IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რელიგიის დევნა საქართველოში
marine
პოსტი Apr 25 2007, 01:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,062
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოკუპაციისთანავე კომუნისტები შეუდგნენ ეკლესიების რბევას და ქართველი ხალხის რელიგიური მრწამსის აღმოფხვრას. პირველი ნაბიჯი იყო საეკლესიო ქონების კონფისკაცია. ეკლესიების დიდი ნაწილი ან საერთოდ აღგავეს პირისაგან მიწისა, ანდა სახელმწიფო და პარტიულ დაწესებულებათა შენობებად, კლუბებად, საწყობებად და თვით ფარეხებადაც კი აქციეს. ასეთი ხვედრი ხვდა წილად ქართველისათვის სათაყვანებელ მრავალ ძველ სამლოცველოს, კათედრალსა და ეკლესია-მონასტერს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, კათედრალებს თბილისში, ნიკორწმინდაში, ბედიაში, მოქვსა და ჯუმათში (რომელსაც ჯვრის ნაცვლად ლენინის ბიუსტი დაადგეს) და სხვა. გაზიდეს ჯვრები, შანდლები, ხატები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. ნაწილი მუზეუმებს გადასცეს, მაგრამ უმეტესობა საბჭოთა რუსეთში გაიტანეს. გაიტაცეს ძვირფასი თვლები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები გადაადნეს.

ოკუპაციისთანავე შეიქმნა "მებრძოლ ათეისტთა საბჭო", რომელსაც მიეცა დიდძალი ფულადი ფონდი, შენობები, პრესა და ა.შ. და დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა, ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს ნათქვამი სიტყვების თანახმად: "რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია არის ერთგვარი სულიერი არაყი, რომლისთაც კაპიტალის მონები კარგავენ ადამიანურ სახესა და ღირსების გრძნობას."

კომუნისტების შემოსვლამდე საქართველოში, მრავალი ათასი ეკლესია იყო, ოკუპაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს კი კათოლიკოსი ამბროსი ჩიოდა, რომ საქართველოში მხოლოდ 1500 ეკლესია მოქმედებსო. 1951 წელს კათოლიკოსმა კალისტრატემ "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტთან ჰარისონ ე. სეილსბერისთან საუბრისას თბილისში აღნიშნა, მხოლოდ ასი ეკლესია დაგვრჩაო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აქედანაც ნათელია, რა უყვეს კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას.

იდევნება რელიგიური წეს-ჩვეულებები. აკრძალულია ბავშვების მონათვლა ანდა საეკლესიო ჯვრისწერა (ამ მხრივ მეტი შეღავათები იყო მეორე მსოფლიო ომის დროს). თუ როგორ შეხვდა ქართველი ხალხი ამ აკრძალვებს, ეს ჩანს მღვდლის შვილის ვალერიან სანგულიასმიერ 1954 წლის 13 ოქტომბერს ჩვენამდე ფიცით მოცემეული ჩვენებიდან:

"მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტები არა მხოლოდ სამღვდელოებას დევნიდნენ, არამედ პრაქტიკულად მათ ყველა ეკლესია-მონასტერი გააჩანაგეს. მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია IV საუკუნიდან იღებს სათავეს. იმ დროიდან მოყოლებული ქართველ ხალხს არ უღალატია თავისი რწმენისათვის, მთელი საქართველო მოფენილი იყო ტაძრებით, მონასტრებითა და ეკლესიებით.

დაიპყრეს თუ არა საქართველო, კომუნისტებმა იერიში მიიტანეს ეკლესიებზე. ზოგი მათგანი მთლიანად დაანგრიეს, მაგალითად კათედრალური ტაძარი თბილისში, ხოლო ზოგი კლუბებად ან თავლებად აქციეს და ყოველნაირად შებღალეს.

მე ვარ იმის მომსწრე, რომ ერთ ცნობილ და ძალიან ძველ ეკლესიას ჯვარი მოხსნეს და ზედ ლენინის ქანდაკება დაადგეს; დიახ, ლენინის ბიუსტი ჯვრის ნაცვლად.

კომუნისტებმა არა მხოლოდ დაანგრიეს და შემუსრეს ეკლესიები, არამედ გაძარცვეს ისინი ყოველგვარი განძეულობისაგან, რაც იქ საუკუნეების მანძილზე ინახებოდა. ქართველები ღრმად მორწმუნე ხალხია. ქართველი მეფეები, დიდებულები და უბრალო ხალხი ათასგვარ ძვირფას ნივთს სწირავდნენ ეკლესიას. კომუნისტებმა დააცარიელეს ეკლესიები და მთელი განძეულობა რუსეთში გაგზავნეს.

ერთი მაგალითი: დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან გაიტანეს დიდად ცნობილ ქართველ მეფესთან დაკავშირებული განძეულობა. ამის გამო პროტესტი გაეგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვდნენ წაღებული ნივთების დაბრუნებას. მათ ცინიკურად განუცხადეს, რომ განძეულობა მოსკოვშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ. ამის შემდეგ ეს განძეულობა აღარავის უნახავს.

ტერორისა და დევნის მიუხედავად, კომუნისტებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხში რელიგიური გრძნობის მოსპობა. ბევრჯერ ვყოფილვარ იმის მოწმე არა მხოლოდ ჩემს მშობლიურ სოფელში, არამედ სხვაგანაც, როდესაც საიდუმლოდ მოსულან მამაჩემთან და ბავშვის მონათვლა ან სხვა რელიგიური წესის აღსრულება უთხოვიათ. ასეთ შემთხვევაში ყველა კარსა და ფანჯარას ვკეტავდით, რომ კომუნისტს ან ინფორმატორს არაფერი გაეგო. მაგრამ მამაჩემს განსაკუთრებით უჭირდა, როდესაც ზიარებისათვის იძახებდნენ. დღისით წასვლა სახიფათო იყო, ამიტომ ღამეს ამჯობინებდა. მახსოვს ასეთი შემთხვევაც: ადგილობრივი დიდი თანამდებობის პირის, კაპიტან თორიას ცოლი ქმრისგან უჩუმრად მივიდა ბავშვის მოსანათლად. მაგრამ მოგვიანებით ეს ფაქტი გამჟღავნდა და ცოლიც და ქმარიც დააპატიმრეს. ქმარი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გარიცხეს პარტიიდან და სადღაც გააქრეს."

ოკუპაციის პირველი დღიდანვე დაიწყო სამღვდელოების დევნა. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დააპატიმრეს, გადაასახლეს, აწამეს და დახვრიტეს. აი, რას გვიამბობს ამის შესახებ ვალერიან სანგულია:

"კომუნისტები მოვიდოდნენ რომელიმე სოფელში და ხალხს უბრძანებდნენ შეკრებილიყვნენ მოედანზე ან საფიხვნოზე (ვაი იმას, ვინც არ მოვიდოდა). შემდეგ ხალხს მიმართავდნენ პროპაგანდისტები და რელიგიას აძაგებდნენ. ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდნენ: "რელიგია ოპიუმია, საწამლავია; იგი ხალხის დასამონებლად არის მოგონილი ექსპლუატატორებისა და მდიდრების მიერ; იმქვეყნიური სიკეთის აღთქმით იმორჩილებენ ღარიბებსა და უპოვართ; მჩაგვრელები ეუბნებიან ხალხს, რაც უფრო მეტად გაიტანჯებით ამქვეყნად, მით უფრო ნეტარნი იქნებით იმ სოფლად; ეკლესია იმპერიალისტებსა და მდიდრებს ემსახურება, ყველა მღვდელი ხალხის მტერია; ამიტომ არის, რომ ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ჭეშმარიტი დამცველნი, ვებრძვით ეკლესიასა და სამღვდელოებას. დაუსწორდით თქვენს მოღალატეებსა და უსასტიკეს მტრებს" და ა.შ. ამის შემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: "მღვდელი, მღვდელი, მოღალატე მოვიყვანოთ აქ!" მიდიოდა 10-15 აგენტი და მოათრევდა მღვდელს შეკრების ადგილას, ხელებშეკრულს ყელზე თოკი ჰქონდა გამობმული. კომუნისტები დაუნდობლად ურტყამდნენ მუშტებსა და წიხლებს. სამოსელს შემოახევდნენ, წმინდა ჯვარს ჩამოგლეჯდნენ, ტალახში ათრევდნენ და წვერს გაპარსავდნენ.

ძალით თავმოყრილი ხალხი გარინდებული იდგა. ადრე ზოგი ცდილობდა გამოჰქომაგებოდა და მიშველებოდა უმწეო მსხვერპლს, მაგრამ ასეთებს ადგილზე კლავდნენ და ამის შემდეგ ხმას არავინ იღებდა. ზოგჯერ დედაბრები თუ წამოიტირებდნენ სასოწარკვეთილებისა და სიბრალულისაგან.

იგივე ხვედრი ერგო მამაჩემს და ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც მამაჩემი სახლიდან გაათრიეს, საბარლო დედაჩემი თან გაჰყვა და მეც თან წამიყვანა. პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. მახსოვს აგრეთვე, მამაჩემს ერთი მეგობარი ჰყავდა, - ისიც მღვდელი იყო - მ. ხარებავა. კომუნისტებმა იგი სასიკვდილოდ სცემეს, ხოლო შემდეგ წვერზე ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყოველთვის, როდესაც კომუნისტები სცემდნენ და აწამებდნენ მღდლებს ხითხითით ეკითხებოდნენ: "სად არის თქვენი ღმერთი ახლა? რატომ არ გეხმარებათ?"

კომუნისტები ყველაფერს აკეთებდნენ ხალხში რელიგიური გრძნობის დასათრგუნავად და მათ გამოსავლენად, ვინც კვლავ იცავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ვალერიან სანგულია განაგრძობს:

"მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს სკოლაში კომუნისტები მოდიოდნენ და მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ, რა კერძები გვქონდა შინ იმ დღეს. შავ დღეს დააყრიდნენ ოჯახს, თუ ბავშვი იტყოდა რომ სადღსასწაულოდ ჰქონდათ რაიმე მომზადებული. აღდგომის მეორე დღეს კომუნისტების შვილებს ხელებს უსინჯავდნენ და ვაი მას, ვისაც თითები წითლად, ლურჯად ან სხვა ფერად ჰქონდა შეღებილი. ეს იმას ნიშნავდა, რომ სააღდგომოდ კვერცხები შეეღებათ. ასეთი ბავშვების მშობლებს სასტიკად სჯიდნენ, ჩვეულებრივ - გადასახლებით."

მაგრამ ამ სასტიკმა დევნამ სულიერად მაინც ვერ გატეხა ქართველი სამღვდელოება. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ეკლესიის ისტორიაში იშვიათი სიმტკიცე გამოამჟღავნა. სხვათა შორის, როდესაც წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, ვისაც კი შეეძლო, თავს შველოდა, უცხოეთში მიეშურებოდა, მაგრამ არც ერთ სასულიერო პირს საქართველო არ დაუტოვებია. ისინი მრევლთან დარჩენასა და მისი ხვედრის გაზიარებას ამჯობინებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   რელიგიის დევნა საქართველოში   Apr 25 2007, 01:30 PM
ირგე   Lenus სახელმწიფოსთვი...   May 30 2007, 12:17 PM
Lenus   სახელმწიფოსთვის ...   May 30 2007, 12:53 PM
ირგე   Lenus არ უნდა იყოს სახ...   May 30 2007, 01:29 PM
Lenus   მართლა? აუჰ, არასწ...   May 30 2007, 05:15 PM
ulvashi   ჩემი აზრით ცუდი გა...   May 30 2007, 05:20 PM
Lenus   მკვეთრად გამოხატ...   May 30 2007, 05:29 PM
ulvashi   მკვეთრად გამოხატუ...   May 30 2007, 05:42 PM
ირგე   Lenus ეხლა ხომ იცი? იმ...   May 30 2007, 08:08 PM
ulvashi   მე ვფიქრობ, რომ რელ...   May 31 2007, 09:14 AM
ირგე   ulvashi მეც მასე ვფიქრო...   May 31 2007, 10:11 AM
ulvashi   საფრანგეთის ხელის...   May 31 2007, 10:27 AM
Lenus   რატომაც არა. ერი ა...   Jun 1 2007, 09:33 AM
ulvashi   აბსურდი. რელიგია პ...   Jun 1 2007, 09:50 AM
егри   Lenus იმიტომ რომ არა. შ...   Sep 8 2007, 06:22 PM
მართა   დღეს არაა არავისთვ...   Sep 8 2007, 09:19 PM
marine   "ბჭენი ჯოჯოხეთის...   Apr 27 2015, 08:29 PM
marine   http://s019.radikal.ru/i619/1506/ae/ec503da7a90e.j...   Jun 22 2015, 01:55 PM
marine   "ვმადლობთ უფალ ღმ...   Aug 6 2015, 11:09 PM
marine   http://s019.radikal.ru/i634/1508/6f/72e95644e758.j...   Aug 8 2015, 10:08 PM
marine   " ათეისტურაზროვნ...   Sep 25 2015, 08:39 PM
marine   "ანტიღმერთული ეპ...   Oct 17 2015, 12:04 PM
marine   "სასტიკი იყო ბოლშ...   Oct 23 2015, 10:55 PM
marine   "მაშინდელი ტოტალ...   Oct 25 2015, 07:03 PM
marine   "როგორც მცენარე ი...   Nov 9 2015, 07:25 PM
marine   "უფლისადმი ერთგუ...   Nov 16 2015, 08:26 PM
marine   "იგი [მამა ალექსი ...   Feb 1 2016, 02:09 PM
marine   "კომუნისტური მმა...   Feb 12 2016, 09:47 PM
marine   "წვიმა მოიყვანა ქ...   Feb 18 2016, 10:35 PM
marine   "უუფლებობის წყვდ...   Mar 2 2016, 10:57 AM
marine   "ასე დევნილი და ს...   Aug 7 2016, 08:14 PM
marine   "დაანგრევთ კედლე...   Aug 24 2016, 06:36 PM
marine   "სოფელში ხმა დაირ...   Aug 25 2016, 11:04 AM
marine   "რა ჯურის მტერი ა...   Sep 12 2016, 05:26 PM
marine   "გამიშინჯეს ჯიბე...   Sep 29 2016, 10:41 PM
marine   "უწმინდესი ეფრემ...   Oct 12 2016, 10:03 PM
marine   "იმავე პერიოდში რ...   Oct 12 2016, 10:15 PM
marine   "როცა 40-იანი წლები...   Nov 10 2016, 01:26 PM
marine   "ჩვენ გვსმენია, რ...   Dec 8 2016, 01:53 PM
marine   "აფხაზეთის "ქარ...   Feb 2 2017, 09:52 PM
marine   "ბევრი ხატი გვქონ...   Mar 27 2017, 12:38 PM
marine   "თელეთში პირველა...   Apr 2 2017, 09:39 PM
marine   "...ამ დროს მასთან ...   Apr 26 2017, 12:20 PM
marine   "1923 წლიდან ჩვენს ქ...   May 7 2017, 02:13 PM
marine   "როცა კომუნისტებ...   May 15 2017, 12:03 PM
marine   "ნებისმიერი სისხ...   May 26 2017, 11:55 AM
marine   "მრავალი ტანჯვა გ...   Jun 28 2017, 01:51 PM
marine   "სოხუმში გამოგზა...   Jul 20 2017, 11:42 AM
marine   "ომის შემდგომ წლე...   Jul 20 2017, 12:23 PM
marine   თავრალი ერთადერთი...   Aug 1 2017, 11:11 AM
marine   "საბჭოთა ხელისუფ...   Aug 2 2017, 12:54 PM
marine   "ძმობა-ერთობის სა...   Aug 9 2017, 08:55 PM
marine   "[მღვდელ ერმილე ჩ...   Aug 9 2017, 11:10 PM
marine   "...ბოლშევიკებმა შ...   Aug 10 2017, 10:44 PM
marine   "...მაშინ რომ ქართუ...   Aug 11 2017, 08:46 PM
marine   "ბოლშევიკებმა ოთ...   Aug 14 2017, 09:31 PM
marine   "30-იან წლებში კომუ...   Aug 16 2017, 11:50 AM
marine   "დაუპატიმრებიათ [...   Aug 17 2017, 01:22 PM
marine   "არ მქონდა საშუალ...   Sep 12 2017, 10:53 PM
marine   "როგორც საქართვე...   Sep 25 2017, 09:23 PM
marine   "სოხუმის მახლობლ...   Oct 6 2017, 09:27 PM
marine   "ისეთ დღეშიც ვყოფ...   Jan 22 2018, 08:55 PM
marine   "დარბევას და აწიო...   Jan 29 2018, 11:56 AM
marine   "უღმერთო ბოლშევი...   Jan 29 2018, 08:19 PM
marine   “ვახტანგ გურული, ი...   Feb 5 2018, 06:59 PM
marine   "ბერმა ამბროსიმ (...   Feb 16 2018, 11:36 AM
marine   "უწმინდესისა და უ...   Jun 11 2018, 08:19 PM
marine   "ათასწლოვანი ძეგ...   Jul 13 2018, 09:36 PM
marine   "მამა ნიკოლოზს [გ...   Aug 3 2018, 07:12 PM
marine   "ილორის წმინდა გი...   Sep 30 2018, 01:56 PM
marine   "მონასტრის დაკეტ...   Mar 6 2019, 07:39 PM
marine   "მონაყოლი მახსოვ...   Jul 4 2019, 05:01 PM
marine   "კოჯორში რამდენი...   May 21 2020, 09:31 PM
marine   "საქართველოს ეკლ...   May 30 2020, 07:15 PM
marine   "უწმიდესმა და უნე...   Feb 13 2022, 12:17 PM
marine   "როდესაც ნიკიტა ხ...   May 8 2022, 05:05 PM
marine   "1983 წელს მოხდა უპრ...   Jul 31 2022, 08:24 PM
marine   "ერთხელ შინ დაბრუ...   Aug 16 2023, 06:42 PM
marine   "გურიაში, სოფელ ც...   Aug 17 2023, 08:32 PM
marine   "მიუხედავად იმის...   Aug 18 2023, 01:59 PM
marine   "ბოლშევიკებმა შუ...   Aug 18 2023, 02:21 PM
marine   "ეკლესია-მონასტრ...   Feb 27 2025, 05:36 PM
marine   "1924 წლის აგვისტოშ...   Nov 26 2025, 04:10 PM
marine   "ბოლშევიკებმა უძ...   Mar 17 2026, 06:22 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2026 - 07:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი