![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#141
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თელეთში პირველად რომ ჩაბრძანდა უწმინდესი, თელეთობის დღესასწაულს რაღაც წარმართულ-მონოფიზიტური რიტუალის სახე ჰქონდა. ასეთივე გახლდათ ალავერდობაც. ალავერდის ტაძარში კანკელი არ ჰქონდათ, საკურთხეველი გამოყოფილი არ იყო და იქაური ქალები ჯოხზე ჩამოცმული დროშებით ცდილობდნენ იქ შესვლას - ასე გვაქვს შეთქმულიო. ასე იყო თითქმის ყველგან."
/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე "კარიბჭე" N6, 2007, გვ. 44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#142
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...ამ დროს მასთან ერთად დააპატიმრეს პროტოდიაკვანი ამბროსი (ახობაძე), რომელიც თბილისში, ვერის აბანოსთან ცხოვრობდა. ამბობენ, როცა შინიდან გამოჰყავდათ, მას ტირილით დასდევნებია ფეხმძიმე მეუღლე. ერთ-ერთ ჩეკისტს ქალისთვის წიხლი ისე ჩაურტყამს, რომ მუცელი მოშლია. თავზარდაცემულ მამა ამბროსის მაშინ ვერაფერი უღონია უმწეო მეუღლის დასახმარებლად..."
/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.29/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#143
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"1923 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური ტაძრების ნგრევა დაიწყო. "
/"კარიბჭე" N18, 2008, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#144
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა კომუნისტებმა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია დაარბიეს, მისი წინამძღვარი, მოხუცებული მამა ნესტორ კონტრიძე გათოკეს და მის თვალწინ ცეცხლს მისცეს ეკლესიაში დაცული მრავალი ძვირფასი ნივთი და სიწმინდე. მამა ნესტორი თვალცრემლიანი ღმერთს ევედრებოდა: "შეუნდე, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". ტაძრიდან გამოიტანეს ყდაში ჩასმული სახარება, ყდა მოაძრეს და ცეცხლში ჩააგდეს. ამ დროს ერთმა კომკავშირელმა მამა ნესტორს ხელები შეუხსნა. მოძღვარმა ცეცხლიდან აიტაცა სახარება და გულში ჩაიკრა. მას ხელი ვერავინ ახლო. ტაძრის დარბევა ამით არ დასრულებულა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამოიტანეს ეკლესიიდან, ძვირფასი ჩარჩო შემოხსნეს, გამოაბეს თოკი და სოფლის ცენტრამდე ათრიეს. ხატს უკან მიჰყვებოდა გულში სახარებაჩაკრული მოძღვარი. რევკომელები და კომკავშირელები თოკზე გამობმულ ხატს მუხის გარშემო ათრევდნენ და მოძღვარს დასცინოდნენ, - აბა, ახლა მოახდინოს სასწაული ღვთისმშობელმაო. მამა ნესტორს უთქვამს: - მეტი სასწაული რაღა გინდათ, გაგაგიჟათ ხატმა და მუხის გარშემო გარბენინებთო."
/"კარიბჭე" N20, 2008, გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#145
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულს უფრო მალე პატიობდნენ, ვიდრე ღვთის რწმენას".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) "კარიბჭე" N20, 2008, გვ.37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#146
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მრავალი ტანჯვა გადახდა დიდად ნაღვაწ, უსათნოეს ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე), მაგრამ არც ღრმად მოხუცს დააკლო ბოროტმა ვნება: თელაველმა კომუნისტმა ძალოვნებმა თეთრი გიორგის უწმინდესი ტაძარი შებღალეს, ხატები რევოლვერებით დაცხრილეს, ღვინით გალეშილებმა რუსი ტურისტი ქალებით შებილწეს იქაურობა და ოთხმოცი წლის მხცოვან მიტროპოლიტს წვერიც კი შეკრიჭეს, თუმცა თავად მეუფემ ჩვეული დიდსულოვნებით შეუნდო შეურაცხმყოფელთ."
/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#147
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სოხუმში გამოგზავნეს ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე), მომავალი პატრიარქი საქართველოსი. შფოთიანი დრო იყო, მონასტრებისა და ეკლესიების უმეტესობა დაკეტილი გახლდათ. მღვდლებსა და ეპისკოპოსებს აპატიმრებდნენ. ყოველთვის, როცა ტაძარში წირვისთვის მიდიოდა, არ იცოდა, შინ დაბრუნდებოდა თუ დააპატიმრებდნენ. დაპატიმრებულსა და გადასახლებულ მღვდლებსა და მონაზვნებს განზრახ ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან ათავსებდნენ, ისინი კი მათ აბუჩად იგდებდნენ და ერთობოდნენ, უფროსობამ ეს იცოდა და აქეზებდა კიდეც მათ. ასე რომ, ციხეში მღვდლების ყოფა ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა: უნდა დაეთმინათ არა მარტო დაკითხვისას წამება, არამედ ცემა-ტყეპა კამერაში ქურდებისა და ბანდიტებისგან. მაგრამ ზოგჯერ დამნაშავეები უფრო გულთბილნი აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე გამომძიებლები და ციხის მცველები."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) "კარიბჭე" N16, 2008, გვ.50/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#148
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ომის შემდგომ წლებში ათეიზმის იდეოლოგებმა მეთოდები შეცვალეს: მორწმუნეთა სისხლისმღვრელი დევნა და გენოციდი გაგრძელდა შედარებით ფრთხილი (თუმცა არანაკლებ მზაკვრული) ბრძოლის ხერხებით. დევნა-შევიწროების გარეგნულმა შერბილებამ ხელი შეუწყო მონასტრების მომლოცველთა მიერ მონახულებას.
ადგილობრივი მოსახლეობა დედა ანგელინას პატივისცემით ექცეოდა. იგი გასაგებ ენაზე საუბრის განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა, გნებავთ, მსმენელი მეცნიერი ყოფილიყო ან უბრალო გლეხი, ანდა მუშა. ომის დროს მონასტრის კორპუსში ქურთების რამდენიმე ოჯახი დასახლდა. დედა ანგელინამ შეძლო ამ ადამიანების, მზის თაყვანისმცემელი წარმართების, პატივისცემა მოეპოვებინა და ისინიც, ხელისუფლების სურვილების საწინააღმდეგოდ, რომელმაც ეს ხალხი საგანგებოდ ჩაასახლა მონასტერში, არათუ არ აწუხებდნენ მონაზვნებს, არამედ დედა იღუმენიას მიმართ ყველანაირ პატივისცემას გამოხატავდნენ, ხელზეც კი ეამბორებოდნენ. მაგრამ ეს მეზობლობა მონაზვნებისთვის მაინც მძიმე გამოცდა იყო, რადგან ხმაურს, არ შეიძლებოდა, ხელი არ შეეშალა მათი მყუდროებისა და ლოცვისთვის. ომის შემდეგ დედა იღუმენიამ საიდუმლო შემოწირულობა მიიღო იმისთვის, რომ ქურთებისთვის სხვა ადგილას შეეთავაზებინა საცხოვრებელი ფართი. ეტყობა, ისინიც თავს უხერხულად გრძნობდნენ დედათა მონასტერში ცხოვრების გამო, ამიტომაც მონასტრის დატოვებას დასთანხმდნენ. აიღეს სახლის საყიდელი თანხა და სავანიდან გაემგზავრნენ. ზოგიერთი მათგანი, დედაკაცები, საიდუმლოდ რომ იყვნენ მონათლულნი, იღუმენიასთან დამშვიდობებისას ტიროდა, თითქოს მშობელ დედას ეთხოვებოდა." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) "კარიბჭე" N21, 2008, გვ.55/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#149
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თავრალი
ერთადერთი მოქმედი ეკლესია იყო დაახლოებით შუა საუკუნეებში ნაგები თავრალის მაცხოვრის ტაძარი. 1880 წელს აქ წირავდა მღვდელი წერეთელი, შემდეგ მათე საბანიძე, ბოლოს კი გრიგოლ კორძაია. 1924 წელს კავკასიონის ქედით შემოსულ წითელი არმიის ჯარისკაცებს ეკლესია აბანოდ უქცევიათ. ხალხი აღარ შედიოდა წაბილწულ ეკლესიაში. მალე დანგრეულა კიდეც. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი. ტრაპეზის ჯვარი, რომლითაც წყალი იკურთხებოდა, გადაარჩინა ჯანდრე ცინდელიანმა. ის დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. /"კარიბჭე" N22, 2009, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#150
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საბჭოთა ხელისუფლებამ მოიცვა მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც. რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ყოფა. ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო იწყო ხეტიალი რევოლუციის მახინჯმა პირმშომ, თვალთვალის, ბეზღების, ღალატისა და ცილისწამების წითელმა მონსტრმა."
/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.57/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#151
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ძმობა-ერთობის სახელით დაიწყო ტოტალური ნგრევა ტაძართა და ადამიანთა სულებისა. კაცთა მკრეხელობა ზღვარს გასცდა."
"გაძარცვეს მეფე არჩილის წმინდა საფლავიც. მისი ხმლის გულისთვის მერე ერთმანეთი დახოცეს". "ისეთი დრო იდგა, რომ ნერონსაც კი შეშურდებოდა". "მეუფე პიროსი [ოქროპირიძე] გახლდათ კომუნისტთაგან რწმენის ერთგულებისთვის მოკლული პირველი ქართველი მღვდელმთავარი". /"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.91, 92, 94/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#152
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"[მღვდელ ერმილე ჩიმაკაძეს] ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარედნენ საბჭოში და მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთხელ შინ დაბრუნებულს მეზობელმა ჰკითხა: "მამა ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა, - სანამ არ წამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო". ერთ საღამოს კომკავშირელებმა შინ მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს, იგი იმ წუთშივე აღესრულა - გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს".
/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.116/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#153
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...ბოლშევიკებმა შური მასზე მაშინ იძიეს, როცა მამა მოსეს [კაკუშაძე] ოჯახს სახადმა კვლავ დარია ხელი - "უებარი წამალი" შეუგზავნეს მარქსისტულად განწყობილი აფთიაქარის ხელით. თანაც აფთიაქარი გააფრთხილეს, რომ "წამალი" მხოლოდ დეკანოზისთვის მიეცა. საწამლავის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დეკანოზი მოსე გარდაიცვალა..."
"...ბევრი პარტიული მუშაკი მალულად აკითხავდა [მღვდელ-მონაზონ იოანე (გოგუას)] და რჩევას იღებდა მისგან. თქვენ დაანგრევთ, თქვენი შვილები და შვილიშვილები აღადგენენო, ეუბნებოდა..." "...მალე ყაჩაღებად გადაცმულ ჩეკისტებს დაურბევიათ, სამღვდელო სამოსი წაურთმევიათ [არქიმანდრიტი გერმანე იაშვილისთვის] და მოხუცი ბერისთვის წვერის ცალი მხარე ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია, რაც მის სიწმინდესა და ურისხველობაზე მეტყველებს..." "თმასა და წვერს უმახინჯდებდნენ [მამა ნიკოლოზ ქუხილავას]". /"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.117, 129, 134, 136/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#154
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...მაშინ რომ ქართული ტაძრებიდან ხატები ჩამოხსნეს და წაიღეს, მათ ნაცვლად ციმბირიდან იაფფასიანი, უბრალო ციმბირული ქვებით შემკული ხატები ჩამოიტანეს..."
/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 143/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#155
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბოლშევიკებმა ოთხივ კუთხივ გააწითლეს საქართველო".
"[წითელარმიელები] ელექტრონის ბოძს ეკითხებოდნენ (ვითომ ლენინიაო), - "დავხვრიტოთ თუ არაო". ვითომ ისიც პასუხობდა, - "დახვრიტეთო", - და ხვრეტდნენ". "მრავალი ღირსი მამა ამოაფარეს შავ მიწას უწყალო ბოლშევიკებმა, მათ რიცხვს დღეს ზუსტად ვერავინ გეტყვით. სამწუხაროდ!!!" /"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 169, 176, 178/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#156
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"30-იან წლებში კომუნისტებმა მამა ბესარიონს [ვაშაძე] თავისი ყოფილი მოსწავლეები მიუგზავნეს. ერთმა მათგანმა, ჭიათურის "გეპეუს" უფროსმა მამა ბესარიონს კარგი სამსახური შესთავაზა ანაფორის გახდის სანაცვლოდ. მამა ბესარიონმა უპასუხა:
"კომუნისტები ამაში მაინც ხართ პატივსაცემი, რომ სამღვდელო წრეების ჭეშმარიტი წმენდა მოახდინეთ. ის, ვინც უღირსი იყო და ანგარებით იყო დაკავშირებული რელიგიასთან, ჩამოგვშორდა, ხოლო ვისთვისაც ქრისტიანობა იდეაა, მათ ანაფორას მაშინ გახდით, როცა ტყავსაც გააყოლებთ". "ხალხს მთავრობის [კომუნისტების] უფრო ეშინოდა, ვიდრე ღმერთის" "თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 147, 154/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#157
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დაუპატიმრებიათ [მამა გიორგი ჭელიძე] და მაშინვე წვერი გაუკრეჭიათ - თურმე რამდენიმე დალაქი მიუყვანეს, მაგრამ ხელი ვერც ერთმა ვერ ახლო... იდგნენ და რა ექნათ, აღარ იცოდნენ, სანამ ისევ მამ გიორგიმ არ უშველა - აღასრულეთ, რაც გავალიათ, სანამ მღვდლად მაკურთხებდნენ, წვერი საერთოდ არ მქონდაო...
პაპას ამ ამბის მისასამძიმრებლად მცხეთიდან ეპისკოპოსიც კი სწვევია ეტლით, თუმცა წვერი მთლად კი არ გაუპარსავთ, - ალბათ დალაქებმა მაინც ვერ შეჰკადრეს პირწმინდად მოპარსვა, - ცოტა დაუტოვებიათ. ბებია იგონებდა, წვერშემოკლებული გიორგი უხერხულობას გრძნობდა და ყელზე შავ ხილაბანდს იხვევდაო". /"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 158/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#158
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ მქონდა საშუალება, რომ დამშვიდებულად შემესრულებინა წირვა და ლოცვა და, ეს როგორი ღვთსმსახურებაა, როცა მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან მას ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს?"
/მეუფე ნაუმი (შავიანიძე)/ "მიტროპოლიტი ნაუმ შავიანიძის შესახებ გამოცემულ წიგნში მეუფე კალისტრატე მოგვითხრობს: "პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში სარკით გაწყობილი ჯვარია და ის თურმე ირეკლავდა ტაძარში მდგომთ. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ იმ ავბედით ჟამს მღვდელს სცოდნოდა, რა ელოდა მას წირვა-ლოცვის დამთავრების შემდეგ. ამ ჯვარს თურმე არაერთხელ გადაურჩენია ღვთისმსახურნი". "კარიბჭე" N18, 2017, გვ.36, 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#159
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარები სამართლიანად აღნიშნავენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ამბროსის (ხელაია) მიწიერი ცხოვრების გზა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ერის სულიერი წინამძღვარი და ჭეშმარიტი მამულიშვილი მაშინ, როცა უგინებენ და ფეხქვეშ უთელავენ ყველაზე ძვირფასს - სარწმუნოებას, ქვეყანას კი იძულებით ადგამენ თავზე მონობის სამარცხვინო უღელს."
“ბოლშევიკებმა ჯერხანობით შიგნიდან დაიწყეს ეკლესიის ღრღნა. მათ მიიმხრეს სამღვდელოების ნაძირალები - აღკვეთილნი, ლოთები, მეძავნი... სოფლად დაიწყო დევნა და აწიოკება კანონიერად დადგენილ მღვდლების, რომელთა მაგივრად ზემოაღნიშნულ "მღვდლებს" იხმობდნენ. სამთავარხუცესო ოლქები გაივსო ე.წ. შეჭრილი მღვდლებით, რომლებიც არ სცნობდნენ სასულიერო მთავრობას და კომისარიატების ყურმოჭრილ მონობას ეწეოდნენ", - წერს გაზეთ "დამოუკიდებელი საქართველოს" ჟურნალისტი რ. ინგილო, რომელსაც, უწმინდესი ამბროსის დავალებით, საგანგებოდ შეუსწავლია ალავერდის ეკლესია "შეჭრილი მღვდლების" გამოსავლენად და მათი ეპარქიიდან განდევნის მიზნით.” "ხატებს ფანჯრებიდან ისვრიან და ტაძარში საცეკვაო ზალას ხსნიან" /"კარიბჭე" N21, 2009, გვ.53/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#160
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სოხუმის მახლობლად უფრო ძველი მონასტერიც იყო, დრანდა, ციხედ ჰქონდათ გადაქცეული და დასაცინად ტაძრის საკურთხეველში ტუალეტი მოეწყოთ. ამგვარად ნერგავდნენ "კულტურასა" და პროგრესს ათეისტები.
მაგრამ სიწმინდე ადამიანური ცოდვების გამო არ ნადგურდება. ტაძარი შეიძლება დაანგრიო, მაგრამ მადლი ადგილზე რჩება.“" /"კარიბჭე" N15, 2009, გვ.26/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი