IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?, თქვენი აზრი
ნათია
პოსტი May 3 2007, 01:23 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.

არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.

მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას.

ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.

საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები.

უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის.

ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა.

ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია.




--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 3 2007, 01:32 AM
პოსტი #2


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



დაააააააააა კაკ გავარიტსია ჟენშინა დრუგ ჩელოვეკა....biggrin.gif

ეს ისე....smile.gif

ისე კი , სერიოზული რო ვთქვა რამე...დავამატებ, რომ...

რაც არ უნდა ქალებმა თანასწორუფლებიანობისთვის ვიბრზოლოთ, რელიგიაში მამაკაცი მაინც პრივილეგირებული სქესი და "არსებაა"....თავშივე იყო ეს ჩადებული, და აქამდე ესე მოვდივართ, და სწორედ ამ თავდაპირველი წესის წინააღმდეგ სვლაა საეკლესიო მსახურებში ქალის გატოლება მამკაცთან (ქალ მღვდლებას და ეპისკოპოსებს ვგულისხმობ)


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 3 2007, 10:36 AM
პოსტი #3


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



likka, marTalia mag sityvebze Cemi pasuxi aseTia xolme: a muJCina _ vrag Celoveka Tqo smile.gif, magram religiuradac da yvela kuTxiTac mamakacs vaRiareb, rogorc upiratess.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2007, 01:38 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ადამს

ია სულაბერიძე

მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი _
შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია!

ხუმრობა იქით _ შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა «ქალი»!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 4 2007, 02:50 PM
პოსტი #5


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
ადამს

ია სულაბერიძე

მე არ ვარ ევა, თუმცა, ვარ ქალი,
შენს თვალში, ალბათ, ესეც ნაკლია:
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი _
შენ ხომ ჩემ გამო ნეკნი გაკლია!

ხუმრობა იქით _ შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი,
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა «ქალი»!



wub.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 4 2007, 02:53 PM
პოსტი #6


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



16. და დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს მწუხარებას და შენს ოხვრას, მწუხარებით შობ შვილებს; და შენი ქმრისკენ მიბრუნდები შენ, და იგი შენზე იბატონებს.

17. ხოლო ადამს უთხრა: რადგან ისმინე შენი ცოლის ხმისა და შეჭამე ხიდან, რემელზეც გიბრძანე შენ, რომ მხოლოდ მისგან არ გეჭამა, წყეული იყოს მიწა შენი საქმეებით;

smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 4 2007, 04:41 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



natia83
ციტატა
რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?


შესანიშნავი იყო. მომეწონა

მე ერთს დავამატებდი, რომ ღმერთმა ზოგადად ქალი მამაკაცისგან (ამ შემთხვევაში ნეკნს არ ვუსვამ ხაზს) იმიტომ შექმნა, რომ ყოველ ჩვენგანს ჰყოლოდა 1 წინაპარი - ადამი და არა 2.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 4 2007, 05:19 PM
პოსტი #8


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



მდაააა. ვერაფერს იტყვის კაცი smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 07:05 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ხალხნო, ასეთი თემები აქ სასაუბრო არაა, გადაიტანეთ თემა ღვთისმეტყველების განყოფილებაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი May 4 2007, 07:29 PM
პოსტი #10


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ციტატა
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან


P. ყოველი მამაკაცი ქალში თავის "წართმეულ" ნაწილს დაეძებს!!!
biggrin.gif


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 4 2007, 08:45 PM
პოსტი #11


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ღმერთს ქალი მამაკაცისთვის უფროსად რომ დაეწესბინა, მისი თავისაგან შექმნიდა,მონად რომ დაეწესებინა ფეხისაგან შექმნიდა,მაგრამ რადგან მის მეგობრად და მეუღლედ დააწესა,ნეკნისაგან შექმნა.(ჭმინდა ავგუსტინე)


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი May 4 2007, 08:47 PM
პოსტი #12


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ეგ ღმერთმა იცის...


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 4 2007, 08:51 PM
პოსტი #13


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



მოიწყინაო ადამმა და... biggrin.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი May 5 2007, 03:11 PM
პოსტი #14


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



იმიტომ რომ ღმერთს ასე სურდა!!! ეს არის კანონი და მორჩა ქალებს ძალიანაც რომ არ გინდოდეთ იმის დაჯერება რომ თქვენ ხართ კაცის ნეკნისგად შექმნილები ვერაფერს გახდებით!!! უნდა აგვიტანოთ biggrin.gif laugh.gif


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 6 2007, 04:32 PM
პოსტი #15


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
უნდა აგვიტანოთ


გიტანთ ბატონო მერე, გიტანთ....biggrin.gif


იმიტო რო თქვენ თვითონვე ვერ ძლებთ "თქვენივე ნეკნის" გარეშე.....biggrin.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი May 7 2007, 04:18 PM
პოსტი #16


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



ციტატა(likka @ May 6 2007, 05:32 PM) *

გიტანთ ბატონო მერე, გიტანთ....biggrin.gif
იმიტო რო თქვენ თვითონვე ვერ ძლებთ "თქვენივე ნეკნის" გარეშე.....biggrin.gif


ისე მაგაშიც მართალი ხარ wink.gif biggrin.gif


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 9 2007, 12:53 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



საინტერესო განმარტებებია:

ესენი ერთმანეთს ავსებენ, და არა ეწინააღმდეგებიან:

ციტატა
ღმერთმა ზოგადად ქალი მამაკაცისგან (ამ შემთხვევაში ნეკნს არ ვუსვამ ხაზს) იმიტომ შექმნა, რომ ყოველ ჩვენგანს ჰყოლოდა 1 წინაპარი - ადამი და არა 2.


ეს ზოგადი განმარტებაა და ოქროპირსაც უწერია, თავის განმარტებაში და თეოფილაქტესაც

ციტატა
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან


ეს კი თქმულებაა და მხატვრულად ეძებს ამ ფაქტის ახსნას

ციტატა
ღმერთს ქალი მამაკაცისთვის უფროსად რომ დაეწესბინა, მისი თავისაგან შექმნიდა,მონად რომ დაეწესებინა ფეხისაგან შექმნიდა,მაგრამ რადგან მის მეგობრად და მეუღლედ დააწესა,ნეკნისაგან შექმნა.(წმიდა ავგუსტინე)


ეს კი უკვე ნეტარია ავგუსტინეა, თავისი მახვილსიტყვაობით...

ეს კი პრობლემაა, დღეს ეს ქალი იკარგება და "დელოვაია ჟენშინად" იქცევა...


ციტატა
ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავი



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 28 2007, 04:45 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



მდააააააააააააა, ფრიად სასიამოვნოაააააა, თქვენი სიღრმისეული ძიება
მე კიდევ ერთი ასეთი განონათქვამი გამიგია: " ქალი ეშმაკზე სამი დღით ადრე შეიქმნაო "
საიდან მოდის ეს ფრაზა არ ვიცი, ისე კი მაინტერესებს, იქნებ,თქვენ იცოდეთ თავი და თავი ამ სიტყვების


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 28 2007, 04:59 PM
პოსტი #19


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



თურმე, ადრე დიდი კამათი ყოფილა იმის შესახებ, იყო თუ არა ქალი ადამიანი....
ზოგიერთი ადამიანის ამტკიცებდა, ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი და სული შთაბერა... ხოლო ქალი შექმნა ადამის ნეკნისგან, და სული არ შთაუბერიაო... ამიტომ, ქალს სული თუ არ აქვს, ესე იგი ადამიანი არააო... biggrin.gif
ამის გამო ყოფილა დიდი დავიდარაბა...

არ ვიცი, რამდენად შეეფერება რეალობას, მაგრამ ჩემი მეგობარი მუშაობდა გენდერის თემაზე, და მან მითხრა smile.gif

ანეგდოტია რა biggrin.gif



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 28 2007, 05:01 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



უიიი, რა კარგი თემაა biggrin.gif

როგორც იტყვიან "ჟენშინა დრუგ ჩელავეკა" biggrin.gif tongue.gif laugh.gif

ვეთანხმები სრულებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 09:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი