![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
sanfol |
![]()
პოსტი
#261
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
konstantin Logos
თუ ქმნილია მაშინ გაქრობაც თავისუფლად შეუძლია და რაღატო ტანჯავს ხალხს ჯოჯოხეთში? და იმას ვერ მივხვდი თუ მაინც სიტყვითაა შექმნილი, განსაკუთრებულობა რაში გამოიხატება? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
konstantin Logos |
![]()
პოსტი
#262
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 ![]() |
sanfol
ციტატა თუ ქმნილია მაშინ გაქრობაც თავისუფლად შეუძლია ქმნილი და მოკვდავი ერთი და იგივე არ არის. უკვდავი კი არ ნიშნავს აუცილებლად ღვთაებრივს და უქმნელს. თუ სულები უქმნელია, ესეიგი ღმერთის თანამარადიულია... მაშინ ღმერთი მხოლოდ მატერიის შემოქმედი გამოდის, ეს კი ბიბლიას ეწინაამღდეგება. თუ სული უქმნელია, ესეიგი ის ღმერთია, ანუ ჩვენ ღმერთის ნაწილი ვართ, ღმერთის ემანაციები გამოვდივართ ან ერთზე მეტი ღმერთი არსებობს. ანგელოზებიც უკვდავნი არიან, მაგრამ ქმნილები. დამასკელის სიტყვებით რომ ვთქვათ ყველაფერი ნივთიერია ღმერთთან შედარებით, ყველაფერი რამაც დაიწყო არსებობა, დასრულებადია. და თუ რომელიმე არსება უკვდავია, ეს არის ღმერთის მადლით მინიჭებული თვისება. ციტატა და რაღატო ტანჯავს ხალხს ჯოჯოხეთში? ღმერთი არავის არ ტანჯავს. ჯოჯოხეთი არის ადამიანის მცდარი არჩევანის შედეგი, რომელსაც ღმერთი ისევ ადამიანის სასიკეთოდ იყენებს. ციტატა თუ მაინც სიტყვითაა შექმნილი, განსაკუთრებულობა რაში გამოიხატება? ყველაფერი რაც კი შექმნილა სიტყვითაა შექმნილი. ღმერთს არც ხელები აქვს რომ რამე გამოძერწოს მიწისგან, არც ფილტვები და პირი, რომ ისუნთქოს... ბიბლიაში მეტაფორებია გამოყენებული, ღმერთი ანტროპომორფულადაა წარმოჩენილი, რომ ადამიანებისთვის მიახლოვებით მაინც გასაგები იყოს მისი ტრანსცედენტული ბუნება. ადამიანის განსაკუთრებულობის აღსანიშნავად მოვიყვან შემდეგ ფაქტებს: 1) მხოლოდ ადამიანის შექმნისას ღმერთს ჰქონდა წინმსწრები "საბჭო" 2) მხოლოდ ადამიანის შექმნისას ფიზიკური სხეული ღმერთმა შექმნა უკვე არსებული მასალისგან(მიწისგან), ხოლო სული ცალკე შემოქმედებითი მოქმედებით. („შთაბერვა“) 3) სხვა არსებებისგან განსხვავებით ადამიანი წარმოადგენს ღმერთის ხატებას და მსგავსებას, მას აქვს უკვდავი გონიერი სული, მეტყველება, აზროვნება, ძალაუფლება სხვა ქმნილებებზე. აქვე მოვიყვან იოანე დამასკელის სიტყვებს: ასე დააარსა ღმერთმა, ერთი მხრივ, გონისეული არსება, კერძოდ, ანგელოზები და ყველა ციური მწყობრი, რადგან ისინი აშკარად გონისმიერი და უსხეულო ბუნებისა არიან (მაგრამ „უსხეულოდ“ ვამბობ მათ ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით, რადგან მხოლოდ ღვთიურობაა ნამდვილად უნივთო და უსხეულო) მეორე მხრივ, მან შექმნა, აგრეთვე, ის, რაც გრძნობადია: ცა, მიწა და მათ შუაში მდებარენი. სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის მიმნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა, რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებას თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი, ცვალებადი ანუ ნებსითცვალებადი, როგორც, აგრეთვე, ქმნილი, რომელსაც მისი შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებული ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც. უსხეულონი, უხილავნი და უაღნაგობონი ორგვარად გაიაზრება: ერთი მხრივ - არსობრივად, მეორე მხრივ - მადლისმიერად, ანუ ერთი მხრივ - ბუნებით, მეორე მხრივ - ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით. ამიტომ, ერთი მხრივ, ღვთის შესახებ ბუნებითად ითქმის ეს, მეორე მხრივ კი, ანგელოზების, ეშმაკებისა და სულების შესახებ - მადლისმიერად. ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი. ისიდორე სევილიელი: "ამრიგად, ყველა ამ ქმნილებისგან, რომელთა წესრიგიც თანაშევაწყვეთ, რაღაც რაიმესგან და რაღაც არაფრობისგან შექმნა დამფუძნებელმა; ცა, მაშ, და მიწა, და ზღვა, და რაც კი მათში იქმნა, უსახო ნივთიერებისგან დააფუძნა მან, ხოლო თავად ეს უსახო ნივთიერება, და ანგელოზთა მწყობრნი, რომელთა შესახებაც ადრე გვითქვამს, და ადამიანური სული არაფრისგან შექმნა" ("ქმნილებათა წესრიგის შესახებ") |
sanfol |
![]()
პოსტი
#263
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
konstantin Logos
სულები როგორ ცნობენ ერთმანეთს? და ჩემი ცოლი იმ სამყაროშიც ჩემი ცოლი იქნება თუ როგორაა ეს საკითხი? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#264
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უზრუნველობას სხეულზე, სულზე ზრუნვას თავგამოდებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
konstantin Logos |
![]()
პოსტი
#265
|
![]() ქრისტიანი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 ![]() |
sanfol
ციტატა სულები როგორ ცნობენ ერთმანეთს? და ჩემი ცოლი იმ სამყაროშიც ჩემი ცოლი იქნება თუ როგორაა ეს საკითხი? სული არის თხელი სხეული, რომელიც იმეორებს ფიზიკური სხეულის ფორმებს. ციტატები ბიბლიიდან: 1 მეფეთა თავი 28 10 და თქვა დედაკაცმა: „ვინ გამოგიხმო?“ უთხრა: „სამუელი გამომიხმე.“ 11 და როცა დაინახა დედაკაცმა სამუელი, ხმამაღლა იყვირა და უთხრა საულს: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!“ 12 და უთხრა მას მეფემ: „ნუ გეშინია! რას ხედავ?“ უთხრა დედაკაცმა: „ღმერთის მსგავსს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.“ 13 ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?“ თქვა: „მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, გრძელი მოსასხამი ახვევია.“ მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო ის, და მიწაზე დაუკრა თავი და თაყვანი სცა. ლუკას სახარება თავი 16 22 მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. 23 და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში. 24 შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.’ მათეს სახარება თავი 17 2 და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი. 3 და, აჰა, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. 4 და უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა! თუ გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ ირინეოს ლიონელი წერდა, რომ სულს გააჩნია ფორმა, სახე(figuram); ის იღებს სხეულის სახეს, ისევე როგორც წყალი, ჭურჭელში ჩასხმული იძენს ამ ჭურჭლის ფორმას. სულებს გააჩნიათ ადამიანის სახე, ისეთი, რომლითაც შეიძლება იცნო. მაკარი ეგვიპტელი ამბობს რომ სული წარმოადგენს თხელ სხეულს, რომელიც ფიზიკური სხეულის ყველა ასოშია. ეგნატე ბრიანჩანინოვს და თეოფანე დაყუდებულსაც აქვთ ამ თემაზე განხილვები, სადაც ახსენებენ რომ სული ისევეა ცნობადი როგორც სხეულიო. |
sanfol |
![]()
პოსტი
#266
|
![]() მშვიდობისმყოფელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 ![]() |
konstantin Logos
საინტერესოა მადლობა -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
![]()
პოსტი
#267
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სულით უკვე სხვა სამყაროს ჭვრეტდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#268
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სული აღვკაზმოთ სასუფევლის ღირებულებებით, ანგარება გაგვყინავს და მიწიერ სუპერმარკეტად გვაქცევს, სადაც მხოლოდ შეძენით ვიქნებით დაკავებული და არა გაცემით!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#269
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სულის განმაახლებელს უფალი განაახლებს. ამას ვითხოვთ - "სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა"... მიწიერ ქონებას სჯობს სულიერი ქონების განახლება... უფალს მივართვათ მისართმეველი... თუმცა, სულიერება არ არის ისეთი საგანი, რომელსაც ჯიბიდან ამოიღებ და სხვას აჩუქებ... უპოვარი სული ქრისტესთვის ყველაზე ახლობელია"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#270
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სიხარული როგორღაც აფართოებს სულს (ანუ ამსუბუქებს, აფაქიზებს მას), ჭირი (მწუხარება) კი ავიწროებს (ანუ თრგუნავს სულს).
/ლელა ჩხარტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#271
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შინაგანი სიმშვიდე სულის ნეტარი მდგომარეობაა დედამიწაზე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#272
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია"
/დავით გურამიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#273
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყოველგვარი ტკივილი და ტანჯვა სულის ქურაში ღვთის დიდებად და მადლობად გარდაქმნან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#274
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანის მთავარ საუნჯეს წარმოადგენს ღვთისაგან ბოძებული უკვდავი, მარადიული სული, რომელიც არამატერიალურ, არაფიზიკურ, ღვთივმობერილ არსს წარმოადგენს, ამიტომ სიკვდილი მისთვის უცხოა"
/დეკ. გიორგი მალხაზიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#275
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დაცემულ ბუნებას ვინც წინ არ აღუდგება, იგი მალე განმტკიცდება ბოროტებაში და ის სულის სიმსივნედ ექცევა"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#276
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"The soul is healed by being with children."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#277
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სულიერი კომპასი"

#278
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სული სტკიოდა"

#279
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღმერთი იმ ღვაწლის მიხედვით განგვსჯის, რომელიც ჩვენი, საკუთარი ძველი კაცის გამოსწორებისთვის გავწიეთ. თუ სული ნაკლულოვანებებს მოიკვეთს, ქრისტეს წინაშე ის დიდებული წარდგება"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#280
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,851 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სულგაბრძნობილი მამები"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი