IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Closed TopicStart new topic
> ღვთისმსახურება "თანამედროვე ქართულ ენაზე"
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 12:31 AM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



როგორც ვხედავ აქ ზოგი ფრიად გაფანატდა, არ მითქვამს იომაჰა და ელექტრო გიტარები შევიტანოთ ლიტურგიაზეთქო, აგიხსნით რაც ვიგულისხმე თავიდანვე, მაგ:

წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მიხედვით

სახარებაჲ მათეს თავისაჲ

1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.


საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფის თარგმანი.
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი მათესი

1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.

____________________________________________________________


რომელი უფრო გასაგებია ხალხნო? ან რაა ცუდი და უმადლო მამა გიორგი გამრეკელის ნათარგმნში?

მაგ: ძველქართული-13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე

თანამედროვე-13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

მითხარით, რა აღმოაჩინეთ "უმადლო" და დავიჯერო თანამედროვე ენაზე სახარებას უგულოდ კითხულობთ და ძველქართულს გულით? რატომ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 12:31 AM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გემოვნების ამბავია რა, მაგრამ მემწვანილე რომ შემოვა და ეს შენი პოეზია სულ არ აინტერესებს, იმას რა ვუყოთ? თუ მხოლოდ მოტრფიალეთათვის მოვიდა ქრისტე? tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი May 2 2007, 12:38 AM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 12:24 AM) *

...სხვათაშორის, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ჩემი სიტყვებით მილოცია და უნებურად რაღაცა ისეთი სისულელე მითქვამს (მკრეხელობაც კი), რომ მე თვითონ შემშინებია unsure.gif


ეს იმიტომ არა რომ შენი სიტყვებით გილოცია....
ლოცულობენ ლოცვების დახმარებით, მაგრამ ბევრი უნებლიე...უგუნური..და მეტსაც გეტყვით წაბილწული სიტყვები მოსდით თავში...მერე აზრადაც...მერე დგახარ ადამიანი ხატთან..უყურებ მას და მოგდის რაღაც საშინელება...სიბილწე ..სიბინძურე აზრები თავში....

ამაზე მამა ამროსი (თუ არ ვცდები) წერს...რომ ეს ადამიანის ბრალი არაა..მას ეშმაკი განაგებს ამ დროს....

და ცდილობს რომ მოაქციოს იგი გულისსიტყვითადანი ლოცვიდან....


მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა უნდა იფიქროს რომ, ვსიო...მაშინ ცუდს რასაც გავაკეთებ ყველაფერს ეშმაკს დავაბრალებ....არანაირად...
, არამედ ყოველთვის ბრძოლაში უნდა ვიყოთ ასეთ საკითხებთან და არამარტო ასეთ საკითხებთან დაკავშირებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 2 2007, 12:40 AM
პოსტი #84


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
მრევლი უნდა აღიზარდოს, საკმარისია ზოგი ტერმინი გაიგოს და ყველაფერს ჩინებულად გაიგებენ, არაა ეგ ჩვენი ენის პრობლემა, ჩვენი ეკლესია ულამაზეს განძს ინახავს და ამ მარგალიტის დაკარგვა არ შეიძლება!


კომენტარის გაკეთება მინდოდა თემაზე, მაგრამ მერე ვიფიქრე წავიკითხავ კაცო ჯერ რას წერს აი ხალხითქო....smile.gif და კაიროსის სიტყების მერე, უბრალოდ ჩემი მდაბიურს ენით რამის გამეორებას აღარ ვაპირებ, გადავიფიქრე, ვოტ ტაკ...smile.gif))
ვისაც ჩემი აზრი დაგაინტერესოთ კაისორის პოსტი გადაიკითხედ, მანდა ვარ მეც...smile.gif

ორივე ხელით ვეთანხმები კაიროსს, და კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ თემაში დასმული საკითხის.....smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 12:46 AM
პოსტი #85


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
და მეტსაც გეტყვით წაბილწული სიტყვები მოსდით თავში...მერე აზრადაც...მერე დგახარ ადამიანი ხატთან..უყურებ მას და მოგდის რაღაც საშინელება...სიბილწე ..სიბინძურე აზრები თავში....

ეგ არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე არასწორი ფრაზები ლოცვის დროს. მაგალითად, წმინდანს რომ თხოვო: ცოდვები შემინდეო. ეს მხოლოდ ღმერთს უნდა თხოვო... და ზოგადად ასეთი სტილის შეცდომები.

QUOTE(მნათე @ May 2 2007, 01:31 AM) *

გემოვნების ამბავია რა, მაგრამ მემწვანილე რომ შემოვა და ეს შენი პოეზია სულ არ აინტერესებს, იმას რა ვუყოთ? თუ მხოლოდ მოტრფიალეთათვის მოვიდა ქრისტე? tongue.gif

მოტრფიალე რა შუაშია, შვილო? შენ თუ ლოცვაში პოეზიის მეტს ვერაფერს ხედავ, კიდევ ერხელ შემიძლია გაგიმეორო, რომ მეცოდები sad.gif და მემწვანილესაც ძალიან კარგად შეუძლია ძველი ქართულის გაგება. თუნდაც გუჯას მოყვანილი ციტატები წააკითხე ნებისმიერი მემწვანილეს და ჰკითხე: რომელი სიტყვა ვერ გაიგო. შეიძლება განმარტება ვერც მემწვანილემ გაიგოს და ვერც პროფესორმა, თუ მამებს არ წაიკითხავს, მაგრამ ენის გაგება რა პრობლემაა არ მესმის.

QUOTE
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

მითხარით რა, აქ რომელი სიტყვა ვერ გაიგეთ?

ან აქ:
QUOTE
13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 12:46 AM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მოტრფიალე რა შუაშია, შვილო? შენ თუ ლოცვაში პოეზიის მეტს ვერაფერს ხედავ, კიდევ ერხელ შემიძლია გაგიმეორო, რომ მეცოდები და მემწვანილესაც ძალიან კარგად შეუძლია ძველი ქართულის გაგება. თუნდაც გუჯას მოყვანილი ციტატები წააკითხე ნებისმიერი მემწვანილეს და ჰკითხე: რომელი სიტყვა ვერ გაიგო. შეიძლება განმარტება ვერც მემწვანილემ გაიგოს და ვერც პროფესორმა, თუ მამებს არ წაიკითხავს, მაგრამ ენის გაგება რა პრობლემაა არ მესმის.


უიმე კარგი რა, გააუცხოვებს ეს.. აი ნახეთ თუ არა... ვფიქრობ ამაზე ზრუნვას მალე დაიწყებენ wink.gif ეს შენ გენაცვალე 13 წელია მიეჩვიე უკვე და აბა ახალმოსულებს კითხე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 12:46 AM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



როგორც ვხედავ, აქ ხალხი ძველქართულ ენას დოგმატის ხარისხში განიხილავს....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 12:49 AM
პოსტი #88


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ May 2 2007, 01:46 AM) *

უიმე კარგი რა, გააუცხოვებს ეს.. აი ნახეთ თუ არა... ვფიქრობ ამაზე ზრუნვას მალე დაიწყებენ wink.gif ეს შენ გენაცვალე 13 წელია მიეჩვიე უკვე და აბა ახალმოსულებს კითხე laugh.gif

ახალმოსულიც ვიყავი ერთ დროს და შენზე პატარა ასაკში, მაგრამ მესმოდა რატომღაც tongue.gif მიუხედავად იმისა, რომ ძველი ქართული ლიტერატურის ტრფიალი არ ვიყავი იმ დროს და უფრო მათემატიკა მიზიდავდა.

QUOTE(ეკუმენისტი @ May 2 2007, 01:46 AM) *

როგორც ვხედავ, აქ ხალხი ძველქართულ ენას დოგმატის ხარისხში განიხილავს....

ეგ შენ გინდა რომ დაგვაბრალო tongue.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 2 2007, 12:50 AM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე მაგალითად არ ვიცი საერთოდ ძველი ქართული ენა და ზოგჯერ ვერ გამიგია ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა sad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 2 2007, 12:51 AM
პოსტი #90


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ May 2 2007, 12:46 AM) *

ვფიქრობ ამაზე ზრუნვას მალე დაიწყებენ wink.gif


შენისთანები... ვნახავთ რაც გამოუვათ wink.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 12:51 AM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



მარიამი

მაოცებ იცი?

რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

ნამდვილად გაუჭირდება სიტყვა წარწყმედის გაგება ე.წ. "მემწვანილეს" მაგრამ ადვილად გაიგებს "დაღუპვას" ამას უნდა ბევრი ახსნა განმარტება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 12:59 AM
პოსტი #92


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ეკუმენისტი @ May 2 2007, 01:51 AM) *

მარიამი

მაოცებ იცი?

რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

ნამდვილად გაუჭირდება სიტყვა წარწყმედის გაგება ე.წ. "მემწვანილეს" მაგრამ ადვილად გაიგებს "დაღუპვას" ამას უნდა ბევრი ახსნა განმარტება?

წარმოიდგინე რომ მემწვანილე ხარ და როგორ გაიგებდი ამ წინადადებას ძველი ქართულით? კონკრეტულად ეგ სიტყვა რომც ვერ გაიგო, კონტექსტიდან მაინც მიხვდები თავიდან და მერე დაიმახსოვრებ. რამე პრობლემაა? მით უმეტეს, რომ არსებობს თანამედროვე თარგმანი და სახლში ყველას შეუძლია წაიკითხოს.
პ.ს. ისე, ჩვენში დარჩეს და, წარწყმედა იმდენად გავრცელებული სიტყვაა, ნებისმიერი მემწვანილეს ეცოდინება, დარწმუნებული ვარ.

QUOTE
ზოგჯერ ვერ გამიგია ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა

ასეთი სიტყვები ბევრი არაა და თავიდან ლექსიკონში შეგიძლია ნახო wink.gif სულ არც ერთი სიტყვა რომ არ იცოდე, 2-3 თვეში ყველა გეცოდინება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 2 2007, 01:04 AM
პოსტი #93


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
ეს შენ გენაცვალე 13 წელია მიეჩვიე უკვე და აბა ახალმოსულებს კითხე


უაზრობაა საერთოდ ამაზე ლაპარაკი....აბსურდია...თანამედროვ ქართულს მომავალი არ გააჩნია ტაზარში...


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 01:08 AM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უაზრობაა საერთოდ ამაზე ლაპარაკი....აბსურდია...თანამედროვ ქართულს მომავალი არ გააჩნია ტაზარში...


უფ რავიცი აბა, შნე თუ გგონია ჩაჩიან ახალგაზრდებს შენი არქაიზმით შეიყვან ტაძარში ძალიან ცდები biggrin.gif ან თუ შეიყვან, მის გარდა ყველაფერს მოუსმენს laugh.gif ადით სამებაში და ნახავთ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 01:10 AM
პოსტი #95


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ May 2 2007, 02:08 AM) *

უფ რავიცი აბა, შნე თუ გგონია ჩაჩიან ახალგაზრდებს შენი არქაიზმით შეიყვან ტაძარში ძალიან ცდები biggrin.gif ან თუ შეიყვან, მის გარდა ყველაფერს მოუსმენს laugh.gif ადით სამებაში და ნახავთ laugh.gif

ტაძრები ახალგაზრდებითაა გავსებული სხვათაშორის... და თუ ვინმე არ უსმენს, ის თანამედროვე ქართულითაც არ მოუსმენს. ამის ექსპერიმენტი ჩატარდა საბერძნეთში, როგორც აქ არაერთხელ აღინიშნა, და სრული კრახით დამთავრდა. რატომღაც თანამედროვე ენით ვერ მიიზიდეს "ჩაჩიანი ახალგაზრდები" dry.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 2 2007, 01:11 AM
პოსტი #96


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
უფ რავიცი აბა, შნე თუ გგონია ჩაჩიან ახალგაზრდებს შენი არქაიზმით შეიყვან ტაძარში ძალიან ცდები


შევიყვანთ რა იაღოვლები ვართ, თუ რქებით ვექაჩებით ვინმეს???

ვინც შეგნებით მოდის ტაძარში, უსმენს კიდეც...




--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 01:13 AM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ტაძრები ახალგაზრდებითაა გავსებული სხვათაშორის... და თუ ვინმე არ უსმენს, ის თანამედროვე ქართულითაც არ მოუსმენს. ამის ექსპერიმენტი ჩატარდა საბერძნეთში, როგორც აქ არაერთხელ აღინიშნა, და სრული კრახით დამთავრდა.


ვაიმრე რა ოპტიმისტი ხარ, ახალგაზრდათა უმრავლესობა მოდის გამო დადის ტაძარში და სულ არ აინტერესებს რას კითხულობენ wink.gif მოდით რა რეალიებს თვალი გავუსწოროთ biggrin.gif

ციტატა


შევიყვანთ რა იაღოვლები ვართ, თუ რქებით ვექაჩებით ვინმეს???

ვინც შეგნებით მოდის ტაძარში, უსმენს კიდეც...


ჩვენი ნაკლიც ეგ არის ჩემო ლიკა რომ მისიონერობა იაღოვნლური გვგონია laugh.gif შენი ვალია (!) წარხვიდე და მოიმოწაფო.. თუი არ გჯერა სახარება გექნება ახლოში, თუ ძVელს ვერ გაიგებ ახალი მაინც laugh.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 2 2007, 01:13 AM
პოსტი #98


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
და თუ ვინმე არ უსმენს, ის თანამედროვე ქართულითაც არ მოუსმენს


მარიამ

ძალიან მართალი ხარ....smile.gif

ძალიან, მნათესი კიდე გამკვირვებია.... huh.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 01:13 AM
პოსტი #99


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ May 2 2007, 02:12 AM) *

ვაიმრე რა ოპტიმისტი ხარ, ახალგაზრდათა უმრავლესობა მოდის გამო დადის ტაძარში და სულ არ აინტერესებს რას კითხულობენ wink.gif მოდით რა რეალიებს თვალი გავუსწოროთ biggrin.gif

და თუ თანამედროვე ქართულით ილოცებ, მოდის გამო აღარ მივა არავინ? თუ ძველი ქართულით ლოცვამ განაპირობა ტაძარში მოდის გამო სიარული? ნეტა თუ გესმის რას ლაპარაკობ? tongue.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 2 2007, 01:15 AM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მნათე
მოდა ყველაფერში გამიგია მაგ საკითხშიც მარა გაუგებარია ჩემთვის მოდის გამო როგორ უნდა იარო ტაძარში?
იცით სახარების შესახებ მართლა უნდა იყოს განმარტებული გამოცემა მე პირადად მიჭირს ბევრი რამის გაგება რომ ვკითხულობ


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 07:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი