![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#381
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შემაწუხებს კი ბატონო. მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე ვინმეს უყვები და ცოოოოტა მეშვება, მაგრამ ცუდი გრძნობა რომ რაღაც დავაშავე მაინც მრჩება. არა მგონია ვინმემ რომ მითხრას ღმერთმა გაპატიაო მერე დავივიწყო ეგ და დავმშვიდდე, რაღაც ცუდი მაინც ჩარჩება გონებაში და მერე როცა გამახსენდება ყოველთვის უხერხულ გრძნობას იწვევს ჩემში. რომ რაღაც დავაშავე. ხომ ხედავ, ირაკლი, შენც გჭირდება რომ ვიღაცას მოუყვე შენი ცოდვა, რომ ამისგან განთავისუფლდე. ჩვენც, მორწმუნეები ასე ვიქცევით, ოღონდა გარდა იმისა რომ მეგობარს შეიძლება გავენდოთ, მივდივართ მოძღვართან და მას ვუყვებით, რათა უფლისგან შენდობა მივიღოთ. შენ რომ ერთხელ მაინც გქონდეს აღსარება ნათქვამი აღარ იტყოდი ცუდი ჩამრჩება გონებაშიო.. აღსარების მერე საოცარი სიმშვიდის გრძნობა გეუფლება ადამიანს, რაც სიტყვებით არ აღიწერება.. დანაშაულის გრძნობა ყველაზე მეტად მაშინაა გამძაფრებული ადამიანში, როცა მას არ ინანიებს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
iraklidze |
![]()
პოსტი
#382
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ციტატა შენ რომ ერთხელ მაინც გქონდეს აღსარება ნათქვამი აღარ იტყოდი ცუდი ჩამრჩება გონებაშიო.. აღსარების მერე საოცარი სიმშვიდის გრძნობა გეუფლება ადამიანს, რაც სიტყვებით არ აღიწერება.. ვერ შეგედავები, რაც არ ვიცი არ ვიცი. მაგრამ მაინც, როგორ უნდა დაიჯერო რომ ცოდვა შეგენდო. განა ბოლომდე განთავისუფლდები დანაშაულის გრძნობისგან? -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
marine |
![]()
პოსტი
#383
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვერ შეგედავები, რაც არ ვიცი არ ვიცი. მაგრამ მაინც, როგორ უნდა დაიჯერო რომ ცოდვა შეგენდო. განა ბოლომდე განთავისუფლდები დანაშაულის გრძნობისგან? როცა ადამიანი მორწმუნეა და ღმერთის სწამს, მაშინ მას იმისიც სწამს, რომ მღვდელს აქვს მინიჭებული მადლი ცოდვების მიტევებისა და შენდობის ლოცვის წაკითხვის მერე გვჯერა კიდეც რომ ცოდვა შეგვენდო.. რაც შეეხება დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებას, ამ გრძნობისგან თავს აღწევ გულწრფელი აღსარების მერე, თუმცა იგი დავიწყებას არ უნდა მისცეს ადამიანმა, რათა განმეორებით არ ჩავარდეს იგივე ცოდვაში.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
![]()
პოსტი
#384
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა ყველა ვარიანტში ადამიანს მაინც ეგ ნამუსი სტანჯავს თუ ცუდი გააკეთა. გინდ ღმერთის სასჯელი დაარქვი, გინდ რაც გინდა ის. ეს მაინც ყველა ადამიანს ააქ. კი, ყველა ადამიანს აქვს,ნუ შეიძლება იშვიათი გამონაკლისებიც არსებობდნენ,მაგრამ ყველა ადამიანში შეიძლება აღმოაჩინო "კარგი".მე უბრალოდ,როგორც მორწმუნე ქრისტიანმა ავღნიშნე,რომ ეს ღვთის ხმაა ![]() ციტატა მე უბრალოდ ერთი რაღაც მინდა დავაფიქსირო, ათეისტი უცხოპლაეტელი არაა, ისიც ადამიანია, უბრალოდ არ თვლის რომ ღმერთმა გააჩნია სულ ეგაა. და არ დადის ეკლესიაში. და ვინ გითხრა მერე,რომ ათეისტები უცხოპლანეტელები არიან ![]() ![]() ციტატა შემაწუხებს კი ბატონო. მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე ვინმეს უყვები და ცოოოოტა მეშვება, მაგრამ ცუდი გრძნობა რომ რაღაც დავაშავე მაინც მრჩება. არა მგონია ვინმემ რომ მითხრას ღმერთმა გაპატიაო მერე დავივიწყო ეგ და დავმშვიდდე, რაღაც ცუდი მაინც ჩარჩება გონებაში და მერე როცა გამახსენდება ყოველთვის უხერხულ გრძნობას იწვევს ჩემში. რომ რაღაც დავაშავე. ამას იმიტომ ამბობ,რომ მოძღვრისთვის არასოდეს ჩაგიბარებია აღსარება. რა იცი,იქნება და იგრძნო განთავისუფლება დანაშაულისაგან ![]() მე პატარა რომ ვიყავი,რაღაც ცოდვა ჩავიდინე,ისიც ბავშვური სისულელით მომივიდა,და ეს ძალიან მაწუხებდა,თითქმის ყოველდღე მახსენებდა თავს,და მერე რამდენიმე წლის შემდეგ,როცა მოძღვარი ავიყვანე,პირველად ეგრევე ეგ ცოდვა ვუთხარი და შენ წარმოიდგინე საოცრად დავმშვიდდი,მართლა ვიგრძენი განთავისუფლება. marine ოქრო ხარ რა ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
![]()
პოსტი
#385
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
გიორგი |
![]()
პოსტი
#386
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
"შეიძლება ღმერთი არსებობს, რაიმე სხვა განზომილებაში (როგორც ზოგი თვლის), ან სადმე ჩვენთვის შეუცნობ სამყაროში, მარგამ რა აუცილებელია ადამიანს ქონდეს მასთან კავშირი."
ღმერთმა თუ შექმნა სამყარო - ანუ თუ სამყარო არაფრისგან და არაფერში სპონტანურად შეიქმნა ("დიდი აფეთქების" თითქმის დამტკიცებული თეორია), შემდეგ წარმოიშვა სიცოცხლე (ამის შანსი ძალიან მცირეა და 10-ის 40 000 ხარისხით განისაზღვრება და ასევე ბევრად ლოგიკურია ვიმსჯელოთ მიზანმიმართულ პროცესზე) და ეს მიიყვანა გონიერი არსებების შექმნამდე (რაც ფაქტია და ამ "ფაქტის" განხორციელებაც კი ძალიან დამაფიქრებელია რადგან ამის შანსი უკვე თითქმის მიზერულია თვით სიცოცხლის წარმოშობასთან შედარებით და ნულისკენ მიისწრაფვის) ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ღმერთი აუცილებლად მიუთითებდა ადამიანს, თუ რისთვის შექმნა ის ან რა უნდა მოემოქმედა მას ან როგორ უნდა ეცხოვრა და ა.შ. ამის პრეცენდენტი, რომ არ ყოფილიყო იმდენად რეალური და ლოგიკურია სამყაროს შექმნაში "გონიერების ხელი", რომ ჩვენ თვითონ უნდა დაგვეძებნა ხომ არ არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში რაიმე ნაწერი, ნახატი ან მინიშნება, რაც ღმერთის მიერ ჩვენთვის დანატოვარი ცხოვრების მიმართულების განმსაზღვრელი იქნებოდა და უნდა გვეფიქრა მათ აღმოჩენაზე. არადა პირიქით, საძებნი არაფერია, ჩვენ გვაქვს უამრავი რელიგიები (თუ რომელია სწორი და რას და რატომ გვასწავლიან ისინი ამაზე მოგვიანებით), რომლებიც ფაქტიურად ერთნაირად აღიარებენ, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და გვთავაზობენ კიდეც საკუთარ სწავლებებს. ეს რელიგიები კი ყველა ერთნაირად ასწავლის სულის უკვდავებას და ადამიანის კავშირს ღმერთთან. არადა ყოველთვის იყო რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს, სამყაროს შემოქმედს აღიარებდა, ის რომ ჯერ კერპთაყვანისმცემლობა ან ცხოველების თაყვანისმცემლობა იყო და მერე მივიდა ადამიანი სამყაროს შემოქმედის იდეამდე კომუნისტების მოგონილია ძალიან ტენდენციური ისტორიის გაშუქებით. ძველი აღთქმა ძვ. წ. აღ. II ათასწლეულიდან არსებობს, არადა მის პარალელურად და მის შემდეგაც უამრავი კერპთაყვანისმცემელი და ცხოველის თაყვანისმცემელი ადამიანი არსებობდა და ეს მისი წინარე საფეხური არანაირად არ ყოფილა. ეგ კი არა და ძველ აღთქმამდეც გაცილებით ადრე არსებობდა ერთი ღმერთის არსებობის იდეა, რაც გვხდება შუმერულ უძველეს ლურსმულ წარწერებში (ძვ. წ. აღ. III-IV ათასწლეული). ივარაუდება, რომ ერთი ღმერთის სწამდა ადამიანს პრეისტორიულ ხანაშიც, მაგრამ მაშინ დამწერლობა არ არსებობდა, რომ ჩვენამდე მოეღწია. რეალურად იმდენად ძველია სამყაროს შემოქმედი - ერთი ღმერთის იდეა, რომ ის გაცილებით წააგავს უძველესი ადამიანისათვის მიწოდებული ინფორმაციის შედეგს ვიდრე პრიმიტიული გონების მიერ ჯერ კერპის გამოგონებას, ხოლო მოგვიანებით ერთი ღმერთის შექმნას. აი, ამიტომ ივარაუდება, რომ ჩვენთვის შეუცნობ სამყაროში მყოფ ღმერთს კავშირი აქვს ჩვენთან და ჩვენ მასთან. "კი ბატონო იყო არაფერი და შეიქმნა სამყარო, ან შქმნა ღმერთმა, მაგრამ ადამიანი როგორც შეიქმნა ხომ ყველამ ვიცით, და სამყარო არ შექმნილა ადამინისთვის, ის მის გარეშე იყო და იქნება." და რა იცი შენ რისთვის და რატომ შეიქმნა სამყარო ღმერთმა?! მერე რა რომ სამყარო "რამდენიმე წამით" ადრე შეიქმნა ვიდრე ადამიანი და "რამდენიმე წამი" არსებობდა მის გარეშე?! რამდენიმე წამი - სპეციალურად დავწერე, რომ კარგად მიგანიშნო რომ ეს ადამიანს ეჩვენება 15 მილიარდი წელი უსასრულოდ დიდ დროდ. შენ როგორ გამორიცხავ, რომ 15 მილიარდი წელი (რაც თავის მხრივ ღმერთისთვის არაფერია, რადგან დროც მან გააჩინა სივრცესთან და მატერიასთან ერთად) მთელი სამყარო ადამიანისთვის არ "მზადდებოდა". იმიტომ, რომ ადამიანი პატარაა ზომით და "დაუცველი" გიგანტურ ვარსკვლავებთან და მათი კატასტროფებისგან? ეს ცალსახად არაფრის მთქმელი არაა, მნიშვნელობით ამაზე გაცილებით ძლიერი არგუმენტები რაც ზემოთ წერია ისაა, თანაც გაცილებით ძლიერი. თუ იმას დაუშვებ, რომ ღმერთმა შექმნა ეს ყველაფერი (და ეს თანდათან ძალიან ლოგიკური ხდება რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება), მაშინ თუ საჭიროა ამ ერთობ "დაუცველი" ადამიანის დაცვასაც შეძლებს. და შენ რა იცი იქნება თუ არა სამყარო ადამიანის გარეშე? იქნებ "ხვალ" ღმერთი დროსაც "აუქმებს", როგორც შექმნა ისე და მარადისობაში აღმოჩნდეს (dt=0) მთელი სამყარო ადამიანთან ერთად? სანამ ამ კითხვებზე მიახლოებული პასუხები მაინც არ მოიძებნება იქამდე ძნელია იმის მტკიცება, რომ სამყარო არ შექმნილა ადამიანისთვის და რომ ის მის გარეშეც იქნება. (თეორიულად კი იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ღმერთი გადაწყვეტს ამას.) როგორც შესაქმესა და სამყაროს კოსმოლოგიურ მოდელს შორის შეიძლება გაივლოს პარალელები, ასევე ძალიან საინტერესოა აპოკალიპსი, რომელიც უკვე მომავალს აღწერს და ადამიანის მომავალი და ამ ქვეყნიური ცხოვრების აღსასრულია აღწერილი. აღსასრული, რომლის შემდეგაც ადამიანი სხვა ფორმით აგრძელებს სიცოცხლეს ახლებურად მოწყობილ სამყაროში - "შეიქმნება რა ახალი ცა და ახალი მიწა" -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#387
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
გიორგი
ხოო. ისე ესეც და გუშნაც ჩვენმა საუბარმა ცოტა დამაფიქრა. შეიძლება ვცდები კდიეც... სერიოზულად ვამბობ ამას. ღმერთის არსებობა არც ისე უსაფუძვლო და შეუძლებელი მიმაჩნია როგორც აქამდე. ამას ისე ეს ფორუმი კი არა რამოდენიმე წელი დაჭირდა, გიორგი ასე ვთქვათ "მმოძღვარვს" უკვე ერთი 7 წელია ![]() მარგამ დარჩა კიდევ ერთი საკითხი, რაც მაინტერესებს. მე ჩვენი რეიგია საკამოდ კაცთმოყვარე და დახვეწილად მიმაჩნია სხებთას შედარებით, მარგამ ერთი რამ არ მომწონს მასში, შეიძლება ისეთი განცხაედბაა რომ ოფტოპიკი გამომივიდეს, ნაგრამ რატომაა რომ ჩვენ რელიგიაში, ისევე როგორც სხებში, უამრავი ისეთი წესია, რომლის ძირითადი დანიშნულება მე მგონი უბრალოდ დისციპლინის ჩამოყალიბებაა ხალხში. და არანაირი კავშირი ღმერთთან არა აქ (მაგ ზოგიერთი ცერემონიები). და კიდევ, რატომ უჭირავს ქალს გაცილებით მცირე ადგილი. და საკმაოდ დაჩაგრულია, მეჩვენება , თითქოს რელიგიის ეს დეტალები დაწერილია მამაკაცის მიერ, თან ისე რომ ქალს ადგილი არ მოუძებნა მასში. თუნდაც რატომაა აკრძალული ქალის შესვა საკურთხეველში, რა ქალი ადამინი არაა თუ ღმერთს ის არ შეუქმნია. მე მგონი აქ სხვა რომენტია, აქ ხაზი აქ გასმული მამაკაცის უსაფუძვლო უპირატესობას პატრიარქულურ სამყაროში. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
დათიკო |
![]()
პოსტი
#388
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
iraklidze
ციტატა ღმერთის არსებობა არც ისე უსაფუძვლო და შეუძლებელი მიმაჩნია როგორც აქამდე გაიხარე, პირველ რიგში მიხარია შენი ხილვა ჩვენს ფორუმზე და ამ განყოფილებაში. ცხვდები, შენი სახით კიდევ ერთი საინტერესო მოსაუბრე შემოგვემატა. ![]() რაც შეეხება შენს მიერ დასმულ საკითხებს: ციტატა რატომაა რომ ჩვენ რელიგიაში, ისევე როგორც სხებში, უამრავი ისეთი წესია, რომლის ძირითადი დანიშნულება მე მგონი უბრალოდ დისციპლინის ჩამოყალიბებაა ხალხში. და არანაირი კავშირი ღმერთთან არა აქ იმისთვის რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, საჭიროა ვიცოდეთ კონკრეტულად რომელ რიტუალზე ვსაუბრობთ. ჩვენს რელიგიაში ყოველ მოქმედებას თავისი საღვთისმეტყველო ახსნა გააჩნია. თვითეულ სიტყვას თავისი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელსაც, რა თქმა უნდა ძირი სახარებაში აქვს და იქიდან მომდინარეობს. თუ შენ გაინტერესებს, მაშინ კონკრეტულად გვითხარი რომელ რიტულას მიიჩნევ დისციპლინარულად. ![]() ციტატა და კიდევ, რატომ უჭირავს ქალს გაცილებით მცირე ადგილი. ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი შესაბამისი ახსნა აქვს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალი მართლმადიდებლებისთვის არა თუ დამცრობილი, არამედ იმდენად განდიდებულია, რომ უზეშთაეს სერაბიმთა და ქერუბიმთას მივიჩნევთ ღვთისმშობელს. აქვე მინდა დავაკოპირო ერთი პოსტი, რომელიც ერთ სხვა ფორუმზე ვიპოვე. ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ მის აზრებს ვეთანხმები. ვფიქრობ საინტერესო იქნმება შენთვის, რადგან სქწორედ ამ საკითხებს ეხება: აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მართლმადიდებლობა (თვითონ სარწმუნოება) ქალსა და კაცს სწორედაც, რომ ერთ დონეზე აყენებს. ერთმა მართლმადიდებლმა მკვლევარმა ისიც კი იხუმრა ერთხელ: თუ გავითვალისწინებთ იმასო რომ ღმერთი ყველაფერ უპირატესს ბოლოს ქმნისო (მაგალითად ჯერ ცხოველები და სხვა ქმნილებები შექმნა და ბოლოს ადამიო), მაშინ გამოდისო, რომ ევა... ნუ ამაზე არ გვინდა, მთლად ასეც არ არის საქმე, მაგრამ ისე, ლოგიკას მოკლებული არაა ეს არგუმენტი. ითქვა ისიც, რომ ღმერთს, რომ ევა ადამის ფეხისგან შეექმნა, იტყოდნენო, რომ აი, უმდაბლესიაო, თავისგან რომ შეექმნა, მაშინ აი, უპირატესიაო, ხელისგანო, აი, ესე იგი დახმარების მეტი არაფერი არ შეუძლიაო, მაგრამ ნეკნისაგან რადგან შექმნა, ამით აჩვენაო, რომ ევა იზიარებს ადამის ბუნებას, მაგრამ მისი თანაბარიაო. იყო დრო, როდესაც ეკლესიაში არსებობდა დიაკონესების ინსტიტუტი ქალი-დიაკვნების, რომელბიც საკურთხეველში შედიოდნენ, თუმცა ამის აღდგენა საკმაოდ რთული საკითხია. მე მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ დღეს ქალი ეკლესიაში როგორც საკუთრებად აღიქმება, ანუ თითქმის როგორც ქონებად და ეს ნამდვილად საშინელებაა... ამას არაფერი აქვს საერთო ეგოსთან. მამაკაცებს კი არ ვერჩი არაფერს, მაგრამ პოსტ-საბჭოურ (ალბათ საბჭოურიდან მოყოლებული)ხანაში საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრდა ძალიან უცნაური ტენდენცია ქალის 'დამდაბლების'. ვინ ვის დაავალა ვინმეს დამდაბლება დიდად არ ვიცი. ქალებს მოუწოდებენ, რომ ან უნდა გათხოვდნენ და ან მონასტერში წავიდნენ და ზოგი მღვდელი იმასაც კი ამბობს, რომ თუ ქალი ამ ორი პირობიდან არცერთს არ ასრულებს, არც მეტი არც ნაკლები: არ ცხონდებაო. აბა რა წესია ახლა ეს? კაცებს რატომ არ ეხება იგივე მითითება, სულ მაინტერესებს. და გარდა ამისა, ვის შეუძლია ვინემს გზა განსაზღვროს ან მიუთითოს? წმინდა ნინო თუ არც გათხოვილი იყო და არც მონასტერში ცხოვრობდა, ამიტომ რაა რო? ან თუ დამოუკიდებლობაზე ვილაპარაკებთ,ზოგი კაცი თუ კაცია და თამარ მეფე თუ ქალი იყო, რაა რო? ზიარების დროს კიდევ მოვა ვიღაც კაცი, მუჯლუგუნებით გადაგდგავს გვერდზე და კაცები გაგვატარეთო -გეტყვის. კაციც ასეთი უნდა რა... ან საიდან მოიტანეს ეს კაცები წინ გატარების წესი, ვინ დაამკვიდრა ეს აზრი... ზრდილობის გულისთვსი კი გავატარებ, მაგრამ... რაღაც ბაბუშკების გამოგონილი წესები ჩამოყალიბდა და გარწმუნებენ, რომ ეს არის მართლმადიდებლობა. არ არის ეს მართლმადიდებლობა, არა! მართლმადიდებლობა იწყება სახარებით... ქრისტე ქალებს ასე არ ექცეოდა, პირიქით, მათ ყოველთვის განსაკუთრებული როლი ქონდათ. ადამი შექმნა ღმერთმა ედემის გარეთ და შემდეგ დაასახლა იქ, მაშინ როცა ევა ედემის შვილია, ადამი შექმნა უფორმო სხეულისგან (თიხისგან), ხოლო ევა სულიერისგან...ყოველივე ეს აღიქმება მართლმადიდებლობაში სწორედ ისე, რომ აქ ქალის და კაცის ადგილი არ არის პრინციპულად გამიჯნული და ცხადია აქ "არგუმენტი" "ქალი დაემორჩიოს კაცს" არ არის სწორი, ვინაიდან კონტექსტიდან ჩანს რომ ეს ისე კი არაა, რომ ჩემ ცოლს ნებისმიერმა კაცმა უბრძანოს რაც მას მოესურვება, არამედ იგულისხმება ქალის მორჩილება ქმრის მიმართ და ეს მორჩილება გაგებულია, როგორც ეკლესიის მორჩილება ქრისტეს მიმართ, ანუ აქ საუბარია იერარქიულობაზე და არა ქალის მეორეხარისხოვნებაზე. სხვათა შორის ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ იერარქიულობა ძალზედ პიროვნულია განსხვავებით სრული გათანაბრების მოდელისა, რაც გვხვდება პროტესტანტიზმში, ვინაიდან იერარქიულობა მიწიერ ცხოვრებაში არ გულისხმობს მის შენარჩუნებას მარადიულობაში, ამისი თვალსაჩინო მაგალითია ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც დღეს იწოდება "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაბიმთა", ამას ვერ ნახავთ პროტესტანტიზმში, სწორედ იმიტომ რომ იქ არ არის ეს პიროვნული გზა, არის რაღაც კომუნიზმი "ურავნილოვკისა". არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც მარიამ მაგდალინელი ნახავს აღმდგარ იესოს და მიმართავს: "რაბი", ანუ მოძღვარო, ეს კი გულისხმობს, რომ მარიამი არის მოწაფე, ეს სრულლიად ახალი რეალიაა ქრისტიანობაში, ვინაიდან ძველი რჯული უკრძალავს ქალს სწავლას, ახალი აღთქმა კი პირიქით და თუ ყველაფრს კომპლექსში განვიხილავთ და შევადარებთ კაცის და ქალის როლს, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ ისინი მართლაც ერთნი არიან ეკლესიაში...და განსხვავებული არის მათი მოვალეობები, მოვალეობა კი ჯვარია, ეკლესიამ კი მღვდელმსახურის ჯვრის დაკისრება სათნოდ არ იჩინა ქალისთვის სწორედ მისი მოფრთხილების თვალსაზრისით, აქ ცხადია დისკრიმინაცია არაა, ეს არის ყველაზე სათუთის მოფრთხილება. ამას გარდა რაც მართლა იმსახურებს ყურადღებას, ისაა, რომ არის მომენტები, როცა ქალი "დაბლა" დგას კაცზე (ღვთისმსახურება წირვისას) და არის როცა პირიქით ქალია მაღლა: ქალს ღმერთმა ჩააბარა ყველაზე უმნიშვნელოვანესი, სიცოცხლის დაბადება, აი ამ დროს ქალი აღმატებულია კაცზე და ეს აღმატება რეალიზდა სრულად ღვთისმშობელ მარიამში, რომალმაც საშოთი ატარა არც მეტი არც ნაკლები თავად ღმერთი. მოკლედ ვინც ქალს ისე უყურებს როგროც მეორეხარისხოვანს არის არა მართლმადიდებელი არამედ უკეთეს შემთხვევაში მუსულმანი (სადაც ყურანის მიხედვით ქმარს განსაკუთრებულ შემთხევვაში ცემაც კი შეუძლია ცოლის) და უარესში დეგენერატი. აქვე აღსანიშნავი გავიხსენოთ ერთი ადგილი ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, სადაც ხუცესთა (მღვდელთა) დადგინებასთან დაკავშირებით არის მოციქულთა სწავლება: 5. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: 6. რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. 7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მონისაჲ, (და არა მხევალი) ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, 8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის... ამასთან, პირველ ეპისკოპოსებად ითვლებიან წმიდა და ყოვლადქებული თორმეტი მოციქული! რომლებმაც ხელი დაასხეს ხუცესთ, და გამოირჩიეს დიაკონნი (!) არც ერთი მათგანი არ ყოფილა "სუსტი სქესის" წარმომადგენელი. ამასთან სასულერო პირი ქრისტეს ხატებაა, გამომდინარე ქრისტეს ღმერთ(მამა)კაცობრივი ბუნებისა იგი ვერ იქნება ქალი და ასეთი გააზრება პირდაპირ, ყოველგვარი საფეხურის გარეშე დაკნინებაა განკაცებული სიტყვისა! უკაცრავად დიდი პოსტისვთის. პატარათი ამდენ სათქმელს ვერ ვიტყოდი ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#389
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
რატომ უჭირავს ქალს გაცილებით მცირე ადგილი. და საკმაოდ დაჩაგრულია მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიხედვით ქალებს მცირე ადგილი არ უჭრავთ, მითუმეტეს არანაირად არ არიან დაჩაგრულები . . . ასეთი აზროვნება მოდის გადაგვარებული კომუნისტური მენტალიტეტიდან, რომელმაც საზოგადოება ისე წაბილწა, რომ ბოლოს კაცებს მრუშების, ე.წ. "ქალებში სიარულის" ნორმა დაუმკვიდრა და ისეთი აზრი ჩამოაყალიბა რომ საზოგადოებისათვის კაცის მხრიდან მრუშობა "ცოდვად" აღარ ითვლებოდა. არადა ყველაზე მთავარი გენდერული თანასწორობა სქესობრივი თანაცხოვრების თანაბარუფლებიანობის შესახებ სწორედ რომ მართმადიდებელი ქრისტეანობიდან მოდის, უფრო მეტიც მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ კაცს ზუსტად ისევე არა აქვს მრუშების უფლება, როგორც ქალს და აბსოლუტურად თანასწორია მისი, ფაქტიურად მხოლოდ ეკლესიურ საზოგადოებაში გვხვდებიან, მის გარეთ ყველგან კაცს თვითნებური უპირატესობები აქვს. მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ღვთის წინაშე კაცის და ქალის აბსოლუტურ თანასწორობაზე საუბრობს და ყველა სხვა ცოდვაც ერთნაირად მოეკითხებათ მათ. ქრისტიანობა არის რელიგია, რომელმაც ჩვეულებრივად დაბადებულ ადამიანებს შორის (ქრისტე - ღმერთი არის) ყველაზე უპირატესად სწორედ ქალი გამოარჩია და ალბათ იცი, რომ ღვთისმშობელი მარიამი ყველა ქმნილებაზე მაღლა დგას, მათ შორის მოციქულებზეც (საუბარი აღარაა სასულიერო იერარქებზე). ქრისტიანობა არის რელიგია, რომელმაც ჩვეულებრივად კაცების თანასწორად ნება დართო ქალს, რომ წასულიყო და რჯული ექადაგა მეფისთვის მთელი სახელმწიფოს მოსაქცევად და ფაქტიურად მოციქულების საქმე გაემეორებინა და ეს მაშინ როდესაც წარმართული საზოგადოება ევროპაშიც და აზიაშიც ქალს ფაქტიურად სახლიდან გამოსვლის და დალაპარაკების უფლებასაც არ აძლევდა. (ვგულისხმობ მეფე მირიანს და წმინდა ნინოს, რომელიც მოციქულთა სწორად (ანუ თანაბრად) შეირაცხა წმინდანად, IV საუკუნე) ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც მონარქიული სახელმწიფო წყობის დროსაც კი არ უარყოფდა ქალის მმართველობას განურჩევლად იმისა იქნებოდა ის პირდაპირ მეფე თუ დედოფალი. (თამარ მეფე, მეფე რუსუდანი, ქეთევან დედოფალი, ბორენა დედოფალი) დედოფალს მეფის სიცოცხლეშივე შეეძლო სახელმწიფოს მართვაში გათვითცნობიერება, რადგან მეფის სიკვდილის და არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის დროებითი შემსრულებელი სწორედ ის უნდა ყოფილიყო და ა.შ. ცნობისთვის რაც მართლმადიდებელ საქართველოში XII საუკუნეში იყო დაშვებული დღემდე არ ეღირსა ა.შ.შ. (ქალი სახელმწიფოს მეთაური) და ევროპაშიც XX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ ისიც ძალიან შეზღუდულად და აქა იქ (ყოველი 5-7 კაცი მმართველის მერე რომელიღაც ქვეყანაში ერთი ქალი გამოერევა ხოლმე) გულწრფელად გეკითხები მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე უფრო დიდი ისტორიულ-რელიგიურ-სოციალური თანასწორობა გინახავს რომელიმე საზოგადოებაში? თანაც ჩვენთან ეს თანასწორობა მთლიანად სიყვარულზეა აგებული და არა დაშაბლონებული კანონების საფუძველზე. რაც შეეხება სუფთა მღვდელმსახურების წესს აქ სხვა უფრო რთული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური საწყისები იმალება მის უკან. ეს ხანგრძლივი დისკუსიის საგანია და არანაირად ქალის დაჩაგრულობას არ მიუთითებს, უბრალოდ ფუნქციები გამიჯნულია ძალიან სერიოზული მიზეზების გამო და სულაც არ გულისხმობს რომ ქალი ან მეორეხარისხოვნად ან გონებაშეზღუდულად ითვლება. (ღმერთის მიერვე შექმნილი ქალისა და კაცის განსხვავებული ბიოლოგიიდან, ფიზიოლოგიიდან და ფსიქოლოგიიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული განსხვავება ადამიანის ამ ორ საწყისს შორის, რაც მათ რაღაც საკითხებში განსხავებულ მოვალეობებს ანიჭებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომელიმეს უპირატესობას) გარდა ამისა აქ უკვე გამოგეხმაურნენ და გითხრეს რომ არსებობს ქალების გარკვეული "სტატუსის" მქონე კატეგორია, რომელთაც საკურთხეველში შესვლის უფლებაც აქვთ. აგრეთვე ქალი დასაშვებია იყოს მედავითნე და ნაწილობრივ მონაწილეობა მიიღოს ლიტურგიკულ მსახურებაშიხც კი (წირვა) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
![]()
პოსტი
#390
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მდაა. თუ ჰიტლერი და უბედურება გჭირს და მტეი გიტევს ან შიმშილით კვდები მაშინ არც ღმერთი ახსოვს ვინმეს და მაინც ქე ჭამენს ერთმანეთს, მაგრამ თუ დაწყნარებული სიტუაციაა, ღმერთიც მაშინ ახსოვთ, და სინდისიც მაშინ იღვიძებს, და ყველა მორწმუნე თუ ურწმუნო ემორჩილება საზოგადოების კანონებს. რომლებიც ძირითადად ნორნალურ სიტუაციაში, რელიგიური კანონებისგან დიდად არ განსხვავდება. ვინ გითხრა რომ ჰიტლერის დროს ღმერთი და მორალი არავის ახსოვდა? წმ. გრიგოლ ფერაძეს რას ვუშვებით? გეთანხმები რომ საზოგადოებისა და რელიგიის ძირითადი მორალი, ანუ - ზნეობა - ერთმანეთს ემთხვევა, ვინაიდან სწორედ რელიგიამ მისცა მას საწყისი და ამ უკანასკნელის გარეშე შენის ფორმულირებით 'საზოგადოებრივი შეთანხმებები' არ იარსებებდა ![]() ![]() თუ ჩვენ მხოლოდ, ატომების, გენების, რეცეპტორებისა და ქიმიური ბმების ერთობა ვართ - ჩვენ ვემორჩილებით მიზეზობრიობის კანონს, სად არის ჩვენი თავისუფალი ნება? ერთხელაც ფსიქოლოგია აღმოაჩენს, რომ მთელი ეს, 'მატერიალური თვითმყოფადობის' ნაბოდვარები, იქ უნდა გაისტუმროს "სადაცა ჯერ არს" ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ ![]() პ.ს საზოგადოებას მართავს კანონი, ეკლესიას სიყვარული ![]() ![]() ქრისტე მოვიდა რომ ეთქვა - გიყვარდეთ - და იქნებით ცოდვის მონობისაგან თავისუფლები ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიტა |
![]()
პოსტი
#391
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
დღეს ისეთი რაღაცეები გავიგონე რამდენიმე ექიმის მხრიდან,ჯერ გაოგნებული უსმენდი და მერე ჩავერიე საუბარში.თურმე რა რთულია ჩვენი რელიგია და განსაკუთრებით 2 რამ-მარხვა და წირვაზე ფეხზე დგომა,რა ადვილად აქვთ კათოლიკებს ყველაფერიო.ჯერ დაუწყე კამათი თან 3 იყო ამ აზრზე მარა მერე ერთმა განმიცხადა-ჩვენს წირვაზე ჩამოგეძინება და იმათ რა ლამაზი მუსიკა აქვთო
![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
![]()
პოსტი
#392
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დღეს ისეთი რაღაცეები გავიგონე რამდენიმე ექიმის მხრიდან,ჯერ გაოგნებული უსმენდი და მერე ჩავერიე საუბარში.თურმე რა რთულია ჩვენი რელიგია და განსაკუთრებით 2 რამ-მარხვა და წირვაზე ფეხზე დგომა,რა ადვილად აქვთ კათოლიკებს ყველაფერიო.ჯერ დაუწყე კამათი თან 3 იყო ამ აზრზე მარა მერე ერთმა განმიცხადა-ჩვენს წირვაზე ჩამოგეძინება და იმათ რა ლამაზი მუსიკა აქვთო ![]() ყველაფერი კათოლიკური მას მოსწონს (უმეტესად ფილმებში ნანახიდან გამომდინარე), ვინც მშობლიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არასოდეს დასწრებია წირვა-ლოცვას, ყური არ დაუგდია საოცარი ქართული გალობისთვის და შესაბამისად არც არასოდეს უგრძვნია მადლი.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიტა |
![]()
პოსტი
#393
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
marine
ხო მეც ეგ ვკითხე-მონასმენი გაქვთთქო,მერე ეს მარხვა რატომ გგონიათ ასეთი წარმოუდგენელითქო.გამეცინა მერე-ისეთი მუსიკაა სხვა რელიგიის ტაძრებში გაერთობიო ![]() -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
![]()
პოსტი
#394
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ხო მეც ეგ ვკითხე-მონასმენი გაქვთთქო,მერე ეს მარხვა რატომ გგონიათ ასეთი წარმოუდგენელითქო.გამეცინა მერე-ისეთი მუსიკაა სხვა რელიგიის ტაძრებში გაერთობიო ![]() სულიერად ბრმა ადამიანს არც უნდა ეკამათო, აზრი არ აქვს.. მოვა დრო და მის სულსაც შეახებს ხელს უფალი და მიეცემა ნიჭი განასხვაოს კარგი ცუდისგან.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
გიორგი |
![]()
პოსტი
#395
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გიორგი ასე ვთქვათ "მმოძღვარვს" უკვე ერთი 7 წელია ![]() 2 წელი წყალში გადაყარე? ![]() 2007-1998=9 9-7=2 ![]() ![]() ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
marine |
![]()
პოსტი
#396
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
2 წელი წყალში გადაყარე? ![]() 2007-1998=9 9-7=2 ![]() ![]() ![]() გიორგი, ამას კი არ უნდა ამბობდე, უნდა მალავდე ![]() ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიტა |
![]()
პოსტი
#397
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
marine
ზოგი ისეთ სასწაულს დაახეთქებს ნერვები გინდა რა სერიოზულად რომ თავი შეიკავო,თორე მართლა არა აქ აზრი კამათს -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
![]()
პოსტი
#398
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,713 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ზოგი ისეთ სასწაულს დაახეთქებს ნერვები გინდა რა სერიოზულად რომ თავი შეიკავო,თორე მართლა არა აქ აზრი კამათს მართალი ხარ, ძნელია ამ დროს ნერვების მოთოკვა, როცა ხედავ რომ ადამიანს დაბნელებული სული აქვს და უარყოფს იმას, რაც წესით მისთვის ღირებული და ფასეული უნდა იყოს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
iraklidze |
![]()
პოსტი
#399
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ციტატა 2 წელი წყალში გადაყარე? ხოო ცოტა გავჭედე არითმეტიკაში ![]() ![]() ციტატა გიორგი, ამას კი არ უნდა ამბობდე, უნდა მალავდე კაცს 9 წელია ეჩიჩინები და მაინც მაიმუნი ჰგონია თავის წინაპარი მოიცა და გიორგის თქვენ გგონით თავი მართლა თიხისგან გაკეთებული გონია? არა მასე არაა საქმე. ხოლო რაც შეეხება ადამიანის აღნაგობას, მართლა ცილებისგან რომ შევდგებით და ჩვენი გრძნობების უმეტესი რეალურად ქიმიური პროცესების შედეგია ამაში ეჭვი ეპარება ვინმეს? მეორე საკითხია ამ გრძნობებს რა ბადებს, მარგამ დაბადებული მერე რას აკეთებს ეს უკვე ქიმიაა. მე არ მგონია რომ ღმერთმა თავის ხატად შექმნაო რომ წერია გარეგნობა იგულისხმება, ღმერთს არ ჭირდება 2 თავალი და 2 ყური, ეგ დედამიწის პირობების შედეგია, ანუ 2 თავლი რათა სინათლის ფაზა გაარჩიოს, 2 ყური, რათა მიმართულება ბგერის, 4 კიდური, როგორც ყოველ დედამიწელ არსებას და ა.შ. აქ მე მგონი ხატში უფრო აზროვნება იგულისხმება, ასე რომ ადამინის ან სამყაროს გაჩენის ახსნა არანაირად არ უარყოფს ღმერთს და ნუ გეშინიათ ამ თეორების აღირების ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
გიორგი |
![]()
პოსტი
#400
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მე არ მგონია რომ ღმერთმა თავის ხატად შექმნაო რომ წერია გარეგნობა იგულისხმება ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანიო ამაში იგულისხმება ადამიანის თავისუფალი ნება. დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ცოცხალი არსება: მცენარეები, მწერები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვარი ცხოველები ემორჩილებიან ინსტინქტებს. ყველაზე უფრო დიდი ინფორმაციის ტევადობის ტვინის მქონე მაიმუნებიც ემორჩილებიან ინსტინქტებს, უბრალოდ მათი ინსტინქტები გაცილებით ფართოა მარტივ ცხოველებთან შედარებით, მაგრამ მათ აზრების დაბადება არ ახასიათებთ და აქედან გამომდინარე გონიერი საკუთარი ნება ინდივიდუალური არჩევანის გაკეთებისათვის არ გააჩნიათ. თავისუფალი ნება აქვს უპირველეს ყოვლისა ღმერთს და სწორედ აქედან მომდინარეობს მისადმი ხატების და მსგავსების აზრი. P.S. ღმერთის ნამდვილი სახე არავინ იცის, რომ მის ვიზუალურ მსგავსებაზე იყოს ლაპარაკი, მითუმეტეს ძველი აღთქმა ქრისტესშობამდეა დაწერილი და მაშინ მაცხოვრის სახეც არავის ენახა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი