთ, არამედ ეკლესიურ მოძღვრებას ვწერ.


მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსის ერთ-ერთი ნაშრომიდან


ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებაში საერთოა დებულება, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი მხოლოდ ადამიანის თვალთახედვით არსებობს და არა ღმერთის თვალთახედვით (ამას მიაქციეთ ყურადღება). რა თქმა უნდა, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც რეალურად არსებობს, არსებობს როგორც ყოფიერების ორი სახე, მაგრამ ეს განსხვავება ღმერთს არ შეუქმნია. წმინდა მამათა გარდამოცემიდან ნათლად ჩანს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორი სხვადასხვა ადგილი, არამედ თვით ღმერთია სამოთხე წმინდანთათვის და ჯოჯოხეთი ცოდვილთათვის.

ეს განუყრელადაა დაკავშირებული წმიდა მამათა სწავლებასთან, ღმერთთან ადამიანის მტრობისა და შერიგების შესახებ. წმინდა წერილი იმას არ ამბობს, რომ ღმერთი ურიგდება ადამიანს, ის ამბობს, რომ ადამიანი ურიგდება ღმერთს ქრისტეს მეშვეობით. წმ. მამათა გარდამოცემა კი აზუსტებს, რომ ღმერთი არასოდეს მტრობს ადამიანს, არამედ ადამიანი თვითონ ხდება ღმერთის მტერი, თუკი მასთან ურთიერთობა და მის ცხოვრებაში მონაწილეობა არა აქვს. ამგვარად, თუკი ადამიანი მაინც ხდება ღმრთის მტერი, ღმერთი ადამიანის მტერი არ ხდება. ადამიანს კი, ცოდვის ჩადენის შემდეგ, თვითონ წარმოუდგენია ღმერთი განრისხებულად და მტრულად განწყობილად.

ღირსი ისააკ ასური წერს: "სამოთხე ღმრთის სიყვარულია, რომელშიც ყველა ნეტარებით ტკბობაა". ჯოჯოხეთთან დაკავშირებით კი იგი ამბობს: "ვამბობს, რომ გეჰენიაში ტანჯულნი სიყვარულის შოლტით იგვემებიან. და როგორი მწარე და სასტიკია ეს სიყვარულის ტანჯვა".

ამგვარად, ჯოჯოხეთი - ეს ტანჯვაა ღმრთის სიყვარულის ზემოქმედებით. ღირსი ისააკი ამბოიბს, რომ ღმრთის სიყვარულის წინააღმდეგ შეცოდების გამო წუხილი "ყოველგვარ შესაძლო სასჯელზე საშინელია". ნამდვილად, როგორი ტანჯვაა - უარვყოთ ვისიმე სიყვარული და მის წინააღმდეგ წავიდეთ! რა საშინელებაა - შეუფერებლად ვექცეოდეთ მათ, ვისაც ჩვენ გულწრფელად ვუყვარვართ! თუკი თქმულს ღმრთის სიყვარულს შევუფარდებთ, მაშინ ჯოჯოხეთის ტანჯვის გაგებაც შეიძლება. ღირსი ისააკი უადგილოდ მიიჩნევს მტკიცებას, რომ "ცოდვილნი გეჰენიაში ღმრთის სიყვარულს აკლდებიან".

შესაბამისად, ადამიანებს ჯოჯოხეთშიც არ მოაკლდებათ ღმრთის სიყვარული. ღმერთს ყველა ადამიანი ეყვარება - მართალნიც და ცოდვილნიც, მაგრამ ყველა იმავე ზომით და ერთნაირად არ იგრძნობს ამ სიყვარულს. ყოველ შემთხვევაში უადგილოა იმის მტკიცება, რომ ჯოჯოხეთი - ღმრთის არყოფნაა.

აქედან გამომდინარეობს, რომ ღმრთის განცდის გამოცდილება ადამიანებს სხვადასხვაგვრარი აქვთ. მეუფე ქრისტესგან თითოეულს "დამსახურებისამებრ", "მის სათნოებათა მიხედვით" მიეგება. გაუქმდება მასწავლებელთა და მოსწავლეთა ხარისხი და თითოეულში "ყოველგვარი მისწრაფების სიმწვავე" გამომჟღავნდება. ერთი და იგივე ღმერთი თავის მადლს ყველას თანაბრად მოჰფენს, მაგრამ ადამიანები მას თავისი "დამტევნელობის" შესაბამისად მიიღებენ. ღმრთის სიყვარული ყველა ადამიანზე გავრცელდება, მაგრამ მათზე ორგვარი სახით იმოქმედებს: ცოდვილთ ის დატანჯავს, მართალთ კი - გაახარებს. ღირსი ისააკ ასური მართლმადიდებლურ გარდამოცემას გამოხატავს, როცა წერს: "სიყვარული თავისი ძალით ორგვარად მოქმედებს: ის ტანჯავს ცოდვილთ, - როგორც აქ მეგობარს უწევს მეგობრისგან მოთმენა - და ამხიარულებს თავის მოვალეობის აღმსრულებელთ".

გამოდის, რომ ერთი და იგივე სიყვარული ღმრთისა, ერთი და იგივე ქმედება ყველა ადამიანზე ვრცელდება, მაგრამ სხვადასხვანაირად აღიქმება.

მაგრამ როგორ წარმოიქმნება ასეთი განსხვავება?

ღმერთმა უთხრა მოსეს: "და შევიწყალო, რომელსაც ვსწყალობ და შევიწყნარო, რომელსა შევიწყნარებ" )გამოს. 33,19). მოციქული პავლე - მოჰყავს რა ძველი აღთქმის ეს ადგილი - ამატებს: "აწ უკვე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს., და რომელი ჰნებავს გააფიცხებს" (რომ. 9,18). ეს სიტყვები მართლმადიდებლური გარდამოცემის ფარგლებში უნდა იქნას განმარტებული.

როგორ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთს ერთის შეწყალება და მეორის გასასტიკება სურს? ნუთუ ღმერთთან პირმოთნეობაა?

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, ეს განსხვავება ადამიანის ბუნებასთან არის დაკავშირებული და არა ღმრთის ბუნებასთან და მოქმედებასთან. ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: "როგორც მზე ცვილს არბილებს, ხოლო თიხას ამაგრებს არა თავისთავად, არამედ ცვილისა და თიხის ნივთიერებათა განსხვავების ძალით, ასევე ღმერთიც, ფარაონის თიხისებრ გულს - როგორც ამბობს - ასასტიკებს. მაშასადამე, ღმრთის მადლი, ანუ მისი სიყვარული გაანათებს რა ყველას - ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედებს.

ამ აზრს ეთანხმება წმ. ბასილი დიდიც. ფსალმუნთა მუხლის - "ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი" (ფს. 28,7) განმარტებისას, ის შეგვახსენებს სასწაულს, რომელიც სამ ყრმას მოგიზგიზე ღუმელში შეემთხვა. მაშინ ალი ორ ნაწილად გაიყო და ერთი მხრივ, "ახლო-მახლო რაც იდგა, ყოველივე დაბუგა", ხოლო მეორე მხრივ "თავის თავში სული მიიღო და ყრმებს ყველაზე სასიამოვნო ნიავი და სიგრილე მიანიჭა; ასე რომ, ისინი თავს ისე მშვიდად გრძნობდნენ, თითქოსდა ხის ჩრდილქვეშ მდგარიყვნენ". ე.ი., თუმცაღა ეს ალი ღუმელის გარეთ მყოფთ წვავდა, ამავე დროს იგი ისე ნამავდა ყრმებს, თითქოსდა ისინი ხის ჩრდილში იმყოფებოდნენ. ქვემოთ ის შენიშნავს, რომ ღმრთის მიერ ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის გამზადებული ცეცხლი "უფლის ხმით განიკვეთება". ცეცხლს ორი ძალა აქვს: დამწველი ძალა და მანათობელი ძალა. ის კიდეც სწვავს და კიდეც ანათებს. ამიტომ, ცეცხლის ღირსნი მის დამწველ ძალას იგრძNობენ, ნათლის ღირსნი კი - მანათობელ ძალას. წმ. ბასილი დიდი შესანიშნავი სიტყვებით ამთავრებს: "ხმა უფლისა, რომელიც ცეცხლის ალს განკვეთს და განყოფს, საჭიროა, რათა ცეცხლის ნაწილი, რომელიც არ ანათებს, დამსჯელად იქცეს, ხოლო, რომელიც არ წვავს, განსასვენებლად დარჩეს".

შესაბამისად, გეჰენიის ცეცხლი უსინათლო, განათების თვისებას მოკლებული, მართალთა ნათელი კი არადამწველი, აალების თვისებას მოკლებული იქნება. ეს ღმრთის ქმედების განსხვავებული აღქმის შედეგი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ ღმრთის შეუქმნელ ენერგიას ადამიანი თავისი მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს.

სამოთხისა და ჯოჯოხეთის ასეთი გაგება მხოლოდ ისააკ ასურისა და ბასილი დიდისათვის არაა დამახასიათებელი, არამედ ეს ეკლესიის წმ. მამათა საერთო სწავლებაა, რომელნიც საუკუნო ცეცხლსა და საუკუნო ცხოვრებას აპოფატურად განსაზღვრავენ. როცა ჩვენ აპოფატიკაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს არა ის, რომ წმ. მამები თითქოსდა სხვაგვარად განმარტავენ ეკლესიის სწავლებას, - ძალზე განყენებულად, ფილოსოფიურად მსჯელობენ, - არამედ ის, რომ ისინი გვთავაზობენ განმარტებას, რომელიც ადამიანური აზროვნების კატეგორიებთან და გრძნობადი საგნების სახეებთან არ არის დაკავშირებული. აქ აშკარაა განსხვავება მართლმადიდებელ ბერძენ მამათა და ფრანკლათინთა შორის, რომელნიც მერმისა და მის საუკუნის რეალობას ნივთიერად აღიქვამენ.

ამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას - რომელსაც, როგორც ცხადი გახდება, ეკლესიის სულიერი ცხოვრებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ავითარებს. ის თავისი მსმენელებს სთავაზობს, სხეულთა აღდგომის, სამსჯავროსა და მართალთათვის მიგების შესახებ სწავლება ეკლესიის ტრადიციის შესაბამისად, ე.ი. იმ პერსპექტივაში აღიქვან, რომ მომავალი ცხოვრება "გონება-განწმენდილთათვის ნათელია", რომელიც "სიწმინდის ზომისაებრ" ეძლევათ და ამ ნათელს ჩვენ ცათა სასუფეველს ვუწოდებთ. მაგრამ "უმთავრესში ბრმათათვის" ის ბნელად გადაიქცევა, რაც სინამდვილეში ღმრთისგან გაუცხოებაა "აქაური სიბეცის ზომისაებრ". ე.ი. საუკუნო ცხოვრება - ნათელია მათთვის, ვინც განიწმინდა საკუთარი გონება, ნათელია მათთვის მათი სიწმინდის ხარისხისამებრ. ბნელად კი საუკუნო ცხოვრება ხდება მათთვის, ვინც გონებით ბრმაა, ვინც ვერ განათლდება მიწიერი ცხოვრებისას და განღმრთობას ვერ მიაღწია.

ეს განსხვავება ჩვენ შეიძლება გრძნობადი საგნების მაგალითზეც გავიგოთ. ერთი და იგივე მზე "ჯანმრთელ მხედველობას ანათებს, ავადმყოფურს კი აბნელებს". ცხადია, რომ დამნაშავე მზე კი არა, თვალის მდგომარეობაა. იგივე მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამსაც. ერთი და იგივე ქრისტე "დგას დაცემისა და აღმართვის გზაზეც. ურწმუნოა დასაცემად და მორწმუნეთა აღსამართავად". ერთი და იგივე სიტყვა ღმრთისა ახლაც, დროში და მითუმეტეს მაშინ, მარადისობაში, "ბუნებითაც საშინელია უღირსთათვის და კაცთმოყვარეობის გამო დასატევნელია საკუთარი თავის შესაფერისად განმამშვენიერებელთათვის". რამეთუ ყველა ვერ იმსახურებს ერთსა და იმავე ხარისხში და მდგომარეობაში ყოფნას, არამედ ერთი ერთს იმსახურებს, მეორე კი -მეორეს, "ვფიქრობ თავისი განწმენდილობის დონეზე". თავისი გულის და თავისი გონების სიწმინდის შესაბამისად, თითოეული ადამიანი, თავისი ზომით იგემებს ღმრთის ერთსა და იმავე შეუქმნელ ენერგიას.



მოგვიანებით გავაგრძელებ საუკუნო სატანჯველის შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების გადმოცემას, მაგრამ მანამდე ამას გაეცანით გულისყურით, თუ როგორ უყურებს მართლმადიდებლობა ჯოჯოხეთისეულ სატანჯველს, რაში მდგომარეობს ეს სატანჯველი და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს გულისყურით გაცნობის შემთხვევაში პასუხი მარადიული სატანჯველის შესახებ თავისთავად ამოტივტივდება, თუმცა მის შესახებ მაინც დავწერ მცირედს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 27 2009, 02:16 PM
პოსტი #78


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

აგაშენა ღმერთმა! მეც სწორედ ეგრე ცფიქრობ (თუმცა არამართლმადიდებლური სწავლებებიდან გამოვიტანე იგივე დასკვნა).

კარგია რომ დააკონკრეტე, იქნებ წაიკითხოს ხალხმა და მიხვდეს ამ ციტატების და მეტაფორების აზრს, თორე რაც ბავშვობაში მქონდა წარმოდგენა ჯოჯოხეთის შესახებ, იგივე წარმოდგენა ძალიან ბევრს ზრდასრულ ასაკშიც აქვს და მათ შორის ქრისტიანებსაც.

მე მართლმადიდებლური შეხედულებებზე ხალხის წარმოდგენებიდან გამომდინარე ვსაუბრობ და დიდი მადლობა წიგნებში ქექვა რომ არ დამჭირდა ოფიციალური მართლმადიდებლობის შეხედულების გასარკვევად. საკმაოდ კარგი და გასაგები ახსნა იყო. გმადლობ... smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 30 2009, 10:16 AM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჯოჯოხეთი ეს მარტოობაა, ჩემი აზრით. როცა ადამიანი რჩება, უღმერთოდ და უსიყვარულოდ...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 30 2009, 10:20 AM
პოსტი #80


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



neo
მე კიდევ უფრო უარესი რამ მგონია ჯოჯოხეთი...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th August 2025 - 11:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი