![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#401
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მოიცა და გიორგის თქვენ გგონით თავი მართლა თიხისგან გაკეთებული გონია? რაც შეეხება თიხის მოზელას და მისგან ადამიანის გაკეთებას ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს, რომელსაც თეოლოგები უკეთ გიპასუხებენ. ადამიანმა ყოველთვის იცოდა, რომ ის ერთი, სამყაროს შემოქმედი ღმერთის შექმნილი იყო და მას არც ერთ ეპოქაში არ გონებია რომ ღმერთს ხელები ჰქონდა რომ ტალახი ფიზიკურად მოეზილა. პირიქით, ღმერთის ადამიანის სახით "მოვლენა" დედამიწაზე ახალი აღთქმის მერე არსებობს. ძველ აღთქმაში არ ყოფილა ეგეთი დამოკიდებულება. ეს არ არის პრიმიტიული აზროვნების ნაყოფი, მასში ყოველთვის იგულისხმებოდა ძალიან ღრმა დატვირთვის მქონე არსი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#402
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
რაც შეეხება ადამიანის აღნაგობას, მართლა ცილებისგან რომ შევდგებით და ჩვენი გრძნობების უმეტესი რეალურად ქიმიური პროცესების შედეგია ამაში ეჭვი ეპარება ვინმეს? მეორე საკითხია ამ გრძნობებს რა ბადებს, მარგამ დაბადებული მერე რას აკეთებს ეს უკვე ქიმიაა. ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შესდგება სამი ძირითადი ელემენტარული ნაწილაკისგან (პროტონი, ელექტრონი, ნეიტრონი), სამყაროში არსებული ყველა მატერია დღემდე ამოუცნობი სამი მიზიდულობის ძალის საშუალებით ინარჩუნებს თავის თვისებებს. (გრავიტაციული, ელექტროსტატიკური, ბირთვული). ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ელემნტარული ნაწილაკებისაგან შემდგარი და მიზიდულობის ძალებისაგან შეკავებული მატერია განთავსებულია სივრცეში და იცვლება დროში, ჩვენი სამყაროს განზომილებური ფუნქციაა: f(x,y,z,t). ადამიანის სხეულიც ამ სამყაროს ნაწილია. რაც შეეხება გრძნობების დაბადებას და მისი შეგრძნების რეალიზაციას ეს ურთულესი საკითხია, მას პრაქტიკულად მეცნიერებაში ახსნა არა აქვს. ჩვენი გრძნობები ძირითადად ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შედეგია, მაგრამ მათი რეალიზაციის ფენომენი აუხსნელია. მეცნიერებას შეუძლია თქვას რატომ ვგრძნობთ, მაგრამ არა როგორ ვგრძნობთ. თეორიულად შესაძლებელია არსებობდეს ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც სინათლეს მოისმენენ და ხმას დაინახავენ, მაღალ ტემპერატურაზე სიცივის შეგრძნება დაეუფლებათ და დაბალზე სიცხის. გრძნობების თვითგანცდის ფენომენს ახსნა არა აქვს. მე მას ადამიანის ინდივიდუალიზმის განმსაზღვრელ სულს ვუკავშირებ, რომლისთვისაც რეალიზებული გრძნობა წარმოადგენს მატერიალური პროცესების თავისეულ განზომილებაში "თარგმანს". -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#403
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ადამინის ან სამყაროს გაჩენის ახსნა არანაირად არ უარყოფს ღმერთს და ნუ გეშინიათ ამ თეორების აღირების ![]() სამყაროს გაჩენა არა მგონია ოდესმე აიხსნას. "დიდი აფეთქების" თეორია და თითქმის დამტკიცებული კოსმოლოგიური მოდელი უბრალოდ ამტკიცებს, რომ არ არსებობდა არც მატერია, არც დრო და არც ცარიელი კოსმოსური სივრცე და ეს ყველაფერი 13.7 მილიარდი წლის წინ შეიქმნა. მაშინ ჩვენი სამყაროს მათემატიკური ფუნქცია - f(x,y,z,t)=0 ანუ ის არაფრიდან გაჩნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ ხსნის თუ როგორ შეიძლება არაფრისგან გაჩნდეს რაიმე, არამედ მხოლოდ ადასტურებს ამ ფაქტს. ასევე ადამიანისთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ დრო არ არსებობდა და ებადება კითხვები, რომ ღმერთი სულ როგორ იყო? ან რა იყო არაფრიდან სამყაროს შექმნამდე? ამ კითხვების წამოჭრის მიზეზი ისაა რომ დღევანდელი ადამიანიც ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს სამყაროს შესაფასებლად და მას არ წარმოუდგენია ღმერთისეული სამყარო დროის გარეშე. არადა ღმერთი განა იმიტომ იყო სულ, რომ დროში მარადიულად არსებობს, არამედ იმიტომ რომ თვითონ დროის მცნება არ არსებობს ღმერთისთვის. ის ისეთ განზომილებაშია, სადაც dt=0 და ამიტომ თავისთავად მარადიულია. დროის გასვლა ჩვენს სამყაროს ახასიათებს "დიდი აფეთქების" შემდეგ. ამ ლოგიკით თითქოს უკვე აიხსნა თუ რატომ არ შეიძლება ჩვენი სამყარო დროში მარადიული იყოს და ღმერთი კი შეიძლება მარადიული იყოს (და ასეც არის). საბოლოოდ ვიტყვი, რომ უფრო უპრიანი ვთქვათ, რომ მეცნიერება სამყაროს გაჩენას კი არ ხსნის, არამედ მის შექმნას ადასტურებს. ადამიანის გაჩენას რაც შეეხება ამაზე ვერაფერს ვლაპარაკობ. ჯერჯერობით ვსწავლობ უახლეს ინფორმაციას პალეონტოლოგიაში და მათემატიკური ინტელექტის სფეროებში. ჩემთვის უფრო გაურკვეველია არა ადამიანის ფიზიკური გაჩენა, არამედ მისი "რეალიზებული გრძნობების აღმქმელი გონების" და "პიროვნული თვითგანცდის" გაჩენა. ვერაფრით ვერ ვხსნი ადამიანის "თავისუფალი ნების" ფენომენს და ამას ადამიანის სულს ვუკავშირებ. ჩემთვის ბევრად უფრო მარტივია აღსაქმელად ჰიპერსფერული სამყარო სადაც ჩვენს მიერ დანახული სიბრტყე სინამდვილეში სფეროს მრუდ სეგმენტს წარმოადგენს და სინათლის წრფივად გავრცელებაც პირობითია, ვიდრე აზროვნება. აზროვნება ჩემი აზრით ადამიანს სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა მისცა, რომელიც თვითონ არის უმაღლესი გონი. ჩემთვის ჯერჯერობით დაუჯერებელია ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რადგან რაც არ უნდა დიდი მეხსიერება გვქონდეს (დეცილიონი კვინტაბაიტი) და რაც არ უნდა მაღალი ინტენსივობით ხდებოდეს პროცესების შესრულება (დეცილიონი კვინტაჰერცი) რატომ უნდა დაიწყოს ამ ინტელექტმა "საკუთარი ნების" გამოვლინება? მას შეიძლება ადამიანზე გაცილებით დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს, მაგრამ არაფრიდან საკუთარი აზრის დაბადება საიდან უნდა შეძლოს? მას შეეძლება ინტელექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის უმაღლეს დონეზე რეალიზება, მაგრამ თვითონ როგორ გახდება ინტელექტი ნამდვილად ვერ გავიგე . . . აგერ "ხელოვნური ინტელექტის" ბოლო მიღწევა: http://en.wikipedia.org/wiki/ASIMO ამ რობოტს უამრავი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მხოლოდ ის რაც პირდაპირ "ასწვლეს", არა მგონია შესაძლებელი იყოს რობოტის შექმნა რომელსაც სხვა რამეს "ასწავლი" და ის პროგრამით განსაზღვრულ რამეს არ გააკეთებს იმიტომ რომ "არ მოეწოება". ფანტასტიკაში ასეა, მაგრამ რეალურად რა უნდა გახდეს ამის მიზეზი? ეს რომ გაკეთდეს უპირველეს ყოვლისა ჯერ ის უნდა გაირკვეს არაფრიდან როგორ ხდება აზრების დაბადება, რომ ამას მიჰყვეს ჯერ "თავისუფალი ნება" და მერე "პიროვნების თვითგანცდა". ამ ყველაფერზე პასუხები ჯერჯერობით არ მაქვს. მიუხედავად სამყაროს ურთულესობისა "გონიერი ადამიანი", რომელსაც "ინდივიდუალური პიროვნების თვითგანცდა აქვს" და "გრძნობათა რეალიზება" შეუძლია განსაკუთრებული მოვლენაა და მისი გაჩენის ახსნა ეგრე იოლი არ არის. ძალიან რთული საკითხია, ერთი კი ფაქტია, რომ ადამიანი დაახლოებით 200 000 წლის წინ უკვე ლაპარაკობდა და ჩვეულებრივი პიროვნება იყო. არაფრით არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ყველაზე მეტად ადამიანის გონების ევოლუციურად ფორმირება მიმაჩნია წარმოუდგენლად. ადამიანი ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა, მაგრამ ეს მეცნიერულ-ტექნიკური განვითარება იყო და არა მისი "გონებრივი უნარების" განვითარება, ეს პროცესი პატარა ბავშვის განვითარებას ჰგავს, რომლის გონებაც ყოველთვის მზად არის შეიმეცნოს სამყარო, მაგრამ ადრეულ საუკუნეებში ცოტას სწავლობდა ცხოვრებაში, ახლა კი ბევრს, მაგრამ მისი "გონებრივი უნარები" იდენტურია დაბადებიდან. ჩემი ვარაუდით ადამიანს სპონტანურად მიეცა სული, რომელმაც განაპირობა მისი აზროვნების დაწყება და ის შექმნისთანავე იმავე უნარების იყო, რაც ჩვენ გვაქვს, "გონებრივი უნარები" სულთან კავშირშია და ის არ ვითარდება, მრავალი ათასწლეულის გავლის შემდეგ ამაღლდა მისი ცოდნა და განვითარდა მეცნიერულად, მაგრამ არა გონებრივად. ბიბლიაშიც ნათქვამია რომ ტალახისგან მოზელილ ადამიანს სული შთაბერეს და ჩემი აზრით სპონტანურად დაიწყო ადამიანმა აზროვნება, ზუსტად ისე სპონტანურად, როგორც სამყარო შეიქმნა. ჯერ ჩამოყალიბებული მეცნიერული პოზიცია არ მაქვს. ბევრს ვფიქრობ. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
marine |
![]()
პოსტი
#404
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,706 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბლეზ პასკალის ცნობილი მოსაზრება:
"ღმერთი თუნდაც არ არსებობდეს, ადამიანი ქრისტიანული ცხოვრებით არაფერს აგებს დედამიწაზე, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, მაშინ იგი განუზომლად დიდ საზღაურს მიიღებს ღვთისაგან. შესაბამისად, არასახარებისეული ცხოვრებით ადამიანი არაფერს იგებს ამქვეყნად, მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, ის კარგავს ყველა იმ მარადიულ სიკეთეს, რომელსაც მიიღებდა საზღაურად ღვთივსათნო ცხოვრების შემთხვევაში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
iraklidze |
![]()
პოსტი
#405
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
marine
მალადეც პასკალს ![]() მართალია. მაგრამ მე მგონის სანამ თითოეული ადამიანი იწამებს ღმერთს, მას უნდა ქონდეს გააზრებული რატომ სწამს. უბრალოდ, უმიზეზოდ და გაუაზრებლად მიღება რაიმე იდეის, ან თუნდაც სარწმუნოების მე მგონი არასწორია. ხოლო ცხოვრების უბრალო წესებს და კანონებს რაც შეეხება. მე მგონი ეგ ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#406
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
iraklidzე
"მე უცნაური ათეისტი ვარ " "მე ვიღებდი მაგ ტაძრის მშენებლობაში მონაწილებას, და თითოეული დეტალი პატრიარქთანაა შეთანხმებული." ესეც თქვენი დღევანდელი პოსტი, მიხარია თუ კიდევ ერთუ ადამიანი გადაურჩა ჯოჯოხეთს და უფლის გზას დაადგა |
marine |
![]()
პოსტი
#407
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,706 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მეტყველებს ისტორია, რამეთუ სასტიკი სახელმწიფოებრივი დევნისა და ქრისტიანთა უმოწყალო ფიზიკური ჟლეტის პირობებშიც კი ქრისტიანობა არათუ ამოიძირკვა, როგორც რელიგია, არამედ იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ მთელ მსოფლიოში განცხადდა, რაც არანაირ ბუნებრივ ახსნას არ ექვემდებარება.
ამ თვალსაზრისით, ქრისტიანულ რელიგიას სხვა რელიგიათა შორის ანალოგი არ გააჩნია. გარდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების ღრმა რელიგიური განცდისა, შეუძლებელია ასეული ათასობით მოწამის შეგნებული თავგანწირვა აიხსნას სხვა რამით, მაგალითად: ფანატიზმი, იდეური მრწამსით, ფსიქიური ანომალიით და ა.შ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Kostalobja |
![]()
პოსტი
#408
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 31-July 07 წევრი № 2,556 ![]() |
ათეისტები საშინელებაა, იმიტომ რომ, ის უპირველეს ყოვლისა, უიმედობას გულისხმობს.
|
alilo |
![]()
პოსტი
#409
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 ![]() |
ციტატა ათეისტები საშინელებაა, იმიტომ რომ, ის უპირველეს ყოვლისა, უიმედობას გულისხმობს. როგრო უიმედობას არაფრის იმედი არ აქვთ -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
iraklidze |
![]()
პოსტი
#410
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
Kostalobja
როგორ არა აქვთ იმედი. იმედისთვის არააა აუცილებელი მორწუნე იყო. ათეისტები ჩვეულებრივი ადამიანებია, მათაც შეუძლიათ სიყვარული, სიძულვილი, და იმათაც ააქვთ რაღაც რაღაცეების იმედი. იმედი ადამიანის თვისებაა და არა მორწმუნეების, უბრალოდ ვიღაცას ღმერთის იმედი აქ, ვიღაცას თავისი თავის ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
armani |
![]()
პოსტი
#411
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,521 ![]() |
iraklidze
თქვენ ,როგორც გატყობთ ღმერთის გჯერათ , მაგრამ შეიძლება მართლმადიდებლურ დოგმატებით ვერ იგებთ რა არის ღმერთის რწმენა |
alilo |
![]()
პოსტი
#412
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 ![]() |
გასაგებია მადლობთ ახსნისთვის
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
iraklidze |
![]()
პოსტი
#413
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
armani
ღმერთის მჯერა მაგრამ მისი დახმარების იმედი არა მაქ. უფრო ჩემი თავის და სხვა ადამიანების იმედი მაქ. ყოველ შემთხვევაში მატერიალურს არაფერს ვთხოვ. არც ჯანმრთელობას, თავს თუ მოუვლის კაცი ჯამრთელი იქნება. ზოგადად კი არა მგონია უბედური იყოს ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ სწამს ან მართმადიდებელი არაა, ყველას თავისი განმარტება აქ ბედნიერების, ასე რომ ყველა თავის სამყაროშია ბედნიერი, და ჩემი აზრით ვერავინ ჩამოაყალიბებს ბედნიერების ფორმულას. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
alilo |
![]()
პოსტი
#414
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 ![]() |
ციტატა ღმერთის მჯერა მაგრამ მისი დახმარების იმედი არა მაქ. უფრო ჩემი თავის და სხვა ადამიანების იმედი მაქ. ყოველ შემთხვევაში მატერიალურს არაფერს ვთხოვ. არც ჯანმრთელობას, თავს თუ მოუვლის კაცი ჯამრთელი იქნება. რაო? თუ შეიძლებათ ამიხსენით რას ამბობთ ამით,დიდი ბოდიშით შეწუხებისთვის -------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
armani |
![]()
პოსტი
#415
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 26-July 07 წევრი № 2,521 ![]() |
iraklidze
"ღმერთის მჯერა მაგრამ მისი დახმარების იმედი არა მაქ. უფრო ჩემი თავის და სხვა ადამიანების იმედი მაქ. ყოველ შემთხვევაში მატერიალურს არაფერს ვთხოვ. არც ჯანმრთელობას, თავს თუ მოუვლის კაცი ჯამრთელი იქნება. " ღმერთს დახმარება გამოიხატება სხვა ადამიანების მიერ დახმარებით. ანუ ისეთი სიტუაციის შექმნით, როცა რაიმე გიჭირთ ვინმე სხვა დაგეხმარებათ , რაშიც გამოიხატება ღმერთის დახმარება. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#416
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
alilo
ღმერთის მჯერა იმ დონეზე რომ მან სამყაროს შექმნა, მაგრამ ისიც სამყაროს ნაწილია. სამყარო კი ადამიანის გამო არ შექმნილა, ასე რომ ღმერთმა ადამიანის შექმნაში არაპირდაპირად მიიღო მონაწილეობა, ანუ ადამიანი სამყაროს შედეგია. ასე რომ ღმერთი არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში და არც მათ დაბადებაში, ან სიკვდილში. ადამიანი უბრალოდ ცილების ნაკრებია, რომელსაც აზროვნება შეუძლია და ამ აზროვნებას კი უკვვდაობის ელემენტი აქ, და ამიტომაც მას გონია რომ ღმერთმა შექმნა. ესაა ჩემი აზრი. ამიტომ მე მჯერა რომ ღმერთი არსეობს, მაგრამ მას ვერაფერს ვთხოვთ. უბრალოდ იმედის ელემენტია იუმედობისას. როცა არავის და არაფრის იმედი არა აქ ადამიანს ღმერთს მიმართავს, და ეს გარკვეული სტიმულია. ციტატა ღმერთს დახმარება გამოიხატება სხვა ადამიანების მიერ დახმარებით. ანუ ისეთი სიტუაციის შექმნით, როცა რაიმე გიჭირთ ვინმე სხვა დაგეხმარებათ , რაშიც გამოიხატება ღმერთის დახმარება. სხვა ადამიანების დახმარება სხვა ადამიანების დახმარებაა, იმიტომაც ქვია "სხვა ადამიანების დახმარება" და არა ღმერთის. ღმერთის რომ იყოს ღმერთის დახმარება ერქმეოდა. ადამიანი დამოუკიდებელი არსებაა, მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი ერევა. თუ ვინმე მეხმარება ის იმიტომ რომ მას ასე უნდა. და კიდევ, ბევრს გონია რომ ათისტი ან დეისტი ან ვინმე სხვა ვინც ქრისტიანი არაა არაადამიანი და უცხოპლანეტელია. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მე ვიცავ იმ 10 მცნებიდან იმ უმეტესობას რომელიც ადამინურ ცხვორებას გვასწავლის. ჩემი იდეოლოგია არ ნიშნავს, რომ მე ადამიანს მოვკლავ და ვიფიქრებ მერე რა არავინ მომკითხავსთქო. მასე არაა, მეც ადამინი ვარ. და კიდევ არა ვარ ღვთისმგმობი და არ ვამბობ ვინც მორწმუნება სისიულელეს აკეთებსთქო, პირიქით, თუ ადამინი მორქწმუნეა მისთვის უკეთესია. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
leluka |
![]()
პოსტი
#417
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ათეიზმი და რელიგია ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვსურს, მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ არა როგორც ერთ-ერთ, არამედ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, ერთადერთ სინამდვილეზე, ერთადერთ სიმართლეზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გარდა სხვა სიმართლე არ არსებობს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუ არ ვაჩვენეთ ქრისტიანული რელიგიის უსასრულო უპირატესობა და თვისობრივი განსხვავება სხვა მსოფლმხედველობათა და რელიგიათაგან. მაგრამ რა აზრი აქვს სხვათა წინაშე ქრისტიანობის უპირატესობის წარმოჩენას, როცა საზოგადოდ რელიგიისადმი არაერთგვაროვანი, ხშირად მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ჩვენს ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებას? როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მისი ცხოვრების საზრისს დავუკავშიროთ. რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობა, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება არარსებობაში, სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებისას აშკარა ხდება რელიგიის უსაზღვრო უპირატესობა ათეიზმთან შედარებით; რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, რადგან იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ სიკვდილის პერსპექტივას გვიშლის თვალწინ. ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ამიტომ როდესაც მას სიკვდილს და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, იგი, ბუნებრივია, სიცოცხლეს აირჩევს. განა ასე არ მოიქცევა ტყეში დაკარგული კაცი, რომელსაც ერთნი არწმუნებენ, რომ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს და სამუდამოდ იქ უნდა დარჩეს, ხოლო მეორენი გამოსავალსაც სთავაზობენ და გზასაც უჩვენებენ? მაგრამ ბუნებრივი არჩევანის გაკეთებაში ადამიანს ხელს უშლის მითი, თითქოს ათეიზმი ლოგიკურად დასაბუთებული, ობიექტურად არგუმენტირებული, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რელიგიური მსოფლმხედველობა კი მხოლოდ სუბიექტურ განცდებსა და ლიტონ რწმენას ეფუძნება. ათეისტური პროპაგანდით მოწამლულ ადამიანებს და მათ მიერ აღზრდილ შვილებს სწამთ ამ მითის ჭეშმარიტება, სჯერათ, რომ მეცნიერებამ მართლა დაამტკიცა ღვთის არარსებობა, რომ ჭკვიანი ხალხი თავადაც მიხვდნენ ამას. ხშირად ასეთი ადამიანები მორწმუნისაგან ითხოვენ ან შინაგანად ელიან ღვთის არსებობის დამტკიცებას, რელიგიური მსოფლმხედველობის ლოგიკურობის წარმოჩენას. რას ნიშნავს ღვთის არსებობის დამტკიცება? საერთოდ, რას ნიშნავს ვინმეს ან რამის არსებობის დამტკიცება? განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკური თეორემასავით დაამტკიცო? ღვთისმეტყველების პროფესორს ა.ი.ოსიპოვს ასეთი იგავი მოჰყავს: მეცნიერი აუდიტორიას ჟირაფის არარსებობას უმტკიცებს. მისი არგუმენტები ასეთია: ა) იმის გამო, რომ ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, თავის აწევ-დაწევისას წნევის დიდი ცვალებადობის შედეგად მას აუცილებლად დაუზიანდება სისხლძარღვები და გული; ბ) თავდაცვის საშუალების (რქებისა და ეშვების) უქონლობის გამო ჟირაფი არსებობისათვის ბრძოლაში ვერ გადარჩებოდა. და როდესაც პროფესორმა აუდიტორიაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, რამდენიმე მსმენელი განაცხადებს, რომ ჟირაფი უნახავს. ასე რომ, თუ გვინდა, ვინმეს ან რაიმეს არსებობა ვირწმუნოთ, ან თვითმხილველებს უნდა ვედნოთ, ან დავადგეთ გზას, რომელზეც ისინი მიგვითითებენ, რომ თავად ვიხილოთ. ქრისტიანობას ღვთის მილიონობით თვითმხილველი ჰყავს. მათგან უმრავლესობა ღმერთს გულით ხედავდნენ - უფლის მათთან მყოფობას განიცდიდნენ. ეს განცდა და ხილვა იმდენად რეალური და ობიექტური იყო, რომ უმძიმესი ტანჯვა-წამებაც ვერ აიძულებდათ ღვთის უარყოფას. ღვთის რეალურად, ობიექტურად ხილვის (განცდის) ღირსი ხდება სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. მაგრამ წმინდანთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ღმერთს მის ღვთაებრივ ენერგიებში ჯერ კიდევ სხეულში ყოფნისას ჭვრეტდნენ ხილულად. გარდაცვალებამდე ღვთის ამგვარად ხილვის ღირსნი გახდნენ წმინდა მოციქული პეტრე, იოანე, იაკობი და პავლე, წმინდა გრიგოლ ხანძთელი, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა სერაფიმე საროველი და სხვანი. ვის ეყოფა კადნიერება, მათ მოწმობაში ეჭვი შეიტანოს?! მაგრამ თუ ვინმეს მაინც ეყოფა კადნიერება: ქრისტიანობა გვთავაზობს რეალურ გზას - წმინდა ეკლესიურ ცხოვრებას, გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ და თავად შევიგრძნოთ ღვთის არსებობა, განვიცადოთ უფალი, ანუ ვიხილოთ ღმერთი. რას გვთავაზობს ათეიზმი? რომელმა დაამტკიცა ღვთის არარსებობა? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? მისი კვლევის საგანი ხომ ფიზიკაა და არა მეტაფიზიკა. თუ ათეისტს ვკითხავთ, როგორ მიხვდა ღვთის არარსებობას, პასუხად დუმილს მივიღებთ. ღვთის არარსებობის „თვითმხილველნი“ არ არსებობენ. ათეიზმს არც ღვთის არარსებობის დამტკიცება შეუძლია და ვერც იმ გზას დაგვანახებს, ღვთის არარსებობაში რომ დაგვარწმუნებდა. ათეიზმი არის რწმენა და რწმენათა შორის ერთადერთი, რომელსაც თავისი ნამდვილობის დამამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ გააჩნია. შეიძლება დამტკიცდეს მოსაზრება, რომელსაც: ა) ობიექტური, რეალური ფაქტები და ბ) ამ ფაქტების შემოწმების გზა მოეპოვება. რელიგიას ორივე აქვს, ათეიზმს კი არც ერთი არ გააჩნია; რელიგია ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს, ათეიზმი კი - ვერც ერთს. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
iraklidze |
![]()
პოსტი
#418
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
მე არ ვამტკიცებ ღმერთის არაარსებობას, მე ვამბობ რომ ადამიანი არაფერია სამყაროში, რაღაც საცოდავი არსებების გროვა რომელსაც ისიც არ შეუძლია 40 გრადუს სიცხეში სული არ დაეხუთოს. ის ძალიან უმწეოა, ისევე როგორს სხვა არსებები, ამიტომაც არ მჯერა რომ სამყარო ადამინისთვის შეიქმნა. ერთ მშვენიერ დღეს დაიღუპეა დედამიწა და მერე რა... არაფერი. ანდრომედას გალაკტიკა ისევ იქ იქნება ისევე როგორც ჩვენი და კიდე მილიარდობით. ასე რომ ჩვენ, ადამინებს, არანაირი "დიდი" მნიშვნელობა და ადგილი არ გვიჭირავს სამყაროში. ამიტომაც არ მჯერა მე რომ ღმერთმა შევქმნა.
მე არავის ვთავაზობ ბნელ მომავალს. თქვენ რას მთავაზობთ, არაგარანტირებულ იმქვეყნიურ ცხოვრებას. ისიც დეტალებში რომ დაგეკითხოთ კაცი, ზოგი ბაღებს ხატავს, ზოგი სულის მდგომარეობას და რა ვიცი... რა არის არც თქვენ იცით და მე რას მიმტკიცებთ? და კიდევ მე მგონი ამ თემაში ამგვარი კამათი დასაშვებია, მე არ ვამბობ ჩემი იდეა აქსიომაა და ვერაფრით გადავთქვამთქო. უბრალოდ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ სამყაროზე, შეიძლება ვცდები. მაგრამ მე არ შემიძლია რაღაც მივიღო უბრალოდ, კითხვების გარეშე, ადამიანმა უნდა გაიაზროს ყველაფერი. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
leluka |
![]()
პოსტი
#419
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
iraklidze
ზოგ რაღაცეებში მეც შენსავი ვფიქრობ მაგრამ რომ წარმოვიდგენთ რა უსუსურნი ვართ მაგის მერე ვხვდები რომ დედამიწა იმისთვის არ შეიქმნა რომ ადამიანებს უზრუნველყოფილად ეცხოვრათ, კი იქმნიან პირობებს როგორც შეუძლიათ მაგრამ კომფორტის პირობებში სულიერებაზე საუბარი ზედმეტია... მე ვფიქრობ იმიტომ შეიქმნა ეს სამყარო და ადამიანები რომ ჩვენი დაცემული ბუნების მიხედვით მოგვერგო ეს სამყარო ანუ მოგვარგეს და ვინ მოგვარგო ? ისიც ძალიან ბევრია რაც დედამიწაზეა ჩვენთვის ...... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
iraklidze |
![]()
პოსტი
#420
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
სამყარო ასეთია როგორიც არის არავის არ მოურგია, პირიქით, ჩვენ მოერგეთ.
და კიდევ ადამინს გონია, რომ ბუნება მისია. და ხოცავს და ჭამს რაც მოძარობს, თუ არ მოძრაობს. არც მასეა. მე მმგონი ყველაზე სუსტი არსება ჩვენ ვართ. კოღოებიც კი ჩვენ გვაწვალებს. ![]() პლიუს ყველა რელიგია მამაკაცის უპირატესობას აღიარებს (საიდან მოიტანა), მერე ამას როცა ვამბობ, მაშინვე მაგალითები მოყავთ, რას ამბობ ქალიცაა ნახსენები ორგანო და ამიტომ თანასწორად აღიარებსო. არანაირად. არცერთ რელიგიაში ქალი თანასწორი არაა. იმიტომ რომ მამაკაცს თავისი გრძნობები ვერ მოუთოკია, ქალს აუკრძალა რაღაც რაღაცეები. ამიტომ ეტყობა რელიგიებს რომ იგი ადამიანის დაწერილია. ჩვეულებრივი წესების და მითითებების კრებულია, რომელთა შესრულება საზოგადოებას აწესრიგებს. და თან იმედს ნერგავს, რომ თუ კარგად მოიქცევით, სიკვდილის მერე უკეთესი იქნებაო. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 04:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი