IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი?, თქვენი აზრი
ნათია
პოსტი May 3 2007, 01:23 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.

არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.

მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას.

ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება.

საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები.

უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის.

ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა.

ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია.




--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
კანუდოსელი
პოსტი Jun 28 2007, 05:13 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ნეტარი ავგუსტინე აბსოლუტურად მართალია,ამასთან უფრო რომ გაიშალოს საკითხი ასე შეიძლება ვთქვათ: ისინი რომ ერთმანეთს ავსებენ და არც ერთია მეორეზე მაღლა ისიც მიუთითებს, რომ არის რაღაც რაც კაცს ძალუძს და ქალს - არა (ღვთისმსახურება), მაგრამ ასევე, არის ისეთი რაღაც, რაც ქალს შეუძლია და კაცს არა - მაგალითად ცოცხალი არსების დაბადება - ერთ ერთი დიდი მისია - ეს კაცს არ ძალუძს, თუმცა, რომ არა კაცი, ქალიც ვერ შობდა, მაგრამ უშუალოდ შობს სწორედ ქალი....აქ პარალელი მარიამ ღვთისმშობელთან - ასეთი პრეროგატივა კაცებს არ აქვთ და ამაში ქალი მაღლაა კაცზე.

ასევე ერთი გარემოება: კაცი ედემის გარეთ იქმნება, ხოლო ქალი - ედემის შვილია
კაცი უფორმო მატერიისგან იქმნება - თიხისგან, ქალი უკვე სრულყოფილისგან
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: "და მიატოვებს კაცი დედას და მამას და მიეწებება ცოლს" - რა საინტერესოა არა? აქ ბიბლიურად უფრო მატრიარქალური მოდელია მოცემული, ვიდრე პატრიარქალური,ანუ არა ქალი მიდის კაცის ოჯახში, არამედ კაცი - ქალთან (თვალის ჩაკვრით ჩასიძებულებთან biggrin.gif)

ეს ადგილები მიანიშნებს ქალის აღმატებულობაზე, რათა გაბათილდეს კაცის აღმატებულება და ამით ისინი სრულუფლებიანნი გამოჩნდნენ - ამიტომაცაა სხვათა შორის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ქალს არ დაებადებოდა ჩაგრულის აზრები, სადაც ღვთისმშობელი აღმატებულია ყველაზე და ამიტომაც ფემინიზმი სწორედ არამართლმადიდებლურ ნიადაგზე იშვა.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 28 2007, 05:15 PM
პოსტი #22


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



და ის არ გაგიგიათ, ქალი შეიქმნა ნეკნისგან, რომელიც ერთადერთი უტვინო ძვალია ადამიანის ორგანიზმშიო? biggrin.gif

ისე აქ წერია კარგი რამეები ამ თემაზე: http://www.tmn.fio.ru/works/26x/302/1-2.htm (ვისაც რუსულად შეგიძლიათ წაიკითხოთ)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 28 2007, 05:27 PM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(k@the @ Jun 28 2007, 05:25 PM) *

კანუდოსელი
დედა როგორ მომეწონა ამ ადამიანის მსჯელობაა laugh.gif

კურაევის თარგმანია tongue.gif მეც ძალიან მომეწონა პირველად რომ წავიკითხე. აქ რომ ლინკი დავდე, იქ შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 28 2007, 05:28 PM
პოსტი #24


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 28 2007, 02:13 PM) *

ნეტარი ავგუსტინე აბსოლუტურად მართალია,ამასთან უფრო რომ გაიშალოს საკითხი ასე შეიძლება ვთქვათ: ისინი რომ ერთმანეთს ავსებენ და არც ერთია მეორეზე მაღლა ისიც მიუთითებს, რომ არის რაღაც რაც კაცს ძალუძს და ქალს - არა (ღვთისმსახურება), მაგრამ ასევე, არის ისეთი რაღაც, რაც ქალს შეუძლია და კაცს არა - მაგალითად ცოცხალი არსების დაბადება - ერთ ერთი დიდი მისია - ეს კაცს არ ძალუძს, თუმცა, რომ არა კაცი, ქალიც ვერ შობდა, მაგრამ უშუალოდ შობს სწორედ ქალი....აქ პარალელი მარიამ ღვთისმშობელთან - ასეთი პრეროგატივა კაცებს არ აქვთ და ამაში ქალი მაღლაა კაცზე.

ასევე ერთი გარემოება: კაცი ედემის გარეთ იქმნება, ხოლო ქალი - ედემის შვილია
კაცი უფორმო მატერიისგან იქმნება - თიხისგან, ქალი უკვე სრულყოფილისგან
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: "და მიატოვებს კაცი დედას და მამას და მიეწებება ცოლს" - რა საინტერესოა არა? აქ ბიბლიურად უფრო მატრიარქალური მოდელია მოცემული, ვიდრე პატრიარქალური,ანუ არა ქალი მიდის კაცის ოჯახში, არამედ კაცი - ქალთან (თვალის ჩაკვრით ჩასიძებულებთან biggrin.gif)

ეს ადგილები მიანიშნებს ქალის აღმატებულობაზე, რათა გაბათილდეს კაცის აღმატებულება და ამით ისინი სრულუფლებიანნი გამოჩნდნენ - ამიტომაცაა სხვათა შორის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ქალს არ დაებადებოდა ჩაგრულის აზრები, სადაც ღვთისმშობელი აღმატებულია ყველაზე და ამიტომაც ფემინიზმი სწორედ არამართლმადიდებლურ ნიადაგზე იშვა.

ვახ biggrin.gif

რა კარგი მოსასმენიაlaugh.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 28 2007, 05:32 PM
პოსტი #25


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(კანუდოსელი @ Jun 28 2007, 05:31 PM) *

ლოსსკის

აბა ლოსსკის წაკითხვა უფრო საინტერესო იქნება. კურაევმა მაგ წყაროდან ისარგებლა ალბათ smile.gif

QUOTE
მე და კურაევმა იქიდან მოვტეხეთ

დადე აბა ლინკი საიდან მოტეხე biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 28 2007, 05:35 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Jun 28 2007, 05:32 PM) *

აბა ლოსსკის წაკითხვა უფრო საინტერესო იქნება. კურაევმა მაგ წყაროდან ისარგებლა ალბათ smile.gif



და ასევე კარგად წერს მეუფე კალისტოს უეარი (მენია სმუშაიუტ სმუტნიე სომნენია, რომ იმანაც ლოსკიდან მოტეხა biggrin.gif)

ციტატა(მარიამი @ Jun 28 2007, 05:32 PM) *

დადე აბა ლინკი საიდან მოტეხე biggrin.gif



წიგნში წამიკითხავს, მაგრამ კროტოვის საიტზე უნდა იყოს სრული ვერსია ლოსკის ნაშრომებისა...იქაა სანახავი

პ.ს.
ლოსკი, როგორც ლუმინალი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 28 2007, 05:35 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მეუფე კალისტოს უეარი


აუ უარის 'ეკლესია - როგორც კავშირი', რა მაგარია


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 28 2007, 05:40 PM
პოსტი #28


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
წიგნში წამიკითხავს, მაგრამ კროტოვის საიტზე უნდა იყოს სრული ვერსია ლოსკის ნაშრომებისა...იქაა სანახავი

ლოსსკის ღვთისმეტყველება მაქვს წიგნად, მაგრამ არ წამიკითხავს. იქ იქნება ალბათ. გავნათლდები დღეს.... და მერე ფორუმის მანდილოსნებს გავახარებ დეტალური ინფორმაციით biggrin.gif
კურაევისეული ვერსია სამსახურში რომ დავაქუხე, მას მერე ნეკნებზე ვეღარ მელაპარაკებიან თანამშრომელი კაცები laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 28 2007, 06:49 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 28 2007, 06:38 PM) *

დაჟე rolleyes.gif biggrin.gif


რა გქვია ახლა შენ, ამის მერე? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 28 2007, 06:49 PM
პოსტი #30


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მიგასიკვდილებთ tongue.gif რა არი ოფტოპიკები მოგეძალათ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shore
პოსტი Jun 28 2007, 06:55 PM
პოსტი #31


შორენა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 379
რეგისტრ.: 4-June 07
მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI
წევრი № 2,099



ციტატა(მარიამი @ Jun 28 2007, 05:15 PM) *

და ის არ გაგიგიათ, ქალი შეიქმნა ნეკნისგან, რომელიც ერთადერთი უტვინო ძვალია ადამიანის ორგანიზმშიო? biggrin.gif





როგორც სამედიცინო დამთავრებული, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნეკნი სულაც არაა უტვინო ძვალი! ის საკმაო რაოდენობით შეიცავს ძვლის წითელ ტვინს, რომლისგანაც სხვათა შორის, სისხლი წარმოიქმნება biggrin.gif


--------------------

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება

შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 09:05 PM
პოსტი #32


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(პატრიოტი @ Jun 28 2007, 09:50 PM) *

ბოდიშით ქალებო, მაგრამ ნეკნი ერთადერთი ძვალია ადამიანის სხეულში, რომელშიც ტვინი არააა.




პირველი ოჯახი

„და დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა მცხოვრებს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი“ (შესაქმ. 2,20)

ადამმა ცხოველთა შორის ვერ იხილა ვერცერთი არსება, ვისაც აზრებსა და გრძნობებს გაუზიარებდა და ერთად „იუფლებდნენ“ მიწიერ ქმნილებებზე.

გარშემო მხოლოდ უგუნური და უტყვი არსებები იყვნენ. ადამიანს ერთიც არ ჰგავდა. როდესაც ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, დანაწევრებულ ხმებს წარმოთქვამდა, რითაც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავდა. მაგრამ ეს ხმა ჰაერში იკარგებოდა და უპასუხოდ რჩებოდა. ადამს არ შეეძლო, არ ეგრძნო მარტოსულობა და თავისივე მსგავსის არსებობის საჭიროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ყველა ცხოველი წყვილად იყო შექმნილი. უეჭველია, მასაც გაუჩნდებოდა სურვილი, რომ გვერდში ჰყოლოდა ისეთი არსება, რომელიც ბუნებით მისი მსგავსი იქნებოდა.

„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო“ (შესაქ. 2,21).

ადამის „ძილქუში“ ჩვეულებრივი არ იყო. მძინარე ადამს სულიერი ხედვა გაეხსნა, მსგავსად წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, რომლებიც სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი და ზუსტად ვერ ხვდებოდნენ, ამ დროს სხეულში რჩებოდა თუ არა მათი სული. მათ მსგავსად, ადამს უფალმა ისეთი მდგომარეობა მიანიჭა, რომ სული, გარეგანი გრძნობითი ქმედების გარეშე, ნათლად ხედავდა, თუ რას იქმოდა უფალი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეკნი მასზე შეზრდილ ხორცთან ერთად იქნა ამოღებული, ვინაიდან ადამი თავად ასე მიმართავს ევას: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. თუმცა ნეკნის ადგილი ცარიელი კი არ დარჩა, არამედ მაშინვე, ღვთის ნებით ხორცით ამოივსო, ანუ ახალი ნეკნი წარმოიქმნა.

„ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა“ (შექ. 2,22).

ადამისთვის ცოლის შექმნის განსაკუთრებული სახით უფალი გვიჩვენებს, რომ ცოლ-ქმარი ბევრად უფრო მჭიდრო თანაცხოვრებისთვის არიან განსაზღვრულნი, ვიდრე ცხოველთა წყვილები. მდედრობითი სქესის ცხოველები მამარობითი სქესის ცხოველებისგან დამოუკიდებლად შექმნა უფალმა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი სჯულით არ არიან დაკავშირებულნი განუყრელი თანაცხოვრებისათვის. ერთადერთი მიზანი ცხოველების წყვილების შექმნისა მათი გამრავლების საჭიროებაა, რისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი განუყრელი თანაცხოვრება. სულ სხვაგვარადაა საქმე ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ქალის მამაკაცის სხეულისაგან შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ განუყრელი ურთიერთბისათვის არიან შექმნილნი, რომ სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ და ერთად არა მხოლოდ იმიტომ უნდა იცხოვრონ, რომ გამრავლდნენ, არამედ შვილები ერთად, ერთობლივი ძალისხმევით აღზარდონ. ხოლო ის გარემოება, რომ ქალი ადამის სხეულის სხვა რომელიმე ნაწილიდან კი არ შეიქმნა, არამედ გვერდიდან, იმაზე მიუთითებს, რომ ის მამაკაცის დასახმარებლად არის შექმნილი, მის გვერდით უნდა იყოს მუდმივად და არ დრტვინავდეს პირველობაზე ოჯახსა და საზოგადოებაში. ის, რომ ქალი ქმარზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორც მისი ერთგული შემწე, იქიდანაც ცხადია, რომ „კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ - ქალი კაცისაგან“ (1 კორ. 11,8).

როდესაც უფალმა ქალი შექმნა, იგი მაშინვე ადამს მიუყვანა. ის ფაქტი, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ქალი, არამედ თავად უბოძა იგი ადამს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა მიანიჭა და განწმინდა ცოლქმრული კავშირი.

„თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული“ (2,23).

ეს სიტყვები ადამმა იმ ხილვის გამო წარმოთქვა, რომელიც უფლისაგან ძილის დროს მიენიჭა. ცოლის დანახვა, რომლის შექმნასაც იგი ძილის დროს სხეულიდან განსვლის მდგომარეობაში უჭვრეტდა, ბუნებრივია, დიდ სიხარულს გამოიწვევდა მასში. ფრიად განიხარებდა, რომ ძილში ნანახი ნაოცნებარი თავისი წარმოსახვის ნაყოფი კი არ იყო, არამედ სრული რეალობა. ადამს უხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ჰპოვა მონათესავე არსება, რომელსაც ამაოდ ეძებდა ცხოველთა შორის. სახელი, რომელიც ადამმა ცოლს მიანიჭა, ებრაულ ენაზე კაცის მდედრობითი სქესის სიტყვაა. „დედაკაცი (ებრ. იშა) ერქვას მას, რაკი კაცისაგან (ებრ. იშ) არის გამოღებული“.

„ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (შეს. 2,24).

ვინაიდან „ქალი მამაკაცისაგან არის გამოღებული“, მათ შორის კავშირი ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის. დედ-მამა ცოდვის გარეშე შეუძლია მიატოვოს ძემ ქორწინებისას და შექმნას ცალკე ოჯახი. მაგრამ ცოლის თვითნებურად მიტოვება ან სხვაში გაცვლა ქმარს ცოდვის გარეშე არ შეუძლია. მათ შორის ერთხელ დამყარებული კავშირი დაურღვეველია. „ქმარი მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“, - ანუ მათი ურთიერთობა იმდენად მჭიდრო უნდა იყოს, რომ ისინი თითქოს ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება არიან. ამიტომაც მოციქულთან ნათქვამია: „ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი“ (1 კორ. 7,4). და ეს არ არის მხოლოდ ადათი ან უბრალოდ ადამიანთა მიერ შექმნილი კანონი, არამედ - ღვთის დადგენილება. თავად შემოქმედმა დაადგინა მეუღლეთა შორის განუყრელი ურთიერთობა, ამიტომაც განქორწინება, გარდა სჯულში აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევებისა, უსჯულოებაა და ღვთის ნებისადმი ურჩობად ითვლება. „რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებნ“, - თავად ბრძანა იესო ქრისტემ. ასევე მრავალცოლიანობაც ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს, რადგან ადამი და ევა ორნი იყვნენ, სწორედ ორნი, და არა მრავალნი. ასევე ორნი იყვნენ ერთხორც და არა მრავალნი.




მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 31-35, 2002 წ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 29 2007, 09:30 AM
პოსტი #33


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



სამწუხაროდ, ლოსსკის ღვთისმეტყველებაში (რომელიც სახლში მაქვს) ვერ ვიპოვე ამ საკითხზე ვერაფერი და დამრჩა ჩემი პირობა შეუსრულებელი sad.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jun 29 2007, 11:10 PM
პოსტი #34


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



მერედა ვინ გითხრა რომ ნეკნისაგან სეიქმნა ქალი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 29 2007, 11:19 PM
პოსტი #35


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ნოდარიკო
ასე წერია ბიბლიაში.
აი, წაიკითხე :

(შესაქმე 2-20,21,22,23,24,25)
20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.

21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.

22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:

23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.

24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა

25. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 29 2007, 11:38 PM
პოსტი #36


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 28 2007, 04:13 PM) *

ნეტარი ავგუსტინე აბსოლუტურად მართალია,ამასთან უფრო რომ გაიშალოს საკითხი ასე შეიძლება ვთქვათ: ისინი რომ ერთმანეთს ავსებენ და არც ერთია მეორეზე მაღლა ისიც მიუთითებს, რომ არის რაღაც რაც კაცს ძალუძს და ქალს - არა (ღვთისმსახურება),

და რა არის ისეთი რაშიცხ ნეტარი ავგუსტინე მართალი არაა?
ქალს არ ძალუცს ღვთისმსახურება?
ეს რაღაც ახალია.
მღვდლობას არ ვგულისხმობ.
laugh.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 29 2007, 11:39 PM
პოსტი #37


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 28 2007, 07:49 PM) *

რა გქვია ახლა შენ, ამის მერე? biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jun 30 2007, 12:25 AM
პოსტი #38


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



kato_Bato
და ყოფილა ევა მაშინ
და ძმას ერთნაირი ნეკნი აქვს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 30 2007, 12:30 AM
პოსტი #39


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



23. და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.

24. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა

25. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი Jun 30 2007, 01:16 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



ციტატა
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან.


ძალიან მიყვარს ეს განმარტება ლამაზია და მხატვრული. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ქალის ხასიათშია ბევრი ლაპარაკი და ცნობისმოყვარეობა შური კი უკვე ინდივიდუალურია

ციტატა
მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას.

ქალი ძვლისგან მაინცაა შექმნილი ანუ ცოცხალისგან, ძვალი ხომ უჯრედულ დონეზე ცოცხალია, კაცი კი საერთოდ მიწისა და მტვრისაგან უსულო მატერიისაგან


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th September 2025 - 08:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი