IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა ვქნათ?????, რა ვუშველოთ ჩვენ ქვეყანას??????
Floyd
პოსტი Apr 16 2007, 06:32 PM
პოსტი #61


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



რა ვუშველოთ და ვილოცოთ გულწრფელად და არა მოვალეობის გულისათვის !


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 16 2007, 07:30 PM
პოსტი #62


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა

მე კონკრეტულ აზრებს ველოდები.


მაშ კონკრეტული აზრი გინდა? კი ბატონო, იცოდე სანამ არ შევიგნებთ თუ რაოდენ ძვირფასია ერთიმეორეს სიცოცხლე, მანამდე ალბათ ასე გაგრძელდება.
გასაგიჟებელია, მაგრამ სულ უბრალო მიზეზით ახალგაზრდები მკვლელები ხდებიან. დაბნელებული გონება და დამახინჯებული ფსიქიკა, აი რას ვაწყდებით. ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკაში მოვიკოჭლებთ. ალბათ ისევ სკოლიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ, ბავშვის სულიერი ჩამოყალიბება მაქედან იწყება. რა თქმაუნდა გარემოც მნიშვნელოვანია.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 17 2007, 12:00 PM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
რაც შეეხება აბრეზით თუ დანით ადამიანის მოკვლას, ამაში დიდი როლი აქვს ტელევიზიას.


მივაგენი იმ ფრაზას რომელსაც ვეძებდი. ჰაგიოგრაფიის მეტ-ნაკლებად სწავლა, მე მგონი დიდ გავლენას ვერ ახდენს ადამიანის მკვლელად ჩამოყალიბების საქმეში. ყველა თაობაში მოსწავლეთა 95% არ ეხალისება ჰაგიოგრაფიის სწავლა და საბედნიეროდ მოსახლეობის 95% მკველელი არაა.

ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები და მთელი ეს სისხლი რაც მართლა ამ ოთხკუთხა აპარატურიდან იღვრება არ შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს. როცა მოზარდი, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მხოლოდ იმას ხედავს ფილმებში როგორ ხოცავენ (ეს რბილი ნათქვამია) მანიაკები ხალხს და ა.შ. მაშინ მათ ავტორიტეტებად, მისაბაძ გმირებად მხოლოდ მკვლელები, მანიაკები, საშინელებები ხდებიან. მე მართლა მეშინია იმისა რა ადმიანებად ჩამოყალიბდებიან ჩემი შვილები. იზოლაციაში ვერ მოაქცევ, ვერც ტელევიზორთან მიკარებას ვერ აუკრძალავ. მოკლედ, სერიოზულად მაფიქკრებს დღევანდელი თაობა, გუშინ ჩემი მეგობარი ამბობდა, ახლა 25 წლის ზემოთ თუა ბიჭი იმის კი არ უნდა შეგეშინდეს, 10-დან 18-წლამდე ლაწირაკები ისე გამოგჭრიან ყელს ვერც მოასწრებ მიზეზის გააზრებასო.

მე არ მესმის რა ხდება. მეცოდება ასეთი შვილების მშობლები. დარწმუნებული ვარ ასეთი ბავშვების მშობლების უმრავლესობა კარგი ადამიანია და ძალიანაც განიცდის ასეთი შვილის ყოლას. თუმცა, ბევრი მშობელი თვადაა დამნაშავე ამ საკითხში.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 17 2007, 01:04 PM
პოსტი #64


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რას ქვია ჰაგიოგრაფია არ უნდა ისწავლონ? აბა რა უნდა ქნან?

ნორმალური მასწავლებლები ყავდეთო ასე თქვით და დაგეთანხმებით.

ვიღაცას მეცადინეობა ეზარება და სულ ჰაგიგოგრაფიის ბრალი ყოფილა!

ძველი ქართული რომ ადამიანმა იცის, იმისთვის სახარებაც ასე თუ ისე გასაგებია და ფსალმუნებიც, ტაძარში მეტად გულმოდგინედ დგას.

ბავშვს როდის უნად მეცადინეობა ერთი, ყოველთვის ეზარება და თამაში ურჩევნია. ბეჯითები იშვიათად იბადებიან და რა ვქნათ ველოდოთ როდის მოიღებს მოწყალებას ახალ გამოჩეკილი ადამიანი, ქვეყნის გადაბრუნებას რომ შეძლებს ჰგონია და წიგნებს შეხედავს?
რა სისულელეა ხალხო, რაებს ლაპარაკობთ, არ უნდა იცოდეთ ვინ ხართ და რა ფასეულობები გაგაჩნიათ?

რაებს იმეორებთ ხალხო, სად გაგონილ ნაბოდვარს და სისულელეს, თქვენს ქვეყანას სხვა გადაარჩენს გგონიათ? ან სხვა ჩამოვა განათლებული და კულტურას აღგიღორძინებთ?

გაოგნებული ვარ რა!

ეგ არსად გამეგო აქამდე, რომ ადამიანის ცოდვით დაცემულ ბუნებაში, სულ ჰაგიოგრაფია ყოფილა დამნაშავე!

მარაზმი!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2007, 01:05 PM
პოსტი #65


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



kato_Bato
ჩემი სათქმელი თქვი ზუსტად, ოღონ უფრო კარგად, ვიდრე მე მოვახერხებდი 2kiss.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 17 2007, 01:06 PM
პოსტი #66


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად!!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 17 2007, 01:15 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჰაგიგრაფია არ ისწავლებოდესო? laugh.gif laugh.gif აი რას ქვია, გაფუჭებული ტელეფონი laugh.gif

ხალხო, როდესაც წმ. შუშანიკს ცხოვრების სწავლას წიხლით გთხოვენ, მაპატიეთ და ხშირად მოისმენთ მოსწავლეებში, დაუკვირვებელ და გაუცნობიერებელ განაცხადებს; "აუ რა წაიღეს ტვინი ამ შუშანიკით" "რომ არ დავიზეპიროთ და ისე ვიცოდეთ ვერა?"

ხოდა მოდი ჰაგიგრაფიის გვერდზე, კანონები და ტოლერანტობა ვასწავლოთ და არა მახინჯი მესიანიზმი !!! ქრისტე არ მოსულა ამისთვის !!!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 17 2007, 01:26 PM
პოსტი #68


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ნიანია @ Apr 17 2007, 08:00 AM) *

ტელევიზია, კომპიუტერული თამაშები და მთელი ეს სისხლი რაც მართლა ამ ოთხკუთხა აპარატურიდან იღვრება არ შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს. როცა მოზარდი, პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მხოლოდ იმას ხედავს ფილმებში როგორ ხოცავენ (ეს რბილი ნათქვამია) მანიაკები ხალხს და ა.შ. მაშინ მათ ავტორიტეტებად, მისაბაძ გმირებად მხოლოდ მკვლელები, მანიაკები, საშინელებები ხდებიან.


მკვლელები ყოველთვის იყვნენ, კაენს ტელევიზორში არ უყურებია თუ როგორ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს, შურდა მისი ძმის და მოკლა! კომპიუტერის და ტელევიზორის შექმნამდეც არანაკლები სასტიკი მკვლელობები ხდებოდა, ასე რომ კომპის და ტელევიზორის ბრალი კი არა და ზნეობადაკარგულობის, ურწმუნოების, შურის და სისასტიკის გამო ხდება. რომელი ტელევიზია გადმოსცემს რომ 80 წლის ქალი უნდა გააპატიურო და მერე გაქურდო? ასეთი ხალხის უმეტესობა ტელევიზორსაც არ უყურებს, ინტელექტი საერთოდ არა აქვთ, ესენი იმ დონეზე არიან ცოდვით დაცემულები რომ ადვილად იმართებიან ეშმაკისგან sad.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 17 2007, 01:37 PM
პოსტი #69


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
მკვლელები ყოველთვის იყვნენ, კაენს ტელევიზორში არ უყურებია თუ როგორ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს, შურდა მისი ძმის და მოკლა! კომპიუტერის და ტელევიზორის შექმნამდეც არანაკლები სასტიკი მკვლელობები ხდებოდა, ასე რომ კომპის და ტელევიზორის ბრალი კი არა და ზნეობადაკარგულობის, ურწმუნოების, შურის და სისასტიკის გამო ხდება


გუჯა, მაშინ, როცა ამდენი სისასტიკე არ გადიოდა ტელევიზიით, ჩვენს საყვარელ საბჭოტა კავშირში მკვლელობა ნაკლებად ხდებოდა. ტელევიზია გარკვეულწილად ქადეგაა. ქადაგებს, რომ გაუკუღმართებული უერთიერთობა ნორმალურია ადამიანს ერთი ცხოვრება აქვს, როგორც უნდა განკარგავს და აშ. ეს საშინელი სერიალები აუცილებლად ძმის ცოლი, რომ უყვარდებათ და მამის ცოლი, რომ უყვარდებათ ნაკლებად საშინელი ხო არ გგონია ამერიკულ ,,ბოევიკებზე,, ბავშვები ამ ფილმით იზრდებია, ეს ჩვენთვის არის საზიზღრობა, თორემ მათ ტვინში უკვე ილექება ის, რომ ესეთი ცხოვრება ბუნებრივია, ის კი არა ეცოდებათ ტანჯული გმირები, რომელთაც მამის ცოლები ცოლად არ მიყვებიან და აწვალებენ, წლების მერე, რომ ეტყვი იოანე ნათლისმცემელს ამის გამო წააჭრეს ტავიო, დაგცინებს იმიტომ, რომ მისთვის გაუგებარი იქნება, ის ძმის ცოლის ცოლად მოყვანაში საზიზღრობას ვერ დაინახავს. სხვა მხრივ გეთანხმები, შური ყველას გულშია მეტ-ნაკლებად, დაცემული ბუნების გამოვლინებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვებს ცოდვა უნდა ასწავლო.

რაც შეეხება კანონს, ჩემო მნათუშკა, კანონები იცვლებიან, ადამიანები წერენ, შუშანიკი და გრიგოლ ხანძტელი რასაც გასწავლის იმას ვერასოდეს ვერ გასწავლის კანონმდებლობა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 17 2007, 01:48 PM
პოსტი #70


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ Apr 17 2007, 09:37 AM) *

ზებედე
გუჯა, მაშინ, როცა ამდენი სისასტიკე არ გადიოდა ტელევიზიით, ჩვენს საყვარელ საბჭოტა კავშირში მკვლელობა ნაკლებად ხდებოდა.


უფრო სწორედ, მკვლელობები ხდებოდა, მაგრამ არ იყო ამდენი ტელევიზია და ყველას არ ჰქონდა ტელევიზორი, ამიტომ ყველა ვერ გებულობდა რამდენი და რა სახის მკვლელობები ხდებოდა. დღეში ყოველ ერთ საათში, და თითქმის ყველა არხზე ერთი და იგივეს რომ გადმოსცემენ ეს გვძაბავს, მკვლელობები ყოველთვის ხდებოდა! რა თქმა უნდა გარკვეულ წილად ფილმებიც ახდენენ ამაზე ზემოქმედებას, მაგრამ გამიგია მკვლელები, თანაც სასტიკები, რომლებიც ტელევიზორს საერთოდ არ უყურებენ, ასევე ვიცი ადამიანები რომლებიც უყურებენ მკვლელობებზე ფილმებს მაგრამ არ არიან მკვლელები.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 17 2007, 01:48 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რაც შეეხება კანონს, ჩემო მნათუშკა, კანონები იცვლებიან, ადამიანები წერენ, შუშანიკი და გრიგოლ ხანძტელი რასაც გასწავლის იმას ვერასოდეს ვერ გასწავლის კანონმდებლობა.


უი ხო? laugh.gif

ჩემო ნინო, მაპატიე მაგრამ ასეთი აზროვნებით დავფუნდამენტდებით ერთ ადგილას და ვერ შევძლებთ ეკლესიის საკაცობრიო მისიის აღსრულებას! თავისუფლებას იზოლცაიით კი არ აღწევ, არამედ განუწყვეტელი ურთიერთობებით, ურთიერთობებს კი სჭირდება ქრისტესმიერი ფასეულობები (!) ტოლერანტობა, კანონმორჩილება და წესრიგი! და არა არქრისტესმიერი სიმხაინჯეები - რომელსაც სამწუხაროდ ეკლესიაში ტენიან!

”სარწმუნოება არის პირადი საქმე ყოველი მოქალაქისა; ყოველ მოქალაქეს შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას უნდა, ანდა არც ერთი არ აღიაროს; ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან... სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებელი პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალურ მიზანთა გარეშე; დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიისა და სამლოცველო სახლის გახსნას, აგრეთვე ეკლესიის მსახურს კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს – პასუხს აგებს... ეს ოქროს ასოებით ამოსაჭრელი სიტყვები ჩვენს ეკლესიას წმ. ნინოს მიერ მიჩენილ გზაზე აყენებს.”


მისი უწმინდესობა და უნეტარესობა,
კათალიკოს პატრიარქი
კალისტრატე ცინცაძე




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 17 2007, 01:49 PM
პოსტი #72


დაურეგისტრირებელი









სანამ სიკვდილით დასჯა არ აღსდგება არაფერი ეშველება ამ ქვეყანას
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 17 2007, 01:50 PM
პოსტი #73


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



კანონი უნდა გამკაცრდეს, სამართლიანად უნდა დაისაჯონ და მერე ნახეთ აბრეზის ხალხი როგორ გარებიან.
წინადადება ძალაშია: მომეცით უფლებამოსილება და მე მოვაგვარებ. smile.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2007, 01:51 PM
პოსტი #74


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ასეთი აზროვნებით დავფუნდამენტდებით ერთ ადგილას და ვერ შევძლებთ ეკლესიის საკაცობრიო მისიის აღსრულებას!

როგორი აზროვნებით? ჰაგიოგრაფიის სწავლებით?
მნათე, რა გჭირს? რა შუაშია საერთოდ რასაც შენ წერ? ვინმემ თქვა, კანონი არ ასწავლონო? ჩემთვის გაუგებარია, რატომ უპისისპირებ ერთმანეთს ჰაგიოგრაფიას და კანონებს. შუშანიკის წამების შესწავლაა ფუნდამენტალიზმი?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 17 2007, 01:51 PM
პოსტი #75


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(S W A T @ Apr 17 2007, 09:49 AM) *

სანამ სიკვდილით დასჯა არ აღსდგება არაფერი ეშველება ამ ქვეყანას



mamma mia sad.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 17 2007, 01:52 PM
პოსტი #76


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა,
კათალიკოს პატრიარქი
კალისტრატე ცინცაძე


საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
თბილისი, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი

laugh.gif

ნუთუ ვერ ხვდები ეგ რა დროსა და ვითარებაშია დაწერილი??

S W A T
ციტატა
სანამ სიკვდილით დასჯა არ აღსდგება არაფერი ეშველება ამ ქვეყანას

ეჰ, მგონი რომ მართლა ეგრეა.... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2007, 01:54 PM
პოსტი #77


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
უფრო სწორედ, მკვლელობები ხდებოდა, მაგრამ არ იყო ამდენი ტელევიზია და ყველას არ ჰქონდა ტელევიზორი, ამიტომ ყველა ვერ გებულობდა

გუჯა ვერ დაგეთანხმები ამაში. ტელევიზორს ახლაც არ ვუყურებ, მაგრამ ყურები მქონდა მაშინაც და ახლაც. და ყოველდღე არ მესმოდა ვინმეს სიკვდილი ახლობლობაში, მეზობლობაში და თუნდაც ჭორის დონეზე. მაშინ მკვლელობა ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო და გაცილებით უფრო დიდ ტრაგედიად აღიქმებოდა. ახლა რომ პანტა-პუნტით ხოცავენ, სად იყო მაშინ ასე. და ტელევიზიას და კომიუტერულ თამაშებს ამაში ლომის წილი რომ აქვს, მაგას დავა არ უნდა.
და კიდევ ერთი: მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ყველაზე დიდი დანაშაული გინების საზღვრებს არ სცილდებოდა. ახლა კი სკოლებში ლამის ყოველდღე ბავშვები ერთმანეთს ჭრიან sad.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 17 2007, 01:54 PM
პოსტი #78


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
ციტატა
ეჰ, მგონი რომ მართლა ეგრეა....

ჩემზე უკეთესად იცი დემოკრატია. ამერიკაში იმ ბავშვის მკვლელს აუცილებლად სიკვდილით დასჯიდნენ
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 17 2007, 01:54 PM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ასეთი ხალხის უმეტესობა ტელევიზორსაც არ უყურებს, ინტელექტი საერთოდ არა აქვთ, ესენი იმ დონეზე არიან ცოდვით დაცემულები რომ ადვილად იმართებიან ეშმაკისგან


ზებედე მაშინ მაინტერესებს შენეული ახსნა-განმარტება არსებული საშინელი სიტუაციის, ეშმაკი კომუნისტების დროს არ ბატონობდნენ? თუ მაშინ ნაკლები გავლენა ჰქონდა ეშმაკს ადამიანზე?

კანონისტი

რაც შეეხება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ეს ალბათ ყველას გვინდა ვინც კი ფორუმზე პოსტავს, ან ვინც არ პოსტავს მაგრამ ეკლესიურად ცხოვრობს და რწმენა აქვს. მაგრამ...აქ ჩემი აზრით გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის მრავალეროვნულობა, ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, თუნდაც სამცხე-ჯავახეთში სადაც უამრავი მაჰმადიანი ადამიანი ცხოვრობს,. მაგათ ერთი პატარა მიზეზიც ეყოფათ რომ აფეთქდნენ.

ამას გარდა არის უამრავი სექტა, ჩვენდა სამწუხაროდ, და თუ მართლმადიდებლური რელიგია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, სტრასბურგის სასამართლო ერთი წელი ვერ მორჩება მათი საჩივრების განხილვას.

კანონისტისაგან კი ასეთი დაჟინებული მოთხოვნა ძალიან მიკვირს, რომელიც თავგამოდებით იცავს ხოლმე მთავრობის პოლიტიკას და არც ეს უნდა იყოს მისთვის გასაკვირი.

ღმერთმა ქნას, კანონისტ, შენი სურვილი ასრულდეს და ისე რომ არანაირი გართულება არ მოყვეს მერე ამას. პირადად ჩემთვის თითქმის შეურაცხმყოფელია რომ რაღაცის გამო მართლმადიდებლობას სათანადო ადგილზე ვერ ვაყენებთ, მაგრამ რას იზამ. საქართველოც თანაედროვე მსოფლიოს ნაწილია, რომელსაც დიდად არ ადარდებს რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი .


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Apr 17 2007, 01:56 PM
პოსტი #80


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა(ketino @ Apr 16 2007, 07:30 PM) *

მაშ კონკრეტული აზრი გინდა? კი ბატონო, იცოდე სანამ არ შევიგნებთ თუ რაოდენ ძვირფასია ერთიმეორეს სიცოცხლე, მანამდე ალბათ ასე გაგრძელდება.
გასაგიჟებელია, მაგრამ სულ უბრალო მიზეზით ახალგაზრდები მკვლელები ხდებიან. დაბნელებული გონება და დამახინჯებული ფსიქიკა, აი რას ვაწყდებით. ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკაში მოვიკოჭლებთ. ალბათ ისევ სკოლიდან და ოჯახიდან უნდა დავიწყოთ, ბავშვის სულიერი ჩამოყალიბება მაქედან იწყება. რა თქმაუნდა გარემოც მნიშვნელოვანია.

მომწონს თქვენი აქტიურბა....
და ამაში გეთანხმები,ჩვენ არ გაგვაჩნია იდეა,რის გარშემოც შეიკრიბება მთელი ქართული სოციუმი......
ჩვენ მაგარი ქართველობა მარტო დღესასწაულებზე ჩოხის ჩაცმა გვგონია!!
კი ბატონო,ჩოხა კარგია,მგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს???

მე პირადად,არაფერი გამიკეთებია,ვცდილობ გვიზრდო ცოდნითYა და გამოცდილებით და მერე თუ რამეს შევძლებ,დავეხმარო ჩემ ქვეყანას!!!


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 06:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი