![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#141
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
""მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა".
სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, ჩემის აზრით, მე ასე მესმის რომ დაბრუნება ნიშნავს ,რომ სული ადრე არსებობდა სადღაცას. და თქვენ ამტკიცებთ რომ სული ადრე არ არსებობდაო." სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს ნიშნასვ, რომ სული დაუბრუნდებოდეს იმას ვინც შექმნა იგი და შთაბერა ადამიანს, მაგრამ ამაში არ იგულისხმება, რომ სული სულ იყო. ეს ასე არ უნდა გავიგოთ არც კონკრეტულად ამ ციტატიდან და გარდა ამისა არის სხვა უფრო კონკრეტული ქრისტეანული სწავლებები, რომლებიც სულს წარსულის მიმართ მარადიულად არ თვლის. "მართლმადიდებლური მოძღვრება სავსეა ასეთი წინადადებებით, მაგრამ თქვენ რატომღაც ყველაფერს სხვანაირად გამოხატავთ." განმარტება უკვე გითხარი, ასევე მართლმადიდებლობა სხვა მოძღვრებებითაც არის სავსე, რომელიც გაცილებით მკაფიოდ საუბრობს სულის საწყისზე. "მე მყავს ბევრი ნაცნობი რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადიან ძალიან დიდი ხანია მაგრამ არ სჯერათ,რომ სიკვდილის შემდეგ სული არსებობას განაგრძობს, ანუ სიკვდილით მთავრდება ადამიანის არსებობა" ეს შეცდომაა, წინააღმრდეგობაშია მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებასთან. სული უკვდავია. "ხშირად სამუშაოზე ვკითხულობდი ბიბლიას და თან დამქონდა იგი, და ხალხი რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებდა ხშირად მეკითხებოდა იეღოველი ხომ არ ხარო, თითქოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ბიბლია არ უნდა წაიკითხოს" ცხადია არასწორი მიდგომაა, რათქმა უნდა მართლმადიდებელმა ქრისტეანმა უნდა იკითხის ბიბლია . . . და სხვა ლიტერატურაც. "ბევრი ქართული ოჯახი თავის ქრისტიანობას გამოხატავს , იმით ,რომ ბიბლია სახლში გამოსაჩენ ადგილზე უდევს და შიგ რა წერია საერთოდ აზრზე არ არის." ცხადია არც ეს არის სწორი მართლმადიდებლური მიდგომა, არ ვარგა მოჩვენებითობა და ბიბლიის ქონებით რეკლამირება, მაგრამ სხვას ნუ განვიკითხავთ, უბრალოდ ვიცოდეთ რომ არა სწორად იქცეოდნენ. "მითოლოგიის არსებობა, ბერძნმებს საერთოდ არ უშლის ხელს იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები" მითოლოგიას თუ ჩავთვლით მხოლოდ როგორც ზღაპარს და შემეცნების და ისტორიის ინტერესის დონეზე შევისწავლით ცხადია ხელს არ უშლის ქრისტეანობას, მაგრამ ჩვენ თუ რეალურად ვიწამებთ მას, უამრავი ღმერთის არსებობას და ქრისტეანობისგან დიამეტრალურად განსხვავებულ მათ მიდგომებს ეს არამც თუ ქრისტეანობას შეუშლის ხელს საერთოდ წარმართობისკენ გაგავაქანებს. მითოლოგია როგორც ისტორია - კი, ბატონო, მაგრამ მითოლოგია, როგორც რელიგია აბსოლუტურად გამორიცხავს ქრისტეანობის თანაარსებობას. უბრალოდ სულ სხვა რაიმეა. "თქვენ შეიძლება მითხრათ რომ ეს ლეგენდები და მითებია მაგრამ ყველა ლეგენდა შეიძლება ჩაითვალოს რეალურ ისტორიის გადმოცემად რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა და ჩვენამდე ლეგენდების სახით მოაღწია" ყველა მითი რაღაცას ეფუძნება, შეიძლება ეს იყოს ღმერთის შესახებ დამახინჯებული სწავლების ერთგვარი ანარეკლი, მაგრამ ის არამც თუ დღეს, არამედ თავის დროზეც უკვე ისე გაშორებული იყო არა მარტო ქრისტეანობას არამედ სამყაროს შემოქმედი ერთი ღმერთის იდეას, რომ მაგაზე ლაპარაკიც კი არ ღირს უბრალოდ. სად ბერძნული მითოლოგია და სად ქრისტეანობა. "სხვათასორის ამირანის მითი ქართულ მითოლოგიაში არის ბერძნული მითოლოგიიდან გადმოსული, კერძოდ იმეორებს პრომეთეს ისტორიას. და ამ მითის არსებობა საქართველოში არ გიშლით ხელს იყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები." ცხადია არ გვიშლის, რადგან ამას ვუყურებთ მხოლოდ როგორც მითს და არა რეალობას, რომელიც რელიგიად შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ქართული ხალხური ზღაპრებიც წარმართობიდან მოდის, მაგრამ მათი შემეცნება მხოლოდ ზღაპრების დონეზე უნდა მოხდეს და არა როგორც რელიგიის. "ასე რომ ბერძნული მითოლოგიის მსგავსად სადაც შეიძლება ჩაითვალოს იესო ქრისტე ზევსის შვილად. ინდურ მითოლოგიის მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს კრიშნას და შივას შვილად. ასევე კიდევ ერთი მსგავსება ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის. " ამაზე 1000-ჯერ დაგიწერე, რომ ყველა რელიგიას აქვს რაღაც საერთო, რადგან ჭეშმარიტების ელემენტები არეკლილია კაცობრიობის მეხსიერებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რელიგიები ჭეშმარიტია და რომ შეიძლება ყველა მათგანის ერთდროულად რწმენა ან ამოკრება ჭეშმარიტებების. ჭეშმარიტება ერთია და ის არის თავმოყრილი მთლიანად ქრისტეანობაში. დანარჩენ რელიგიებს შეიძლება რაიმე ჰქონდეთ ჭეშმარიტი, მაგრამ ის ქრისტეანობაშიც იქნება უფრო სრულყოფილი სახით, თუ ქრისტეანობაში არაა ესე იგი არც არის ჭეშმარიტება. "მე მგონი მაქვს უფლება ინდური მითოლოგიის შესწავლისა, ისევე როგორც ბერძნული მითოლოგიისა და ეს სრულებით არ მიშლის ხელს ვიყო ქრისტიანი და ქართველი. " ცხადია არ გიშლის თუ შენ ინდუიზმს, ბუდიზმს, ბერძნულ მითოლოგიას სწავლობ როგორც ინფორმაციას, მაგრამ თუ შენ ის აღიარე კიდეც, როგორც ჭეშმარიტება და მისი ელემენტების რელიგიურად მიღება დაიწყე მაშინ ცხადია ქრისტეანი აღარ იქნები. "მოკითხვამდე ჩემს ქრისტიან ძმას გიორგის." გაიხარე, რომელ სახელმწიფოში წახვედი და თუ არის მანდ მართლმადიდებლური ეკლესიები? თუ არის შეეცადე, რომ მიხვიდე . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#142
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
southruislip
თუ შეიძლება ცოტა მოკლე პოსტები დაწერე, სადაც შედარებით კონკრეტული კითხვები ან ინფორმაცია იქნება, თუ არა ძალიან ჭირს ამხელა პოსტების გარჩევა და კომენტარები დროის უქონლობის გამო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
armani |
![]()
პოსტი
#143
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,521 ![]() |
გიორგი
"ბუდიზმი ჯოჯოხეთს არ აღიარებს, მათთვის ჯოჯოხეთი და ტანჯვა მიწაზევეა და რეინკანაციის შემდეგ ადამიანი ხელახლა იბადება და არანაირ ჯოჯოხეთში არ მიდის. ეგ ეტყობა შენი პირადი მოდელია, რომელიც აღიარებს რეინკარნაციას (ბუდიზმის/ინდუიზმის მსგავსად) და აგრეთვე სამოთხე/ჯოჯოხეთს ქრისტეანობის მსგავსად. ასეთი რელიგია არ არსებობს" ბუდიზმი და ინდუიზმი აღიარებს ჯოჯოხეთს და თუ რა მოსდის სულს სიკვდილის შემდეგ აღწერილია ინდოეთის მკვდართა წიგნში და ტიბეტის მკვდართა წიგნში. ასევე არსებობს ეგვიპტელთა მკვდართა წიგნი. ვისაც აინტერესებს შეიძლება გაეცნოს http://www.hermetism.info/public/indiankm.htm ამ წიგნებში აღწერილი სურათები შეიძლება ზუსტად არ არის ისე , მაგრამ დაახლოებით მასეა. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჯოჯოხეთისა,. რადგან ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამოთხეში მოხვედრაზე |
southruislip |
![]()
პოსტი
#144
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 ![]() |
გიორგის
გიორგი ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე ,რომ სული არსებობდა თუ არა დაბადებამდე ან შეიძლება თუ არა მომავალშიც დაიბადოს. მე მოგიყვანთ მაგალითს იოანეს სახარებიდან , რომელსაც თქვენ სხავანაირად განმარტავთ ,მაგრამ შეიძლება სხვანაირად დავინახოთ, კერძოდ დაკვირვებით გადაავლეთ თვალი იოანეს სახარების იმ ადგილებს სადაც იესო თავის მოსწავლეებს სხვა მასწავლებლის- სულიწმინდის- მოვლინებას წინასწარმეტყველებს, სადაც გარკვეულად არის ნათქვამი, რომ იგი ასწავლის და გაახსენებს რაც მათთვის უთქვამს. ანუ მისი სიკვდილის შემდეგ იესო წინასწარმეტყველებს სხვა მასწავლებლის მოვლინებას, ლოგიკურად , რომ ვიფიქროთ რატომ სჭირდებოდათ სხვა მასწავლებელი იმ დროს. აქ ნაგულისხმებია ,რომ ისინი დაიბადებოდნენ მომავალში როდესაც სხვა მასწავლებელი (წინასწარმეტყველი) დაიბადებოდა და გაახსენებდა და ასწავლიდა მის ცოდნას. შეიძლება თქვენ მართლმადიდებლურ დოგმებში ჩაძირულს სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა. მე პირადად ამას ვხვდებიოდი და ჩემი საზღვარგარეთ ვიზიტის დროს ერთ -ერთმა მუსულმანმაც ეს ადგილი მომიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ მუჰამედის მოსვლას იესო წინასწარმეტყველებდა, მაგრამ აქ მუჰამედი არ არის ნაგულისხმები, რადგან მუსულმანებიც არ აღიარებენ რეინკარნაციის საშუალებას. ეს, რომ ასე იყოს რაც მე ვთქვი ის მასწავლებელი რომელიც მოვა (შეიძლება დღესაც არის ამ ქვეყანაზე) აუცილებლად ილაპარაკებს რეინკარნაციაზე და თქვენ და ბევრი სხვა კიდევ ერთხელ დაკარგავენ შანსს რომ იგი ამოიცნონ ისევე როგორც იესო ქრისტე ვერ ამოიცნეს თავის დროზე. მე მაკვირვებს ერთი რამე , თქვენ ამბობთ რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებიაო იესო ქრისტეს მოსვლა. ახალ აღთმაში (იოანე სახარებაში) ნათლად წერია სხვა მასწავლებლის მოსვლა და ამაზე დუმხართ და არაფერს ამბობთ. მე მინდა კიდევ ვთქვა , რომ თქვენი წარმოდგენა ინდუიზმის მრავალღმერთიანობის შესახებ არასწორია, არამედ ინდუიზმის რელიგიაში ასევე აქვთ წმინდა სამება, კერძოდ ღმერთს ისინი უწოდებენ ბრაჰმას, სამების ელემენტები: შივა(მამა ღმერთი) ვიშნუ (სულიწმინდა), განეშა (ძე ღმერთი) ხოლო დანარჩენი მრავალი სახელი არის ანგელოზების სახელი. ასევე მათ ჰყავთ მიქელგ-აბრიელი, მთავარ ანგელოზი და სხვები. ღმერთი გამოვლინდება ანგელოზების საშუალებით და ხშირად ინდოელები ანგელოზებსაც ღმერთებს ან ნახევარ ღრმერთებს უწოდებენ. საქმე იმაშია რომ ინდოელების მღვდელმსახურებმა (ბრაჰმანებმა) ეს რელიგია გადააკეთეს და მოსახლების კასტებად დაყოფის გასამართლებლად იყენებენ, მაგრამ ინდოეთში ასევე არიან სხვა მასწავლებლები ,რომლებიც კორექტირებას უკეთებენ ინდუიზმს და კასტებად დაყოფას უარყოფენ. ბოდიში ცოტა ვრცელი წერილი გამომივიდა მაგრამ რომ გამოვხატო ჩემი აზრი ცოტა არ ყოფნის. |
afxazi |
![]()
პოსტი
#145
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
southruislip
ციტატა ანუ მისი სიკვდილის შემდეგ იესო წინასწარმეტყველებს სხვა მასწავლებლის მოვლინებას, ლოგიკურად , რომ ვიფიქროთ რატომ სჭირდებოდათ სხვა მასწავლებელი იმ დროს. აქ ნაგულისხმებია ,რომ ისინი დაიბადებოდნენ მომავალში როდესაც სხვა მასწავლებელი (წინასწარმეტყველი) დაიბადებოდა და გაახსენებდა და ასწავლიდა მის ცოდნას. შეიძლება თქვენ მართლმადიდებლურ დოგმებში ჩაძირულს სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო სახარება მთლიანად და ასეთი რამეები აღარ დაწერო. გასაგებია რომ ეს შენეული ხედვაა, მაგრამ რაზეა დამყარებული ეს შენი ხედვა, რაიმე არგუმენტი უმაგრებს ზურგს შენს ამ სიტყვებს? თუ ახალ განმარტებას გვთავაზობ? ჯერ ეს ერთი ქრისტე არ მომკვდარა (სხეულს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა ის ჯვარზე გააკრეს, თუმცა მესამე დღეს აღდგა და ზეცად ამაღლდა) და მეორეც სულიწმინდა აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე და გაახსენა ყველაფერი ის რაც მათთვის ქრისტეს უთქვამს. საიდან გამოიტანე ის დასკვნა რომ მოციქულები მომავალში უნდა დაიბადონ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
southruislip |
![]()
პოსტი
#146
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 ![]() |
afxazi
" სულიწმინდა აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე და გაახსენა ყველაფერი ის რაც მათთვის ქრისტეს უთქვამს." მე და გიორგი ვსაუბრობდით იმაზე ,რომ ადამიანი კიდევ შეიძლება დაიბადოს თუ არა მომავალში ან არსებობდა თუ არა ადრე და მომყავს ამის საჩვენებლად ადგილები სახარებიდან. რაც შეეხება :"სულიწმინდა აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე და გაახსენა ყველაფერი ის რაც მათთვის ქრისტეს უთქვამს" ეს ახსნა მე არ მაკმაყოფილებს , და გაუგებარია ჩემთვის იმიტომ ,რომ 50 დღეში თუ დაავიწყდათ რაც იესომ უთხრა ალბათ 50 დღის შემდეგ კიდევ დაავიწყდებოდათ. ამიტომ გასარკვევად წერია რომ მოციქულები მომავალში კიდევ დაიბადებოდნენ და იესო პირდება მათ სულიწმინდის მოვლინებას ადამიანის სახით. სპორს ვერ დაგიწყებთ რადგან სხვა თემაში გადადის. მე ასე ვხედავ , რომ იესოს შემდეგ კიდევ უნდა მოვიდეს მასწავლებელი, რომელზეც იესო გვეუბნება იოანეს სახარებაში(სულიწმინდა). და დღეს არის ძალიან კარგი დრო ამ მასწავლებლის მოსასვლელად რადგან იესოს დროს არ იყო საშუალება ყველაფერი ჩაენიშნათ და დაეწერათ რასაც იესო ლაპარაკობდა, რატომ არ გამოგზავნა ღრმერთმა იესო დღევანდელ დროში როცა საშუალებაა დაბეჭვდისა. ვიდეოზე ჩაწერისა და ტელევიზორით გამოსვლისა? ჩვენ ქრისტიანობას ვიცნობთ არასრული ინფორმაციით ბუნდოვანი წარმოდგენებით. ქრისტიანობა დაყოფილია მრავალნაირ მიმდინმარეობებად და ყველას თავის თავი მართალი ჰგონია. იგივე მართლმადიდებლობაში არსებოს ყველაფერზე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები. მე ვფიქრობ , რომ დღევანდელ დღეს ღმერთმა კიდევ ერთი მასწავლებელი უნდა გამოაგზავნოს. რომლის ლაპარაკი და გადმოცემული ცოდნა აღიბეჭდება სხვადასხვა ჩასაწერ საშუალებებზე და გადაეცემა მომავალ თაობებს. ამ შემთხვევაში ჩემი აზრი ემთხვევა იოანეს სახარებაში მოყვანილ მითითებას. |
armani |
![]()
პოსტი
#147
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,521 ![]() |
Дух - это отражение Бога Всемогущего. То есть это частичка Бога внутри нас. То есть это наше "Я", которое по своему качеству подобно Богу (вспомните цитату из "Бытие" в Библии). То есть наш Дух - это есть Бог, то есть мы являемся Богом, но находясь в низших мирах проявления нашего сознания мы идентифицируем себя (осознаем себя) как нечто иное, обремененное законами и принципами того существования.
То, что условно и образно мы наделяем собственной сутью, называется Эго. Эго - оно индивидуально и адекватно для существования в материальном мире, но воспринимая себя в своем сознании именно как Эго, мы перестаем осознавать себя как Дух. Процесс осознания в полной мере себя как Дух (осознания, а не становления, или представления) и называется духовным ростом, хотя это выражение, как Вам теперь должно быть ясно, весьма и весьма условно. |
დიაკ. მაქსიმე |
![]()
პოსტი
#148
|
![]() დიაკონი მაქსიმე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 15-August 07 მდებარ.: ქ. ქუთაისი წევრი № 2,607 ![]() |
ცრეინკარნაციის იდეის მიმდევრებს ვეტყვით: კაცთა მოდგმის მტერი გატყუებთ. გინერგავთ იმედს, რომ განკითხვა არაა საბოლოო და გარდაცვალების შემდეგ გაქვთ შანსი დაბრუნდეთ დედამიწაზე და მეორე ცხოვრება უფრო სათნოდ გალიოთ, მაგალითად ძაღლის როლში ( ალბათ უფრო კარგად უდარაჯოთ ეზოს და თუ ამ ამპლუაში თავს გამოიჩენთ, შეუერთდებით შემოქმედს, განიღმრთობით, ანუ სასუფეველს დაიმკვიდრებთ
![]() კეთილგონიერი კაცი იფიქრებს, თუ მართმადიდებლობა აღმოჩნდა სწორი და უკან აღარ გამომიშვეს, მერე რაღა ვქნაო? -------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
iraklidze |
![]()
პოსტი
#149
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
რეინკარნაციის იდეა მართლაც საკმაოდ არარეალურად ჩანს, თუმცა ადამიანისთვის შეიძლება უფრო გასაგები იყო და იმიტომ ჩამოყალიბდა. როცა მას აუხსნეს ისევ ადამიანი იქნებიო უფრო გაიგო, მე ასე ვფიქრობ.
ციტატა ყველას თავის თავი მართალი ჰგონია ამაშია საქმე. თითოეულ ადამიანს თავისი სიმართლე აქ, და ძნელია იგი გადაათქმევინო. ასე რომ მე არ მიმაჩნია სწორად კატეგორუილი მტკიცება რაღაც რაღაცეების, მითუმეტეს ისეთების რომლებიც ცხადი არაა. სულის არსებობც ცხადია, მაგრამ თუ რა მოუვა მას სიკვდილის შემდეგ, ვერავინ იტყვის დაბეჯთებით. ეგ არავის უნახავს, და არც არაფერში ჩნას. ის რომ ვიღაცამ დაწერა არ ნიშნავს რომ მთლიანად მართლაია, ბუდიზმიც, იუდაიზმიც, მუსულმანობაც ვიღაცამ დაწერა, რატომაა ისინი მცდარი? -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
afxazi |
![]()
პოსტი
#150
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
რეინკარნაცია და ქრისტიანობა
თანამედროვე ოკულტური სისტემების (თეოსოფია, შტაინერიზმი, ასტროლოგია და სხვ.) ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებას რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულების (მეტემფსიქოზის, სულთა ტრანსმიგრაციის) თეორია წარმოადგენს, რომელიც თავის დასაბამს ინდურ რელიგიებში (ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი) იღებს. სწორედ რეინკარნაცია და მასთან დაკავშირებული კარმული კანონია ის ძირითადი იდეა, რაც საერთოა ამ სამი რელიგიისათვის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს სამივე მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თეოლოგიური და კოსმოლოგიური შეხედულებებით ეს სამი რელიგია ფრიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, კერძოდ ინდუიზმი პანთეისტური იდეალიზმია, ბუდიზმი - რელიგიური აგნოსტიციხმი, ჯაინიზმი კი - ათეიზმი. თავის მხრივ, ინდუიზმი და ბუდიზმი უხვად ასაზრდოებენ თანამედროვე ოკულტურ სწავლებებს და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეტემფსიქოზის თეორია აგრერიგად პოპულარულია ოკულტიზმის ადეპტთა შორის. მათი მტკიცებით, რეინკარნაცია დამახასიათებელია უძველესი დროიდან მოყოლებული ყველა რელიგიისათვის და იგი თვით ქრისტიანობისთვისაც არ არის უცხო. ე.რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა მეტემფსიქოზს და იგი თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აუკრძალიათ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 553 წელს. უძველეს ხალხთა მითოლოგიისა და რელიგიის გაცნობას საპირისპირო დასკვნამდე მივყავართ. რეინკარნაციას არ იცნობს არც შუმერთა, არც ძველ ეგვიპტელთა და არც ძველი აღთქმის თანატოლოგია. რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისათვის. მართლაც ძველ ეგვიპტეში უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ. საყურადღებოა, რომ მეფეთა და დიდგვაროვანთა პატივით დაკრძალვა, როდესაც მიცვალებულს თან ათასგვარ სიმდიდრესა და მსახურებსაც კი ატანდნენ, მრავალი ძველი ხალხის ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. შუმერებიც, ებრაელებიც და ძველი ბერძნებიც გარდაცვლილ სულთა სამკვიდროდ საიქიო ქვეყანას მიიჩნევდნენ, რომელსაც შუმერულად „ქური“ ეწოდება, ებრაულად „შეოლი“, ხოლო ბერძნულად „ჰადესი“ და რომლიდანაც უკან არავინ ბრუნდება. იქ სულები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხადია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ამგვარი წარმოდგენები სავსებით ეწინააღმდეგება რეინკარნაციის შესახებ სწავლებას. ეს უკანასკნელი არც ძველ ჩინურ რელიგიებში (კონფუციანელობა, დაოსიზმი) ჩანს, პირიქით, ჩინურ ტრადიციაში დიდი ადგილი ეთმობა წინაპართა სულებზე ზრუნვას, რომელიც მკაცრი, რიგორისტული წესებით აღესრულება. მეტიც, მეტემფსიქოზის თეორიას ვერ ნახავთ თვით ინდოელთა უძველეს რელიგიაში - ვედიზმში. ვედური ტექსტები (XVI ს. ჩვ.წ.აღ-მდე), ამის შესახებ არაფერს ამბობენ. რეინკარნაციის შესახებ ცნობა პირველად უპანიშადებში გვხვდება (VI ს. ჩვ.წ.აღ-მდე). სულთა გადასახლებას არ იცნობს არც ზოროასტრიზმი, უცხოა იგი ისლამისთვისაც. თვით გნოსტიკოსთა შორისაც მას მხოლოდ ვასილიდე და კარპოკრატე იზიარებდნენ. ეგვიპტურ გარემოში მეტემფსიქოზზე სწავლება პირველად ე.წ. „ჰერმეტიკულ კორპუსში“ ჩნდება, მაგარამ ჰერმეტიზმი სულაც არაა ძველეგვიპტური წარმოშობის. იგი ახ.წ. III ს-შია დაწერილი ბერძნულად და სტოიციზმისა და პლატონიზმის კვალი ატყვია. ბერძნულ სინამდვილეში მეტემფსიქოზზე ცნობები შემოინახეს ორფიკულმა ტექსტებმა, სულთა გადასახლებას აღიარებდა პითაგორაც, რომლის მოძღვრებაც არ იყო წმინდა ბერძნული მოვლენა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფია მკვეთრ დისონანსს ქმნის საერთო ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურ ხაზთან. ის ფაქტი, რომ პითაგორა თავს ტროას ომის მონაწილე ევფორბის განსხეულებად თვლიდა, შემდგომში მახვილგონივრულად გააკრიტიკა ტერტულიანემ. მეტემფსიქოზის შესახებ სწავლების დამკვიდრებას ანტიკურ წარმართობაში ხელი შეუწყო პლატონის მოძღვრებამ, რომელმაც დასრულებული სახე ნეოპლატონიზმში მიიღო. რაც შეეხება იუდეურ ტრადიციას, მისთვის რეინკარნაციის ცნება უცხო რჩებოდა თვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომაც და მხოლოდ VIII საუკუნეში მიიღო იგი კაბალამ, რომელმაც სრულიად გაითავისა და ჩამოყალიბებული სახე მისცა სულთა ტრანსმიგრაციის შესახებ სწავლებას (სხვათა შორის სულთა გადასახლებას აღიარებენ თანამედროვე ტოტალიტარული სექტის - „საიენტოლოგიის“ მიმდევრებიც). როგორც ვხედავთ, მიუხედავად თეოსოფოსთა დაჟინებული მტკიცებისა, რეინკარნაცია არ არის არც უძველესი და არც საყოველთაო-რელიგიური სწავლება. იგი ბევრად უფრო გვიანდელია და მხოლოდ გარკვეული რელიგიებისა და ფილოსოფიური სისტემებისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მისთვის, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეტემფსიქოზი თავისი არსით სრულიად უცხო და მიუღებელ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, რის გამოც რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი. აშკარად და ერთმნიშვნელოვნად გმობს მეტემფსიქოზს მთელი IV-V საუკუნეების პატრისტიკა (კაბადოკიელი მამები, იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი, მეთოდე ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ.). რეინკარნაციის თანამედროვე მომხრენი განსაკუთრებით ხშირად ორიგენეს პერსონით სპეკულირებენ. ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა. ამ კრებამ უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორიგენეს სწავლებათა სიმცდარე, რადგან, როგორც ჩანს, იყო მათი ხელახლა აღორძინებისა და ეკლესიურ სწავლებაში შემოტანის მცდელობა. კრების ოქმებში კი სიტყვა მეტემფსიქოზი საერთოდ არაა ნახმარი. სხვათა შორის, ეკლესიამ ასევე დაგმო XI საუკუნეში იოანე იტალოსის რეინკარნაციული იდეები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია სწორედ მაშინ რეაგირებდა მწვავედ ქრისტიანობისათვის უცხო, მწვალებლურ სწავლებებზე, როცა ამის საჭიროება დგებოდა. ასე რომ, საფუძველშივე მცდარია ის აზრი, თითქოს ეკლესია VI საუკუნემდე იწყნარებდა სულთა გადასახლების თეორიას და შემდეგ რაღაც ახირების გამო უარყო იგი. თეოსოფოსთა მტკიცებას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მონოფიზიტი ქრისტიანები (სომხები, კოპტები, ეთიოპიელები), რომლებიც ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ჩამოსცილდნენ ერთიან ეკლესიას და მათთვის V საეკლესიო კრება არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს, სულაც არ იზიარებენ რეინკარნაციის თეორიას. ანალოგიური მდგომარეობაა ნესტორიანელებშიც, რომლებიც დედა ეკლესიას კიდევ უფრო ადრე, ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ (431 წ.) დაშორდნენ. ეს რაც შეეხება საკითხის ისტორიულ მხარეს; ახლა განვიხილოთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება რეინკარნაციის თეორია მისგან გამომავალი ყველა შედეგითურთ ქრისტიანობას. უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმიურ მყოფობას და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა „ჩვენი“ ახალი სხეულების ფორმირებისას, ე.ი. ცოდვაა ის დემიურგი, რომელიც ქმნის და ინახავს ადამიანურ ინდივიდუალობას. მეტემფსიქოზის თეორიის მიხედვით, ადამიანს წინარე ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვა მომდევნო ცხოვრებისას თავად დაატყდება თავს. პლოტინი წერდა, რომ „ის, ვინც მოკლავს საკუთარ დედას, შემდგომში თვითონაც საკუთარი შვილის ხელით მოკვდებაო“ (ენეადები III,2), ხოლო თანამედროვე დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება „ბოროტების შენახვის კანონის“ სახეს იღებს, ე.ი. გამოდის, რომ ჩემს მიერ (და სხვათა მიერ) ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმულღ კანონისათვის უცხოა ბიბლიის სიტყვები: „შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9,17). ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც. ეს კი სიკეთისა და ბოროტების განმასხვავებელი კრიტერიუმის არარსებობას მოასწავებს, მართლაც, თუ სულის მაღალ, ზეციურ რანგში მყოფობა არ შეიცავს სიხარულის სისრულეს, რამეთუ იქაც შესაძლებელი და მეტიც, გარდუვალია ცოდვა, ხოლო ამავე დროს ხეს, თაგვს, მაიმუნს, ღორს, შეიძლება რაიმე სათნოება გააჩნდეთ, რაც მათ უკეთესი გარდასხეულებისაკენ მიიყვანს. თუ ვაღიარებთ, რომ სული, რომელიც ზეცაში იმყოფება, ცოდვაში ჩავარდნის გამო სხეულებრივ ცხოვრებას იწყებს და შემდეგ კვლავ ზეცად ბრუნდება, გამოდის, რომ სხეულებრივი სიცოცხლე ხელს უწყობს ცოდვისაგან განწმენდას, ხოლო სულიერი ცხოვრება ზეცაში ბოროტების საწყისად გვევლინება. როგორც ვხედავთ, მეტემფსიქოზის თეორია შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: თვლის რა სხეულებრივ ბუნებას ვნებისადმი დაქვემდებარებულად, იგი იმავდროულად ამტკიცებს, რომ ვნებიან გარემოცვაში შესაძლებელია ვნებათაგან განწმენდა, ხოლო მიიჩნევს რა ზეცას უვნებო ყოფიერების სფეროდ, მაინც უშვებს, რომ სწორედ იქ იწყება ყოველგვარი ვნება და შესაბამისად ცოდვაც. ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის ის ფაქტი, რომ რეინკარნაციის ზოგიერთი მიმდევარი უარყოფდა ადამიანის სულის ცხოველისა და მცენარეში ჩასახლების შესაძლებლობას და მხოლოდ სულის ერთი ადამიანიდან მეორეში გადასახლებას აღიარებდა. მაგ., პლოტინის მოწაფე პორფირიუსს სამარცხვინოდ მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ქალს, რომლის სულიც ცხენის სხეულში ჩასახლდებოდა, შესაძლებელი იყო ზურგით ეტარებინა საკუთარი შვილი, მაგრამ, როგორც ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „განა ნაკლებ საშინელი და სამარცხვინოა იმის წარმოდგენა, რომ იგივე ქალი, რომელიც შემდგომში ქალწულის სხეულით იქნება შემოსილი, შესაძლებელია საკუთარ ვაჟს გაჰყვეს ცოლადო“ (ღვთის ქალაქი X,30). მეტემფსიქოზის თეორია პლატონური სპირიტუალიზმიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც სხეული, როგორც მატერიალური საწყისი სულის დილეგია, პლატონი „კრატილოსში“ სხეულს (ბერძნ. სომა) და საფლავს (სემა) აიგივებს, ხოლო პლოტინს რცხვენოდა, რომ სხეული გააჩნდა. ინდუიზმის მიხედვით კი, რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი უპიროვნო აბსოლუტი - ბრაჰმანი, რომელიც ადამიანში ატმანის სახით ვლინდება (იგი აბსოლუტის იგივეობრივია). ცხოვრება ბოროტებაა (მარა), სამყარო ოილუზია (მაია). ასევე მირაჟია ადამიანური სხეულიც, რომელსაც ტანისამოსზე მეტი ღირსება არ გააჩნია. იგი უფრო უცხოა სულისათვის, ვიდრე სამოსი. ინდუიზმი და ბუდიზმი არ იცნობს პიროვნებას, როგორც სულიერ-ფიზიკურ მონადას, რეინკარნაციის თეორია ადამიანს არწმუნებს, რომ ცოდვა ადამიანის არსებას არ ეხება, რომ იგი რაღაც უცხო რამ არის, ხოლო ადამიანის არსება - ატმანი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება. პიროვნების უარყოფით მეტემფსიქოზის მომხრენი სიყვარულის ადგილს აღარ ტოვებენ, რადგან სიყვარულის ობიექტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს. მოყვასის სიყვარული - ილუზიაა, რადგან მალე ისინი სხვა სხეულებში გადასახლდებიან და სამარადისოდ გაგვშორდებიან. ავადმყოფი ბავშვის სარეცელთან მწუხარედ დახრილი დედა, ან მომაკვდავი დედისაგან კურთხევის მომლოდინე შვილები - მხოლოდ ნიღაბია, წარმოდგენაა, ამიტომაც ამბობდა სვამი ვივეკანანდა: „იცინეთ განშორების ჟამს“. ქრისტიანობა კი პიროვნულ უკვდავებას გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, რომელიც იმქვეყნადაც მიგვყვება, ქრისტიანული ეკლესია აერთიანებს ამქვეყნად მყოფთაც და გარდაცვლილთაც. ქრისტიანობა ოჯახს პატარა ეკლესიად მიიჩნევს, რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს? რა ფასი აქვს ამგვარ ცოლ-ქმრულ ერთობას, თუკი იგი მხოლოდ ეტაპია მომავალი განსხეულების გზაზე? როგორც ცნობილი არგენტინელი მწერალი, ლუის ბორხესი გადმოგვცემს, მაჰათმა განდი საავადმყოფოების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი თურმე ხელს უშლიან კარმის კანონის ბოლომდე მოქმედებას. პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული სიცოცხლისათვის. „აპოლოგეტიკური წერილები“, თბილისი, 2001 წ. ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
დიაკ. მაქსიმე |
![]()
პოსტი
#151
|
![]() დიაკონი მაქსიმე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 15-August 07 მდებარ.: ქ. ქუთაისი წევრი № 2,607 ![]() |
აბრაკადაბრაა ეგ ყველაფერი
![]() -------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
izo |
![]()
პოსტი
#152
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 ![]() |
- ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს. ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა. საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად. არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე. (მამა თეოდორე გიგნაძე) იქნებ ვინმე დამეხმაროს სიტყვების "პნევმა" და "ფსიხი" განმარტებების მოძიებაში? ძალიან მაინტერესებს... წინასწარ მადლობა ყველას ![]() |
konstantin Logos |
![]()
პოსტი
#153
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 ![]() |
ტრადუციონიზმს აზრი მაშინ აქვს თუ ვაღიარებთ სულის სხეულებრივობას, ანუ სულის მატერიალურობას.
მე პირადად ვიხრები იმისკენ, რომ სული მატერიალურია, უბრალოდ ეს მატერია თხელი და უხილავია, ეთერულია. შესაბამისად სულიც იქმნება სხეულთან ერთად, იქმნება მშობლების სულებისგან. უხეშად რომ ვთქვათ მშობლების ენერგია, მშობლების ცეცხლი - ახალ სხეულში გადადის და დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. რა თქმა უნდა ამით არაფერი აკლდება მშობლებს, ისინი მხოლოდ წყაროა ამ ენერგიის (ცეცხლის). პირველი ადამიანების ცოდვის შედეგები სწორედ ასე გადავიდა მთელს კაცობრიობას. როცა ვამბობ ადამიანს, ვგულისხმობ მის ყველა კომპონენტს (სხეულსაც და სულსაც) იოანე კრონშტადტელი: ”ბავშვები იღებენ მშობლებისგან თავიანთ ბუნებას - სულსაც და სხეულსაც; მხოლოდ შესაძლებლობების ხარისხს ზრდის ან ამცირებს ღმერთი. „ ” სული იბადება სხვა სულისგან ისევე, როგორც სინათლე სინათლისგან და ცეცხლი ცეცხლისგან.” "სხეული და სული წარმოიქმნება ღმერთის ბრძანებით მამაკაცის და დედაკაცის შერწყმით (ფსევდო-ათანასე) "სული შედის დედის წიაღში, რომელიც მზადაა ჩასახვისთვის განწმენდის მეშვეობით....როცა გამოდის თესლი, მასში ისახება სული, და ამგვარად ხელს უწყობს ნაყოფის ჩამოყალიბებას.... (კლიმენტი ალექსანდრიელი) "როგორც ხორბლის მარცვალში...ვამბობთ, რომ მასში ყველაფერია.. ასევეა ადამიანის თესლში... მანდ არის სულიც, მაგრამ თავიდან ის შეუჩმნეველია(უმნიშვნელოა)...სული - სულიერი საქმიანობა, - იზრდება ადამიანში, ვითარდება“ (გრიგოლ ნოსელი) „სული უკვე იმყოფება თესლში. ამიტომ არასწორია იმაზე საუბარი, რომ სული სხეულზე ადრე წარმოიქმნა, ან სხეული შეიქმნა სულის გარეშე.“ (გრიგოლ ნოსელი) |
A.V.M |
![]()
პოსტი
#154
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
konstantin Logos
გული გონიერის მე-3 ნაწილი გაქვს წაკითხული? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
konstantin Logos |
![]()
პოსტი
#155
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 ![]() |
A.V.M
ციტატა გული გონიერის მე-3 ნაწილი გაქვს წაკითხული? ედიშერ ჭელიძის სტატია სულების წარმოშობის შესახებ? კი წაკითხული მაქვს და არ ვეთანხმები... |
A.V.M |
![]()
პოსტი
#156
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ედიშერ ჭელიძის სტატია სულების წარმოშობის შესახებ? კი წაკითხული მაქვს და არ ვეთანხმები... კარგი საუბარი წავიდოდა ახლა მაგრამ ეგ არაფერი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
![]()
პოსტი
#157
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,866 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გამოაწრთეთ საკუთარი სხეული ისე, რომ ასი წელი იცოცხლოს, სულისთვის კი ისე იზრუნეთ, თითქოს ხვალ უნდა აღესრულოთ."
/მამა იერონიმე ეგინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
![]()
პოსტი
#158
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
"გამოაწრთეთ საკუთარი სხეული ისე, რომ ასი წელი იცოცხლოს, სულისთვის კი ისე იზრუნეთ, თითქოს ხვალ უნდა აღესრულოთ." /მამა იერონიმე ეგინელი/ ვა, რა მაგარი ნათქვამია. ძალიან მომეწონა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
marine |
![]()
პოსტი
#159
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,866 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Giorgi Kadagishvili |
![]()
პოსტი
#160
|
![]() Giorgi Kadagishvili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 ![]() |
ეკუმენისტი
ციტატა ყველაზე ახლო ჭეშმარიტებასთან ეს არის ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ ყველაზე ახლოს ჭეშმარიტებასთან რაც არის ჭეშმარიტ წერილში წერია: ძველი აღთქმა დაბადება თავი მეექვსე 3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. გიორგი ციტატა სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს ნიშნასვ, რომ სული დაუბრუნდებოდეს იმას ვინც შექმნა რატო ნიშნავს ესე? ციტატა მაგრამ ამაში არ იგულისხმება, რომ სული სულ იყო. რატომ არ იგულისხმება? ციტატა ეს ასე არ უნდა გავიგოთ რატომ არ უნდა გავიგოთ ეგ ეგრე? -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი