IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

50 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
KAIROS
პოსტი May 9 2007, 12:18 PM
პოსტი #141


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
იუმორის გრძნობა ჩკა.



ასეთი ოფთოფიქების წერისათვის არ გამიხსნია ეს თოფიქი, არც ესეთი შეურაცხყოფებებია საჭირო, იკამათეთ თუნდაც ამაზე, ყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი!

აბა გისმენთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 9 2007, 01:02 PM
პოსტი #142


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



KAIROS
ციტატა
ასეთი ოფთოფიქების წერისათვის არ გამიხსნია ეს თოფიქი, არც ესეთი შეურაცხყოფებებია საჭირო

მაშინ სანამ პასუხს მოვასწრებ ვინმემ წაშალოს ოფტოპიკები და შეურაცყოფები.
ციტატა
იკამათეთ თუნდაც ამაზე, ყავს თუ არა სამყაროს შემოქმედი!

მეც გისმენთ.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 9 2007, 10:56 PM
პოსტი #143


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ოფტოპიკები შეძლებისდაგვარად წავშალე (უფრო მეტი უნდა წამეშალა, მაგრამ მაშინ აღარ დარჩებოდა არაფერი )
გთხოვთ ისაუბროთ ცინიზმის გარეშე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 10 2007, 12:00 AM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



დათიკოროგორც გავიგე თქვენ წაშალეთ პოსტები და თუ პაექრობაში თქვენ ცინიზმი დაინახეთ ან რამე არამართლმადიდებლური (ჩემ შემთხვევაში ) მე ბოდიშს მოვიხდი , მხოლოდ ამიხსენით პ.მ. -ში წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ეს , შეცდომაში ჩაგეთვლებათ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 10 2007, 12:02 AM
პოსტი #145


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
ციტატა
დათიკოროგორც გავიგე თქვენ წაშალეთ პოსტები და თუ პაექრობაში თქვენ ცინიზმი დაინახეთ ან რამე არამართლმადიდებლური (ჩემ შემთხვევაში ) მე ბოდიშს მოვიხდი , მხოლოდ ამიხსენით პ.მ. -ში წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ეს , შეცდომაში ჩაგეთვლებათ.

ბუნტია. ბუნტი.

თქვენს გვერდით მიგულეთ ბატონო აბო. მიყვარს ანარქია.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 10 2007, 12:11 AM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრიეს არც ბუნტია და არც ანარქია, იმას კი მოგახსენებ რომ ათეიზმიდან ანარქიამდე ერთი ნაბიჯია(სსრკ)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 10 2007, 12:31 AM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
ციტატა
ეგრიეს არც ბუნტია და არც ანარქია,

ჩანასახი ხომ არის!
ციტატა
იმას კი მოგახსენებ რომ ათეიზმიდან ანარქიამდე ერთი ნაბიჯია(სსრკ)

მდაა. სსრკ იყო ანარქიის ნიმუში? რის საფუძველზე ასკვნით ამას? სად იყო ანარქია? ზოგადად ათეისტი კი შეიძლება ანარქისტიც იყოს, კომუნისტიც, ლიბერალიც და მონარქისტიც. ვის როგორი გემოვნება აქვს რა! მე მაგალითად ლიბერალ-სეპარატისტი გახლავართ.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 10 2007, 12:38 AM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრიჯერ სხვის პასუხს უფრო მნიშვნელობას ვანიჭებ- უკაცრავად . ისე გეშველა . გარკვეულ დრომდე უპასუხოდ დაგტოვებ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 10 2007, 02:09 PM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ეგრი

რამდენიმე მომენტი მინდა შემოგთავაზოთ. თუ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

ადამიანზე, რომელსაც ღმერთის სიტყვა ანუ ბიბლია, ბევრს არ ლაპარაკობს. მაგრამ ყველა ადგილას, სადაც ეს არის ნახსენები, უგუნურს უწოდებს (ფსალ.13:1; რომ.1:22). პიროვნულად არ გეხებით. ამას ბიბლია ლაპარაკობს და პრეტენზიებიც მასთან გქონდეთ. მაგრამ ასეთი ადგილები არ არის ბევრი.

ვიცი არც ბიბლია არის თქვენთვის "ცოცხალი ღმერთი ცოცხალი სიტყვა". ამაზე ცალკე შეიძლება არგუმენტების მოყვანა.

მინდა რამოდენიმე მეცნიერული მომენტი შემოგთავაზოთ განსჯისათვის.

1) თერმოდინამიკის მეორე კანონი. ამ კანონის მიხედვით ენერგია ყოველთვის მაღალი მდგომარეობიდან მიდის დაბალი მდგომარეობისაკენ. ანუ სისტემები და საგნები თუ შეუხებელი დარჩება უკეთესი კი არ გახდება გაუარესდება. ევოლუცია ფიზიკურ კანონებს ეწინააღმდეგება. (ბატონ კანუდოსელს უკეთ შეუძლია აგიხსნათ ეს კანონი)

2) მუტაციები. თქვენ ამტკიცებთ, რომ ევოლუცია მუტაციების შედეგად ხდება. მაგრამ დაკვირვებიდან ვხედავთ, რომ მუტაციები სასარგებლო კი არა საზიანოა. მუტაციები ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ართულებენ.

3) დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა და რიბონუკლეინის მჟავა. ვფიქრობ მისი შემადგენლობა თქვენთვის ცნობილია. თავისი რთული აგებულებით ეს უჯრედი ყოველგვარ ევოლუციას ეწინააღმდეგება.

4) კოსმიური მტვერის დაცემა დედამიწაზე.

5) დედამიწის მაგნიტური ველი.

6) მზის ზომა. მზის ზომის შემცირების ტემპის მიხედვით ერთი მილიონი წლის წინ მზე ორჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეხლა.

7) დემოგრაფიული სტატისტიკა. ერთი მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე დაგროვდებოდა 10-ის 2000 ხარისხში აყვანილი ადამიანი.

8) ადამიანის ენა. როგორ ისწავლეს მაიმუნებმა ლაპარაკი? ადამიანის ენასა და ცხოველის ენას შორის უდიდესი განსხვავებაა. ან როგორ ავხსნათ ევოლუციის მიხედვით სხვადასხვა ენების წარმოშობა?

9) სხვა საკითხია დათარიღების მეთოდები, რომლებიც ერთმანეთზე არარეალური და უზუსტოა.

კიდევ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება ან რომელიმეზე შეჩერება, თუ აზრი ექნება ამას.

ის, რომ ღმერთი არ გწამთ, ეს თქვენი პირადი არჩევანია. მაგრამ ნუ იტყვით, რომ ეს არჩევანი არგუმენტებულია.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 10 2007, 02:23 PM
პოსტი #150


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 10 2007, 02:09 PM) *

.

4) კოსმიური მტვერის დაცემა დედამიწაზე.

5) დედამიწის მაგნიტური ველი.

6) მზის ზომა. მზის ზომის შემცირების ტემპის მიხედვით ერთი მილიონი წლის წინ მზე ორჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეხლა.


9) სხვა საკითხია დათარიღების მეთოდები, რომლებიც ერთმანეთზე არარეალური და უზუსტოა.

კიდევ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება ან რომელიმეზე შეჩერება, თუ აზრი ექნება ამას.



სისულელეა ეს მსჯელობები და მეცნიერებასთან არანაირი საერთო არა აქვს

სამყაროს წლოვანება რამდენიმე 1000 წელი რომ არაა - ეს მრავალი ექსპერიმენტით დამტკიცებული ფაქტია ასტრო-გეო-ფიზიკაში

მტკიცება სარწმუნოება-ურწმუნოებისა აუცილებლად უნდა გატარდეს სწორ ჭრილში და არა უარგუმენტო ფსევდომეთოდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად დავიმსახურებთ ბნელი მორწმუნის სახელს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 10 2007, 02:29 PM
პოსტი #151


დაურეგისტრირებელი









კანუდოსელი
შენ გენაცვალეეე smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2007, 02:30 PM
პოსტი #152


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სისულელეა ეს მსჯელობები და მეცნიერებასთან არანაირი საერთო არა აქვს



მოკლედ მაინც უპასუხე კანუდოს, ორ ფრონტზე მაინც გიწევს ბრძოლა, მაგრამ მაინც, ოდნავ მაინც რომ უპასუხო ამ არგუმენტებს საინტერესო იქნებოდა,

მაშინ ეგრის რა არგუმენტებს მოუყვან ( თუკი დულოსის არგუმენტები არამეცნიერულია), რომ კამათმა სწორი სახე მიიღოს და როგორც სწორად წერ
ციტატა
აუცილებლად უნდა გატარდეს სწორ ჭრილში და არა უარგუმენტო ფსევდომეთოდებით


დიდი ინტერესით გადევნებთ თვალს.

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 10 2007, 02:41 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
სისულელეა ეს მსჯელობები და მეცნიერებასთან არანაირი საერთო არა აქვს

სამყაროს წლოვანება რამდენიმე 1000 წელი რომ არაა - ეს მრავალი ექსპერიმენტით დამტკიცებული ფაქტია ასტრო-გეო-ფიზიკაში

მტკიცება სარწმუნოება-ურწმუნოებისა აუცილებლად უნდა გატარდეს სწორ ჭრილში და არა უარგუმენტო ფსევდომეთოდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად დავიმსახურებთ ბნელი მორწმუნის სახელს



ასეთი მსჯელობით შენ რას დაიმსახურებ?

თქვენი კომენტარი ცოტა გაუგებარია ჩემთვის, თქვენგან რა საკითხზეც ვითხოვდი იმაზე არ იძახით არაფერს.

თუ შეამჩნიეთ და ცოტა მეტი ყურადღებით წაიკითხეთ შესავალი, ავღნიშნე, რომ მოკლედ ვაპირებდი დაწერას. აქედან გამომდინარე ან არგუმენტილებულად უწოდეთ რაღაცას "სისულელე" ან ეგ კომენტარი თქვენს პოსტებზე გააკეთეთ. რომელ საკითხს არ აქვს მეცნიერებასთან მიმითითეთ. სხვა შემთხვევაში რომ "გავითვალისწინო".

ბნელი მორწუნე ჩემთვის არავის უწოდებია. ხოდა ვისაც უწოდეს, მათ მიმართ გააკეთეთ ეს მოწოდება.

არსებობს აპოლოგეტიკის სახელმძღვანელოები (შეიძლება ავტორი მართლამადიდებელი არ იყოს) და გაეცანით სანამ შეაფასებთ რამეს. გარწმუნებთ მათში აღმოაჩენთ ისეთ არგუმენტებს, რაც არ გსმენიათ აქამდე.

ვინმემ სთქვა, რომ დედამიწაზე ამდენი და ამდენი წლისა არისო??? საიდან მოიტანეთ?

წრფელი შეკითხვა თქვნთან: წარმოდგენა გაქვთ იმ საკითხებზე რაც დავწერე, თუ საუბარის სტილი გაქვთ ასეთი, მოწონება რომ დაიმსახუროთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2007, 03:12 PM
პოსტი #154


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
გარწმუნებთ მათში აღმოაჩენთ ისეთ არგუმენტებს, რაც არ გსმენიათ აქამდე.



ეს არ უნდა გეთქვა biggrin.gif


ციტატა
წრფელი შეკითხვა თქვნთან: წარმოდგენა გაქვთ იმ საკითხებზე რაც დავწერე, თუ საუბარის სტილი გაქვთ ასეთი, მოწონება რომ დაიმსახუროთ?


წრფელად მე გიპასუხებ დულოს, მისამართი გეშლება, წარმოდგენა კი არა სპეციალისტია და მოითმინე ცოტა რა გჭირს, მე ვთხოვე, რომ არგუმენტირებულად გაებათილებინა შენი არგუმენტები და მერე სხვა მისთვის ძლიერი არგუმენტები დაეწერა ეგრის წინააღმდეგ!

სიმშვიდე, მეგობრებო, სიმშვიდე!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 10 2007, 03:30 PM
პოსტი #155


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



კაიროს

შენ ხომ ააშენე და ახლა სხვის ნაცვლადაც ლაპარაკობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 10 2007, 03:51 PM
პოსტი #156


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Dulos @ May 10 2007, 02:41 PM) *

არსებობს აპოლოგეტიკის სახელმძღვანელოები (შეიძლება ავტორი მართლამადიდებელი არ იყოს) და გაეცანით სანამ შეაფასებთ რამეს.

მეცნიერება აპოლოგეტიკაში ნუ გერევათ
პ.ს.
წაკითხული მაქვს არა ერთი

ციტატა(Dulos @ May 10 2007, 02:41 PM) *

ვინმემ სთქვა, რომ დედამიწაზე ამდენი და ამდენი წლისა არისო??? საიდან მოიტანეთ?

მტვერი, დათარიღება და მსგავსი რამ არის სტანდარტული მეთოდი ფანატიკოსი პროტესტანტული და მართლმადიდებლური ჯგუფებისათვის, რომ დაასაბუთონ რომ სამყაროს წლოვანება არის მაქსიმუმ 10000 წელი


ციტატა(Dulos @ May 10 2007, 02:41 PM) *

წრფელი შეკითხვა თქვნთან: წარმოდგენა გაქვთ იმ საკითხებზე რაც დავწერე,

არა მარტო წარმოდგენა


ციტატა(Dulos @ May 10 2007, 02:41 PM) *

თუ საუბარის სტილი გაქვთ ასეთი, მოწონება რომ დაიმსახუროთ?

სტილი ნამდვილად ასეთი მაქვს, როდესაც სისულელეებს ვხედავ რომელიც იქადაგება ქრისტიანობის სახელით.

ახლა საქმეზე:
მანდ ბევრი საკითხია წამოჭრილი და ყველაზე ვერ ვისაუბრებ, შევჩერდეთ ერთზე, თუნდაც დათარიღებაზე.
რაო რას წერ? რომ ერთმანეთზე არარეალური და უზუსტოა? და გინდა რომ ამაზე არ ვთქვა რომ სისულელეა?

შენ მეცნიერი ხარ თუ თეოლოგი?
ჰოდა მოდი თეოლოგიას მეცნიერებაში ნუ აურევ რაა....

მე კი გეტყვი რომ სრულიად დამოუკიდებელი თეორიები ადასტურებს სამყაროს დიდ წლოვანებას:
კოსმოლოგია ამბობს, რომ სამყაროს წლოვანება მილიარდობით წელია და მისგან დამოუკიდებელი, ე.წ. რადიო მეტრული მეთოდით ჩატრებული გაზომვები, ასტეროიდების და კომეტების ნარჩენებზე იგივე სკალას იძლევა....

ახლა თქვი, რა არის თითოეულში არაზუსტი და რატომ?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 10 2007, 03:53 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



კანუდოსელი
ციტატა
რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად დავიმსახურებთ ბნელი მორწმუნის სახელს

არ დაიმსახურებთ. თქვენ ბნელი მორწმუნე არ ბრძანდებით.
ერთს ვერ ვხვდები, ღმერთსა და ბიბლიას როგორ აკავშირებთ ერთმანეთთან, თან მაინცდამაინც მართლმადიდებლური ინტერპრეტაციით?
ნუთუ თქვენი დაბადების ადგილი აღმოჩნდა ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 10 2007, 03:56 PM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეგრი @ May 10 2007, 03:53 PM) *

ნუთუ თქვენი დაბადების ადგილი აღმოჩნდა ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი?


არა ძირითადი, მაგრამ ფუნდამენტალური...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 10 2007, 03:58 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



ციტატა
სტილი ნამდვილად ასეთი მაქვს, როდესაც სისულელეებს ვხედავ რომელიც იქადაგება ქრისტიანობის სახელით.

აი ხედავ. სტილს თანამოაზრეებიც გიწუნებენ.
თანამოაზრეები რო?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 10 2007, 04:00 PM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ეგრი @ May 10 2007, 03:58 PM) *

აი ხედავ. სტილს თანამოაზრეებიც გიწუნებენ.
თანამოაზრეები რო?

აი მანდ ვარ მეც, რომ ნამდვილად არა თანამოაზრეები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

50 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 11:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი