![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#501
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
როგორც ჭიანჭველებმა არ იციან რას ვფიქრობთ ჩვენ ისევე არ ვიცით რას ფიქრობენ ჭიანჭველები ლ.ხ
![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#502
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მარტო ადამიანი არ აზროვნებს. ცხოველების აზროვნების უნარზე ძალიან ცოტა ვიცით და ბოლო 10-20 წელიწადში ძალზე ბევრი ახალი აღმოჩანა გაკეთდა ამ მიმართულებით. მაინც? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#503
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა ჰო, მართალი ხარ, ჭიანჭველები ახლა მონათმფლობელურ ეპოქაში არიან და დაახლოებით რომის იმპერიის დონის საფეხურზე არიან და 2000 წელიწადში მთვარეზე გაფრინდებიან. ასე ყოჩაღად რომ წერ ჭიანჭველების მონათმფლობელობაზე იცი საერთოდ რა არის ეგ მონათმფლობელობა? მაგ ლოგიკით და თანმიმდევრობით მზესუმზირას გაუსწრია ჭიანჭველებისთვის "რადიოტელესკოპოვანი" ფურცლები გამოუსხამს და ხილული სინათლის დიაპოზანის ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენაც უსწავლია და მისი მიმართულებით ბრუნვაც. ასე თუ გააგრძელა მაგ მცენარემ ერთი 20 წელიწადში სპექტრის ანალიზსაც ისწავლის . . . კარგით რა მართლა და მართლა, ამას სერიზოლად წერთ, რომ ადამიანი უნიკალური არაა დედამიწაზე მაინც (თუ სამყაროში არა) და მისი კონკურენტები ჭიანჭველები, ტერმიტები, რაღაც მწერები თუ ძროხები არიან?! კომენტარის გარეშე. ![]() გიორგი ციტატა მაინც? ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#504
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გიორგი კომენტარის გარეშე. ![]() რატომ? შენ არ თქვი, რომ ადამიამონათმფლობელობეი აქვთო? თანაც იმ კუთხით, რომ ადამიანს შეადარე? ასე არ იყო? ადამიანისთვის, რომ არ შეგედარებინა არაფერს არ ვიტყოდი, რადგან ცხოველების ყოველი მოწესრიგბული ქმედება არის ინსტინქტების შედეგი და არაა ცნობიერების. გიორგი ![]() თუ იცი რაიმე თქვი . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#505
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა რატომ? შენ არ თქვი, რომ ადამიამონათმფლობელობეი აქვთო? თანაც იმ კუთხით, რომ ადამიანს შეადარე? ასე არ იყო? ადამიანისთვის, რომ არ შეგედარებინა არაფერს არ ვიტყოდი, რადგან ცხოველების ყოველი მოწესრიგბული ქმედება არის ინსტინქტების შედეგი და არაა ცნობიერების. ეგ შენ გინდა, რომ ეგრე იყოს. სინამდვილეში როგორაა არ იცი. ინსტიქტი არაა ის, როდესაც ერთი სახეობის ჭიანჭველები მიდიან მეორე სახეობის ბუდეში (თუ რაც ქვია), ნაწილს ხოცავენ, ნაწილს წამოასხამენ თავისთან და ამუშავებენ. თვითონ არ მუშაობენ, მხოლოდ ომობენ. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#506
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
სინამდვილეში როგორაა არ იცი. როგორც არ უნდა იყოს ადამიანი უპირატესია თავისი შესაძლებლობებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#507
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა როგორც არ უნდა იყოს ადამინი უპირატესია. რაღაცეებში კი. შეიძლება უფრო მეტში ვიდრე ნაკლებში. მაგრამ აზროვნების შესახებ და მით უმეტეს ცხოველების აზროვნების შესახებ იმდენად ცოტა ვიცით . . . |
გიორგი |
![]()
პოსტი
#508
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა რაღაცეებში კი. შეიძლება უფრო მეტში ვიდრე ნაკლებში. შეიძლება? ციტატა მაგრამ აზროვნების შესახებ და მით უმეტეს ცხოველების აზროვნების შესახებ იმდენად ცოტა ვიცით . . . რომ რა? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#509
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ადამიანის სრულყოფილება/არა სრყლყოფილების და ცხოველებისგან გამორჩეულობის საკითხი რამდენადმე სცილდება "რწმენისა და ურწმუნოების" შესახებ განყოფილების თემატიკას, თუმცა გარკვეულწილად ადამიანის ქმნილებათა შორის უპირატესობის მტკიცებას მოჰყვა ეს საუბარი. თუ რომელიმე პოსტი მოდერატორს "ოფტოპიკად" მიაჩნია ვთხოვ, რომ წაშალოს.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
neo |
![]()
პოსტი
#510
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ცხოველები ახალს არაფერს არ ქმნიან, ისინი კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ...
მხოლოდ ადამიანი ვერ კმაყოფილდება ამ ცხოვრებით, ეს ნაწილობრივ იმის არგუმენტია რომ ადამიანი სულიერი არსებაა ცხოველისაგან განსხვავებით, აზროვნებით კომპიუტერიც აზროვნებს... უბრალოდ მას თავისუფალი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია... ცხოველებს წესით აქვთ ცნობიერება, რადგან მათ შეუძლიათ რაღაც ახალი ისწავლონ დაუშვათ ადამიანისაგან... და ეს შეიძლება ინსტიქტის ფარგლებს სცილდებოდეს (ინსტიქტი ალბათ რაღაც გენეტიკური პროგრამაა); აქვს თუ არა ცხოველს თავისუფალი არცევანის გაკეთების უნარი ? არა... ანუ მათ არ აქვთ ის შინაგანი სულიერი სამყარო რომელსაც შეუძლია საკუთარ ნებაზე, ინსტიქტზე, გარემოს იმპულსებზე მაღლა დადგეს და ნაცვლად რეაქტიული არსებობისა პროაქტიულობა მიანიჭოს... ისინი არ ცვლიან არაფერს... გარემოს მორჩილები არიან... მგელი როგორც ცხოვრობდა 1000 წლის წინ ზუსტად ისე ცხოვრობს ახლაც... ადამიანი ?... -------------------- www.cordesign.ge
|
leluka |
![]()
პოსტი
#511
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ცხოველები ახალს არაფერს არ ქმნიან, ისინი კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ... მხოლოდ ადამიანი ვერ კმაყოფილდება ამ ცხოვრებით, ეს ნაწილობრივ იმის არგუმენტია რომ ადამიანი სულიერი არსებაა ცხოველისაგან განსხვავებით, აზროვნებით კომპიუტერიც აზროვნებს... უბრალოდ მას თავისუფალი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია... ცხოველებს წესით აქვთ ცნობიერება, რადგან მათ შეუძლიათ რაღაც ახალი ისწავლონ დაუშვათ ადამიანისაგან... და ეს შეიძლება ინსტიქტის ფარგლებს სცილდებოდეს (ინსტიქტი ალბათ რაღაც გენეტიკური პროგრამაა); აქვს თუ არა ცხოველს თავისუფალი არცევანის გაკეთების უნარი ? არა... ანუ მათ არ აქვთ ის შინაგანი სულიერი სამყარო რომელსაც შეუძლია საკუთარ ნებაზე, ინსტიქტზე, გარემოს იმპულსებზე მაღლა დადგეს და ნაცვლად რეაქტიული არსებობისა პროაქტიულობა მიანიჭოს... ისინი არ ცვლიან არაფერს... გარემოს მორჩილები არიან... მგელი როგორც ცხოვრობდა 1000 წლის წინ ზუსტად ისე ცხოვრობს ახლაც... ადამიანი ?... ოო მომეწონა ეს გამოსვლა ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
rock |
![]()
პოსტი
#512
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
neo
ციტატა ცხოველები ახალს არაფერს არ ქმნიან, ისინი კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ... მხოლოდ ადამიანი ვერ კმაყოფილდება ამ ცხოვრებით, ეს ნაწილობრივ იმის არგუმენტია რომ ადამიანი სულიერი არსებაა ცხოველისაგან განსხვავებით, ეგებ ცხოველების ცხოვრების წესი უფრო მისაღებია? ფაქტია, რომ გარემომცველ სამყაროსთან უფრო ჰარმონიაში არიან. ციტატა აზროვნებით კომპიუტერიც აზროვნებს... უბრალოდ მას თავისუფალი არჩევანის გაკეთება არ შეუძლია... სამაგიეროდ ცხოველს შეუძლია. კომპიუტერიც შესძლებს. ციტატა აქვს თუ არა ცხოველს თავისუფალი არცევანის გაკეთების უნარი ? არა... ეუფ. ვითომ რატომაო. როდესაც ლომი ესხმის კამეჩს (აფრიკულ ველურს) კამეჩების ნაწილი მის დასაცავად იწევს, ნაწილი მათ ზურგს ეფარება. არის თუ არა ეს თავისუფალი არჩევანი? ციტატა ანუ მათ არ აქვთ ის შინაგანი სულიერი სამყარო რომელსაც შეუძლია საკუთარ ნებაზე, ინსტიქტზე, გარემოს იმპულსებზე მაღლა დადგეს და ნაცვლად რეაქტიული არსებობისა პროაქტიულობა მიანიჭოს... ეს მხოლოდ სიტყვებია. ცხოველთა აზროვნებაზე და ქცევაზე ბიოლოგებმა ძალიან ცოტა იციან. შენ ბიოლოგი ხარ? ციტატა ისინი არ ცვლიან არაფერს... გარემოს მორჩილები არიან... მგელი როგორც ცხოვრობდა 1000 წლის წინ ზუსტად ისე ცხოვრობს ახლაც... ადამიანი ?... ცხოველები ცვლიან გარემოს. ელემენტარულად თხუნელა ნიადაგს სერავს კილომეტრებზე. უბრალოდ მათ მიერ წარმოებული ცვლილებები ნაკლებად თვალში საცემია და მეტ ჰარმონიაშია გარემოსთან. ვიმეორებ, ჯერ კიდევ საკითხავია, რა სჯობს - იცხოვრო გარემოსთან ჰარმონიაში თუ სისტემატიურად ცვალო იგი??? |
guest |
![]()
პოსტი
#513
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ხალხო,
ღმერთმა ადამიანად გაგვაჩინა და ცხოველებს შევნატროთ? კაი რა... ასე მგონია მოლაპარაკებული ხართ და ხუმრობთ! |
iraklidze |
![]()
პოსტი
#514
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
1. მე რაღაც არ მეჩვენება ნორმლარულად იმის მტკიცება რომ რომელიმე ცხოველი "იაზრებს მის ნამოქმედარს. ისინი ინსტიქტით მოქმედებენ. ხოლო თუ ბატი ან ღორი გზაზე გადადის ეს მარტივი ქმედების ალგორითმია დაფუძნებული იმავე მართივ მეხსიერებაზე (შიშებზე). თუ ცოტა პროგრამირებაში ერკვევა კაცი დაახლოებით წარმოდიგენს "ღორის პროგრამას" ეს არაა ძნელი დასაწერი. ქმედებები და უკუქმედებების მარტივი ალგორითმებია შიშის ობიექტებით.
2. ცხოვლეს მე ადამიანს იმ გაგებით უწოდებ, რომ ისიც გარკვეულ წილად ინსტიქტებს ემორჩილება. მას ააქ უპურობო რეფლექსები, ამიტომ ის არაა სრულყოფილი და მთლიანად აზორვნებაზე დამოკიდებული. მასაც ააქ შიშები, რომლების მის აზროვნებზე მაღალია. ანუ ადამიანი მაინც ზოგ შემთხვევაში (100% საფრთხისას) ინსტიქტებით მოქმედებს. ამიტომ ის კი აზროვენბს და რა თქმა უნდა ზოოლოგიის წიგნში არ განიხილება, მაგრამ მაინც ცხოველი, ანუ ბუნების ნაწილია. ხოლო რაც შეეხება დედამიწის ბატონ-პატორონობას, დედამიწა არ შექმნილია იმიტომ რომ მასზე ჩვენ, ან თუ გინდა პინგვინებს ეცხოვრა. ვერავინ დაამტკიცებს რომ 4 000 000 000 წლის წინ დედმაიწა იმიტომ მრგვალდებოდა რომ მასზე გიორგის ეცხოვრაო. ასე რომ ჩვენ ვართ ამ დედამიწის "შვილები" და ვემორჩილებით მის კანონებს, მის ამინდს, მის მაგნიურ ველს და მის პირობებს. ამიტომ უფრო ისაა ჩვენი ბატონპატრონი და ჩვენი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ვიდრე ჩვენ. და თუ ძაან გადიდგულდება ადამიანი და დაიწყებს გიორგივით იმის მტკიცებას რომ დედამიწის შუაზე გახევა შუძლია (რაც მე მეეჭვება), რისი გამკეთებელი და რისი თავიც ააქ ადამიანს მაშინ ჩანს ერთი პატარა მდინარე რომ ადიდდება და იმასთან გამკლავებაც არ შეუძლია. არადა ასე კლავიატურასთან ძაან მაგრები ვართ ![]() ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
guest |
![]()
პოსტი
#515
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ადამიანი რომ არ ყოფილიყო,სამყარო სხვანაირი იქნებოდაო. ახლა არ მაქვს ეს წიგნი სახლში, მეგობართან დავტოვე. ვნახავ მერე ზუსტად რა ქვია ამ მიმდინარეობას, წიგნი კი ქაოსის თეორიას ეხება ძირითადად.
ეგებ თქვენ გახსოვდეთ. |
rock |
![]()
პოსტი
#516
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
iraklidze
ციტატა მე რაღაც არ მეჩვენება ნორმლარულად იმის მტკიცება რომ რომელიმე ცხოველი "იაზრებს მის ნამოქმედარს. იმის მტკიცება თუ გეჩვენება ნორმალურად, რომ თუ ორი სხეული ერთმანეთს უახლოვდება 200 000 კმ/წმ სიჩქარით უძრავი სისტემის მიმართ, ერთ-ერთის მიმართ მეორის სიჩქარე 300 000 კმ/წმ-ს არ აღემატება? ციტატა ხოლო თუ ბატი ან ღორი გზაზე გადადის ეს მარტივი ქმედების ალგორითმია დაფუძნებული იმავე მართივ მეხსიერებაზე მწვანეზე გადადიან. ციტატა თუ ცოტა პროგრამირებაში ერკვევა კაცი დაახლოებით წარმოდიგენს "ღორის პროგრამას" ეს არაა ძნელი დასაწერი. ქმედებები და უკუქმედებების მარტივი ალგორითმებია შიშის ობიექტებით. ჭადრაკის სათამაშო პროგრამაც დაწერეს და საუკეთესო დიდოსტატებს უგებს. ![]() staywhite ციტატა ღმერთმა ადამიანად გაგვაჩინა და ცხოველებს შევნატროთ? კაი რა... ასე მგონია მოლაპარაკებული ხართ და ხუმრობთ! არ შევნატრი ბატონო. იმას ვამბობ, რომ არც ისინი შგვნატრიან. ![]() |
iraklidze |
![]()
პოსტი
#517
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
ციტატა იმის მტკიცება თუ გეჩვენება ნორმალურად, რომ თუ ორი სხეული ერთმანეთს უახლოვდება 200 000 კმ/წმ სიჩქარით უძრავი სისტემის მიმართ, ერთ-ერთის მიმართ მეორის სიჩქარე 300 000 კმ/წმ-ს არ აღემატება? ეგ ძალაინ ადვილი წარმოსადგენია თუ სიჩქარის შეკრების ფორმუალს დააკვირდები ![]() მანდ მნიშვნელში C ანუ სინათლის სიჩქარეა ამიტომ არცერთი სხეული არაფრის მიმართ არ მოძრაობს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეგ სუფთა მათემატიკაა. და საკმაოდ ნორმალურადაც მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში ამ ფორმულამდე პლანეტაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მივიდა ![]() გინდა მწვანეზე გადავიდნენ გინდა წითელზე. ეგ არანაირად არ ამტცევს მათ აზროვნებას, პიროვნების განცდას, ან ინდივიდუალობის აღქმას. ეგ უფრო გაწვრთნის ან სწავლის შედეგია. ისინი არასდროს ფიქრობენ, ისე როგორც ადამიანები. მათ არ უჩნდება დამოუკიდებელი აზრები. რომელი ძროხა გინახავს თავისუფლებისთვის მებრძოლი? იმის გამო რომ ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს ვერც ცხოველს და ვერც კომპიუტერს (რომელსაც გაცილებით დიდი ლოგიკა შეიძლება შევუქმნათ, ვიდრე ცხოველს) ვერ დავაბრალებთ აზროვნებას (თუმცა არაა გამორიცხული ხელოვნურმა ინტელექტმა საკმაოდ წარმატებულად იაზროვნოს და იდეებიც მოუვიდეს და პიროვნებაც ქონდეს. ეგ ალბათ მოხდება და მხოლოდ ადამიანის დამსახურება იქნება) მაგალითად ძაღლი საკმაოდ ჭკვიანი, და ერთი შეხედვით ადამიანი უყვარს. მარგამ ეს "სიყვარული" შორსაა ამ გრძნობის იმ გაგებისგან რასაც ჩვენ ვეძახით სიყვრალუს. ძაღლი პატრონის ერთგული იმიტომაა რომ იგი ჯოგის ინსტიქტით ცხოვრობს, მას გონია რომ პატრონი ჯოგის მეთაურია და ისე იქცევა როგორ მგლების ჯოგში მოექცეოდა მეთაურს. ასე რომ ძაღლს არ შეუძლია ისეთი სიყვარული როგორც ადამიანს. ადამისნის სიყვარული გააზრებულია, იგი გულისხმობს რაღაც ახალის მოფიქრებას, იმპროვიზაციას. ძაღლი რაც არ უნდა მაგრა უყვარდეს პატრონი არასდროს გაუკეთებს მას სურპიზს, და ვერასდროს გათვლის წინასწარ როგორ ასიამოვნოს პატრონს. ამიტომ ზოგი ცხოველი უბრალოდ სხვაზე ჭკვიანი გვეჩვენება, ჩვენი გაგებით. და ამ "ჭკუას" არანიაი კავშირი არა აქ აზროვნებასთან. დედამიწაზე მარტო ერთი მოაზროვნე არსებაა - ადამიანი. ყოველ შემთხვევაში მე ამაში დარწმუნებული ვარ ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#518
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მინდა ერთი ლოგიკური აზროვნების მაგალითი დავწერო .
ავიღოთ კედლის საათი მე იგი მინდა მთელ სამყაროს შევადარო.კედლის საათი ადამიანის ქმნილებაა იგი მრავალი მცირე ნაწილებისაგან შესდგება რომელთა ერთობლივი გამართული მუშაობა უზრუნველყოფს საათის ზუსტ მუშაობას და თუ რომელიმე ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა საათი გაჩერდება.ასევე რადგანაც კედლის საათი რთული ქმნილებაა და არის ვიღაცის მიერ შექმნილი იგი თავისით ყველა მცირე ნაწილები რომ შეერთდეს და კედლის საათი გახდეს არ მოხდება გინდა მილიარდი წელი გავიდეს. აქედან გამომდინარე ეხლა განვიხილოთ მთელი სამყარო.იგი რთული აგებულებისაა განვიხილავ დედამიწას.დედამიწა ისე არის მოწყობილი რომ მასზედ ცოცხალი არსებები სახლობდნენ (სხვა პლანეტებისგან განსხვავებით)დედამიწაზე სიცოცხლე დამოკიდებულია (როგორც კედლის საათში) მრავალ ფაქტორზე (ჰაერი,წყალი,მზე,მთვარე,წვიმა, არი,და აშ.)განსაკუთრებით ადამიანი იგი იმდენად ფაქიზი ქმნილებაა რომ განსაკუთრებული პირობები სჭირდება იმისთვის რომ იცხოვროს დედამიწაზე და თუ რომელიმე ეს ფაქტორი არასწორად დაიწყებს მოქმედებას (ძაან დაცხება ან აცივდება ან წვიმა აღარ მოვა და აშ.(ერთხელ ვცადე ამ ფაქტორების აღრიცხვა რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი არ იარსებებდა და იმდენი გამოვიდა რომ თავი დავანებე) მაგ .ისეთები როგორიცაა მზე რომ ცოტა ახლოს იყოს ან შორს,მთვარე შორს რომ იყოს ან არიყოს,ოზონის შრე, და აშ.მოკლედ იმდენია ჩამოთვლას აღარ გავაგრზელებ ისე ცნობისთვის ქარბორბალა და ქარიშხალი რომ არ ყოფილიყო დედამიწაზე ადამიანი ვერ იარსებებდა.) მოკლედ რომელიმე ეს ფაქტორი რომ არასწორედ ამოქმედდეს ანუ საათის რომელიმე ნაწილი გაფუჭდეს ადამიანი გაქვრება დედამიწიდან საათიც გაფუჭდება.ყოველივე აქედან გამომდინაე კითხვები. 1)არის თუ არა კედლის საათი უფრო რთული და გენიალური ქმნილება ვიდრე მთელი სამყარო რადგანაც იგი თავისით ვერასდროს შეიქმნება თუ რომელიმე გონიერმა არსებამ არშექმნა იმ შემთხვევაში თუ მთელი სამყარო(ათეისტური თვალსაზრისით )თავისით შეიძლება შეიქმნას? 2)დაუკვირდით მთელ სამყაროს და შეისწავლეთ იგი(ფლორა,ფაუნა ადამიანი,კოსმოსი და აშ) იქნებ არის ამ სამყაროში ისეთი რამე გენიალური რაც თავისით არ შეიქმნებოდა როგორც საათში ვხედავთ რომ იგი იმდენად გენიალურია რომ თავისით ვერ შეიქმნება ასევე ამ უგენიალურეს (სხვა რა სიტყვა ვთქვა)სამყაროში ანუ ქმნილებაში რომ იგი იმდენად გენიალურია რომ დავინახოთ მასში შემოქმედის ხელი. მოკლედ იფიქრეთ ამ საკითხებზე. დავიწყე სხვა სათაურით და სხვანაირად დავამთავრე ![]() ეს ამხელა პოსტი ეხება მხოლოდ ათეისტებს. |
rock |
![]()
პოსტი
#519
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
iraklidze
ციტატა ეგ ძალაინ ადვილი წარმოსადგენია თუ სიჩქარის შეკრების ფორმუალს დააკვირდები რას ამბობ? მართლა? ეგ ფორმულა დიდი ხანია ვიცით ადამიანებმა? ციტატა ყოველ შემთხვევაში ამ ფორმულამდე პლანეტაზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მივიდა "თავის დროისთვის" რომ დაგემატებინა არ იქნებოდა ურიგო. აინშტაინისებრი ბიოლოგებიც გამოჩნდებიან სულ მალე. XX საუკუნის დასაწყისში ფიზიკა იყო მოდაში, ბიოლოგიის ჯერიც მოვა. ![]() ციტატა ეგ უფრო გაწვრთნის ან სწავლის შედეგია. სწავლა რაა შენი აზრით, არაა აზროვნება? ციტატა ისინი არასდროს ფიქრობენ, ისე როგორც ადამიანები. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ ქალი და მამაკაცი უმეტეს შემთხვევებში განსხვავებულად ფიქრობენ. შენ ეხლა გინდა, რომ ბონობომ და დელფინმაც ჩვენსავით იაზროვნონ? ციტატა მათ არ უჩნდება დამოუკიდებელი აზრები. ზნაჩიტ ეს გამოტოვე: ციტატა ეუფ. ვითომ რატომაო. როდესაც ლომი ესხმის კამეჩს (აფრიკულ ველურს) კამეჩების ნაწილი მის დასაცავად იწევს, ნაწილი მათ ზურგს ეფარება. არის თუ არა ეს თავისუფალი არჩევანი? ციტატა მაგალითად ძაღლი საკმაოდ ჭკვიანი, და ერთი შეხედვით ადამიანი უყვარს. მარგამ ეს "სიყვარული" შორსაა ამ გრძნობის იმ გაგებისგან რასაც ჩვენ ვეძახით სიყვრალუს. ძაღლი პატრონის ერთგული იმიტომაა რომ იგი ჯოგის ინსტიქტით ცხოვრობს, მას გონია რომ პატრონი ჯოგის მეთაურია და ისე იქცევა როგორ მგლების ჯოგში მოექცეოდა მეთაურს. ასე რომ ძაღლს არ შეუძლია ისეთი სიყვარული როგორც ადამიანს. ძაღლების და ბაქტერიების მაგალითებად მოყვანა არაა სწორი. ვისაუბროთ სოციალურ მწერებზე, უმაღლეს პრიმატებზე და დელფინებზე. ციტატა დედამიწაზე მარტო ერთი მოაზროვნე არსებაა - ადამიანი. ყოველ შემთხვევაში მე ამაში დარწმუნებული ვარ ევანჯელისტა ტორიჩელიმდე ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ წყალი იმიტომ ადის მილში, რომ სიცარიელის ეშინიაო. ატმოსფერო რომ დედამიწას აწვებოდა თAვშიც კი არავის მოსდიოდა. ![]() |
ana-bana |
![]()
პოსტი
#520
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 ![]() |
rock
შენ ერთერთი ათეისტთაგანი ხარ როგორც მივხვდი და მინდა გითხრა რომ ეს იგავ-არაკი იმაზე მეტყველებს, რომ მარტო შენი გადასახედიდან არ უნდა იმსჯელო,და მხოლოდ ის არ უნდა ირწმუნო რასაც თვალით ხედავ,რომელიც არც თუ ისე შორსმხედველია.. -------------------- უფალო შემიწყალე...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 10:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი