IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >  
Closed TopicStart new topic
> ჩემი პატრიარქი
prlagiapelagia
პოსტი May 6 2009, 02:45 AM
პოსტი #121


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 30-April 09
წევრი № 6,924



გიორგობას ვულოცავ პატრიარქს და სრულიად საქართველოს! რომ არა პატრიარქი წარმოდგენაც კი არ მინდა რა საცოდავები ვიკნებოდით ამ წუთისოფელში, აი ისე რა "თავმოჭრილი ბატებივით", დზაააააააალიან დიდ პატივს ვცემ და დზაააალიან მიკვარს, გაიხროს და უფალმა დიდხანს აცოცხლოს ამ წუთისოფელში ცვენს საიმედოდ!!! ამინ!!1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GIORGI BENASHVILI
პოსტი Sep 3 2009, 02:56 PM
პოსტი #122


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 3-September 09
წევრი № 7,446



გააძლიეროს უფალმა ჩვენი უწმინდესი, დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობას ვუსურვებთ..მისი ლოცვა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 9 2009, 03:46 PM
პოსტი #123


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ქართვლის მნათობო!

უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს


ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,
დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,
ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება
და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,
ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;
ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ
და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,
და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...
წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,
თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,
დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,
გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,
ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,
თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.

ნუგზარ ჩიკვაიძე


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Oct 12 2009, 08:49 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



Amuza
გაიხარე! kiss1.gif მაგარია ძალიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Nov 26 2009, 09:45 AM
პოსტი #125


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



ნუგზარ ჩიკვაიძემ გაიხაროს ამ ლექის დაწერისთვის და პატრიარქის ლოცვა ეწეოდეს

ძალიან მაგარი ლექსია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Nov 29 2009, 01:01 AM
პოსტი #126


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ღმერთმა გააძლიეროს, გაამხნევოს, და დიდხანს ჯანმრთელად ამყოფოს ქართველი ერის სანუგეშოდ, ჩევნი უწმიდესი და უნეტარესი, საყვარელი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია-II. girl_angel.gif


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 29 2009, 02:41 PM
პოსტი #127


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(xornabujeli @ Nov 29 2009, 01:01 AM) *

smile.gif ღმერთმა გააძლიეროს, გაამხნევოს, და დიდხანს ჯანმრთელად ამყოფოს ქართველი ერის სანუგეშოდ, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი, საყვარელი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი და ნუგეში ილია-II. girl_angel.gif


IPB-ს სურათიამენ!!!
IPB-ს სურათი პოლიქრონიოს,პოლიქრონიოს, პოლიქრონიოოოოოოოოს!!!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 29 2009, 02:44 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Amuza @ Nov 29 2009, 02:41 PM) *

IPB-ს სურათიამენ!!!
IPB-ს სურათი პოლიქრონიოს,პოლიქრონიოს, პოლიქრონიოოოოოოოოს!!!

biggrin.gif biggrin.gif მართლა თაბაგარივით გამოუვიდა


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 29 2009, 02:47 PM
პოსტი #129


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მე მიყვარს პატრიარქი, მშვიდი, თბილი, მოსიყვარულე და უშუალოა IPB-ს სურათი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 29 2009, 06:31 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(Amuza @ Nov 29 2009, 03:41 PM) *

IPB-ს სურათიამენ!!!
IPB-ს სურათი პოლიქრონიოს,პოლიქრონიოს, პოლიქრონიოოოოოოოოს!!!



ნ ოღონდ ნ
პოლიქრონიონნნნნ (მე ასე მახსოვს)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 29 2009, 06:54 PM
პოსტი #131


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



იყოს მასე smile.gif მაგაზე გაწყენინებთ?

IPB-ს სურათიპოლიხრონიონ,პოლიხრონიონ, პოლიხრონიოოოოოოოონ!!!


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 30 2009, 12:35 PM
პოსტი #132


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
ნუგზარ ჩიკვაიძე


მეამაყება.... wub.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 5 2009, 12:48 AM
პოსტი #133


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი):
შენი სიცოცხლე ერს უხარია

უწმინდესს

მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა,
შეჭიდებული უხილავ მტერთან,
სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა
ცად მიმართ უძღვი ცხოვართა შენთა.
აყვავებული სანთლები ხატთან
სიკეთის დღეთა იყვნენ მაცნენი, -
სიწმინდის მადლად და სასწაულად
მშობელთა ლოცვით აღმონაცენნი.
იმედმოსხმულად შენი დღეები,
სიხარულს ყოველს რომ უწილადებ,
შენი ფიქრია, შენი მამული
სამარადისო ნათლით ბრწყინავდეს.
თუ საქართველო წმიდა ჯვარია, -
ნატრობ, - სამოთხის კართან იყოსო...
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ, კათალიკოსო!..



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 20 2009, 08:55 PM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრება, მიტროპოლოტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა-აღსაყრდება

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიციის თანახმად, რომელიც ასახულია 1945 წელს დამტკიცებულ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, კათოლიკოს-პატრიარქის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში წმინდა სინოდის ყველა წევრი იკრიბება საპატრიარქო რეზიდენციაში და კათოლიკოს პატრიარქის მდივნის თანდასწრებით, ხსნის სპეციალურ სეიფს, რომელშიც ინახება განსვენებული კათოლიკოს პატრიარქის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის (მოვალეობის შემსრულებლის) თაობაზე. 9 ნოემბერს დილის 10 საათიდან 19 საათამდე, წმინდა სინოდის წევრები-ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი - ელოდებოდნენ ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს, მაგრამ იგი არ ჩამოვიდა თბილისში.
სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდი მუშაობას შეუდგა. როგორც გაირკვა, არ არსებობდა უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ვინაობის შესახებ. 1945 წელს დამტკიცებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ასეთ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი ცხადდება, რომელსაც ამტკიცებს წმინდა სინოდი. თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო. სინოდის სხდომის თავჯდომარეთ არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნათ - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი.
დამტკიცდა წმინდა სინოდის მუშაობის დღის წესრიგი:
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის არჩევა;
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის - დავით V-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. წმინდა სინოდის სხდომაზე თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა, მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მხარი დაუჭირეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას არჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ. წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატურას და კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დაასახელა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. ხმათა უმრავლესობით ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ
სინოდმა განაჩინა:
1. სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე , მიტროპოლიტი ილია;
2. უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს;
3. წმიდა სინოდის სხდომის ოქმის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.
წმიდა სინოდის გადაწყვეტილებანი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ზოგიერთი მაღალიერარქისათვის, რომელთაც სცადეს წმიდა სინოდის ოქმის გადაწყვეტილებათა გადასინჯვა. შექმნილი რთული ვითარების სრული სურათი კარგადაა ასახული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 1977 წლის 12 ნომებრის საგაბგებო სხდომის მიერ მიღებულ განცხადებაში: ‘’საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია თავის-მართვა გამგეობაში ხელმძღვანელობს დებულებით, რომელიც მიღებულ იყო 1945 წლის 28 მარტს და რომლის შეცვლა შედის მხოლოდ საეკლესიო კრების კომპეტენციაში. 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V. გარდაცვალების წინ იგი მძიმედ ავადმყოფობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს თბილისში იმყოფებოდა ყველა მღვდელმთავარი, გარდა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზისა და ალავერდელი ეპისკოპოსის - გრიგოლისა. 8 ნოემბერს დღის 15 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა გრიგოლ მშვიდობაძემ მათ დაუგზავნა დეპეშები, რომლითაც ატყობინებდა პატრიარქის ავადმყოფობასა და სთხოვდა, სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ თბილისში.
9 ნოემბერს, დილის 9 საათზე კათოლიკოს პატრიარქი დავით V გარდაიცვალა. 10 საათზე ჩამობრძანდა ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი. როგორც საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების 21-ე პარაგრაფის მე-2 შენიშვნაშია მითითებული, კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში საეკლესიო მართვა გამგეობისათვის მის ადგილს იჭერს ის მღვდელმთავარი, რომლის შესახებაც კათოლიკოს პატრიარქის მდივანთან ინახება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის წერილობითი განკარგულება; მაგრამ ასეთი განკარგულება არ აღმოჩნდა და საჭირო შეიქმნა, სასწრაფოდ მოწვეულიყო წმიდა სინოდის სხდომა. 9 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში, სინოდი ელოდებოდა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის ჩამობრძანებას, მაგრამ რადგან იგი არ ჩამობრძანებულა და არც რაიმე ცნობა მოსულა მისგან, საღამოს 19 საათზე, წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შედგა სინოდის ოფიციალური სხდომა, რომელსაც უნდა აერჩია კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე და გადაეწყვიტა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - დავით V-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები.
სინოდის სხდომაზე ერთხმად იქნენ არჩეულნი: სხდომის თავმჯდომარედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნად - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. როდესაც სინოდის სხდომაზე დაისვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის არჩევის საკითხი, კანდიდატად დასახელებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელსაც მხოლოდ წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი და წამოაყენა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზის კანდიდატურა. რაც შეეხება დანარჩენ მღვდელმთავრებს, მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ილიას. ეპისკოპოს ილარიონს სურდა თავი შეეკავებინა ხმის მიცემისაგან, მაგრამ რადგან ამის უფლება არ ჰქონდა საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების მე-16 მუხლის თანახმად, ამიტომ ხმა მისცა მიტროპოლიტ ილიას.

(გაგრძელებას თანდათან დავდებ )


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 20 2009, 09:11 PM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ალექსანდრე

მე მაქვს 1977 წლის საეკლესიო კალენდარი სადაც აღნიშნულია რომ დავით V გარდაცვალების შემდეგ მის მოვალეობას დროებით ალავერდის ქორეპისკოპოსი ასრულებდაო, ალბათ ეგ გრიგოლი. წიგნი დეკემბერსაა დასტამბული.

გაიოზის ბედი კი ვიცი მაგრამ იმავე გრიგოლს და 77 წელს მოღვაწე სხვა მღვდელმთავრებს საინტერესოა რა ბედი ეწიათ? თუ არიან ცოცხლები?
დაეწერეთ თუ ვინმემ იცით.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 20 2009, 10:30 PM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



9 ნოემბერს ჩატარებული წმიდა სინოდის სხდომა იყო კანონიერი, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების მე-15 მუხლის დაცვით, სადაც ნათქვამია: ‘’სინოდის სხდომა კანონიერია, თუ მას დაესწრება თავმჯდომარე და მოწვეულ წევრთა ნახევარი’’, ხოლო სხდომას ესწრებოდა არა თუ ნახევარი, არამედ ყველა წევრი, გარდა ერთისა (მიტროპოლიტ რომანოზისა). ამიტომ მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზისა და ეპისკოპოს ილარიონის განცხადება, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, თითქოსდა თვითნებურად იყო მოწვეული სინოდის სხდომა, რომელზეც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ თავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა, უსაფუძვლოა. წმიდა სინოდის სხდომა კანონიერ საფუძველზე ჩატარდა და მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადება იყო სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება.
10 ნოემბერს თბილისში ჩამოსული მიტროპოლიტი რომანოზი საპატრიარქოში გამოცხადდა მოგვიანებით და განაცხადა, რომ იგი, როგორც უხუცესი მღვდელმთავარი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, იერარქიული პატივით ყველა მღვდელმთავარზე მაღლა დგას და ამის საფუძველზე მოითხოვა კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობა. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 23-ე მუხლის მე-2 შენიშვნაშია აღნიშნული, ‘’მწყემსმთავარნი პატივდებულ იქნებიან ქიროტონიის უხუცესობის მიხედვით’’. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასულიერო პირი ითვლება უხუცეს მღვდელმთავრად, რომელიც უფრო ადრე იყო ნაკურთხი ეპისკოპოსის ხარისხში. მიტროპოლიტი ილია ეპისკოპოსად ნაკურთხი იყო 1963 წლის 25 აგვისტოს, ხოლო მიტროპოლიტი რომანოზი - 1965 წლის 21 თებერვალს; მიტროპოლიტის ხარისხი ილიას მიენიჭა 1969 წელს, რომანოზს - 1972 წელს; რაც შეეხება ეპარქიის ან ასაკის (მიტროპოლიტი რომანოზი 1977 წელს იყო 90 წლის) მიხედვით უხუცესობას, ეს არაა გათვალისწინებული მართვა-გამგეობის დებულებაში.
წმიდა სინოდი სინანულით აღნიშნავს მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზის, ეპისკოპოს ილარიონის განცხადების უსაფუძვლობას, თითქოს მიტროპოლიტ ილიას მოსაყდრეობა დაუშვებელია იმიტომ, რომ იგი დაბადებულია საქართველოს საზღვრების იქით, ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძეში. ჯერ ერთი, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ამ ფაქტს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა და, მეორეც, მიტროპოლიტი ილია და მისი მშობლები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები იყვნენ მუდამ, რადგან ორჯონიკიძეში არსებობდა ქართული ეკლესია, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს საპატრიარქოს და თავად მიტროპოლიტი ილია მონათლულია ამ ეკლესიაში არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკის მიერ, რომელიც შემდეგში გახდა წილკნელი ეპისკოპოსი და დაკრძალულია სვეტიცხოვლის გალავანში.
მიტროპოლიტმა რომანოზმა, მიტროპოლიტმა გაიოზმა და ეპისკოპოსმა ილარიონმა აგრეთვე განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ აკურთხონ ახალი ეპისკოპოსები, დაუგზავნონ დეპეშები მსოფლიო საეკლესიო ცენტრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ჩატარებული სინოდის სხდომა იყო არაკანონიერი და მოსაყდრეც არჩეული იყო უკანონოდ.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შიგნით არსებული დაძაბულობა იგრძნობოდა უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის დაკრძალვის დღესაც (1977 წლის 15 ნოემბერს) სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც წირავდა სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. თანამწირველნი იყვნენ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი ალექსი (რუსეთის აწ განსვენებული პატრიარქი ალექსი II.), ქსანთიის მიტროპოლიტი ანტონიოსი, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ზარაის ეპისკოპოსი იოსი. წირვას ესწრებოდა ყოველთა სიმეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენ I.
წირვის დასრულების შემდეგ განსვენებულ პატრიარქს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ: ‘’დღეს ჩვენ ლოცვითა და ცრემლით ვაცილებთ ჩვენს მამამთავარს, რომლის უკვდავი სული მოევლინა იმ წიაღს, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდნი კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი და ეფრემი... მიმდინარე წელიწადი იყო მისთვის საიუბილეო - მას შეუსრულდა სამღვდელო ხარისხში აყვანიდან 50 წელი. ამ ხნის განმავლობაში მას განუცდია არაერთი სასიხარულო დღე, ღვთისაგან მონიჭებული, მაგრამ მასთან ერთად მას მრავალჯერ შეუსვამს სიმწრისა და მწუხარების ფიალა. ამ დიდ ადამიანს დღეს ემსვიდობება ქართველი ერი, ჩვენი დაობლებული ეკლესია’’.
1977 წლის 16 ნოემბერს, დღის 12 საათზე, დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), ალავედრელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). სხდომას, სინოდის წევრთა მოწვევით, ოქმის შესადგენად ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე.
‘’დღის წესრიგი:
1. მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას მოსკოვში გამგზავრების მიზეზი და იქაური თათბირის შინაარსის მოხსენება;
2. წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის მიერ მთავრობის სახელზე გაგზავნილი ტექსტის განხილვა;
3. საეკლესიო კრებისა და კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის (აღსაყდრების) თარიღის დადგენა;
4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ასარჩევი კანდიდატის დასახელება.
პირველ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა ილიამ სინოდს მოახსენა ზაგორსკში რელიგიის მოღვაწეთა თათბირის შესახებ, სადაც დაგმობილ იქნა ნეოტრონული ბომბის მომზადებისა და გავრცელების განზრახვა .
მეორე საკითხზე წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა წაიკითხა მთავრობის სახელზე გაგზავნილი განცხადების სრული ტექსტი.
გადაწყდა, მე-12 საეკლესიო კრება გაიმართოს 1977 წლის 23 დეკემბერს. ახლადარჩეული სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება) შესრულდეს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
მეოთხე საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ დაასახელა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. მას მხარი დაუჭირეს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა. მიტროპოლიტმა რომანოზმა არ დაასახელა კანდიდატი და მოითხოვა, აერჩიათ ახალი მოსაყდრე. მიტროპოლიტი გაიოზი არ სცნობს სინოდის სხდომას კანონიერად. ეპისკოპოსი ილარიონი არ ასახელებს პატრიარქობის კანდიდატს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 20 2009, 11:25 PM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



(გაგრძელება)


მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია თანხმობას აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატად მის დასახელებაზე.
მოვლენების უფრო გამძაფრებას გვამცნობს ალავერდელი ეპისკოპოსის გრიგოლის (ცერცვაძე) ჩანაწერები: ‘’1977 წლის 17 ნოემბერს ჩემთან, ეკლესიაში, მოვიდა უცნობი ახოვანი ახალგაზრდა, გამომიძახა, თქვენთან ცალკე საუბარი მსურსო... წამოიწყო საუბარი: სინოდი, რომელიც გუშინ შედგა, მთავრობის მიერ გაუქმებულიაო, მთავრობას არ სურს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევაო... მას სურდა ჩემი დაყოლიება, უარი მეთქვა სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ წამოყენებულ კანდიდატზე. მე ვუპასუხე, რაც სინოდზე გადაწყდა, იმას ხაზი არ გადაესმევა მეთქი... ბოლოს საუბარი იმით დაამთავრა, მოკლე ხანში მოგივათ დეპეშა იმისათვის, რომ სინოდის ხელახალი სხდომა შედგესო. მე ვუპასუხე, რაც ვთქვი, იმასვე ვიტყვი-თქო. მაინცადამაინც ნასიამოვნები არ წასულა’’
ქართული საზოგადოება დაძაბული ადევნებდა თვალყურს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებას და ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.
ყოველი ახალი დღე ახალი ჭორებითა და მითქმა-მოთქმის გამძაფრებით იწყებოდა. ამ უსიამოვნებათა კულმინაცია იყო 1977 წლის 18 დეკემბერი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივნის, გრიგოლ მშვიდობაძის, სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის , მიტროპოლიტ ილიასადმი გაგზავნილ შეტყობინებიდან ირკვევა: ‘’18 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო განსხვავებული პოზიციის სამი მღვდელმთავარი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი- პატრიარქის კაბინეტში, დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები, მათ შორის - მოსაყდრის არჩევის ოქმი, გამოუყენებიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბეჭედი, უსარგებლიათ ქართული და რუსული საბეჭდი მანქანით. როგორც დარჩენილი შავი ჩანაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რუსეთის საპატრიარქოში, სომხეთის ეკლესიაში, დაუმტვრევიათ პატრიარქის კაბინეტის გასაღები და ჩაუსვამთ ახალი’’. გაგზავნილ დეპეშებში ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ხოლო მე-12 საეკლესიო კრების ჩატარების თარიღი - გადატანილი.
საზოგადოების, ინტელიგენციის აქტიური ჩარევის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიას მოწინააღმდეგენი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. ყველა ღელავდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა მიტროპოლიტი ილია, რომელმაც ხელმეორედ დაგზავნა შეტყობინებები მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, საერო ხელისუფლებაში, იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრება, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები და ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრება ნამდვილად გაიმართებოდა 1977 წლის 23-25 დეკემბერს.





--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 20 2009, 11:37 PM
პოსტი #138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ხუთშაბათს უყურეთ პროფილს....გადაცემა მიეძღვნება პატრიარქის პირველ: სტიქაროსნებს, მგალობლებს, მრევლს...დ.ა.შ.

მგონი ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ ადამიანების აზრი, ვის ადამიანებად ჩამოყალიბებაში პატრიარქსაც მიუძღვის წილი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 21 2009, 01:17 AM
პოსტი #139


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დაძაბული, უძილო ღამეების შემდეგ, როგორც იქნა, გათენდა 23 დეკემბერი. თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I, საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები. იმავე დღის 15 საათზე ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზის სახელით დეპეშა გაიგზავნა მოსკოვში, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან: ‘’ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! - წერდა მიტროპოლიტი რომანოზი, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა’’
საოცრად ულოგიკო იყო მიტროპოლიტ რომანოზის ქმედება 1977 წლის 16 ნოემბრის წმიდა სინოდის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობის შემთხევაში იყო იმის საშიშროება, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულიყო და რუსეთს დაქვემდებარებოდა. ამიტომ 90 წლის ასაკში იგი მზად იყო, ეტვირთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელობა; ხოლო 23 დეკემბერს ლ. ბრეჟნევისადმი გაგზავნილ დეპეშაში იგივე პიროვნება მან ქართველი დისიდენტების წამქეზებლად გამოაცხადა.
ასეთი რთული ვითარების ფონზე დაიწყო მუშაობა მე-12 საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 45 დელეგატი.
მე-12 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი სრულიად საქართველოსათვის. ყველას სურდა ეხილა ახალგაზრდა, ინტელექტუალი, გამორჩეული გარეგნობის მწყემსმთავარი, რომელიც მოახერხებდა ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარებას და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნებდა ისტორიულ მისიას.
საზეიმო დღეებმა გადაფარა ორმოცდახუთდღიანი რთული პრობლემები, თუმცა ბევრი საფიქრალიც გაჩნდა: ვის შეეძლო გადაეჭრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარი ჭაღის ჯაჭვი, რომლის ჩამოვარდნას 25 დეკემბერს ტრაგედია მოჰყვებოდა? რამდენი ხილული და უხილავი მტერი იყო ჩასაფრებული ახალგაზრდა პატრიარქის წინააღმდეგ?
ახალი პატრიარქის არჩევა XX საუკუნის 70 -იანი წლების ‘’უძრაობის ხანას’’ დაემთხვა. თვალნათლივ ჩანდა საბჭოთა იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ოფიციალური კომუნისტური იდეოლოგიის მესვეურნი კვლავ ამტკიცებდნენ განვიტარებული სოციალიზმისა და კომუნიზმის ნათელი მომავლის სიკეთეს. ქრისტიანული სარწმუნოება კვლავ ‘’წარსულის მავნე გადმონაშთად’’ ითვლებოდა. ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებში დიდი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ თემებს. საქართველოში გამომავალი ოფიციალური გაზეთები - ‘’კომუნისტი, ‘’ზარია ვოსტოკა’’, ‘’სოფლის ცხოვრება’’ - მოკლე ინფორმაციით გამოეხმაურნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II -ის არჩევას.


წიგნიდან '' სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II''



--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Dec 21 2009, 01:46 AM
პოსტი #140


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(ალექსანდრე @ Dec 21 2009, 01:17 AM) *

დაძაბული, უძილო ღამეების შემდეგ, როგორც იქნა, გათენდა 23 დეკემბერი. თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I, საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები. იმავე დღის 15 საათზე ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზის სახელით დეპეშა გაიგზავნა მოსკოვში, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან: ‘’ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! - წერდა მიტროპოლიტი რომანოზი, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა’’
საოცრად ულოგიკო იყო მიტროპოლიტ რომანოზის ქმედება 1977 წლის 16 ნოემბრის წმიდა სინოდის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობის შემთხევაში იყო იმის საშიშროება, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულიყო და რუსეთს დაქვემდებარებოდა. ამიტომ 90 წლის ასაკში იგი მზად იყო, ეტვირთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელობა; ხოლო 23 დეკემბერს ლ. ბრეჟნევისადმი გაგზავნილ დეპეშაში იგივე პიროვნება მან ქართველი დისიდენტების წამქეზებლად გამოაცხადა.
ასეთი რთული ვითარების ფონზე დაიწყო მუშაობა მე-12 საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 45 დელეგატი.
მე-12 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი სრულიად საქართველოსათვის. ყველას სურდა ეხილა ახალგაზრდა, ინტელექტუალი, გამორჩეული გარეგნობის მწყემსმთავარი, რომელიც მოახერხებდა ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარებას და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნებდა ისტორიულ მისიას.
საზეიმო დღეებმა გადაფარა ორმოცდახუთდღიანი რთული პრობლემები, თუმცა ბევრი საფიქრალიც გაჩნდა: ვის შეეძლო გადაეჭრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარი ჭაღის ჯაჭვი, რომლის ჩამოვარდნას 25 დეკემბერს ტრაგედია მოჰყვებოდა? რამდენი ხილული და უხილავი მტერი იყო ჩასაფრებული ახალგაზრდა პატრიარქის წინააღმდეგ?
ახალი პატრიარქის არჩევა XX საუკუნის 70 -იანი წლების ‘’უძრაობის ხანას’’ დაემთხვა. თვალნათლივ ჩანდა საბჭოთა იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ოფიციალური კომუნისტური იდეოლოგიის მესვეურნი კვლავ ამტკიცებდნენ განვიტარებული სოციალიზმისა და კომუნიზმის ნათელი მომავლის სიკეთეს. ქრისტიანული სარწმუნოება კვლავ ‘’წარსულის მავნე გადმონაშთად’’ ითვლებოდა. ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებში დიდი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ თემებს. საქართველოში გამომავალი ოფიციალური გაზეთები - ‘’კომუნისტი, ‘’ზარია ვოსტოკა’’, ‘’სოფლის ცხოვრება’’ - მოკლე ინფორმაციით გამოეხმაურნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II -ის არჩევას.

ძალიან მომეწონა ეგ წიგნი სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ დავამთავრე კითხვა.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2025 - 06:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი