![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#481
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
rock
ციტატა ეგ კითხვა რატომ გაგიჩნდა? აიპის ვერ ხედავ? ამ ფორუმზე ვერა. ციტატა თუ იხუმბრე, მაშინ ბოლომდე იხუმბრე და გააკეთე პოლი იმის გასარკვევად, თუ რამდენმა ფორუმელმა აღიქვა ეგ ფრაზა იუმორად. შენ წარმოიდგინე არ მჭირდება ყველა ხუმრობისთვის პოლის გახსნა. თუკი რომელიმე ფორუმელს იუმორთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ყველას იგივე სჭირს ![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#482
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
![]() ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
rock |
![]()
პოსტი
#483
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
დათიკო
ციტატა ამ ფორუმზე ვერა. ფორუმის ბრალია თუ უფლებამოსილების? ციტატა შენ წარმოიდგინე არ მჭირდება ყველა ხუმრობისთვის პოლის გახსნა. ვინ მოგიწოდა მაგისკენ? ციტატა თუკი რომელიმე ფორუმელს იუმორთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ყველას იგივე სჭირს დასტურ. ისე ფლუდზე წარნი არ არსებობს ამ ფორუმზე? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#484
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა ექვივალენტური აზროვნება რაღაა? ადამიანებსაც კი არ აქვთ ერთმანეთის ექვივალენტური აზროვნება. ექვივალენტური აზროვნება ნიშნავს, აზროვნების ხარისხის თანაბარ დონეს. მასში არ შედის კონკრეტული საკითხის გარშემო განსხვავებული აზროვნება, რაც განათლების განსხვავებული დონით ან განსხვავებული ინფორმაციის ქონით არის გამოწვეული. თუ ადამიანები გონება შეზღუდული არ არიან მათ რანგით ერთმაირი აზროვნება აქვთ, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანებს ექვივალენტური აზროვნება აქვთ. ციტატა ბიოლოგი ხარ? არა ციტატა ყველას? გაქვს რაიმე დამადასტურებელი? აბსოლუტურად ყველას. დამადასტურებელი არის ის რომ ცხოველებს არ შეუძლიათ დანაწევრებული მეტყველება, ახალი აზრების განვითარება, ხელოვნებაში მოღვაწეობა, საუბარი არაა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაზე. ვერც ერთი ცხოველი თავდაცვისათვის პრიმიტიულ ქვის და ხის ნაჯახს და სხვა ინსტრუმენტებს ვერ გამოთლის, ვერ დაანთებს ცეცხლს თავდაცვის მიზნით, ვერ ჩაიწერს ვერანაირ ინფორმაციას, რაც შემდგომში გამოდგება, ვერ შექმნის ვერაფერ სიახლეს, რაც მისი მახასიათებელი ინსტინქტების მიღმაა. ციტატა თუ სწორად მახსოვს დედამიწის ბატონ-პატრონად ბიოლოგები მწერებს მიიჩნევენ და არა ძუძუმწოვრებს. ნუ, არ ვიცი ამაში ალბათ თავისებური ლოგიკაა, მაგრამ რეალობასთან კავშირი არა აქვს. შენ თვითონ ამიხსენი, როგორ წარმოგიდგენია, რომ ამერიკელ ხალხზე ა.შ.შ.-ს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბატონობს კოლორადოს ხოჭო?! ჩვენს პლანეტაზე ცხადია ყველაფრის ბატონ-პატრონი არის ადამიანი, მას შესაძლებლობა აქვს, გაანადგუროს, საერთოდ გააქროს დედამიწიდან, თავის სასარგებლოდ გამოიყვანოს, დაატყვევოს, შობადობაც კი უკონტროლოს ნებისმიერი სახეობის ცხოველსა თუ ფრინველს. ბატონ-პატრონობაში პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ შეგნებული ძალაუფლება, ძლიერება, სხვების კონტროლის უნარი და მერე სხვა დანარჩენი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#485
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ციტატა ნუ, არ ვიცი ამაში ალბათ თავისებირი ლოგიკაა, მაგრამ რეალობასთან კავშირი არა აქვს. შენ თვითონ ამიხსენი, როგორ წარმოგიდგენია, რომ ამერიკელ ხალხზე ა.შ.შ.-ს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბატონობს კოლორადოს ხოჭო?! პოლიტიკურ ბატონობაზე არაა ლაპარაკი. ![]() ადამიანს კი ყველაფრის ეშინია და ყველა მისი მტერია. თუ მის მიღწევებს (განსაკუთრებიტ ბოლო 200 წლის) არ ჩავთვლით, მანამდე მას გრიპი კლავდა. ამიტომაა ის სუსტი. ეგ ეხლა ხარ დიდ გულზე და იძახი დედამიწქას გავხეთქავო თორე 2 000 000 წლის გამვალობაში ხეზე იჯდა ადამიანი და კოღოსი ეშინოდა, რომ ციებით არ მომჯვდარიყო. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
გიორგი |
![]()
პოსტი
#486
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ეგ ეხლა ხარ დიდ გულზე და იძახი დედამიწქას გავხეთქავო თორე 2 000 000 წლის გამვალობაში ხეზე იჯდა ადამიანი და კოღოსი ეშინოდა, რომ ციებით არ მომჯვდარიყო. ახალა ძალიან დიდ გულზე ვარ, მაგრამ 2 მლნ წლის წინ ცხოველზე უფრო დიდ გულზე მაინც ვიყავი. განა ცხოველებს არ კლავდათ ავადმყოფობები, შიმშილი და საერთოდ სტიქიასთან ბრძოლისადმი უმწეობა? კლავდათ. ადამიანმა, როდესაც ელემენტარული იარაღი მოიგონა და ცეცხლის დანთება ისწავლა უკვე ის ძალიან გამოირჩა ცხოველისგან. ეგრე არ არის შენ, რომ იძახი, იმავე ევოლუციის თეორიის თანახმად ადამიანის სერიოზულად ეშინოდა მტაცებელ ცხოველებსაც კი უკვე ნახევარი მილიონი წლის წინ. და საერთოდ სწორედ ის ფაქტი, რომ ადამიანი არც ფიზიკურადაა ყველაზე ძლიერი, არც სწრაფი, არც მაღალი იმუნიტეტის მქონე, არც ყნოსვა აქვს ძლიერი, არც მხედველობა, არც სმენა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც, რომ ყველაზე ძლიერია, ზუსტადაც რომ აზროვნების უნიკალურობას მიუთითებს ეგ ყველაფერი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
leluka |
![]()
პოსტი
#487
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
პოლიტიკურ ბატონობაზე არაა ლაპარაკი. ![]() ადამიანს კი ყველაფრის ეშინია და ყველა მისი მტერია. თუ მის მიღწევებს (განსაკუთრებიტ ბოლო 200 წლის) არ ჩავთვლით, მანამდე მას გრიპი კლავდა. ამიტომაა ის სუსტი. ეგ ეხლა ხარ დიდ გულზე და იძახი დედამიწქას გავხეთქავო თორე 2 000 000 წლის გამვალობაში ხეზე იჯდა ადამიანი და კოღოსი ეშინოდა, რომ ციებით არ მომჯვდარიყო. ისე რა მაგარია მართლაც ეგრე იყო წლების წინ , ზოგი კბილის ტკივილისგანაც კვდებოდა , ეხლა არ ვიცით რა და რისგან გვემართება და მაშინ რა იქნებოდა -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#488
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
პოლიტიკურ ბატონობაზე არაა ლაპარაკი. ![]() OK. პოლიტიკურზე არა, კარგი, მაგრამ ვინმეს შეუძლია მითხრას რაში ბატონობს ამერიკელ ხალხზე კოლორადოს ხოჭო? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#489
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ციტატა OK. პოლიტიკურზე არა, კარგი, მაგრამ ვინმეს შეუძლია მითხრას რაში ბატონობს ამერიკელ ხალხზე კოლორადოს ხოჭო? კაი აბტონო შენ ყოფილხარ ამ სამყაროს ბატონ პატრონი ! გილოცავ !!! თუ რამეა იმედია ნაცნობობით რაღაცეებს გამიჩარხავ ![]() ერთიც იქნება და ჟეჟავს ამ დედამიწას (რომელსაც გონია ადამიანს რომ გახეთქავს) რამე დიდი და მერე იძახე კოლორადოს ხოჭოზე მაგარი ვარო. არადა ზოგი ბაქტერია გადარჩება. ისე რომ დიდი აფეთქები თეორიაც კი არ ეცოდინება, შენ წარმოიდგინე. ასე რომ ჩვენ არ ვართ დედამიწის ბატონები, არც მწერები სხვათა შორის. მაგის თქმა ძნელია, სრულყოფილი არსება ვარო. არაა მასე. ბოლოს და ბოლოს ვკვდებით, სრულყოფილი რომ იყო უკვდავი იქნებოდი და იმუნიტეტი გექნებოდა ყველაფერზე (ისე ბევრი ცოფის საწინააღმდეგო აცრით შეილძება მაგის მიღწევა ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
rock |
![]()
პოსტი
#490
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა აზროვნების ხარისხის ეს რაღაა? ციტატა დამადასტურებელი არის ის რომ ცხოველებს არ შეუძლიათ დანაწევრებული მეტყველება დანაწევრებული მეტყველება კომუნიკაციის საშუალებაა. სხვა ფუნქცია არ გააჩნია. ცხოველები კომუნიკაციის სხვა საშუალებებს იყენებენ. ციტატა ახალი აზრების განვითარება ეს რაა? ციტატა ხელოვნებაში მოღვაწეობა ამაში ალბათ აბსტრაქტულ აზროვნებას გულისხმობ. ეჭვი მაქვს, რომ აქვთ აბსტრაქტული აზროვნებაც და ემოციებიც. ციტატა საუბარი არაა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაზე ნუ ამის გარეშე ადამიანიც ცხოვრობდა ერთ დროს. ეგებ არ სჭირდებათ და არ ავითარებენ? ციტატა ვერც ერთი ცხოველი თავდაცვისათვის პრიმიტიულ ქვის და ხის ნაჯახს და სხვა ინსტრუმენტებს ვერ გამოთლის პრიამო ტაკ ი ვერცერთი? ციტატა ვერ ჩაიწერს ვერანაირ ინფორმაციას, რაც შემდგომში გამოდგება ეს აზროვნების განვითარების შედეგია და არა აზროვნების შედეგი. ციტატა შენ თვითონ ამიხსენი, როგორ წარმოგიდგენია, რომ ამერიკელ ხალხზე ა.შ.შ.-ს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბატონობს კოლორადოს ხოჭო?! არაკორექტული შეკითხვაა. ციტატა ადამიანმა, როდესაც ელემენტარული იარაღი მოიგონა და ცეცხლის დანთება ისწავლა უკვე ის ძალიან გამოირჩა ცხოველისგან. რაცხა ათეისტურ-მარქსისტული აზროვნების ნიშნები შეიმჩნევა. შრომამ შექმნა ადამიანი და რამე. ![]() ჭიანჭველების გარკვეულ სახეობებს აქვთ მეცხოველეობა და მიწათმოქმედება, გამოდის ისინიც გამოირჩევიან ცხოველებისგან. პრინციპში ეგრეცაა, ყველა ცხოველი გამორჩეულია. ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#491
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ამ თემის შინაარს არ ეხება , წაიშლება ეს პოსტი მაგრამ მაინც დავწერ:
სუფთა ინფორმაციული თვალსაზრისით მაინტერესებს: რატომ უნდა იყოს აუცილებლად კადუნოსელის კლასელი ვინმე ენითაღუწერელი განათლება-დონის პატრონი, ეს რა კრიტერიუმია კადუნოსელის კლასელობა? თუ გენიოსთა და ვუნდერკინდთა დასს მიეკუთვნებოდა კადუნოსელის კლასი? თვით კადუნოსელისაგან არასოდეს მსმენია მე პირადად ხიბლი განათლებისა ან დიპლომ-ნაშრომთა საჯაროდ ფორუმზე ფრიალი... რა ვიცი აბა, თვითონ მალავს და თქვენ უბაზრებთ? ...მას არასოდეს უხსენებია! უბრალოდ ხშირად მინახავს პოსტები სადაც არც ისე ლიოგკი რეკლამა უკეთდება საკუთარ ცოდნას და ეს ამ ფორუმს არ შეედრება, ამპარტავნებაზეც გვსმენია რაცხა სხვა თუ არაფერი. დღეს არავის არ უკვირს არც განათლება და არც მიღცევები, რატომ აფიშირებთ და ხაზს უსვამთ მოაზროვნულ პოდვიგებს არ მესმის. სხვაგანაც არ უნდა ხდებოდეს ეს და აქ მითუფრო. ზაკალებალი რა ამ თავის ქებით..მოსაწყენი გახდა უკვე წითელი დიპლომების და მსგავსების სმენა..ვახ. მაპატიეთ და არ უნდა ახლა ამას ჩაქოლვა, გეიგეთ რაც ვთქვი. მადლობთ! |
გიორგი |
![]()
პოსტი
#492
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა ეს რაღაა? ეს არის ახალი აზრების დაბადების უნარის დონე. ციტატა დანაწევრებული მეტყველება კომუნიკაციის საშუალებაა. სხვა ფუნქცია არ გააჩნია. ცხოველები კომუნიკაციის სხვა საშუალებებს იყენებენ. ცხადია, ოღონდ კომუნიკაციის ის საშუალებები გაცილებით დაბალი დონისაა ვიდრე სამეტყველო ენა. ცხოველებს შეუძლიათ ძალიან ელემენტარული ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს. სალაპარაკო ენა კი ინფორმაციის და კომუნიკაციის შეუდარებლად ძლიერი საშუალებაა, სწორედ ენაც იყო ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის სწრაფი პროგრესის. ციტატა ეს რაა? ახალი აზრების განვითარება ნიშნავს შენთვის აბსოლუტურად უცნობ სიტუაციაში ინფორმაციის ლოგიკური დამუშავების შედეგად განავითარო ინფორმაცია და ამის საფუძველზე მიიღო სიახლე. ციტატა ამაში ალბათ აბსტრაქტულ აზროვნებას გულისხმობ. ეჭვი მაქვს, რომ აქვთ აბსტრაქტული აზროვნებაც და ემოციებიც ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ მეცნიერების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ცხოველებს ემოცია არ ახასითებთ. მათ არ გააჩნიათ მიმიკები, არ იცინიან და არ ტირიან. ციტატა ნუ ამის გარეშე ადამიანიც ცხოვრობდა ერთ დროს. ეგებ არ სჭირდებათ და არ ავითარებენ? ჯერ ერთი ძალიანაც სჭირდებათ, ისევე როგორც სჭირდებოდა ეს თავის დროზე ადამიანს. ბუნების მაღალი დონის ცოდნით და ტექნიკური აღწურვილობით ადამიანი იიოლებს ცხოვრებს, თავს იცავს ბუნების აგრესიისგან და იქმნის კომფორტს. იდეაში ეს არც ცხოველს არ აწყენდა, მაგრამ ის ამას ცვერც განავითარებს და იმის უნარიც არა აქვს, რომ "მოიფიქროს" რომ განვითარება საჭიროა. მერეც მეორე ადამიანს ტექნიკა ოდითგან ჰქონდა, არაა სავალდებულო თანამედროვე მიღწევები ჩავთვალოთ ტექნიკად, ადამიანის მიერ წათლილი და დამუშავებულ წვეტიან ქვაზე ხის სწორი ტარის დაგება და პრიმიტიული ნაჯახის ან ბუნიკის გაკეთება უკვე "ტექნიკად" შეიძლება ჩაითვალოს. ცხოველს ეს არ გააჩნია. ციტატა პრიამო ტაკ ი ვერცერთი? საერთოდ აზროვნების საკითხი ღიაა. რამდენი მეცნიერიცაა ორჯერ მეტი აზრი და დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ აზროვნების ის დონე და არსი, რაც ადამიანს გააჩნია არც ერთ ცხოველს არ აქვს, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამა თუ იმ ძუძუმწოვარის, განსაკუთრებით მაიმუნების მოქმედებაში ვითომ აზროვნების რაღაც ელემენტებს ხედავენ, მაგრამ ეს ძალიან პირობითია. ციტატა ეს აზროვნების განვითარების შედეგია და არა აზროვნების შედეგი. ცხოველებსაც უნდა განევითარებინათ აზროვნება და მათი შედეგიც მიეღოთ, მითუმეტეს, რომ ამისთვის მათ მეტი დროც ჰქონდაც (თანაც გაცილებით მეტი) და მეტი უსაფრთხოებაც, თვითონ თქვით, რომ ადამიანები გაცილებით სუსტები არიან ფიზიკურადო, მაგრამ სპილოებმა 50-60 მილიონი წელია პატარა გონების ნაყოფიც ვერ მოიმკეს, რაც ჰქონდათ ინსტინქტებში ის აქვთ დღესაც.ციტატა არაკორექტული შეკითხვაა. აბა ვერ გავიგე რას ნიშნავს და რა იგულისხმება იმაში, რომ თურმე დედამიწაზე ბატონ-პატრონი ყველაფრის არის არა ადამიანი არამედ მწერები. (თვით არც ცხოველები) ციტატა რაცხა ათეისტურ-მარქსისტული აზროვნების ნიშნები შეიმჩნევა. შრომამ შექმნა ადამიანი და რამე. ჭიანჭველების გარკვეულ სახეობებს აქვთ მეცხოველეობა და მიწათმოქმედება, გამოდის ისინიც გამოირჩევიან ცხოველებისგან. პრინციპში ეგრეცაა, ყველა ცხოველი გამორჩეულია. რა შუაშია მარქსიზმი?! ინსტრუმენტების მქონე ადამიანი, რომელიც ცეცხლსაც ანთებდა ცხოველზე უფრო წინ არის მეთქი . . . რა არ არის ესე?! ჭიანჭველებს რა მეცხოველეობა და მიწათმოქმედება აქვთ?! თესავენ თუ ფერმები აქვთ?! ეს არის ინსტინქტი, რომელიც ერთი საფეხურით წინაა თვისებაზე. აი მზესუმზირა, რომ მზეს უყურებს ეს უკვე მცენარის თვისებაა და არა ინსტინქტი. ამაზე ოდნავ წინაა ჭიანჭველების აბსოლუტურად გაუცნობიერებელი მოქმედება თავისი ბუდის მიდამოებში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#493
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
კაით ეხლა მოდი შევთანხმდეთ რომ მარტო ადამიანები აზროვენებენ. აქ უნდა გავარკვიოთ სხვა საკითხი.
ღმერთის არსებობა, ან ადამიანის შექმნა ან რამე მაგ სტილის. თორე ჭიანჭველა რომ ბუდის კონსტრუქციულ ნახაზებს არ აკეთებს და მერე ტერმიტებთან არ მიაქ აქსპერტიზაზე ეგ ცხადია. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
გიორგი |
![]()
პოსტი
#494
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კაით ეხლა მოდი შევთანხმდეთ რომ მარტო ადამიანები აზროვენებენ. აქ უნდა გავარკვიოთ სხვა საკითხი. ღმერთის არსებობა, ან ადამიანის შექმნა ან რამე მაგ სტილის. თორე ჭიანჭველა რომ ბუდის კონსტრუქციულ ნახაზებს არ აკეთებს და მერე ტერმიტებთან არ მიაქ აქსპერტიზაზე ეგ ცხადია. ![]() ![]() ![]() ![]() კაით ეხლა მოდი შევთანხმდეთ რომ მარტო ადამიანები აზროვენებენ. აქ უნდა გავარკვიოთ სხვა საკითხი. ღმერთის არსებობა, ან ადამიანის შექმნა ან რამე მაგ სტილის. არა, უბრალოდ აქ ვიღაცამ თქვა ადამიანი გამორჩეული არ არის დედამიწაზე იმიტომ, რომ ცხოველები უფრო სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიანო. ეს არის ძალიან ცალმხრივი და სუბიექტური ხედვა ყველაფრის. ადამიანი უბრალოდ კი არა ძალიან გამორჩეულია ცხოველისაგან. ის ცხოველს მხოლოდ ფიზიკურად გავს ადამიანის თვალთახედვის იმ საფეხურიდან და იმ ინსტრუმენტებით დაკვირვებით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ადამიანის და ცხოველის მსგავსება ვერ სცილდება კომპიუტერის და ტელევიზორის მსგავსებას, თუმცა მათაც ბევრი რაიმე აქვთ საერთო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iraklidze |
![]()
პოსტი
#495
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
არა მეც ვთვლი რომ ადამიანი გადასარევი და გენიალური არაა სხვა ცხოველებთან შედარებით. ისიც ცხოველია ოღოდნ აზროვნებს. რა თქმა უდნა ადამიანს თავი გენიოსი გონია, მარამ არ უნდა ვთქვათ რომ დედამიწის ბატონ-პატრონები ვართ, და უძლიერესი და სრულყოფილი არსებები ავრთ.
-------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
rock |
![]()
პოსტი
#496
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
staywhite
ციტატა რატომ უნდა იყოს აუცილებლად კადუნოსელის კლასელი ვინმე ენითაღუწერელი განათლება-დონის პატრონი, ეს რა კრიტერიუმია კადუნოსელის კლასელობა? კლასელი კი არა პარალელურ კლასელი. ![]() გიორგი ციტატა ეს არის ახალი აზრების დაბადების უნარის დონე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ციტატა ცხადია, ოღონდ კომუნიკაციის ის საშუალებები გაცილებით დაბალი დონისაა ვიდრე სამეტყველო ენა. ცხოველებს შეუძლიათ ძალიან ელემენტარული ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს. სალაპარაკო ენა კი ინფორმაციის და კომუნიკაციის შეუდარებლად ძლიერი საშუალებაა დაგადკი. ![]() ციტატა ახალი აზრების განვითარება ნიშნავს შენთვის აბსოლუტურად უცნობ სიტუაციაში ინფორმაციის ლოგიკური დამუშავების შედეგად განავითარო ინფორმაცია და ამის საფუძველზე მიიღო სიახლე. ხოდა ეგ აქვთ. მაგალითად ბატები გადადიან გზაჯვარედინზე. ღორებიც. ციტატა ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ მეცნიერების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ცხოველებს ემოცია არ ახასითებთ. მათ არ გააჩნიათ მიმიკები, არ იცინიან და არ ტირიან. კარგი რა. ძაღლი მაინც არ გყავს სახლში? ან ძროხის თვალები არ გინახავს? ან მგლის ყმუილი არ მოგისმენია? ციტატა ბუნების აგრესიისგან რაღაც ახალია. ადამიანის აგრესია და ბუნების ადეკვატური რეაქცია გამიგია. ციტატა ჭიანჭველებს რა მეცხოველეობა და მიწათმოქმედება აქვთ?! თესავენ თუ ფერმები აქვთ?! სწორედ. თესავენ და ფერმები აქვთ. მოსავალიც მოჰყავთ და შინაურ ცხოველებსაც უვლიან. საერთოდ სოციალური ცხოველები (ჭიანჭველა, ტერმიტი, ფუტკარი და ა.შ.) მეტად თავისებურები და საინტერესოები არიან. მონათმფლობელობაც კი აქვთ. ციტატა არა, უბრალოდ აქ ვიღაცამ თქვა ადამიანი გამორჩეული არ არის დედამიწაზე იმიტომ, რომ ცხოველები უფრო სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიანო. ეს არის ძალიან ცალმხრივი და სუბიექტური ხედვა ყველაფრის. ადამიანი უბრალოდ კი არა ძალიან გამორჩეულია ცხოველისაგან. ის ცხოველს მხოლოდ ფიზიკურად გავს ადამიანის თვალთახედვის იმ საფეხურიდან და იმ ინსტრუმენტებით დაკვირვებით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ადამიანის და ცხოველის მსგავსება ვერ სცილდება კომპიუტერის და ტელევიზორის მსგავსებას, თუმცა მათაც ბევრი რაიმე აქვთ საერთო. კრივეტკა აღიქვამს სინათლის პოლარიზაციას. არ არის უნიკალური? iraklidze ციტატა კაით ეხლა მოდი შევთანხმდეთ რომ მარტო ადამიანები აზროვენებენ. აქ უნდა გავარკვიოთ სხვა საკითხი. ვერ შევთანხმდებით. თუმცა შეგვიძლია ღმერთზე გავარძელოთ. |
guest |
![]()
პოსტი
#497
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
rock
![]() დედა მომინელა ამ კაცმა მე: კაცო, თუ პარალელური კლასელი მაშინ უარესი დაჟე. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#498
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არა მეც ვთვლი რომ ადამიანი გადასარევი და გენიალური არაა სხვა ცხოველებთან შედარებით. ისიც ცხოველია ოღოდნ აზროვნებს. რა თქმა უდნა ადამიანს თავი გენიოსი გონია, მარამ არ უნდა ვთქვათ რომ დედამიწის ბატონ-პატრონები ვართ, და უძლიერესი და სრულყოფილი არსებები ავრთ. რა არის ცხოველი? განმარტება გაქვს? მე ვთვლი, რომ ძუძუმწოვარი, რომელიც აზროვნებს (თანაც ძალიან ძლიერად) არის არა ცხოველი, არამედ ადამიანი. "მოაზროვნე ცხოველი", ეს ტერმინი ჩემთვის არ არსებობს, თორემ თუ შენ ნებისმიერ ძუძუმწოვარს ცხოველს ეძახი, მაშინ ცხადია ადამიანიც ძუძუმწოვარია და არავინ არ უარყოფს ამას, მაგრამ სწორედ რომ აზროვნებს ადამიანი და აზროვნების გამო უამრავი სხვა ფასეულობა, რომ გააჩნია და სულიც რომ აქვს (აზროვნების წყაროდ ესიც ივარაუდება) სწორედ იმიტომაა ის ადამიანი, თუ არა, ეგრე რაც არ უნდა მაღალი დონე იყოს ადამიანი ცხადია ისიც ძუძუმწოვარია. სრულყოფილი ცხადია არაა ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად სრულყოფილი კია. არც უძლიერესია ადამიანი, მაგრამ ცხოველებზე ძლიერი კია. დედამიწის ბატონ-პატრონებიც ვართ, ოღონდ იმავე ცხოველების წინააღმრდეგ თუ არა, თუ ასტეროიდი შეეჯახა დედამიწას მერე ვეღარ ვიქნებით ვერაფრის ბატონ-პატრონი. rock OK. მოკლედ რას ამტკიცებ მაინც ვერ გავიგე . . . მოკლედ ჩამოაყალიბე რა გინდა. მე ვამბობ, რომ ადამიანი არის გამორჩეული არსება დედამიწაზე არსებული სხვა ყველა ცოცხალი ორგანიზმისგან. მას გამორჩეულად ძლიერი შესაძლებლობები გააჩნია და სულ სხვა თვისებების მატარებელია. ეთანხმები თუ არა ამას? არ დამიწყო ახლა მწერები, ჭიანჭველები, ძროხები და ძაღლები . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#499
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
staywhite
ციტატა დედა მომინელა ამ კაცმა მე: კაცო, თუ პარალელური კლასელი მაშინ უარესი დაჟე. რატომაა პარალელურ კლასელობა, კლასელობაზე უარესი? რა მნიშვნელობა აქვს? ![]() გიორგი ციტატა დედამიწის ბატონ-პატრონებიც ვართ, ოღონდ იმავე ცხოველების წინააღმრდეგ თუ არა, თუ ასტეროიდი შეეჯახა დედამიწას მერე ვეღარ ვიქნებით ვერაფრის ბატონ-პატრონი. გავასწროთ. ![]() ისე ასტეროიდი რატომ ახსენე? იცი რამე და გვიმალავ? ![]() ციტატა მოკლედ რას ამტკიცებ მაინც ვერ გავიგე . . . მოკლედ ჩამოაყალიბე რა გინდა მარტო ადამიანი არ აზროვნებს. ცხოველების აზროვნების უნარზე ძალიან ცოტა ვიცით და ბოლო 10-20 წელიწადში ძალზე ბევრი ახალი აღმოჩანა გაკეთდა ამ მიმართულებით. ციტატა მას გამორჩეულად ძლიერი შესაძლებლობები გააჩნია და სულ სხვა თვისებების მატარებელია. ეთანხმები თუ არა ამას? კი. ოღონდ შენც დამეთანხმე, რომ სხვა ცხოველებსაც გააჩნიათ გამორჩეულად ძლიერი შესაძლებლობები. იგივე კრივეტკა და პოლარიზაცია, დათვი და ყნოსვა და ა.შ. ციტატა არ დამიწყო ახლა მწერები, ჭიანჭველები, ძროხები და ძაღლები . . . ასეთი ტონით ნუ მესაუბრები. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#500
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
თესავენ და ფერმები აქვთ. მოსავალიც მოჰყავთ და შინაურ ცხოველებსაც უვლიან. საერთოდ სოციალური ცხოველები (ჭიანჭველა, ტერმიტი, ფუტკარი და ა.შ.) მეტად თავისებურები და საინტერესოები არიან. მონათმფლობელობაც კი აქვთ. ჰო, მართალი ხარ, ჭიანჭველები ახლა მონათმფლობელურ ეპოქაში არიან და დაახლოებით რომის იმპერიის დონის საფეხურზე არიან და 2000 წელიწადში მთვარეზე გაფრინდებიან. ასე ყოჩაღად რომ წერ ჭიანჭველების მონათმფლობელობაზე იცი საერთოდ რა არის ეგ მონათმფლობელობა? მაგ ლოგიკით და თანმიმდევრობით მზესუმზირას გაუსწრია ჭიანჭველებისთვის "რადიოტელესკოპოვანი" ფურცლები გამოუსხამს და ხილული სინათლის დიაპოზანის ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენაც უსწავლია და მისი მიმართულებით ბრუნვაც. ასე თუ გააგრძელა მაგ მცენარემ ერთი 20 წელიწადში სპექტრის ანალიზსაც ისწავლის . . . კარგით რა მართლა და მართლა, ამას სერიზოლად წერთ, რომ ადამიანი უნიკალური არაა დედამიწაზე მაინც (თუ სამყაროში არა) და მისი კონკურენტები ჭიანჭველები, ტერმიტები, რაღაც მწერები თუ ძროხები არიან?! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 04:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი