![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
missis_kartveli |
![]()
პოსტი
#121
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 ![]() |
miss_kartveli არ დავცინი. იმაზე მეცინება, ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებ იმას, რაც არ გინახავს. არც იმათი გჯერა, ვისაც უნახავს? (სხვათაშOრის ჩემი დიდი ბებია მიყვებოდა, როგორ მოკვდა და გაცოცხლდა მისი დედამთილი და ყვებოდა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ალბათ ამაზეც გაგეცინება) ციტატა მისაუბრია. ვერ იტანენ ჩემნაირებს და პასუხსაც არ იძლევიან. შენც იმიტომ არ გინდა ჰკითხო, რომ იცი რა რეაქციაც მოჰყვება მისი მხრიდან. მე არც ვკითხავ, იმიტომ რომ მე მწამს. შენ რაც არ უნდა გესაუბროს კაცმა ვერ დაიჯერებ, ამიტომ მართლა აზრი არ აქვს შენთან კამათს. აღარ შეგეკამათები, ისე ძალიან მიკვირს როგორ ცხოვრობ რწმენის გარეშე. შენის აზრით უბრალოდ მოევლინე ამქვეყანას და არანაირი დანიშნულება არ აქვს შენს აქ ყოფნას, უაზრობაა ეს ყველაფერი, წუთიერი ცხოვრება და მერე ყველაფერი ქრება. უაზრობა გამოდის ყველაფერი... |
ეგრი |
![]()
პოსტი
#122
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
miss_kartveli
ციტატა სხვათაშOრის ჩემი დიდი ბებია მიყვებოდა, როგორ მოკვდა და გაცოცხლდა მისი დედამთილი და ყვებოდა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ალბათ ამაზეც გაგეცინება კი. ციტატა შენ რაც არ უნდა გესაუბროს კაცმა ვერ დაიჯერებ, ამიტომ მართლა აზრი არ აქვს შენთან კამათს. კაი მაშინ ნუ გააგრძელებ. ციტატა ისე ძალიან მიკვირს როგორ ცხოვრობ რწმენის გარეშე. მშვენივრად. არც მეათედს ვიხდი და არც ცოდვებით ვძიმდები. ციტატა შენის აზრით უბრალოდ მოევლინე ამქვეყანას და არანაირი დანიშნულება არ აქვს შენს აქ ყოფნას აქვს. შვილები უნდა აღვზარდო. საზოგადოებას გამოვადგე. ვიაზროვნო, ვიოცნებო, ვისწავლო და ვიღვაწო. ციტატა და მერე ყველაფერი ქრება ადამიანი ქრება. ხსოვნა რჩება. ციტატა უაზრობა გამოდის ყველაფერი... ჩემთვის არ გამოდის. შენთან კამათს აღარ გავაგრძელებ. როგორც ჩანს შეიძლება ჩემდა უნებურად ცხოვრების აზრი დაგაკარგვინო. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ილია |
![]()
პოსტი
#123
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ციტატა აქვს. შვილები უნდა აღვზარდო. საზოგადოებას გამოვადგე. ვიაზროვნო, ვიოცნებო, ვისწავლო და ვიღვაწო ლენინი არის ლენინი იყო, ლენინი იქნება მუდაამ........ ![]() ![]() ![]() გაიხარე კაი ადამიანი ხარ ![]() რწმენაც მოვა და უფრო კაი გახდები ციტატა მშვენივრად. არც მეათედს ვიხდი და არც ცოდვებით ვძიმდები ჯერ ადრეა ეტყობა ეგ დროც მოვა დამერწმუნე.. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#124
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ეგრი
მე კიდე შენ აზროვნებაზე მეცინება ![]() ![]() ვიცი ეგრის ცხოვრების აზრიიიიი. დარგოს 1 ხე, ააშენოს სახლი,ყავდეს ოჯახი ![]() |
ეგრი |
![]()
პოსტი
#125
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
ილია
ციტატა ლენინი არის ლენინი იყო, ლენინი იქნება მუდაამ........ ეგ ხოო, ეგ ხოო. ციტატა ჯერ ადრეა ეტყობა ეგ დროც მოვა დამერწმუნე.. რას ამბობ, რას მისურვე? ცოდვებით რომ დავმძიმდები ის დრო გინდა რომ მოვიდეს? ქავთარაძე ციტატა მე კიდე შენ აზროვნებაზე მეცინება ჩემს აზროვნებაზე მეც მეცინება. მიყვარს იუმორი, რასაც ამ ფორუმზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაურბიან. ციტატა თავგადაკლული ათეისტი ხარ ვცდილობ. ციტატა რაარი შენი ცხოვრების აზრი? ცოტა ზევით აიხედე და იქ სწერია. ციტატა დარგოს 1 ხე, ააშენოს სახლი,ყავდეს ოჯახი ეგეც. რა ცუდს ხედავ მაგაში რამეს? თუ ეკლესიაში სიარულის გარეშე ვერ მოვახერხებ? გოდა იყო . . . გდეტა დევიანოსტოპერვი-დევიანოსტოვტაროი. შქმერში ვიყავი კურსელებთან ერთად. იქაური ეკლესია კომუნისტების დროს გადატიხრული იყო. ქვედა ნაწილში კარტოფილის საწყობი ქონდათ, ზედაში კლუბი. მოკლედ გავწმინდეთ იქაურობა, მიწა გავიტანეთ, სარეველები მოვთიბეთ, კედლები გავასუფთავეთ. სარესტავრაციოდ გავამზადეთ. აი ეგეთი საქციელებიც მაქვს ჩადენილი. ვუფრთხილდები კულტურულ მემკვიდრეობას და საზოგადოებასაც ვადგები. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მნათე |
![]()
პოსტი
#126
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რა უინტერესო მორწმუნე-ურწმუნოები ხართ
![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ილია |
![]()
პოსტი
#127
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ციტატა რას ამბობ, რას მისურვე? ცოდვებით რომ დავმძიმდები ის დრო გინდა რომ მოვიდეს? ისე ცოდვებით ყველანი დამძიმებულებივართ, და ვინ როგორ განიცდის ამას ეგ სხვა საქმეა. მე გითხარი ცოდვებს ადრე თუ გვიან განიცდი და მერე სულ სხვანაერად შეხედავ. შენ გონია რომ არცხოვრობ ცოდვებით და მართალი ხარ შეილება უმცირეს ცოდვებს სჩადიოდე, ეგრე ფიქრობს ყველა ვინც არაეკლესიურია, ცოდვა რომ შეგაწუხებს მერე მიხვალ მოძღვართან, დავიჯერო არგქონია ცხოვრებაში მომენტი რომ რაღაცსას შეწუხებინე და ვინმესთვი თქმა გდომებოდეს? მარა ვერ გითქვია.. ციტატა შქმერში ვიყავი კურსელებთან ერთად. იქაური ეკლესია კომუნისტების დროს გადატიხრული იყო. ქვედა ნაწილში კარტოფილის საწყობი ქონდათ, ზედაში კლუბი. მოკლედ გავწმინდეთ იქაურობა, მიწა გავიტანეთ, სარეველები მოვთიბეთ, კედლები გავასუფთავეთ. სარესტავრაციოდ გავამზადეთ. აი ეგეთი საქციელებიც მაქვს ჩადენილი. ვუფრთხილდები კულტურულ მემკვიდრეობას და საზოგადოებასაც ვადგები. აი ეს კაია. შენ გონია გინდა თქვა რო იმიტომ დაასუფთავე რომ კულტურული ძეგლია? არა მიზეზი სულ სხვა რამეა რწმენაა ჩემი აზრით. ყოველ ადამიანში დევს რაღაცა რწმენის მარცვალი.-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ეგრი |
![]()
პოსტი
#128
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
ილია
ციტატა მე გითხარი ცოდვებს ადრე თუ გვიან განიცდი და მერე სულ სხვანაერად შეხედავ. ეგ საიდან იცი? ციტატა ცოდვა რომ შეგაწუხებს მერე მიხვალ მოძღვართან ეგ საიდან იცი? ციტატა დავიჯერო არგქონია ცხოვრებაში მომენტი რომ რაღაცსას შეწუხებინე და ვინმესთვი თქმა გდომებოდეს? მარა ვერ გითქვია.. ეეჰ, მე რომ გაჭირვება და უბედურება გადამიტანია, ბევრ თქვენგანს გაგონილიც არ ექნება, მაგრამ ეკლესიაში და მით უმეტეს მღვდელთან მისვლის სურვილი არასდროს გამჩენია. როცა დამჭირვებია, მინახავს ადამიანი ვისთვისაც გული გადამიშლია. ციტატა შენ გონია გინდა თქვა რო იმიტომ დაასუფთავე რომ კულტურული ძეგლია? მაგრად მაიზმენებ. ისე ლაპარაკობ ჩემს აზრებზე გეგონება ჩემს თავში ზიხარ. იყო კულტურული ძეგლი. მერე მიწისძვრამ დაანგრია. ციტატა არა მიზეზი სულ სხვა რამეა რწმენაა ჩემი აზრით. ა კიდო? შენ შემთხვევით ხომ არ მიცნობ? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
ნათია |
![]()
პოსტი
#129
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რწმენა ორმაგია. ერთი მხრივ, „არსებობს რწმენა სმენისგან“ (რომ. 10,17), რადგან ვისმენთ რა საღვთო წერილისას, გვწამს მოძღვრება სულისა ეს რწმენა სრულიქმნება ქრისტესმიერი რჯულდებებით. იგი არის საქმით მარწმუნებელი, კეთილმსახური და ჩვენი განმაახლებლის მცნებათა აღმსრულებელი, რადგან ვისაც კათოლიკე ეკლესიის გადმოცემის მიხედვით არ სწამს ანდა ვინც უგვან საქმეთა მიერ ეშმაკს ეზიარება, ურწმუნოა იგი. კიდევ, „არის რწმენა, საფუძველი იმისა, რასაც ვსასოებთ, უხილავ საქმეთა სამხილი“ 1 (ებრ. 11,1), ანუ ურყევი და უეჭვო სასოება, ერთი მხრივ, იმისა, რაც ღმერთმა აღგვითქვა ჩვენ, მეორე მხრივ კი - იმისაც, რომ აგვისრულდება ჩვენი სათხოვარი. ამათგან პირველი ჩვენს განზრახულებას განეკუთვნება, ხოლო მეორე სულის ნიჭთაგანია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#130
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
წამებული მოაზროვნეა ბრუნოს მიერ საკუთარი თავის შეფასება: доктор самой изощренной теологии, профессор самой чистой и безвредной магии (Йейтс Ф. А. Джордано Бруно и герметическая традиция. М., 2000, с. 226.) ჯორდანო არის არა მეცნიერი არამედ ოკულტისტი, ამის დასტური თავად მისი სიტყვებია: "Коперник – заря, которая должна была предшествовать восходу солнца истинной античной философии" (Бруно. Пир на пепле, 1)-ეს გამონათქვამი არის სხვა არაფერი, თუ არა კოპერნიკის, ჭეშმარიტი მეცნიერის დისკრედიტაცია, როდესაც მისი მეცნიერული სწავლება ბრუნომ წარმოადგინა გერმენევტიკულ ჭრილში და შესძინა მას ოკულტური ხასიათი, ამას დავამატებდი ასევე ბრუნოს გამონათქვამს: "საწყალი არისტოტელე, რომელიც ვერ ჩაწვდა სიღრმისეულ მაგიას". ასე, რომ თუ ის მოაზროვნეა, ნამდვილად არა მეცნიერული არამედ ოკულტური... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
leluka |
![]() ![]()
პოსტი
#131
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ეჰ ეგრი რა გითხრა მე მწამს სიკეთის და სიყვარულის და ვხვდები რომ ესაა ღმერთი მე ყველაფერს კარგს და საუკეთესოს ღმერთს ვუკავაშირებ იმიტომ რომ იგია ამ სიკეთის წყარო იგი რომ არა სრული განუკითხაობა იქნებოდა და რისი უნდა გწამდეს მაშინ მოკალი დაკალი ბოღმა და შური ანთხიე და არც სინდისი შეგაწუხებს არადა სინდისი ყველა ადამიანს აქვს რაც არ უნდა ცოდვილი იყოს და ის ახსენებს თავს,ჩემი აზრით ვინც ურწმუნოდ ცხოვრობს ის სჩადის ცოდვას ანუ მხოლოდ კაცს არ კლავს, შურს, სძირავს ადამიანს რადგან პირველობა სურს ყველაფერ ავს სჩადის, აბა წარმოიდგინეთ იესომ გვითხრა რომ გიყვარდეს მოყვასი შენი არადა ეხლა თითქმის ყველა მეორე ერთმანეთს სჭამს და ეს შენ გგონია ნორმალური?სხვა ურწმუნო ადამიანები უაზროდ ცხოვრობენ მართლაც რწმენა ის კი არ არის რომ აიღო უცებ და იწამო ღმერთი,ღმერთი მისი მცნებებით უნდა შეიყვარო და მიხვდები მერე რა არის რწმენა, აბა ადამიანი რომელსაც არ სწამს ღმერთის მარტოდმართო ამქვეყნიური ამაოებით ცხოვრობს ყველაფრის ჩამდენია,სხვა ხომ ვერ გაიგებს ისე დაუგებს მახეს ვინმეს რომ გამოძვრება სამართალი სად იქნება?რომ გაიძახით რა უსამართლოა ეს ცხოვრებაო ჩვენივე ბრალია არ გვიყვარს ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#132
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ფილოსოფიის ენაზე საკითხი შემდეგნაირად დგას...მოვახდენ კანტისეულ დამტკიცების პერეფრაზირებას:
დებულება პირველი: ყოველივე ამ სამყაროში ემორჩილება მიზეზ-შედეგობრივ პრინციპს მაგალითად დენი თუ დაგარტყამს, არ დაადანაშაულებ მორალურ ასპექტში დენს ცოდვაში, რადგან მისი გავლენა განპირობებული იყო მიზეზ შედეგობრივი პრინციპით დებულება მეორე: ადამიანს მოეთხოვება მორალური პრინციპების დაცვა შედეგი: ე.ი. ადამიანი არ განიხილება მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ ასპექტში და იგი არის ამ ასპექტის მიღმა, ანუ ადამიანში წარმოჩინდება სხვა, არა დეტერმინისტული, მიზეზ-შედეგობრივს მიღმა რეალობა, ხოლო ფილოსოფიაში ასეთ კატეგორიას ეწოდება ღმერთი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნათია |
![]()
პოსტი
#133
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მე ათეისტი ვარ. მე ღმერთის არსებობის არ მწამს. არასებობის მტკიცებას ვერ დავიწყებ. არც სურვილი მაქვს არც მჭირდება რამეში. თქვენ გწამთ მისი არსებობა და დაამტკიცეთ რომ არსებობს. დასაბუთება, რომ არის ღმერთი ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ - ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, - იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“, ფს. 13,1), - ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი. მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას. ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) - ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი - წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით. ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე. ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი? თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი - ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად? რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, - იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
abo |
![]()
პოსტი
#134
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ეეეჰ ნათია მაგას ჯერ ტვინისმიერი წაკითხვა უნდა და მერე გაგება
![]() -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#135
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ფილოსოფიის ენაზე საკითხი შემდეგნაირად დგას...მოვახდენ კანტისეულ დამტკიცების პერეფრაზირებას: დებულება პირველი: ყოველივე ამ სამყაროში ემორჩილება მიზეზ-შედეგობრივ პრინციპს მაგალითად დენი თუ დაგარტყამს, არ დაადანაშაულებ მორალურ ასპექტში დენს ცოდვაში, რადგან მისი გავლენა განპირობებული იყო მიზეზ შედეგობრივი პრინციპით დებულება მეორე: ადამიანს მოეთხოვება მორალური პრინციპების დაცვა შედეგი: ე.ი. ადამიანი არ განიხილება მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივ ასპექტში და იგი არის ამ ასპექტის მიღმა, ანუ ადამიანში წარმოჩინდება სხვა, არა დეტერმინისტული, მიზეზ-შედეგობრივს მიღმა რეალობა, ხოლო ფილოსოფიაში ასეთ კატეგორიას ეწოდება ღმერთი კანუდ, იქნებ გააგრძელო ანტითეზისები და მერე პასუხებ ორივეზე, საინტერესოა კანტი ძალიან! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Dulos |
![]()
პოსტი
#136
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ციტატა ეგრი ათეიზმი ღმერთის წინააღმდეგ აწ უკვე მოძველებული ფორმაა. ადამიანი ამის მეშვეობით ცდილობს თავი ზედმეტი და მისთვის არასასიამოვნო პასუხისმგებლობისაგან გაითავისუფლოს თავი. ბევრი ათეისტი სიკვდილი წინ რა განცდებში იყო? ათეისტი მაგონებს ადამიანს, რომელიც დგას ცათამბჯენის სახურავის ქიმზე და იძახის: არ მწამს დედამიწის მიზიდულობის ძალა. მან ამას მოქმედებაც მოაყოლა, კარგს ვერაფერს გამორჩება. ბიბლიაში ამაზეც წერია (რომაელთა მიმართ წერილში). ადამიანმა რომ თქვას ღმერთი არ მწამსო, ეს ღმერთის არსებობას არ გააუქმებს. ეს მისთვის იკარგება ღმერთი, და უკვე ცათამბჯენისა სახურავიდან მოფრინავს... იმდენად აშკარა და ნათელია ღმერთის არსებობა, რომ მიკვირს. ბიბლია არ არის თქვენთვის იგივე ავტორიტეტის მქონე. შეგვიძლია მეცნიერებიდან, სხვადასხვა დისწიპლინებიდან მოვიყვანოთ არგუმენტები, რომელიც ნებისმიერ ათეისტურ არგუმენტს გადაუსმევს ხაზს. |
alex_b |
![]()
პოსტი
#137
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE ათეიზმი ღმერთის წინააღმდეგ აწ უკვე მოძველებული ფორმაა. ადამიანი ამის მეშვეობით ცდილობს თავი ზედმეტი და მისთვის არასასიამოვნო პასუხისმგებლობისაგან გაითავისუფლოს თავი. ბევრი ათეისტი სიკვდილი წინ რა განცდებში იყო? სადა ხარ დულოს აქამდე ჰა? შენი არგუმენტები მოგვაკლდა. მე კიდევ მიკვირს წრფელად, რომ არსებობენ ათეისტები ამ ლამაზ სამყაროში. ისე ჩემი აზრით ეგრი არ უნდა იყოს "ჭეშმარიტი ათეისტი". და ჩემი დასკვნებით ბიბლიას ის საერთოდ არ კითხულობს. ალბათ წაკითხული აქვს და ალბათ ეხლაც კითხულობს ათეისტურ "ნაშრომებს", რომლებიც პანტაპუნტით კარგავენ თავიანთ პოპულარობას და დიდის მოკრძალებით ქედს იხრიან ბიბლიის ჭეშმარიტების წინაშე. მე კი რომ მჯეროდეს, რომ ღმერთი არ არსებობს, ერთი წუთი არ ვიცოცხლებდი თავს ამ ტანჯულ წუთისოფელში. სულ ტკბილად დავემშვიდობებოდი ცხოვრებას. იმიტომ, რომ დიდი ამაოება იქნებოდა. ისე ეგრის ვურჩევ ეკლესიასტეს წიგნი წაიკითხოს. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ყველაფერს გაიგებს, მაგრამ წუთისოფლის ამაოებაზე მაინც გაუჩნდება აზრი, რომელიც კითხვას დასვამს: "რა არის ცხოვრების აზრი"? და ყველა ქრისტიანი ბედნიერია იმის, გამო რომ მან იპოვა ცხოვრების აზრი: საქ.17:26. და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა; 27. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო. და თუ ამ სიტყვებს ვერ მიხვდება ადამიანი..... ალბათ მიხვდება, მაგრამ ნეტავ მეტისმეტად გვიანი არ იყოს ![]() -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მნათე |
![]()
პოსტი
#138
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მსჯელობა მომწონს, ათეიზმი არა
![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
adamis_nekni |
![]()
პოსტი
#139
|
![]() adamis_nekni ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 ![]() |
miss_kartveli მშვენივრად. არც მეათედს ვიხდი და არც ცოდვებით ვძიმდები. აქვს. შვილები უნდა აღვზარდო. საზოგადოებას გამოვადგე. ვიაზროვნო, ვიოცნებო, ვისწავლო და ვიღვაწო. უბრალოდ მეცინება შენს აზროვნებაზე ![]() არვიცი რისთვის მოვედით ამქვეყნად? რას წარმოვადგენთ? ცხოვრება არ არის მთავარი, მთავარი საიქიო ცხოვრებაა ეს წუთისოფელი უბრალოდ გამოცდაა ღვთისგან -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
ეგრი |
![]()
პოსტი
#140
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ასე, რომ თუ ის მოაზროვნეა, ნამდვილად არა მეცნიერული არამედ ოკულტური... ოკულტისტები ცეცხლზე დავწვათ? ჩვენ ბრუნოს მეცნიერებაზე კი არა ინკვიზიციის არაადამიანურობაზე ვსაუბრობთ. ნათია გენიალური დამტკიცებაა. ხვალ ეკლესიაში მივდივარ. alex_b ციტატა და ჩემი დასკვნებით ბიბლიას ის საერთოდ არ კითხულობს. საფუძველი? ჩემი დასკვნებიც ხომ არ გაინტერესებს 50-იანელებზე? adamis_nekni ციტატა უბრალოდ მეცინება შენს აზროვნებაზე შენ უნდა ნახო მე როგორ ვიცინი თქვენს აზროვნებაზე. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 06:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი