სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 3 2007, 01:23 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან. მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას. ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება. საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები. უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის. ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა. ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| გიორგი |
Jul 10 2007, 10:47 AM
პოსტი
#101
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რას ჰქვია ობიექტური? მათემატიკური სტატისტიკა მოდელის შერჩევაშია. რას ჰქვია ობიექტური?! ობიექტური ჰქვია ისეთი მათემატიკური მოდელის შერჩევას, რომელიც ძალიან მიახლოებული იქნება რეალობასთან და არსებითი სხვაობა არ იქნება. მარტივი მაგალითი, რომელსაც ამ წამს მოვიგონებ ვთქვათ სიტყვაზე გვაქვს ორი ჩემპიონატი ფეხბურთში, ერთი 6-გუნდიანი ჩემპიონატი და მეორე 8-გუნდიანი ჩემპიონატი (ფეხბურთი ძალიან მიყვარს შევარჩიოთ ფაქტორიალური მოდელი: P(probability)=6!^(-1)*8!^(-1) აი, ეს მოდელი არის აბსოლუტურად ობიექტური, ზუსტად ასახავს რეალობას. ცხადია ასე მარტივი არაა სიცოცხლის წარმოშობის ალბათობის მოდელის დაწერა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის ძალიან შორს დგას ობიექტურობისგან. მე უაზრობად მიმაჩნია ღმერთის არსებობის მათემატიკური დამტკიცების ძიება. ადამიანები საერთოდ არც მათემატიკურად, არც ასტროფიზიკურად და არც კოსმოლოგიურად ამტკიებენ ღმერთის არსებობას, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სამყარო შექმნილია ღმერთის მიერ, ამიტომ სამყაროს "ახსოვს" ეს ფაქტი და მისი სიღრმისეული მეცნიერული კვლევისას დროდადრო ეს "მეხსიერება" იღვიძებს და გვითითებს ღმერთის არსებობისაკენ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| გიორგი |
Jul 10 2007, 10:58 AM
პოსტი
#102
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ხო კიდევ ერთი კითხვა: თუ ადამის ნეკნისგან ევას შექმნის პროცესი ბიბლიიდან "ბუკვალური" გაგება ფრესკებზეა გადმოტანილი, მაშინ რა დასკვნამდე მივდივართ...? არსებობს ხატწერის წესი ანუ იკონოგრაფიული გამოსახვა ამა თუ იმ ფაქტის, რომელიც სხვადასხვანაირადაა სიმბოლიზირებული. მაგალითად ხატების თავზე ხშირად არის ხელი, როგორც მამა ღმერთის ანუ შემოქმედის სიმბოლო, მაგრამ ცხადია ამის ბუკვალურად გაგება არ შეიძლება, ქვეყნიერების შემოქმედი ცხადია ხელი არ არის და არც ეგაა ღმერთის რეალური სახე. ძალიან ხშირად სხვადასხა სიმბოლოებით გამოხატულია წმინდა სამება, მაგრამ არც ეს სიმბოლოებია სამების ნამდვილი სახე. არა კანონიკურ ხატებში მამა ღმერთი წვერებიანი მოხუცი კაცის სახითაც არის გამოხატული, მაგრამ ლაპარაკი არ უნდა იმას რომ მამა ღმერთი წვერებიანი კაცი არაა. კათოლიკურ ხატებში, მაგალითად ანგელოზებს ხატავენ ბავშვების სახით და ამით მათი უმანკოების დატვირთვას აძლევენ და ა.შ. ფრესკებზე ძალიან ბევრი რამეა ყველა ტაძარში გამოსახული, რაც პირდაპირ არ უნდა გაიგო, მაგალითად გემს რომელსაც ურჩხული ძირავს, აქ ურჩხულში ეშმაკი იგულისხმება, ზღვაში - განუსაზღვრელი ცოდვის მორევი, ზღვაში ჩაძირვაში კი ცოდვებში დანთქმა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| კანუდოსელი |
Jul 10 2007, 10:58 AM
პოსტი
#103
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ე.ი. თუ სწორად გავიგე შენი, გვთავაზობ ლუკა 3,23-38-ის გადაფასებას ან სიმბოლურად ახლებურად გააზრებას? არა ბუკვალურ გაგებას მეცნიერება არა მგონია ოდესმე დადგეს "შესაბამის დონეზე" ამ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ შენ უბრალოდ პრობლემას გაურბიხარ (ნუ ცხადი არაა რომ იქ პრობლემა არის, მაგრამ სანამ დამაკმაყოფილებელი ახსნა არ იქნება ნაპოვნი, პრობლემაც იქნება).ბიოლოგია, თუნდაც ევოლუციის თეორიის ფარგლებში პრინციპულ პრობლემებს აწყდება და სანამ ისინი არ გადაიხედება-გადაიხარშება-გაანალიზდება ე.წ. შუალედური სახეობების კონტექსტში მაინც (აქ დიდი პრობლემაა) იქამდე რაიმე სერიოზულზე საუბარი ძნელია, ამ მხრივ კოსმოლოგია ასტროფიზიკას მიუხედავად იქაც არსებული პრობლემებისა, უკვე ჩამოყალიბებული დასაბუთებული პოზიცია გააჩნია სამყაროს წლოვანებასთან დაკავშირებით, როდესაც სხვადასხვა მეთოდით დათარიღება იძლევა ერთი და იგივე რიგის მქონე თარიღს, ამიტომ ეს ნამდვილად არა კოსმოლოგიის,არამედ ბიოლოგიის პრობლემაა და ამ მხრივ ის ამ დონეზე არაა ჯერ. პრობლემას არ გავურბივარ, უბრალოდ არ ვიცი ეგ სფერო და როგორც ვატყობ არც თავად სპეციალისტებმა არ უწყიან, ხოლო რაც ვიცი - გეუბნები კიდევაც, რომ რამდენიმე 1000 წელი არაა სამყაროს წლოვანება. მაგრამ ზოგადად მაინც მეცნიერებაზე გადაგყავს საუბარი, მე კი ვამბობ, რომ ნეო-დარვინიზმის პრობლემა არის საღმრთისმეტყველო. ცხადია მეცნიერებაზე ვსაუბრობ და მის არაკომპეტენტურად "გინებაზე" რაც ჩირქს არამც და არამც მეცნიერებას, არამედ "მაგინებელ" ხალხს ეხება, ამიტომ ამ სტერეოტიპს ვეხები მეც. უჭერ თუ არა მხარს ადამიანის მაიმუნიდან ევოლუციას (აი ვთქვათ კურაევის ტიპის პოზიციას). არ მიმაჩნია პრობლემად, თუ ღმერთმა ევოლუციით შექმნა ადამიანი, თუმცა მხარდაჭერაზე ლაპარაკი ძნელია, როდესაც ჯერ თავად ევოლუციონიზმი არაა ჩამოყალიბებული მეცნიერულ-დასაბუთებულ თეორიად პ.ს. კურაევამდე ეგ გაცილებით ადრე იყო ნათქვამი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| catherina_10 |
Jul 10 2007, 11:09 AM
პოსტი
#104
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
აქ სამყაროს შექმნაზე საუბრობთ თუ ევას
|
| კანუდოსელი |
Jul 10 2007, 11:17 AM
პოსტი
#105
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აქ სამყაროს შექმნაზე საუბრობთ თუ ევას თუნდაც ევას შექმნაზე, ისიც ცალსახაა, რომ ადამიანის წლოვანება არ არის რამდენიმე 1000 წელი... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| გიორგი |
Jul 11 2007, 11:15 AM
პოსტი
#106
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
სოტირის აღარ კითხულობ ამ თემას? რატომ გამოეთიშე მსჯელობას?
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| Giorgi- |
Jul 11 2007, 04:45 PM
პოსტი
#107
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
-
|
| Giorgi- |
Jul 11 2007, 05:56 PM
პოსტი
#108
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
-
|
| ზებედე |
Jul 12 2007, 04:50 AM
პოსტი
#109
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
და რა არის ისეთი რაშიცხ ნეტარი ავგუსტინე მართალი არაა? ქალს არ ძალუცს ღვთისმსახურება? ქალს შეუძლია ღვთისმსახურება, არსებობენ დიაკონისები, დედათა მონასტრის წინამძღვრები-იღუმენიები...ნუ გასაგებია, რომ ქალს არ შეუძლია აკურთხოს ტრაპეზი და წირვა ჩაატაროს, ან მღვდელმოქმედება შეასრულოს, მაგრამ, რატომ არშეიძლება ქალს მიეცეს ნება, რომ აღსარება ჩაიბაროს ქალისგან? იღუმენიებს ხომ აღსარების დონეზე ესაუბრებიან დედები და მორჩილები მონასტერში? მე ვფიქრობ რომ, ქალი ქალთან უფრო ადვილად გაიხსნება, უფრო გაუადვილდება აღსარების ჩაბარება, და ქალის კარგად გაუგებს ქალს, უფრო დაარიგებს....არიან ქალები რომლებსაც უჭირთ მღვდლებთან საუბარი და აღსარების ჩაბარება...მე პირადად ქალთან აღსარების ჩაბარება გამიჭირდებოდა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
| კანუდოსელი |
Jul 12 2007, 11:42 AM
პოსტი
#110
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ჩემო გუჯა, უფრო სიღრმისეულად შეხედე საკითხს და არა პი-არ კომპანიის წიკვანა თინეიჯერების გადასახედიდან....
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| დათიკო |
Jul 15 2007, 05:06 PM
პოსტი
#111
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ზებედე
ციტატა ქალი ქალთან უფრო ადვილად გაიხსნება, უფრო გაუადვილდება აღსარების ჩაბარება ადვილი ფაფის ჭამაა |
| ზებედე |
Jul 16 2007, 07:41 PM
პოსტი
#112
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე ადვილი ფაფის ჭამაა ადვილი კი არა, მრავალი პრობლემის მპგვარება შეიძლება ამით -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
| elisabeth |
Feb 4 2010, 10:34 PM
პოსტი
#113
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-January 10 წევრი № 8,065 |
მიხარია რომ ქალი ვარ... გაუმარჯოს ქალებს... და კაცებსაც
-------------------- "არა არს კაცი,რომ სცხონდეს და არა სცოდოს.მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი,დიდი უღირსი... დიდი უძლური... "
|
| newbie |
Feb 6 2010, 02:24 AM
პოსტი
#114
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
ციტატა აქ სამყაროს შექმნაზე საუბრობთ თუ ევას შექმნაზე ნუ , ეგ ერთი დაა იგივეა ფაქტიურად http://www.evtv1.com/player.aspx?itemnum=2114 why do men chase women? men chase women to get the rib back შეიძლება ესეცაა და ქალი შეიქმნა კაცის ნეკნისგან, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს მის ღირსებას, ის რომ ნეკნი უტვინო ძვალია, ამ ლოგიკით თიხაში სულ არ არის ტვინი, ნუ პრინციპში რაღაც ლოგიკა მაინც არის.. კი, კაცი ქალის თავია, და არის გარეგნული უპირატესობები რითაც სარგებლობს კაცი, ღვთისმსახურების აღსრულება და მსგავსი, მაგრამ არ ნიშნავს რომ გონებრივი ან სულიერი შესაძლებლობებით მაღლა დგას ქალზე,..... და როცა ჩვენ გვყავს ღვთისმშობელი , უკვე მსგავსი შეხედულება ცოტა არ იყოს აზრს კარგავს.. და ეს ბუკვალურად უნდა გავიგოთ თუ არა არვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზია, და თავის თავში დიდ სიბრძნეს მოიცავს, ფაქტი კაცის ნაწილისგნ ქალის შექმნის უკვე სწავლებაა ქალის და მამაკაცის უთიერთობის და სიყვარულის შესახებ, ადამიანს უნდა უყვარდეს მეორე ნახევარი არა როგორც სხვა, არამედ როგორც განუყოფელი ნაწილი, საკუთარი თავივით, ეს კი სრულყოფილებაა, ყველაზე დიდი მცნება ქრისტიანობის, და ერთადერთი ჩემი აზრით.. ციტატა რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?, თქვენი აზრი იმიტომ რომ ჩვენ გვყავს სიყვარულის ღმერთი.. |
| მაშიკო |
Feb 10 2010, 10:35 AM
პოსტი
#115
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ციტატა რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?, თქვენი აზრი იმიტომ რომ ნეკნი გულთან ყველაზე ახლოს არის... მე ასე ამიხსნეს ეგ საკითხი -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
| neo |
Feb 11 2010, 06:37 PM
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
რატომ არის არ ვიცი მარა ფაქტია რომ ნეკნისაგანაა -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 03:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი