IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> გული შემუსვრილი და დამდაბლებული, გამოცდილებიდან ...
kato_Bato
პოსტი Apr 20 2007, 12:35 PM
პოსტი #21


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ალბათ, არა ვარ თავმდაბალი, ერთია ხანდახან, როცა მართლა საჭიროა, შემიძლია თუ არა სიმდაბლის გამოჩენა.

ასეთ დროს ძალიან ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და სიამაყემ არ შემიპყროს. თუმცა იმის გარჩევაც მიძნელდება ეს სიმდაბლეა სინამდვილეში თუ "აღზრდა", რომლის მეოხებითაც ვიცი, რომ ჯერ ერთი, ვთქვათ, უფროსს არ უნდა შეეკამათო, თუნდაც ცდებოდეს და მეორეც ვერაფრით ვიგებ მოცემულ სიტუაციაში რატომ "მერჩის" ეს ადამიანი და ბოლომდე ვცდილობ ჩემკენ შემოვაბრუნო, დავანახო, რომ არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო.
აქვს ახლა რომელიმეს რამე კავშირი სიმდაბლესან?sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Apr 22 2007, 09:04 PM
პოსტი #22


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



kato
მსურს, ჩემი გამოცდილება გაგიზიარო, იქნებ გამოგადგეს მსგავს სიტუაციაში. მამაომ მირჩია: თუ რამეში გადანაშაულებენ, ეცადე, მიიღო ყვედრება, ასეთად დაინახო თავი და ეცადო გამოსწორებას. თუ მართლა ჰპოვე დანაშაული საკუთარ თავში, მიტევებას მიიღებ. თუ ხედავ, რომ უსამართლოდ გადანაშაულებენ, გსაყვედურობენ, შენი რაღაც დავიწყებული ან შეუმჩნეველი ცოდვის საპატიებლად, გამოსასყიდად დაუშვა ღმერთმა.
იღუმენი ნიკონი გვირჩევს, რომ მუდამ საკუთარ თავს ვადანაშაულებდეთ, თუნდაც მართალნი ვიყოთ. გულში ასე თქვითო: "ჩემი უწინდელი შეცოდებების გამო მომეზღო."

როგორი აუცილებელია ცხოვნების საქმეში სიმდაბლე, გულის შემუსვრა. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს:" არის ორი მსხვერპლი, რომელსაც იწირავს ღმერთი და მამა ჩვენი უფლისა იესუ ქრისტესი, რისთვისაც შეიწყალებს ყოველსა კაცსა და მთელ სამყაროს. მათგან ერთ-ერთია თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, განკაცებული , და მეორე - მისი მორწმუნე ყოველი ადამიანის დამდაბლებული და შემუსვრილი გული." "ადამიანს არ მოეთხოვება თავისი სულის სანაცვლოდ სხვა რამის გაღება, გარდა იმის აღიარება, რომ ის არარაობაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ძალუძს მას, რომ ღმერთს მიუტანოს გული შემუსვრილი და დამდაბლებული -ერთადერთი მსხვერპლი, რომელსაც უფალი არ შეურაცხყოფს, რამეთუ იცის, რომ ადამიანს არაფერი აქვს საკუთარი ისეთი, რაც შეეძლო ღვთისათვის მიეტანა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი Apr 25 2007, 06:12 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



წმ.ანტონი დიდი ამბობს: ,,სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო,თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს,, და თუ გვინდა რომ მიწიდან ზეცაში ავიდეთ, უნდა ვიცხოვროთ მორჩილებითა და თავმდაბლობით.და აქვე კიდევ დავწერ იგივე წმ.მამის სიტყვებს:,,გიყვარდეს თავმდაბლობა- იგი ცოდვისგან დაგიცავს,,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი