სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 6 2022, 12:22 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვანო ქიქოძის [წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საყვარელი ძმისწულის, ტიტეს შვილი] მერ შეგროვებული ნუმიზმატიკური კოლექცია, მისივე სიტყვებით, ჩვენთვის დიდ ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ მან მაინც შეაგროვა, მოუარა"
/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.33/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 15 2022, 04:22 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ ქართული ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, მისი დროებითი ოკუპაციის პერიოდში, მოკლე ხნის განმავლობაში (1786-1791 წწ.) მეფე ერეკლეს ნაცვლები აქ თბილური აბაზის მსგავს ფულს ჭრიდნენ; მოჭრის ადგილად, რა თქმა უნდა, უკვე განჯა არის ნაჩვენები. თუმცა თბილურ ზარაფხანასთან ამ ნიმუშსაც უშუალო კავშირი არა აქვს. მაგრამ ქართული ნუმიზმატიკისთვის თავისთავად საინტერესო ფაქტს წარმოადგენს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.114/ "ქართულ ბანკნოტებზე გამოსახული ცხრა პიროვნებიდან ოთხი, კერძოდ: მეფე ვახტანგ გორგასალი (მეფობდა V საუკუნის მეორე ნახევარში), მეფე დავით IV აღმაშნებელი (1073-1125), თამარ მეფე (მეფობდა 1184-1210 წლებში) დ ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.368/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 16 2023, 08:19 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი ბრწყინვალემ ყაზან ყაენის სახელობაზე მოჭრილი "ყაზანური თეთრი" თავის სახელზე მოჭრილი ახალი მონეტა "გიორგაული თეთრით" შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნულ თვითმყოფადობას"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.69/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 9 2026, 12:32 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბრიტანეთის მუზეუმში დაცულია დავით აღმაშენებელის მონეტა, რომელიც შეისწავლა დევიდ ლენგმა. მონეტა მუზეუმისთვის გადაუცია გრაფ ენისკლინეს.
შუბლი: საიმპერატორო ტანსაცმელში გამოწყობილი წვეროსანი დავით აღმაშენებლის გამოსახულება წელზევით. მარჯვენა ხელში მას გრძელი სკიპტრა უჭირავს, მარცხენაში სფერო, რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. მეფეს ყელზე მძივები უკეთია. გამოსახულების მარცხნივ ასომთავრულად წერია: დთ - დავით, მარჯვნივ - მეფე. ზურგი: მონეტის ცენტრში თანაბარ-ტოტებიანი ჯვრის გამოსახულების გარშემო ქართული ასომთავრული ლეგენდა დევიდ ლენგის მიხედვით, ასე იკითხება: "სახელითა ქრისტეისი დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა კახთა". სწორედ ბრიტანეთის მუზეუმის უნიკალური მონეტა მოწმობს იმ ფაქტს, რომ დავითმა ფულის რეფორმა გაატარა. ის პირველი ქართველი მეფე იყო, ვინც სპილენძის მონეტა მოჭრა და უარი თქვა მაზე ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულის მოთავსებაზე" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.250/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 9 2026, 12:48 PM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით აღმაშენებელი ქართველ მეფეთა შორის ამ უდიდესი ტიტულის - მესიის მახვილის პირველი მატარებელი და მისი მოდევნო მეფეები, დემეტრე პირველი და გიორგი მესამე ამავე ტიტულით იხსენიებიან. დემეტრე მეფის მონეტაზეც იგივე ტიტული გვხვდება: მონეტის შუბლზე ასომთავრული დ, რომელიც დემეტრეს დემეტრეს სახელის ინიციალს წარმოადგენს. გარშემო განლაგებულია არაბული ზეწერილი: "მეფეთა მეფე, მესიის მახვილი დემეტრე". ზურგზე არაბულადაა წარწერილი ხალიფასა და სულთნის სახელები.
ასეთივე წარწერაა მეფე გიორგი მესამის დროინდელ მონეტაზეც: "მეფეთა მეფე გიორგი მესიის მახვილი". /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.252/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 10 2026, 04:34 PM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღემდე მოღწეულია დავით აღმაშენებლის რამდენიმე მონეტა (შვიდი თუ რვა), მონეტებს სამ ტიპად ყოფენ. პირველი ტიპის მონეტა თავიდან ბოლომდე იმეორებს ბაგრატ IV-ის და გიორგი II-ის მონეტებს.
შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულება წელზევით. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ შემოკლებული ბერძნული წარწერა: "მეტერ თეუ", ანუ დედა ღვთისა. ზურგი: მონეტები დაზიანებულია, ქართული ასომთავრული წარწერიდან იკითხება: "ქრისტე ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი". მონეტა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. აღნიშნული ტიპის მონეტა დავითის მოღვაწეობის პირველ პერიოდშია მოჭრილი, როდესაც იგი ატარებდა ბიზანტიურ ტიტულს" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.249/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 21 2026, 04:58 PM
პოსტი
#47
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფე დავით სოსლანთან ერთად იხსენიება 1200 წელს მოჭრილ სპილენძის მონეტაზე, რომელიც ყარსის მუზეუმში (თურქეთი) ინახება. მონეტის რევერსზე ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდაა, რომლის შინაარსი მეტად საყურადღებოა: "დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარი, ასული გიორგისი, მესიის თაყვანისმცემელი"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.144/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 22 2026, 08:53 PM
პოსტი
#48
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფის პერიოდში იჭრებოდა სპილენძის მონეტები. ეს ის დროა, როდესაც მთელი მახლობელი აღმოსავლეთი მოცულია ე.წ. "ვერცხლის კრიზისით" იჭრება არასწორი ფორმის სხვადასხვა წონის სპილენძის მონეტები, რომელიც იძულებით ვერცხლის კურსით მიმოიქცევა ბაზარზე.
თამარ მეფის სახელი თავდაპირველად გიორგი მესამის ფულზე ჩანს 1178 წელს. მონეტა სპილენძისაა, სხვადასხვა ფორმის და წონის. შუბლი: წნული ხვეულების ვარდულში სხვადასხვაგვარად დაქარაგმებული ასომთავრული სახელი "თამარი", აგრეთვე, ასომთავრულით "ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი", ირგვლივ ხაზოვანი რკალი. აღნიშნულ მონეტის წარწერით ვიგებთ, თუ როგორი ტიტულატურით იხსენიებოდა თამარ მეფე იმ პერიოდში, როდესაც იგი მამასთან ერთად თანამმართველი იყო. 1178 წელს გიორგი მესამემ თავის სიცოცხლეში თანამოსაყდრედ აკურთხა თამარი. მათი ერთობლივი მმართველობის ხანას ეკუთვნის სპილენძის აღნიშნული მონეტა" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.143/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი