IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

23 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
Giorgi Kadagishvili
პოსტი Mar 8 2014, 07:49 PM
პოსტი #161

Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384

southruislip
ციტატა
მე მოგიყვანთ მაგალითს იოანეს სახარებიდან , რომელსაც თქვენ სხავანაირად განმარტავთ ,მაგრამ შეიძლება სხვანაირად დავინახოთ, კერძოდ დაკვირვებით გადაავლეთ თვალი იოანეს სახარების იმ ადგილებს სადაც იესო თავის მოსწავლეებს სხვა მასწავლებლის- სულიწმინდის- მოვლინებას წინასწარმეტყველებს, სადაც გარკვეულად არის ნათქვამი, რომ იგი ასწავლის და გაახსენებს რაც მათთვის უთქვამს. ანუ მისი სიკვდილის შემდეგ იესო წინასწარმეტყველებს სხვა მასწავლებლის მოვლინებას,

როდის შემდეგ? მას შემდეგ რაც სულიწმიდის მასწავლებლად და მოციქულთა წარმმართველად გარდამოსვლაზე იწინასწარმეტყველა, ამის შემდეგ კიდევ რაიმე სხვა ახალ მასწავლებელზე წინასწარმეტყველებს?
ციტატა
ლოგიკურად , რომ ვიფიქროთ რატომ სჭირდებოდათ სხვა მასწავლებელი იმ დროს.

აქ ჰიპოსტასურ სხვაობაზეა საუბარი და არა არსით სხვაობაზე და სჭირდებოდათ იმიტომ რომ ძე ღმერთს უნდა დაეტოვებინა მატერიალური სამყარო და მათთან სულიწმიდით ყოფილიყო ვიდრე უკუნისამდე.
ციტატა
აქ ნაგულისხმებია

როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა "იგულისხმება" ეს სიტყვა უკვე განმმარტებლად გაქცევთ და მერე საკუთარ აზრს ახვევთ სხვას თავზე როდესაც ყვებით რა იგულისხმება, არადა ის სულაც არ იგულისხმება რასაც თქვენ გულისხმობთ.
ციტატა
რომ ისინი დაიბადებოდნენ მომავალში როდესაც სხვა მასწავლებელი (წინასწარმეტყველი) დაიბადებოდა

ეს თქვენი საკუთარი ინტერპრეტაციაა, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია არც საფუძველი წმინდა წერილიდან, ერთადერთი ეყრდნობა სიტყვა "იგულისხმებას" ანუ თქვენს ნაგულისხმევს, თქვენის ნაგულისხმევებს ჩვენ უპირობო ჭეშმარიტებად ვერ მივიღებთ.

ციტატა
. მე პირადად ამას ვხვდებიოდი და ჩემი საზღვარგარეთ ვიზიტის დროს ერთ -ერთმა მუსულმანმაც ეს ადგილი მომიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ მუჰამედის მოსვლას იესო წინასწარმეტყველებდა,

თქვენ პირადად და ეგ მუსლიმანიც შეცდა იმიტომ რომ 1. იესო წინასწარმეტყველებს ნუგეშისმცემელი სულიწმიდის გარდამოსვლას (და არა 9 წლის ბავშვთან პედოფილური სექსუალური აქტის მქონე ცრუწინასწარმეტყველის მოსვლას) და 2. მისი წინასწარმეტყველება მისივე ამაღლებიდან სულთმოფენობად წოდებულ 50-ე დღეს აღესრულა.
ციტატა
ეს, რომ ასე იყოს რაც მე ვთქვი ის მასწავლებელი რომელიც მოვა (შეიძლება დღესაც არის ამ ქვეყანაზე)

რომელიც მოვა არა, რომელიც მუდამ იყო და შეიძლება დღესაც არის კი არა, დაუსაბამოდ დაუსრულებელია, ყველგან მყოფი და ყოვლის აღმვსები. მოვა რომ ამბობს რა სადმე კი არ იყო წასული? თავად მასში იყო და მოციქულებშიც იყო იქვე და იმჟამს რაჟამსაც იძახის რომ მოვა, ესე იგი ეს მოსვლა მის ფუნქციონალურ სპეციალური საქმიანობის აღმნიშვნელია, ამ შემთხვევაში ნიჭთა ბოძებისა და არა არსით თანდასწრებისა, არსით თანდასწრებული ყოველთვის იყო აღთქმის კიდობნით დაწყებული რიყეზე დაგდებული ქვით დამთავრებული.
ციტატა
აუცილებლად ილაპარაკებს რეინკარნაციაზე

აქ უკვე აშკარა წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე. ჩ.ტ. რასელის რა ხარ?
ციტატა
მე მაკვირვებს ერთი რამე , თქვენ ამბობთ რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებიაო იესო ქრისტეს მოსვლა. ახალ აღთმაში (იოანე სახარებაში) ნათლად წერია სხვა მასწავლებლის მოსვლა და ამაზე დუმხართ და არაფერს ამბობთ.

ეგ იმიტომ გაკვირვებს რომ არ მიწყინო და თეოლოგია შენთვის ისეთივე ხილია, როგორც ჩემთვის მანჯურიული.
ციტატა
არამედ ინდუიზმის რელიგიაში
ასევე აქვთ წმინდა სამება, კერძოდ ღმერთს ისინი უწოდებენ ბრაჰმას, სამების ელემენტები: შივა(მამა ღმერთი) ვიშნუ (სულიწმინდა), განეშა (ძე ღმერთი)

აი კიდევ ერთი დასტური თქვენი საღვთისმეტყველო გაუნათლებლობისა, ინდუისტურ ტრიადას ვერ არჩევთ სამებისაგან, მაგრამ არაუშავს სწავლა სიბერემდეო ხომ გაგიგიათ? სიტყვა სამება არ ნიშნავს სამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ღმერთს, როგორებიც არიან ბრაჰმა შივა და ვიშნუ, არამედ ერთ ღმერთს გამოვლენილს სამ ჰიპოსტასში.
ციტატა
მაგრამ ინდოეთში ასევე არიან სხვა მასწავლებლები ,რომლებიც კორექტირებას უკეთებენ ინდუიზმს და კასტებად დაყოფას უარყოფენ.

მაგალითად ვაიშნავები არა?

--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2014, 12:08 PM
პოსტი #162

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი დილას“.
/არქიმანდრიტი სოფრონი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi Kadagishvili
პოსტი Oct 25 2014, 12:09 AM
პოსტი #163

Giorgi Kadagishvili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 140
რეგისტრ.: 18-October 13
წევრი № 13,384

მხევალი ნინო
ციტატა
უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა

უკვე შეცდომით იწყებ მსჯელობას, ბერეშითში სული არ წერია, არამედ ნიშმათ ხაიიმ, რაც სიცოცხლის სუნთქვას ნიშნავს.
ციტატა
ალბათ ასე წარმოიშვა სული

ვაი დაღუპულო ერო.
ციტატა
მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.

ვაი დაღუპულო საქართველოვ.

--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2014, 02:55 PM
პოსტი #164

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო".

/წმ. ევსუქი ხუცესი/

სულიერი სიფხიზლის განსამტკიცებლად

პრინციპულობა - უნარი, კრიტიკულად გადახედოს სხვათა რჩევებსა და შემოთავაზებებს და საკუთარი ღირებულებების გათვალისწინებით მიიღოს ან უარყოს ისინი".

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2014, 02:17 PM
პოსტი #165

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უფლის ხატება ადამიანის სხეულში ვლინდება, ხოლო მსგავსება სულიდან მომდინარეობს".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2014, 02:17 PM
პოსტი #166

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"როგორი უნდა იყოს ადამიანი, თუკი იგი სულით განწმენილია?

განწმენდილი თუ არის ადამიანის სული, მას თავის თავში არაფერი უნდა ჰქონდეს, გარდა ღმერთისა, და სხვას არაფერს უნდა მიაპყრობდეს თავის ყურადღებას, თვინიერ შემოქმედი ღმერთისა".

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2014, 07:36 PM
პოსტი #167

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სული შეიყვარე, რომელიც სხეულს ასეთ მშვენიერებას ანიჭებს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 23 2014, 10:09 PM
პოსტი #168

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

რადგან ადამიანის და პირუტყვის ხვედრი ერთია! ერთის სიკვდილი მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას! კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს! კაცო ვერაფრით ვერ უპირატესობს ვერაფრითო და რაღას აბრალებთ ადამიანს რომ თითქოს რაღაც ცალკეული უკვდავი სული (სუბსტანცია) აქვს?! სამსონი _ მოკვდი სულო ჩემო ფილისტიმელებთან ერთად! უფალი იესო ქრისტე _ სასიკვდილოდ არის დამწუხრებული სული ჩემი! რავიცი საიდან მოგაქვთ ეს უკვდავი სულის თეორია ვერ ვხვდები?!
blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 24 2014, 10:32 AM
პოსტი #169

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

esre ars cheshmariteba
ციტატა
რავიცი საიდან მოგაქვთ ეს უკვდავი სულის თეორია ვერ ვხვდები?!

აა სული მოკვდავია? biggrin.gif

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 25 2014, 05:22 PM
პოსტი #170

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს".

"ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა - ბოროტი".

/წმ. ანტონი დიდი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 1 2014, 01:00 PM
პოსტი #171

მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848

სული შეიძლება სხვაგან დაბადებულიყო? ანუ შეიძლება ჩემი ხორცი იგივე ყოფილიყო, მაგრამ სული სხვა ქონოდა? ეს ღმერთის გადაწყვეტილებით ვარ ამ ქვეყანაში ამ საზოგადოებაში და ამ ოჯახში? ერთმა იუზერმა დაწერა ღმერთმა რო დაისვენა მეშვიდე დღესო იქ მორჩა ყველაფერიო ანუ შემდგომი ადამიანის სულიც კი მშობლების სულების შეერთებით თუ რაღაც მსგავსით იქმნებაო, არ მინდა დავიჯერო, რომ ღმერთმა არ შემქმნა კონკრეტულად მე და არა ზოგადად ადამიანი ეგ ვიცი რომ ადამი შექმნა ღმერთმა მაგრამ მე საიდან მოვდივარ საიდან მოდის ჩემი სული? განა ღმერთი არ შექმნა იის?

--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 1 2014, 07:39 PM
პოსტი #172

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

sanfol

ღმერთი ინდივიდუალურად ქმნის ყოველი ადამიანის სულს. მშობელთა სულებისგან შვილის სულის შექმნის შესახებ სწავლება არის ცრუ სწავლება. ყოველი ადამიანის სულს ქმნის ღმერთი.

რაც შეეხება მეშვიდე დღის დასვენებას, ამას მშვენივრად ხსნის ნეტარი ავგუსტინე:

"სხვა ყველაფერი, რაც, მაშ, ხსენებული აზრის (სულთა ახლად შექმნის, ე.ჭ.) წინააღმდეგ ითქმის, ვფიქრობ, ადვილად შემიძლია უარვყო. მაგალითად, ისმის ის [კითხვა], რითაც მავანნი ამ აზრის დამმარცხებლად წარმოაჩენენ თავს: როგორღა აღასრულაო ღმერთმა ყველა თავისი საქმე მეექვსე დღეს და როგორ დაისვენაო მეშვიდეზე, უკეთუ იგი აქამდე ახალ სულებს ქმნის? თუ ამათ ვეტყვით სახარების [სიტყვებს], რაც ზემოხსენებულ ეპისტოლეში152 გაქვს მოტანილი, რომ "მამა ჩემი ვიდრე აქამდე იქმს" (იოანე 5.17), გვიპასუხებენ: "იქმსო" - ნათქვამია უკვე დაფუძნებულთა წარმმართველობის და არა ახალ ბუნებათა დაფუძნების გაგებით, თორემ წინააღმდეგობაში იქნებოდა იგი "შესაქმის" წიგნთან, სადაც უცხადესად არის ნათქვამი, რომ დაისვენა ღმერთმა თავისი ყველა საქმისგან. ამასთან, ის, რომ მან დაისვენა, უთუოდ გაიაზრება დასვენებად ახალ ქმნილებათა ქმნადობისგან და არა - [უკვე შექმნილთა] განმგებლობისგან, ვინაიდან იმ ჟამს მან შექმნა არარსებულნი, რომელთა [შემდგომი] ქმნადობისგანაც მან დაისვენა, რადგან სრულიქმნა ყოველივე ის, რაც კი, მანამ სანამ იარსებებდა, განჭვრიტა მან, რომ შექმნადი იყო, რათა შემდეგში არა ისინი, რომლებიც არ არსებობდნენ, არამედ იმათგან, რომლებიც უკვე არსებობდნენ, დაებადებინა და შეექმნა, რასაც კი შექმნიდა. ასე რომ, ორივე მათგანი ჭეშმარიტი ჩანს, ის ნათქვამიც, რომ "დაისვენა თავის საქმეთაგან" და ისიც, რაც ითქვა, რომ "აქამდე იქმს". მართლაც, არ შეიძლება, რომ "შესაქმის" საწინააღმდეგო იყოს "სახარება". მაშ ესენი, რომლებიც ერწმუნებიან არა იმას, რომ ღმერთი ქმნის, იმ ერთის მსგავსად, ახალ სულებს, რომლებიც არ არსებობდნენ, არამედ - ან იმას, რომ იმ ერთისგან, უკვე არსებულისგან, ქმნის [ღმერთი] მათ (ახალ სულებს, ე.ჭ.), ანდა იმას, რომ რაღაც წყაროდან ანუ რამ საცავიდან, რაც მაშინ შექმნა, გზავნის მათ. ადვილად შეიძლება პასუხი გაეცეს მათ, რომ იმ ექვს დღეშიც ღმერთმა ბევრი რამ შექმნა უკვე შექმნილი ბუნებებისგან, როგორც მაგალითად, წყლისგან ფრინველები და თევზები, მიწისგან კიდევ ხეები, ბალახი და ცხოველები, მაგრამ ის, რომ მაშინ შექმნა მან არარსებულნი, თვალნათლივია. მართლაც, არ არსებობდა არარა ფრინველი, არარა თევზი, არარა ხე, არარა ცხოველი; ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ მან დაისვენა იმ ქმნილებათაგან, რომლებიც არ არსებობდნენ და შეიქმნენ. ეს ნიშნავს შეწყვეტას [იმ აზრით], რომ შემდეგში აღარ მომხდარიყო იმათი შექმნა, რომლებიც არ არსებობდნენ. მაგრამ რასაც ახლა ვამბობთ, რომ [ღმერთი] სულებს არათუ, როგორც უკვე არსებულთ, რაღაც (არც კი ვიცი რა) წყაროდან გზავნის, არათუ თავისი თავისგან ცვარავს მათ როგორც თავის ნაწილაკებს, არათუ იმ ერთისგან გამოიზიდავს (trahere), დასაბამში რომ [შექმნა], არათუ ხორცის ბორკილებში შეამწყვდევს იმ ცოდვათა გამო, ხორცის უწინარეს რომ ჩაიდინეს, არამედ - რომ სათითაოდ ახლებს ქმნის იგი, საკუთარს თითოეული იმისთვის, ვინც იშვება, ამით რაღაც ისეთის შექმნას როდი ვამბობთ, რაც ადრე არ შეუქმნია. დიახ, უკვე შექმნა მან მეექვსე დღეს ადამიანი თავის ხატად, რაც უთუოდ გონითი სულის შექმნად გაიგება. ამასვე ქმნის ამჟამადაც და არათუ იმას აფუძნებს, რაც არ არსებობდა, არამედ რაც იყო, იმას ამრავლებს (multiplicando). აქედან ისიც ჭეშმარიტია, რომ იმ არსთა დაფუძნებისგან დაისვენა მან, რომლებიც ადრე არ არსებობდნენ, და ისიც ჭეშმარიტია, რომ არა მხოლოდ მართავს მათ, რომლებიც შექმნა, არამედ ვიდრე აქამდე მოქმედებს მრავალრიცხოვან ქმნადობას იმისას, რაც უკვე შეუქმნია მას და არა, ცხადია, იმისას, რაც არასოდეს ყოფილა. ასე იქნება თუ რა გინდ რა სხვა სახით, მათგან მოტანილ არგუმენტს, რომ ღმერთმა დაისვენაო თავის საქმეთაგან, თავიდან რათა არ გვწამდეს, რომ ვიდრე აქამდე ქმნის იგი ახალ სულებს, არა იმ ერთისგან, არამედ - როგორც იმ ერთს".

http://library.church.ge/index.php?option=...emid=69&lang=en

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 1 2014, 08:55 PM
პოსტი #173

მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848

ციტატა(afxazi @ Dec 1 2014, 07:39 PM) *

ვერაფერი გავიგე sad.gif მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ახალი ადამიანის სულის შექმნა ადამიდან უნდა დავიწყოთ როგორც ის შექმნა სული შთაბერა ღმერთმა ჩვენც ისე გვქმნის? ანუ ადამის სულს დასაბამი ქონდა? ჩვენსასაც აქვს? და თუ არ აქვს საიდან იქმნება?
და კიდევ ერთი მონათესავე სულები არსებობენო როა ნათქვამი ეგ მართალია? და თუ მართალია ეგ რაღას ნიშნავს?

--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 1 2014, 11:40 PM
პოსტი #174

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(afxazi @ Dec 1 2014, 08:39 PM) *

იმდენად ბუნდოვანი სტატიაა რომ ვერაფერს გაიგებ, ანუ ესაა მცდელობა კატა დაიჭირო იქ სადაც ის არ არის! blink.gif ერთი რამ ცხადია რომ უფალმა დასაბამი მისცა მატერიას თავისი მძლავრი დინამიკური ძალით და მან შექმნა პლანეტები და ვარსკვლავები , ხოლო მას შემდეგ უკვე ავტონომიურად იბადება ახალი ვარსკვლავები და გალაქტიკები .

ადამიანის სულზე კიდე რანაირად შეიძლება რომ ვთქვათ ავტონომიურად ანუ თავისთავად დაიბადოს, ეს ცოზა ბუნდოვანია ! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 2 2014, 04:32 AM
პოსტი #175

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Nov 23 2014, 11:09 PM) *

რადგან ადამიანის და პირუტყვის ხვედრი ერთია! ერთის სიკვდილი მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას! კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს! კაცო ვერაფრით ვერ უპირატესობს ვერაფრითო და რაღას აბრალებთ ადამიანს რომ თითქოს რაღაც ცალკეული უკვდავი სული (სუბსტანცია) აქვს?! სამსონი _ მოკვდი სულო ჩემო ფილისტიმელებთან ერთად! უფალი იესო ქრისტე _ სასიკვდილოდ არის დამწუხრებული სული ჩემი! რავიცი საიდან მოგაქვთ ეს უკვდავი სულის თეორია ვერ ვხვდები?!
blink.gif

შმაგი რატომ ართულებ? smile.gif
ადამიანის და ცხოველის ხვედრი ერთია – ეს იმას გულისხმობს, რომ ორივე კვდება. თუკი ამის შემდეგ გამორიცხავ სულის არსებობის გაგრძელებას, რადგან თურმე ხვედრი ერთი ყოფილა, მაშინ ადამიანის მკვდრეთით აღდგომაც გამორიცხე, რადგან ცხოველი მკვდრეთით არ აღდგება (შენ თავსვე უპირისპირდები).

--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2014, 03:48 PM
პოსტი #176

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ადამიანის სული უნიკალურია და მთელი დედამიწის სიმდიდრეც კი ვერ გადასწონის მას...

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 2 2014, 04:07 PM
პოსტი #177

მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848

ციტატა
ვერაფერი გავიგე მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ახალი ადამიანის სულის შექმნა ადამიდან უნდა დავიწყოთ როგორც ის შექმნა სული შთაბერა ღმერთმა ჩვენც ისე გვქმნის? ანუ ადამის სულს დასაბამი ქონდა? ჩვენსასაც აქვს? და თუ არ აქვს საიდან იქმნება?
და კიდევ ერთი მონათესავე სულები არსებობენო როა ნათქვამი ეგ მართალია? და თუ მართალია ეგ რაღას ნიშნავს?

--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 2 2014, 06:26 PM
პოსტი #178

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

sanfol

ციტატა რომელიც მე დავდე ეხმიანება იოანე 5.17-ს, უფრო სწორად კი მის არასწორ განმარტებას, რაც შენ ახსენე, რომ რადგან ღმერთმა დაისვენა მეშვიდე დღეს, აქედან გამომდინარე ის აღარ ქმნის ადამიანთა სულებს. ხოლო ამგვარი შეხედულების მქონენი სახარების მითითებულ მუხლს: "მამა ჩემი ვიდრე აქამდე იქმს", იგებენ ისე, თითქოს აქ მხოლოდ მზრუნველობა იგულისხმება და არა ქმნადობა. სწორედ ამას განმარტავს ნეტარი ავგუსტინე და ამბობს, რომ დასვენებაში იგულისხმება ის, რომ ამის შემდეგ რაღაც ახალი სახეობა არ შეიქმნება, ისეთი რაც არ შექმნილა 6 დღეში. და რადგან ადამიანის სული უკვე ქმნილია ამ დღეებში, მეექვსე დღეს, ამიტომ ის, რომ ამის შემდეგაც იქმნება ღვთისგან ადამიანთა სულები, ეს ხელს არ უშლის მეშვიდე დღეს უფლის დასვენების შესახებ მითითებას.

კვლავ ვიმეორებ, რომ მართლმადიდებლური სწავლებით ყოველი ადამიანის, ყოველი პიროვნების სული უშუალოდ იქმნება ღმერთის მიერ და არსებობას იწყებს სხეულთან ერთად, თანაეზიარებიან რა ურთიერთს მშობლები და იქმნება რა სხეული მათგან. სულთან მშობლებს საქმე არ აქვთ და არც შეიძლება ქონდეთ, რადგან სული მარტივი არსებაა და ურთიერთშობადობას, დაყოფადობას არ ეთვისება. მშობლეთა სულებისგან შვილის სულის წამოშობა არის ცრუ და არამართლმადიდებლური სწავლება.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 2 2014, 06:43 PM
პოსტი #179

მადლობა ეს მაინტერესებდა, ანუ უშუალოდ ღმერთის დადგენილებით ვარ სწორედ მე მე და არა სხვა.
მონათესავე სულები არსებობენო როა ნათქვამი ეგ მართალია? და თუ მართალია რას ნიშნავს ეს?

--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 2 2014, 11:31 PM
პოსტი #180

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003

ციტატა(afxazi @ Dec 2 2014, 07:26 PM) *

sanfol

ციტატა რომელიც მე დავდე ეხმიანება იოანე 5.17-ს, უფრო სწორად კი მის არასწორ განმარტებას, რაც შენ ახსენე, რომ რადგან ღმერთმა დაისვენა მეშვიდე დღეს, აქედან გამომდინარე ის აღარ ქმნის ადამიანთა სულებს. ხოლო ამგვარი შეხედულების მქონენი სახარების მითითებულ მუხლს: "მამა ჩემი ვიდრე აქამდე იქმს", იგებენ ისე, თითქოს აქ მხოლოდ მზრუნველობა იგულისხმება და არა ქმნადობა. სწორედ ამას განმარტავს ნეტარი ავგუსტინე და ამბობს, რომ დასვენებაში იგულისხმება ის, რომ ამის შემდეგ რაღაც ახალი სახეობა არ შეიქმნება, ისეთი რაც არ შექმნილა 6 დღეში. და რადგან ადამიანის სული უკვე ქმნილია ამ დღეებში, მეექვსე დღეს, ამიტომ ის, რომ ამის შემდეგაც იქმნება ღვთისგან ადამიანთა სულები, ეს ხელს არ უშლის მეშვიდე დღეს უფლის დასვენების შესახებ მითითებას.

კვლავ ვიმეორებ, რომ მართლმადიდებლური სწავლებით ყოველი ადამიანის, ყოველი პიროვნების სული უშუალოდ იქმნება ღმერთის მიერ და არსებობას იწყებს სხეულთან ერთად, თანაეზიარებიან რა ურთიერთს მშობლები და იქმნება რა სხეული მათგან. სულთან მშობლებს საქმე არ აქვთ და არც შეიძლება ქონდეთ, რადგან სული მარტივი არსებაა და ურთიერთშობადობას, დაყოფადობას არ ეთვისება. მშობლეთა სულებისგან შვილის სულის წამოშობა არის ცრუ და არამართლმადიდებლური სწავლება.

კარგი დავით ვთქვათ ღმერთი ქმის ყოველი ახალდაბადებულის სულს , მაშინ რატომ ხდება რომ ქვევრს რასაც ჩასძახებ , იგივეს ამოგძახებს? თუ მე ჩემი შვილი ბოროტად აღვზარდე და ვასწავლე მკვლელობა ყაჩაღობა და ყოველივე ცუდი , მაშინ რატომ არ გამოდის ის კარგი ადამიანი ზრდასრულობისას? შეიძლება კი სული განვითარდეს და რაიმე ისწავლოს? განა ანგელოზები ჩვილებად იშვნენ? განა ისინი მომსახურე სულებად არ შექმნა ღმერთმა? როგორ გაჩნდა ადამი ჩამოყალიბებულ არსებად? რანაირად მოხდა ადამის სრული გონის უეცრად არსში შემოყვანა? და რატომ ვერ შეიძლება მოხდეს ჩვილ ბავშვში სრული ზრდასრული სულის შთაბერვა? რანაირად გამოავლინა 10 წლის იესო ქრისტემ წერილების სრული ცოდნა ? და ბოლოს როცა ყენდორში საული ჯადოქრის მეშვეობით სამუელის სულს ამოიხმობს , რატომ წარსდგება ეს სული ხანში შესული სამუელის სხეულის მსგავსად და რატომ არ წარდგა ის ვთქვათ ახალგაზრდა სამუელის სხეულით? ნუთუ სულიც ბებერი იყო? blink.gif

ციტატა(George Leluashvili @ Dec 2 2014, 05:32 AM) *

შმაგი რატომ ართულებ? smile.gif
ადამიანის და ცხოველის ხვედრი ერთია – ეს იმას გულისხმობს, რომ ორივე კვდება. თუკი ამის შემდეგ გამორიცხავ სულის არსებობის გაგრძელებას, რადგან თურმე ხვედრი ერთი ყოფილა, მაშინ ადამიანის მკვდრეთით აღდგომაც გამორიცხე, რადგან ცხოველი მკვდრეთით არ აღდგება (შენ თავსვე უპირისპირდები).

და რომელი იტყვის რომ ადამიანის სული ზევით მიილტვის ხოლო ცხოველისა ქვევით ჩადის ქვესკნელისკენო? მეტი რანაირადღა დაგიკონკრეტოს სოლომონმა? და სულის უკვდავება კიდე მკვდრეთით აღდგომას გამორიცხავს ტატო ხო ასეა? smile.gif სხვათაშორის ტატო ეკლესიასტეს 9:6 აშკარა განხეთქილებამდე მიმიყვანა რადგან ეს მუხლი მართლაც გამორიცხავს მკვდრეთით აღდგომას blink.gif . მაინტერესებს დავითი რას იტყვის ამ მუხლზე ??? როგორ განიმარტება მართლმადიდებლურად?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

23 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th July 2025 - 05:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი