IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> ჩვენი ადგილი ქრისტეს ეკლესიაში
იოანა
პოსტი Apr 24 2007, 12:58 AM
პოსტი #21


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Apr 23 2007, 07:04 PM) *

, რა ადგილი გვიჭირავს ქრისტეს ეკლესიაში?


როგორ გიყვარს ხოლმე რაღცეების გართულება. სტიქაროსანი ხარ და იყავი სტიქაროსანი...

ციტატა
რა მოვალეობა აკისრია მრევლს ამ დიდი - მოცურავე გემის მართვისას? გადავცემთ თუ არა ჩვენს ავსა და კარგს, მთელს სხეულს?
რა უნდა მოიმოქმედო/არმოიმოქმედო როცა, ეპისკოპოსს ან თუნდაც პატრიარქს არ ეთანხმები? აღნიშნო, თუ შეინახო.. რა მოხდება პირველ და მეორე შემთხვევაში?


გახსოვს, მეუფეს გაკვირვებულმა რომ კითხე რომელიღაც მოძღვარზე, განკვეთილი რატომ არ არისო. ალბათ, ამას შეცდომად თვლიდი და შეიძლება დღესაც თვლი. მე არ ვთვლი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ეკლესიის ერთი შვილი შეიძლება რაღაცას შეცდომად თვლიდეს და მეორე კი არა და ამ ფონზე როგორ გინდა მონაწილეობა მიიღო მოცურავე გემის მართვაში რიგითმა მრევლმა?
და კითხვაზე რა გიპასუხა მეუფემ? -ეს მე არ მეხება, პატრიარქის საქმეა და იცის პატრიარქმა თავისი საქმეო... და მეუფისაგნ ამ პასუხის შემდეგ შენ გინდა რომ ეგ შენს საქმედ ითვლებოდეს?
ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის, რომ არ გვაქვს პატრიარქის შეუმცდარობის დოგმა. კი, ბატონო, მაგრამ ყოველ წამს ამის მოშველიება საკუთარი აზრის დასამტკიცებლად, ძალიან მახინჯ ფორმას ღებულობს ჩემი აზრით და ჩვენს დიდ ამპარტავნებას გამოხატავს. ამ ფრაზის გამოყენებაზე ყოველთვის მახსენდება მეზობელმა მეზობელს წყალი რომ გადაუჭრა, დემოკრატია არის, რასაც მინდა იმას გავაკეთებო...

ციტატა
თუ ვინმეს გიფიქრიათ , ფიქრობთ ან ახლა დაფიქრდით ამ თემაზე, თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენდი smile.gif


ოთახის კუთხეში დამჯდარს მიფიქრია და "ჩემი სიმართლით" გაკეთებულ საქმეს პატრიარქის "მცდარი" კურთხევით თუ მოსაზრებით გაკეთებული საქმე მირჩევნია, მაგრამ გარეთ გასული, სამწუხაროდ, სხვაგვარად ვიქცევი user.gif
ღმერთმა გამხადოს ღირსი და მომცეს ძალა იმის ქმნისა, რასაც ოთახის კუთხეში დამჯდარი ვფიქრობ...

ციტატა
სიყვარულის ღმერთი გვეწეოდეს!


ამინ!


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 24 2007, 01:13 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რომელიღაც მოძღვარზე


ოო, ეს აფხაზეთის ეპარქიის, მოძღვარია სეპარატისტებთან smile.gif რომელიც არ ემორჩილება საქართველოს ეკლესიას... ეს სხვა შემთხვევაა... უბრალოდ მე ჩემი აზრი მაქვს - მხოლოდ ის მაინტერესებს, გამოხატვის რა ფორმას უნდა მივმართო როცა გული შემტკივა ეკლესიაზე?

ციტატა
კი, ბატონო, მაგრამ ყოველ წამს ამის მოშველიება საკუთარი აზრის დასამტკიცებლად, ძალიან მახინჯ ფორმას ღებულობს ჩემი აზრით და ჩვენს დიდ ამპარტავნებას გამოხატავს.


გასაგებია იოანა, გეთანხმები, ეს უკვე ხელზე დაიხვიეს და თითქოს იერარქიული ზღვარიც მოშალეს, მაგრამ დიდი მოკრძალებით - შეცდომის შენიშვნა და მორჩილების დადასტურების ფონზე - მწუხარების გამოხატვა - ვფიქრობ არც ისე ცუდ ტონად უნდა ჟღერდეს.. მითუმეტეს, როცა ქრისტეანი ხარ და ამ სოფლისთვის მოკვდი smile.gif და როცა მაცხოვარია თავად სიმართლე smile.gif

ციტატა
როგორ გიყვარს ხოლმე რაღცეების გართულება. სტიქაროსანი ხარ და იყავი სტიქაროსანი...


არ არის ასეთი ადვილი იოანა.. მე ხომ იქ შემოვედი სადაც ყველაფერი არაამქვეყნიურია... სადაც მაცხოვარია.. ანგელოზებია... მე ხომ მთელი დიდიებით გადამეშალა თვალწინ მართლმადიდებელი ეკლესია... ამ შემთხვევაში რას მავალებს ქრისტე, როგორ სურს მოვიქცე... მე ხომ ამავდროულად უნდა ვხარობდე, და ვახარებდე? განა მტრედივით უმანკონი და გველივით გონიერნი არ უნდა ვიყოთ?

ეკლესიას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე იოანე ოქროპირიც ახსოვს და მწვალებელი ნესტორიც.. ორივეს ქონდა მამამთავრობის პატივი, მაგრამ პირველმა უფალი განადიდა, მეორემ კი დაგმო იგი... ამ შემთხვევაში, მრევლს ხომ აქვს დიდი ფუნქცია, და ამ მრევლში ინდივიდს? ოღონდ ეს პარალელად არ ჩამითვალოთ ჩვენს ეკლესიასთან! ნუ იყოფინ, ღვთის წყალობაა დღევანდელი საჭეთმპყრობლობა.

მაქსიმე აღმსარებელი, მიუხედავად იმისა რომ მღვდელი იყო და მთელი საპატრიარქო დაუპირისპირდა პატრიარქითურთ, მტკიცედ იდგა და სიმართლეს ამოწმებდა... ესეც ხომ ქრისტეანის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკლესიაში? სქიზმის ბუნებას კი არ ვქადაგებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს სად გადის სიმართლეს, განკითხვასა და მორჩილებას შორის ზღვარი smile.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Apr 24 2007, 01:44 AM
პოსტი #23


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Apr 24 2007, 01:13 AM) *

ოო, ეს აფხაზეთის ეპარქიის, მოძღვარია სეპარატისტებთან smile.gif რომელიც არ ემორჩილება საქართველოს ეკლესიას... ეს სხვა შემთხვევაა... უბრალოდ მე ჩემი აზრი მაქვს - მხოლოდ ის მაინტერესებს, გამოხატვის რა ფორმას უნდა მივმართო როცა გული შემტკივა ეკლესიაზე?


ამ პოსტზე პასუხი იყო ჩემს წინა პოსტში, მაგრამ ფორმა თუ გაინტერესებს, წერილი შეგიძლია მისწერო პატრიარქს.

ციტატა
გასაგებია იოანა, გეთანხმები, ეს უკვე ხელზე დაიხვიეს და თითქოს იერარქიული ზღვარიც მოშალეს, მაგრამ დიდი მოკრძალებით - შეცდომის შენიშვნა და მორჩილების დადასტურების ფონზე - მწუხარების გამოხატვა - ვფიქრობ არც ისე ცუდ ტონად უნდა ჟღერდეს.. მითუმეტეს, როცა ქრისტეანი ხარ და ამ სოფლისთვის მოკვდი smile.gif და როცა მაცხოვარია თავად სიმართლე smile.gif


და თუ შენ გიცხადებს მაცხოვარი ამ სიმართლეს, ჯერ ეჭვი შეიტანე რომ ეს ასეა... და თუ მაინც დარწმუნდი, რომ უსაფუძვლოა შენი ეჭვი, გეშინოდეს და იგლოვდე... და ეჭვი მაინც არ განიშორო...

ციტატა
არ არის ასეთი ადვილი იოანა.. მე ხომ იქ შემოვედი სადაც ყველაფერი არაამქვეყნიურია... სადაც მაცხოვარია.. ანგელოზებია... მე ხომ მთელი დიდიებით გადამეშალა თვალწინ მართლმადიდებელი ეკლესია... ამ შემთხვევაში რას მავალებს ქრისტე, როგორ სურს მოვიქცე... მე ხომ ამავდროულად უნდა ვხარობდე, და ვახარებდე? განა მტრედივით უმანკონი და გველივით გონიერნი არ უნდა ვიყოთ?


გადაგეშალა იმის საშუალებით რაც წაგიკითხავს და მამებისგან მოგისმენია. შენი გონებით ხომ არ აღგიქვამს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი დიდებულება? იცი მთელი დიდებულება, მაგრამ გულით წვდები და აღიქვამ მხოლოდ უმნიშვნელოს. თუ ვცდები სამ მეტანიას (ზარმაცი ვარ და მეტი დამეზარება) აღგისრულებ ექსკურსიაზე biggrin.gif

ციტატა
ეკლესიას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე იოანე ოქროპირიც ახსოვს და მწვალებელი ნესტორიც.. ორივეს ქონდა მამამთავრობის პატივი, მაგრამ პირველმა უფალი განადიდა, მეორემ კი დაგმო იგი... ამ შემთხვევაში, მრევლს ხომ აქვს დიდი ფუნქცია, და ამ მრევლში ინდივიდს? ოღონდ ეს პარალელად არ ჩამითვალოთ ჩვენს ეკლესიასთან! ნუ იყოფინ, ღვთის წყალობაა დღევანდელი საჭეთმპყრობლობა


გეთანხმები ღვთის წყალობაა და თავს რატომ იმძიმებ მომავალ ნესტორზე ფიქრით? (თვალებს ჭიასავით ნუ ამოითხრი) ღვთის წყალობით არც ის გვეყოლება...

ციტატა
მაქსიმე აღმსარებელი, მიუხედავად იმისა რომ მღვდელი იყო და მთელი საპატრიარქო დაუპირისპირდა პატრიარქითურთ, მტკიცედ იდგა და სიმართლეს ამოწმებდა... ესეც ხომ ქრისტეანის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკლესიაში? სქიზმის ბუნებას კი არ ვქადაგებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს სად გადის სიმართლეს, განკითხვასა და მორჩილებას შორის ზღვარი smile.gif


შენ მღვდელიც არ ხარ, მნათე დიდებული თუ დიდუბელი ხარ laugh.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 24 2007, 04:58 AM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
რა ადგილი გვიჭირავს ქრისტეს ეკლესიაში? რა მოვალეობა აკისრია მრევლს ამ დიდი - მოცურავე გემის მართვისას? გადავცემთ თუ არა ჩვენს ავსა და კარგს, მთელს სხეულს?

უცნაურადაა ცოტა კითხვები დასმული და ასე ვიტყვი რომ ქრისტიანის მთავარი მიზანია სულის ცხონება,აქედან გამომდინარე პირველ რიგში ქრისტიანი უნდა იღწვოდეს საკუთარი სულის სრულყოფისთვის ანუ უფლის მცნებათა და ნების უკეთ და უკეთ აღსრულებისთვის.ბოროტების ყველაზე დიდი დამარცხება მისი საკუთარ თავში დამარცხებაა.როგორც ნათქვამია იცხოვნე თავი შენი და შენს გვერდით ათასები ცხონდებიანო.როგორც უფალი ამბობს იმას ვუყვარვარ ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო.და ვინც ამ სულის სრულყოფის და სათნოებათა მოხვეჭის კიბეს შესდგომია მას დიდი კადნიერებაცა და მის ლოცვას დიდი ძალა აქვს და ამ სათნოებათა კიბეზე მეტად ასვლისას უფალიც მეტად ისმენს მის ლოცვას.ამიტომ ასეთი ადამიანი უსიტყვოდ ცხოვრებითვეა მქადაგებელი და მის ლოცვასაც დიდიძალა აქვს.
ცუდის გადაცემაზე კი მგონი უფრო საკუთარ თავს დააზიანებს და ნაკლებად სხვებს(ისე გააჩნია ცუდის გადაცემაზე რას ვიგულისხმებთ)
მეორე კითხვაზე კი ვიტყვი რომ პირველ რიგში მორჩილება და თავმდაბლობა.არის ძირითადი დოგმატები წმინდა მამათა და 7 საეკლესიო კრების მიერ დადგენილი და თუ ვინმე ვინც არ უნდა იყოს განსხვავებულს ამბობს და იმ დოგმატს შეცდომად მიიჩნევს რათქმაუნდა არ უნდა დაუჯერო მაგრამ ასეთი რამ ჩვენთან ნამდვილად არ მოხდება.ხოლო რაც შეეხება არადოგმატურ საკითხებს აქ ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავო აღნიშვნებისა და საჯარო მხილებებისა ანუ "შეინახო".ისე კი რავიცით რომ ზუსტად რომელიმე კონკრეტულ საკითხზე (არადოგმატურ)ზუსტად ჩვენ არ ვცდებით ამიტომ საკუთარ თავს ბოლომდე ნურასდროს ვენდობით მითუმეტეს მრავალ ცოდვებში მყოფნი ხშირად ვხვდებით ბოროტის მანიპულირების ქვეშ.
პირველ რიგში ჩმ თავზე ვიტყვი რომ თუ ვეცდებით ვიცხოვროთ ისე როგორც ზევიტ ვთქვი ბევრი გაუგებარი გასაგები გახდება.სულისა და გულის განწმენდასთან ერთად გონებაც უფრო უკეთ არჩევს სწორსა და არსწორს კეთილსა და ბოროტს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Apr 24 2007, 02:11 PM
პოსტი #25


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ilia_7
ციტატა
სინოდი ხოა შეუმცდარი?

არავინ არის მართალი გარდა ერთისა, ღმერთისა...

მნათე ვამაყობ შენით!!!!

დავით ივერიელი
ციტატა
ღმერთმა შექმნა ადამინი ხატად თავისა.... ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ცხონება ადამინის განღმრთობა...

ჯვარზე ავაზაკი განეღმრთო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 24 2007, 04:29 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არავინ არის მართალი გარდა ერთისა, ღმერთისა...


დიახ, დიახ - ქრისტეს ეკლესია - რომელიც თავადაა ქრისტე smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი