IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ხიბლი, საყოველთაო და პირადი
ninca
პოსტი Apr 19 2007, 12:31 AM
პოსტი #1


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია..
რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 19 2007, 11:51 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს


ჩემთვის პირადად ეს სერიოზული საფიქრალია. ძალიან მაწუხებს ეს 'ცოდვა' და ყოველთვის როცა ვუღრმავდები საკუთარ თავს, ვაწყდები ხიბლის ცოდვას-მეტ-ნაკლებად. განსაკუთრებით მაშინ როცა, არაეკლესიურ ადამიანებთან ვარ, ჩემში ნამდვილად "ყვავის" ხიბლი და მეშინია. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ არ ვითმენთ შეურაცხყოფას, აბუცად აგდებას, ეს ხიბლი არაა, ეს კდევ სხვა ცოდვაა. აQ ჩვენ ჩვენს თანამდებს არ მიუტევებთ და ამით არც ჩვენ მოგვეპოვება, არ გვიყვარს მტერი ჩვენი. ხიბლი კი ჩემი აზრით საკუთარ სულიერებაზე და ეკლესიურ ღვაწლზე გადაჭარბებული წარმოდგენაა.
თუმცა შესაძლოა მეც ვცდებოდე.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 19 2007, 12:15 PM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



საზოგადოება ზოგადად ხიბლშია ამქვეყნიური ინტერესებისა, და ღმერთი ან მეორე პლანზე ჰყავს, ან საერთოდ არ ახსოვს.
მორწმუნე პიროვნება ან მორწმუნეთა ჯგუფი , კი ხიბლშია, როცა ყველაფერს წესისამებრ აღასრულებს მაგრამ მადლს კი ვერ მოიხვეჭს და ცარიელია, ამ დროს კი ჰგონია რომ ყველაფერი არის OK!
wink.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 19 2007, 12:20 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ამ სკითხთან დაკავშირებით სულ ვიბნევი ხოლმე. რა არის ხიბლი? ის მარტო მორწმუნის დამახასიათებელი თვისებაა, თუ ურწმუნოც შეიძლება ხიბლში იყოს? რა განსხვავებაა ხიბლსა და ამპარტავნებას შორის? იქნებ გამარკვიოთ... არ მესმის კარგად ეს საკითხი unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 19 2007, 12:27 PM
პოსტი #5


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



თვითონ სიტყვის შინაარსიც ხომ მეტყველია :ხიბლი.
მოიხიბლა,ამ სიტყვას ყოველდღიურობაშიც ვხმარობთ და სრულიად დადებითი მნიშვნელობით.
მაგრამ სინამდვილეში მოხიბვლა ღმერთის დავიწყებაა.
ანუ ის რაც ყველაზე ფასეულია დაივიწყე რაღაც მომენტში და ბრწყინვალე არარაობამ მიიქცია შენი გონება და ყურადღება.
ხიბლზე მამებს ბევრი უწერიათ, საინტერესო იქნება მათი ციტატების მოსმენა.
ამპარტავნება და ხიბლი ერთი სისტემის ელემენტები უნდა იყვნენ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Apr 19 2007, 12:53 PM
პოსტი #6


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



''არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში,საკუთარი არ არის,უფლისაა.პირადი არაფერი გაგვაჩნია.როცა თავში პატივმოყვარული,ქედმაღლური აზრი მოგივა შენ შესახებ ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თუ მარტო ხარ,შენდა გასაგონად თქვი: ''მე ვიცი,როგორი კარგიც ხარ,ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა?-და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა-ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება''.მამა აქლექსი სოლოვიოვი.

''თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას.გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილების გამოვლენაზე-ისევ ხიბლია, მიიღე შექება,დატკბი მისით-ესეც ხიბლია''. მთავარეპისკოპოსი არსენი ჩუკოვსკიძ.

მეც ხშირად ვარდები ხოლმე ''ხიბლში'' unsure.gif მაგ.როცა ადამიანს დავინახავ რაღაცა ცუდს აკეთებს უცებ გულში გავიმიქრებ ხოლმე, მე ხომ ასე არასოდეს მოვიქცევი?...შემდეგ უცებ როცა უღრმავდები ჩემს სიტყვებს ვხვდები რომ ხიბლში ვარ განა ეს ხიბლი არა? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 19 2007, 01:00 PM
პოსტი #7


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ანუ აქ უკვე კლასიფიკაცია შეიძლება,
1. ხიბლი რომელიც საკუთარი თავიდან, საკუთარი "ღირსებების" "აღიარებიდან"
მოდის და
2. ხიბლი, რომელიც სხვისი "ღირსებების" "სიდიადის" აღიარებიდან მოდის.
მესამე რა იქნება?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 19 2007, 01:08 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ხოოო, ძალიან მძიმე საკითხია. გამიგია, რომ ცოტ-ცოტა ხიბლში ყველაა, ყველა ადამიანი, განურცევლად. თუ რამეში ვცდენბი იმედია ჩვენი თEოლოგი კარგ , დასაბუთებულ პასუხს მომცემს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Apr 19 2007, 01:25 PM
პოსტი #9


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ნეტარ არს ვინც ხიბლში არაა, მართლაც თავს ჩვეულებრვად ვერ დააღწევ.


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 19 2007, 01:35 PM
პოსტი #10


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ოოო ხიბლია თუა sad.gif ძალიან ძნელია აღიარო რომ ყოველთვის ხიბლში ხარ აღიარო კიდევ არა უფრო აღმოაჩინო და ჩაუკვირდე და აღმოფხვრა რაღაც რაღაცეებში კი არა ყოველთვის ვართ ხიბლში რაღაც რაღაც დოზებით


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Apr 19 2007, 01:53 PM
პოსტი #11


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



გეთანხმები.


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Apr 19 2007, 02:51 PM
პოსტი #12


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ninca
ციტატა
რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?"


ჩემი აზრით ის ვინც ფიქრობს რომ ხიბლში არ არის, სწორედაც რომ ხიბლშია.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2007, 02:56 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,635
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(mariami-k @ Apr 19 2007, 03:51 PM) *

ninca
ჩემი აზრით ის ვინც ფიქრობს რომ ხიბლში არ არის, სწორედაც რომ ხიბლშია.


მართალი ხარ, მარიამ, სანამ ადამიანი აცნობიერებს რომ ხიბლშია და თავის თავს შეუძახებს, ჯერ კიდევ არ დაღუპულა..

ხიბლის შესახებ წმინდა მამათა ძალიან კარგი სიტყვები მაქვს და ხვალ მოვიტან და დავპოსტავ..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 19 2007, 04:30 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ყოველივესთვის მადლობა ღმერთს - თვით ჩვენი უძლურებისთვისაც კი .რამეთუ უმჯებესია ცოდვილები ვიყოთ ესეთებად ვხედავდეთ თავს , ვიდრე გარეგნულად უცოდველები ვიყოთ და ასეთებად ასეთებადვე წარმოგვედგინოს " წმ. მამის ეს სიტყვები მეტად სანუგეშოა ჩვენთვის , უძლურთა და ცოდვილტათვის , ჩვენი დროისა და მოდგმისათვის , მხოლოდ საკუთარი უძლურებებით რომ შეუძლია თავის ქება "
წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი

"ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ "ხიბლში ვარ როცა მგონია რო ვინმეზე უფრო მეტი უწყი სულიერი ცხოვრებაზე ვინმეზე უფრო მეტი გამოცდილება და განსაცდელი დამიგროვებია და ამით თავს ვინუგეშებ რო უფლისთვის უფრო სათნოა მრავალჭირ გამოვლილი ადამიანი
ჩემი აზრით თუ ყოველთვის გვეხსომება რო უფალი ყვეელაფერს ჭვრეტს ჩვენ დაფარულ აზრებს ფიქრებს ამის ხსოვნით საკუთარი თავს ჯარადათ დაუდგებით და ყოველთვის გავექცევი თვითშეფასების მცდელობას თუნდაც უნებლიეთ საკუთარ ღირსებებში ჩაძირული ვიფხიზლებ თავს და ვწყვეტ ფიქრს ეს იმას კი არ ნიშნავს რო ამით ხიბლი დავძლიე და სიმდაბლე შევიძინე თავის განკიცხვა ალბათ ჯერ კიდე არ არის სიმდაბლე ეს სიმდაბლის მოსახვეჭად ერთ ერთი მართალი გზაა შესაძლოა ვცდები


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 19 2007, 04:44 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ციტატა(ლილიანა @ Apr 19 2007, 05:30 PM) *

"ყოველივესთვის მადლობა ღმერთს - თვით ჩვენი უძლურებისთვისაც კი .რამეთუ უმჯებესია ცოდვილები ვიყოთ ესეთებად ვხედავდეთ თავს , ვიდრე გარეგნულად უცოდველები ვიყოთ და ასეთებად ასეთებადვე წარმოგვედგინოს " წმ. მამის ეს სიტყვები მეტად სანუგეშოა ჩვენთვის , უძლურთა და ცოდვილტათვის , ჩვენი დროისა და მოდგმისათვის , მხოლოდ საკუთარი უძლურებებით რომ შეუძლია თავის ქება "
წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი

"ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ "ხიბლში ვარ როცა მგონია რო ვინმეზე უფრო მეტი უწყი სულიერი ცხოვრებაზე ვინმეზე უფრო მეტი გამოცდილება და განსაცდელი დამიგროვებია და ამით თავს ვინუგეშებ რო უფლისთვის უფრო სათნოა მრავალჭირ გამოვლილი ადამიანი
ჩემი აზრით თუ ყოველთვის გვეხსომება რო უფალი ყვეელაფერს ჭვრეტს ჩვენ დაფარულ აზრებს ფიქრებს ამის ხსოვნით საკუთარი თავს ჯარადათ დაუდგებით და ყოველთვის გავექცევი თვითშეფასების მცდელობას თუნდაც უნებლიეთ საკუთარ ღირსებებში ჩაძირული ვიფხიზლებ თავს და ვწყვეტ ფიქრს ეს იმას კი არ ნიშნავს რო ამით ხიბლი დავძლიე და სიმდაბლე შევიძინე თავის განკიცხვა ალბათ ჯერ კიდე არ არის სიმდაბლე ეს სიმდაბლის მოსახვეჭად ერთ ერთი მართალი გზაა შესაძლოა ვცდები

არა არ ცდები მართალი ხარ. არ არსებობს ადამიანი რომელიც იმაში დამარწმუნებს რომ საკუთარი თავით, ზოგჯერ მაინც კმაყოფილი არაა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ ამას გასაქანი არ უნდა მივცეთ. შესაძლოა ცხოვრებაში ბევრჯერაც შეგაქონ, ბევრ წარმატებასაც მიაღწიო, მაგრამ მუდამ გახსოვდეს მხოლოდ სამი სიტყვა "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის" (იოანე ოქროპირი). ეს ვფიქრობ უბრალოებასაც მოგვაპოვებინებს და მერე ის ვირი გაგვახსენდება უფალი რომ იერუსალიმში შეჰყავდა და ეგონა პალმის რტოებს მე მიფენენო, სინამდვილეში კი ის უფლისათვის იყო განკუთვნილი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი Apr 19 2007, 04:57 PM
პოსტი #16


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ხიბლი,ეს მგონი ერთერთი იმ ცოდვათაგანია რომელიც ყველას გვაწუხებს.მეც პირადად ბევრჯერ ჩავვარდნილვარ ამ ცოდვაში.ხიბლი ის პირველი ცოდვაა,რომელსაც წმ.ზიარებიდან სულ რამოდენიმე წუთში ვგრძობ ხოლმე.(რა კარგია,რომ ვეზიარე...)
მთავარია საკუთარი თავის დამდაბლება შევძლოთ,შევიგრძნოთ ჩვენი უსუსურება და არ ჩავვარდეთ ამპარტავნებაში.


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 19 2007, 06:22 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ხიბლს უფრო ხშირად განიცდის მორწმუნე ადამიანები მე როგორც უკვირდები,მიზეზი რა შეიძლება იყოს ზუსტად არ ვიცი.მაგრამ მინახავს ხიბლში მყოფი ადამიანები რომლებიც თავად არ აღიარებენ ამ ფაქტს ძირითადად.გონიათ რომ სხვებზე მაღლა დგანან და აკრიტიკებენ ზოგჯერ მთელ კაცობრიობასაც კი,ჭკუას არიგებენ ყველას და მოძღვრის დონეზე აჰყავთ თავი


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 19 2007, 06:28 PM
პოსტი #18


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



რუსებსა აქვთ გამოთქმა "ვაკრუგ და ოკალა".
უშუალოდ ხიბლზე ვისაუბროთ.
მირაჟ, რას ნიშნავს?



--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Apr 19 2007, 06:43 PM
პოსტი #19


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მარიამ, ხიბლი ამპარტავნებაზე აღმოცენებული ნაყოფია. შედეგია მისი. ბევრი ასეთი მავნე ნაყოფი აქვს ამპარტავნებას. მათ შორისაა სასოწარკვეთაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 19 2007, 06:46 PM
პოსტი #20


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეს ტექსტი ნამდვილად იმსახურებს ქართულ თარგმანს, რადგან პასუხს სცემს ჩვენ კითხვას და შესაძლოა ზოგმა ვერ წაიკთხოს:


Подвизаться без наставника чревато впадением в прелесть. Из-за чего же происходит прелесть? Как её избежать?



Ответ отца Олега Моленко:


В прелесть можно впасть и при святом и опытном наставнике, если не слушаться его.

Прелесть, или иначе - самообольщение и обольщение бесами, происходит от трех основных причин: от неведения (невежества), неопытности и гордости. Гордость, которую еще называют подвижнической гордостью, проявляется в самомнении, самонадеянности, самочинии, самоудостоении, высокоумии, сравнивании себя с другими, что приводит к превозношению, унизительному мнению о других и осуждению их. Этот вид прелести наиболее тяжел и неподатлив врачеванию.

В наше время впавшего в этот вид прелести практически невозможно вывести из нее. Именно от этого вида прелести происходят впадения в ереси, лжеучительствования, лжепророчествования, умоповреждения, психические расстройства, умопомешательства, необузданное и изощренное распутство обольщенных "подвижников". Это приводит к погублению обольщенными других людей, и часто к самогубствам.

Прелесть от неопытности или от неведения легче врачуется, если только не будет подкреплена гордостным самомнением и самооправданием.

Чтобы избежать прелести должно:

1. Озаботиться о тщательном изучении святоотеческого пути спасения.
2. Внимательно изучить труды отцов о прелести.
3. Всячески смиряться и усердно молить Бога об избавлении от всякой самонадеянности.
4. Строить дом своего спасения на благодатном зрении своей греховности, о чем усердно умолять Бога.
5. Не доверять себе и своим суждениям по духовным предметам.
6. Умолять Бога о даровании непрелестного и опытного наставника.
7. О каждом шаге в духовном делании вопрошать Бога, сверяться со святыми отцами или вопрошать наставника (если кто имел счастье обрести его).
8. Все доброе в себе всегда приписывать Богу и Его благодати, и благодарить Бога за каждое преуспеяние.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი