IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 8 9 10  
Reply to this topicStart new topic
> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Feb 27 2025, 05:36 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესია-მონასტრების ნგრევა არნახულმა აღმშენებლობამ შეცვალა, ისეთმა, რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს და რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს უძველესი მართლამდიდებელი ქვეყნების პატრიარქები"

/ირინე ჩომახაშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2024-25 წ.წ., გვ. 9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2025, 04:10 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1924 წლის აგვისტოში მღვდელი დავითი [ბახტაძე] შვებულებით, ორი კვირით, მამაპაპისეულ მამულში, სოფ. მთისძირში, იყოფებოდა. როგორც მოგეხსენებათ, იმავე წლის 29 აგვისტოს საქართველოში საყოველთაო აჯანყება დაიწყო ბოლშევიკების წინააღმდეგ. ამბოხების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო მისი ძმა, ოფიცერი კლიმენტი ბახტაძე.

აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1924 წლის 2 სექტებმერს, ჩეკისტებმა კლიმენტი ბახტაძის სახლში მიაკითხეს, სადაც მხოლოდ მისი ძმა - მღვდელი დავითI დაუხვდათ. შთამომავლების გადმოცემით, ერთი მხრივ - ბოლშევიკთა მიმართ პროტერტის ნიშნად, ხოლო მეორე მხრივ - მოყვასისათვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვის მიზნით - მღვდელმსახურმა მტკიცედ განაცხადა, რომ სწორედ იგია აჯანყების მონაწილე კლიმენტი ბახტაძე, რომელსაც ისინი დაეძებდნენ...

ჩეკისტებმა, თუმცა იცოდნენ, რომ იგი არ იყო კლიმენტი ბახტაძე - ამ სიტყვების გამო მაინც დააკავეს მოძღვარი და იმავე ღამით, სოფლის განაპირას, "ძმის ნაცვლად" დახვრიტეს.

მეორე დილით მთისძირის მოსახლეობამ მოიძია ბოლშევიკური ძალადობის მსხვერპლის ცხედარი და ტობანიერის და კორმაღლის გლეხობასთან ერთად დიდი პატივით დაკრძალა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2025, გვ.27/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2026, 06:22 PM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლშევიკებმა უძველესი ქართული მონასტრები მკრეხელურად წაბილწეს. მაგალითად ტაბაკინის მონასტერში ღორების ფერმა განათავსეს. მოშალეს და გაიტაცეს ძველი ქართული კანკელები და სამონასტრო ქონება. ტაბაკინის მონასტერში ათეისტებს მოუხდიათ სახურავიდან ყავარი, გამოუძვრიათ ურთხმელის სამსაჟენიანი ბოძი, გადმოუგდიათ ხის კანკელი და XVIII საუკუნის ხის ხატები კი დაუმტვრევიათ.

1923 წელს დაიხურა ასევე ჭელიშის ცნობილი მონასტერი რაჭაში. სამუდამოდ დაიკარგა არაერთი ქართული მონასტრის ქონება, საეკლესიო ინვენტარი და ხელნაწერი წიგნები. დღემდე არ არის დეტალურად დადგენილი, თუ რა ზიანი მიადგა ქართულ მონასტრებს აღნიშნულ პერიოდში, რაც სამომავლოდ აუცილებად უნდა იქნეს გამოკვლეული"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი