![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#281
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
Dulos არ გაგიბრაზდება დულოს, დღეს მე და კანუდოსელმა არ მოვიწყინეთ ![]() მე,რა ბუა კი არ ვარ ![]() ზოგი რატომაც ასეთად მთვლის, მარა ეს თემა მართლაც უადგილოა ჩვენი საუბრისთვის -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#282
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ციტატა არ ვფიქრობ რომ თემას ვუხვევთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს დარწმუნებული გადარჩენაში. აქაც ხომ არის რწმენა და ურწმუნოება. თუ არა და იქნებ მიმითითოთ, სად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. თორემ კანუდოსელისთვის პასუხი მინდა დავწერო, ისედაც დიდიხანი ვაცდევინე და არ გამობრაზდეს. რაკი ასეა განაგრძეთ ბატონებო, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალურად თემის გარშემო ვიტრიალოთ. მეტი დიპლომატია და თბილი საუბარიც დაამშვენებდა აქაურობას ![]() |
Dulos |
![]()
პოსტი
#283
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ციტატა აბა მე რას ვამბობ? მე ვლაპარაკობ იმედზე, რომელიც ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს გააჩნია, და არა მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სიკვდილის შემდეგ იესოსთან მოხვედრის რწმენა გააჩნია. არსებობს დიდი განსხვავება ორ საკითხში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ: სხვაა იყო დარწმუნებული, რომ გარდაცვალების შემდეგ სასუფეველში მოხვდები და სხვაა იყო დარწმუნებული, რომ არ შესცოდავ. მე პირველს ვგულისხმობ. კორინთელთა წერილში (13) პავლე მოციქული ლაპარაკობს, რომ სამი რამ არის მნიშვნელოვანი: რწმენა, იმედი და სიყვარული. რწმენა და იმედი განქარდება, ხოლო სიყვარული კი მარადის რჩებაო. ვის განუქარდება ეს რწმენა და იმედი და საერთოდ ვის გააჩნია და რაზე ლაპარაკობს საერთოდ პავლე? ციტატა იმედი და არა დარწმუნება, რომ რადგან მოვინათლე ჰარი არალო გავმართო და თავი უკვე სასუფევლის გარანტირებულ კლიენტად ჩავთვალო. ამაში სრულიად გეთანხმები რომ ჰარი ჰარალოს გამართვა საკუთარი თავის მოტყუებაა და ასე გაგრძელება სახარბიელო მდგომარეობამდე ნამდვილად არ მიიყვანს ქრისტიანს. საერთოდ ვინც ასე ფიქრობს, ვერც ქრისტიანობის ფასი გაუგია და ვერც მისი გადარჩენის ფასი. რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის, რათა შევეძინეთ და ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ იგი შევიძინოთ, ან თუ შევიძინეთ ახლა რით ვაგრძელებთ. შევხედოთ "მოწმეთა ღრუბლებს" - ქრისტიანების ფასს, რომლებიც ისინი საკუტარი რწმენისათვის იხდიდნენ. უფრო წინ წავიდეთ და "რწმენის ნაწყვეტი" ანუ ებრაელთა 11 წავიკითხოთ და იქაც ამოვიკითხავთ ღმერთის ადამიანების მიერ გადახდილ ფასს. შემდეგ ჩვენს თავს შევადაროთ და უფრო სერიოზული დაფიქრებით მოვეკიდოთ ჩვენთვის შემოთავაზებულ ასეოდენ დიად მადლს. პ.ს. შეგიძლიათ წმიდა წერილიდან ერთი ადგილი მაინც დამისახელოთ, როდესაც ნათლობა გადარჩენასთან არის დაკავშირებული? ციტატა 1. ახალი აღთქმის გაფრთხილებები, მარტო იმ ადამიანებისთვის იყო, თუ კონკრეტულად შენთვისაც და ჩემთვისაც? ყოველი გაფრთხილება, მცნება, თუ აღთქმა ისევე აქტიურია დღეს ჩვენთვის, როგორც პირველი ქრისტიანისათვის იყო აქტიური. ციტატა 2. რატომ გვაფრთხილებს უფალი? იმიტომ რომ უსათუოდ ხსნილები ვართ, თუ სწორედ იმიტომ,რომ ჩვენი ხვედრი ცალსახად განსაზღვრული არაა? ციტატა 3. რა აზრი აქვს გაფრთხილებას, თუ ქრისტიანი ადამიანი, მხოლოდ სტატუსის გამო არის ხსნილი? ორივე კითხვა ერთმანეთს უკავშირდება და ამიტომ ერთად ვუპასუხებ. ასეთი გაფრთხილებები მართლაც არაა მცირე ბიბლიაში. თავად უფალი და შემდეგ მისი მოციქულნი ეკლესიას აფრთიხლებდნენ ცოდვის საფრთხის შესახებ. ეს როგორც ნათქვამია: "ადამდან და ევადან ასე იყო" ანუ მას შემდეგ რაც ცოდვა და წყევლა შემოვიდა ქვეყნიერებაზე. გვაფრთხილებს უფალი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დედამიწაზე ვცხოვრობთ, სადაც ცოდვა და ცდუნება მძვინვარებს და რაც უფრო ახლოს მივდივართ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლასთან, ეს უფრო ძლიერდება. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე რაც ვახსენე. როდესაც ჩვენ ცოდვას ვინანიებთ იგი აუცილებლად გვაპატიებს, იმიტომ რომ ერთგული და კეთილი რჩება ბოლომდე. ამავდროულად ეს არ უნდა გვიბიძგებდეს ცოდვასთან "მეგობრობისკენ" და ცოდვაში ცხოვრებისაკენ. ამაზე გვაფრთილებს ებრაელთა ebr. 10:26-30 სწორედ ამან დაღუპა იუდა. მან საკუთარი არჩევანით დაიმსახურა ის ხვედრი, რაც მიიღო. მოვა თუ არა ჩვენს ცხოვრებაში ცდუნებები? კი! სანამ დედამიწაზე ვართ, მოვა. ლუკა 17:1: "შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები" - გვაფრთხილებს უფალი. ვართ თუ არა დარწმუნებული, რომ ყოველთვის გამარჯვებული დავრჩებით ამ ცდუნებაზე? არა. პეტრეს დარწმუნებაც სწორედ ამაში იყო. ციტატა 4. მრავალი მოვლენ და მეტყვიან....-ალბათ გახსოვს რომელი ციტატაა, ხოდა შენთან კითხვა, ეს სიტყვები ქრისტიანებს არ ეხებათ? ეს სიტყვები აუცილებლად ქრისტიანებს ეხებათ. ამაზე კომენტარი უკვე გავაკეთე პროტესტანტებზე საუბრისას. ეს ადგილი უნიკალური და დამაფიქრებელია ყველა ქრისტიანისათვის. შევეცდები, რომ თავად იესო ქრისტეს სიტყვებიდან დავადგინოთ თუ ვის გულისხმობს უფალი იმ ხალხში, ვინც ასეოდენ საშინელი პასუხი მიიღო. ადამიანები რომლებზეც აქ იესო ლაპარაკობს იმედოვნებენ გადარჩენის მიღებას იესო ქრისტეს მხოლოდ სიტყვით აღიარებით. შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, რომ აქ პრობლემა არა სასწაულების მოხდენაში ან წინასწარმეტყველებაშია, ანდაც აღიარებაში, არამედ თავად ამ ადამიანებში ვისაც მათთვის ასეთი მოულოდნელი პასუხი გასცა იესომ. ჩვენი საბოლოო ხვედრი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვეტყვით იმ დღეს უფალს ან რას ვეუბნევით დღეს, არამედ დამოკიდებულია ჩვენს საქმეებზე: ვასრულებთ თუ არა იმას რასაც ბაგით ვიძახით? თან სდევს თუ არა ჩვენს სიტყვიერ აღიარებას უფლისადმი ზნეობრივი მორჩილება? სიტყვიერი აღიარება მნიშვბელოვანია. პავლე მოციქულის გვასწავლის, რომ სიტყვები უნდა აღიარო ბაგით და გწამდეს მთელი გულით (რომ.10:9-10). ასევე პავლე მოციქული გვასწავლის, რომ შეუძლებელია იესოს უწოდო უფალი სულიწმიდის გარეშე (1კორ.12:3). აქედან გამომდინარე შეგვიძლია იმ ხალხის სურათი შევიქმნათ ვისაც იესოს გულისხმობს აქ. ისინი გადარჩენილი ადამიანები იყვნენ, ვინაიდან იესოს უწოდებენ: "უფალო! უფალო!". მათ საჯარო მსახურებაში სსწაულები ხდებოდა. და ბოლოს - მათ იმედი ჰქონდათ, რომ ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს. ეს ყველაფაერი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათთვის სასუფევლის კარი გაღებულიყო. მივყვეთ იესოს სიტყვებს და პასუხსაც კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ. ეს ხალხი იესოს ქრისტეს სახელს იყენებდნენ და ახსენებდნენ, მაგრამ იესოსთვის მათი სახელი უცნობი იყო. შეიძლება ადამიანს ქრისტიანი ეწოდოს მხოლოდ და ამით შემოისაზღვროს. ქრისტიანობა გაცილებით უფრო დიდი რამ არის ვიდრე უბრალოდ ეკლესიაში სიარული. ხე ნაყოფით შეიცნობა. იესომ უარყო ეს ხალხი იმიტომ, რომ მათი აღიარება იყო მხოლოდ სიტყიერი მაგრამ არა მორალური. ეს აღიარება ეკუთვნოდა მათ ბაგეს, მაგრამ არა გულს. (სწორი შედარება იქნება თუ იესოს დროინდელ ფარისევლებს ვახსენებთ). ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდოდა და რაც იყო ამ ხალხის პრობლემა: ისინი იესოს უფალს უწოდებდნენ მაგრამ არ ემორჩილებოდნენ მის უფლობას. ლუკას სახარებაში მსგავს ადგილს ვხვდებით"რატომ მიწოდებთ უფალო უფალო! და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?" (ლუკა 6:46). არსებობს უდიდესი განსხვავება აქ მოყვანილ ორ სიტყვას შორის: "მიწოდებთ" და "აკეთებთ". პირველი შენი ბაგით ხორციელდება, ხოლო მეორე შენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩანს. საკმარისი არაა იესოთან მიხვიდე, უფალი უწოდო, სასწაულიც კი მოხდეს შენი მეშვეობით და ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე პრეტენზია გაგაჩნდეს. თუ შენი ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმეები ბოროტია, არანაირი სარგებლობა არა აქვს შენს სიტყვებს. ილაპარაკე რამდენიც გინდა. პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის: "...განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2ტიმოთე 2:19). ციტატა იქ სადაც გაფრთხილებაა, არის თუ არა შანსი დაცემის? თან ისეთ გაფრთხილებაზეა საუბარი, რომ გარესკნელზე აკეთებს პარალელს იესო, ამიტომ დაცემა და თან როგორი-საუკუნო ხვედრით. აქვე პარალელი იმ ქალწულებთან, რომლებიც გარეთ დარჩნენ... სადაც არის გაფრთხილება შესაბამისად არის ამის "შანსი". მე მგონია ჩვენ დაახლოვებით იგივეს ვლაპარაკობთ, მაგრამ განსხვავებულ ტერმინებს ვიყენებთ. და ასეთი შემაჯამებელი წინადადება მინდა ვთქვა: ადამიანმა შეიძლება შესცოდეოს და თუ ამ ცოდვაში ცხოვრება გააგრძელა, მაშინ გადარჩენასაც შესაბამისად კარგავს. არაერთი ადგილი გვაქვს წმიდა წერილში, რომლებიც ადამიანისათვის გადარჩენის მიღების მოთხოვნას გვაჩვენებენ: რწმენა. მაგრამ არის ასევე არაერთი ადგილი, სადაც ლაპარაკია, რომ ვერცერთი უწმიდურობის და სიბილწის მოქმედი, ის ვინც ხორციელი საქმეებით ცხოვრობს და მის სიტყვაში არ რჩება, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაშიც თავად ვფიქრობ დარწმუნებული ბრძანდებით, ვინაიდან ათი ქალწულის იგავი მოიყვანეთ. აი ისიც: ყოველ ადგილლას, სადაც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე არის ლაპარაკი, პირადაპირ ან ირიბად სიწმიდეზე ანუ თავის გამზადებაზე არის ლაპარაკი. თუ სწამს ადამინს, რომ იესო აუცილებლად მოვა მეორედ, მაშინ უნდა განიმზადოს თავი მის შესახვედრად. ციტატა მოკლედ შენ შენს თავს არ მიათვლი ამ გაფრთხილების ადრესატად? კი რა თქმა უნდა. ამიტომაც ვლოცულობ დღეში რამდენიმეჯერ: "...და ნუ შემიყვან მე განსაცდელსა არამედ მიხსენი ბოროტისაგან..." ციტატა თუ კი, მაშინ ამიხსენი როგორ გესმის შენდამი თქმული გაფრთხილება, რომ შეიძლება აღმოჩნდე გეენის ცეცხლში? კალვინისტებისაგან განსხვავებით, რომელთა სწავლებაც ცნობილ TULIP - ში არის თავმოყრილი, არ ვიზიარებ ე.წ. неотступность святых ადამიანმა შეიძლება დაკარგოს გადარჩენა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ გაკეთებულ სავალალო არჩევანზე არის დამოკიდებული: "ვინაიდან, თუ ჩვენ, მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, კვლავ ნებსით ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის, არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული შურის ცეცხლი". (ებრ.10:26-27) ღმერთმა დაგვიფაროს ამ ხვედრისაგან უკუნისამდე იციცხლეთ დულოსი |
ნათია |
![]()
პოსტი
#284
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ამ თემაში იმდენი ღვთის უარმყოფელი ფრაზები ამოვიკითხე, თანაც ირონიული ტონით, რომ თავი ვეღარ შევიკავე და დავპოსტე. ღმერთი რომ არ არსებობდეს, რისთვის დასჭირდებოდა მის წინააღმდეგ ათეისტებს ასე თავგამოდებით ბრძოლა? ისინი კი არამცთუ ებრძვიან მას, საოცარი ფანატიზმსაც იჩენენ ამის მტკიცებისას. რა არის ეს, თუ არა ეშმაკისა და უფლის ბრძოლა, რომელიც იქიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა განდევნა ზეციდან სატანა, გამუდმებით ცდილობს აცდუნოს ადამიანი?! სწორედ ამიტომ ირჩევს ამ ბრძოლის ველად ადამიანის გულს. მოაზროვნე ადამიანთა უმეტესობა, მათ შორის ბევრი გამოჩენილი მეცნიერი, აღიარებს ღმერთს, მაგრამ უგუნურ ადამიანთა აზრიც ღცთის არსებობის შესახებ, მაინც გავრცელდა ხალხში. რატომ მოხდა ასე? - იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით, კეთილი საქმეების კეთებას უფრო დიდი წინააღმდეგობები ხვდება, ვიდრე ბოროტის კეთებას. ღმერთი კი სულ სიკეთის ქმედებისკენ მოგვიწოდებს, უცოდველ ცხოვრებას გვირჩევს. ეს კი ნიშნავს ბევრ ისეთ რაიმეზე უარის თქმას, რის დათმობასაც ადამიანი ამჯობინებს ღმერთის უარყოფას. ადამიანთა უმეტესობა ვერ ელევა მიწიერ სიამეებს, ცოდვებს, მოსწონს იგი. აქედან გამომდინარე კი მათთვის ხელსაყრელია არ დაიჯერონ ღვთის არსებობა, უარყონ იგი. როცა ღმერთს უარყოფ, ყველაფერი უზნეო და დასაშვები ხდება. ადამიანს კი მოსწონს, როცა უზნეობას სჩადის, იმიტომ რომ იგი ცოდვის შვილია. ასეთი ადამიანები როცა სჭირდებათ ღმერთის სახელს მხოლოდ მაშინ ახსენებენ და ახსენებენ უმეტესად მაშინ, როცა მისი დადანაშაულება უნდათ. არსებობს გადმოცემა ადამიანმა რომ მოსთხოვა პასუხი ღმერთს იმ ომებისათვის, რაც დედამიწაზე ხდებოდა. გამოეცხადა მას ღმერთი და უთხრა: - "მე ყველაფერი მოგეცი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის. შენ კი არ იკმარე იგი და ერთმანეთს ართმევთ. განა მე გაიძულებთ ამის კეთებას?" ღმერთს ადამიანის გონება კი არა, ეშმაკის ბუდედ ქცეული გული უარყოფს: "თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი..." (ფს.13.1). სწორედ ამიტომაა ძნელი ღვთის არსებობაში დაარწმუნო ასეთი გულის ადამიანი. "შეგიძლია კი შენ გამოძიებით შეისწავლო ღმერთი? შეგიძლია სრულყოფილად ჩატიო გონებაში ყოვლის მპყრობელი?" ღმერთის შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. ადამიანის ყველა გრძნობა ერთად უნდა გრძნობდეს და ითავსებდეს ღმერთს. ცოდვებით დამძიმებული ადამიანი უარყოფს ღმერთს, მაგრამ ვინმეს სურვილით როდი განისაზვრება ღვთის არსებობა. მის არსებობაზე მეტყველებს გარშემო ყველაფერი. ასეთი ნაირფერი სამყაროს შექმნა მხოლოდ უძლეველი და უსასრულო ძალის მქონე არსებას თუ შეეძლო. ცოდვებით დამძიმებული ადამიანი თავს იმით იმშვიდებს, რომ ვერავინ ვერ ხედავს მის შეცოდებებს. იმას კი არ უფიქრდება, ბრმას რომ არ შეეძლო ასეთი მრავალფეროვნების შექმნა. არც ყრუს შეუძლია ასეთი მრავალხმიანობის შექმნა! ათეისტებს არ სურთ დაიჯერონ თვთის არსებობა. მათაც თვალები, ბუს მსგავსად, ტყუილად აქვთ. ისინი ამ ფრინველივით ნათელს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ კი არა ლამის მზის ჩასვლასაც უარყოფენ. ისინი ჰგვანან კაცს, რომელი სარდაფში მყოფთ არწმუნებს მზის არარსებობაში. სარდაფში მყოფთ კი მართლაც არასდროს უნახავთ მზე და ბრმად სწამთ ამ კაცისა. მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ მზე მართლაც არ არსებობს?! ასევე არ არსებობს ღმერთი მათთვის, ვინც ბნელ საქმეებს სჩადის. მათთვის სწორედ ღვთის უარმყოფელნი არიან მაამებელნი. პავლე მოციქული ამბობს: "- რამეთუ იყო ჟამი, ოდეს სიცოცხლის ამ მოძღვრებასა არა თავს იდებენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისი თვისისა შეიკრებენ, მოძღვართა ქავილითა ყურითაითა ჭეშმარიტებისაგან სასმელნი თვისი გარე მიიქციეს და ზღაპრებსა მიექცნენ". (ტიმ.4.3,4.). მაგრამ, როგორც ნათელში მყოფთათვის არსებობს მზე, ასევე კეთილი ადამიანის გულში არსებობს ღმერთი. ათეისტები შეიძლება "უღმერთოების სექტას" მივაკუთვნოთ. ეს სექტა აღმერთებს მატერიას. ადრე წარმართები აღმერთებდნენ ციურ მნათობებს, ქვებს,ხეებს და ა.შ. ათეისტებმა კი ეს ყველაფერი ერთად გააღმერთეს და ეს მათთვის ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, რადგან უსულო მატერიას არ სჭირდება სიყვარული, არც გული. იგი არავის მოუწოდებს სიკეთისაკენ, არავის უკრძალავს ბოროტების ჩადენას. უფალი კი, თავისი მცნებებით, გვასწავლის ცხოვრების ჭეშმარიტ გზას, ამხელს ბოროტებას, ქადაგებს სიყვარულს. მატერია არ მიუთითებს არავის ცხოვრების მიზანზე. არც იმას იკვლევს, თუ რას წამოადგენს ადამიანი და რისკენ უნდა იწრაფოდეს იგი. ასე რომ, ერთი ჩვენი გამოთქმისა არ იყოს: "ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო!", ეს ყველაფერი ხელს აძლევთ ცოდვილთ. მათთვის სწორედაც რომ ხელსაყრელია ასეთი ღმერთი. თ. დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს: - თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისათვის ყველაფერი დასაშვებიაო. ათეისტებმა ადამიანებს წაართვეს რწმენა და სანაცვლოდ კი არაფერი მისცეს. მათი მცნებებითა და მოძღვრებებით დაავადებული თაობა დაემგვანა იმ სახედარს, რომელიც თავდაუზოგავად გარბის, რათა იმ ტომარას მისწვდნენ ცხვირწინ რომ დაუკიდეს, მაგრამ პატრონი მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას აძლევს ამის ნებას. ოღონდ სახედრისაგან განსხვავებით, ეს თაობა, ცხოვრების ბოლოში გასული აღმოაჩენს, რომ ეს ტომარა თივით კი არა ტყუილებითაა სავსე. P.S. ადამიანის გონება სანაგვე ყუთი როდია, რომელშიც გაუთავებლივ შეიძლება ყარო ნაგავი. ადამიანმა თავისი გონება ჭეშმარიტების შეცნობას უნდა მოახმაროს და არ უნდა დაივიწყოს, რომ მარადიული ცხოვრებისათვის არის შექმნილი, რომ მას უკვდავი სული გააჩნია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
![]()
პოსტი
#285
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ათეიზმი - კარგისა და ცუდის ქმნის, საფუძველს არარაზე აშენებს
![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიტა |
![]()
პოსტი
#286
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს რელიგიაზე,ის ამბობდა შმდეგს-არ მწამს არცერთი რელიგიისო მაგრამ ათეისტი არ ვარ რადგან ღმერთის მწამსო,რა მნიშვნელობა აქ რომელ რელიგიას ეკუთვნი ღმერთი ერთია და მას ყველა ადამიანი თანაბრად უყვარსო, ვეკამათე ბევრი და შევეშვი მერე აზრი არ ქონდა რა.რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დავამატებ კიდევ იმას რომ მონათლულიც არ არის და რატქმაუნდა საჭიროებას ვერ ხედავს
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#287
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მარიტა
ციტატა დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს დაპატიჟე ჩვენს ფორუმზე ![]() |
მარიტა |
![]()
პოსტი
#288
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
დათიკო
არ შემოვა თორე კი უთხარი -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#289
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დეისტები ქვიათ მაგათ, რომლებიც უარყოფენ რელიგიებს და აღაირებენ რაღაც უმაღლესს ძალას აღიარებენ, აქედან ერთი ნაბიჯია ათეიზმამდე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიტა |
![]()
პოსტი
#290
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
KAIROS
ხო არ ვიცოდი მე ათეისტებს უწოდებ ეგეთ ადამიანებს -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#291
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მარიტა
ციტატა ხო არ ვიცოდი მე ათეისტებს უწოდებ ეგეთ ადამიანებს არა, ათეისტს სწამს რომ ღმერთი არ არსებობს. და ამის დამტკიცებას ცდილობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ ის წააგავს მეთევზეს, რომელიც ამტკიცებს რომ მდინარეში თევზი არ არის, მაგრამ მაინც გამალებით ისვრის ანკესს, რომ თავისი სისწორე დაამტკიცოს ![]() |
მარიტა |
![]()
პოსტი
#292
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
დათიკო
ღმერთი ერთია ყველასათვის სხვადასხვა სახელს უწოდებენო,ანუ ალაჰი,ბუდა,იეღოვა სულ ერთია რა?! -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
დათიკო |
![]()
პოსტი
#293
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მარიტა
ციტატა ბუდა ბუდაც ღმერთიაო არა? ![]() ეგ რომ ბუდასთვის ეთქვათ მაგრა იცინებდა ![]() |
death |
![]()
პოსტი
#294
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს რელიგიაზე,ის ამბობდა შმდეგს-არ მწამს არცერთი რელიგიისო მაგრამ ათეისტი არ ვარ რადგან ღმერთის მწამსო,რა მნიშვნელობა აქ რომელ რელიგიას ეკუთვნი ღმერთი ერთია და მას ყველა ადამიანი თანაბრად უყვარსო, ვეკამათე ბევრი და შევეშვი მერე აზრი არ ქონდა რა.რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დავამატებ კიდევ იმას რომ მონათლულიც არ არის და რატქმაუნდა საჭიროებას ვერ ხედავს რაღაც ვოლტერის სუნი მცემს ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მარიტა |
![]()
პოსტი
#295
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
death
ვოლტერს ნაკლებად გავს ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
di_onise |
![]()
პოსტი
#296
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს რელიგიაზე,ის ამბობდა შმდეგს-არ მწამს არცერთი რელიგიისო მაგრამ ათეისტი არ ვარ რადგან ღმერთის მწამსო,რა მნიშვნელობა აქ რომელ რელიგიას ეკუთვნი ღმერთი ერთია და მას ყველა ადამიანი თანაბრად უყვარსო, ვეკამათე ბევრი და შევეშვი მერე აზრი არ ქონდა რა.რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დავამატებ კიდევ იმას რომ მონათლულიც არ არის და რატქმაუნდა საჭიროებას ვერ ხედავს ეგ მემგონი ისეთი ადამიანია რომელსაც უნდა საკუთარი რელიგია და მიმდევრები გაიჩინოს |
KAIROS |
![]()
პოსტი
#297
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რაღაც ვოლტერის სუნი მცემს ხო, სიკვდილ , რაღაცით დეიზმია, მაგრამ დეიზმისათვის ღმერთი არ ერევა სამყაროში,რომელიც მომართული საათია, ამიტომ ვფიქრობ ეს ადამიანი უფრო დაბნეული ადამიანი, და ქადაგება არ აწყენდა, შემოიყვანეთ აქ ![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Zyklon |
![]()
პოსტი
#298
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 17-June 07 წევრი № 2,218 ![]() |
ციტატა დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს რელიგიაზე,ის ამბობდა შმდეგს-არ მწამს არცერთი რელიგიისო მაგრამ ათეისტი არ ვარ რადგან ღმერთის მწამსო,რა მნიშვნელობა აქ რომელ რელიგიას ეკუთვნი ღმერთი ერთია და მას ყველა ადამიანი თანაბრად უყვარსო, ვეკამათე ბევრი და შევეშვი მერე აზრი არ ქონდა რა.რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დავამატებ კიდევ იმას რომ მონათლულიც არ არის და რატქმაუნდა საჭიროებას ვერ ხედავს ათეისტის განსაზღვრება - ადამიანი რომელსაც არ სწამს ღმერთის არსებობა. თუ ადამიანს ღმერთი სწამს, გინდ ალაჰი, გინდ ქრისტე და გინდ რარაც ისეთი რაც თვითონაც არ იცის, ესე იგი ის ათეისტი არ არის. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#299
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
di_onise
ციტატა დღეს ვეკამათე ერთ ადამიანს რელიგიაზე,ის ამბობდა შმდეგს-არ მწამს არცერთი რელიგიისო მაგრამ ათეისტი არ ვარ რადგან ღმერთის მწამსო,რა მნიშვნელობა აქ რომელ რელიგიას ეკუთვნი ღმერთი ერთია და მას ყველა ადამიანი თანაბრად უყვარსო, ვეკამათე ბევრი და შევეშვი მერე აზრი არ ქონდა რა.რა შეიძლება უწოდოთ ასეთ ადამიანებს ათეისტიო რომ ეტყვი გიჟდებიან აბა რა ქვიათ? დავამატებ კიდევ იმას რომ მონათლულიც არ არის და რატქმაუნდა საჭიროებას ვერ ხედავს ეგ მემგონი ისეთი ადამიანია რომელსაც უნდა საკუთარი რელიგია და მიმდევრები გაიჩინოს პანეკუმენისტს უფრ ჰგავს..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
di_onise |
![]()
პოსტი
#300
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
კანონისტი
ვისა?? არ ვიცი მაგდენი ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი