![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
დაგვლოცეთ მამაო,
ხშირად სასულიერო პირებისგან და განსაკუთრებით ხაზს გავუსვავ ბერებისგან გამიგია ტხოვნა სურათი არ გადამიღოთო. მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება კურთხვევის გარეშე სურათი გადავუღოთ სასულირო პირებს, (განსაკუთრებულად მონაზვნებს) , რა საშიშროებაა მათთვის სურათის გადაღება? და გარკვეულწილად ასეთივე საშიშროება თუ ვრცელდება ჩვეულებრივ საერო პიროვნებაზე? წინასწარ გიხდით მადლობას. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Mama Daviti |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ!
რა თქმა უნდა, სურათის გადაღება, თავისთავად არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ როგორც ბერს, ისე საერო პირს აქვს სრული უფლება, თავისი პირადი მოსაზრებით უარი განაცხადოს სურათის გადაღებაზე. ხოლო რაც შეეხება ბერს, მონაზონს ან სასულიერო პირს, მათთვის შესაძლებელია ეს ფაქტი დაბრკოლების მიზეზი გახდეს. კერძოდ, სურათის ან კინოგადაღება მათში შესაძლებელია ხიბლის, განდიდების, ამპარტავნების ან სხვა ასეთი ცოდვის საწყისად იქცეს. რადგან ბერი ან მონაზონი, წუთისოფლის ამაობისაგან მაქსიმალურად ცდილობს განშორებას, ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და ვეცადოთ არ დავაბრკოლოთ ისინი, ამიტომ სასურველია წინასწარ ავიღოთ ლოცვა-კურთხევა და თუ ისინი წინააღმდეგნი იქნებიან, აღარ ჩავეძიოთ უარის მიზეზს. ბერ-მონაზვნობა (ბერძ. „მონახოს“ - კენტად მცხოვრები, განდეგილი) - წუთისოფლისაგან განდგომა, ცხოვრების გატარება საკუთარი ნების უარყოფაში, ლოცვაში, მარხვაში და მუდმივად ღმერთზე ფიქრში. ბერ-მონაზვნულ ცხოვრებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში, რომელიც განვითარდა მე-4 საუკუნეში. მის ფუძემდებლად ითვლება წმ. ანტონი დიდი. (საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი/ თბ. 2003 წ. შემდგენელი: მღვდელი აკაკი (მეგრელიშვილი)). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი