![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#21
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
აი ამ გვერდმა დაგლიჯა!
მამათა გამონათქვამებია თემატურად სისტემატიზირებული, ხიბლთა შესახებ: http://ni-ka.com.ua/index.php?Lev=oprelesti -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ninca |
![]()
პოსტი
#22
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მადლობა, მართლაც, სულისათვის ძლიერი საზრდოა ამ საიტზე!
|
marine |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს:
"ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით, ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა... მღვიძარე იყავი და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობას და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცავი გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელი თვალით, თუნდაც ეს ღმრთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს... ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მოვლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისათვის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#24
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
[size=2]ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: მღვიძარე იყავი და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობას და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ.. size] მე მგონი ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგი რჩევაა. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მე მგონი ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოსადეგი რჩევაა. ![]() ეს რჩევა მეც ძალიან მენიშნა შინაგანი ხილვები ხშირად გვაგდებს ხიბლში თუნდაც მაშინ როცა გგონია რო ვისმე თანაგრძნობით ავანთებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ დავიხარჯოდ მაგრა ბოლოს ვხვდებით რო ჯერ შენ უნდა აენთო იმისთვის რო სხვაა აანთო და შენ საკუთარ თავში თუ ანთებულ ლამპარს ჭვრეტს ეს უკვე ხიბლია ასე რომ ყოველთვის თავდაბლობით უნდა გაუზიაროთ მეგობრს მოყვარეს აზრი თანაგრძნობა გადამრჩენებლთან არ უნდა გავაიგივოთ თავი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
lado s |
![]()
პოსტი
#26
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
წმიდა მამები ხიბლის შესახებ [b]წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია – თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება – უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან. როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა – დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზად ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღმრთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც – როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობების განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება. ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნიც, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, – როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმინდა მამებთან თანხმობით, – დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება. გულში სული წმიდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რჩება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიჩნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოჩენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სული წმიდის მიერ განწმედისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიჩნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: „მსხვერპლი ღმრთისაY არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (ფსალმ. 50,19). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენში მზვაობრობის მოქმედებას, რომლის მოქმედება სისხლზე ძალიან ძნელად შესამჩნევი და გასაგებია. მზვაობრობა თითქმის ყოველთვის შენიღბულ სიძვის ვნებასთან ერთად მოქმედებს და ადამიანს ყველაზე დახვეწილ ცოდვისმიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ სიამოვნების შხამი ისეთი ნაზია, რომ მზვაობრობითა და სიძვის ვნებით მონიჭებულ ტკბობას მრავალნი სინდისის ნუგეშისცემად, ღმრთაებრივი მადლის მოქმედებადაც კი მიიჩნევენ. ამ ტკბობით ცთუნებული მოღვაწე თანდათანობით ხიბლის მდგომარეობაში ვარდება; მიიჩნევს რა ამ ყოფას მადლისმიერ მდგომარეობად, იგი თანდათანობით მთლიანად დაცემული ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ ექცევა. თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის – ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა. წმ. ნილოს სორელი გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, – არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება. წმ. გრიგოლ სინელი თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს. წმ. პაისი ველიჩკოვსკი მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის^ ისეთი საშიშია ეს საქმე, – ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, – რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე? წმ. თეოფანე დაყუდებული „იესოს ლოცვისაგან“ მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი. მონაზონ მაგდალინას ცხოვრება ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან. წმ. ისააკ ასური ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი. |
ninca |
![]()
პოსტი
#27
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
გადარჩენისათვის აუცილებელ ნიშნად უფალი პავლე მოციქულის პირით გვისახავს მდუღარებას. ის ბრძანებს : სულითა მდუღარენი იყავით, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია და თუ რაღაცა გვაქვს, მდუღარების გამომხატველი, უმეტეს შმთხვევასი ხიბლთან გვაქვს საქმე.
არის მდუღარება ფშვინვიერი, გრძნობებზე აგებული, დამყარებული, ემოციებით გამოხატული, უფრო ხორცისმიერი შიძლება დავარქვათ მას და არის სულისმიერი, რომელიც თთქმის არც გვხვდება დღს. როცა მდუღარებასულისმიერი არ არის, ხდება გრძნობების აღზევება და სწორედ მაშინ იჩენს იგი თავს, როცა ადამიანი ემოციებით გამოხატავს ამას. სული მდუღარე ნიშნავს- ემოცია არ, ან ნაკლებად გვეუფლებოდეს. ასეთები ცხოვრობენ თავიანთ შიგნით უკომპრომისოდ. გამოირჩევიან ლმობიერებით და სხვათა არგანკითხვით. სულიერი მდუღარებაა ლოცვითი საუბარი ღმერთთან და საქმიანი, პრაქტიკული მისწრაფება იქითკენ, რომ ლოცვის ირგვლივ ავაგოთ ჩვენი ცხოვრება და ყველაფერი, ისე მოვაწყოთ, რომ ხელს გვიწყობდეს ლოცვაში. მოვიკვეთოთ ის, რასაც შეუძლია , ხელი შეგვიშალოს ლოცვაში. |
Pianist |
![]()
პოსტი
#28
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 ![]() |
მოკლედ...
ეს პირადად ჩემთვის იმხელა თემაა რო აქ რომ დავწერო ეხლა რა მაინტერესებს მართლა მთელი კვირა ვერ მოვრჩები... ამიტომ მოკლედ , ლაკონურად, და ძალიან გთხოვთ არა "პროფესორულად" არამედ გასაგებად !, დაწერეთ და გამოხატეთ ტქვენი მოსაზრება, .. თუ ჩავარდნილხართ განსაცდელში ამის გამო, საერთოდ რას შეუმოსიხართ სულიერად, თუ განგიცდიათ იმგვარი დავრდომილობა რომელიც ერთგვარ სიხარულს და თითქოსდა "სულიერ საზრდოს" გაძლევს, და უდიდეს ვნებით და (თითქოსდა,,,შეიძლება კიდეც ასეა) სულიერ სიამოვნებას გაიჭებს... გიორგი ჩვენთან არს ღმერთი ! |
ninca |
![]()
პოსტი
#29
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
გიორგობას გილოცავ, გიორგი! შენი მფარველი წმინდანის მეოხებით ღვთის ერთგულებასა და მისთვის თავდადებას გისურვებ.
შენი კითხვა არ ვიცი სწორად თუ გავიგე. გვეკითხები, რომ განგვიცდია თუ არა ხიბლი? თან უბრალო ენით გსურს საუბარი, მგონი, პრაქტიკული გამოცდილებიდან.. თუ ასეა, ვიტყოდი, რომ განმიცდია, რასაკვირველია. დიდხანს მეგონა, რომ ჩემში არსებული რაღაც ვნება ჩაკვდა და არ მაწუხებდა, მერე კი მოულოდნელად ისე შემომიტია, ღმერთმა დამანახა, რომ ეს თუ არ მაწუხებდა ჩემი "დამსახურება" კი არ იყო, არამედ ღვთის მადლი. მე კი ოცნებით რაგაც სიმაღლეზე მესახებოდა ჩემი თავი. აღმოჩნდა, რომ სულიერების პირველ საფეხურზეც არ ვყოფილვარ. "რას შევუმოსივარ სულიერად?" საკუთარი უღირსების შეგნებას, რომ უფლის შეწევნისა და დახმარების გარეშე არარაობა ვარ, მეტი ძალით "მივეწებე" ღმერთს. ვგრძნობ ჩემს დავრდომილობას, უსუსურობას, მაგრამ ვიცი, რომ უძლურებაში მყოფს რომ მიხილავს, ღმერთი შემიწყალებს. ამ იმედით ვაგრძელებ სიცოცხლეს. |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა თუ განგიცდიათ იმგვარი დავრდომილობა რომელიც ერთგვარ სიხარულს და თითქოსდა "სულიერ საზრდოს" გაძლევს, და უდიდეს ვნებით და (თითქოსდა,,,შეიძლება კიდეც ასეა) სულიერ სიამოვნებას გაიჭებს... ანუ განსაცდელის ჟამს მიგრძვნია თუ არა უფლისმიერი სიხარული სწორედ მოწეული განსაცდელისთვის ? თუ სწორად გავიგე შენი კითხვა გიპასუხებ მიგრძვნია ჩემი ცხოვრების ერთი პერიოდი ძალიან მძიმე და განსაცდელების რაოდენობა დღითიდღე მატულობდა უფლის შეწევნით ცხოვრების ეს პერიოდი თითიქოს დაზომბებულმა გაშეშებულმა უგრძნობლად გადავიარე გულში სულ პატარა სიხარული მეპარებოდა ვლოცულობდი და ვმადლობდი უფალს ყველაფერისთვის აი როცა ყველაფერი დასრულდა და ცაც გაიხსნა გაოცებული ვიყავი როცა გავანალიზე რა გადავიტანე და რამხელა სტრესი მივიღე მაგრამ თავს ისე მსუბუქად ვგრძნობდი თითქოს არც მახსოვდა და არც ყოფილა ... განსაცდელში უფალს შევთხვო ლოცვის ძალა მომცეს გულმოდგინე მლოცველი ყოველთვის იპოვის პატარა იმედს სიხარულს და უფლის წყალობის იმედათ გახარებული მშვიდათ გადალახავს განსაცდელს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
Pianist |
![]()
პოსტი
#31
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 ![]() |
გიორგობას გილოცავ, გიორგი! შენი მფარველი წმინდანის მეოხებით ღვთის ერთგულებასა და მისთვის თავდადებას გისურვებ. შენი კითხვა არ ვიცი სწორად თუ გავიგე. გვეკითხები, რომ განგვიცდია თუ არა ხიბლი? თან უბრალო ენით გსურს საუბარი, მგონი, პრაქტიკული გამოცდილებიდან.. თუ ასეა, ვიტყოდი, რომ განმიცდია, რასაკვირველია. დიდხანს მეგონა, რომ ჩემში არსებული რაღაც ვნება ჩაკვდა და არ მაწუხებდა, მერე კი მოულოდნელად ისე შემომიტია, ღმერთმა დამანახა, რომ ეს თუ არ მაწუხებდა ჩემი "დამსახურება" კი არ იყო, არამედ ღვთის მადლი. მე კი ოცნებით რაგაც სიმაღლეზე მესახებოდა ჩემი თავი. აღმოჩნდა, რომ სულიერების პირველ საფეხურზეც არ ვყოფილვარ. "რას შევუმოსივარ სულიერად?" საკუთარი უღირსების შეგნებას, რომ უფლის შეწევნისა და დახმარების გარეშე არარაობა ვარ, მეტი ძალით "მივეწებე" ღმერთს. ვგრძნობ ჩემს დავრდომილობას, უსუსურობას, მაგრამ ვიცი, რომ უძლურებაში მყოფს რომ მიხილავს, ღმერთი შემიწყალებს. ამ იმედით ვაგრძელებ სიცოცხლეს. ![]() ![]() ![]() ...მე თვიტონ მეზიზგება პროფესორობა..მარა რავი ეხლა ეს აუცილებელი იყო რო მეთქვა...რათა მენიშნებინა რისი თქმაც მინდოდა ![]() ..ანუ არის ხიბლი..და არის ამპარტავნება...რაღაცა აქვს საერთო ამ ორს...მარა... დაუკვირდი კარგად და მიხვდები ![]() |
Giu |
![]()
პოსტი
#32
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 30-April 07 წევრი № 1,800 ![]() |
არვიცი ვერ ვხვდები რას არჩევთ მაგრამ ხიბლი სხვა რაღაცაა ამპარტავნება სხვა და იმიტომაც ააქვთ სხვადასხვა სახელი შეიძლება რაღაც საერთო აქვთ მაგრამ ერთი და იგივე ნამდივილად არაა !
და მე თუ მკითხვათ და ჩემს აზრს გაითვალისწინებთ ისეთ თემებზე საუბრისას რომელიც მნიშვნელოვანია ჯობია საკუთარი აზრების დფიქსირებისაგან ან თავი შევიკავოდ ან დავაფიოქსიროდ აზრი წმინდა მამათა მოსაზრებებიდან გამომდინარე , სწორედ ეს იქნება ერთ ერთი საშუალება დავიცვად თავი ხიბლისაგან ერთმანეთთან ურთიერთობის დროს კარგებო !!! |
ninca |
![]()
პოსტი
#33
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
giu არაფერი საშიშროება არ არის იმაში, რომ მართლმადიდებელმა ადამიანებმა, ანუ ქრისტესმიერმა დებმა და ძმებმა ერთმანეტს თავიანთი პატარ-პატარა გამოცდილებანი ზოგადად მაინც გაუზიარონ. აქ სულ სხვა ნუგეშია. ვიღაცა გეგულება მომსმენად და გამგონედ. დღევანდელი ცხოვრება ხომ ისეა მოწყობილი, ერთმანეთის მოსასმენად არ გვცალია. კარგია, როცა გრძნობ, რომ მარტო არა ხარ, რომ ვიღაცას სჭირდები, ედარდები და ცდილობს, რომ შეგეწიოს და რომც ვერ გიშველოს, თვითონ ფაქტი ასეთი ადამიანის არსებობისა, უკვე გიმსუბუქებს ტვირთს. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ესაა. წმ. მამებს ვინ უარყოფს, მაგრამ ხანდახან ადამიანს უფრო თანამედროვე მსგავსი ყოფიდან სურს აზრთა გაზიარება და ამასი არაფერია დასაზრახი მორწმუნისაგან ნუგეში სულ სხვაა, ვიდრე წარმართისაგან. მორწმუნე მოგცემს იმას, რასაც იგი ღვთისაგან იღებს და ამით გეხმარება . გიორგი, ეტყობა ვერ გამიგე ან მე ვერ გაგაგებინე. ხიბლი ამპარტავნების უკიდურესი გამოვლინებაა. მოდი, ზოგადად იმავე საკიტხზე , რაც შენ დასვი, შენვე გაეცი პასუხი, ისაუბრე და უფრო გამოიკვეთება ჩვენი სათქმელი. |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა არვიცი ვერ ვხვდები რას არჩევთ მაგრამ ხიბლი სხვა რაღაცაა ამპარტავნება სხვა და იმიტომაც ააქვთ სხვადასხვა სახელი შეიძლება რაღაც საერთო აქვთ მაგრამ ერთი და იგივე ნამდივილად არაა ! ძალიან გთხოვ განსაზღვრე მათ შორის სხვაობები ![]() და თუ წმინდა მამათა გამოანთქვამების მოიტან ამის დასტურად ![]() თუ არა მაშინ შენი პირადი განსაზღვრები რომელიც სავარაუდოთ პირადი გამოცდილებიდან მიიღე -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
Pianist |
![]()
პოსტი
#35
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 ![]() |
giu არაფერი საშიშროება არ არის იმაში, რომ მართლმადიდებელმა ადამიანებმა, ანუ ქრისტესმიერმა დებმა და ძმებმა ერთმანეტს თავიანთი პატარ-პატარა გამოცდილებანი ზოგადად მაინც გაუზიარონ. აქ სულ სხვა ნუგეშია. ვიღაცა გეგულება მომსმენად და გამგონედ. დღევანდელი ცხოვრება ხომ ისეა მოწყობილი, ერთმანეთის მოსასმენად არ გვცალია. კარგია, როცა გრძნობ, რომ მარტო არა ხარ, რომ ვიღაცას სჭირდები, ედარდები და ცდილობს, რომ შეგეწიოს და რომც ვერ გიშველოს, თვითონ ფაქტი ასეთი ადამიანის არსებობისა, უკვე გიმსუბუქებს ტვირთს. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ესაა. წმ. მამებს ვინ უარყოფს, მაგრამ ხანდახან ადამიანს უფრო თანამედროვე მსგავსი ყოფიდან სურს აზრთა გაზიარება და ამასი არაფერია დასაზრახი მორწმუნისაგან ნუგეში სულ სხვაა, ვიდრე წარმართისაგან. მორწმუნე მოგცემს იმას, რასაც იგი ღვთისაგან იღებს და ამით გეხმარება . გიორგი, ეტყობა ვერ გამიგე ან მე ვერ გაგაგებინე. ხიბლი ამპარტავნების უკიდურესი გამოვლინებაა. მოდი, ზოგადად იმავე საკიტხზე , რაც შენ დასვი, შენვე გაეცი პასუხი, ისაუბრე და უფრო გამოიკვეთება ჩვენი სათქმელი. მაპატიე, ფიზიკურად დრო არ მაქვს აქ ბევრი წერის, იმედია მომეცემა საშუალება რო აგიხსნა.. ნუ რადგანაც ასე ჩამეძიე ( ![]() აბა შენ იცი ![]() |
Giu |
![]()
პოსტი
#36
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 30-April 07 წევრი № 1,800 ![]() |
მე არ მითქვამს რომ ეს საშიშია . ეტყობა თქვენ ვერ გამიგეთ მაშინ განვმარტავ მე იმის თქმა მინდოდა რომ თემებს რომელებიც მნიშვნელოვანია და რომელთა შეცვლა შელამზებაც არ შეიძლება მოვებყროთ ბრთხილად. თქვენ როგორ აფასებთ ერთ ერთი ფორუმელის დაბოლოებას რომელიც პოსტებს ახლავს , ეკუმენიზმთან დაკავშირებით ციტატიტთ ???
ლილიან შენც მოგწერ ეხლა დრო არ მაქვს ! მადლობა ყურადღებისათვის ! |
Giu |
![]()
პოსტი
#37
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 30-April 07 წევრი № 1,800 ![]() |
რატომ არავინ ჩანს ?
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
Giu
თქვენ არ ჩანხართ ![]() ციტატა ლილიან შენც მოგწერ ეხლა დრო არ მაქვს ! მადლობა ყურადღებისათვის ამას ველოდები ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი